planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გარემოსა და ფანქრით დახატული ნახატების ჰარმონიული შეხამება… River flows in you by mr.paataPaata Chikhladze | Create your badge View ucnauri.com
-
1)ფუტკარი დაფრინავს 15 mp/h სიჩქარით2)კანადას უფრო მეტი ტბა აქვს ვიდე მსოფლიოს სხვა ტურისტულ ქვეყნებს ერთად3)170,000,000,000,000,000,000,000,000 გზა არსებობს რომ ჭადრაკის თამაშის მსვლელობა შენს სასარგებლოდ წარმართო4)კაცს შეუძლია მცირე შრიფტით ნაწერი უფრო კარგად წაიკითხოს ვიდრე ქალს, მაგრამ ქალს უკეთესი სმენა აქვს (იმიტომ რომ ჭორებს კარგად მოუსმინოს )5)კატას შეუძლია ყბა ზევით ქვევით ამოძრაოს გვერდით ... View ucnauri.com
-
საქართველო, 174 ქვეყანას შორის, ნომერ პირველი რეფორმატორია – ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის Doing Business 2011-ის დასკვნა. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg სტივ ლევაინი ახლახანს ბრიუსელში მოგზაურობის დროს გაოცებული დავრჩი იმით, რომ „ნაბუქოს“ მილსადენის გარშემო გაუგებრობა ევროპელებში იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული, თუმცა ჯერ კიდევ დონკიხოტურ სტადიაში მყოფი პროექტის მიზანი, მილსადენით ცენტრალური აზიის გაზის საბადოების ევროპასთან დაკავშირებაა „ნაბუქოს“ გაზსადენმა უნდა შეამციროს ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ „გაზპრომზე“. ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს ეს დიდწილად ამერიკის აკვიატებული იდეაა და მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ამ ფაქტს უარყოფენ, როგორც სჩანს ამ მანიით, ისინიც შეპყრობილები არიან. მოკლედ, თურქმენულ პოლიტიკას სერიოზული მასტიმულირებელი ბიძგი სჭირდება. დასაწყისისთვის ცოტა რამ საკითხის ისტორიის შესახებ. 1990-იან წლებში ვაშინგტონმა თურქმენეთიდან გაზსადენის მშენებლობის მხარდაჭერა გადაწყვიტა. იდეა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის შექმნაში მდგომარეობდა, რომელიც წარსულში საბჭოთა ცენტრალურ აზიას და კავკასიას ევროპასთან დააკავშირებდა. ამ ღერძის მეორე ნაწილი უპრობლემოდ შეიქმნა. აზერბაიჯანმა და საქართველომ თავიდანვე დაუჭირეს მხარი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ასევე პარალელური გაზსადენის გაყვანის გეგმას, მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს ცენტრალურ აზიაში მილსადენის სისტემის აღმოსავლეთ ნაწილის მშენებლობას, კერძოდ თურქმენეთში (ამის შესახებ უფრო დეტალურად, ქვემოთ) და ეს რეგიონი აღნიშნულ ღერძთან დღემდე არ არის მიერთებული. სინამდვილეში „ნაბუქო“ შესანიშნავი პროექტია, თუ არ ჩავთვლით შემდეგ გარემოებებს: 1. ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელ გაზის მარაგებს, რომლებმაც ამ მილსადენში უნდა გაიაროს; 2. მაგრამ ისინი რომც არსებობდეს, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და იმის არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 30-წლიან პერიოდში, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ პროექტმა თავისი თვითღირებულება გამოისყიდოს, ამ გაზს ვინმე იყიდის, მაგრამ ეს ამ ადამიანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ისინიც განაგრძობენ „ნაბუქოზე“ საუბარს. ასე იყო გასულ კვირას ბრიუსელში ამ თემაზე ჯგუფური დისკუსიის დროს, რომელშიც მეც ვმონაწილობდი. დისკუსიის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ევროპის მეგობრები“ გახლდათ. „ევროპის მეგობრები“ ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა. მას Financial Times-ის ყოფილი კორესპონდენტი ჯაილს მერიტი და საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსის EurActiv-ის ხელმძღვანელი ვილი დე ბაკერი ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციის სახელწოდება მაცდურია, რადგან მერიტს მე ვერაფრით ვერ ვუწოდებ მეგობრულად განწყობილს. ის ბევრს იღიმება, მაგრამ აგრესიულად იქცევა და გასულ კვირას მისთვის დამახასიათებელი მანერით მან ტყავი გააძრო ევროკავშირის ენერგეტიკული სფეროს და ინდუსტრიის ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც განმარტებებს სთხოვდა: რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ზოგადად შესაძლებელია საერთო ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკა. რაც შეეხება მილსადენებს, აქ მერიტი მართალია. დებატების დროს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამეტებით აპროტესტებდა პესიმისტურ პროგნოზებს თურქმენული გაზის ევროპამდე მიღწევის პერსპექტივაზე. რატომ? იმიტომ რომ თურქმენებმა ევროკავშირს განუცხადეს, რომ მათ ასეთი გეგმები აქვთ – სთქვა მან. გარდა ამისა მათ განაცხადეს, რომ დღეს მილსადენის მშენებლობა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და პირველი პოზიტიური ნაბიჯის თვალსაზრისით შესაძლებელი იქნებოდა თხევადი ბუნებრივი აირის თურქმენული პორტიდან „თურქმენბაში“ კასპიის გავლით ხომალდებით გადაზიდვა. უცბად დარბაზში ერთი ადამიანი წამოდგა, რომელიც თითქოს კარნახით მოქმედებდა, თავი წარმოადგინა თურქმენეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლად და განაცხადა, რომ დიახ ყველაფერი მართალია – თურქმენეთი მილსადენის მშენებლობის მომხრეა, თუმცა თავიდან ასეთი მიწოდებებით დაწყებაა საჭირო. შეგიძლიათ სკეპტიკოსი მიწოდოთ, მაგრამ ცოტა ხნით ადრე დებატების დროს ერთ-ერთმა გამომსვლელმა სხვა თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყური იმას კი არ უნდა დაუგდონ თუ რას ამბობენ ადამიანები, არამედ იმას თუ რას აკეთებენ ისინი. მოდით თვალი გადავავლოთ გასულ ათწლეულს და იმას თუ რას აცხადებდა და როგორ მოქმედებდა იმ დროს თურქმენეთი. 1990-იანი წლების ბოლოს აშხაბადმა უარი სთქვა ტრანსკავკასიური ხაზის მშენებლობის შესახებ კონსორციუმის წინადადებაზე, რომელშიც კომპანიები Bechtel და General Electric შედიოდა. ჩვენს მკითხველს ამ უარის მიზეზი ახსოვს: ამ კომპანიებმა არ მოისურვეს გერმანულ ბანკში იმდროინდელი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის სახელზე ანგარიშზე 500 000 მილიონი დოლარის შეტანა. 1990-იანი წლების ბოლოს ნიაზოვმა და ამ რეგიონის სხვა ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა სულელური ფარსი მოაწყვეს და შუა უდაბნოში ორი მილსადენი შეადუღეს, შეეცადნენ რა გაზსადენის ავღანეთის გავლით გაყვანას. ეს მცდელობა ჩაიშალა და ამ ობოლ განშტოებას არავინ არ მიუერთდა. სამთავრობო ჩინოვნიკები და დარგობრივი კომპანიების ხელმძღვანელები დრო და დრო აშხაბადში მიემგზავრებოდნენ და უშედეგოდ ცდილობდნენ მილსადენის მშენებლობაზე დიდი უფროსის დათანხმებას. 2006 წელს ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ ისინი მისი მემკვიდრის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის დათანხმებას ცდილობენ. ჯერ-ჯერობით ბერდიმუჰამედოვის პასუხების არსი შემდეგშია: გაზსადენი თვითონ ააშენეთ, ჩვენ კი მას გამოვიყენებთ, რადგან ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ბედავს ჩინელების გარდა, თურქმენები დასავლეთის წინადადებას ბლეფად აღიქვამენ (მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ამ თემაზე საუბარს არ წყვეტს). რატომ არ სურთ თურქმენებს გაზის მიწოდება? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ საშინლად ეშინიათ რუსების შესაძლო რეაქციის. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმის, თუ რა აზრები ტრიალებს მათ თავში ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს შიში რეალურად იგრძნობა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ღერძი აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. თურქმენულ გაზს ჩინელები ყიდულობენ და იმ განშტოებით მარაგდებიან, რომელიც თავად ააშენეს, ხოლო თურქმენებს იმედი აქვთ, რომ გაზის უფრო მეტ რაოდენობას გადაქაჩავენ სამხრეთის მიმართულებით ირანის და ასევე ავღანეთის გავლით. და „ნაბუქოს“ რა დარჩება? არსებობს აზერბაიჯანული გაზის მცირე მარაგები, რომლის მიღებაც შესაძლებელი გახდება შაჰ-დენიზის საბადოს მეორე რიგიდან. შეიძლება ქურთები მოურიგდნენ ბაღდადის მთავრობას და ჩრდილოეთის მიმართულებით დაიწყონ გაზის გადაქაჩვა, თუმცა საერთო ჯამში აშკარად არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ გაზსადენის მშენებლობა ღირდეს. ამავდროულად კი ჰორიზონტზე ფიქალის აირის ბუმი მოსჩანს. ჭექა-ქუხილის ხმები უკვე გაისმის, რადგან ეს გაზის აშშ-ს მოთხოვნილებების მნიშვნელოვან ნაწილს აკმაყოფილებს და გლობალურ ენერგეტიკულ სურათს ცვლის. თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებლები, ისეთები როგორიც მაგალითად კატარია, ახალ პირობებში იძულებულები არიან შეცვალონ თავიანთი მიწოდებების მიმართულება ევროპასა და სხვა ადგილებზე. შესაბამისად, დღეს აბსოლუტურად გაურკვეველია საკმარისი იქნება თუ არა პერსპექტივაში ევროპული მოთხოვნილება იმისთვის, რომ „ნაბუქოს“ მშენებლობის ხარჯები გაამართლოს, რაც შეფასებით 8 მილიარდი დოლარია. მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაბუქოს“ პროექტი მოვლენების მდინარებაში იკარგება. ახალი ინფორმაცია: Reuters-ი იუწყება, რომ თურქმენეთმა მზადყოფნა გამოსთქვა, რომ ევროპას ყოველწლიურად 40 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიაწვდის. როგორც თურქმენეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბეიმურად ჰოჯამუჰამედოვმა განაცხადა, კასპიისპირა სახელმწიფოების უმრავლესობა დასთანხმდა იმას, რომ ნებისმიერი ორი ამ ხუთი ქვეყნიდან, რომლებსაც გასასვლელი კასპიის ზღვაზე აქვთ, ურთიერთშეთანხმებით შესძლებენ წყალქვეშა მილსადენების გაყვანას. სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პასუხი ამ განცხადებაზე, რომელიც ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა, ასეთია: „მე (ისევე როგორც აზერბაიჯანლები) ამ საკითხს კვლავ სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ეს არის ის მაქსიმუმი, რაც თურქმენებმა დღეისთვის გააკეთეს“. როგორც ადრე ითქვა, ასეთი ეჭვებისთვის უამრავი საფუძველია, კერძოდ ის რომ თუკი მათ შორის ვინც თანხმაა რუსეთი და ირანი არ არიან, მაშინ შეთანხმება რომელზეც ჰოჯამუჰამედოვი საუბრობდა, ბევრს არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ეს რომ სწორედ ის სიტყვები ყოფილიყო, რომელსაც ყველა ელოდება, დამიჯერეთ ამის შესახებ ვაშინგტონის და ბრიუსელის ყველა მოსახვევში ილაპარაკებდნენ, მაგრამ ორივე დედაქალაქში სიჩუმეა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/nogaideli1-150x150.jpgჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 25 ნოემბერ პერსპექტივა არ ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო კრება ნამდვილად იყო ყურადღების ცენტრში 25 ნოემბრამდე, ახლა კი პირიქით”,- განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, საჭიროა მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთობლივი, კონსოლიდირებული და კორდინირებული მოქმედებები. “მარტო არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს საჭიროა შეთანხმებული და სწორი გეგმა”, – განმარტა მან. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს ოთხი იდეის გარშემო. “ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხის ნდობა. Eეს კი მოხერხდება მაშინ, როცა ჩვენ გვერდზე გადავდებთ პირად ამბიციებს და ჩვენს ხალხს შევთავაზებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, საქართველოს გაერთიანების რეალურ გეგმას, დემოკრატიის განვითარებას და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებს”, – აღნიშნა ნოღაიდელმა. იხილეთ epn.ge
-
პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან – აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული.ფსიქოლოგები გამოყოფენ პროპაგანდის რამდენიმე სახეს: 1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gabunia2-150x150.jpgთბილისში ტრანსპორტით სარგებლობისთვის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებზე მეტი ხარჯის გაღება მოუწევთ”,- ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” მდივანმა ზაზა გაბუნიამ დღეს საკრებულოში გააკეთა. მისი თქმით, 29 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე ქრისტიან დემოკრატები ტრანსპორტზე მგზავრობის 10 თეთრით გაძვირებას მხარს არ დაუჭერენ. “ტრანსპორტზე გაძვირებული ტარიფის ფონზე, თბილისის მოსახლეობას საკუთარი შემოსავლიდან იმაზე მეტი ხარჯის გაღება მოუწევს ვიდრე ამას გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და პორტუგალიის მოქალაქე აკეთებს. საკუთარი შემოსავლიდან კომუნალურ ტრანსპორტზე გერმანიის მოქალაქე 1.8%; საფრანგეთის 1.78%; იტალიის 2.3%; ესპანეთის 3.6%; პორტუგალიის 3.8%, ხოლო საქართველოს მოქალაქე 5.3% დახარჯავს”,- განაცხადა გაბუნიამ. იხილეთ epn.ge
-
medianews.ge- ბარაქ ობამას ტუჩზე 12 ნაკერი ადევს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას ტუჩზე 12 ნაკერი დაადეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის ვაშინგტონში… ლინკი მედიანიუსზე -
http://s011.radikal.ru/i315/1011/fa/9ab3d8728e73.jpg ტოტენჰემთან მატჩის წინ როი ჰოჯსონმა ლივერპულის ახალგაზრდა ესპანელ ტალანტზე ისაუბრა. 19 წლის ფორავრდს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული პირველ გუნდში, თუმცა რეზერვებში სტაბილურად თამაშობს და განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში თავის გამოჩენის შემდეგ მასზე უკვე ყველა ალაპარაკდა. ჟურნალისტებმა კი როი ჰოჯსონს სწორედ დანი პაჩეკოს მომავალზე ჰკითხეს : “ნოტინგემთან მატჩის შემდეგ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების შემდეგ მასაც მცირე ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯდებოდა და დღეს უკვე კარგ კარგ ფორმაშია” – განაცხადა ჰოჯსონმა – “რეზერვების ბოლო მატჩებში მან კარგად ითამაშა და ვფიქრობ მას მერსესაიდში დიდი მომავალი აქვს…” “დანის პრობლემა მისი სათამაშო პოზიციაა. ახლა კლუბში ყველაზე დიდი არჩევანი სწორედ ფლანგებზე და ცენტრ-ფორვარდის უკან გვქვს. ახალგაზრდა მოთამაშისთვისკი არც ისე ადვილია ისეთი ფეხბურთელებისთვის კონკურენციის გაწევა, როგორებიც ჯო კოული, კიუიტი და მაქსი როდრიგესი არიან.” “რათქმაუნდა ძალიან ბევრ კლუბს სურს მისი გადაბირება, მაგრამ ვფიქრობ მისთვის უმჯობესია ასეთი ფეხბურთელების გარემოცვაში ყოფნა, მათგან მაგალითის აღება და თამაშის გაუმჯობესება ვიდრე პატარა კლუბში სტაბილურად ძირითადში ასპარეზობა…” “ევროლიგის მომდევნო მატჩში იგი განაცხადში იქნება, ვერ დაგპირდებით რომ ძირითადში დაიწყებს მაგრამ არც ესაა გამორიცხული. ბოლო პერიოდში მან ნამდვილად დაიმსახურა ძირითად გუნდში დაბრუნება…” View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/11/26/1290798938253/Roy-Hodgson-Liverpool-007.jpg როი ჰოჯსონი თვლის, რომ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, სად თამაშობს “ლივერპული” - გასვლაზე თუ “ენფილდზე”. ხვალ “წითლები” “უაით ჰართ ლეინზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. სხვა საქმეა, თუ რამდენად გამოუვათ ეს. არახალია ის ფაქტი, რომ “ლივერპული” გასვლით თამაშებს სუსტად ატარებს მიმდინარე სეზონში. თუმცა, როი ჰოჯსონი თვლის, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ისინი სახლში თამაშობენ, თუ სტუმრად, მთავარია საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ და გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. “ჩვენ გვსურს ვითამაშოთ იგივე ფეხბურთი, რაც საჭიროა, როგორც გასვლაზე, ასევე საკუთარ მოედანზე. რა თქმა უნდა, ვერ უარყოფ, რომ საკუთარი კედლების ფაქტორი უპირატესობაა და “ენფილდზე” მაყურებელი კეთილგანწყობილია შენს მიმართ, თუმცა მთავარი სხვა რამაა. საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეთ მოთამაშეებს, როცა სტუმრად თამაშობენ”. “არ უნდა იქმნებოდეს ისეთი განწყობილება, თითქოს, სტუმრად თამაში არ მიგვდის და გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, ხოლო როდესაც საკუთარ კედლებში მოგვიწევს შეხვედრების ჩატარება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. თუკი ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ იმისათვის, რომ “ტოტენჰემი” დავამარცხოთ, მაშინ ამას გასვლაზეც უპრობლემოდ მოვახერხებთ. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი გუნდი ვართ და გამარჯვება ყველგან შეგვიძლია და ვიცით, თუ რა პრობლემებს შეგვიქმნის “ტოტენჰემი” – ამბობს ჰოჯსონი. View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) BBC-ის ჯილდო კონორი კოადს?
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://b.pix.ge/o/thoi7.jpg “ლივერპულის” აკადემიის ახალგაზრდა წევრი ნომინირებულია BBC-ის ჯილდოზე. ინგლისის U 17 ნაკრების კაპიტანი შესაძლოა BBC-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდეს. 17 წლის ინგლისელი, რომელსაც შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში ყველაზე დიდი შანსი აქვს მოიგოს ეს საოცარი ტიტული. მოგეხსენებათ ეს ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს და არა ფეხბურთელს. საუკეთესოთა შორის 10 ნომინანტია. ესენია: კონორი კოადი, ტომ დალეი, ლაურა რობინსონი, ჯეიდი ჯონსი (ტაიკვანდო) , დენ ლუქერი (მძლეოსნობა), სემ ოლდამი (ტანვარჯიში), ლაიამ პიტჩფორდი (მაგიდის ჩოგბურთი), ემა საუნდერსი (ცურვა), ზო სმიტი (ძალოსნობა) და ჯოდი უილიამსი (მძლეოსნობა). სამი კანდიდატი მიწვეული იქნება ცოცხალ ღონისძიებაზე დეკემბერში. წინა გამარჯვებულები კი არიან თეო უოლკოტი, ენდი მურაი და უეინ რუნი. გვერდი მომზადებულია Liverpoolfc.Tv-ის მიერ View the full article -
დღეს ქუთაისის იუსტიციის სახლში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საჯარო რეესტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ ელექტრონული სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით სწავლება ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, განიხილავენ საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს. ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათისაა და დისკუსიასა და პრაქტიკულ მეცადინეობებზეა აგებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული პროგრამების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო. ტრენინგს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. იხილეთ epn.ge
-
დაღესტანში რკინიგზის ხაზი ააფეთქეს. «ინტერფაქსის» ინფორმაციით, გამთენიისას, დაღესტნის ქალაქ ყიზლარის რკინიგზის ხაზთან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ასტრახანი-მახაჭყალას სამგზავრო შემადგენლობის გავლის შემდეგ ამოქმედდა.სარკინიგზო ხაზს მილიციისა და შინაგანი ჯარების წარმოამდგენლები იცავდნენ, რომლებმაც აფეთქების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეირაღებული პირები შენიშნეს.შეტაკებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.აფეთქებისას რამდენიმე ე.წ. შპალი და რკინიგზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/moscow-150x150.jpgრუსეთმა საქართველოს განაცხადს, 2015 წელს საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვის შესახებ მხარი დაუჭირა. როგორც სააგენტო “იტარ-ტასი” იუწყება, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა. ,,სპორტი ყოველთვის პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს,”- აღნიშნა ჟუკოვმა. ნაცვლიშვილისა და ჟუკოვის შეხვედრა ბელგრადში გუშინ გაიმართა. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა დღეს გადაწყვეტს. ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს. თუ რომელ მათგანს მიენიჭება უპირატესობა, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. ფარულ კენჭისყრაში ასამბლეის 49 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
-
http://b.pix.ge/j/5qvem.jpg ”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან აკვილანის დაბრუნების შესახებ დასმულ კითხევბს უპასუხა… ჟურნალისტებმა ჰოჯსონს პრეს – კონფერენციაზე მისი გეგმების შესახებ კითხეს ალბერტო აკვილანთან დაკავშირებით. პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ იგი შესაძლოა ბრიტანეთში იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდეს. იტალიელი სახლში ბედნიერია, აჩვენებს კარგ თამაშს. ალბერტოს დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ჰოჯსონმა ორაზროვანი პასუხი გასცა. ” არა, არა მგონია, რომ არსებობს შესაძლებლობა მისი დაბრუნებისა. მისი იჯარის ვადა ნათლად განსაზღვრულია.” ”ხელშეკრულების თანახმად იგი სეზონის ბოლომდე ტურინში გაატარებს, მისი დაბრუნება ვადაზე ადრე არ არის შესაძლებელი.” View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/signagi1-150x150.jpgდღეს პროგრამაში ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილე 100 – მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი ქალაქ სიღნაღში სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. უცხოელი პედაგოგები ქართულ ტრადიციებს გაეცნობიან და ქართულ სამზარეულოს დააგემოვნებენ. მასწავლებლებთან ერთად დღესასწაულს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრება. იხილეთ epn.ge