planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/chvez-150x150.jpgვენესუელის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები პრესიდენტ უგო ჩავესს წლინახევრით საგანგებო უფლებამოსილებები მიანიჭეს. უფლებამოსილებების გაზრდის მიზეზი გადაუდებელი წვიმების შედეგების დაჩქარებული დაძლევაა. ამიერიდან პრეზიდენტის ყველა ბრძანება კანონის ძალას ავტომატურად მიიღებს. ჩავესმა ვენესუელის მოქალაქეებთან მიმართვისას განაცხადა, რომ მან უკვე 20-მდე კანონი მოამზადა. ერთ-ერთი მათგანი დღგ-ს გაზრდას ეხება, შემოსული თანხა კი საცხოვრებლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ გაფართოებული უფლებამოსილებებით ჩავესი 1999, 2001 და 2007 წელს უკვე სარგებლობდა. ვენესუელაში გადაუდებელმა წვიმებმა 30-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 130 ათასი უსახლკაროდ დატოვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/Saba6-150x150.jpgმართლმადიდებლური სამყარო დღეს საბაობას აღნიშნავს. მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 18 დეკემბერი ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეა. V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა. წმინდა საბა იყო განდეგილი ბერი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა – პალესტინაში, ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკუთხა ლავრის ძმობა და 5 (18) დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა. იგი 532 წელს აღესრულა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamofena22-150x150.jpgArt Cafe-ში დღეს, 16:00 საათზე, გამოფენა გაიმართება. გამოფენა ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტობის განვითარებასა და მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე კულტურათაშორისი მიმოცვლის პროცესს მიეძღვნება. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის ფარგლებში მოხდება ემიგრაციაზე, ემიგრანტებსა და საერთაშორისო კულტურაზე ცოდნის გაღრმავება. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - გიორგი ცხაკაია დღეს ექსპერტებს შეხვდება
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/cxakaia-150x150.jpgგაფორმების ეკონომიკურ ზონაში – გეზში, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია დღეს, 13:00 საათზე ექსპერტებს შეხვდება. სპეციალურად ექსპერტებისათვის გაიმართება „ახალი კურსის“ პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს შემოსავლების სამსახურის მიერ სამართლიან, გამარტივებულ და სანდო საგადასახადო სისტემის შექმნას. ექსპერტები გაეცნობიან ახალ მომსახურებებს, როგორიცაა: ელექტრონული მომსახურებების ვებ-პორტალი www.rs.ge, პირადი საგადასახადო აგენტი, წინასწარი გადაწყვეტილება, დღგ-ს დაბეგვრის სპეციალური წესი და სხვა. ასევე, დაათვალიერებენ „გეზს“ და გაეცნობიან ტვირთის გაფორმების გამარტივებულ წესებს. იხილეთ epn.ge -
ცხელ-ცხელი დემოტივატორი: Filed under: გალერეები, გასართობი, იუმორისტული Tagged: დემოტივატორი, მეორე ტეგი, მიშა მშვილდაძე, ტეგი, ფორმულა გრეატივი, ფორმულა კრეატივი, ყვავის ბუდე, creative, formula, greativehttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1879&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/los_angeles_times.jpg ჰეილი სვითლანდ ედვარდსი სომხეთი არაკეთილმოსურნე მეზობლებით არის გარშემორტყმული და უკვე ოცი წელია რაც მთიანი ყარაბახის გამო აზერბაიჯანთან უკიდურესად მილიტარიზებულ ტერიტორიულ დავაშია ჩაბმული. თუმცა დიდი ხანია რაც წარმატებულ ბრძოლას ეწევა დიპლომატიურ ფრონტზე და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ერთდროულად, როგორც ირანთან და რუსეთთან, ასევე აშშ–სთან. სომხეთი დაცვის, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით ამ სამივე ქვეყანას ეყრდნობა. მაგრამ ორი წლის წინ სომხეთმა საკუთარი ქმედებების შედეგი იწვნია და აშშ–ს რისხვის ობიექტი გახდა. 2008 წლის დეკემბერში სახელმწიფო მდივნის მიერ გადაცემული ტელეგრამის თანახმად, რომელიც WikiLeaks–მა გამოაქვეყნა, ამერიკელმა მზვერავებმა აღმოაჩინეს, რომ სომხეთი ირანს ბულგარულ რაკეტებს გადასცემდა. როგორც ეს ერევანში ამერიკის საელჩოს 2009 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ეს იარაღი „აღმოაჩინეს ერაყში შიიტელი მებრძოლების ორი თავდასხმის შედეგად, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი კი დაიჭრა“. ვაშინგტონმა განმარტება მოითხოვა და სომხებს შეშინდათ. ამიერკავკასიის პატარა სახელმწიფოები – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – მოქცეულები არიან ირანს, რომელსაც პოტენციურად შესწევს იმის უნარი, რომ სამივე ქვეყანას პრობლემა შეუქმნას, და აშშ–ს შორის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მათ ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირების გაწყვეტა აიძულოს. ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატების იმ ანგარიშებშია საუბარი, რომელიც WikiLeaks–მა გამოაქვეყნა. სამივე ქვეყანას სეპარატისტების მადესტაბილიზებელ საქმიანობასთან და ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რისი გამოყენებაც გარე ძალებს მარტივად შეუძლიათ. პრობლემებს წააწყდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. გარედან ჩანს, რომ ის მზადაა აშშ–ს ირანის იზოლირებაში დაეხმაროს, მაგრამ ბაქოში ამერიკის საოლჩოდან 2010 წლის თებერვალში გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ მას ძალიან ეშინია დიდი და ხმაურიანი მეზობლის გაბრაზების. ალიევმა ამერიკელ დიპლომატებს უთხრა, რომ ირანული „პროვოკაციები აზერბაიჯანში მატულობს“. მისი თქმით, ირანი არამხოლოდ „აფინანსებს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს და „ჰეზბოლას“ ტერორისტებს, არამედ აღვივებს კონფესიათშორის შუღლს აზრბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოშორებულ ნახიჩევანის რეგიონში, ბაქოსა და აზერბაიჯანის საელჩოებთან უცხოეთში დემონსტრაციებს აწყობს, ასევე ცდილობს ალიევის რეპუტაციის შელახვას, აჩვენებს რა ირანის ტელევიზიით მის პროტრეტს დავითის ვარსკვლავის გვერდით. ალიევმაც და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმაც შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა ირანის დარტყმების „სამიზნე“ გახდეს. ორივემ, იურიდიული თვალსაზრისით კასპიის ზღვაზე ირანთან არამკაფიოდ გაფორმებული საზღვრისკენ მიუთითა, როგორც ამგვარი დარტმის შესაძლო წერტილზე. „[ალიევმა] ირანში არსებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულად მიიჩნია. ის ფიქრობს, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“, – ნათქვამია წერილებში. 2006 წლის დეკემბრით დათარიღებულ ტელეგრამაში, ალიევი ჰგავს ადამიანს, რომელმაც თავდაცვითი პოზიცია დაიკავა, შეშფოთებულია რა აშშ–ს ირანული პოლიტიკით, რომელიც „არ ესმის“, მაგრამ 2010 წლის თებერვალში ის თითქოს მორიგებისკენ იხრება და ირანის უფრო მეტად ეშინია. „რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ერთხელ თქვა, „რომ რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელებმა ირანი დაახრჩონ, მაგრამ არც ის სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს““, – თქვა ალიევმა ამერიკული ტელეგრამების თანახმად, და როგორც ჩანს ეს ის დილემაა, რომელიც მასაც კარგად ესმის. საქართველოც არაერთხელ ყოფილა სცილას და ქარიბდას შორის. ორის წლის წინ მისი ურთიერთობა ირანთან სერიოზულად გართულდა იმის გამო, რომ ოფიციალურმა თბილისმა აშშ–ს ირანის მოქალაქე გადასცა, რომელსაც კონტრაბანდაში, ფულის გათეთრებასა და შეთქმულებაში ედებოდა ბრალი. 2010 წელს სიტუაცია განიმუხტა, და ირანმა და საქართველომ ერთმანეთთან მიმოსვლითვის სავიზო რეჟიმები გააუქმეს, აღადგინეს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირი და მცირე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რამაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი ერთგვარად გააოცა. არსებობს დეპეშა, რომელსაც რუსული და ქართული ვებ–გვერდები იმოწმებენ, თუმცა WikiLeaks–ის დოკუმენტებში ის ჯერ–ჯერობით არ იძებნება; მასში მოყვანიალია ფრაგმენტები იმ ბრიფინგიდან, რომელიც მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ამიერკავასიაში გამგზავრებამდე გამართა. ითქვა, რომ საქართველო „ცდილობს ირანთან ურთიერთობებში გარკვევას“, თუმცა ეშინია ისეთი შეუქცევადი შეცდომების დაშვების, რაც ირანს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებლობის აღიარების შესაძლებლომას მისცემს, როგორც ეს 2008 წელს რუსეთმა გააკეთა. „ის ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა რეგიონში ძლიერ მეზობელთან და საგარეო ვაჭრობაში მსხვილ პარტნიორთან“, – ნათქვამია წერილში. როგორც ჩანს, ყველა ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში ანალოგიური მოსაზრებები დომინირებს. სომხეთს დიდი ხანია რაც ირანთან კარგი ურთიერთობა აქვს, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მას უკიდურესად სჭირდება რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც. მას შემდეგ, რაც ამტკიცებენ, რომ სომხეთმა ირანს იარაღი გადასცა, სახელმწიფო მდივნის იმდროინდელმა მოადგილე ჯონ ნეგროპონტემ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს კონფიდენციალური გზავნილით მიმართა, სადაც მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ სომხეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას ამერიკელი ინსპექტორები შემოწმებისთვის გაუფრთხილებლად ეწვევიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ პატარა ქვეყანას „ამერიკის მხრიდან დახმარების შეწყვეტა და გარკვეული საექსპორტო შეზღუდვები“ დაემუქრება. აშშ–ს სანქციები სომხეთისთვის კატასტროფა იქნებოდა. ეს ღარიბი ქვეყანა ისედაც იტანჯება იმ სანქციებით, რომელიც მას მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაუწესეს. არცერთ წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, შეასრულა თუ არა სომხეთმა აშშ–ს ბრძანება, მაგრამ არსებობს 2010 წლის ტელეგრამა, რომლის თანახმად სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გორიკ აკოპიანი აშშ–ს ელჩს არწმუნებს, რომ სომხეთი ამერიკელების ყველა მოთხოვნას შეასრულებს. „სომხეთს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და დამატებით პრობლემების შექმნის არანაირი სურვილი არ აქვს“, – თქვა აკოპიანმა, დოკუმენტების თანახმად. დღეს, აშშ–ს მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ მოქმედებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჯენიფერ რუბინი იმ ფონზე, როდესაც სენატში START–ის (სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ხელშეკრულება) განხილვა დაიწყო და გასულ კვირაში ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა აუცილებელია, უნდა ითქვას ის, თუ რამდენად დაუბალანსებელია დღეს ეს ურთიერთობები. საქართველოს, იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის ტერიტორიის 20%–იც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული მორიგი ისტორიის დეტალებზე განცხადება გამოაქვეყნა. საუბარია ექვს ქართველზე, რომლებიც ამ თვეში დააპატიმრეს და რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვის მონაწილეობით მთელი რიგი აფეთქებების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია: „საქართველომ სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე დაკითხოს მაიორი ბორისოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით. თბილისმა მოითხოვა ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის საქმეში გარეული საქართველოს იმ ორი მოქალაქის გადმოცემა, რომლებიც დღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან… ტერაქტები ამ წლის სექტემბრიდან ნოემბრის პერიოდში განხორციელდა. მათი სამიზნე იყო აშშ–ს საელჩო, რკინიგზის სადგურები და ლეიბორისტული პარტიის ოფისი თბილისში. გამოძიება, რომელსაც შედეგად დაპატიმრებები მოჰყვა, მოწმეთა უამრავ ჩვენებას, სატელეფონო მოლაპარაკებების ჩანაწერებს და სხვა მტკიცებულბებს ეფუძნება“. გესმით, რა ხდება? ტერაქტის სამიზნე შეერთებული სტატების საელჩო იყო. და რას აკეთებს ამ დროს ობამას ადმინისტრაცია? არაფერს. აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს მთავრობის რბილი პასუხი. შემდეგ განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტმა სააკაშვილმა განცხადებაში, რომელიც მან იმ დღეს გააკეთა, როდესაც დაჭერების შესახებ გახდა ცნობილი, რუსეთი არ ახსენა. „ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენმა სამართალდამცველებმა შეაგროვეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მართავდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ „ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს კანონით განსაზღვრული წესით““. გამოუცხადა კი შეერთებულმა შტატებმა სოლიდარობა საქართველოს იმ თავშეკავებულობისთვის, რომელსაც ოკუპირებული დემოკრატია იჩენს? ან იქნებ მან გადაწყვიტა, რომ საქართველო სამხედრო დახმარებას იმსახურებს? არა. აი ასეთი საგარეო პოლიტიკა აქვს ობამას ადმინისტრაციას. ის კვლავ ფრთხილობს ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც სასწორზე დევს ამერიკის ინტერესები ან ამერიკის ტერიტორია (რომლის ნაწილიც არის ოფიციალურად საელჩოების ტერიტორია). რა უნდა მოხდეს ისეთი, რამაც ამ ადამინისტრაციას შეიძლება თვალი აუხილოს და კურსი შეცვლევინოს? ახლა იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რამ შეიძლება მასზე ასე იმოქმედოს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/tr_geneve2.jpg (AFP) – ხუთშაბათს, ჟენევაში რუსულმა და ქართულმა მხარემ „მოლაპარაკებები“ განაახლა, რაც ევროკავშირის გაეროს და ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფას ეძღვნება. ამის თაობაზე ცნობილი გაეროს წყაროებიდან გახდა. „მათ მუშაობა დილის 8 საათიდან დაიწყეს“, – განაცხადა ჟენევაში გაეროს პრეს–სპიკერმა ალესანდრა ველუჩიმ. 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ დროს თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს საქართველოს რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის გამო დაუპირისპირდნენ. მხარეების ბოლო შეხვედრა ჟენევაში 14 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ევროკავშირის წარმომადგენელმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „რთული“ და დიდწილად იმაზე მიანიშნა, რომ ჰუმანიტარული შინაარსის საკითხების განხილვას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების ახალი სერია, რომელიც ხუთშაბათისთვის დაიგეგმა, იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც საქართველოს რუსეთს ახალი ბრალდებები წაუყენა. მაგალითად, გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე იმ „ტერორისტული შეტევების“ სერიის გახსნის შესახებ განაცხადა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ექვსი მოქალაქე აღმოჩნდა, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბური ჯაშუშური ქსელი ამხილა, რასაც მოსკოვის „რისხვა“ მოჰყვა. თუმცა, ამავდროულად, ნოემბერში სააკაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, რომლებიც სტრასბურგში სესიაზე შეიკრიბნენ, განაცხადა, რომ ის ცალმხრივ რეჟიმში უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე, მოსკოვი დიალოგზე დაპატიჟა და ევროკავშირს მოვლენების მსგავსი განვითარების დადებითი შეფასებისკენ უბიძგა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიამ აშშ–ს მოკავშირე საქართველოს ნაწილი დაიკავა და განდევნა ქართული ძალები, რომლებიც სეპარატისტულ პრო–რუსულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა, თუმცა მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც თბილისის და დასავლური ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ტერიტორიებზე დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალებია განლაგებული, რაც საქართველოს აზრით სამშვიდობო შეთანხმების პირობების დარღვევაა, რაც ჯარების იმ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც მათ კონფლიქტის დაწყებამდე ეკავათ. ორიგინალი ორიგინალი
-
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს შენობის წინ, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რადიაციის საფრთხე საბურთალოზე”. 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის #64-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის ფეხბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. №6 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში “რედისონში”, აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების ფორუმი გაიხსნება. 18 დეკემბერს, 13.00 საათზე, პ/გ “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ემიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიეფინგს გამართავს. თემა: “ქართველი ემიგრანტები და მათ წინაშე მდგარი პრობლემები”. მის.: ვაჩნაძის ქ. #7(პარტიის ცენტრალური ოფისი) 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ოფისში მოძრაობის ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს. მის: ფალიაშვილის ქ. #33ა 18 დეკემბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯილბაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “შაშკინის მსხვერპლნი”. 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კონკურსში – “საუკეთესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში” გამარჯვებულ პედაგოგებს დააჯილოებს. მის: ჩახრუხაძის ქ. №10(სასტუმრო “ვილა მთიები”) 18 დეკემბერს, 19:55 საათზე, რესტორან “Downtown”-ში ჟურნალი “ბომონდი” გამართავს წვეულებას “წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად”. მის: ტაბიძის ქ. #7 იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/kaxa-150x150.jpg“საახალწლოდ დევნილთა გამოსახლება სამარცხვინო ფაქტია. ასეთი ანტიქართველობა არასდროს არ მინახავს”. ამის შესახებ, “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა წევრმა კახა კუკავამ საკრებულოში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა. “ხელისუფლების მხრიდან ანტიქარტველობაა ის რომ, ხუთი დღეში 30 ობიექტზე კომპაქტურად ჩასახლებულ Dდევნილებს მიადგება პოლიცია და დუბინკებით გამოყრიან საცხოვრებელი სახლებიდან.”- განაცხადა კუკავამ. მისი განცხადებით, მიხელ სააკაშვილის დაპირება, რომ მათ დააბრუნებდა სახლებში იქმენება შესრულებული და ისინი დაბრუნდებიან იმ ადგილას სადაც სააკლაშვილს მიაჩნია საჭიროდ. “საახალწლოდ ამ ხალხის გამოსახლება არის სამარცხვინო ფაქტი, არა მარტო სააკაშვილისათვის, არამედ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელისათვის.”-განმარტა მან. მისივე განცხადებით, ის მივმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩაერთონ ამ პროცესში, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს გამოხატონ თავიანთი მკაცრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ რომ, საახალწლოდ 30 ობიექტიდან 500 ოჯახმა უნდა გაანთავისუფლოს საცხოვრებელი ფართები. დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ორგანიზებით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gabunia1-150x150.jpgდევნილები კვლავ რჩებიან იმ პრობლემების წინაშე რომელსაც იძულებით გამოსახლება და რეპრესიული პოლოტიკა ქვია. ამის შესახებ, “ქრისტიან დემოკრატიული” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა. “სამწუხაროდ შეთანხმება, რომელიც შედგა თბილისის საკრებულოს სპეციალურ ჯგუფსა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეთანხმებებავე დარჩა. ძირითადი შეთანხმებები უკავშირდებოდა დევნილთა გასახლების გამჭვირვალობის საკითხს, თუმცა სამწუხაროდ ოპოზიციურ პარტიებს ჯერაც არ მიგვიღია არც ერთი დოკლუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით.”- განაცხადა გაბუნიამ მისი განცხადებით, რასაც უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ სამინისტროს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არ შესაბამება სიმართლეს.. ამას მოწმობს 17 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც სასწრაფო წესით, სპეციალურად ამ დღისათვის არის შედგენილი. “მთავარი რაც არის ოპოზიციოური ძალისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის არის არა სამინისტროს გამჭვირვალობა, არამედ ვითარების შეცვლა დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ.”- განმარტა მან. მისივე განცადებით, ამ ხრივ არაფერი სიახლე არ არის და დევნილერბი კვლავ რჩებიან იმ პრობლემების წინაშე რომელსაც ქვია იძულებით გამოსახლება და რეპრესიული პოლოტიკა. შეგახსენებთ რომ, საახალწლოდ 30 ობიექტიდან 500 ოჯახმა უნდა გაანთავისუფლოს საცხოვრებელი ფართები. დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ორგანიზებით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg იენ ბლეკი, ანჟელიკ კრისაფისი, იენ ტრეინორი, ჯონ ბუნი, დეკლან ვოლში, ტომ პარფიტი, იუენ მაკასკილი, ტომ ფილიპსი, სიან რაისი, ჯეისონ ბერკი, ჯონ ჰუპერი სამხრეთ ამერიკა ბრაზილია პრეზიდენტმა ლულამ ასანჟის დაკავება საკუთარ ბლოგზე გააპროტესტა. „ეს კაცი უბრალოდ აქვეყნებდა იმას, რაც წაიკითხა“, – თქვა მან, „მან კი იმიტომ წაიკითხა, რომ ის ვიღაცამ დაწერა. დამნაშავე არა გამომცემელი, არამედ ის ადამიანია ვინც ეს დაწერა. დაადანაშაულეთ ადამიანი ვინც ეს დაწერა. დაადანაშაულეთ ადამიანი, რომელმაც ეს სისულელე დაწერა, რადგან მას რომ ეს არ გაეკეთებინა, არანაირი სკანდალი არ იქნებოდა“. გაჟონვის ბევრი ფაქტი რიო–დე–ჟანეიროში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას უკავშირდება. 2009 წლის ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში იმის მცდელობა, რომ ქალაქის ყველაზე მძიმე რაიონები ნარკოტიკით მოვაჭრეებისგან გაწმინდონ, „ფალუჯაში ბრძოლებს უფრო ჰგავს და არა ქალაქის პოლიციის რიგით ოპერაციებს“. არგენტინა არგენტინაში WikiLeaks–ის მხილებები პირველ რიგში უკავშირდება აშშ–ს წუხილს ფოლკლენდის კუნძულზე ხელახალ ინტერვენციას და პრეზიდენტ კრისტინა კირშნერის სულიერ მდგრადობას. ერთ–ერთ წერილში ჰილარი კლინტონი სვამს კითხვას, ხომ არ „იღებს რაიმენაირ წამლებს“ კასა–როსადას დღევანდელი მკვიდრი. „როგორ გავლენას ახდენს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ემოციები და რა გზით მშვიდდება ის სტრესის შემთხვევაში?“, – კითხულობს სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატებისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში. ამავდროულად ინგლისურენოვანი გაზეთი Buenos Aires Herald–ი იმაზე მიუთითებს, რომ „პრეზიდენტის სულიერ მდგომარეობაზე ქილიკი იმ დროს ხდება, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის მის ოპონენტებსაც კი მიაჩნიათ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან საოცარი სულიერი სიმტკიცე გამოავლინა“. ვენესუელა ვენესუელას პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს მოუწოდა გადადგეს „მთელი ამ შპიონაჟის და უკანონობების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში“. „დააკვირდით იმას, თუ როგორ ეპყრობიან ისინი გავლენიანი ქვეყნების ლიდერებს“, – განაცხადა ჩავესმა სახელმწიფო ტელეკომპანია „ტელესურის“ ეთერში და დეპეშებს „მთელს მსოფლიოში იანკების საელჩოთა ბინძური ომის“ დადასტურება უწოდა. „ნახეთ, რა ცუდად ეპყრობიან ისინი ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ პუტინს. ეს რა უპატივცემულობაა!“ ეკვადორი და ბოლივია ეკვადორის მთავრობა რეგიონში WikiLeaks–ის ყველაზე გულმხურვალე დამცველი გახდა, შესთავაზა რა ჯულიან ასანჟს საცხოვრებელი „ყოველგვარი პირობების გარეშე“. ბოლივიამ გაღიზიანება გამოთქვა იმის თაობაზეც, თუ როგორ წარმოაჩენენ მას აშშ–ს დიპლომატიურ ტელეგრამებში. ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ ამ კვირაში თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ბოლივიასთან დაკავშირებული WikiLeaks–ის ყველა დეპეშის სრული ტექსტი გამოაქვეყნა. ამ ნაბიჯს მან „შეურაცხყოფასა“ და „მესამეხარისხოვან ჯაშუშობაზე“ საპასუხო ნაბიჯი უწოდა. ბოლივიური მედიის უმრავლესობა ამერიკის ხელისუფლებას დასცინის. გაზეთ Los Tiempos კოლუმნისტმა ხუან ხოსე ტორო მონტოიამ WikiLeaks–ის დამფუძნებლის წინააღმდეგ ბრალდებას „სასაცილო“ უწოდა. „ჯულიან ასანჟი შეიძლება დაჭერილია, მაგრამ ის გმირად აქციეს და ისტორიაში შევა როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც მთავრობების ბინძური ტექნოლოგიები ამხილა“, – წერდა ის ხუთშაბათს. ახლო აღმოსავლეთი ირანი ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა WikiLeaks–ის დოკუმენტებს „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხა: „ისლამური სამყაროს მტრები ცხოვრებაში ახორციელებენ ირანოფობიის და დაშორიშორების პროექტს. ეს პროექტი მხოლოდ სიონისტური რეჟიმის და მისი მხარდამჭერების ინტერესებს იცავს.“ თუმცა დოკუმენტები მხოლოდ განამტკიცებს ირანული რეჟიმის მსოფლმხედველობას, ხაზს გაუსვამს რა იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც აშშ ხარჯავს ირანის შეკავებისთვის გაეროს სანქციების საშუალებით, რაც მისი ბირთვული პროგრამის, ან „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგაა მიმართული. ირანს გაუჭირდება იმ ილუზიის შენარჩუნება, თითქოს საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ტელეგრამებმა ამხილა მათი შიში თეირანის მიმართ. ირანი კვლავ გამომწვევად იქცევა და სულაც არ არის ისეთი იზოლირებული, როგორც ამას ვაშინგტონი ისურვებდა. მას გავლენა აქვს ერაყში და კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან. აშკარაა, რომ ბარაკ ობამას ძალისხმევა თეირანთან კონტაქტი დაემყარებინა, ფუჭი აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ აშშ–ს პრეზიდენტი ურთიერთქმედებას სერიოზულად არც არასდროს განიხილავდა. სტატუს–ქვო ფეთქებადსაშიში და საფრთხის შემცველია. ისრაელი ისრაელი ამ დოკუმენტების გამოაშკარავებას დიდად არ შეუწუხებია, რადგან ახლო–აღმოსავლეთის საკვანძო საკითხებზე, განსაკუთრებით ირანზე, სირიასა და ლიბანზე, აშშ–ს შეხედულებები მისას ემთხვევა. „ისრაელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არ არის“, – განაცხადა ბენიამინ ნათანიაჰუმ, „ჩვეულებრივ სხვაობა საჯარო განცხადებებს და პირად საუბრებში ნათქვამს შორის არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს სხვაობა მცირეა“. ყველაზე მნიშვნელოვან მხილებად იქცა ის, რომ ისრაელის აზრით, გარკვეულ ზღვარს მიღმა ირანზე თავდასხმას ძალიან სერიოზული „თანმდევი ზიანი“ მოჰყვება. წერილები ცხადყოფს, რომ ისრაელს შეუმჩნეველი კონტაქტები აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და დამაინტრიგებელი კავშირი აქვს საუდის არაბეთის დაზვერვასთან. ისრაელს აწყობს, რომ ტელეგრამებში პალესტინის საკითხსა და ებრაულ დასახლებებზეა ბევრი არაფერია ნათქვამი. პალესტინის ავტონომიის ხელისფლება უარყოფს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ მდუმარედ დათანხმდა ომს, რომელსაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ აწარმოებდა. საუდის არაბეთი საუდის არაბეთის ერთადერთი საჯარო კომენტარი ამ თემაზე შემდეგი განცხადებით ამოიწურა: „ის ჩვენ არ გვეხება“, მიუხედავად იმისა, რომ დეპეშებში მეფე აბდულას სენსაციურ კომენტარებზეა საუბარი, რომელიც ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებს. საუდის არაბეთი უკმაყოფილო იქნება აშშ–ს ჩივილით იმის თაობაზე, რომ ის თალიბების და სხვა ექსტრემისტების დაფინანსების წყაროდ რჩება, მაგრამ შეიძლება კმაყოფილი იყოს იმით, რომ მისი ანტიტერორისტული ძალისხმევა „ალ–ქაიდას“ წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ იემენში, ცნობილი გახდა. ფაქტობრივად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აშშ ქვეყანაზე ზეწოლას ანხორციელებს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლიბანი ისედაც ფეთქებადსაშიში ლიბანი შოკში ჩავარდა იმ დოკუმენტებისგან, რომელმაც პროდასავლურ მთავრობასა და აშშ–ს შორის მჭიდრო კავშირები ცხადყო. ყველაზე მაკომპრომეტირებელი წერილი აღწერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ისრაელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მიაყენოს დარტყმა „ჰეზბოლას“ ახალი ომის შემთხვევაში. თუმცა, ელიას მურმა დაიჩივლა, რომ დეპეშები „კონტექსტიდან ამოგლეჯილია“ და „არაზუსტია“. ქვეყანაში ისედაც სერიოზული დაძაბულობაა იმ მოლოდინის გამო, რომ „ჰეზბოლას“ წევრებს 2005 წელს რაფიკ ალ–ჰარირის მკვლელობის გამო გაასამართლებენ. მემარცხენე გაზეთი Al-Akhbar–ი, რომელიც „ჰესბოლას“ უჭერს მხარს და დოკუმენტების ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც არაბულ სამყაროზეა საუბარი, კიბერ–შეტევის მსხვერპლი გახდა. სირია სირიამ არ უპასუხა ოფიციალურად იმ ფაქტის მხილებას, რომ აშშ–ს სერიოზულად იღწვის იმისთვის, რომ აღიკვეთოს მისი მხრიდან „ჰეზბოლასთვის“ იარაღის მიწოდება. სირიელების თქმით, მათ უკვირთ, რომ მიმოწერაში ისრაელისთვის უხერხული ინფორმაცია ვერ იპოვეს. გავლენიანმა კომენტატორმა სამი მუბაიედმა დაწერა: „შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს WikiLeaks–მა გვიამბოს ის, თუ რას მალავენ ისრაელელები ბუშამდელ პერიოდზე“. დამასკი ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობას ისრაელის წინააღმდეგ და მას რეგიონალური დაძაბულობის გამწვავებაში ადანაშაულებს. იმის უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ამერიკული სტრატეგიის მიზანი დამასკოს და თეირანს შორის ალიანსის შესუსტებაა, თუმცა არც იმის ნიშნები მოსჩანს, რომ ამ სტრატეგიამ იმუშავა. იემენი იემენის მთავრობას პარლამენტში ძალიან უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა იმის თაობაზე, რომ მინისტრები იტყუებოდნენ ამერიკელების საავიაციო დარტყმების შესახებ იმ ობიექტებზე, რომლებიც „ალ–ქაიდას“ უკავშირდება. დეპეშებში ნათქამია, რომ პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი შეწუხებულია იმით, რომ ამერიკელების პაიკის როლშია წარმოდგენილი, და ზღუდავს ანტიტერორისტულ თანამშრომლობას იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი პირიქით, უფრო გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მანსურ ალ–ზინდანიმ დაიჩივლა, რომ მხილებებმა „ძლიერი დარტყმა მიაყენა პარლამენტს და საზოგადოებას“. ზოგიერთები შიშობენ, რომ ამ ფაქტების გამოაშკარავება „ალ–ქაიდას“ ამ უღარიბეს ქვეყანაში ახალწვეულების გადაბირების საშუალებას მისცემს. ლიბია მუამარ კადაფიმ WikiLeaks–ი ამერიკული „ფარისევლობის“ მხილებისთვის შეაქო. ამ ვებ–გვერდმა „დაამტკიცა, რომ ამერიკა ის არ არის, როგორადაც სურს თავი მოაჩვენოს მოკავშირეებს და მეგობრებს“. ლიბიაში არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ იმ ფაქტზე, რომ ბრიტანეთი იმუქრებოდა თუკი ბომბისტი ლოკერბი აბდელ–ბასეტ ალ–მეგრაჰი შოტლანდიის ციხეში მოკვდებოდა. ეგვიპტე WikiLeaks–ის მიერ ეგვიპტის შესახებ გამოქვეყნებული მასალები, რომელთაგან ნაწილი დამოუკიდებელმა გაზეთმა al-Masry al-Youm–მა გამოაქვეყნა, ქაირომ აიგდო, როგორც ამბები, რომლებშიც „ახალი არაფერია“. თუმცა დოკუმენტებში ჩანს ქაიროს შიში სუდანის შესაძლო დაშლაზე, პრეზიდენტ მუბარაქის სერიოზული მტრობა ირანის, ჰამაისის და ჰესბოლას მიმართ, ასევე მძიმე შეფასებები დემოკრატიის პერსპექტივაზე, მათ შორის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 82 წლის მუბარაქი მომავალ წელს კიდევ ერთ საპრეზიდენტო ვადას უმიზნებს. ახლახანს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ბევრმა ფარსი უწოდა, ამერიკელების მოსაზრებას ადასტურებს. ტუნისი პრეზიდენტი ზინე ელ–ებიდინე ბენ ალი განრისხებული იქნება იმ წერილების გამო, სადაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია, სკლეროტიკული რეჟიმი და მისი მეუღლისა და ოჯახისადმი საშინელი დამოკიდებულებაა აღწერილი. ტუნისში ამერიკის ელჩის ძალიან არასასიამოვნო ანგარიშებიდან არანაირი საიდუმლო არ ირკვევა ამ პატარა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკის ერთ–ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. არ არის გასაკვირი, რომ ტუნისმა დაბლოკა ბეირუთის გაზეთ al-Akhbar–ის ვებ–გვერდი, რომელმაც დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნა. თურქეთი პრემიერ–მინისტრ რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ასევე განრისხდა ამერიკულ ტელეგრამებზე, სადაც მინიშნებებია იმაზე, რომ პრემიერი კორუმპირებული ფარული ისლამისტია. მომავალ წელს თურქეთში არჩევნებია და მისმა საერო რესპუბლიკელმა ოპონენტებმა შეიძლება მისი აშკარა შეშფოთება გამოიყენონ. ტელეგრამებიდან სამი ძირითადი პრობლემა ჩანს: თავად ერდოღანის მოუსყიდველობა (არსებული ინფორმაციით, მას ექვსი საიდუმლო ანგარიში აქვს შვეიცარიის ბანკებში); მმართველი პარტიის შესაძლო ისლამისტური დღის წესრიგი და თურქეთის სავარაუდო მოძრაობა დასავლური კავშირისგან ისეთი ქვეყნებისკენ, როგორებიცაა სირია და ირანი. ერდოღანმა დეპეშები ჭორივით უარყო, თუმცა შეთქმულების თეორიაზეც მიანიშნა. „ამერიკელი დიპლომატების არასერიოზული, ჭორებზე, საგაზეთო სტატიებსა და ცილისწამებაზე აგებული წერილები, ინტერნეტით მთელს მსოფლიოში ვრცელდება“, – განაცხადა ერდოღანმა. „იქ სახელმწიფო საიდუმლობებს ამხელენ თუ არსებობს კიდევ სხვა მიზანიც?“, – იკითხა მან. „ხომ არ შეიცავს ეს დოკუმენტები შენიღბულ, ცუდ პროპაგანდას? ხომ არ არის აქ გარკვეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებით მანიპულირების, მათზე გავლენის მოხდენის მცდელობა?“ ევროპა რუსეთი WikiLeaks–ის ტელეგრამებზე ყველაზე მკვეთრი რეაქცია პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა, რომელიც დოკუმენტებში რობინი–მედვედევისთვის ბეტმენად არის წარმოჩენილი, რასაც მან „ცილისწამება“ უწოდა. მედვედევმა განაცხადა, რომ დეპეშები აშშ–ს საგარეო პოლიტიკის „აბსოლუტური ცინიზმის დემონსტრირებაა“. თუმცა მან იმაზეც მიანიშნა, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვა მოსკოვი–ვაშინგტონის ურთიერთობებს არ ავნებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაკირვებულია იმით, რომ „ვიღაც პატარა ქურდბაცაცებმა ინტერნეტში“ ასეთი სენსაცია გამოიწვიეს. სინამდვილეში რუსეთთან ურთიერთობას ამ დეპეშებმა სერიოზული ზიანი მიაყენა და ამერიკის განზრახვების მიმართ უნდობლობა გააღრმავა, რაც ისედაც დომინირებს კრემლის მიერ პოლიტიკური კურსის გამომუშავების პროცესში. პოლონეთი დეპეშებმა ნათელი მოჰფინა ვარშავა–ვაშინგტონს შორის ფარულ ინტელექტუალურ ბრძოლას პოლონეთისთვის ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე, ანტისარაკეტო ფარსა და რუსეთთან ურთიერთობებზე. მართალია პოლონელები მიესალმნენ ნატოს საიდუმლო გეგემებს ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის დაცვაზე, თუმცა ისინი შიშობდნენ, რომ ახალი გეგმა დაასუსტებდა ნატოს უსაფრთხოების გარანტიებს თავად პოლონეთისთვის. WikiLeaks–ის მხილებებმა, როგორც ჩანს, ვარშავას უბიძგა უფრო ფხიზლად შეეხედა მისი ახალო ურთიერთობებისთვის ვაშინგტონთან. სამშაბათს მას შემდეგ რაც Guardian–მა პოლონეთზე მასალა გამოაქვეყნა პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკის ხმაში წუხილი და იმედგაცრუება იგრძნობოდა. „ჩვენ მართლაც გვაქვს სერიოზული პრობლემა“, – თქვა მან. „ოღონდ არა იმჯთან დაკავშირებით, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაშია, ან რეპუტაციის გამო, როგორიც აშშ–ს აქვს. ეს არის ილუზიების მხილების პრობლემა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ბუნებაზე, მათ შორის ისეთ ახლო მოკავშირეებს შორის ურთიერთობებზე, როგორებიც არიან აშშ და პოლონეთი“. იტალია გასულ ოთხშაბათს, ერთ–ერთმა ყველაზე პოპულრლმა ყოველდღიურმა გაზეთმა La Repubblica–მ გამოაქვეყნა პირველი სტატია სილვიო ბერლუსკონის და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ურთიერთობებზე. პუბლიკაცია იმ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა, რასაც აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დეპეშები მოიცავდა. კერძოდ, სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ იტალიის ლიდერი ამ ორ ქვეყანას შორის გაზთან დაკავშირებული გარიგებებიდან პირად სარგებელს იღებს. გაზეთები და სხვა მედია–საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ WikiLeaks–ის მასალებს. ბერლუსკონი, რომელიც უარყოფს რაიმე ტიპის ფინანსურ დაინტერესებას იტალიის ენერგეტიკული შეთანხმებებიდან, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ დეპეშის გამოც, სადაც რუსეთის პრეზიდენტზე მისი ციტატაა მოყვანილი, სადაც მედვედევს ის „შეგირდს“ უწოდებს. ბერლუსკონი ამტკიცებს. რომ ასეთი რამ არასდროს უთქვამს. მაგრამ ქვეყანაში, სადაც პრემიერ–მინისტრს პარლამენტის წინაშე პასუხისმგებლობასაც ვერ აიძულებენ და სადაც ამ კონკრეტულ მომენტში საზოგადოების ყურადღება ძირითადად პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ორჯერ უნდობლობის გამოცხადებაზეა კონცენტრირებული, პოლიტიკური შედეგები ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა. უზარმაზარი ოპოზიციური ჯგუფის, იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პიერლუიჯი ბერსანიმ განაცხადა, რომ დეპეშები იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ „პრემიერ–მინისტრი მისი ქმედებებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, მსოფლიოში იტალიის რეპუტაციას აზიანებს“. თუმცა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დიდწილად გაითვალისწინეს საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის მოწოდება, რომ მათ არ გამოიყენონ დეპეშები პოლიტიკური მიზნებისთვის. ავსტრია ტელეგრამებიდან ჩანს ის თუ როგორი ამრეზით უყურებს აშშ ავსტრიას და მის წამყვან პოლიტიკოსებს. მიმოწერაში ამერიკელი დიპლომატები იმას ჩივიან, რომ ვაშინგტონის გავლენა ვენაში მცირეა, რადგან ავსტრიის მთავრობას ფაქტობრივად არ აინტერესებს აშშ–სთან ურთიერთობების განვითარება. სოციალ–დემოკრატ კანცლერ ვერნერ ფეიმანს ისინი აღწერენ როგორც ლიდერს, რომელსაც საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერი ზედმეტადაა გატაცებული ავსტრიის საქმიანი ინტერესების ლობირებით. ავსტრიას, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ნეიტრალური ქვეყანა და ნატოს წევრი არ არის, იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის ავღანეთში საკუთარი ძალების გაგზავნაზე აშშ–ს ზეწოლას ეწინააღმდეგება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორბერტ დარაბოშმა აშშ–ს კრიტიკას „გაურკვეველი“ უწოდა და განაცხადა, რომ ავსტრია არ გაზრდის მის წვლილს ავღანეთში და არ გაგზავნის იქ იმ ხუთ პოლიციელზე მეტს, რომელიც უკვე გაგზავნა. ავსტრიის პარლამენტის წამყვანი წევრი მწვანეთა პარტიიდან პიტერ პილცი ასანჟისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების ინიციტივით გამოვიდა. ყაზახეთი ამერიკულ დეპეშებში აღწერილია ყაზახეთის ელიტის ცოდვები, მათ შორის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის საჯინიბოები, სადაც მას 40 ცხენი ჰყავს, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისთვის პერსონალურად გამართული ელტონ ჯონის კონცერტი და პრემიერ–მინისტრის ცნობილი ცეკვა ღამის კლუბ „შოკოლადში“. ჰილარი კლინტონი მთელი ძალით შეეცადა ბოდიში მოეხადა რამდენიმე მსოფლიო ლიდერისთვის, რომლებიც გამოქვეყნებულ დეპეშებში დაცინვის ობიექტები იყვნენ. თურქმენეთი ყველაზე ღიად რეპუტაციის შელახვის ფაქტი WikiLeaks–ის დეპეშა გახლდათ, სადაც ამერიკელი დიპლომატი ვაშინგტონს აცნობებს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი „პატივმოყვარე, ჭირვეული, შურისმაძიებელი და ყველა ნაბიჯის გამკონტროლებელი“ ჩანს, „გამოცდილი მატყუარა“ და „არც თუ ჭკვიანი“. რეჟიმის ჩაკეტილი ხასიათის გამო, ბრალდებებს ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. საქართველო მამხილებელი მასალები ამ სამხრეთ–კავკასიურ სახელმწიფოზე შერეულ სურათს ქმნის. როგორც ეს New York Times–ის სტატიაში ითქვა, დეპეშებმა ცხადყო ამერიკელი დიპლომატების კატასტროფული უუნარობა მიმხვდარიყვნენ იმას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს გამოყოფილ რეგიონზე სამხრეთ–ოსეთზე თავდასხმას გეგმავდა. თუმცა დოკუმენტებიდან ის დასკვნებიც ჩანს, რომ კონფლიქტამდე რუსეთი ეწეოდა „აგრესიულ თამაშს მაღალი ფსონებით, ცდილობდა რა საქართველოს მხრიდან საპასუხო დარტმის პროვოცირებას“. WikiLeaks–ის მასალებთან დაკავშირებულ შეფასებებში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვაშინგტონს უჭერს მხარს. „ძალიან ცინიკურია, როდესაც ადამიანი მსხვერპლის მანტიით შემოსილი ასეთი აკრძალული მეთოდებით ებრძვის უდიდეს დემოკრატიას [აშშ]“, – განაცხადა მან ჯულიან ასანჟზე სატელევიზიო ინტერვიუში. ყირგიზეთი ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ის ადგილი გახდა, სადაც პრინცმა ენდრიუმ თავისი ცნობილი სიტყვა წარმოსთქვა გეოგრაფიის უცოდინარ ამერიკელებსა და „ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით National Guardian–დან“, რომლებიც სხვის საქმეებში ცხვირს ყოფენ. პრინცთან შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა ბიშკეკში ტატიანა გფელერმა გადაწყვიტა, რომ პრინცი „ნევრალგიური პატრიოტიზმის“ მსხვერლია, და რომ მისი ქმედება „უზრდელობის ზღვარზე“ იყო. ყირგიზეთის ხელისუფლებას ამ მკვეთრ შეფასებაზე არაფერი უთქვამს, იმ დროს როდესაც ადგილობრივი მედია უფრო იმ განცხადებებითაა დაინტერესებული, რომ ჩინეთმა ქვეყანას 3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება შესთავაზა თუკი ის დახურავს საავიაციო ბაზა „მანასს“, რომელსაც აშშ ავღანეთში საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებს. მოლდავეთი WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2009 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა პოლიტიკურ მეტოქეს 10 მილიონი დოლარი ქრთამი შესთავაზა, სასოწარკვეთილი ცდილობდა რა ხელისუფლებაში თავისი კომუნისტური მთავრობის შენარჩუნებას. ვორონინის პარტიის ერთ–ერთმა წევრმა მარკ ტკაჩუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს განცხადებები „ზღაპრები“ და „მდარე ხარისხის ჭორებია“. აფრიკა კენია კენიის ხელისუფლების განრხისხებისთვის სულ რამდენიმე სიტყვა აღმოჩნდა საკმარისი. ნაირობიდან გაგზავნილი დეპეშების ანონსში, რომელიც ჟურნალმა Der Spiegel–მა გასულ კვირაში გამოაქვეყნა, ამერიკელი ჩინოვნიკების აზრით ქვეყანა „კორუფციის ჭაობია“. მთავრობის წარმომადგენელმა ალფრედ მუტუამ უმალ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ მთავრობა „შოკირებულია“. „თუკი დეპეშებში ასეთი სიტყვები მართლაც არის, ეს ბოროტი განზრახვით კეთდება და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ლიდერების აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენაა“, – თქვა მან. მან დასძინა, რომ უცხო ქვეყნები, რომლებიც კენიაში აფინანსებენ ახალგაზრდების შესაძლებლობათა გაფართოვების პროგრამებს (აშშ–ზე მინიშნება), სინამდვილეში მთავრობის დამხობას ცდილობენ. ნაირობიში აშშ–ს ელჩმა მაიკლ რანებერგერმა მუტუას განცხადებებს „სრული სისულელე“ უწოდა. პრემიერ–მინისტრმა პარლამენტს განუცხადა, რომ WikiLeaks–ის მხილებებს მიესალმება. „ახლა უკვე ვიცით, თუ რას ფიქრობს ჩვენზე ზოგიერთი ჩვენი მეგობარი… ეს სასარგებლოა“. მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს, გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ–ს ელჩის აზრით, საყოველთაო კორუფციამ ქვეყანაში შეიძლება ძალადობის განახლება გამოიწვიოს, პრეზიდენტ კიბაკის ოფისმა საკუთარი საქმიანობის დამცველი განცხადება გაავრცელა. „ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტ კიბაკის რეფორმისტული საქმიანობა მთელი მისი კარიერის განმავლობაში, თავის თავზე მეტყველებს“. უგანდა გაბრაზდა უგანდას ხელისუფლებაც. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ იოვერ მუსევენის ეშინია, რომ მის თვითმფრინავს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ბრძანებით ჩამოაგდებენ, ხუთშაბათს უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრმა სემ კუტესამ საკუთარი განცხადებით უპასუხა. „მართალია, ჩვენ ვსაუბრობთ აშშ–ს მთავრობასთან მთელ რიგ რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებზე, თუმცა დეპეშების შინაარსი აბსოლუტურად მცდარი და არალოგიკურია. მაგალითად, უგანდის პრეზიდენტი საერთაშორისო ფრენებში რომ საფრთხეს ხედავდეს, ის სახლში დარჩებოდა. წარსულში ასე მსოფლიოს სხვა ლიდერები იქცეოდნენ“. თუმცა, მუსევენის წარმომადგენელმა ტამალე მირუნდიმ დაადასტურა, რომ სხვა ტელეგრამები, სადაც საუბარია პრეზიდენტის იმ წუხილზე, რომ რამდენიმე წლის წინ სუდანი მხარს უჭერდა წინააღმდეგობის არმიას, ხოლო ერითრეა რეგიონალური საფრთხეა, სინამდვილეს შეესაბამება. ერითრეა იმის მიუხედავად, რომ აშშ–ს წარმომადგენლებმა ქვეყნის პრეზიდენტს „გონებადაკარგული დიქტატორი უწოდეს“ ერითრეადან ტელეგრამებს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ერითრეაში თავისუფალი პრესაც არ არსებობს. ნიგერია ნავთობკომპანია Royal Dutch Shell–მა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მისმა თანამშრომლებმა ყველა იმ ნიგერიულ სამინისტროში შეაღწიეს, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული, „აბსოლუტურად მცდარია“. ყველა სხვა კომენტარისგან კომპანიამ თავი შეიკავა. ზიმბაბვე სახელმწიფო გაზეთ Herald–ის საავტორო სვეტში რიზონ ვაფავაროვმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ტელეგრამებიდან ჩანს, რომ მუგაბემ აშშ–ს იმედები გაუცრუა და ძალაუფლებაც არ დაკარგა. ჟურნალისტი სიამოვნებით აღწერდა ოპოზიციის ლიდერს და პრემიერ–მინისტრ მორგან ცვანგირაის, რომელზეც დეპეშებში ნათქვამია, რომ ის „არც თუ უნაკლო ფიგურა“. სამხრეთ აზია პაკისტანი პაკისტანთან დაკავშირებული მამხილებელი მასალები უკვე ათი დღეა პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის და ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს მონოპოლიზებული. თუმცა ზოგიერთი ამბავი ძალიან სახიფათოდაა მიჩნეული. მაშინ როცა დეპეშებმა, სადაც პაკისტანის სამოქალაქო ლიდერების ნაკლოვანებებზე საუბარს მედიაში ხმაური მოჰყვა, პრესამ დიდწილად იგნორირება გაუკეთა იმ ინფორმაციას, რომელიც ამხელს გავლენიან შეიარაღებულ ძალებს და მათი მხრიდან „თალიბანის“ მსგავსი ისლამისტური ექსტრემისტული დაჯგუფებების სავარაუდო მხარდაჭერას. პოლიტიკოსებს არაფერი რჩებათ, თუ არა არ შეიმჩნიონ ის უხერხული განცხადებები, რომელიც ეხება ამერიკის ელჩის ახლო ურთიერთობებს წვერებიან რელიგიურ შფოთისთავთან; იმას, რომ პრეზიდენტი ასიფ ზარდარი შეპყრობილია საკუთარი სიკვდილით; რომ პრემიერ–მინისტრმა იუსუფ რაზო გილიანმა ფარულად მხარი დაუჭირა CIA–ს უპილოტო თვითმფრინავების დარტყმებს. „არ დაუჯეროთ WikiLeaks–ს, – განუცხადა ჟურნალისტებს გილიანიმ ქაბულში, შეეცადა რა „დაბალი რანგის დიპლომატების შეფასებების“ უგულებელყოფას. მას მოღუშული თავს უქნევდა გვერდით მდგარი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რომელიც ასევე არ დაინდეს დეპეშებში. „იშვიათია, როდესაც ამდენად ახლო მეზობლები, ასე მარტივად ეთანხმებიან ერთმანეთს. პაკისტანის არმიის გენერალზე აშფაკ კაიანიზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ძირითადად საუბარია იმაზე, რომ შარშან ის ზარდარის დამხობით იმუქრებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან არ ენდო ოპოზიციური კანდიდატ ნავაზ შარიფოვს. არმიამ განცხადება გაავრცელა, რომ კაიანი „ყველა პოლიტიკურ ლიდერს პატივს სცემს“. თუმცა ჟურნალისტების უმრავლესობამ არაფერი დაწერა ამერიკული დაზვერვის შეფასებების შესახებ, რომელთა თანახმად, კაიანის ხელმძღვანელობით არმია განაგრძობს თალიბანის და „ლაშკარე–თაიბის“ დაჯგუფების მხარდაჭერას. ამ უკანასკნელმა მუმბაიში აფეთქებები მოაწყო. ერთ–ერთ პატარა სათაურში ნათქვამი იყო „ISI ზოგიერთ თალიბს ადიდებს“ – და არანაირი დეტალები. სხვა მხრივ, ტელეწამყვანებს ამ საკითხზე ხმა არ ამოუღიათ. ერთადერთი გამონაკლისი გახდა ახალი გაზეთი Express Tribune–ი. მის სარედაქციო წერილში ნათქვამია: „ის, არმია მარიონეტების მმართველის როლს ასრულებდა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს. თუმცა დღეს ჩვენ იმის მტკიცებულება მივიღეთ, თუ რამდენად მყიფეა ქვეყანაში დემოკრატია“. პაკისტანელი შეთქმულების თეორიების მოყვარულნი ამტკიცებენ, რომ დეპეშები საგანგებოდ გავრცელდა და ის ვაშინგტონური ინტრიგის ნაწილია, რაც მუსულმანური სამყაროს დისკრედიტაციისკენაა მიმართული; საუდის არაბეთის ელჩმა მათ „მოძალადის პროპაგანდა“ უწოდა. მაგრამ პაკისტანელთა უმრავლესობისთვის დეპეშებმა უბრალოდ დაადასტურა ის, თუ რამდენად ძლიერია აშშ–ს გავლენა მათ სამხედროებსა და სამოქალაქო ლიდერებზე. რამდენიმე სათაურში ნახსენებია „WikiLeaks–ის სირცხვილი“; ყოფილმა დიპლომატმა ასიფ ეზდიმ თქვა, რომ ტელეგრამები ადასტურებს იმას, რომ პაკისტანი „მსოფლიოს დიდ ბანანის რესპუბლიკად“ გადაიქცა. ამავდროულად, ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას დეპეშები მოეწონა. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე შეიჰმა აზმატ საედმა, შეეცადა რა პუბლიკაციის ბლოკირების მცდელობის აღკევეთას, განაცხადა, რომ WikiLeaks–მა შეიძლება ზოგიერთი პიროვნება შეაშფოთოს“, თუმცა, „გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქვეყანისთვის სარგებლობაა“. ავღანეთი ავღანეთში WikiLeaks–ის დოკუმენტები საზოგადოების დაუსრულებელი ინტერესის წყაროდ იქცა და ქვეყნის ჟურნალისტები საეთერო დროში საათებს უთმობენ დეპეშების კითხვას. მეცნიერები დოკუმენტების გამოაშკარავების მნიშვნელობაზე და იმაზე კამათობენ, რამდენად სანდოა ეს დოკუმენტები. ზოგიერთ სკეპტიკურად განწყობილ კომენტატორს უბრალოდ არ სჯერა იმის, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყანას შეეძლო ასეთი ოდენობის კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვა. ზოგიერთები მინიშნებებს კი იმაზე აკეთებენ, რომ ამაში თავად ამერიკელების ხელი ურევია. თუმცა, დოკუმენტების გამოქვეყნებას დღემდე არ მოჰყოლია არანაირი მასშტაბური პოლიტიკური მსხვერპლი, მიუხედავად იმ ძალიან კრიტიკული შენიშვნებისა, რაც ჰამიდ კარზაიზე მისივე მინისტრების და აშშ–ს ელჩის მხრიდან გაისმა. ავღანეთის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი თავის ფინანსთა მინისტრ ომარ ზაკჰივალას, რომლის ფრაზაც „უკიდურესად სუსტი ადამიანი“ დეპეშებშია მოყვანილი. თუმცა, ახალი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოსალოდნელია. მოწყვლადია თავად აშშ–ს ელჩი კარლ ეიკენბერიც, რომელიც პერიოდულად ვაშინგტონს კარზაიზე სასოწარკვეთილ წერილებს სწერდა. ავღანეთის და აშშ–ს მთავრობები ამტკიცებენ, რომ მათი ურთიერთობა კვლავ მტკიცეა, მაგრამ აშშ–ს ყოფილმა ელჩმა ავღანეთში ზალმაი ჰალილზადმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეიკენბერი თანამდებობაზე ვეღარ დარჩება. ეიკენბერის ქაბულში ორწლიანი მუშაობის ვადა მალე ეწურება და ბევრს მიაჩნია, რომ მას სურვილის შემთხვევაშიც აღარ აქვს ამ ვადის გახანგრძლივების არანაირი შანსი. ინდოეთი ინდოეთში WikiLeaks–ზე რეაქცია თავიდანვე მიყრუებული ან პოზიტიური იყო, თუმცა, დოკუმენტებზე ყველა წერდა, მათ შორის ადგილობრივი პრესაც, რომელიც სხვადასხვა ენებზე იბეჭდება. „WikiLeaks–ის დოკუმენტების პირველი დასტა ინდოეთისთვის პოზიტიურია – სანდო და პატივსაცემი ქვეყანა, რომელიც მეზობელი პაკისტანის გამო ძალიან წუხს“, – წერდა გაზეთი Times of India. მოვლენების გაშუქება კონცენტრირებული იყო ტელეგრამებში პაკისტანთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით იმ ურთიერთობებზე, რაც ისლამაბადში დაზვერვის სამსახურებსა და ადგილობრივ ისლამისტ ექსტრემისტებს შორის არსებობს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაჟონვების ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან „გახსნილი“ დიალოგის რეჟიმშია. დოკუმენტების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კრიტიკა გამძაფრდა, როგორც დასავლეთის ქვეყნების, ასევე თავად ამ გაჟონვების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა WikiLeaks–ის დამფუძნებლის დაპატიმრება გადაწყვიტა. „ის, თუ როგორ დევნიან ეს მთავრობები ასანჟს და მის გუნდს, სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, რომ იმას რასაც ჩვეულებრივ თავისუფალ სამყაროს უწოდებენ, არის კი სინამდვილეში თავისუფალი“, – წერს მუმბაის გაზეთი Daily News Analysis–ი. სხვებმა იმ ადამიანების კრიტიკა დაიწყეს, ვინც ამ ინფორმაციის გაჟონვის უკან დგას. „არსებობს იმის ძლიერი განცდა, რომ პასუხისმგებლობის სერიზულია დეფიციტია“, – განაცხადა Guardian–თან ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა ვირაპა მოილიმ. „ამას ურთიერთგაუგებრობებისკენ მივყავართ. მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის ნდობას და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა“. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა შაში ტარურმა ინფორმაციის გაჟონვას „არაეთიკური და არასწორი“ ფაქტი უწოდა. „სამთავრობო კომუნიკაციების კონფიდენციალურობა დიპლომატიური კომფორტის სასიცოცხლო ძალის წყაროა“, – უთხრა ტარურმა ადგილობრივ ჟურნალისტს. „შეუძლებელია მთავრობის ეფექტური მართვა, თუკი საკუთარი დიპლომატებიც კი ანგარიშს აბსოლუტური გულწრფელობით არ გაბარებენ“. თუმცა სხვა კომენტატორებმა განაცხადეს, რომ ცუდი არ იქნება, თუკი მსგავსი რამ ინდოეთშიც მოხდება, რადგან ინდოეთის ბიუროკრატია ერთ–ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუროკრატიაა მსოფლიოში და საზოგადოების მხრიდან ყურადღება არ აწყენდა. ბანგლადეში მთელი გასული კვირის განმავლობაში, ადგილობრივი პრესის პირველი გვრდები ასანჟს და WikiLeaks–ს ჰქონდათ დაპყრობილი. ისტორიამ განსაკუთრებულად დააინტერესა სტუდენტები, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ და იკრიბებოდნენ კაფეებში იმაზე სასაუბროდ თუ „როგორ შეძრა WikiLeaks–მა აშშ–ს ადმინისტრაცია მისი კონფიდენციალური დეპეშების გამოქვეყნებით“, – წერდა ერთ–ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი. ბანგლადეშის ლიბერალურ ხელოვნებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ანის პერვეზმა თქვა, რომ ის ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს მედიაში ეთიკის საკითხებისადმი მიძღვილი საკუთარი ლექციის დროს განიხილავდა. „ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი, და ზოგჯერ რაღაც ინფორმაციას შეიძლება დაძაბულობა მოჰყვეს. მეორე მხრივ, არსებობს დილემა – რა დოზით შეიძლება საზოგადოებას გაანდო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მასზე ხელი მიგიწვდება“, – თქვა მან. „ახალ ამბებში“ დიდიწლად ერთ დეპეშას განიხილავდნენ, სადაც ნათქვამია, რომ ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაცია „ლასკარ–თაიბა“–ს ქვეყანაში აგენტების დაჯგუფებები ჰყავს. „WikiLeaks–ის მიერ გახმაურებული ინფორმაცია ბევრ ქვეყანას უცნაურ სიტუაციაში აყენებს. ჩვენ ჯერ არ შეგვიმოწმებია დოკუმენტები, რომლებიც ბანგლადეშს ეხება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში იაფიშ ოსმანმა. ნეპალი ნეპალში ერთგვარმა იმედგაცრუებამ დაისადგურა იმის გამო, რომ კატმანდუში ამერიკის საელჩოდან გაგზავნილი 2600 ტელეგრამიდან უმრავლესობა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ინფორმაციის გაჟონვას ნეპალელი პოლიტიკოსების უზარმაზარი ძალისხმევა მოჰყვა იმ თვალსაზირისით, რომ ისინი გამალებით ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა საიდუმლო უნდა გამოაშკარევებულიყო მათ ქვეყანაზე. კატმანდუს „ახალი ამბების“ ოფისებში პოლიტიკოსების და ხელმძღვანელების ზარები არ წყდებოდა. როგორც ყველგან, აქაც, გამოქვეყნებული დეპეშები ყურადღებით შეისწავლეს. დოკუმენტები, სადაც იყო მინიშნებები იმაზე, რომ აჯანყებულ–მაოისტებს ინდოეთი აფინანსებდა, მაოისტური პარტიის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრესამ და საზოგადოებამ, ასევე დეტალურად შეისწავლა ყველა ის წერილი, რომელიც ორი რეგიონალურ გიგანტს ჩინეთს და ინდოეთს შორის ურთიერთობებს ეხება. შრი–ლანკა შრილანკაში საიდუმლო მასალების გამოქვეყნებამ პოლიტიკური და მედია–შტორმი გამოიწვია, რადგან ამ წერილების უმრავლეოსობაში საუბარი იყო ამ სახელმწიფო–კუნძულის სადაო და სისხლისმღვრელ თანამედროვე ისტორიაზე. მაშინ როდესაც ერთ–ერთ ტელეგრამაში პრეზიდენტ მაჰინდა რაჯაპაკსას, ფაქტობრივად სამხედრო დანაშაულეებში თანამონაწილეობის ბრალი ედება (რასაც ის უარყოფს), მეორე დეპეშაში აღწერილია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დევიდ მილიბენდის კამპანია, მიმართული დახმარების გაცემასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე შარშანწინდელი ჰუმანიტარული კრიზის დროს შრი–ლანკაში, როგორც, პირველ რიგში, შიდა პოლიტიკური მოსაზრებებით განპირობებული ნაბიჯი. მედიას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. მთავრობისადმი ლოიალური პრესა წერდა დეპეშებში გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მასალებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებდა აშშ–ს და დიდ ბრიტანეთს. თუმცა კრიტიკულმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა Sunday Leader–მა ჟურნალისტებისადმი მოწოდება გამოაქვეყნა: „როდესაც წიგნები გაჩნდა, ხელისუფლებამ აკრძალვები შემოიღო, როდესაც გაზეთები გაჩნდა ხელისუფლებამ მათი დაბლოკვის მეთოდები სასამართლოში გამონახა ან ისინი სიმდიდრითა და სხეულთან ხელმისაწვდომობით გარყვნა. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს რაღაც, რაც არ იცვლება. კარგი ისტორიის გაჩუმება შეუძლებელია. შეუძლებელია სამართლიანობის წყურვილის მოკვლა, მისი მხოლოდ დროებით შენიღბვა შეიძლება. WikiLeaks–ისმა სწორედ ეს ასწავლა მთელს მსოფლიოს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შრი–ლანკაზეც გაიგებენ“. აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონი ჩინეთი ჩინეთის ხელისუფლებამ დუმილი არჩია. ის ავლენს სულ უფრო მზარდ მისწრაფებას იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს ამ თემის განხილვას და ტელეგრამებთან დაკავშირებულ სტატიებს და დისკუსიებს ბლოკავს. პეკინმა დიპლომატიურ წერილებში არსებულ რეპლიკებს „აბსურდული“ უწოდა, თუმცა დოკუმენტებში არსებულ სხვა ცნობებზე, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ იმედგაცრუებაზე და ერთ–ერთი წყაროს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ Google–ზე შეტევის უკან მაღალჩინოსანი იდგა, კომენტარს არ აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცზიან იუიმ გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პეკინი იმედოვნებს, რომ დეპეშების გამოქვეყნება ვაშინგტონთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს. ცენზურამ ხელი ვერ შეუშალა ზოგიერთ ჩინელს დეპეშებს უცხოურ საიტზე გაცნობოდა. „ჩინეთზე და Google–ზე წავიკითხე და მინდა ვთქვა: WikiLeaks ყოჩაღ!“, – წერდა გასულ კვირაში პოპულარული ვებ–პორტალის Sina–ს ერთ–ერთი მომხმარებელი. მეორემ დაწერა: „ის, რასაც WikiLeaks–ი ჩინეთზე ამბობს, აშშ–ს მხრიდან ცილისწამება უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, ამერიკის მთავრობასაც სძულს WikiLeaks–ი? ეს, როგორც ჩანს შეთქმულებაა“. ორგანიზაცია China Digital Times–ს, რომელიც ცენზურას აკვირდება, მიაჩნია, რომ პროპაგანდის ცენტრალურმა ბიურომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ვებ–გვერდებს ტელეგრამებზე დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას უკრძალავს, თუმცა ზოგიერთმა ჯულიან ასანჟის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მაინც გაავრცელა. ავსტრალია ასანჟის, ქვეყნის უძღები შვილის როლის გაშუქებას, მედიამ ყველაზე დიდი დრო დაუთმო და ყველაზე მეტი დავა გამოიწვია. ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ბრაის ლაურიმ მას „ციფრული ეპოქის ნედ კელი“ უწოდა და დაწერა: „ასანჟი – კიბერ ხულიგანია: ძალაუფლების დისიდენტი და მისი გამქილიკებელი, შთაგონების წყარო ბევრისთვის, ვისაც აღაფრთოვანებს სტატუს–ქვოსთან მისი დაპირისპირების სიმტკიცე“. პრემიერ–მინისტრმა ჯულია გილარდმა დეპეშების გამოქვეყნებას უკანონო, ასანჟის საქციელს კი „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა. მისი რეაქციიდან ძალიან ცხადად ჩანდა, რომ ავსტრალიის მთავრობა ასანჟს არანაირ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის საკონსულომ მას საკუთარი მომსახურება შესთავაზე. დოკუმენტებში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის კევინ რადას საკმაოდ უსიამოვნო პორტრეტია დახატული. წერილებში ნათქვამია, რომ ის ხისტი და იმპულსური, „მბრძანებლობის მოყვარულია“, რომლის ხელმძღვანელობითაც მთელი რიგი საგარეოპოლიტიკური შეცდომები იქნა დაშვებული. კიდევ ერთ დეპეშაში დეტალურადაა აღწერილი ის, თუ როგორ გააბრაზა რადმა აშშ, როდესაც უმცროს ჯორჯ ბუშთან პირადი საუბარი დეტალურად აღწერა. საუბრის აღწერა მოიცავდა იმ მომენტს, როდესაც რადი „შოკირებული იყო, როცა გაიგო, რომ ბუშმა იკითხა „და დიდი ოცეული რა არის?““ გასულ კვირას რადმა ამას საპასუხო შეტევით უპასუხა: „ასანჟი არ არის პასუხისმგებელი აშშ–ს 250 000 დიპლომატიური დოკუმენტის არასანქცირებულ გამოქვეყნებაზე. ამაზე პასუხისმგებლობა თავად ამერიკელებს ეკისრებათ“, – თქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
რედიზაინი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბლოგისთვის სულის შთაბერვის მცდელობა. დიზაინზე წუწუნი არ მიიღება, დამუშავების სტადიაშია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიახლის ილუზია შევქმნა და აღარ მეშინოდეს ამ ბლოგის. ესეც ციტატა ბლოგის შესახებ ჩემი “თავისუფლების დღიურებიდან”: ჩემი ბლოგი კარგა ხანია, მივაგდე. ფიზიკურად არსებობს, მაგრამ გაყინულია, ხანდახან, როცა რამე მნიშვნელოვნის გაზიარება მინდება, ვწერ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ვფიქრობდი, ალბათ, ეს იმის გამოა, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდება, ფეისბუკზე ვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად სწორი არ ვიყავი: აგერ, „თავისუფლების დღიურებს“ ხომ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ფეისბუკზეც ვაქტიურობ. ახლა ვფიქრობ და მეორე მიზეზამდე მივედი: მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი პოპულარული გახდა, ნელ-ნელა გავაიშვიათე წერა. საერთოდ, ჩვენთან „პოპულარობის“ ცნება ცოტა სასაცილოა. ათასი მკითხველი გყავს? ვაუ, შენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია! არადა, რომ დაფიქრდე, რა არის ათასი მკითხველი? არაფერი! ათასმა კაცმა იცის შენი არსებობა, სამაგიეროდ, დანარჩენი მილიონი გარტყმაში არაა. ჰო, სად ვიყავი? ამ ათას ადამიანს შენი ბლოგი უყვარს, ელოდება, რომ შენი მომდევნო პოსტიც იმაზე მაგარი თუ არა, ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა იყო და ამ პრესს ვერ უძლებ. წერა არ მინდა? როგორ არა?! ანონიმური ბლოგის გაკეთებაზეც ბევრი მიფიქრია, ჰოდა ახლა გავაანალიზე – ალბათ ზუსტად მაგიტომაც, ეს პრესი იხსნება, წერ იმიტომ, რომ წერა გინდა და არ ფიქრობ, რას ელიან შენგან მკითხველები. დანარჩენი ყველა მიზეზი საკუთარ თვალებში ნაცრის ყრაა – დაკავებული ვარ, ყელში ამომივიდა, ბევრი საქმე მაქვს, კიდევ სამ ბლოგს ვაკეთებ პარალელურად პროექტების ფარგლებში და ა.შ. ნეტა, ოდესმე თუ გადავაბიჯებ ამ პრესს? ან მინდა კი გადაბიჯება? 7-ვე დღე მოიძევება ამ ლინკზე: თავისუფლების დღიურები, დოდი ხარხელი. Filed under: Just, რა Tagged: ბლოგი, დიზაინი, დღიური, პრესი, რადიო თავისუფლება, რედიზაინი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1880/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1880&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/European-Parliament-logo1-150x22.jpg მას შემდეგ, რაც სამშაბათს ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ხელშეკრულება საქართველოსთან, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობა უფრო ადვილად შეეძლებათ. პარლამენტარებმა ასევე დაუჭირეს მხარი შეთანხმებას თბილისთან არაკანონიერი ემიგრანტების რეადმისიის შესახებ. საქართველოსთან დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ მოკლევადიანი ვიზა სჭირდება (მაგალითად 90 დღით 180 დღიანი პერიოდისთვის) დოკუმენტების გაცემა გამარტივდება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა ვიზა მსურვლეს, მიღებულ უნდა იქნას განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში. გადასახადი €35 იქნება. გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, მაგალითად სტუდენტებს, პენსიონერებს, ჟურნალისტებს, 12 წლამდე ბავშვებს, შეზღუდული უნარების მქონე პირებს, მათ, ვისი ნათესავებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონიერად ცხოვრობენ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ვიზა უფასოდ მიეცემა. გარკვეული ჯგუფებს, მაგალითად ბიზნესმენებს, სტუდენტებს, ან ჟურნალისტებს ვიზის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია გაუმარტივდებათ. უკანონო ემიგრანტების დაბრუნება პარლამენტმა ასევე დაამტკიცა შეთანხმება, არაკანონიერი ემიგრანტების რეადმისიის შესახებ. საქართველომ და ევროკავშირმა უნდა დაიბრუნონ მათი ის მოქალაქეები, რომლებიც მათ ტერიტორიებზე უკანონოდ იმყოფებიან. მესამე ქვეყნების ან მოქალაქეობის არმქონე პირებიც დაბრუნებულნი უნდა იქნან, თუ დამტკიცდა, რომ ამ პირს რომელიმე ხელმომწერი ქვეყნის ვიზა ჰქონდა ან იქ ცხოვრობდა ან ეს ქვეყანა გამოიყენა ტრანზიტისათვის. პარლამენტარებმა ნატალი გრისბექის ორი ანგარიშის საფუძვლეზე, ღია კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ორივე შეთანხმებას. ორშაბათს საღამოს გამართულ დებატებში, გრისბექმა განაცხადა: „ეს შეთანხმება საინტერესოა რეგიონალურ კონტექსტში, რადგან ის მხარს უჭერს ევროკავშირის ძალისხმევას განამტკიცოს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან“. მისი თქმით, შეთანხმებები „წაახალისებენ საქართველოს აუცილებლი რეფორმების განხორციელებისკენ (…) თავისუფლების, უსაფრთხოების, სასამართლო სისტემის მიმართულებით და არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“. შემდეგი ნაბიჯები ახლა აუცილებელია, რომ შეთანხმება ფორმალურად დაამტკიცოს საბჭომ. ორივე შეთანხმება ძალაში შევა მაშინ, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს რატიფიკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეატობინებს. ორიგინალი ორიგინალი
-
„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებს ხმის მიცმის საშუალება ერთი ID–მისამართიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. გთავაზობთ გამოკითხვის გამაოგნებელ შედეგებს: გაზიარება [00:24 18-12-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQqJmO7O-wI/AAAAAAAAETQ/sfbk1EsXXkA/s200/saqartvelos%2Baxali%2Bprezidenti.gif1. ვანო მერაბიშვილი 17% (90 ხმა)2. ლევან გაჩეჩილაძე 11% (58 ხმა) 3. ირაკლი ალასანია 10% (53 ხმა) 4. ნინო ბურჯანაძე 10% (52 ხმა) 5. კოკო გამსახურდიას 8% (44) 6. ირაკლი ოქრუაშვილი 8% (43 ხმა) 7. დავით ბაქრაძე 4% (23 ხმა) 8. გიორგი თარგამაძე 3% (15 ხმა) 9. დავით გამყრელიძე 1% (6 ხმა) 10. სხვა 28% (150 ხმა) როგორც გამოკითხვამ აჩვენა, უმრავლესობა, ხმას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს აძლევს; მეორე ადგილზეა „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, მას 1% ირაკლი ალასანია (10%) და ნინო ბურჯანაძე (10%) ჩამორჩებიან, ამ ორ ლიდერს შორის 1 ხმით ალასანია ბურჯანაძეს უსწრებს. მეხუთე ადგილზეა „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ოქრუაშვული, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოკითხულთა 8% ნდობა დაიმსახურა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 4%–ით უსწრებს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს გიორგი თარგამაძეს (3%); დღეისთვის, ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია „მემარჯვენე“ დავით გამყრელიძე (1%). უცნობია პასხუხში „სხვა“ ვის და რამდენ პოლიტიკოსს გულისხმობდნენ ჩვენი რესპოდენტები მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ პასუხმა დააგროვა (28%). გამოკითხვა მიზნად ისახავდა ჩვენი ჟურნალის მკითხველთა პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას და არა რომელიმე საპრეზიდენტო არჩევნების, შესაძლო მონაწილის რეიტინგის გაზრდას ან დაკნინებას. სკეპტიკოსებს შეუძლიათ ეს შედეგები სერიოზულად არ ჩათვალონ და ზოგიერთმა, გაყალბებულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ რედაქციას შედეგების ფალსიფიკაციის არანაირი მოტივი არ გააჩნია... სანამ საქართველოს მოსახლეობა ღრმა ძილს მისცემია მავანი მერაბიშვილი 2013 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის უკვე სერიოზულად იბრძვის და თუ დღეს, ერთხმად არ ვუთხარით სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლაბას „არა“ – მომდევნო 10 წლის განმავლობაში თავზე ისე წამოგვასკუპდებიან, რომ გამოფხიზლებასაც ვერ მოვასწრებთ. „ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილიკვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება. ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.“ – ილია ჭავჭავაძის „ელეგია“ (ნაწყვეტი).http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article