Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54088.jpgჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლები აფეთქების შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ. View the full article
  2. http://tomkinstimes.com/wp-content/uploads/2010/08/Roy-Hodgson-Liverpool-.jpg როი ჰოჯსონი ტოტენჰემთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ესაუბრა ჟურნალისტებს… სეზონის ცუდი დასაწყისი და გასვლით მატჩებში თამაშის გაუმჯობესება საჭიროა ზუსტად ცოდნა თუ როგორ უნდა შევუტიოთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ის რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და როდესაც ეს შრომის შედეგი მოედანზეც გადაგვაქვს მაშინ კარგი გუნდის შთაბეჭდილებასაც ვტოვებთ… წარუმატებლობის მიზეზი გოლების სიმცირეა. საგარეო მატჩებში ცოტა საგოლე მომენტს ვქმნიდით და შესაბამისად იშვიათადაც გაგვქონდა. მოწინააღმდეგის მოედანზე ბურთს ვფლობდით, მაგრამ საჯარიმოში ფეხბურთელების სიმცირე იყო და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ… მედიის ანტიპათია ლივერპულის მდგომარეობისადმი ლივერპულის ისტორიის გამო ამ კლუბისგან ყოველთვის ბევრს ითხოვენ და გადაჭარბებული ზეწოლა პრესის მხრიდან ენფილდური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე ბედნიერი ვარ რომ წითლების მენეჯერის პოზიცია მიკავია და კრიტიკას იშვიათად ვუსმენ. მთავარია რომ ბოლო 6 შეხვედრაში 18 ქულა ავიღეთ და პირველი წრის დასრულებამდეც თუ მოვიგეთ დარჩენილი მატჩები, მაშინ საკმაოდ კარგ პოზიციაზე შევხვდებით შობას… გარეთ ბეილი იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ვთვლი რომ არასწორია როცა მთელი აქცენტი მედიაში ერთ ფეხბურთელზე კეთდება. მას ახლა შესანიშნავი პერიოდი აქვს მაგრამ ჩემი აზრით ტოტენჰემი ბეილზე ბევრად მეტია. იქ შესანიშნავი გუნდი თამაშბოს. რედნაპმა არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჩამოაყალიბა, ზუსტად ისეთი როგორიც მას სურდა, რადგან თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ტოტენჰემშია მენეჯერის სურვილით არის ამ გუნდში. სპურზებმა ლიგაზე გასვლის გარდა უკვე ჯგუფური ეტაპიც გადალახეს და ევრო დონეზეც კარგდ ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ეს კლუბი ტოპ-კლასის გუნდებში არ ითლებოდა, ეს ყველაფერი კი ჰარის დამსახურებაა… მოწინააღმდეგის რეალური შესაძლებლობები ვიცი რომ ძლიერი გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯერა. ვაით ჰართ ლეინზე ძლიერი შემადგენლობით ჩავალთ და ნამდვილად დაძაბული მატჩი იქნება. ორივე გუდმა კარგად იცის ასეთ დროს 3 ქულის მნიშვნელობა და თუ გავითვალისწინებთ რომ ისინიც და ჩვენც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, წინ საინტერესო ბრძოლა გველის… 1 კვირიანი შესვენება… ჩვენ მთელი კვირა გვქონდა მოსამზადებლად რაც ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ჩემი ხედვით ფეხბურთი რეპეტიციას გავს. რაც უფრო მეტს ვარჯიშობს მით უკეთეს შედეგს აღწევ და სასიამოვნოა როცა ასეთ პაუზებს გუნდი შეთამაშებისთვის და ფორმის გაუმჯობესებისთვის იყენებს… ორი თავდამსხმელით თამაში ამ თემაზე კითხვის დასმაც კი სისულელეა, რადგან ორ შემტევს ალტერნატივა არ აქვს. როცა მოედანზე სტივი და ტორესი არიან, გუნდს მაშინ ორი მეგოლე ჰყავს და არ მსურს ეს ტაქტიკა შევცვალო. მთავარი სწორედ ორი შემტევის მონდომებაა რათა გოლების გატანა შევძლოთ ტოტენჰემთან… შემადგენლობა და იანვრის ტრანსფერები გუნდი დღითიდღე ძლიერდება და ახლა ვხვდები რომ იმაზე ბევრად უკეთესი შემადგენლობა მყავს ვიდრე ეს სეზონის დასაწყისში მეგონა როცა თამაშებს ვაგებდით. ნამდვილად კარგი ფეხბურთელები არიან გუნდში და ვფიქრობ იანვარში ბევრი ფეხბურთელის დამატება არ დაგვჭირდება. მთავარია ჩვენმა მოთამაშეებმა ფორმა შეინარჩუნონ და მაღალ დონეზე ჩაატარონ მომდევნო შეხვედრებიც… ახლა ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებით, მაგრამ იმის გამო რომ წარმოდგენაც არ გვაქვს რა თანხა იქნება გამოყოფილი სატრანსფერო ბიუჯეტში და იქნებიან თუ არა ის ფეხბურთელები ხელმისაწვდომნი ვისაც ჩვენ ვუმიზნებთ, ჯერჯერობით წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია… View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54086.jpgთბილისში მომხდარი ორივე აფეთქებისას გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება, - შსს ექსპერტიზის პირველად შედეგებს აქვეყნებს. View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54085.jpgსვანეთისკენ მიმავალი გზა გახსნილია. მაგისტრალი სპეციალური ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია. View the full article
  5. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/10/21/1287697853527/Roy-Hodgson-006.jpg როი ჰოჯსონმა ტოტენჰემთან მატჩის წინ თამაშის გადამწყვეტ ასპექტებზე ისაუბრა… ლივერპულის მთავარი მწვრნთელის აზრით ტოტენჰემის ფლანგელის შეჩერება შესაძლოა მათი დამარცხების გასაღები იყოს… “პირველ რიგში გარეთ ბეილი უნდა შევზღუდოთ” – განაცხადა ჰოჯსონმა – “მას არ უნდა მივცეთ სივრცე, რადგან თუ ბურთს მიიღებს, შეუძლია გაცდეს რამოდენიმე ფეხბურთელს და თავისი ძალით და სისწრაფით მისი შეჩერება ძალიან რთული ხდება…” “ჩვენი მოწინააღმდეგე ახლა საუკეთესო ფორმაშია და ჩვენც მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ…” “ჰარი რედნაპს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და არჩევანიც დიდი აქვს. ბეილთან ერთად ვანდერვაარტი და კრაუჩიც არანაკლებ სახიფათონი არიან. რაც მთავარია ვიცით რას უნდა ველოდეთ მოწინააღმდეგისგან…” “ვფიქრობ ტოტენჰემს შეუძლია პრემიერლიგის თასისთვისაც იბრძოლოს. წელს რთული სეზონია ყველა გუნდისთვის, ვხედავთ რომ ჩელსიმ წააგო რამოდენიმეჯერ, ასევე უნაიტედმაც ფრედ ითამაშა არაერთხელ და სპურზებს ასეთ ფონზე კარგი შანსები აქვთ.” ბოსმა ასევე ლივერპულის შემტევ ტაქტიკაზე და ტორესისა და ნგოგის წყვილზე ისაუბრა: “მე ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა ითამაშოს ნგოგმა ფერნანდოსთან ერთად. ჩვენ ხომ ვაით ჰართ ლეინზე გოლების გატანა გვსურს. ანგარიშის გახსნა ჩვენი მთავარი პრობლემაა გასვლით მატჩებში და ტოტენჰემთან ეს უნდა გამოვასწოროთ…” – იმედოვნებს როი ჰოჯსონი “ბურთის ფლობის მხრივ ყოველთვის ვჯობივართ მოწინააღმდეგეს, ამგრამ ეს სტატისტიკა ანგარიშზეც უნდა ავსახოთ, აუცილებელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში უფრო დიდი დრო დავყოთ და გოლები გავიტანოთ. ვესთ ჰემთან გამარჯვებამ უკვე აჩვენა რომ ეს შეგვიძლია. წინ ტოტენჰემია…” View the full article
  6. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 4 დეკემბერს მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი იმღერებს. საქაველმოქმედო გალა კონცერტში ქართველი სოპრანო… ლინკი მედიანიუსზე
  7. საქართველოს დელეგაცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან დღეს გვიან ღამით დაბრუნდება. Mმის შემადგენლობაში არიან დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და … ლინკი მედიანიუსზე
  8. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/10/2/1286036898924/Rafael-Van-der-Vaart-006.jpg ტოტენჰემის ჰოლანდიელმა ლიდერმა თანაგუნდელები წინასწარ გააფრთხილა… დირკ კიუიტი და ვანდერ ვაარტი ჰოლანდიის ნაკრებში ერთად თამაშობენ და ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. “დირკი ნამდვილი თავის ტკივილი იქნება. ის სრულყოფილი ფეხბურთელია და შეტევებში ძალიან სწრაფად ერთვება. მცველებისთვის ნამდვილი თავსატეხია” – განაცხადა ვანდერამ – “ლივერპული საშიში მოწინააღმდეგეა, ხალხი მათ ეჭვის თვალით უყურებს სეზონის ცუდი დასაწყისის გამო, მაგრამ ბოლო პერიოდში ნამდვილად გააუმჯობესეს თამაში და წინ რთული დაპირისპირება გველის…” View the full article
  9. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პოლიციამ დააკავა ოთხი ადამიანი, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთ მდიდრულ აპარტამენტში 111 კილოგრამ კოკაინს ინახავდნენ. ფრანგი… ლინკი მედიანიუსზე
  10. გუშინ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში დაკავებულ ოთხ პირს _ ხვიჩა მუნჯიშვილს, გიორგი წვერიკმაზაშვილს, ზურაბ კაკიაშვილსა და კახა… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://s008.radikal.ru/i303/1011/47/f67f2c8b5f2b.jpg ტრამვის გამო ჩაგდებული 5 მატჩის შემდეგ ლივერპულს ჯო კოული უბრუნდება… კლუბის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და ყველა დროის ბომბარდირმა იან რაშმა ჯო კოულზე ისაუბრა და განაცხადა რომ ჯო დაამტკიცებს თავის სიძლიერეს ენფილდზე… “ჯოს თავისი ტალანტი არ აძლევს საშუალებას დაკმაყოფილდეს უბრალო მოთამაშის სტატუსით.” – განაცხადა რაშმა – “მე დარწმუნებული ვარ რეგულარული თამაშით იგი დაამტკიცებს რომ მართლაც უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მჯერა რომ იგი მალე კოპის საყვარელი გმირიც გახდება….” “მას შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ არ ათამაშებდნენ ინგლისის ნაკრებში სტაბილურად. მას შესანიშნავი ხედვა აქვს და ისეთივე საფეხბურთო აზროვნება, როგორც ფერნანდო ტორესს და სტივენ ჯერარდს.” “ლივერპულში გადმოსვლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ეჭვიც არ მეპარება რომ რეალურ ძალას მალე გვიჩვენებს…” – ფირობს იან რაში View the full article
  12. თბილისი დამდეგ კვირაში პარლამენტში 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოოდ გადამუშავებული ვარიანტი შევა. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთავრობამ… ლინკი მედიანიუსზე
  13. „ძველი თბილისის რაიონის შესაბამისი ჯგუფები წუხელ მომხდარი აფეთქების გამო, ჯავახიშვილის ქუჩაზე აზომვით სამუშაოებს უკვე ახორციელებენ. … ლინკი მედიანიუსზე
  14. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას უკავშირებს… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54087.jpgავიაკატასტროფას პაკისტანში 8 ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო ლაინერი ილ-76 კარაჩის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. View the full article
  16. მარუსა ჭავჭავაძე ყოველ ზაფხულს ბებია-ბაბუას ქეიფ კოდში (მასაჩუსეტსი) სტუმრობდა. ბაბუა პოლი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, წინაპართა შესახებ შვილიშვილებს საინტერესო ამბებს მოუთხრობდა ხოლმე. 1977 წელს მამამ, დავით ჭავჭავაძემ, მარუსა საქართველოში ჩამოიყვანა. წინანდალიც მოინახულეს იხილეთ tabula.geზე
  17. მოლდოვაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი: თამარ შარმანაშვილი და დავით კირთაძე აკვირდება.… ლინკი მედიანიუსზე
  18. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალისტიკური სამსახურისმიერ წუხელ თბილისში მომხდარი ორივე აფეთქების ადგილას ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცხადყოფს,… ლინკი მედიანიუსზე
  19. დღეს ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია ტახარის ადმინისტრაციულ ცენტრში _ ქალაქ ტულუკანში ძლიერი აფეთქება მოხდა. პროვინციის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით,… ლინკი მედიანიუსზე
  20. ჟურნალი MAXIM Russia 2010-12 View the full article
  21. პოლიციის ახალგაზრდა კონსტებლი შეინ კუპერი, ორსულ ცოლთან ერთად საცხოვრებლად გადადის პატარა, პროვინციულ ქალაქში წყნარი ცხოვრებისთვის. მაგრამ პირველივე სამუშაო დღე ცუდიდან სწრაფად ხდება უარესი, როცა ციხიდან გაიქცევა ჯიმი კონვეი, რომელიც უამრავ სასტიკ მკვლეობაშია მსჯავრდებული. მკვლელს მიზნად აქვს ყველაზე იძიოს შური, ვინც ციხეში ჩასვა, შერიფის ოფისის უმეტესი ნაწილის ჩათვლით. View the full article
  22. ჯონი ნოქსვილის სკანდალური ჯგუფი მზად არის კვლავ გაგვახალისოს და გვაცინოს. ფილმში ბევრია ექსტრემალური ფანდები, გიჟური ექსპერიმენტები და ხუმრობები. არასდროს არ იცი იტირო, თუ იცინო, რადგანაც დაჯგუფების წევრები აკეთებენ იმას, რაზეც ყოველი ადამიანი ჩუმად ოცნებობს, რომ გააკეთოს, მაგრამ ეშინია სცადოს View the full article
  23. დიდი ხანია არაფერი არ დამიდია და ვიფიქრე გავახსენებ თავს თქო View ucnauri.com
  24. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54084.jpgთბილისში, უზნაძის 80 ნომერში, დღეს დილით გაჩენილმა ცეცხლმა 150 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. ხანძარი ორ სართულიანი შენობის მეორე სართულს გაუჩნდა. View the full article
  25. ინტერნეტთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად როგორ უნდა მოვიქცეთ, საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ ახალი წლიდან ამის დავიწყება და ახალ წესებთან შეგუება მოგვიწევს. საქმე ის არის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობისას ვეღარ შეძლებენ. გაზიარება [თეონა ხარაბაძე. 13:18 28-11-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TPIeIbvauqI/AAAAAAAAEPI/swAtNJceUHE/s200/kompiutershik.gifამას კი მთავრობის მიერ ინიცირებული „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. აქამდე ეს კანონი საერთოდ არ არსებობდა და ამით მოხდება აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დარეგულირება. აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მეორედ შევიდა. პირველად საშემოდგომო სესიის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. გილაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. „როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე; ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ანუ კომპიუტერული პროგრამების დაწერაზე“, - აღნიშნა 18 ივნისის მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა. კანონპროექტი პარლამენტში ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, მაგრამ საშემოდგო სესიის დაწყებისთანავე უკან გაიწვიეს. არგუმენტად კი „კანონპროექტის დახვეწა“ დასახელდა. გადამუშავებული თუ დახვეწილი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და უნდა ითქვას, რომ თავადაპირველი ვარიანტიდან თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამასთან, პირვანდელ ვარიანტში, ვირტუალური ზონის პირად მიჩნეული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. პროექტის განახლებულ ვარიანტში კი, ვირტუალური ზონის პირი უკვე მხოლოდ იურიდიული პირია. შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობისთვის და შესაბამისი შეღავათების სარგებლობისთვის, ამ სფეროში დასაქმებულ პირებს იურიდიული პირების შექმნა მოუწევთ. პროექტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიც არის განმარტებული. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიებია კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრინველყოფის პროდუქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ სფეროში საქმიანობა აქამდე კერძო პირებს შეეძლოთ, ახლა ეს აეკრძალებათ. ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რა სანქციით დაისჯებიან, მაგრამ კანონპროექტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირთა გაერთიანებებს. რატომ მოხდა ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ამაზე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ინტერნეტსივრცის დაცვის მიზნით იყოს განპირობებული“. მისი განმარტებით, უფრო ადვილი იქნება ერთის მხრივ ადმინისტრირება იმისა თუ ვინ აწარმოებს ასეთ საქმიანობას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ იურიდიული პირის შექმნა და მათი საქმიანობის ადმინისტრირება ბიუჯეტის შესავსებად იქნეს გამყენებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ იურიდიული პირის შექმნა და საქმიანობა უფრო მეტად არის ხარჯიანი, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ გაწეული საქმიანობა. ვინაიდან, იურიდიული პირი უკვე ყველა გადასახადით იბეგრება. სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო ისიც, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესება იყო გათვალისწინებული. მეორე ვარიანტში კი მთავრობამ ამ შეღავათების დაწესება გადაიფიქრა. პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებით არის დასაქმებული, არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზს და საბაჟო გადასახადს. პარლამენტში ხელმეორედ შესულ პროექტში კი, ეს ჩამონათვალი აღარ არსებობს. გადამუშავებულ ვარიანტში ცალსახად წერია, რომ არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ექსპორტის გადასახდელით. ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არის დაკავებული, წესების შეცვლა ან საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
×
×
  • შექმენი...