Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://b.pix.ge/s/tw2fm.jpg ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ, პატარა საახალწლო კონკურსი ჩავატაროთ. თქვენ აკეთებთ ბანერებს (მაგ. ფოტოშოპით) და ტვირთავთ საიტზე, საუკეთესოს კი ჩვენს ვებ-გვერდზე განვათავსებთ … - რა შინაარსის უნდა იყოს ბანერი? - მასში გაერთიანებული უნდა იყოს “ლივერპული” და “შობა-ახალი წელი” (ლოგოები და ფეხბურთელები საახალწლო განწყობით (მაგალითად – სტატიის პოსტერი) - როგორ ავტვირთოთ საიტზე? - თქვენი გაკეთებული სურათი ატვირთეთ რაიმე ჰოსტინგზე (მაგ: www.pix.ge) და მისი ლინკი დატოვეთ კომენტარებში. - სად განთავსდება საუკეთესო ბანერები? - გამოყოფილია 2 ადგილი: 1) ავტორიზაციის მაღლა. 2) ლეგენდების ფოტოების მაღლა. ბანერის ზომა უნდა იყოს შემდეგი: 130 X 500 და 270 X 170 , ანუ 2-ნაირი. წარმატებებს გისურვებთ. დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ კომენტარებში … View the full article
  2. გაზეთ ”ასავალ-დასავალში” რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ მასალას გაგრძელება მოჰყვა. იხილეთ tabula.geზე
  3. არასამთავრობო ორგანიზაციამ "მამული, ენა, სარწმუნოება" და მოძრაობა "არა" -მ საზოგადოებრივ მაუწყებელის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და დავით პაიჭაძის გადაცემა ”დიალოგის” დახურვა მოითხოვეს. იხილეთ tabula.geზე
  4. 35 წლის ასაკში დევიდ ბექჰემმა მეორეჯერ მიიღო BBC Lifetime Achievement-ის ჯილდო... View the full article
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის გამო, აზერბაიჯანი ახალ სკანდალთან გამკლავებას ცდილობს. ამჯერად საქმე აბეზარ აზერბაიჯანელ ბლოგერებს არ ეხება, რომლებიც ხელისუფლების გრძნობებს შეურაცხყოფენ, არც მედიის უფლებებს, არამედ თემას რომელსაც აზერბაიჯანში ჩვეულებრივ არავინ ეხება, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი. საუბარია პირველ ლედიზე მეჰრიბან ალიევაზე ბოლო რამდენიმე კვირააა, უცხოურ პრესაში ალიევას უპრეცენდენტოდ დიდ ყურადღებას უთმობენ. ჯერ 3 დეკემბერს მემარჯვენე იტალიურმა გაზეთმა Il Foglio-მ დაბეჭდა სტატია, სადაც გაურკვეველ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრნობით იუწყებოდა „არაფორმალური“, შესაძლოა რომანტიკული ხასიათის შეხვედრების შესახებაც კი, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა ბერლინში ალიევას და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის. შემდეგ 12 დეკემებრს, ბრიტანულმა Guardian-მა ვებ-გვერდ WikiLeaks-ის ერთ-ერთ დოკუმენტზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც თითქოს ბაქოში ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა დაწერა, სადაც საუბარი იყო ალიევის ოჯახის გავლენასა და საქმიან ინტერესებზე და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ პირველი ლედი პლასტიკური ქირურგებს ხშირად მიმართავს. გაზეთ Il Foglio-ს განცხადებები იმ ფოტოსესიათან ერთად, რომლის სათაურიცაა „ზედმეტად ლამაზი პირველი ლედისთვის“, აბსურდულობით ბულვარული პრესის პუბლიკაციას ჰგავს. უცხოელი მკითხველები მხოლოდ გაკვირვებულები დარჩნენ, მაგრამ აზერბაიჯანი სადაც პირველი ლედი ხელშეუხებელია პუბლიკაციამ აღაშფოთა. აზერბაიჯანის კულტურას არ ახასიათებს მეუღლეების საჯაროდ განხილვა. ეს წესი კიდევ უფრო წონადია, როდესაც საქმე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 46 წლის მშვენიერ მეუღლეს ეხება. ოპოზიციურ მედია-საშუალებებს შეუძლიათ მუდმივად აკრიტიკონ პრეზიდენტი და მთავრობა, მაგრამ პირველ ლედიზე ნეგატიური მასალი გამოქვეყნებას ისინიც ვერ ბედავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გაზეთის პუბლიკაციამ აზერბაიჯანის ბევრი მცხოვრები შოკში ჩააგდო და მიუხედავად იმისა, რომ Il Foglio-ს სტატია არც ერთ გამოცემას არ გადმოუბეჭდავს და მის შესახებ არაფერი დაუწერია, პრესაში სტატიის გამოჩენა აზერბაიჯანში ცხარე დებატების საგანი გახდა. ჭორებსა და ინსინუაციებს მოწყურებულმა ბაქოელებმა ეს მოთხოვნილება რუსულენოვანი თარგმანებით დაიკმაყოფილეს, რომლებიც 8 დეკემბრის შემდეგ რუსულ და სომხურ ელექტრონულ მედიაში გაჩნდა. ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა. 9 დეკემებრს Il Foglio-ს სტატიაზე პირველი ლედის პროტოკოლის სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გამოთქვამს „უკიდურეს აღშფოთებას Il Foglio-ს მიერ გამოქვეყნებული ბინძური ინსინუაციების გამო, რაც შეურაცხყოფს მეჰრიბან ალიევას პატივს და ღირსებას“. პროტოკოლის სამსახურმა, უწოდა რა სტატიას ცილისმწამებლური, იმაზეც მიანიშნა რომ პუბლიკაციის უკან დგანან „ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისა და აზერბაიჯანის პირველი ლედის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაში“. პროტოკოლის სამსახურმა Il Foglio-ს უარყოფის გამოქვეყნება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. აღსანიშნავია რომ იტალია რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მოსკოვი და ბაქო კი მხარს უჭერენ კონკურენტ მილსადენებს, რომლებმაც კასპიის აუზიდან ენერგომატარებლების ექსპორტი უნდა განახორციელონ. Il Foglio-ს წარმომადგენლებმა მილანში EurasiaNet.org-ის თხოვნას კომენტარზე არ უპასუხეს. აზერბაიჯანში ბევრი ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, უარყოფს გაზეთის ბრალდებებს და მას “ბინძურ ბოდვას“ და „უბრალოდ წარმოუდგენელ“ ამბავს უწოდებს და ალიევას პროტოკოლის სამსახურის განცხადებაც კი ძალიან ცოტა მედია-საშუალებამ დაბეჭდა, ხოლო მათ ვინც განცხადება გამოაქვეყნა, ის ისე დაბეჭდა რომ თავად სტატია არც უხსენებიათ. მეჰრიბან ალიევა რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარის მოადგილე, იუნესკოს და „ისლამური ქვეყნების ორგანიზაცია ისლამურ კონფერენციასთან არსებული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების ორგანიზაციის“ კეთილი ნების ელჩი და ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტია. აზერბაიჯანში არც ერთ სხვა ქალს არა აქვს მასსავით წარმატებული და ამავდროულად პოზიტიური საჯარო იმიჯი. სხვაგვარად ფიქრი კი პრეზიდენტ ალიევის განრისხების ტოლფასია. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა წრეებში ცნობილია, რომ პრეზიდენტი გაცილებით იოლად ეგუება კრიტიკას მისი მისამართით, ვიდრე მისი ოჯახის მიმართ. აზერბაიჯანულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის გამომწვევ ფაქტორად, 2010 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას მიიჩნევენ, სადაც ნათქვამი იყო რომ დუბაიში მრავალი მილიონი დოლარის ღირებულების საკუთრება მის 13 წლის ვაჟს ჰეიდარს ეკუთვნის. გაზეთმა Il Foglio-მ აურზაური გამოიწვია, შეეხო რა თემას, რომელიც თავად პრეზიდენტ ალიევის პატივს და ღირსებას ეხება, თუმცა Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში მსგავსი რამ არ გვხვდება. აზერბაიჯანული მედიის მიერ გადმობეჭდილ დოკუმენტში, რომელიც თითქოს აშშ-ს საელჩოს 2010 წლის დეპეშაა ნათქვამია, რომ პირველი ლედის ოჯახი, კერძოდ ფაშაევების ოჯახი „აზერბაიჯანში ყველაზე გავლენიანია. ის ფლობს აქტივებს სამშენებლო, უძრავი ქონების, ფინანსურ და ტელესაკომუნიკაციო სექტორებში”. დოკუმენტის თანახმად, ოჯახი ბიზნეს-კონკურენტებთან ბრძოლისთვის „სახელმწიფო ბერკეტებს“ იყენებს, აკონტროლებენ რა ფაქტობრივად მთელ რიგ სამინისტროებს, მათ შორის კულტურისა და ტურიზმის, ახალგაზრდობის და სპორტის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს, რომლებიც პირველი ლედის ზედამხედველობის ქვეშაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეპუტატი პირველი ლედი, პარლამენტში თითქმის არასდროს ჩნდება და ზოგადად „პოლიტიკურ საკითხებში ნაკლებად ინფორმირებულია“. გარდა ამისა გაკრიტიკებულია მისი გარეგნული იერიც: მოდას აყოლილი პირველი ლედი Vogue-ის და Harper’s Bazaar-ის რუსულენოვანი ვერსიების პირველი გვერდებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობს, „აშკარად იყენებს პლასტიკური ქირურგების მომსახურებას“, რის გამოც მის სახეს არ შეუძლია „გრძნობათა სრული სპექტრის“ ასახვა, მის ჩაცმულობის სტილს კი „დასავლურ სამყაროშიც პროვოკაციულად“ მიიჩნევენ. კიდევ უფრო ადრე, აზერბაიჯანის მთავრობამ ვებ-გვერდ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას არასანდო უწოდა. მოსალოდნელია რომ ხელისუფლება პრივატულ რეჟიმში საკითხს ამერიკელ ჩინოვნიკებთან დააყენებს. რაც შეეხება Il Foglio-ს სტატიას, ნებისმიერ იმ ბრალდებას რომელსაც პირველ ლედის უყენებენ, ბაქოში არ მიიჩნევენ თემად რომელიც საჯარო განხილვის ღირსია. საზოგადოება განაგრძობს Il Foglio-ს პუბლიკაციაზე საუბარს. სტატიის გამოქვეყნების ძალიან განსხვავებული მიზეზები სახელდება: დაწყებული რუსეთის შურისძიებით – მანამდე WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის გამო, სადაც პრეზიდენტი ალიევი რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს კრიტიკულად მოიხსენიებს – დამთავრებული „სომხური ლობის“ „პროვოკაციით“. ადამიანებმა რომლებსაც სტატიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ, ანონიმურად დარჩენა მოისურვეს. ერთ-ერთი ბაქოელი პოლიტოლოგი, რომელმაც ასევე ისურვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, ფიქრობს რომ ხელისუფლება შეეცდება, ყველა ოფიციალური და არაოფიციალური რესურსების ამოქმედებას იმისთვის, რომ Il Foglio-ს საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულოს. „ცნობილია რომ ილჰამ ალიევი ვერ იტანს, როდესაც მედია მის ოჯახს ნეგატიური კუთხით აშუქებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მართლაც პირადი შეურაცხყოფაა, რასაც აზერბაიჯანში არ პატიობენ“ – ამბობს ანალიტიკოსი. ორიგინალი ორიგინალი
  6. ემერი: "1/8 ფინალში შალკესთან შეხვედრა გვაწყობს!" View the full article
  7. მოსკოვში გასულ უქმე დღეებში ჩატარებული მასიური დაკავებების შემდეგ ათას ხუთასი დაპატიმრებული ახალგაზრდა ადამიანიდან 120 „უკლონისტი“ აღმოჩნდა და ჯარში წავიდნენ. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის დედაქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველო იმ ღონისძიებების შედეგების მიხედვით, რომლებიც მიმართული იყო ეროვნებათშორისი დაპირისპირების აღკვეთისაკენ.იმავდროულად საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში „გულგრილობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა მილიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც მოსკოვში კრონ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54341.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ხელმძღვანელები დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-რეალიზაციაში. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54340.jpgბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება დაადასტურა. წინასწარი მონაცემის თანახმად, ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 79,67% მოაგროვა. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/machavariani-150x150.jpgსაქართველოს დემოკრატიული განვითარებისაკენ მკვეთრად აქვს არჩეული გზა, თუმცა ამ სფეროში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ,,ეკონომისტის” გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას განუცხადა, სადაც საქართველო 103-ე ადგილზეა. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით, რამდენიმე წელიწადში პროგრესს მიაღწევს. მაჭავარიანის შეფასებით, დემოკრატიული განვითარების თავალსაზრისით გასაკეთებელი სახელმწიფო იმსტიტუტებშიც ბევრია და ამაზე მთავრობა და პრეზიდენტი ერთობლივად მუშაობენ. ,,ეს რეიტინგები ნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ქვეყანა რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ამაზე საკანონმდებლო თვალსაზრისითაც ბევრი კეთდება. მათ შორის, მედიამფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირრეებით ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ მზად ვართ შევცვალოთ არა რაღაც ნაწილი არამედ, ისე უნდა გაიწეროს კოდექსი, რომ 2012 წლის არჩევნები სრულიად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. კარგია, რომ ჟურნალისტები მიეჩვიეთ საქართველოს პირველ ადგილზე ყოფნას ყველგან, მაგრამ გპირდებით, დემოკრატიის სფეროშიც რამოდენიმე წელიწადში მივაღწევთ პროგრესს’’, – განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ჟურნალის ,,ეკონომისტის” ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა (Democracy Index 2010). გამოქვეყნებული ინდექსი ასახავს სახელმწიფოების მდგომარეობას 2010 წლის ნოემბრისთვის და მასში შესულია 167 ქვეყანა. საქართველო რეიტინში კი 103-ე ადგილზეა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gachechiladzelevan-150x150.jpgლევან გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძის ოჯახი მის წინააღმდეგ ბინძურ და ავადმყოფურ კამპანიაში ადანაშაულებს და აცხადებს , რომ ბურჯანაძის ოჯახი ამ ბინძურ კამპანიას ხელისუფლების ინტერესებისთვის ახორციელებს. ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მასალაზე კომენტარი ლევან გაჩეჩილაძემ ,,ქართული პარტიის” ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ბურჯანაძის ოჯახი ოპოზიციის რიგებში ვერ ჩადგა და სამწუხაროდ, ისინი ისეთებად დარჩნენ, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ. “მე არასოდეს ოპოზიციის მისამართით აუგი არ მითქვამს, მაგრამ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორი ბინძური და ავადმყოფური კამპანია მიმდინარეობს ჩემსა და ჩემი პარტიის წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” დღეს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ბადრი ბიწაძე ყვება ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს, აგრეთვე, საუბრობს ოპოზიციის სხვა ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შესახებ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/parlamenti13-150x150.gifმიმდინარე თვეში პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო არდადეგებზე მიდის, რადგან კომიტეტები საკანონმდებლო ინიციატივებზე ისევ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს, ანუ 17 დეკემბერს სახელმწიფო ჰიმნით დახურა. რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის გახსნას, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საჭიროებისამებრ რიგგარეშე სხდომების გამართვა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ხდება. იხილეთ epn.ge
  13. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი სოციალურ მედიას მიაქვს – ლექციები, ტრენინგები, პრეზენტაციები, კონსულტაციები. მიხარია, რომ არსებობს საქმე, რომელიც მიყვარს და რომლისგანაც ფინანსური სარგებელიც არსებობს, ბევრს ეს ფუფუნება არ აქვს. თუმცა იდეალურ შემთხვევაშიც კი, როცა შემოსავლის წყარო შენი საყვარელი სფეროა, ყველაფერი მაინც რუტინამდე დადის. რამდენჯერ შეიძლება ახსნა ბლოგი და ილაპარაკო სოციალურ ქსელებზე აღტყინებულმა და ბედნიერმა? ნამდვილად არა ყოველდღე. თუმცა მაინც მიხარია. და მაინც ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ერთი პროექტის გამო. პროექტის, რომელმაც შემახვედრა ადამიანები, ვინც შთამაგონებენ. ადამიანები, რომლებმაც დამანახეს, რომ ის, რასაც ვაკეთებ, მართლა, არა ფონდებისთვის და ბრტყელი სიტყვებისთვის, არამედ მართლა ღირებულია. * * * http://greenrustavi.wordpress.com/ ლამაზი და უსაყვარლესი თამო, რომელმაც პროექტის ფარგლებში გააკეთა ბლოგი – “მწვანე რუსთავი”. მოახერხა იმდენი, რომ გაუკეთა ორგანიზება თავის სკოლაში შაბათობას, შემდეგი აქციით კი უკვე რუსთავის მერიასაც მისწვდა და ნერგები გამოუყვეს დასარგავად. http://kindworld.wordpress.com/ ისევ რუსთავი. ყველაზე განმაცვიფრებელი ადამიანები, რამდენიმე გოგონა, რომლებიც რუსთავის ბავშვთა სახლში დადიან, ეთამაშებიან, ეხმარებიან ბავშვებს, ახლა სპექტაკლსაც დგამენ მათთან ერთად. სამწუხაროდ, იმდენად აქტიურად ვერ დებენ ინფორმაციას ბლოგზე, რამდენადაც ვისურვებდი, თუმცა ვიცი, რომ თავისი მიზნისკენ ყოველ დღე პატარა თუ დიდ ნაბიჯებს დგამენ. http://hearthelp1.wordpress.com/ რუსთავი. თორღვა, უჭკვიანესი და უკეთილესი ბიჭი. თორღვამ გადაწყვიტა, ხელოვნებაზე გააკეთოს ბლოგი. ის პოულობს ნიჭიერ ადამიანებს და ცდილობს, თავისი ბლოგის მეშვეობით ფართო აუდიტორიას გააცნოს. http://ekonia.wordpress.com/ თბილისი. ბლოგი ეკოლოგიის შესახებ. ნინი ცდილობს, თავი მოუყაროს ყველანაირ ინფორმაციას, რაც თემას ეხება, იღებს ფოტოებს, აქტიურად მუშაობს ბლოგზე. http://publicorder.wordpress.com/ თბილისი. ნინო <3 ბლოგი საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ. საინტერესო პოსტები, ავტორის გაკეთებული ანიმაციები, ვიდეოები. http://kolfildisblog.wordpress.com/ ქუთაისი. საყვარელი მირანდულინო. კოლფილდის ბლოგზე ინკლუზიური განათლების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ. მირანდა ბევრისთვის ნაცნობი ბლოგერის, შორეს დაა და, როგორც შორენა, დაუგეგმავად გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა. http://vchirdebit.wordpress.com/ ბათუმი. ბავშვები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოხუცებს გაულამაზონ ცხოვრება. http://chvenertnivart.wordpress.com/ ბათუმი. გოგონები, რომლებიც ინვალიდ ბავშვებს ეხმარებიან. http://acharadges.wordpress.com/ ახალი ბლოგერების თვალით დანახული აჭარა. ეს გოგონებიც აქტიურები არიან, თუმცა სოციალური მედია სულ 2-3 კვირის წინ გაიგეს, რა ხილია და ბლოგიც მაშინ გაიხსნა. * * * როგორ მინდა, რომ ყველა მათგანზე სათითაოდ და ვრცლად დავწერო. მაგრამ აქ შევჩერდები (პროექტის ფარგლებში არსებული ყველა ბლოგის ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე). თქვენ შეიძლება წაწყდომიხართ მათ ბლოგებს, დაგიწერიათ კომენტარი, ძველ ბლოგერებს აგიბზუებიათ ცხვირი, გაგიკრიტიკებიათ ისინი სურათების ზომის ან პუნქტუაციის გამო. ასეთებიც შევნიშნე და მეღიმება ხოლმე. იმიტომ, რომ ბლოგების უკან არ ჩანს ადამიანები, ვინც ამ ბლოგებს წერენ. http://dodka.files.wordpress.com/2010/12/qut.jpg?w=300&h=168ტრენინგზე პროექტს ჰქვია Social Media at School (Project Harmony International-ის ერთი პროექტის. GLSP-ს ქვეკომპონენტი). პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. და ყველა ბლოგერი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, 13-16 წლის. ამიტომაც შთამაგონებენ. თუ 13 წლისას შეუძლია მთელი დღე თავისი სურვილით ბავშვთა სახლში გაატაროს და მათ დაეხმაროს, თუ 14 წლის ასაკში იმდენს ახერხებს, რომ მერიამდე მიაღწევს და სკოლის ეზოში ნერგებს დარგავს, თუ 15 წლის ასაკში კომპიუტერთან დაჯდომისას პირველი გასართობი თამაშები კი არა, ბლოგია წესრიგის შესახებ, მე ვარ ამაყი, ბედნიერი და იმედიანი. ეს ადამიანები მაიძულებენ, ვეძებო ყველაში ნინოები, თორღვები, თამუნები, მირანდები და, როცა ვპოულობ, ისევ ისეთი ბედნიერი და აღტყინებული ვყვები სოციალური მედიის შესახებ. თუნდაც ყოველ დღე. Filed under: Web http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1885/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1885/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1885&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/shatberashvili62-150x150.jpgხელისუფლება ქართული ხალხის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გააქტიურდა. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების დირექტივებით და ხელშეწყობით გამოიცემა ანტიმართმადიდებლური ლიტერატურა, რომელშიც სააკაშვილი ბაგრატიონის შთამომავლად, ხოლო სანდრა რულოვსი საქართველოს დედოფლად არის მოხსენიებული. ,,ბოლო დროს მინდიაშვილის, თევზაძის, პაიჭაძის, თუთბერიძის, ბოკერიას და მათი სულიერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წყალობით, არაერთი ეკლესია-მონასტერი დაინგრა” – განაცხადა შატბერაშვილმა. შატბერაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაიწყონ იმ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ ოქტომბრის თვეში შეიტანა განსახილველად. იხილეთ epn.ge
  15. შობა-ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ახალგორში ლარის მიმოქცევა აიკრძალება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. „ლენინგორის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის მიმოქცევიდან ამოღების შესახებ“, _ აღნიშნა ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის თანაშემწე სერგეი გაგლოევმა.ლარის ოფიციალური მიმოქცევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2011 წლის 10 იანვრიდან აიკრძალება. რუსული რუბლი, ჩვეულებრივად, ძირითად ვალუტად დარჩება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/shatberashvili61-150x150.jpgხელისუფლება ქართული ხალხის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გააქტიურდა ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით ხელისუფლების დირექტივებით და ხელშეწყობით გამოიცემა ანტიმართმადიდებლური ლიტერატურა, რომელშიც სააკაშვილი ბაგრატიონის შთამომავლად, ხოლო სანდრა რულოვსი საქართველოს დედოფლად არის მოხსენიებული. ,,ბოლო დროს მინდიაშვილის, თევზაძის, პაიჭაძის, თუთბერიძის, ბოკერიას და მათი სულიერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წყალობით, არაერთი ეკლესია მონასტერი დაინგრა” – განაცხადა შატბერაშვილმა. შატბერაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაიწყონ იმ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ ოქტომბრის თვეში შეიტანა განსახილველად. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/par9-150x150.jpgმიმდინარე თვეში პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო არდადეგებზე მიდის, რადგან კომიტეტები საკანონმდებლო ინიციატივებზე ისევ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს, ანუ 17 დეკემბერს სახელმწიფო ჰიმნით დახურა. რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის გახსნას, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საჭიროებისამებრ რიგგარეშე სხდომების გამართვა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ხდება. იხილეთ epn.ge
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif ფილიპ სტივენსი ჩვენ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მომენტში ვცხოვრობთ. მრავალპოლარულ სამყაროზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა დღემდე არსებობდა განცდა, რომ ის სადღაც შორს ჰორიზონტზე ციმციმებდა, თუმცა დღეს ის მოულოდნელად ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა. დასავლური ჰეგემონიის ორი საუკუნე დასასრულს უახლოვდება და ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი წარმოიდგენდა ამაზე მიუთითებს მშრალი ეკონომიკური სტატისტიკაც. მომავალ წელს, ისევე როგორც წელს, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდონეზია და ა.შ) სავარაუდოდ მინიმუმ 8%-ით გაიზრდება. ეს უკვე სტაბილური სურათია. სხვაობა ნელა მზარდ და სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის ისევეა თვალშისაცემი, როგორც სხვაობა ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის. შესაბამისად იცვლება გეოპოლიტიკური წონასწორობაც. ჩინეთი აღმოსავლეთ-აზიასი პოზიციებს იმტკიცებს. ონდოეთი ოკეანის ფლოტს აშენებს. ინდონეზია ვაშინგტონს და პეკინს შორის ბალანსის ზღვარზეა. ევროპა მსოფლიოში საკუთარი როლის შემცირებასთან, ამერიკა კი საბიუჯეტო დეფიციტის ზრდასთან და პოლიტიკურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. ამავდროულად ჯერ ნაადრევია ამერიკის უპირატესობის დასასრულზე საუბარი. ყველა პრობლემის მიუხედავად, ამერიკა დღეს კვლავ ერთადერთ ზესახელმწიფოდ რჩება, იმ ერთადერთ ქვეყნად რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია მოქმედება. მაგალითად 2010 წელს ცოტამ თუ შენიშნა, რომ ამერიკა აზიაში დაბრუნდა. პეკინის შიშით და უკიდურესად არაპროგნოზირებადი ჩრდილოეთ-კორეის გამო, ჩინეთის მეზობლებმა დახმარებისთვის ბიძია სემს მიმართეს. სურათი რომელიც გამოქვეყნებულმა საიდუმლო დიპლომატიურმა მიმოწერამ შექმნა, სინამდვილეში არც ისეთი ცუდია. ნაციონალური ინტერესები რომელიც ამერიკას აქვს, დიდწილად ემთხვევა დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესებს. ვაშინგტონი დახურულ კარს მიღმაც ისე სწუხს მსოფლიო უსართხოებაზე, შეუმდგარ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ბირთვული იარაღის გავრცელების შედეგებზე, ტერორიზმსა და რეგიონალურ კონფლიქტებზე როგორც საჯაროდ. მეორეს მხრივ WikiLeaks-ი ცხადყოფს აშშ-ს როგორც ზესახელმწიფოს უუნარობას. დიპლომატიური მიმოწერიდან ჩანს, რომ მთელი მისი სიძლიერის მიუხედავად ამერიკას არა აქვს უნარი პრობლემურ რეგიონში თავისას მიაღწიოს. მარტო ამ თვეში, ჩვენ ვნახეთ როგორ ჩაშალა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ბარაქ ობამას მცდელობა ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიეღწია. თავის მხრივ, განვითარებადი ზესახელმწიფოები ახლა იმ სტადიაში არიან, როდესაც ძალაუფლების უპირატესობით სარგებლობა სურთ, თუმცა არ უნდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ჩინეთი იმ შემთხვევაშიც კი თუ მის ბოლოდროინდელ კუნთებით თამაშს ყველაზე კეთილგანწყობილ ახსნას მოვუძებნით მოზარდივით იქცევა, რომელმაც ეს-ესაა აღმოაჩინა, რომ ფიზიკურად მასზე უფროსებს გაუტოლდა. დენ სიაოპინის გაფრთხილების მიუხედავად, რომელიც პეკინს კარგი მომენტისთვის მოცდას ურჩევდა, ჩინეთი აქტიურად ფანტავს ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ გავლენას. ინდოეთს სურს ზესახელმწიფოს სტატუსის შესაბამისი პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ ამავდროულად მზად არ არის უარი სთქვას იმ ნდობაზე, რომელიც მის მიმართ, როგორც არმიერთების მოძრაობის ლიდერისადმი აქვთ. ამავდროულად დელი უცნაურად უუნაროა გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც მის გვერდით ხდება. თურქეთი აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც იყურება და ცდილობს მისი ახალი პრეტენზიები ისლამურ სამყაროში ლიდერობაზე, ძველ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას მოარგოს. ევროპა ცუდ ფორმაშია. კრიზისი რომელმაც დასაწყისშივე კერძო ბანკებს მიაყენა დარტყმა, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ პრობლემებში გადაიზარდა. ბაზრები ევროზონაზე ზეწოლას განაგრძობენ, თუმცა მთავარი საფრთხე პოლიტიკური ხასიათისაა. ეკონომიკური შოკი, რომელიც გაძლიერებულ აზიასთან შედარებით კონტინენტის ვარდნას უკავშირდება, ბერლინის კედლის დანგრევით გამოწვეული ოცი წლის წინანდელი პოლიტიკური შოკის დღემდე გადაულახავი შედეგები ერთვის. გერმანიის გაერთიანებამ, ქვეყნის რომელსაც ნელ-ნელა ნაციონალიზმის გამოვლენის აღარ სცხვენია, ევროპაში ძალთა ბალანსი შეცვალა. ევროკავშირი ნორმალურად ფუნქციონირებდა, ვიდრე ლიდერობას ბლოკში გერმანია და საფრანგეთი ინაწილებდნენ, თუმცა დღეს ბერლინს საკუთარი პირობების კარნახი სურს. შეიძლება ერთიანი ვალუტის გადარჩენა მოხერხდეს, მაგრამ ვეჭვობ რომ გერმანული ევროპის იდეა ბევრს მოეწონება. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მისი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საგარეო პოლიტიკის მსგავსი რამის შემუშავების არც სურვილს და არც უნარს არ ავლენს. იაპონია სადაც ერთი კვირა გახლდით და ამერიკის მარშალის ფონდისა და ტოკიოს ფონდის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციაში ვმონაწილეობდი, როგორც სჩანს პოლიტიკურ ჩიხში დიდი ხნით მოექცა. აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვის სადავო აკვატორიაზე პეკინთან კონფლიქტით გამოწვეული შფოთის მიუხედავად, ტოკიოში ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე ოთხი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. როგორც სჩანს ამ ქვეყნისთვის დაუსრულებელი სამთავრობო გადაადგილებების განხორციელება უფრო მარტივია, ვიდრე აღმოსავლეთ-აზიაში სტრატეგიულ პრობლემებზე დაფიქრება. რუსეთი თავს ერთ-ერთ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში ის სულ უფრო სუსტდება და წარსულშია ჩარჩენილი. როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ისეთი შთაბეჭდილების ფორმირებას, თითქოს მისი მტრები დასავლეთში არიან. მოსკოვს მიაჩნია, რომ ნაციონალური სიამაყის აღდგენა მხოლოდ აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით შეიძლება. თუმცა რუსეთის რეალური პრობლემები, მასთან გაცილებით ახლოსაა. ეს არის საყოველთაო კორუფცია, დემოგრაფიული ვარდნა და ნავთობსა და გაზზე მდგარი ეკონომიკა რომელიც იხრჩობა. გარდა ამისა, რუსეთისთვის სტრატეგიულ საფრთხეს მის აღმოსავლეთ მიწებზე ისლამისტური ექსტრემიზმი წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილია და ინდოეთის და ჩინეთის შეჭრის შესაძლებლობა. დასავლეთთან ინტეგრაცია რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში შედის. ამ ქვეყნის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს როგორც სჩანს ეს ესმის. მისი წინამორბედი და სავარაუდო მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი კი განაგრძობს ძველი კატეგორიებით აზროვნებას. დღევანდელი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის აღწერა როგორც სჩანს ყველაზე მარტივად ასე შეიძლება: დაპირისპირება დასავლეთს და დანარჩენს მსოფლიოს შორის – დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებსა და აღმოსავლეთის ავტოკრატიათა საბაზრო ეკონომიკებს შორის, მაგრამ ეს მოდელი როგორ დახვეწილადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ის ძალიან ბევრ რამეს ამარტივებს. მაგალითად ინდოეთს არავინ არ უშლის ხელს რუსეთის და ჩინეთის მსგავსად მიიღოს მუდმივი ადგილი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო ჩინეთის არმიის გაძლიერება ცოტას თუ აწუხებს ისე, როგორც ინდოეთს. მიმდინარე მოვლენებზე უფრო ოპტიმისტური შეხედულების თანახმად, აღმოსავლეთს და დასავლეთს, ასევე სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის თანამშრომლობის სფეროში ახალი და უფრო ფართო კონსესუსის გამომუშავებას ხელს შეუწყობს ქვეყნების „დიდი ოცეული“. თუკი ვისაუბრებთ ეკონომიკის გლობალურ რეგულირებაზე, მაშინ ამ მოსაზრების მომხრეთ ოპტიმიზმისთვის გარკვეული საფუძველი აქვთ, თუმცა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით – არა. განვითარებადი ქვეყნები სახელმწიფო ხელისუფლებას საერთაშორისო წესებზე მაღლა აყენებენ, სუვერენიტეტს – მულტილატერალიზმის პრინციპზე მაღლა. ახალ წესრიგზე გადასვლის პროცესისთვის დამახასიათებელი როგორც სჩანს თანამშრომლობაზე მეტად მტრობა და კონკურენცია იქნება. რა თქმა უნდა ქვეყნები ერთმანეთზე დამოკიდებულებას ვერსად გაექცევიან, თუმცა ამ ფაქტორს ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენებენ. ეს რთული პერიოდი იქნება და სამწუხაროა რომ დღეს დასავლეთში ბევრს ურჩევნია რომ რეალობას დაემალოს. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://www.mirrorfootball.co.uk/match-centre/article641559.ece/ALTERNATES/gallery-large/.jpeg შესაძლოა, ბლექპულთან 26 დეკემბერს გასამართი შეხვედრაც გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror Football-ი აქვეყნებს. როგორც ბლექპულის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ჯერაც ვერ მოაბეს თავი მოედნისქვეშა გამათბობელი სისტემის დამონტაჟებას, რის გამოც მათ უკვე მოუწიათ ორი მატჩის გადადება (ტოტენჰემთან და მანჩესტერთან). “ჩვენ შეგვიძლია თითქმის დავადასტუროთ, რომ თვითონ მინდორი სათამაშო მზადყოფნაში იქნება. თუმცა ვერ გეტყვით, თუ როგორ გაუძლებს იგი მოყინვას მატჩის დასრულებამდე” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი კარლ ოისტონი. View the full article
  20. 1932 წელს, მოსკოვში მომუშავე ჟურნალისტმა უოლტერ დიურანტიმ პულიცერის პრემია მიიღო. დიურანტი New York Times-ის რეპორტაჟებში საბჭოთა ყოფას აღწერდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ მისი მთავარი დამსახურება სტალინის ეპოქის საშინელებათა ოსტატურად მიჩუმათება იყო. იხილეთ tabula.geზე
  21. კახა კუკავა ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ყველა დევნილს ელოდება. ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე იმიტომ გადაწია, რომ ხვალ პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში დევნილებმა მონაწილეობა არ მიიღონ. ,,ხელისუფლებას დევნილების მასშტაბური აქციის იმიტომ ეშინია, რომ ნაძვის ხესთან კარვები არ გაიშალოს და დევნილების მასშტაბური აქცია არ მოექცეს საერთშაორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ამიტომ მიიღეს დევნილების გამოსახლების ვადების გადაწევის გადაწყვეტილება”,- განაცხადა კუკავამ. M მისივე თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ოფიციალური არ არის და 15 იანვრამდე დევნილების გამოსახლება რომ დაიწყოს, დევნილები ვერ წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ვადები გადაწეულია. დევნილებს 15 იანვრამდე გამოსახლების გადაწევაც არ აკმაყოფილებთ და ისინი გამოსახლების პროცესის საერთოდ შეჩერებას ითხოვენ. იხილეთ epn.ge
  22. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, საქსტატის სისტემაში სტუდენტების აქტიური ჩართვა და მათთვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზება. თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატის წარმომდგენლები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრასთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე იმუშავებენ და მნიშვნელოვანი სტატისტიკური პროექტების განსახორციელებლად ერთობვლივ სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gacheciladze-150x150.jpgლევან გაჩეჩილაძე ეროვნულ კრებაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ნინო ბურჯანაძეს 2 მლნ-ს სთხოვდა. ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ გაზეთ ”ასავალ-დასავალს” განუცხადა. ბიწაძე ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას 2010 წლის მაის-ივნისის გარიგებების სერიის დეტალებს უყვება. ”გრეჩიხასთან” ვზივართ “პადვალში” ნინო, მე, ეროსი, ”გრეჩიხა”, კოკა და მიდის საუბარი. აი, უყურე, როგორი პირობა არის წამოყენებული: მოვდივართ კრებაზე და კოკა გუნცაძე უნდა იყოს შტაბის უფროსი, ეროსი კიწმარიშვილი უნდა იყოს პიარის და პრესის მიმართულების ხელმძღვანელი და ~გრეჩიხა~ უნდა დამჯდარიყო ფაქტიურად ქურდად. ყველა ფინანსური სიტუაცია უნდა გავლილიყო ~გრეჩიხას~ ხელში, აი ასეთი პირობა წამოაყენეს”, – აცხადებს ბიწაძე. მისივე ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე გია გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძის და ბიძინა გეგიძის ფინანსური პრობლემების მოგვარებასაც ითხოვდა. ამასთან, ლევან გაჩეჩილაძე დამარცხების შემთხვევაში ოჯახისთვის დამატებით 1 მილიონს ითხოვდა. “ეროსი მეუბნება, ბიჭო ამ ”გრეჩიხასთან” ფულის გარეშე არაფერი გამოვა, გამორიცხულია. ერთი-ერთში დაელაპარაკეო”, – აღნიშნავს ბიწაძე. როგორც გაზეთშია აღნიშნული, გაჩეჩილაძე ბიწაძისა და ბურჯანაძისგან 2 მლნ-ს ითხოვდა, საიდანაც 300 ათასი ~მაესტროს~ აქციების 49%-ის გადასაფორმებლად მამუკა ღლონტისთვის უნდა გადაეცა, ამასთან გაჩეჩილაძე ბურჯანაძეს ~მაესტროს~ აქციების 25%-ის გადაფორმებასაც დაპირდა. ბიწაძე ჰყვება, რომ გაჩეჩილაძემ 2 მლნ საკუთარ ~პულკაში~ შესაყვანად ზურაბ ნოღაიდელსაც მოსთხოვა. ბიწაძის ინფორმაციით, ნოღაიდელი ოპოზიციის ლიდერობის ნაცვლად, 2 მლნ-ს გადახდაზე მზად იყო. ”ამის შემდეგ, ”გრეჩიხამ” მოაგზავნა კაცი და გვეუბნება, ნოღაიდელი ყიდულობს ამ ტელევიზიას, პლიუს ფულსაც გვიხდის და მერე ნოღაიდელს ჩვენ ვეღარ ვეტყვით უარს ამ ერთობაში შემოსვლაზე, სასწრაფოდ თუ არ გადაიხდით ამ ფულს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვერ გადავიხდით. ”მაესტროს” 25% რაში მჭირდება, რატომ უნდა გადავიხადო ფული? ჩვენ საბოლოოდ ვეუბნებით, ვიწყებთ სახალხო კრების სიტუაციას და თქვენ უერთდებით თუ არა ამ პროცესს?”, – აცხადებს ბიწაძე ”ასავალ-დასავალში”. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე ერთი თვით პროცესებიდან ჩამოშორებაზე საუბრობდა. ”გრეჩიხა” ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთი თვე მე უნდა გავიდე, მოვშორდე ყველაფერს, იმიტომ, რომ ფული მაქვს ასაღებიო. თუ შენ ოპოზიცია გაძლევს ფულს მაშინ რატო უნდა მოშორდე ამ პროცესებს? ის პირობას ხომ გიყენებს რომ გაჩერდე? ე.ი ელოდება, რომ ხელისუფლებამ მისცეს ფული”, – ამბობს ბადრი ბიწაძე. გაზეთ “ასავალ–დასავალში” 13 დეკემბერს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ – “დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად”, “მინდა ხუთი მილიონი”, “ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი”. გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი… სააკაშვილმა, როგორც “ასავალ–დასავალშია” მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის “გადაგდებას” ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალმა” სკანდალური ინფორმაციის წყარო არ დაასახელა, თუმცა “ექსპრესნიუსმა” ინფორმატორად ბიწაძე ექსკლუზიურად დაასახელა. იხილეთ epn.ge
  24. ახალგორის რაიონში ორმა ოსმა სამხედრომ წუხელ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა სოფელ ნახიდში მოხდა. ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ერთი მათგანი სოფელ არმაზიდანაა, ერთი კი ზაქორიდან. “ერთ-ერთ მათგანს ოს მილიციელებთან ჰქონდა კონფლიქტი, მეორეს კი ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. მათ თავი სოფელ ნახიდში ჩამოიხრჩვეს. ორივე გარდაცვლილს სამხედრო ტანსაცმელი ეცვა და სავარაუდოდ, ჯარში მსახურობდნენ, თუმცა, არ ვიცით, შემთხვევა უშუალოდ სამხედრო ნაწილში მოხდა თუ არა”, - განაცხადეს ახალგორელებმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. ბრიტანულმა პოლიციამ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.ეჭვმიტანილების დაკავება დღეს დილით დიდი ბრიტანეთის ერთდროულად სამ ქალაქში განხორციელდა. კერძოდ, 5 ადამიანი - ქალაქ კარდიფში, 4 – სტოკში, სამი კი ლონდონში აიყვანეს.ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები, რომელთა ასაკი 17-დან 28 წლამდე მერყეობს, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში, მომზადებასა და წაქეზებაში არიან ეჭვმიტანილი.უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...