Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. კვლავ და კვლავ და კვლავ და კიდევ 100500-ჯერ მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, რომლებიც ამ პოსტით ერთხელაც იქცევით მაყურებლებად. მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, თემაზე ”ქართული კრეატივის მამები”, ანუ როგორ მოქმედებს ქართული კრეატივის მანქანა. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ: ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=l3Xk26uIJeI Filed under: ვიდეო, რეალობა, საზოგადოება, vLog Tagged: ვიდეო, ვიდეოპოსტი, ვლოგი, კრეატივი, მამები, ქართული კრეატივი, ყვავა, bigcrow, blog, georgia, tbilisi, vlog, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1876&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  2. ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია, წელს ლეიბორისტები გამდიდრდნენ და ყოველ „მიწვევაზე“ ჟურნალისტებს ხან ნაყინით აგრილებდნენ და ხან „კოკა-კოლათი“. თუმცა ამ ყველაფერს ბოლოს პლაზმურ ტელევიზორში საკუთარი ბრიფინგები მიემატა. გაზიარება [00:24 17-12-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQp1Zdzln_I/AAAAAAAAETI/XLkXAOZFMYU/s200/90_shalvaa.jpgგამეორება ცოდნის დედააო და ნათელაშვილმა პრესკონფერენციების დისკი გამოუშვა. 2002 წლიდან მოყოლებული ყველა ბრიფინგი დისკზე ჩაწერა, დანომრა და ახლა ამ დისკებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ასმენინებს. უფრო სწორად ასმენინებდა მანამ, სანამ ამ „ორიგინალურმა დახვედრამ“ მედიაში პროტესტი არ გამოიწვია და ლეიბორისტების პიარი არ აიძულეს, ტელევიზორიდან „გადმომდგარი“ ნათელაშვილი დაედუმებინა. ამ ისტორიაში ერთადერთი, ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ზუსტად 2002 წლიდან მოყოლებული შალვა ხან „live“-ში და ხანაც პლაზმური ეკრანიდან თავს იმართლებს და სრულიად საქართველოს უხსნის, რატომ არ უერთდება ამა თუ იმ კონკრეტულ მიტინგს...http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი მანდატურის ოქმის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რევაზ მაჭავარიანი სამსახურში აღდგენას ითხოვს და სკოლაში დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება. გაზიარება [21:53 16-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQpR5VojB7I/AAAAAAAAETA/aDUf0JCKFgI/s200/mandatur.gifმისი მტკიცებით მოსწავლეებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში ის შეცდომით დაადანაშაულეს. ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს მოსწავლეებიც უარყოფენ. მასწავლებელი ეჭვობს, რომ შესაძლოა ბავშვები მის წინააღმდეგ გამოიყენონ. მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მისივე ბრძანებით, სკოლის ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებს მანდატურებმა ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif ჯონ ლოიდი კავკასია: შესავალი ავტორი – თომას დე ვაალი ”აქ უამრავი გარემოებაა თავმოყრილი… არ არსებობს იდეებისა და ქმედებათა ერთიანობა, მხოლოდ ურიერთეჭვი და უნდობლობა”. ასე წერდა კავკასიაზე გენერალი ლაიონელ დანსტერვილი, მას შემდეგ, რაც 1918 წელს კავკასიაში, ბაქოში, სრულიად ამაოდ, თურქების შეტევისაგან სომხების დასაცავად გააგზავნეს (თავისი პატარა ჯარი მან იქიდან გამოიყვანა და 9,000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს). ასე აღიქვამენ რეგიონს ჩვეულებრივ – რაც იმ მოსაზრებას თანხვდება, რომლის თანახმად მხოლოდ გარედან მოსულ რკინის ხელს შეუძლია აქ ძალადობრივი მშვიდობის დამყარება. ეს ხელი, როგორც წესი, რუსეთი იყო, სხვადასხვა განსახიერებაში – იმპერიული, საბჭოთა, ან (ახლა) რესპუბლიკა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფების მიერ ის ან მჩაგვრელად, ან განმანთავისუფლებლად აღიქმებოდა. როდესაც კავკასიას1918 წელს ბოლშევიკური რევოლუციის ტალღამ გადაუარა, ბრიტანეთმა, იმ დროს მსოფლიოს მთავარმა სახელმწიფომ, უშედეგოდ სცადა რეგიონის გამოსარჩლება და დაცვა; დღეს ევროპის კავშირი, რომელიც რეგიონალურ ლიდერად მოიაზრება, დღემდე ძირითადად ამაოდ, მაგრამ მაინც ცდილობს იგივე როლის შესრულებას. რუსეთი 2008 წლის ზაფხულის ბოლოს საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. უამრავი მწვავე პასაჟიდან ერთ-ერთში, თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ რუსეთი შეტევას შესაძლოა არ ამზადებდა, მაგრამ რადგანაც მაინც დაიწყო, გადაწყვიტა ამ ერთი ციდა ქვეყნისთვის შეეხსენებინა მისი მდგომარეობა მსოფლიო არენაზე და ის, რომ ასე ნაქები მოკავშირეობა შეერთებულ შტატებთან შეიძლება ტანკების ბორბლებქვეშ მტვრად იქცეს. რუსულმა ჯავშნოსანმა მანქანებმა გაანადგურეს ქართული არმიის დიდი ნაწილი, დედაქალაქთან ახლოს დაწინაურდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს, რათა ამბოხებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოეხდინათ, იმ რეგიონისა, რომლის დამორჩილებასაც თბილისი ცდილობდა. ამის გამო რამდენიმე ცხელი თვის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ხალხები და ტერიტორიები მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში მოექცა: საფრენგითის პრეზიდენტმა ნიკოლაზ სარკოზიმ, თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის დახმარებით, აგვისტოს შუა რიცხვებში სამშვიდობო ზავის დადება უზრუნველყო. ეს მშვიდობა პირქუში აღმოჩნდა: რუსეთი არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს ”იცავს”, არამედ უფრო დიდ რეგიონსაც ქვეყნის დასავლეთით, აფხაზეთს, რომლის ხალხმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მისაღწევად იომა. სომხეთი, რომლის მოსახლეობა დღემდე თავს მუსულმანი თურქების (დასახელება, რომელიც მათ თავის აზერბაიჯანელ მეზობლებზეც გაავრცელეს) მსხვერპლად მიიჩნევს თავს, დიდი ხანია რუსეთის მფარველობაზეა დამოკიდებული, თავიდანვე ასე იყო და ახლაც ასეა, რადგან რუსეთი მისი ქრისტიანი მეზობელია. მაგრამ რატომაა აქვს ამ არეულ, ჰეტეროგენულ, უსასრულოდ მომთხოვნ სივრცეს, სადაც სულ რაღაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მნიშვნელობა? დე ვაალი ბოლო 20 წელის განმავლობაში, რეგიონის საუკეთსო ინტერპრეტატორთაგან ერთ-ერთი, თავის მწყობრ და სკრუპულოზურ ტექტსტში გვეუბნება: იმიტომ, რომ ესაა ”შუალედური სივრცე… შავ და კასპიის ზღვას, რუსეთსა და ახლო აღოსავლეთს და ბოლო დროს დემოკრატიულ სამყაროსა და დიქტატორულ რეჟიმებს შორის მდებარე სივრცე”. და ამ შუალედური მდგომარეობის გამო ის იზიდავს, ან ვერ ახერხებს დისტანცირებას მეზობელი სახელმწიფოებისგან. საუკუნეების მანძილზე აქაურობას იპყრობდნენ კიდევ და კიდევ, ალიანსებს ღალატი ცვლიდა, მაღალი ოცნებანი დამოუკიდებლობაზე, ტირანიის ჭაობში ეფლობოდა და ეს მხარე მით უფრო ხშირად ხდებოდა მტრობის მოწმე, ვიდრე ეს გარედან იყო ინსპირირებული. საბჭოთა კავშირის ორი უდიდესი მონსტრი, იოსებ სტალინი და მისი საიდუმლო პოლიციელი და (მანამდე) კავკასიის ბატონი ლავრენტი ბერია, ქართველები იყვნენ (მათ გარკვეულწილად დღემდე სცემენ პატივს მშობლიურ მიწაზე). ბერია აქ ბატონობდა და დაიმორჩილა მთელი რეგიონი, რომელსაც მაშინ კავკასიის ფედერაცია ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც მოსკოვში წავიდა, მთავარ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭათ. პარადოქსულია, მაგრამ ამან ცეცხლი შეუნთო ნაციონალიზმს, რომელიც, მოგვიანებით, საბჭოთა ეპოქის შედარებით თავისუფალ წლებში, ჭირივით მოედო რეგიონს და პატარა ერებს ”მცირე იმპერიებისგან”, კერძოდ კი საქართველოსგან, სადაც ისინი დატყვევებულად აღიქვამდნენ თავს, გამოყოფა აფიქრებინა. ხშირად ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მშვიდობიანად წარიმართა: მაგრამ ამ ლამაზ, პირქუში ღრუბლებით მოცულ ამ მიწაზე, ომებმა, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოების მცირედი ყურადღება მიიპყრო და ახლა აქაურების გარდა თითქმის ყველამ მიივიწყა, ათობით ათასი სიცოცხლე შეეწირა. საუკუნეზე მეტია აქ იყო ნავთობი და ამ ბოლო დროს აირიც აღმოჩნდა: მსოფლიო მარაგების დაახლოებით 5 პროცენტი ამ რეგიონშია, ძირითადად კასპიის ზღავაში, უმეტესობაა აზერბაიჯანი აკონტროლებს. ბაქო მე-19 საუკუნის ბოლოს ნავთობის ბუმის მოწმე გახდა; ნობელისა და როტშილდის ოჯახებმა აქ იშოვეს ქონება. ახლა ქალაქი მდიდარი და ბრჭყვიალაა, მაგრამ მისი კვლევა ისევ საეჭვო მილსადენების და ცვალებადი საერთაშორისო ალიანსების იმედდაა დარჩენილი. დე ვაალი ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად კარნეგის ფონდის წამყვანი თანამშრომელი იმ ნოტაზე ასრულებს წიგნს, რომელსაც ჩვეულებრივ ფრთხილად ოპტიმისტურს უწოდებენ. აქ, მისი თქმით ”არც ნიჭის და არც გამოცდილების ნაკლებობას არ განიცდიან (კარგი იქნებოდა გამოცდილება ნაკლებად სევდიანი, ხოლო ნიჭი ნაკლებად ყოფილიყო მიმართული შურისძიებაზე). უჩვეულოა, მაგრამ ის უფრო მეტ ჩარევას კი არ ითხოვს, არამედ მეტ დამოუკიდებლობას, რაც მისი აზრით, სახელისუფლებო სასახლეებში თვითდამკვიდრებისას მეტ რეალიზმს გააჩენს, ხოლო ქვეყნებსა და ხალხებს იმას გააცნობიერებინებს, რომ გენერალ დანსტრევილის მოსაზრება მათ ბედისწერად არ უნდა ექცეთ. ორიგინალი ორიგინალი
  5. ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი მადონა დავიანტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს მიმართავს და აცხადებს, რომ შაშკინისა და ინგლისურის უცხოელი პედაგოგის შეხვედრის ამსახველი ფოტოები მას არ გაუვრცელებია. გაზიარება [16:37 16-12-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQoHzpOMPLI/AAAAAAAAES4/MnKHNOevHqo/s200/shashkini%2Bskola.gifროგორც დავიანტიმ აღნიშნა, ის უკვე მალე პენსიაში გადის და არ სურს სკოლიდან ასეთი უსამართლობის გამო წავიდეს, ამიტომ სიმართლის დადგენამდე სკოლას თავისი ნებით არ დატოვებს. “გათავისუფლების ოფიციალური მიზეზად დირექტორმა ორი თათბირის გაცდენა დამისახელა. სინამდვილეში კი, იმის გამო გამომიშვეს, რომ ოპოზიციონერ კახა მიაქაიასთან, რომელმაც ეს საკანდალური ფოტოები გაავრცელა, შორეული ნათესაობა მაკავშირებს. ჩათვალეს, რომ შაშკინისა და უცხოელი პედაგოგის შეხვედრის ამსახველი ფოტოები მიქაიას მე მივაწოდე. მარტო ჩემი გათავისუფლებით პირდაპირ გაჩნდებოდა ეჭვები, ამიტომ ჩემთან ერთად კიდევ ხუთი მასწავლებელი გაათავისუფლეს. მზად ვარ, დავამტკიცო ჩემი სიმართლე. არადა, ის ფოტოები მე ნამდვილად არ გამივრცელებია”,- "მედიანისუსთან" საუბრისას აცხადებს მადონა დავიანტი. მისი თქმით, სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ სკოლასთან მჯდომარე აქციას მართავდა. მას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ მიაკითხა და პრესასთან სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის უარყოფა და აქციის შეწყვეტა სთხოვა სანაცვლოდ კი, სკოლაში აღდგენასა და დირექტორის ხათუნა დარასელიას გამოცვლას დაჰპირდა. “პრესას ჩემი გათვაისუფლების ნამდვილი მიზეზის შესახებ ვუამბე. კონჯარიამ კი მითხრა დავალება გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და თუ გაჩუმდებით, სკოლის დირექტორსაც შევცლით და თქვენც აღგადგენთო. როდესაც სკოლაში დავბრუნდი, იქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. აღარც საათები მქონდა და არც შტატში ვიყავი აღდგენილი და დირექტორიც იგივე იყო. ბოლომდე ვიბრძოლებ და სამართლიანობას მაინც აღვადგენ, სასამართლოშიც შევიტანე საჩივარი და განათლების მინისტრსაც მივმართე. ვნახოთ, რა იქნება”, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას მადონა დავიანტიმ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართუმა საინფორმაციო საშუალებებმა ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის არატრადიციული ორიენტაციის ამსახველი ინტიმური ფოტოები გაავრცელა, რასაც ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მშობლების აღშფოთება მოჰყვა. მშობლებმა პედაგოგის სკოლიდან დათხოვნა მოითხოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად ჩავიდა ზუგდიდში, ინგლისურის პედაგოგს შეხვდა, თუმცა სამინისტროს ამ შეხვედრის გახმაურება არ სურდა. მოგვიანებით შაშკინისა და ინგლისურის მასწავალებლის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ოპოზიციას ჩაუვარდა ხელში, სკოლაში კი, შიდა მოკვლევა დაიწყო, თუ ვის შეეძლო აღნიშნული ფოტოების გადაღება და გავრცელება. რამდენიმე დღეში სხვადსხვა მიზეზით რვა პედაგოგი დაითხოვეს მათ შორის დირექტორი და მისი მოადგილე. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/baramidze_g_02.jpgსაქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ თბილისს მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვს აშშ–თან, თუმცა „უფრო მეტი ურთიერთობა“ სურს ამ სფეროში. polity.ge
  7. http://www.polity.ge/images/catalog/other/newspaper.jpgუცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჯოშ როგინის სტატიით სათაურით „რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი: ‘გადატვირთვის’ გამო ჩვენ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება არ შეგვიძლია,“ რომელიც ჟურნალ „ფორინ პოლისის“ ვებ გვერდზე 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ: polity.ge
  8. http://www.polity.ge/images/catalog/other/future.jpgრუსეთთან ომის შემდეგ ორნახევარი წელი გავიდა და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება სულ უფრო მეტად იღებს გეზს 2012-2013 წლის არჩევნების სამზადისზე და იმ დებატებზე, რომელიც კონსტიტუციის ბოლოდროინდელი ძირეული ცვლილების შემდეგ, ხელისუფლების გადანაწილების გარშემო მიმდინარეობს. თანახმად არსებითი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომლებიც ძალაში 2013 წელს შევა, ზუსტად იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ვადით დაწესებული ლიმიტის გამო თანამდებობიდან უნდა წავიდეს, ძალაუფლების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. მომავალ ორ წელს დიდი მნიშვნელობა ექნება იმის დასადგენად, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა – წავა პროგრესისკენ და ნამდვილად სტაბილური, თანამედროვე დემოკრატიისკენ, თუ ჩამოიშლება და მყიფე ფსევდო-პლურალისტულ, უმოქმედო სისტემად იქცევა. მთავრობამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს საკვანძო პერიოდი საზოგადოებაში დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენის ჩამოსაყალიბებლად უნდა გამოიყენონ. ყველაზე საუკეთესო გზა ამის მისაღწევად და სამართლიანი საარჩევნო ციკლის უზრუნველსაყოფად, სერიოზულ დიალოგში ჩართვა, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობის განმტკიცებაა. polity.ge
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი პოლიტიკური დამბლა, გაუგებრობა და ეკონომიკა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა – სიტუაცია, რომელიც უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ექვსი წლისთავზე შეიქმნა, რასაც პრეზიდენტ კუჩმას კრახი მოჰყვა, საკმაოდ სავალალოა. სწორედ ასეთი შეფასებები ისმის კიევში ამერიკის საელჩოს დეპეშებში, რომლებიც ვებ–გვერდმა WikiLeaks–სმა Le Monde–ს გადასცა. ბოლო წერილები ამ წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც რეგიონების პარტიის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო დაამარცხა. ეს ქვეყნის რუსულენოვანი აღმოსავლეთის რევანში გახლდათ „ნარინჯისფერ“ დასავლეთზე, რამაც ახალი ეპოქის დასაწყისი განსაზღვრა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა მხარდამჭერს სერიოზული შიში გაუჩინა. ხომ არ დაბრუნდება ქვეყანა რუსეთის წიაღში? ხომ არ გაჩნდება აქ პუტინის მსგავსი სახელისუფლო ვერტიკალი? 12 თებერვალს „ნაშა უკრაინას“ (ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს პარტია) დეპუტატმა რომან ზვარიჩმა საელჩოში იულია ტიმოშენკოსთან ბოლოდორინდელ კონტაქტზე ისაუბრა. მან გადადგომაზე უარი თქვა და თხოვნით მიმართა მას ყველაფერი გაეკეთებინა კოალიციის შენარჩუნებისთვის პარლამენტში. „მან ის აღწერა, როგორც „გამხდარი, გაუბედავი და განადგურებული“ და გვიამბო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა“, – ნათქვამია წერილში. წარმავალმა პრეზიდენტმა და მისმა პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთთან ბრძოლას ქვეყნის ეკონომიკა გადააყოლეს. 23 თებერვალს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი მრჩეველი ჯეიმს ჯონსი კიევში გამგზავრებისთვის ემზადებოდა, საელჩოში დაწერეს, რომ „ერთადერთი ეკონომიკური რეფორმა, რაც უკრაინამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელა, მსო–ში გაწევრიანებისთის აუცილებელი კანონების მიღება იყო“. მეორე, 26 თებერვლით დათარიღებულ წერილში, საუბარია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე „რეგიონების პარტიის“ აქტივისტის ირინა აკიმოვას მკვეთრ შეფასებებზე. მან განაცხადა, რომ ტიმოშენკოს „მთავრობა ხარჯების დაახლოებით 70%–მდე“ ტენდერების გარეშე გასცემდა და რომ „ფინანსური რესურსების თითქმის მეოთხედი, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო კონტრაქტების გზით მიემართებოდა, გაწყვეტილ იქნა“. „დამანგრეველი შესაძლებლობები“ ნარინჯისფერი რევოლუციის ყოფილი მუზა ამერიკელი დიპლომატების განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობდა, რადგან ისინი უკმაყოფილონი იყვნენ მისი „პოპულიზმით“. 22 თებერვალს მისი პარტიის წევრმა ვიქტორ პინზენიკმა საკუთარი მოსაზრებები ამერიკის ელჩს გაუზიარა. ის „გულწრფელი სინანულით“ საუბრობდა და ტიმოშენკოს საკმაოდ მუქ ფერებში აღწერდა, ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ „შეიზღუდოს მისი დამანგრეველი შესაძლებლობები“. ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს საკუთარი გადადგომა იმით ახსნა, რომ პრემიერ ტიმოშენკოს „“მხატვარი“ სჭირდებოდა“, რომელიც ლამაზი სურათს დახატავდა და არა ფინანსთა მინისტრი, რომელიც ეკონომიკის სასარგებლოდ იმუშავებდა“, – წერდა აშშ–ს ელჩი. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, თუ რა ძვირად დაუჯდა ქვეყანას ის, რომ ტიმოშენკოს არ აქვს სურვილი რთული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არამხოლოდ დეფიციტზე, სახელმწიფო ვალის გაზრდასა და მშპ–ს ვარდნაზე აისახა, არამედ ისეთ გონიერ ჩინოვნიკებთან და რეფორმისტებთან გამიჯვნაში, როგორიც პინზენიკია“, – ასკვნის ამერიკელი დიპლომატი. „ხელით მართვა“ 17 დეკემბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის საელჩოში განიხილეს „პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა“, რომელიც ულია ტიმოშენკოს პროგრამის საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, ის ითვალისწნებდა „სახელმწიფოს როლის გაძლიერებას“ და პრივატიზებული საკუთრების ხელახალ ნაციონალიზაციას. ტელეგრამაში აღნიშნულია ტიმოშენკოს ორსახოვანი დამოკიდებულება ოლიგარქების მიმართ: მან ამ ხალხს ჯერ „კიბო“ უწოდა, თუმცა ამავდროულად, ზოგიერთი მათგანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ტიმოშენკოს პარტიის დეპუტატმა განაცხადა, რომ არც ტიმოშენკოს და არც მის პარტიას, არ გააჩნდა „ეკონომიკური პროგრამა ან გადაწყვეტილებები მიღების სისტემა“. პრემიერ–მინისტრი მუშაობდა „ხელით მართვის“ პრინციპით, ანუ ცდილობდა ყველა საკითხი თავად გადაეწყვიტა. „მმართველობის სტილის გარდა, ტიმოშენკოს აკრიტიკებენ ასევე ეკონომიკის საფუძვლების ელემენტარული არცოდნის გამო“, – აღნიშნულია დეპეშაში. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი პოლიტიკური დამბლა, გაუგებრობა და ეკონომიკა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა – სიტუაცია, რომელიც უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ექვსი წლისთავზე შეიქმნა, რასაც პრეზიდენტ კუჩმას კრახი მოჰყვა, საკმაოდ სავალალოა. სწორედ ასეთი შეფასებები ისმის კიევში ამერიკის საელჩოს დეპეშებში, რომლებიც ვებ–გვერდმა WikiLeaks–სმა Le Monde–ს გადასცა. ბოლო წერილები ამ წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც რეგიონების პარტიის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო დაამარცხა. ეს ქვეყნის რუსულენოვანი აღმოსავლეთის რევანში გახლდათ „ნარინჯისფერ“ დასავლეთზე, რამაც ახალი ეპოქის დასაწყისი განსაზღვრა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა მხარდამჭერს სერიოზული შიში გაუჩინა. ხომ არ დაბრუნდება ქვეყანა რუსეთის წიაღში? ხომ არ გაჩნდება აქ პუტინის მსგავსი სახელისუფლო ვერტიკალი? 12 თებერვალს „ნაშა უკრაინას“ (ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს პარტია) დეპუტატმა რომან ზვარიჩმა საელჩოში იულია ტიმოშენკოსთან ბოლოდორინდელ კონტაქტზე ისაუბრა. მან გადადგომაზე უარი თქვა და თხოვნით მიმართა მას ყველაფერი გაეკეთებინა კოალიციის შენარჩუნებისთვის პარლამენტში. „მან ის აღწერა, როგორც „გამხდარი, გაუბედავი და განადგურებული“ და გვიამბო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა“, – ნათქვამია წერილში. წარმავალმა პრეზიდენტმა და მისმა პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთთან ბრძოლას ქვეყნის ეკონომიკა გადააყოლეს. 23 თებერვალს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი მრჩეველი ჯეიმს ჯონსი კიევში გამგზავრებისთვის ემზადებოდა, საელჩოში დაწერეს, რომ „ერთადერთი ეკონომიკური რეფორმა, რაც უკრაინამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელა, მსო–ში გაწევრიანებისთის აუცილებელი კანონების მიღება იყო“. მეორე, 26 თებერვლით დათარიღებულ წერილში, საუბარია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე „რეგიონების პარტიის“ აქტივისტის ირინა აკიმოვას მკვეთრ შეფასებებზე. მან განაცხადა, რომ ტიმოშენკოს „მთავრობა ხარჯების დაახლოებით 70%–მდე“ ტენდერების გარეშე გასცემდა და რომ „ფინანსური რესურსების თითქმის მეოთხედი, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო კონტრაქტების გზით მიემართებოდა, გაწყვეტილ იქნა“. „დამანგრეველი შესაძლებლობები“ ნარინჯისფერი რევოლუციის ყოფილი მუზა ამერიკელი დიპლომატების განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობდა, რადგან ისინი უკმაყოფილონი იყვნენ მისი „პოპულიზმით“. 22 თებერვალს მისი პარტიის წევრმა ვიქტორ პინზენიკმა საკუთარი მოსაზრებები ამერიკის ელჩს გაუზიარა. ის „გულწრფელი სინანულით“ საუბრობდა და ტიმოშენკოს საკმაოდ მუქ ფერებში აღწერდა, ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ „შეიზღუდოს მისი დამანგრეველი შესაძლებლობები“. ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს საკუთარი გადადგომა იმით ახსნა, რომ პრემიერ ტიმოშენკოს „“მხატვარი“ სჭირდებოდა“, რომელიც ლამაზი სურათს დახატავდა და არა ფინანსთა მინისტრი, რომელიც ეკონომიკის სასარგებლოდ იმუშავებდა“, – წერდა აშშ–ს ელჩი. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, თუ რა ძვირად დაუჯდა ქვეყანას ის, რომ ტიმოშენკოს არ აქვს სურვილი რთული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არამხოლოდ დეფიციტზე, სახელმწიფო ვალის გაზრდასა და მშპ–ს ვარდნაზე აისახა, არამედ ისეთ გონიერ ჩინოვნიკებთან და რეფორმისტებთან გამიჯვნაში, როგორიც პინზენიკია“, – ასკვნის ამერიკელი დიპლომატი. „ხელით მართვა“ 17 დეკემბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის საელჩოში განიხილეს „პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა“, რომელიც ულია ტიმოშენკოს პროგრამის საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, ის ითვალისწნებდა „სახელმწიფოს როლის გაძლიერებას“ და პრივატიზებული საკუთრების ხელახალ ნაციონალიზაციას. ტელეგრამაში აღნიშნულია ტიმოშენკოს ორსახოვანი დამოკიდებულება ოლიგარქების მიმართ: მან ამ ხალხს ჯერ „კიბო“ უწოდა, თუმცა ამავდროულად, ზოგიერთი მათგანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ტიმოშენკოს პარტიის დეპუტატმა განაცხადა, რომ არც ტიმოშენკოს და არც მის პარტიას, არ გააჩნდა „ეკონომიკური პროგრამა ან გადაწყვეტილებები მიღების სისტემა“. პრემიერ–მინისტრი მუშაობდა „ხელით მართვის“ პრინციპით, ანუ ცდილობდა ყველა საკითხი თავად გადაეწყვიტა. „მმართველობის სტილის გარდა, ტიმოშენკოს აკრიტიკებენ ასევე ეკონომიკის საფუძვლების ელემენტარული არცოდნის გამო“, – აღნიშნულია დეპეშაში. ორიგინალი ორიგინალი
  11. წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს – “როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. ეს ამბავი გასულ ორშაბათს მოხდა, რის შესახებაც პრესა.გე როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატ შალვა შავგულიძეს. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 21:29 15-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQj613lfBNI/AAAAAAAAESw/9jGv0yzV-XQ/s200/sikvdilii.gifციცინო შავაძე: “ჩვენს ოჯახში 6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – “როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი. გოგონა მგონი სასამართლოს მანდატური იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ ის პოლიციაში მუშაობდა. მან დაიფიცა, არ ვიცოდით, რომ როინ შავაძე მკვდარი იყოო. არადა, მათი წასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენთან მოსვლამდე მეზობლებისთვის უკითხავთ, რაზეც პასუხად მიუღიათ – “არ მიაკითხოთ, არ შეხვიდეთ სახლში, ქალი გაგიჟდება, არ იცით, რომ მკვდარიაო?!“ გოგონას პოლიციელისთვის უთქვამს, “სახლში არ ავიდეთო“, მაგრამ ამაზე პოლიციელს უპასუხნია არა, ავიდეთო და ამოვიდნენ“. ჯარისკაცის ქვრივი აცხადებს, რომ ესაა იმის მცდელობა, რომ “ჭკუიდან გადაიყვანონ და მიწასთან ბოლომდე გაასწორონ“. “დღემდე მიჭირს გონზე მოსვლა. დედამ ეს ამბავი, რომ გაიგო, ინერვიულა და გულის შეტევით ბათუმის საქალაქო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ნუთუ სისხლი არა აქვთ, გული არა აქვთ და ადამიანები არ არიან?! – მკვდარი კაცის სახელი, გვარი უწერიათ ფურცელზე, რითაც მოდიან მის სახლში და გვეუბნებიან სასამართლოში მოწმედაა დაბარებულიო,“ – ამბობს ციცინო შავაძე. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცის ქვრივმა მომხდარის შესახებ მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს აცნობა, ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა და მოსამართლე ვერა დოლიძის თანაშემწისგან სიტყვიერად შეიტყო, რომ როინ შავაძე ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული. პრესა.გე–ს ასლან აბაშიძის ერთ–ერთი ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ აცნობა, რომ აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე როინ შავაძეს მართლაც აქვს ჩვენება მიცემული. შალვა შავგულიძე: “ჩემს ეპიზოდში ასლან აბაშიძეს ხიდების აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად. როინ შავაძეს ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა არ აქვს; ის ამ სფეროს სპეციალისტი ყოფილა და რაღაც გარემოებებზე ზერელედ არის დაკითხული“. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასევე გავიმეორებთ იმას, რომ ასე მოვიქცევით, სანამ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ეს ისტორია ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან (2008 წლის 16 აგვისტო) სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევას. უფროსი სერჟანტი, როინ (რომა) შავაძე ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა ბათუმის ცენტრში, 2008 წლის 16 აგვისტოს, შუადღეს, ქალაქის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ სამსახურში ყოფნისას შემთხვევით შეიტყო. ოჯახმა ჯარისკაცის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს. იმავე დღეს, გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომელმა შესძახა – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მოკლული ჯარისკაცის მეუღლეზე და ნათესავებზე ზეწოლის ამგვარი ფორმა, რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელეეკრანიდან კი “ახლებმა“ და “რესპუბლიკელებმა“; აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ როინ შავაძის შესახებ კითხვა დასვა; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო, შავაძეებზე ღია ტერორი შეწყდა. როინ შავაძის მკვლელობას წინ უძღვოდა კუდ–ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიქოვანის, მეტსახელად “მაიმუნას“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელი) “სტუმრობა – მკვლელობის წინა ღამეს, შეიარაღებულმა “მაიმუნამ“, თანმხლებ პირებთან ერთად როინ შავაძეს მიაკითხა და აჭარის კუდ–ის შენობაში წაიყვანა, საიდანაც ნახევარ საათში უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც მეუღლეს უთხრა, რომ “მაიმუნა“ და მისი თანხმლები პირები მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ – “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და ჰკითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. ციცინო შავაძე, მეუღლის მონაყოლზე დაყრდნობით იხსენებს: “გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული, ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო – “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო.” 2008 წლის სექტემბერში, ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძეების ოჯახის ახლობელ ექიმს, რომელმაც ჯარისკაცის ცხედარი დაკრძალვამდე დაათვალიერა. კიდევ ერთხელ, მოკლედ გთავაზობთ ექიმის ნაამბობს, მაგრამ მის ვინაობას, ჯარისკაცის ოჯახის თხოვნით, კვლავ ვერ ვასახელებთ: “წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული.” იმას, რომ ჯერ “ნაწვალებია და მერე დაცხრილული“, ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პრესა.გე–ს თხოვნით, გაეცნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც პრესა.გე–მ მოიპოვა და მასზე დაყრდნობით, 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით – “პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა“. ჩვენს მიერ მოპოვებული დასკვნით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს: “ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“. როინ შავაძის საქმე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაული), რომელიც ამჟამინდელი კანონის მიხედვით, 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ჯარისკაცის მეუღლე, ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დღემდე არ უცვნიათ; საქმის მასალებს არ აცნობენ შავაძეების ადვოკატს, რამინ პაპიძეს. მიმდინარე წლის სექტემბერში, რამინ პაპიძემ ამჯერად საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საჩივრით მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა და ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. პაპიძეს ამ საჩივარზე პასუხი გასცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, გიორგი გრატიაშვილმა, რომელშიც ასეთი რამ წერია: “...თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი ვერ იქნება გაზიარებული, იმ გარემოებათა გამო, რომ თქვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად არ გაგაჩნიათ შესაბამისი სტატუსი, არ წარმოადგენთ პროცესუალურ მხარეს, რაც საფუძველი იქნებოდა თქვენი მოთხოვნის საქმის მასალების სრულად გაცნობის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ციცინო შავაძის დაზარალებულსი უფლებამონაცვლედ ცნობას, მინდა მოგახსენოთ რომ დღეისათვის წინასწარ გამოძიებას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, რაც მიანიჭებდა აწ გარდაცვლილი შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს ზემოაღნიშნულ სტატუსს. კერძოდ, დღეისათვის საქმეზე არ არის მიღებული დამატებითი სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღებას“. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg კლერ ბიგი რუსი ჟურნალისტები, მათი კოლეგების მსგავსად მთელს მსოფლიოში, აქტიურად აშუქებდნენ ცნობებს, რომელსაც WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული აშშ–ს დიპლომატიური არხები შეიცავდა. მაგრამ ყველაზე მცირე, ერთ–ერთი გამოცემის შეფასებები საკმაოდ უცნაური იყო. ზოგიერთი სკეპტიკოსი დამკვირვებლის თქმით, სენსაციური ამბები იმდენად კარგი იყო, რომ ძნელი დასაჯერებელი გახლდათ. მაგალითად, ჟურნალ „რუსკი რეპორტიორი“–ს თანახმად, დასავლელი დიპომატების ცნობილი პროტესტი, როდესაც მათ 2009 წლის სექტემბერში გაეროში დარბაზი დატოვეს ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის სიტყვით გამოსვლისას, სპონტანური არ ყოფილა და სინამდვილეში ვაშინგტონის დაგეგმილი იყო. WikiLeaks–ის მასალებზე დაყრდნობით, ჟურნალი 2 დეკემბრის სტატიაში ამტკიცებს, რომ აშშ–ს ჩინოვნიკებმა დეტალური ინსტრუქცია მისცეს ევროკავშირის წარმომადგენლებს იმის შესახებ, თუ ზუსტად რა დროს უნდა დაეტოვებინათ დარბაზი აჰმადინეჯადის გამოსვლის დროს – ინფორმაცია, რომელიც დადასტურების შემთხვევაში, შეერთებული შტატებისთვის ძალიან უხერხულია. თუმცა, სხვა მედია საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც WikiLeaks–ის მასალებს აქვეყნებენ, „რუსკი რეპორტიორს“ მისი განცხადებების გამყარებისთვის არანაირი დოკუმენტები არ წარმოუდგენია. WikiLeaks–ის მონაცემთა ბაზის ფართო ძიების შემხვევაშიც, მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, რაც ზოგიერთ ანალისტიკოსს იმის ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ ჟურნალი WikiLeaks–ს შესაძლოა ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებს. „პრობლემა ის გახლავთ, რომ იმასაც რასაც მიმოწერა უნდა ამყარებდეს, სინამდვილეში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში არ იძებნება“, – ამბობს იულია ლატინინა, ერთ–ერთი იმ რუსი ჟურნალისტებიდან, რომელმაც „რუსკი რეპორტიორთან“ დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებს, რომ WikiLeaks–სთან პრივილეგირებული კავშირები აქვს, ეჭვი გამოთქვა. „რბილად რომ ვთქვათ, ეს ბრალდებები ჰაერშია გამოკიდული“. Wiki–ნონსენსი რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მედიაც WikiLeaks–ის მასალების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. „რუსკი რეპორტორისადმი“ მზარდი ყურადღება იმას მოჰყვა, რომ პაკისტანის რამდენიმე წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა ისტორიები, რომელიც WikiLeaks–ის დოკუმენტაციის გაყალბებულ ვერსიას ეყრდნობოდა, სადაც თითქოს ამერიკელმა დიპლომატებმა ინდოეთის ხელისუფლება ინდუისტ ფუნდამენტალისტებთან კავშირებსა და პაკისტანში ისლამისტი მებრძოლების მხადრაჭერაში დაადანაშაულეს. პაკისტანის Express Tribune–მა 10 დეკემბერს თავის პირველ გვერდზე ბოდიში მოიხადა იმ ბრალდებების გამოქვეყნებისთვის, რომელიც „საკმარისად გადამოწმებული“ არ იყო მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა The Guardian–მა (ერთ–ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელი მედია გამოცემებიდან, რომელსაც ხელი მიუწვდება WikiLeaks–ის ყველა დოკუმენტზე) ეს სიცრუე ამხილა. Express Tribune–ის ბოდიში და მზარდი ეჭვები „რუსკი რეპორტორთან“ მიმართებაში იმის ილუსტრაციაა, რომ მაშინ როცა WikiLeaks–მა მსოფლიოს მანამდე საიდუმლო დიპლომატიურ მანევრებზე ინფორმაცია მიაწოდა, მან გზა გაუხსნა ასევე ყალბ ინტერპრეტაციებს, ფაქტების დამახინჯებებსა და პირდაპირ ტყუილებსაც კი. „რუსკი რეპორტიორის“ კრიტიკა დიდწილად იმ პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც 2008 წლის აგვიტოში რუსეთ–საქართველოს ომის დროს ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის ანალიზია. „როდესაც პირველად წავიკითხე სისულელე საქართველოს მოვლენებზე, უმალ წავედი და მიმოწერის ორიგინალს გავეცანი. აღმოვაჩინე, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი და ფალსიფიკაცია იყო“, – ამბობს ლეონიდ ველიხოვი, რუსული გაზეთის „სოვერშენნო სეკრეტნო“–ს რედაქტორი. „ყველაფერი დამახინჯებული იყო“. სტატიაში, მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი წერს, რომ საიდუმლო მიმოწერის თანახმად, მთავრობების უმრავლესობას სჯეროდა, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და რომ „მსოფლიოში ამ საკითხზე ილუზიები არავის გააჩნდა“. თუმცა, WikiLeaks–ის მასალებში საპირისპიროს ვკითხულობთ. თბილისში აშშ–ს საელჩოდან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ქვეყნის გუნდისთვის ხელმისაწვდომი ყველა მტკიცებულება სააკაშვილის განცხადებებს ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ეს ბრძოლა საქართველოს განზრახული არ ჰქონდა“. The New York Times–ის თანახმად, ეს წერილები ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ აშშ–ს დიპლომატები დიდწილად საქართველოს მთავრობის ინფორმაციას ენდვნენ და ვაშინგტონს გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიდნენ. მკითხველი შეცდომაში შეჰყავს „რუსკი რეპორტიორის“ მიერ ამერიკული დოკუმენტების თარგმნილ ვერსიებსაც, რომელსაც ვებ–გვერდი აქვეყნებდა. მაგალითად, ჟურნალი რიგაში ამერიკის ელჩის ციტირებას ახდენს, რომ ლატვიის ხელისუფლება ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ გრძნობს რომ „თბილისი პროვოკაციას ეძებდა, რომ ემოქმედა“. მაგრამ როდესაც კომენტარი რუსულად ითარგმნა, ის იკითხება: „თბილისი პროვოცირებული იყო რათა ემოქმედა“. „რუსკი რეპორტიორს“, საშუალო ცირკულაციის პრიალა ჟურნალს, რომელიც კრემლთან დაახლოებული ექსპერტების ჯგუფის დაფუძნებულია, იმაშიც სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ლიდერების შესახებ არსებულ კრიტიკულ წერილებს არ აქვეყნებს. უცნაურია ის გამალებული ანტიამერიკული რიტორიკაც, რომლითაც ის WikiLeaks–ის მასალებს აშუქებს; მაგალითად, ერთ–ერთი სარედაქციო წერილი ვაშინგტონს რუსეთის დევნაში ადანაშაულებს. ლეიბინი უარყოფს იმას, რომ „რუსკი რეპორტიორმა“ შეგნებულად შეიყვანა მკითხველი შეცდომაში, თუმცა ის აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა ზოგიერთ „შეცდომას“ და „არაზუსტ თარგმანს“. ის ამბობს, რომ ჟურნალი დოკუმენტების ორიგინალს რეგულარულად არ იმოწმებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან ზოგიერთი ჯერ თავად WikiLeaks–საც არ გამოუქვეყნებია. „დიახ, ჩვენ მოგვიწევს ყველა იმ დოკუმენტის გამოქვეყნება, რომელიც ჩვენს შეფასებებს დაადასტურებს, რათა მომავალში მსგავი კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ“, – ამბობს ლეიბინი. „ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებთ, როგორც კი WikiLeaks–სგან თანხმობას მივიღებთ“. WikiLeaks–ი და მეგობრები „რუსკი რეპორტიორი“ ამტკიცებს, რომ ერთ–ერთია იმ რამდენიმე მედია საშუალებათაგან, რომელსაც წინასწარ გადასცეს WikiLeaks–ის 250 000–მდე ამერიკული დოკუმენტი. თუმცა, როგორც ცნობილია, WikiLeaks –სთან უშუალოდ მხოლოდ ოთხი მედია ორგანიზაცია თანამშრომლობს. ესენია, The Guardian ბრიტანეთში, Le Monde საფრანგეთში, El Pais ესპანეთში, და Der Spiegel გერმანიაში. The Guardian–ი მასალებს ინაწილებს The New York Times–სთან და ხუთი გაზეთი WikiLeaks–სთან კონსულტაციას გადიან იმაზე, თუ რომელი დოკუმენტები უნდა გამოაქვეყნონ, როგორი რედაქციით და როდის. „რუსკი რეპორტიორისგან“ განსხვავებით, ეს გაზეთები ავრცელებდნენ ისტორიებს, რომელიც უშუალოდ დოკუმენტებს უკავშირდება და რომლებსაც ამავდროულად WikiLeaks–იც აქვეყნებდა და მასთან შეთანხმებული იყო. „რადიო თავისუფლების“ რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში, ლეიბინი ამბობს, რომ მისი თანამშრომლობა WikiLeaks–სთან ოდნავ განსხვავებულია. „უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ WikiLeaks–სთან ისე, როგორც ეს The Guardian–ის ან The New York Times–ის შემთხვევაში ხდება. მათი ჟურნალისტები WikiLeaks–ს აქტივისტებთან ერთად ამუშავებენ ამ უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, რათა მოძებნონ ისეთი რაღაცეები, რაც გამოსაქვეყნებლად საინტერესოდ მიაჩნიათ“, – ამბობს ლეიბინი. „ჩვენთვის მუშაობს თავისუფალი ჟურნალისტი ისრაელელი შამირი, რომელიც WikiLeaks–ის აქტივისტიცაა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ჩვენ ვიცნობდით WikiLeaks–ის აქტივისტს“. შამირი კომენტარისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ნებისმიერი იმ ეჭვის გასაქარვებლად, რაც ამ მამხილებელ ვებ–გვერდთან მის კავშირებს შეიძლება ეხებოდეს, ჟურნალმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შამირი WikiLeaks–ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ერთად არის გამოსახული. თავის მხრივ, თავისუფალი ჟურნალისტი შამირი სადაო ფიგურაა. ის ცნობილია მისი ანტისიონისტური რიტორიკითა და 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე თავდასხმასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიებით. მოგვიანებით, შამირმა მისი რისხვა იმ ქალბატონებისადმი მიმართა, რომლებიც WikiLeaks–ის დამფუძნებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ ამერიკის სპეცსამსახურების მხარდამჭერები და „კასტრირებული ფემინისტები“, ასანჟს კი „ჩვენი საყვარელი გმირი „მატრიცადან“, ჩვენი კაპიტანი ნეო““ უწოდა. ბრალდებები „რუსკი რეპორტიორის“ წინააღმდეგ და პაკისტანის მედიის მიერ ამერიკული დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ WikiLeaks–ი გამჭვირვალობაზე მისი ყველა მცდელობის მიუხედავად, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების მხრიდან ფალსიფიკაციისთვის მაინც მოწყვლადია. მედია ექსპერტების თქმით, WikiLeaks–ის შეგნებული გასაიდუმლოება, რაც აშშ–ს კრიმინალური გამოძიების საგანია და დოკუმენტების ის უზარმაზარი რიცხვი, რომელსაც ის აქვეყნებს, გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მის მხილებებს. „ეს იგივეა, რაც „ბლოგინგზე“ მოხდა“, – ამბობს ჩარლი ბეკეტი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის ჟურნალისტური კვლევების ორგანიზაციის Polis–ის დირექტორი. „როდესაც „ბლოგინგი“ დაიწყო, გაჩნდა უამრავი ძალიან საეჭვო ბლოგი, რაც, შეიძლება დღესაც არსებობს. ხალხმა ისწავლა მათი გაცხრილვა და იმის გარჩევა, თუ რომელი ტყუის და რომელი არა. ვფიქრობ WikiLeaks–თან დაკავშირებითაც რაღაც მსგავსი რამ ხდება“. ორიგინალი ორიგინალი
  13. პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალში გაეხვა. სენსაციურ ისტორიას ავრცელებს ინტერნეტპორტალი პრესა.გე-რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში განაწილებულ ავსტრიელ მასწავლებელს უკავშირდება. "ღია ბოქლომი" ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ ამ შოკისმომგვრელ ინფორმაციას: გაზიარება [09:25 14-12-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQcL0rRsbKI/AAAAAAAAESo/IIDpqk-oqR4/s200/evil_twins-2.jpg26 წლის მარია ზუგდიდში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავსტრალიაში თურმე სანიტრად მუშაობდა. საქართველოში კი სიახლეების საძიებლად ჩამოვიდა. ბუკიების ოჯახმა მარიას სახლში მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვი ყავთ. 12 და 14 წლის გოგოები. ოჯახის ყოფილი დიასახლისის, მანანას თქმით, უნდოდათ, ბავშვებს ინგლისურის ცოდნა გაემყარებინათ. ქალბატონი მანანა თავადაც ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და თვითონაც უნდოდა ენის გაწაფვა, თურმე. მარიას ყველაზე უკეთესი ოთახი გამოუყვეს და მეგრული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ნუ იტყვით და, ელარჯი და გებჟალია მოსწონებია და ამას როგორ მოაკლებდნენ ძვირფას სტუმარს! ერთ დღესაც სახლში მოსულ მარიას ქალბატონ მანანასთვის აღშფოთებულს მოუყოლია, რომ მისი ქართველი კოლეგა 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი არ ჰაქვს. ასე ვის გაუგია, ეს ხომ საშინელებაა, თავის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დაიღუპავსო – ცხარობდა თურმე უცხოელი. ქალბატონ მანანას აღშფოთება მარიათი მაშინ დაიწყო, როცა შემთხვევით მის ოთახში შევიდა და რამდენიმენაირი ფალოიმიტატორი და ვიბრატორი აღმოაჩინა ტუმბოზე. მისი თქმით, შორიდან ვერც კი მიხვდა, რა იდო და ლამაზის ფერის სათამაშოებმა მოხიბლა. ოთახში შემოსულ მარიას აუხსნია დიასახლისისთვის „სათამაშოების“ დანიშნულება და მოხმარების წესები. თანაც, შესთვაზა, თუ გინდათ, ასეთს თქვენთვისაც გამოვიწერ და გაჩუქებთო. ქალბატონ მანანას, ზრდილობიანად უთხოვია, რომ „ეს სათამაშეოები“ შეენახა, რადგან მარიას ოთახში, შესაძლოა, ბავშვები შესულიყვნენ. “ეს რომ ვუთხარი, გადაირია, უნდა ნახონ და იცოდნენ კიდეც ესენი, თორემ იქნებიან ჩემ ქართველ კოლეგასავით სამარის კარამდე ქალიშვილობის გაფრთხილებაშიო“ – ყვება ქალბატონი მანანა. რამდენიმე დღეში კი, ბაზრიდან დაბრუნებულ ქალბატონ მანანას საკუთარ საძინებელში მონებივრ მეუღლისა და პედაგოგოისთვის შეუსწრია: „საშინელება იყო, არც კი მახსოვს, როგორ გამოვვარდი იქიდან, ბავშვებს მივაკითხე სკოლაში და დედჩემთან გავვარდი. მაგრამ დრო რომ გავიდა, ცოტა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგირა, შეცდომას ყველა კაცი უშვებს, თანაც, ჩემი ქმარი შერიგებას მეხვეწებოდა. მაგრამ მარიასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებდი?! მივედი ჯერ დირექტორთან, მერე რესურსცენტრში და მარიას სხვა სახლში გადაყვანა ვთხოვე. მიზეზს რომ მეკითხებოდნენ, ვერ ვეუბნებოდი, ყველას ხომ ვერ მოვუყვები ჩემს ამბავს. იმათ კი მიპასუხეს, თუ მიზეზი არ გაქვს, გყავდეს სახლში, მშვენიერი გოგოა და წლის ბოლომდე შენთან იცხვოროსო“. ქალბატონი მანანა კვლავ დედასთან ცხოვრობს. მისი თქმით, ვერაფერს ამბობს, რადგან ეშინია: „შარის თავი ვის აქვს! ამ მთავრობას რას მოედავები! ჯობია, ისევ ასე ვიყოთ.“ http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  14. http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/alieva_m_01.jpgიტალიური გაზეთი Il Foglio, გერმანელი დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თითქოს მეხრიბან ალიევასა და ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის "არსებობს რომანტიული კავშირი"; და თითქოს ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ამ ისტორიის "ფიგურანტები" ერთმანეთს ფარულად ხვდებიან ბერლინში. polity.ge
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif რობერტ ამსტერდამი 22 სექტემბერს გამთენიისას, თბილისში (საქართველო) აშშ-ს საელჩოდან დაახლოებით 100 მეტრში პატარა ბომბი აფეთქდა. ამან ხელი შეუწყო იქვე მეზობლად სასაფლაოზე მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას. მომდევნო კვირეებში, მთელი რიგი საიდუმლო აფეთქებები განხორციელდა 2 ოქტომბერს ბომბი ჯერ ხიდზე ქალაქის შემოგარენში აფეთქდა, შემდეგ კი 21 ოქტომბერს რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, რასაც შუაღამით ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. მთელი თვის განმავლობაში სიმშვიდე იყო, ვიდრე 28 ნოემბერს დღის 2 საათზე ყველაზე დიდი აფეთქება არ მოხდა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ოპოზიციური ”ლეიბორისტული პარტიის” შენობა და სუპერმარკეტის ვიტრინა ქალაქის შემოგარენში. პარტიის ოფისის აფეთქებას 58 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. შემდეგ დაიწყო დაჭერები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტერორისტული თავდასხმები“ დაგმო და განაცხადა, რომ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დეკემბრის დასაწყისის აფეთქებებში. ამავდროულად შსს ამტკიცებს, რომ ამ ადამიანთა ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან იმართებოდა. სახელმწიფოსადმი ლოიალურმა მედიამ, აფეთქებები ნაყოფიერად გააშუქა და შემდეგ ბომბიც აჩვენა: მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ „ამ მომენტისთვის არსებული მტკიცებულებები… ამ ექვს ეჭვმიტანილს და რუსეთის არმიის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს შორის მკაფიო კავშირზე მიუთითებს“ და ეჭვმიტანილი ტერორისტის გოგიტა არქანიას სავარაუდო ვიდეო აღიარებაც გადმოსცა. თითქოს ეს საკმარისი იყო, თუმცა მორალური პანიკა იმის გამოცხადებამ გააღვივა, რომ ერთ-ერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილის სასტუმროს ნომერში რადიოაქტიური ნივთიერება (ცეზიუმ-137) აღმოჩნდა, რაც მთავრობის თქმით, შესაძლოა, ჭუჭყიანი ბომბის დამზადებისთვის იყო განსაზღვრული. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებებზე, თითქმის არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ აფეთქებები სასარგებლო საბაბი აღმოჩნდა საბძოლო მზადყოფნაში მყოფი პრეზიდენტისთვის, რომელიც საკუთარი პოლიტიკისა და მედიის კონტროლის გამო, ოპოზიციის სულ უფრო მზარდი უკმაყოფილების ობიექტია. ”ლებორისტულმა პარტიამ” რომლის შტაბ-ბინაც აფეთქებების სამიზნე გახდა, უმალ მთავრობა დაადანაშაულა. პარტიის მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა აფეთქებას „პოლიტიკური ტერორი“ უწოდა: „ბოლო დროს ჩვენ განსაკუთრებით აქტიურები ვართ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს არ არის პარტია ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით, არამედ ის ბანდა და ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორც სჩანს, ეს ჩვენს განცხადებებზე პასუხი გახლდათ. საქართველოში პოლიტიკური პარტიის ოფისთან განხორციელებლი აფეთქებებიდან ეს პირველი არ არის, თუმცა აქამდე მსგავსი ძალის აფეთქება არასდროს მომხდარა. დაიღუპა ქალი, დაიჭრა ჩვენი პარტიის დაცვის თანამშრომელი. ის იმ რკინის გისოსებმა გადაარჩინა, რომელიც მისი ოთახის ფანჯრებს იცავდა. ამ რაიონის ბევრი მცხოვრები დაშავდა, მათგან ზოგიერთები ჰოსპიტალში გადაიყვანეს.“ აღსანიშნავია რომ სამი წლის წინ ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და იძულებული გახდა შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. რა თქმა უნდა, როგორც ეს ქართული პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი, ნათელაშვილს თავადაც საკმაოდ უყვარს პოლიტიკური ოპონენტების „კაგებეს“ აგენტობაში დადანაშაულება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი და ნატო-ს წევრობის აქტიური მოწინააღმდეგეა. ანალიტიკოსები ბევრს კამათობენ იმაზე, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ამ ძალადობრივი აქტებით გამოწვეული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და აფეთქებების მოტივაციასთან და მთავრობის ვერსიასთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი არსებობს. მაგალითად, რისთვის უნდა სჭირდებოდეს რუსეთის მთავრობას იმ შედარებით უმნიშვნელო პარტიის დაბობვა, რომლის პოლიტიკაც ფაქტობრივად მის ინტერესებშია? ეს მე კრემლის იმ არგუმენტებს მაგონებს, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინის ოპონენტებმა პოლიტკოვსკაიას და ლიტვინენკოს წინააღმდეგ ზომები თითქოს მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ რუსეთის ლიდერის რეპუტაცია შეელახათ. აფეთქებები ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა. ”ლეიბორისტულ პარტიაზე” შეტევამდე სამი დღით ადრე, დანაწევრებულმა და დიდწილად არაეფექტურმა ოპოზიციამ ამ წლის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო აქცია გამართა. ჩვენ ვხედავთ, რომ შიდა კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური გადარჩენის თვალსაზრისით სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ პროვოკაციაზე და სამწუხაროდ, მოსკოვიც სრულ მზადყოფნაშია საკუთარი ანტაგონიზმით მას ხელი შეუწყოს. იმის პარალელურად რომ პრეზიდენტი ტერორისტებს ებრძვის, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთიდან მის დასამხობად ჩამოვიდნენ, თბილისში ჯაშუშების დაკავებაც ხდება, რომელთაგან ზოგიერთი ამ აფეთქებებს უკავშირდება, თუმცა აფეთქებებს წინ უძღოდა დაჭერების უმრავლესობა. ქართველი დამკვირვებლების უმრავლესობა იმ სკანდალს გაიხსენებს, რომელიც რუსეთის ინტერვენციაზე მომზადებულ ყალბ რეპორტაჟს მოჰყვა, რაც იმის მკაფიო ილუსტრაცია იყო, თუ რამდენადაა დამოკიდებული მთავრობა შიშის და უსაფრთხოების ნარატივზე, რათა საკუთარი დემოკრატიული შეცდომები გაამართლოს. ეს გამონაკლისი სულაც არ არის. როდესაც იმ ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც პოლიტიკური კრიზისია, შუაღამით საიდუმლო აფეთქებები ხდება, დარწმუნებული იყავით, რომ ერთი ან მეორე მხარე სასოწარკვეთილ თამაშს თამაშობს. მართალია ამ მოვლენებს არაფერი აკავშირებს გარდა მეთოდოლოგიისა, თუმცა ახლახანს ტაილანდში მუშაობის დროს აფეთქებების მსგავსს სურათს ვაკვირდებოდი, რაც აღვწერე, როგორც „დაძაბულობის სტრატეგია“. გასული წლის განმავლობაში, ბანკოკში შუაღამით ყუმბარების რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაშიც ოპოზიციური მოძრაობა „წითელი მაისური“ დაადანაშაულეს. ეს მთავრობისთვის იმის რეგულარულ საბაბად იქცა, რომ გაეგრძელებინა საგანგებო მდგომარეობა. პროცესების მიბაძვის მსგავსი სტრატეგია შეინიშნებოდა 1960-იანი წლების იტალიაში. ამ დროს სახელმწიფო ცდილობს „ხალხის გრძნობებით მანიპულირებას… და ამ გზით ისეთი გაურკვევლობისა და სოციალური ძვრების გამოწვევას, რაც მოსახლეობაში გააჩენს მოთხოვნილებას ძლიერ ხელზე, რომელიც წესრიგს დაამყარებს“ (სტიუარტ კრისტი „შავი ტერორისტის პორტრეტი“, 1984). დღეს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პოზიცია, პირველად „ვარდების რევოლუციის“ პიკის შემდეგ კვლავ ყველაზე ძლიერია. თბილისში ვიზიტად მყოფი, თომას დე ვაალი აღწერს, რომ სააკაშვილი სხვადასხვა დისკუსიის ორივე მხარეს ყოფნას ახერხებს: „ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის ყველაფერი იყოს. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა“, – წერს ვაალი – „აბა იფიქრეთ როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს ”მსოფლიო ბანკის” რეიტინგში („ბიზნესის იოლად წარმართვა“) მისი ვარსკვლავური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ ფესვები გადგმული“. არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ეს აფეთქებები საკუთარი „დაძაბულობის სტრატეგიით“, სააკაშვილმა ან მისმა მხარდამჭერებმა მოაწყვეს, მაგრამ აშკარაა რომ ეს მოვლენები ყველაზე მეტად სწორედ მათ აწყობდათ. შესაძლოა მას შემდეგ რაც უფრო ბევრი რამ გაირკვევა, ასეთი ველური თეორიების უარყოფა მარტივი გახდეს. ამას გულწრფელად ვისურვებდი, რადგან როგორც ეს ტაილანდის მაგალითმა ცხადყო, მორალური პანიკის გაღვივებისა და შიშით მართვის მსგავი მცდელობები ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება. ორიგინალი ორიგინალი
  16. ლისაბონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ტელეკომპანიას ღია ეთერში მისცა ინტერვიუ. პირველი ვრცელი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს კორესპონდენტთან გააკეთა და ლისაბონში დასმულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ღია ეთერში ისაუბრა. გაზიარება [18:25 13-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQYsp-x9kbI/AAAAAAAAESg/8aFGmc38lC8/s200/00196l.jpg„ბატონო პრეზიდენტო, რუსეთთან ომის შემდეგ თქვენ თქვით, რომ ნატო-ს წევრი გახდებოდით. შეცვალა ნატო-მ ეს დაპირება?- არა. დღეს განიხილეს კომუნიკე და ვინაიდან ახლოს ვიყავით უკრაინასთან, მას კი უახლოეს მომავალში [ნატო-ში] შესვლის განზრახვა აღარ აქვს, არსებობდა საფრთხე, რომ, გარკვეულწილად, [საქართველოსთან მიმართებაშიც] უკან დაიხევდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა. ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს მოვისმინე - საუბარი უფრო გაძლიერდა, რაც იმის დასტურია, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავაც გრძელდება და საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ნატო დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს აღელვების მიზეზი. რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, აქ რომ ვმდგარიყავი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩემთან პირისპირ შეხვედრისას. დღეს ეს შეხვედრა ერთ-ერთი იყო პრეზიდენტ ობამას აქ გამართული ორი შეხვედრიდან. გითხრათ მან, როდის შეიძლება გახდეთ ნატო-ს წევრი? - ის მტკიცე მხარდაჭერას გვიცხადებდა იმ რეფორმებში, რომლებსაც ძალიან რთულ რეგიონში დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით ვახორციელებდით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ მსოფლიოს ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ - ეს ძალზე დიდი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვდივართ. ვფიქრობ, ამერიკამ ხელახლა დაგვიდასტურა თავისი მხარდაჭერა და ეს ძალიან კარგია. რას იტყვით მოსკოვსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ? იცით, რომ მოსკოვს უნდა ნატო-ში შესვლა? - იმედია, მოსკოვის დამოკიდებულება უფრო ცივილიზებული გახდება. მე მხარს ვუჭერ „გადატვირთვის" პოლიტიკას, თუკი დაცული იქნება შეთანხმების პრინციპები. დღეს პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მტკიცედ დაიცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ იცით, რომ საქართველოს ორი ტერიტორია - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვარშავაში, რამდენიმე დღის წინათ მიიღეს რეზოლუცია, რომ რუსების მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. ამ რეზოლუციას, ფაქტობრივად, ყველამ მისცა ხმა. ჩვენ ნახევარი მილიონი დევნილი გვყავს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონზე ნაკლები - 4.9 მილიონია. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემები. მეორე მხრივ, ურთიერთობების ფორმირების, დიალოგის, დასავლეთსა და რუსეთს შორის უფრო მეტი კონტაქტის პირობებში, იმედია, რუსეთი უფრო ცივილიზებული გახდება თავისი მეზობლების მიმართ - მარტო საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს. ჩვენი პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრად მწვავეა, მაგრამ რუსეთს პრობლემები მთელ რიგ მეზობელ ქვეყნებთან აქვს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. „გადატვირთვის" პოლიტიკის პირობებში, იმედია, ესეც შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. აპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას? - იცით, ისინი თავს გვარიდებენ. ბევრ ქვეყანაში საჯაროდ ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები არიან და ყველა აღიარებს, რომ ეთნიკური წმენდის უკან სწორედ ისინი დგანან, ხალხს დაბრუნების საშუალებას მაინც არ აძლევენ და კოლონიზაციას ცდილობენ. აფხაზეთში მათ, ფაქტობრივად, 19-ე საუკუნის კლასიკური კოლონიური სისტემის დანერგვა დაიწყეს, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მზად ვარ დაველაარაკო პრეზიდენტ მედვედევს ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ნებისმიერ დონეზე. ნამდვილად, არ ვერიდები მას და მსურს დაველაპარაკო ნებისმიერ იმ საკითხზე, რაზეც მას სურს საუბარი. ჩვენ ძალიან მოქნილი და გახსნილი ვართ". საქართველოს პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ასევე ტელეკომპანია CNN. პენტაგონის კორესპონდენტი კრის ლოურენსი ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავების თემას შეეხო და დაინტერესდა, იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. „ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავება დაგვეხმარება, თუკი რუსეთი ნაკლებად პარანოიდული იქნება, უფრო მეტად გახდება თანამშრომლობისუნარიანი და სიმტკიცის პოზიტიურ გზას დაადგება, რადგან ვფიქრობ, რომ მისმა პარანოიდულმა განწყობამ ბევრი რამ გამოიწვია. იმედია, რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პირველ პირთან ინტერვიუ Euro News-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეაფასა. „ნატო ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში რუსეთის მონაწილელობით განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე. ამას გარდა, რეზოლუციაში გამოყენებულია ერთმნიშვნელოვანი ტერმინი „ოკუპაცია" საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შესახებ, რაც საერთაშორისო სამართლის, უდავოდ, სერიოზული დარღვევაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Euro News-ს კორესპონდენტთან საუბრისას. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. სოფელ ჯაფარიძეში, შრომის ქუჩაზე მცხოვრებ უსინათლო 58 წლის ელზა გოგილაშვილის ოჯახს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი ყოველთვიური საარსებო შემწეობა მხოლოდ იმიტომ შეუწყდა, რომ 14 წლის წინ მოსკვიჩის მარკის მოძველებული ავტომობილი მინდობილობით გაყიდეს. თუმცა, მოსკვიჩი კვლავაც უსინათლო ქალბატონის მეუღლეზე 61 წლის დავით გოგილაშვილზე არის გაფორმებული. ოჯახი ამბობს, რომ სოფლის რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი შესაბამის ცნობას არ აძლევთ, რის შემდეგაც დახმარების აღდგენას შეძლებენ. გაზიარება [თამილა გურაშვილი . 15:37 11-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQNiVF0j7cI/AAAAAAAAESY/o26zOxfpudU/s200/usinatlo.gifდედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოშიც განმარტავენ, რომ დახმარების შეწყვეტა ოჯახის სახელზე ავტომობილის დაფიქსირებამ გამოიწვია. ,,ჩემი მეუღლე 7 წელია ვერ ხედავს. ასევე გულის დაავადებებს უჩივის და სულ 1 თვეა, რაც ოპერაცია გაიკეთა. გულის ორივე პარკუჭის ჰიპერტონია და აორტის ანევრიზმა აქვს. 4 თვე თბილისში დიღმის გულის კლინიკაში იწვა. უამრავი ხარჯი გვაქვს, არადა უმუშევრები ვართ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი დახმარება იყო და ისიც სექტემბრიდან შეგვიწყვიტეს... რა გზას დავადგეთ არ ვიცით. ხანდახან დღიურ სამუშაოზე გავდივარ და შიმშილს ამით გადავურჩით. მთელმა სოფელმა იცის, რომ ეს მანქანა ამდენი წელია გავყიდე და ის ჩვენს ოჯახს აღარ ჰყავს. სოფლის რწმუნებულისგან დახმარება მინდა, ცნობა დამიწეროს, რომ ჩვენს ოჯახს ავტომობილი აღარ ჰყავს. რამდენი დღეა რწმუნებულს ვეხვეწებით, მაგრამ უარზეა და ჭუჭულაშვილი ასე გვაწვალებს," - აცხადებს სოციალურად დაუცველი ოჯახის უფროსი დავით გოგილაშვილი. დედოფლისწყაროს გამგეობაში "ქიზიყს" განუმარტეს, რომ ამგვარ ცნობებს ყველა სოფლის რწმუნებული უპრობლემოდ გასცემს, თუმცა მისი დაწერისგან ჭუჭულაშვილმა რატომღაც თავი შეიკავა. მოკვლევისას "ქიზიყმა" ისიც გაარკვია, რომ ამ მხრივ სოფელ ჯაფარიძის რწმუნებული განსაკუთრებით გამოირჩევა და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ხელოვნურ დაბრკოლებებს ხშირად ქმნის. ნოდარ სამადაშვილი (სოც-აგენტი): ,,რატომღაც ჯაფარიძის რწმუნებული ცნობების გაცემაზე ყოველთვის პრობლემას ქმნის. სხვა არცერთი სოფლის რწმუნებული ამ კუთხით პრეტენზიებს არ გამოსთქვამს. ამ შემთხვევაში საჭირო აქტის გაცემა რწმუნებულს შეუძლია. თუ გოგილაშვილების ოჯახი წარმოადგენს ცნობებს, რომ ეს ავტომობილი არ ეკუთვნით, მაშინ დახმარების აღდგენაზე საუბარი იქნება და გაცდენილი თვეების ანაზღაურებაც მოხდება". ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ჩარევამ და სოფლის რწმუნებულთან რამდენჯერმე დაკავშირებამ შედეგი გამოიღო. ჯაფარიძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვლადიმერ ჭუჭულაშვილმა პირობა დადო, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ცნობას გასცემს... მას შემდეგ კი ჯერი სოციალურ სააგენტოზეა. აღუდგება თუ არა ოჯახს დახმარება და რამდენად სწრაფად მოხდება ეს პროცესი, გაზეთ "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფი მოვლენათა განვითარებას თვალყურს აქტიურად მიადევნებს. "ქიზიყი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  18. როდესაც ტელევიზორი ჩავრთე, თავიდან მეგონა, რომ მორიგ შემეცნებით ფილმს ვუყურებდი, ამჯერად პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებიდან, ზღვის ფონზე ენერგიულად მოძრაობდა და ხელებს იქნევდა წელს ზემოთ შიშველი ჰუმანოიდი, რომელსაც თანამედროვე ადამიანებისგან ფრიად არასპორტული, არაპროპორციული აღნაგობა და ხშირი ბალნით დაფარული სხეული განასხვავებდა. ის ჩვეულებრივ ნეანდერტალელზე მაღალი ჩანდა და ვიფიქრე, რომ ფილმი “Homo erectus”-ებზეა, ისეთებზე, როგორებიც ზეზვა და მზია იყვნენ, რომლებსაც არქეოლოგებმა დმანისში მიაგნეს. გაზიარება [დიმიტრი მონიავა. 00:16 11-12-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQKKUvTLbVI/AAAAAAAAESQ/bbXfzP2zTVU/s200/n39_1gv_296159529.jpgთუმცა, როდესაც ის, ვინც თავიდან ერთი რიგითი პიტეკანტროპი მეგონა, უფრო ახლო ხედით აჩვენეს, მივხვდი, რომ ეს სულ სხვა კინოა და წელს ზემოთ შიშველი ადამიანი არც ზეზვა და, მითუმეტეს, არც მზია იყო; თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით, თუ ვინ გამოჩნდა მრავალტანჯულ ტელეეკრანზე. როგორც შემდეგ სახელისუფლო პროპაგანდამ ახსნა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, ბათუმისკენ ინვესტორებისა და ტურისტების ყურადღება მიეპყრო, თუმცა, ცხადია, ნებისმიერი საღი გონებისა და კეთილი ნების ადამიანი ამ შოკისმომგვრელი სურათის დანახვისას შეეცდებოდა, აღნიშნული ადგილისგან მაქსიმალურად შორს აღმოჩენილიყო. უახლეს ისტორიას ორი მოცურავე მმართველი ახსოვს, სადამ ჰუსეინი და მაო ძედუნი, რომელმაც 73 წლის ასაკში 14 კილომეტრი გაცურა. სააკაშვილის სამნახევარი კილომეტრი ამ მაჩვენებელთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება, თანაც, ის, ვინც ცურვაში ერკვევა, ყურადღებას მიაქცევდა იმას, რომ იმ მოუქნელი სტილით, რომლითაც სააკაშვილი მიცურავდა, 3,5 კმ. დისტანციის დაფარვა ძლიერ გაუჭირდებოდა, როგორც პროპაგანდის მიერ გამოცხადებულ დროში, ისე - საერთოდ. საქმე, ალბათ, გაცილებით მარტივადაა და ტურისტებსა და ინვესტორებს ნაკლებად ეხება.სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, თუნდაც ამისთვის უაღრესად ექსტრავაგანტული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, რადგან, სავარაუდოდ, გრძნობს, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ინტერესი მისდამი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ ამ მოვლენების კომენტირებისას თითქმის არავის გამოუყენებია ფრაზა “მეფე შიშველია”, რადგან, როგორც ჩანს, “მეფედ” (ფართო გაგებით მმართველად, რომელიც ყურადღებას, თუნდაც თავისი სტატუსის გამო იმსახურებს) სააკაშვილს აღარავინ აღიქვამს. ყუ­რადღების მიპყრობის სურვილმა კი იგი ისეთ ნაბიჯამდე მიიყვანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ლამის ექსგიბიციონიზმის აქტად შეაფასა; “До чего же Вы дошли, эрцгерцог...” არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი: “დემოკრატიის შუქურა”, “პროგრესული კაცობრიობის იმედი”, ავანსები, კრედიტები, მხარდაჭერა... ასეთ სასტარტო პირობებში იგივე პიტეკანტროპი ზეზვა შვიდწლიანი ევოლუციის შემდეგ, როგორც მინიმუმი, პუანკარეს თეორემას დაამტკიცებდა და ნობელის პრემიას აიღებდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი სხვა გზით წავიდა და სტარტიდან შვიდ წელიწადში ბათუმის პლაჟზე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც, ალბათ, ზეზვასთვისაც სათაკილო იქნებოდა. ვერაფერს ვიზამთ, ევოლუცია შეიძლება როგორც პროგრესის, ისე რეგრესის გზით წავიდეს, თუ რა მიმართულებით წავიდა “ვარდების რევოლუციის” ევოლუცია, მგონი, ყველანი ვხედავთ. თუმცა ჯერ სად ვართ, როგორც ვატყობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სააგენტო “GHN”-ის ცნობით, “აჭარაში ნუდისტური პლაჟის გახსნა იგეგმება”, რომლის მოწყობას, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ამერიკული ტურისტული კომპანია გეგმავს. ალბათ, მიხეილ სააკაშვილი ამ პლაჟის გახსნაზეც მივა, რადგან, როგორც წესი, ნებისმიერი ობიექტის გახსნას ესწრება. საქმეში ჩახედული ექპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნამდვილი თავდავიწყება სწორედ ნუდისტური პლაჟის გახსნის ცერემონიაზე დაიწყება. ისე, იმისთვის, რომ უცხოელი ნუდისტები მოიზიდო, მათ უნდა აჩვენო, რომ აჭარის ნუდისტურ პლაჟზე სიცოცხლე დუღს. ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ პლაჟის შესავსებად, პირველ ეტაპზე, იმ აქტივისტებს გამოიყენებენ, რომლებიც ხელისუფლებას სხვადასხვა ღონისძიებებზე “მადლიერი ხალხის” როლის შესასრულებლად დაჰყავს. ასე რომ, ძვირფასო აქტივისტებო, შეიძლება საჯარო გაშიშვლება მოგიწიოთ. ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ეს გზა ცხოვრებაში თქვენ თავად აირჩიეთ. "საქართველო და მსოფლიო" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  19. გუშინ აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელად წოდებულმა ბესარიონ აპლიამ მიმართა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელებს და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. ის ამ მიმართვაში საუბრობს ძმათა შორის აუცილებელ მშვიდობასა და ერთმორწმუნეობაზე . გაზიარება [21:52 09-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQEXWm0rqpI/AAAAAAAAESI/KK2b__qJapY/s200/1291902648_mamo.jpgმოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საპატრიარქო ცნობს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი ახსნა მოუძებნა მას „ინტერფაქსათან“ ინტერვიუში საქართველოსა და აფხაზეთის ეკლესიების შეუთანხმებლობას. ამავე ინტერვიუში მან უარყო ის მოწოდება, რომელიც ერთი დღით ადრე გავრცელდა და რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. აპლიამ მოგვიანებით ახსნა, რომ საქართველოს ეკლესიასთან დიალოგში იგი გულისხმობდა დიალოგს ერთ თემაზე: დაიწყონ საუბარი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე. საქართველოს საპატრიარქოს საზღვარგარეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის გამოხატავდა სურვილს აფხაზებთან დიალოგის დასაწყებად. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ უნდა დაიწყოს ეს დიალოგი. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქი ამისთვის მზად არის. მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებთან ეს იქამდე განაცხადა, სანამ ბესარიონ აპლია თავის პირველ მოწოდებას უკან წაიღებდა და სანამ საქართველოს საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების პირობას წაუყენებდა. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  20. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/cxinvalis-omi-2.jpgვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან დაახლოვებას – თბილისი სასოწარკვეთილი ეძებს აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას. საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ს ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ და საქართველო რუსეთისა და ირანისთვის უფრო მოწყვლადია. polity.ge
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ნატალი ნუგაირედი მიუხედავად იმისა, რომ ელისეის სასახლის შუამავლობას 2008 წლის აგვიტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, ნიკოლა სარკოზის დიპლომატიის „გმირობად“ წარმოაჩენენ, მასზე აშშ-ს და მისი მოკავშირეების რეაქცია თავშეკავებული გახლდათ. ვაშინგტონს თავისი კრიტიკული დამოკიდებულება საჯაროდ იმიტომ არ გამოუთქვამს, რომ მოსკოვის თვალში დასავლეთის ერთობისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა. თუმცა ამერიკელების პოზიციამ მაინც გაჟონა იმ დიპლომატიურ მიმოწერაში, რომელიც ვებ-გვერდმა WikiLeaks-მა Le Monde -ს მიაწოდა. წერილიდან, რომელიც 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკის საელჩოებში კონდოლიზმა რაისმა (აშშ-ს სახელმიწფო მდივანი 2005-2009 წლებში) დააგზავნა, ჩანს, თუ რატომ გადასცა აშშ-მ საფრანგეთს (იმ დროს ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო) დიპლომატიური ინიციატივა. ვაშინგტონს სჭირდებოდა, რომ ამ საკითხში პირველხარისხოვანი როლი ევროკავშირს ეთამაშა და მოსკოვს არ ჰქონოდა შესაძლებლობა კრიზისი პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსულ-ამერიკულ კონფრონტაციად წარმოეჩინა. ამგვარად, ამერიკულმა დიპლომატიამ გადაწყვიტა მეორე პლანზე გადასაულიყო, ყურადღებით ედევნებინა თვალი საფრანგეთის ყველა ქმედებისთვის და მათზე გავლენა იმ დროს მოეხდინა, როდესაც ეს აუცილებელი გახდებოდა. ამგვარად, იმისგან განსხვავებით რაც ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 13 ნოემბერს განაცხადა, ჯორჯ ბუში არასდროს ყოფილა წინააღმდეგი სარკოზი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მოლაპარაკებებზე მოსკოვში გამგზავრებულიყო. თუმცა, შედეგებმა ამერიკელებში ერთგვარი ეჭვები გააჩინა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ძალიან ბევრი „უზუსტობა“ აღმოჩნდა, რაც მოსკოვს დოკუმენტის „არასწორი ინტერპრეტაციის“ და საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების დატოვების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზეზის გამო, რაისი ელისეს სასახლეს დამატებით დოკუმენტზე მოელაპარაკა. ეს არის 14 აგვისტოთი დათარიღებული საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი, სადაც რუსი ჯარისკაცების შეკავების მიზნით, დამატებით განმარტებებია მოცემული. თუმცა, მოსკოვმა ეს წერილი თავდაპირველი შეთანხმების ნაწილად მაინც არ აღიარა. ერთობის სიმულაცია ვაშინგტონს სჭირდებოდა პარიზთან შეხედულებების ერთობის დემონსტრირება. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ საკითხისადმი აშშ-ს რეალური დამოკიდებულება, დიპლომატებს „თავი უნდა შეეკავებინათ საფრანგეთის და პრეზიდენტ სარკოზის პოზიციის“ შეფასებისგან, – წერდნენ სახელწიფო დეპარტამენტში. გამოდის, რომ კრემლმა საფრანგეთი გააბრიყვა? ამერიკული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რუსულმა მხარემ ხაფანგი მოამზადა, შექმნა რა ცეცხლის შეწყვეტის მეორე დოკუმენტი, რომელიც სარკოზის ვარიანტისგან ერთგვარად განსხვავდებოდა. და სწორედ მას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მედვედევმა. შედეგად, შეთანხმების ორი ვერსია გამოქვეყნდა, რომელიც შეიცავდა ისეთ ნიუანსებს, რაც რუსეთისთვის მოქმედების ერთგვარ თავისუფლებას ქმნიდა. მართალია დრო და დრო ფრანგებს შეშფოთება ეტყობოდათ, თუმცა მათ დაადასტურეს ის, რომ მოსკოვმა რთული ამოცანა დაუსახათ, მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის შეკავების აუცილებლობაც აღიარეს. მათი აზრით, ოკუპირებული საქართველოს ბედი არ გახლდათ ერთადერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც იყო საჭირო რუსეთთან ურთიერთობებში. „დასავლეთს სჭირდება რუსეთი ირანის ბირთვულ საფრთხესთან დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა 2008 წლის 5 სექტემბერს ელისეს სასახლის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ფრანსუა რიშიემ ნატოში აშშ-ს სწარმომადგენელთან კურტ ვოლკერთან შეხვედრისას. ამერიკელი დიპლომატი იძულებული იყო ამ მოსაზრებას დათანხმებოდა, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, მოსკოვთან ჩვეულებრივ თანამშრომლობა გართულდება. „მძიმე ატმოსფერო“ 2008 წლის 8 სექტემბერს რუსეთმა არმია არ გაიყვანა და ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვთან და თბილისთან მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა იგრძნო. მეორე დღეს დიპლომატმა ფილიპ ლეფორმა მის ამერიკელ კოლეგას მოსკოვში, უამბო მოლაპარაკებებზე არსებული „საკმაოდ მძიმე ატმოსფეროს“ შესახებ. „რაღაც მომენტში სარკოზიმ ხელი წაავლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პიჯაკის საყელოზე და ის ძალიან მკაცრ ტერმინებში მატყუარად მოიხსენია“, – წერდნენ ამერიკის საელჩოში. „სარკოზიმ, როგორც ჩანს გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი, როგორც „სერიოზული ზესახელმწიფოს“ იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა იმით, რომ აღებული ვალდებულებება არ შეასრულა“, – ნათქვამია წერილში. შედეგად, რუსეთის არმიამ მხოლოდ ზოგიერთი რეგიონი დატოვა და 2009 წელს საბოლოოდ გამაგრდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამერიკულ მიმოწერასი ეს შედეგი შეფასებულია, როგორც „კვიპროსის“ სცენარი, ანუ სამხედრო ოკუპაცია, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ორიგინალი ორიგინალი
  22. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ გზავნილების თანახმად, რუსეთი საქართველოში სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდა.“რუსეთი “გრადის” ჭურვებითა და სხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებით ამარაგებდა სეპარატისტებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ახორციელებდა “საიდუმლო ოპერაციებს”, რათა “აეფეთქებინა” საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს. რუსეთის მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ მოიცავდა სარაკეტო დარტყმებს, მკვლელობებს და სხვადასხვა უფრო მცირე ქმედებებს” , - ნათქვამია Wikileaks -ის მასალებში.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.როგორც ნიკოლოზ რურუამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს მიმართვა გავრცელდება შემდეგი ორგანიზაციების სახელზე - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის, გეტისა და კრესის ფო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. ოსურ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მოსკოვის ხელისუფლების მესვურების გადაწყვეტილებით მოუმზადდათ წინასაახალწლო სიურპრიზი. გუშინ 1 დეკემბერს, ქალაქ მოსკოვის სათათბირომ სხდომაზე მიიღო კანონი მოსკოვის ხელისუფლების დახმარებით მიკრორაიონ „მოსკოვსკში 218 საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი ობიექტების“ უსასყიდლოდ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე.მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი, აღნიშნულ მიკრორაიონში სახლების ცხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...