planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რონალდინიოს ამერიკაში ეპატიჟებიან! View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რეტმანი ბრიუსელი – დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირი არანაირ დამსჯელ ღონისძიებებს არ მიმართავს ბელორუსში არჩევნების შემდეგ განხორციელებული ძალადობის აქტებისა და ეუთო-ს მიერ არჩევნების უარყოფითად შეფასების მიუხედავად. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ არჩევნებს „უსამართლო“ უწოდა არსებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს 20 დეკემბერს, მინსკის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა. ერთი დღით ადრე, კვირა საღამოს, დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართა, რაც პოლიციის მხრიდან სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებითა და ასობით იმ ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა, რომელთა ადგილსამყოფელიც დღემდე უცნობია. ორშაბათს გამოქვეყნებული ეუთო-ს (დემოკრატიისთვის ბრძოლის სააგენტო, რომლის შტაბ-ბინაც ვენაშია) წინასწარი ვერდიქტის თანახმად, ბელორუსიას „საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი“ ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდება. ყველაზე კორუმპირებულ რგოლად ხმების დათვლის პროცესი დასახელდა. იმავე დღეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვერ მივიჩნევთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად“ და ხელისუფლებისგან „დაპატიმრებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლება“ მოითხოვა: „უახლოეს დღეებში იმოქმედეთ თავშეკავებულად, არავის ავნოთ, არ დაემუქროთ და არ გაუხანგრძლივოთ დაკავების ვადა მათ, ვინც საკუთარ ელემენტარულ უფლებებს იცავდა“. ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის რეაქცია გაცილებით ზანტი გახლდათ. მისი თქმით ძალადობის აქტები „სამწუხარო“ და „მიუღებელია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული „კრიტიკული თანამშრომლობის პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის… დამოკიდებულია დემოკრატიის, მართლწესრიგის და ადამიანის უფლებების პრინციპების პატივისცემაზე“, მაგრამ მას დაპატიმრებულთა გათავისუფლება არ მოუთხოვია და უარი არ უთქვამს არჩევნების შედეგების აღიარებაზე. „მიხვდით ალბათ, საით მიჰყავს ეშტონს საქმე – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს ვიღონებთ“ – დიპლომატიური წრეებიდან განაცხადა ჩვენმა წყარომ – „ქუჩაში 100 ათასი ადამიანი რომ გამოსულიყო და მოედანი გვამებით გავსებულიყო, მაშინ შეიძლება სხვაგვარი რეაქცია ყოფილიყო“. სამშაბათს ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში მომხდარის შესახებ წინასწარ დისკუსიას გამართავენ, ხოლო იანვარში როდესაც სიტუაცია ჩაცხრება, მინისტრების დონეზე განცხადებას გამოაქვეყნებენ. ჩვენი წყაროს ცნობით, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებში ბელორუსის მთავარი მფარველი და მისი მეზობელი, არ არის დაინტერესებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასჯით, რადგან ვარშავას აზრით, ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდაქმნებს და რუსეთისგან მისი დამოუკიდებლობის დაცვას. „რეალური შოკი ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობამ გამოიწვია. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ ლუკაშენკოს პროვოცირება მოახდინა: მათი რაოდენობა 10 000-ზე მეტი რომ არ ყოფილიყო, იგი ამას აიტანდა, მაგრამ ქუჩაში 20 000 ადამიანი გამოვიდა და ის იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა“ – სთქვა დიპლომატმა – „ლუკაშენკო ევროპის ფიდელ კასტროა, ადამიანი რომელსაც საოცარი თვითგადარჩენის უნარი აქვს. მისი რეჟიმი მუდმივად ვერ იარსებებს, მაგრამ ოპოზიციაც არადამაჯერებელია. აღსანიშნავია, რომ მთავრობაში 500 ათასი ადამიანი მუშაობს, ეს კი ქვეყნის მოსახლეობის 5%-ია. ოპოზიციის რიგებში მრავლად არიან „კაგებეს“ [ანუ ბელორუსიის საიდუმლო პოლიცია] აგენტები. მათ ზუსტად იცოდნენ, როდის და სად იქნებოდა ნეკლიაევი“. ნეკლიაევი – პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა აგენტებმა სცემეს და მოიტაცეს. ამავდროულად მალე უნგრეთი გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა (მაისში ბუდაპეშტში ექვსი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს, მათ შორის ბელორუსის, სამიტი იგეგმება) და არ არის გამორცხული, რომ გასული კვირის მოვლენების მიუხედავად ბელორუსი ამ სამიტს დაესწრება. ორშაბათს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანოშ მარტონიმ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას (ანუ ექვსი ქვეყნის კლუბს, რომლებიც სამიტს დაესწრებიან). ორშაბათს ლუკაშენკომ დემონსტრანტები არავაჟკაცური საქციელის გამო (ისინი ჩიოდნენ, რომ პოლიციამ მათ სცემა) გალანძღა. „და თქვენ გინდათ პრეზიდენტობა? მოითმინეთ!“ – სთქვა მან. ლუკაშენკო ასევე დაიმუქრა, რომ გამოაქვეყნებს ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გაღებული ფინანსური შემოწირულობების დეტალებს – WikiLeaks-ის საქმიანობის მსგავსი ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია უცხოეთის აგენტების, კერძოდ „კაგებეს“ ძალების მონაწილეობის დემონსტრირებაზე. ორიგინალი ორიგინალი
-
a View the full article
-
"დღევანდელი "რუსეთის ელიტა" ნახევარ წელსაც ვეღარ გატანს, თუ არ მოუსმენს ხალხს, თუ არ მოახდენს რეაგირებას სახალხო უკმაყოფილებაზე", – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა РИА Новости–სთან გამართულ მრგვალ მაგიდასთან გამოსვლისას.მისივე სიტყვებით, რუსეთის ყველა ხალხებს უნდა მიეცეს საშუალება, რომ იმოქმედონ რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე და აღნიშნავს, რომ "...დღეს ხელისუფლებამ უნდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გუწინ ჩრდილოეთ ოსეთში რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებული იქნა "მმართველი რეჟიმის უნიჭო პოლიტიკასთან და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასთან" დაკავშირებული მიტინგი."აგერ უკვე 20 წელია რაც რუსეთში ლიბერალური რეფორმების ხანა გრძელდება. ამ პერიოდში მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია თავისი ქვეყნის საგრძნობ წარმატებებს ეკონომიკურ, სოციალურ თუ სულიერ სფეროებში. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს იმ გზით სიარულს, რომელიც ღრმა უფსკრულით მთავრდება და რაც ჩვენს ქვეყანას სრული ნგრევით ემუქრება.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54367.jpgჯულიან ასანჟი მემუარებს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სკანდალური საიტის `ვიკლიქსის` დამაარსებელმა ერთ-ერთი ესპანური საგამომცემლო სახლის `ტვიტერის` გვერდზე, საკუთარ მიკრობლოგში გაავრცელა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54366.jpgმინსკში ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. 100-მდე ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბა, თუმცა დაახლოებით 15 წუთში ქალაქის მილიციის განყოფილების უფროსის... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54365.jpgდიპლომატიური სკანდალი. დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა შპიონაჟის ბრალდებით ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს. ამის შესახებ მედიისთვის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებიდან გახდა ცნობილი. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54364.jpgცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გადაეცა. სინოდის დადგენილების შესახებ განცხადება საპატრიარქომ გვიან ღამით გაავრცელა. View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/global-warm.jpgროგორც აშშ-ს მეტეოროლოგიური ცენტრი ამტკიცებს, მას შემდეგ, რაც 1880 წელს დაიწყეს ატმოსფერული ცვლილებების ფიქსირება თავისუფლად შეიძლება განვაცხადოთ ის, რომ 2010 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო დედამიწისათვის. როგორც ჩვენთან საუბარში მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჯონათან ლეშმა განაცხადა, ის რაც წელს ვნახეთ უდაოდ შეიძლება იქნას აღქმული,როგორც მსოფლიოში ატმოსფეროს დათბობის გაძლიერების ნიშანი: polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/saakashvili_lukashenko.jpgამერიკის შეერთებული შტატები ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დიქტატორის მეოთხედ არჩევის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ბელორუსიაში გამართულ არჩევნებს ძალადობრივს, არათავისუფალს და არადემოკრატიულს უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. polity.ge
-
თან ამას მოუსმინეთახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად ...http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1883&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/eurasia-review-11-150x23.png მაიკლ ჩეჩირე გაზეთ Moscow Times-ში გაჩნდა სტატია თამამი სათაურით: „როგორ უნდა გადაწყდეს ქართული კონფლიქტი“. ტექსტს ორი ავტორი ჰყავს, სულ უფრო გავლენიანი წყვილი: სემუელ ჩარაპი – ამერიკული პროგრესის ცენტრიდან და კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ელიოტის სკოლის წარმომადგენელი. ხმამაღალი სათაურის მიუხედავად, თავად სტატია საკმაოდ მშვიდია. ავტორებმა იმის ნაცვლად, რომ კავკასიაში მშვიდობის გასაღები მკითხველისთვის პირდაპირ გადაეცათ, არჩიეს უაღრესად რთულ პირობებში მტრულად განწყობილ მხარეებს შორის ეტაპობრივი გაუმჯობესების გზის საერთო მიმართულება დაეხატათ. თუკი ავტორების წინადადება ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს, არა იმიტომ რომ პუბლიკაცია აზრს მოკლებულია, არამედ იმის გამო, რომ ის რეალური სიტუაციის გათვალისწინებით დაიწერა ერთგვარად უგულებელყოფენ რა ახლახანს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საჯაროდ ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, ჩარაპმა და ველტმა 16 დეკემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეთოთხმეტე რაუნდში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალიან მყიფე და ფაქტობრივად ეფემერულ სქემებში დამატებითი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობა დაინახეს. მხარეებს მათ მცირე, სამაგიეროდ სასარგებლო ამოცანაზე მოლაპარაკებისკენ, კერძოდ კი კონფლიქტის ზონაში ორივე მხარეს ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებისკენ მოუწოდეს. ჯერ-ჯერობით ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ იმ ნაწილში მოქმედებენ, რომელსაც თბილისი აკონტროლებს. ეს რა თქმა უნდა კონფლიქტის გადაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში – წინადადება ღირებულია. „არ არსებობს უკეთესი „ინსტრუმენტი“ ძალის გამოუყენებლობის რეჟიმის განსამტკიცებლად, ვიდრე 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მყოფი ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის, ანუ EUMM-ის დამკვირვებელთა განთავსება გალსა და ახალგორში, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის, კონფლიქტის ხაზთან მოსაზღვრე, ომამდე ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რეგიონებში“ – ნათქვამია სტატიაში – „EUMM-ს შეუძლია გადაწყვიტოს უფრო ფართო მასშტაბის უსაფრთხოების საკითხები, თუ გალსა და ახალგორში თავის დამკვირვებლებს განათავსებს. კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც ძალადობაში გადადის, შეიძლება შეიარაღებული შეტაკების მიზეზად იქცეს“. ეს ის ბუნებრივი ნაბიჯია, რომელსაც რეგიონში მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესება მოითხოვს. მას ვერ უწოდებ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ღონისძიებას და ის საფრთხეს არც ერთი მხარისთვის არ წარმოადგენს. ჩარაპი და ველტი აღნიშნავენ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ყველა მოიწონებდა თბილისიც, სოხუმიც, ცხინვალიც და მოსკოვიც. მაგრამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ჟენევიდან სადაც მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უსიამოვნო და არაკონსტრუქციული ცნობები გავრცელდა. 17 დეკმბერს ვებ-გვერდ Civil.Ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც ჩანს რომ თბილისი მოლაპარაკებების პროცესში „იმედგაცრუებულია“. „საქართველო კატეგორიულად მოითხოვს რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღიარებას – 23 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაციის შემდეგ, მაგრამ რუსეთი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარე არა ის, არამედ ერთის მხრივ თბილისი და მეორეს მხრივ – ცხინვალი და სოხუმია“ – წერს Civil.Ge. – „რუსეთი ცდილობს თავი „შუამავლად“ წარმოაჩინოს და ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყების მეთოთხმეტე რაუნდის წინ, ოფიციალური სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე აღებულ ვალდებულებას მიესალმება“. თუკი ჟენევის მოლაპარაკებებს ისიც კი არ მოჰყვა, რომ კონფლიქტის ერთადერთ მხარეს, რომლის ჯარმაც 2008 წლის აგვისტოში რეალურად გადაკვეთა საერთაშორისო საზღვარი, ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულება აეღო, ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. რუსული პოზიციის კატეგორიულობა, რომ ის თითქოს მხოლოდ „შუამავალია“ უბრალოდ სასაცილოა. რთული გასაგები არ არის ის, თუ რატომ ხედავს ბევრი, ამ ერთი შეხედვით მცირე ამოცანაში როგორიც ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებაა, უდიდეს მნიშვნელობას ისეთი გრანდიოზული მიზნისთვის, როგორიცაა კონფლიქტის გადაწყვეტა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასეა, თუკი ამასწინანადელი ომის ყველაზე ძლიერ მონაწილეს ამ ომში საკუთარი როლის აღიარებაც კი უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე. ამ პრობლემის გამო ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არის ისეთი მოკრძალებული მიზნის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი, რომელსაც ჩარაპი და ველტი გვთავაზობენ? რა სჭირთ ასეთი საქართველოს და რუსეთს, რომ მათ შორის ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის თითქმის ყველა მცდელობა იშლება? დიდწილად მართალია ის, რომ იმ პრობლემებისადმი ტიპური მიდგომა, რომელიც თბილისი-მოსკოვის ურთიერთობებს წამლავს, კონკრეტულ საკითხებს, პიროვნებებს და მოვლენებს (დევნილების დაბრუნების უფლება, სააკაშვილის პრეზიდენტობა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ა.შ) ეფუძნება და არა კონფლიქტის უფრო მარტივ, ელემენტარულ მიზეზებს. აღსანიშნავია ის რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კონფლიქტებისგან ცუდადაა დაცული. ჩვეულებრივ მას ქვეყანა „გზაჯვარედინს“, „აღმოსავლეთს და დასავლეთს“ შორის „ხიდს“ უწოდებენ, თუმცა საქართველო მართლაც სამ რეგიონალურ ზესახელმწიფოს (რუსეთს, თურქეთს და ირანს) შორისაა მოქცეული, კონტინენტების გადაკვეთაზე, ამავდროულად ის უცხოელების (ავღანელების, ბერძნების, რომაელების, მონღოლების, არაბების, ბრიტანელების, ამერიკელების და სხვების) მუდმივი სტუმრობის ადგილი იყო. თუკი უფრო თანამედროვე ეპოქაზე ვისაუბრებთ, საქართველოს ნაციონალური ინტერესები მარტივად რომ ვთქვად, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და თავის მთავარ მიზნად დაისახა საბოლოოდ გამოეგლიჯა საქართველო ძალაუფლების იმ ძველი სისტემისთვის, რომელიც რეგიონში რუსეთმა ჩამოაყალიბა. ეს რუსული იმპერიული სისტემა, რომელმაც პიკს საბჭოთა პერიოდში მიაღწია, საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. საქართველოს ისევე როგორც ამიერკავკასიას, რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს რეგიონში მისი გავლენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო ელემენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველომ ეს სისტემა დაუფარავად უარყო და არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ამაზე მკვეთრად რეაგირებს და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ქმედებები, მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის კამპანია, დიპლომატიისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სტანდარტებს დიდად არ შეესაბამება, მათ აბსოლუტურად ირაციონალურსაც ვერ უწოდებ. როდესაც ირღვევა ის პრინციპები, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების მთავარი ელემენტების საფუძვლად მიიჩნევს, ბუნებრივია რომ მოსკოვი ამ „პრობლემის“ გამოსწორებისკენ ნაბიჯებს დგამს. რა თქმა უნდა საქართველოსთვის ეს სასიცოცხლო საფრთხეა. ამ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა გიგანტ ჩრდილოელ მეზობელთან, თუმცა ის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე თავისუფლება, რაც საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას გაძლევს და რაც რა თქმა უნდა შეზღუდულია პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მშენებლობის ჩარჩოებით. ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთში როგორც სჩანს ფაქტობრივად არ არსებობს წამყვანი იდეოლოგია (თუ არ ჩავთვლით ასეთად „ნაციონალური განდიდების“ იდეას), მაშინ როცა ქართულ ელიტას საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების მიმართ ზოგადი ზიზღი ამოძრავებს. იმასაც ვერ იტყვი, რომ მას აუცილებლად ანტი-რუსული განწყობა აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ის ცდილობს სრულიად გაწყვიტოს საქართველოს კავშირები საბჭოთა წარსულის ნარჩენებთან და პოსტ-საბჭოთა კლეპტოკრატიის მადემორალიზებელ ნანგრევებთან. რუსეთი თავის თავში დიდწილად სწორედ ასეთ სისტემას განასახიერებს, მოიცავს და მფარველობს. ეს სისტემა მისი საყრდენია. ამის გათვალისწინებით, საქართველოს სურვილი ამ ყველაფერთან რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს საერთო, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსკოვის დაინტერესებას შეინარჩუნოს საქართველო, როგორც მისი სისტემის კომპონენტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებებია, მაგრამ ის იმას ცხადყოფს, რომ მოსკოვს და თბილისს შორის ერთი შეხედვით არარაციონალური დავების, ასევე მათი გადაწყვეტის გასაღები არა იმდენად კონკრეტულ პრობლემებსა და მოვლენებშია, არამედ იმის შესწავლაში, თუ რა არის ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში დაძაბულობის ფუნდამენტური წყარო. თუკი პრობლემას ასე შევხედავთ, მაშინ უკვე არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ დაიწყო პირველმა ომი, სად იცხოვრებენ დევნილები, ვინ იდგება საჭესთან – სააკაშვილი თუ გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სისტემის მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ დიამეტრალურად განსხვავებული ნაციონალური ინტერესების შეტაკებას მოსდევს ის, რომ საქართველოს და რუსეთის პრობლემები ვერანაირად ვერ გადაწყდება მრგვალი მაგიდების და ვერც ერთი ტიპის საერთაშორისო შეუამავლობის პირობებში, თუკი რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მოხდება. ორიგინალი ორიგინალი
-
ენცო ბერზოტი გარდაიცვალა.... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54363.jpg17 იანვარს პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი კონფერენციას გამართავს, რომელიც მთლიანად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს მიეძღვნება. View the full article
-
ქალაქ ზუგდიდში, წესით, მედიის საქმიანობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველიც კი უნდა იყოს. ზუგდიდი ესაზღვრება კონფლიქტის ზონას-აფხაზეთს, გალის რაიონს. აქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. გალიდან ყოველდღე გადმოდის მოსახლეობა, ხან სავაჭროდ, ხან-სამკურნალოდ, ხან კიდევ ახლობლების სანახავად. შესაბამისად, ბევრი ახალი ამბის გაგება შეიძლება. გარდა ამისა, ზუგდიდი სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრია და ყველა მნიშვნელოვანი უწყება სწორედ ამ ქალაქშია თავმოყრილი. ზუგდიდთან ახლოს შენდება ტურისტული ზონა და ა.შ. მოკლედ, სანახავი და დასაწერია ბევრია. გაზიარება [თამაზ კუპრეიშვილი. 17:35 21-12-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRCtDRaculI/AAAAAAAAETw/Hnw_9C3dEu4/s200/presasamegreloshi.gifზუგდიდში ათამდე ადგილობრივი მედიასაშუალება მუშაობს: ორი რადიოსადგური, ერთი ტელეკომპანია, სამი გაზეთი და ორი ჟურნალი. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პრესის ბევრი ჯიხური და სტელაჟი დგას, თითქმის, ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, როგორც არ უნდა ეცადოთ, იქ ადგილობრივი გამოცემების ყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ. იქარი გამოცემებიდან ორი: გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი", 2010 წლის მაისის შემდეგ არ გამოსულა. დანარჩენი ჟურნალ-გაზეთების ტირაჟი ძალიან მცირეა, ცნობადობა კი-დაბალი. Media.Ge-მ ქუჩაში რამდენიმე ზუგდუდელს ჰკითხა, ადგილობრივი გამოცემებიდან რომელს იცნობდა. უმრავლესობამ ერთიც ვერ დაასახელა. გაზეთის გამყიდველების თქმით, მოსახლეობას ადგილობრივი გამოცემები, თითქმის, არ აინტერესებს, ისინი, ძირითადად, დედაქალაქიდან ჩამოტაქნილ პრესას, მათ შორის რუსულენოვანს, ეტანებიან. პრესის ჯიხურებში ასევე იყიდება სიგარეტი, ბავშვის სათამაშოები და ბევრი სხვა წვრილმანი. გამყიდველები ამბობენ, რომ მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ. ქალაქები მედიის გარეშე გაცილებით რთული მდგომარეობაა სამეგრელოს ორ ქალაქში-სენაკსა და ხობში. აქ პრესის ჯიხურები თითქმის არ არის და იქაც მხოლოდ დედაქალაქიდან შემოტანილი პრესა მცირე რაოდენობით იყიდება. ხობში ერთადერთი გაზეთი, „სამკუთხედი" გამოდის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გამოსცემს და ძირითადად, საკუთარი საქმიანობის შესახებ წერს. „საქპრესის" ხობის ფილიალის ხელმძღვანელის, მზევინარ ბერაიას თქმით, ხობში არც მანამდე ყოფილა დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ამ ქალაქში გაზეთებს მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებები უშვებდნენ. მისი თქმით, წლების წინ, ხობში ტელეკომპანია „მედეა" მაუწყებლობდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია აღარ გადის ეთერში. სენაკის მკვიდრის დარეჯან დადიანის თქმით, ამ ქალაქში ადგილობრივი ტელეარხი „კოლხეთი" მაუწყებლობს და გამოდის რელიგიური (მართლმადიდებლური) შინაარსის გაზეთი „მრწამსი". „კოლხეთი" მთელი დღის განმავლობაში ეთერში სხვადასხვა ტელეარხებს რთავს, მათ შორის, ყველაზე ხშირად რუსულ ენ-ტე-ვე-ს. ეთერში ძირითადად მხატვრული ფილმები და მუსიკალური კლიპები გადის. მხოლოდ 7-დან 10 საათამდე ტელეარხის სხვადასხვა ტიპის განცხადებებს გადასცემს, მათ შორის, სამგლოვიაროს, მილოცვებს, უძრავ ქონების შესახებ და ა.შ. სენაკის მცხოვრებთა თქმით, „კოლხეთი" ახალ ამბებს არ ამზადებს და არც არასდროს ამზადებდა. უალტერნატივო მედია სამეგრელოს სამი ქალაქის, ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მცხოვრებთათვის ინფორმაციის მთავარი წყარო ცენტრალური ტელეარხები-„რუსთავი 2" და „იმედია".ზუგდიდში ჩვეულებრივი ანტენით თითქმის შეუძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის დაჭერა. მისი ყურება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც სახლში სატელიტური ანტენა აქვს, ან საკაბელო ტელევიზიის სერვისით სარგებლობს. გალის (აფხაზეთი) მკვიდრი ქალბატონი მადონა ( რომლის თხოვნით, მის სრულ ვინაობას არ ვამხელთ), თბილისის ხშირი სტუმარია. მისი თქმით, გალში ქართული ტელეარხების სიგნალი დიდი შეფერხებით ვრცელდება, თუმცა, „რუსთავი 2"-ის ყურება მაინც შესაძლებელია. როგორც ქალბატონი მადონა ამბობს, ცენტრალური ტელეარხები, ხშირად, გალში მომხდარი ამბების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას უფრო ართულებს. ელექტრონული მედია ზუგდიდში ზუგდიდში მაუწყებლობს ტელე-რადიო კომპანია „ოდიში" და რადიო „ათინათი". რადიო"ათინათი", რომლის ეთერი სამეგრელოს რეგიონს სცდება, 1998 წლიდან მაუწყებლობს. ეთერშია 24 საათის განმავლობაშია, დილის 8-დან ღამის 23 საათამდე, საათში ერთელ, ახალ ამბებს გადასცემს, მათ შორის, მათ შორის, რუსულენოვანს. „ათინათი" დღეში რამდენიმე საათს უთმობს რადიო „თავისუფლების" რეტრანსლირებას. ეთერში კვირაში ერთხელ ასევე გადის აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად მომზადებული გადაცემა „Давайте, поговорим". ტელეკომპანია „ოდიში" კვირაში ერთხელ ამზადებს რელიგიურ (მართლამდიდებლურ) გადაცემას, კვირაში ორჯერ - მუსიკალურს. ეთერში ასევე გადის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადაცემა „მრავალკუთხედი". ტელეკომპანიას მწირი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს: მოძველებული კომპიუტერები, სამონტაჟო და სამიოდე კამერა, ეს არის „ოდიშის" მთელი ავლადიდება. აშშ-ს საელჩომ 2008 წლის ომის შედმეგ ტელეკომპანიას ერთი მიკროფონი და კამერა გადასცა. ტელეკომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო ეთერში გასული მოკლე განცხადებებია. ტელეკომპანიის საკუთრებაა მუსიკალურ-გასართობი რადიო „ოდიში". მის ეთერში საინფორმაციო გამოშვება დღეში ორჯერ გადის. „ოდიშის" საეთერო დროის ნაწილი დაკავებული აქვს თბილისურ „მონტეკარლოს". ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში" სულ 35-მდე ადამიანი მუშაობს. ტელერადიოკომპანიის დამფუძნებელი, ემა გრიგოლია, ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დედაა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნანა ქობალიას აზრით, ეს ფაქტი ტელეკომპანიაზე უარყოფითად უფრო მოქმედებს, ვიდრე დადებითად. მისი თქმით, გამგებელი ტელეკომპანიის ფინანსური დახმარებისგან თავს იკავებს, რათა „ხალხს სალაპარაკო არ გაუჩნდეს". კრიზისი ბეჭდურ გამოცემებში 2010 წლის 30 მაისის შემდეგ არ დაბეჭდილა ყოველთვიური გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი". მიზეზი ფინანსური კრიზისია. თუმცა რედაქციებმა ნაწილობრივ ინტერნეტში გადაინაცვლეს - მასალებს საკუთარ ბლოგებზე აქვეყნებენ. „სამეგრელოს ქრონიკა" 2008 წელს გაზაფხულიდან გამოდის. რედაქციაში სულ ხუთი ჟურნალისტი და რამდენიმე სტაჟიორი მუშოაბს. ჟურნალისტები ხშირად გალის რაიონში გადადიოდნენ, იქაური ამბების გასაშუქებლად. გაზეთის მთავარი რედაქტორი პაატა ლაგვილავა ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მასალად ფიჩორის სამხედრო ბაზის შესახებ მომზადებულ სტატიას მიიჩნევს. ლაგვილავას თქმით, რედაქციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მოპოვებაა. „ჩვენთვის გამგეობა აუღებელი ციხე-სიმაგრეა. გამგეობას შვიდჯერ მივმართეთ საჯარო ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ უშედეგოდ". სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან რედაქციას სასამართლო ბაჟის 100 ლარის ყოველ ჯერზე გადახდა გაუჭირდება. მსგავსი ვითარებაა „ღია ბოქლომის" რედაქციაში. რედაქტორი ილია ჩაჩიბაია ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა ჟურნალის გამოცემა დროებით შეეჩერებინა, ყოველთვიური ჟურნალი 2006 წელს დაარსდა.. ილია ჩაჩიბაიას თქმით, ჟურნალში თავიდან მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებები უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა მოგვიანებით, ყველანაირი მასალის დაბეჭდვა გადაწყვიტეს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კი, თანამშრომლობა დაიწყეს ადგილობრივ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ სტუდიებთან. „ღია ბოქლომის" რედაქტორი ამბობს, რომ მასზე ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ზეწოლას. „მთავრობა ოპოზიციურ გამოცემად მიგვიჩნევს, ამიტომ მეწარმეები რეკლამის დაკვეთისგან თავს იკავებენ. სააჯრო დაწესებულებები უარს ამბობენ ჩვენი ჟურნალის გამოწერაზე, განახლებას ვაპირებთ დამფინანსებლის, ან გრანტის მოპოვების შემთვევაში, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს", ამბობს ილია ჩაჩიბაია. ის პარალელურად თანამშრომლობს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივტან" და ასევე არის გაზეთ „ასავალ-დასავალის" სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი. 1998 წლიდან ზუგდიდში კვირაში ერთხელ გამოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ეგრისის მაცნე". რედაქტორი ნათია ჯგუშია მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მას ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღების დროს არანაირი პრობლემა არ ექმნება. იგივეს ამბობს რეგულარული გამოცემის, „კოლხური ვერსიის" რედაქტორი ნანა ფირცხალავა. ამ გაზეთების რედაქციები ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია განთავსებული. თუმცა, ორივე გაზეთი ოფიციალურად დამოუკიდებელია. ნანა ფრიცხალავა ამბობს, რომ ადრე ადმინისტრაციულ შენობაში ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო განთავსებული. ახლა, მხოლოდ გუბერნატორის რეზიდენცია და ორი რედაქცია დარჩა. ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ ხელისუფლების ერთადერთი დახმარება დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული ორი ოთახია. „კოლხური ვერსია" 2005 წელს გამოსცა „დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ', რომელიც ასევე ნანა ფირცხალავას დაფუძნებულია. მისი თქმით, 2009 წელს საგადასახადო სამსსახურმა ასოციაციას არასწორად დაურიცხა დავალიანება 11 ათასი ლარი. ზემდგომ ინსტანციებსა და სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ დავალიანება გაბათილდა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში რედაქციის მუშაობა ყადაღის გამო პარალიზებული იყო. ნანა ფირცხალავამ გაზეთის აღდგენის მიზნით, 2009 წლის შემოდგომაზე, ხელახლა დაარსა ახალი ორგანიზაცია „დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია". მან გაზეთის მიწოდება განაახლა სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ასობით ხელმომწერისთვის. გაზეთის ტირაჟი 3500-მდეა. ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ მისი რედაქცია ხშირად მუშაობს ჟურნალისტურ გამოძიებებზე და დასტურად გაზეთის ძველ ნომრებს გვანახებს. თითქმის ყველა ნომერში არის სტატია წარწერით „ჟურნალისტური გამოძიება". მთავარი რედაქტორს ყველაზე რეზონანსულ მასალად ზუგდიდის ბაზრის დაწვის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება მიაჩნია. ის ამბობს, რომ იმ დროს მისმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, რომ ბაზარში ცეცხლი ადგილობრივი ადმინისტრაციის გაჩენილი იყო. მისივე თქმით, ხშირად ირღვევა საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები. სასამართლოში ჩივილი კი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ადვოკატების მომსახურება და სარჩელის შეტანა ფასიანია, რისი საშუალებაც რედაქციას არა აქვს. რედაქციაში მხოლოდ ორი ძველი კომპიუტერი დგას, რომელიც გლობალურ ქსელში მხოლოდ წუთობრივი ინტერნეტით არის ჩართული. media.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
მოგესალმებით, ერთ-ერთ პოსტში, სადაც ვყვებოდი ამ ადამიანთან შეხვედრას ოქსფორდში და ამ ადამიანის გამოსვლაზე, დაგპირდით, რომ მოგიყვებოდით ამ სასახელო და კარგ პიროვნებაზე, რომლის სახელი და გვარია David Hannay ის გახლავთ Chiswick-ის ლორდი. არ დამავიწყდება ის დიდი სიხარული, თუ როგორ მკაცრად გააკრიტიკა ... kiria.ge