Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. როგორც რუსეთის დედაქალაქის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, გასულ შაბათს მოსკოვში და რუსეთის რიგ ქალაქებში ადგილი ქონდა არა ნეონაცისტების თავყრილობებს, არამედ მოხულიგნო მოსწავლეების შეკრებებს, – იტყობინება დღეს Newsru.com–ი.ამავდროულად ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შაბათის მოვლენები მოსკოვში ორგანიზებულია მოძრაობა "Наши" –ს აქტივისტების მიერ, – წერს დღეს ინტერნეტ–საიტი "Заголовки.ru".უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ–მომხმარებლებმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/logo-lika-yazbegi-150x150.jpgლიკა ყაზბეგის პროექტი – „წარმატებული ქალები პოდიუმზე“ წელს „დიდუბე პლაზაში“ 23 დეკემბერს გაიმართება. ყოველწლიური დეფილეს იდეის ავტორის და ორგანიზატორის, ლიკა ყაზბეგის ინფორმაციით, წლევანდელი პროექტი კომპანია „რომპეტროლის“ მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობას 20 ქალბატონი მიიღებს. ჩვენება ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება და საკუთარი სამოსის გარდა, პროექტში მონაწილე ქალბატონები დიზაინერების – თინათინ მაღალაშვილის, ფათუნა ბუშიჰედისა და ანა ჩანგიანის ტანსაცმლისა და შარფების კოლექციებს გამოიტანენ. დეფილეს „რომპეტროლის პატარა მისების“ როლში ლიკა ყაზბეგის სტუდიის ბავშვები გახსნიან. „წლევანდელ დეფილეს განსხვავებული ფორმატი ექნება. „დიდუბე პლაზაში“ არაჩვეულებრივი პირობებია ჩვენების საინტერესო ნახაზის შესაქმნელად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონები წრიული ნახაზით, მაყურებლებს შორის გაივლიან. არაორდინალურ ჩვენებაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის, 30–ს ზემოთ სხვადასხვა ასაკის ქალბატონები მიიღებენ,“ – აცხადებს ლიკა ყაზბეგი. რაც შეეხება დეფილეს მონაწილეებს, წლევანდელ ჩვენებაზე გამოვლენ – მწერალი თეონა დოლენჯაშვილი (ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი), მსახიობი ნინო ხომასურიძე (ფრანგული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ცეზარის” მფლობელი), ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, ტელეწამყვანი თათია პაჭკორია, დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, პიარ სააგენტოს „პიარ ოფისი ჯი“–ს ხელმძღვანელი ნატალია ზუევა, ბიზნეს ლედი ნინო აბურჯანია, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლალი ტოტიკაშვილი, „პრაიმ ფიტნესის“ დირექტორი თეა შენგელია და სხვ. “სტუდიაში ფოტოსესიები და ჩვენებისთვის მზადება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. მაყურებელს განსხვავებულ, ძალზე საინტერესო და ლამაზ სანახაობას ვპირდებით” – აცხადებს ლიკა ყაზბეგი. პროექტი “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ტრადიციული ყოველწლიური დეფილეა და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი წარმატებული ქალბატონები მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში ლიკა ყაზბეგი კიდევ ერთ ღონისძიებას “შოკ დეფილეს” მოაწყობს და საზოგადოებას სხვადასხვა ცნობილ ადამიანს სრულიად მოულოდნელ ამპლუაში წარმოუდგენს. იხილეთ epn.ge
  3. ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე. გაზიარება [15:58 20-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQ9EuQ6KlgI/AAAAAAAAETo/-uuBMXs61_k/s200/speqtaklii.gifდასი პოლიკარპე კაკაბაძის ლეგენდარული პიესის სცენაზე გადმოსატანად განსაკუთრებულად ემზადება. მთავარ როლს ასრულებს ლევან შენგელია, აგრეთვე მონაწილეობენ: ლანა ფიფია, ანდრო შამუგია, სესე მიქავა, მარინა დარასელია, გოგი გუგუჩია, თიკო შელეგია, ზალინა გერგაულოვა, გიორგი ფოჩხუა, რეზო ჯოჯუა, მერაბ კაკალია, ზური ლაშხია, ირაკლი სამუშია, ლაშა ხიზანიშვილი, ანანო სურმავა და ბაჩუკი ფიფია. 27–28–29 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი. http://a.pix.ge/t/7w6fb.jpghttp://a.pix.ge/s/np48k.jpghttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ ”უკიდურესი არაკონსტრუქციულობა” გამოიჩინა. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. იხილეთ tabula.geზე
  5. დღეს შესრულდა 20 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. საიუბილეო ღონისძიებები არ ტარდება.ეროვნული გვარდია ჩამოყალიბებული იქნა 1990 წლის 20 დეკემბერს და გახდა პირველი ოფიციალურის სამხედრო შეიარაღებული ფორმირება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გვარდია უნდა დახმარებოდა სამოქალაქო ხელისუფლებას საგანგებო შემთხვევების დროს, ემართა მობილიზაცია და მოემზადებინა მოქალაქეები შეიარაღებული ძალების დანაყოფებისათვის, აგრეთვე პასუხისმგებელი იყო სარიტუალო ღონისძიებებზე.ამჟამად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პოლიციამ უკვე დააპატიმრა დემონსტრაციის ასზე მეტი მონაწილე. არაოფიციალური მონაცემებით კი ამ რიცხვმა ხუთასს გადააჭარბა. იხილეთ tabula.geზე
  7. Girls Wallpapers JPEG / 1920x2880 / 30 View the full article
  8. ჟურნალ FHM 2011 წლის ანონსი View the full article
  9. http://www.polity.ge/images/catalog/culture/cinema_theatre/agvistos-5-dge.png4 დეკემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა, ბოლო დროს საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. polity.ge
  10. პროგრამა განკუთვნილია გამოსახულების ფონიდან იბიექტების გამოსაყოფად და მათზე ფოტომონტაჟის გასაკეთებლად. გამოყოფს ობიექტს ფონიდან და გადააქვს ის სხვა ფოტოსურათზე. შეძლებთ ფონზე ეფექტების გამოყენაბს, შევსება ფერების არჩევით, დამუქება და გაბუნდოვნება ინტენსიობის არჩევით. პროგრამაში თანდართულია ფოტოსურათის დამუშავების ანიმაციური მაგალითები: პროგრამის შესაძლებლობები; ობიექტებზე საზღვრების მითითება; ფონის უბრალო გაწმენდა; ეფექტები ფონისთვის; ფონის რთული გაწმენდა; ფოტომონტაჟი View the full article
  11. Dj Layla - Single Lady (2010) 2 CD View the full article
  12. ფართო კრიმინალური პროფილის მქონდე კაცი ციხეში ორი სასტიკი ბანდიტის მკვლელობისთვის ხვდება. თავის დანაშაულს რა თქმა უნდა უარყოფს. საქმეში უამრავი პროცესუალური დარჭვევა და თვით ბრალდებაშიც უამრავი გაურკვევლობაა. მაგრამ სასამართო ბრალდებულის თავისუფლების სამუდამო აღკვეთის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. და აი მაშინ, როცა თავისუფლებაზე მოსახვედრად პატიმარს მხოლოდ გაქცევის იმედი რომ უნდა ჰქონდეს, სწორედ მაშინ გამოჩნდება ადვოკატი ქალი, რომელიც მზადაა დაეხმაროს კანონიერად გამოაღწიოს ციხიდან View the full article
  13. ჟურნალი ; კლაკსონ / Клаксон View the full article
  14. ფილმი მობი დიკი, მოგვითხრობს თუ როგორ ებღძვიან ადამიანაები ზღვის უზარმაზარ მონსტრს და რა თქმა უნდა გონებამ უნდა აჯობოს უხეშ ძალა .... View the full article
  15. საშობაო დღესასწაულების წინ სარეკლამო განყოფილების გამგე თავის პერსპექტიულ სამუშაოს კარგავს, მაგრამ არ დაიბნევა და კონკურენტი ფირმის დირექტორის ოჯახში ძიძად დაიწყებს მუშაობას. მალე მოუწევს თავის თავს გასცეს პასუხი კითხვაზე - ვინაა ის სინამდვილეში, რადგან ბავშვები და რომანტიული ურთიერთობები კარიერიზმისკენმის მიზიდულობას აწონასწორებენ View the full article
  16. "21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების მე-20 წლისთავი, რომელიც აფრიკაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. გაზიარება [media.ge. 123:44 19-12-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQ5gmcnf65I/AAAAAAAAETg/ysqWCQ_jERY/s200/iuneskio.jpgUNESCO-ს განცხადებით, მომავალი წლის 3 მაისს UNESCO -ს მიერ დაწესებული ყოველწლიური გილიერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დაჯილდოება ვაშინგტონში ნაციონალურ პრეს კლუბში მოხდება. აღნიშნული ჯილდო, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა, ყოველწლიურად გადაეცემა ისეთ პიროვნებას, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის და/ან წახალისების საქმეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა ძალიან რისკიანია. გარდა ამისა, აღნიშნავს UNESCO, 1-3 მაისს ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზემოდაღნიშნულ თემას შეეხება, კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან UNESCO, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენცია ე.წ. "ნიუსეუმში" გაიმართება, ეს არის ერთგვარი მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის ისტორიას და გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება. დისკუსიები ინტერნეტის მზარდ როლს, ახალი მედიის წარმოშობას და სოციალური ქსელების სწრაფ ზრდას დაეთმობა. UNESCO-ს განცხადებით, 4 მაისს სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რომელიც ვინდჰუკის დეკლარაციის მიღებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. აღნიშნული დეკლარაცია ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში იქნა მიღებული 1991 წელს, იგი აფრიკული პრესის განვითარებას ეძღვნება, დეკლარაცია დემოკრატიის შენარჩუნების და ეკონომიკური განვითარების საქმეში დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღე დააწესა. ეს თარიღი ვინდჰუკშიც იქნება აღნიშნული - გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომლის დროსაც აფრიკაში მედიის მომავალი იქნება განხილული. ამ დღეს გამოიცემა წიგნი "ესე იგი, ეს არის მედიის თავისუფლება? 20 წლის შემდეგ ვინდჰუკის დეკლარაციიდან", რომლშიც გაანალიზებულია აფრიკაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში. არაბულ ქვეყნებში UNESCO-ს და სატელიტური მაუწყებლის "ალ-ჯაზირას" ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. გარდა ამისა, UNESCO მოუწოდებს ყველას ვინც მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ იმ ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ „ჩვენ გვქონოდა ინფორმაციის მიღების უფლება." English http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/eurasia-review-11-150x23.png მაიკლ ჩეჩირე გასული კვირის დასაწყისში ინგლისურენოვან სომხურ ვებ-გვერდზე გაჩნდა პატარა სტატია სენსაციური სათაურით: „Wikileaks: თურქეთი 2008 წელს მზად იყო სამხედრო ოპერაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ“ ამ მასალის თანახმად, 2008 წლის ომის დროს თურქეთის მთავრობამ თავის რუს კოლეგებს აუწყა, რომ რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემდგომი გადაადგილება, განსაკუთრებით კი თურქეთთან ისტორიულად დაკავშირებულ და მუსულმანებით დასახლებულ აჭარაში, საქართველოს მეზობელი თურქეთის მხრიდან სამხედრო წინააღმდეგობას შეხვდებოდა. თურქეთი საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე რუსეთთან და სამხრეთით მდებარე ირანთან ერთად რეგიონალური ზესახელმწიფოების ტრიადაში შედის. საქართველო ამ სამი ძველი ზეცივილიზაციის გავლენათა სფეროს გზაჯვარედინზეა. 7 დეკემბერს News.Am-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „[Wikileaks-ის] დოკუმენტის თანახმად, თურქეთის დელეგაციამ მედვედევს განუცხადა, რომ თუკი რუსეთი სამხედრო ოპერაციებს თურქეთის ტერიტორიიდან 100 კილომეტრზე ახლოს განახორციელებს, თურქეთის მხარეს, როგორც ნატო-ს წევრს, უფლება აქვს და ვალდებულიც კი არის საკუთარი დანაყოფები სამხედრო მოქმედებებში ჩართოს და დაიცვას ალიანსის წვერი-ქვეყნების მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები“. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ საქმე სენსაციასთან გვაქვს, მით უფრო იმ ფონზე როდესაც ბოლო წლებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ზომიერი ისლამისტების პირობებში ურთიერთობა მოსკოვს და ანკარას შორის გარეგნულად მაინც მხოლოდ უმჯობესდებოდა – ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი ისტორიული მეტოქეობის მიუხედავად. თურქეთის მსგავსი ქმედება იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ ქვეყნის სახელისუფლებო დერეფნებში „ნეო-ოსმანურმა“ იდეოლოგიამ ღრმად გაიდგა ფესვები და თურქეთის ხელისუფლება საქართველოს იმ რეგიონალური სტრუქტურის მნიშვნელოვან ელემენტად აღიქვამს, რომელსაც ანკარა ქმნის. თურქეთი – ნატო-ს წევრი და ცენტრალურ აზიაში ლიდერობის პერსპექტიული პრეტენდენტია. მას ჰყავს დიდი და ჩრდილო- ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი შესანიშნავად შეიარაღებული არმია. მართალია ბირთვულ სახელმწიფოთა რიცხვში არ შედის, თუმცა მისი არაბირთვული ძალები კარგად გაწვრთნილია და მასთან გამკლავება თავისი არაორგანიზებულობით ცნობილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კავკასიაში ძალიან გაუჭირდება. რუსეთის არმიის კავკასიურ ქვედანაყოფებში არაპროპორციულად დიდ როლს თამაშობენ მოხალისეები და ახალწვეულები. გარდა ამისა, თურქეთს შეუძლია ძალიან სწრაფად აამოქმედოს სამხედრო დანაყოფთა დიდი რაოდენობა, მაშინ როცა რუსეთს საზღვრების გაცილებით დიდი პერიმეტრის კონტროლი უწევს, მისი ცხელი წერტილები კი, რომელთა რიცხვიც იზრდება მტკიცე დანაყოფებს მოითხოვს. ამავდროულად რუსეთს და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, ასევე ზოგადად რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური კლიმატი ისეთი ცვლილების გარეშეც საკმარისად ფეთქებადსაშიშია, როგორიცაა თურქეთის არმიის სამხედრო კონფრონტაცია სხვის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. ბევრი მიზეზის გამო, სამხედრო კონფლიქტი თურქეთს და რუსეთს შორის რეგიონალური და ევრაზიული უსაფრთხოებისთვის ძალიან ძლიერი დარტყმა იქნებოდა და მას შესაძლოა მოეხდინა დიდი ტრანსკონტინენტური ომის პროვოცირება ნატო-ს და სხვა დიდ სახელმწიფოებს შორის. თუმცა Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სიმრავლის გამო, ასევე იმის გამოც რომ ისინი პორციებად ქვეყნდებოდა, რეალური დოკუმენტების გარჩევა აშკარა მისტიფიკაციისგან რთულია. ამის კარგი მაგალითი გახდა ის დეპეშა, რომელიც თითქოს აგვისტოს ომის დროს ამერიკის მხრიდან საქართველოს პოზიციის მხარდაჭერის შესახებ იუწყებოდა და რომელიც ქართულ მედიაში მანამ გამოქვეყნდა, ვიდრე მას Wikileaks-სი ან მისი პროექტის პარტნიორი დასავლური მედია-ორგანიზაციები გამოაქვეყნდებდნენ. სწორედ ამიტომ და ასევე იმის გამოც, რომ აღნიშნული დეპეშაში როგორც სჩანს დღეისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში არ იძებნება, გადავწყვიტე ამ ინფორმაციის წყარო დამედგინა. News.Am-ის ინგლისურ სტატიაში ვხვდებით ბმულს Vlasti.Net-ის რუსულენოვან გვერდთან, რომელიც იმოწმებს რუსულენოვან ვებ-გვერდ VVNews.Info-ს, სადაც წყაროდ მითითებულია საიტი Apsny.Ge. აქ კვალი წყდება და სხვა არანაირი ბმული მითითებული არ არის. სამივე ვებ-გვერდზე ფაქტობრივად იდენტური ტექსტია. ამ მოჩვენებებზე ნადირობა, ასევე ჩემი მხრიდან წყაროს პოვნის მიზნით დამატებითი მცდელობები, იმაზე მიუთითებს რომ ინტერნეტში ისეთი სანდო წყაროები, რომლებიც ასეთ სენსაციურ განცხადებებს დაადასტურებს არ არსებობს. ამავდროულად, არც ერთ მხარეს ის საჯაროდ არ უარყვია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მსგავსი განცხადებები თურქულ ან სომხურენოვან საიტებზე ან შესაძლოა რუსულენოვანი ინტერნეტის პერიფერიებზე უნდა ვეძებოთ. ამის ნაცვლად რუსულენოვან ვებ-გვერდებზე ამ სტატიის უამრავი, ერთმანეთისგან რთულად გასარჩევი ვარიანტები გვხვდება, რომლებიც ინფორმაციის წყაროდ ერთმანეთს იმოწმებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა არადამაჯერებელია. თუმცა ერთ-ერთი ასეთი სტატია, რომელიც Newsland.Ru-ზეა გამოქვეყნებული, თუმცა გადმობეჭდილია Regnum.Ru-დან, იმოწმებს არა რუსულ, არამედ უკრაინულ მაგრამ რუსულენოვან პორტალ Zavtra.com.ru-ს. სამწუხაროდ ამ კვალსაც არსად არ მივყავართ. იმ შემთხვავაშიც კი, თუ ინფორმაციის პირველწყარო სწორედ ეს ვებ-გვერდი გახლდათ, დეპეშის ორიგანალზე ბმული არც აქ არის, ისევე როგორც არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციის სინამდვილეს არშემდგარ რუსულ-თურქულ ომზე. ამავდროულად, პორტალ Zavtra-ზე, ისევე როგორც ბევრ სხვა (მაგრამ არა ყველა) საიტზე, მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან თითქოს 2009 წელს მისცა „საინფორმაციო სააგენტო PirWeli-ს (რაც ქართულად „პირველს“ ნიშნავს და როგორც სჩანს საუბარია ან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ან მსგავსი სახელწოდების სხვა უამრავ საინფორმაციო ვებ-გვერდზე). „რუსეთ-საქართველოს ომის დროს თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შეეყვანა, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ შესძლებდა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – განაცხადა ამ ინტერვიუში მერაბიშვილმა. მედიაში არც ქართულ და არც რუსულ ენებზე ჯერ-ჯერობით მსგავსი ციტატის სიზუსტის, ან ზოგადად მისი არსებობის დადასტურებაც კი ვერ ხერხდება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აშკარა მტკიცებულების არ არსებობის მიუხედავად, ყოველთვის შესაძლებელია ის, რომ დეპეშა რომელსაც ყველა ეს საიტი იმოწმებს მართლაც არსებობს. თუკი ეს მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს რომ რეგიონის გეოპოლიტიკური ბალანსი, რომელიც დიდი ხანია რაც აირია, იმაზე მეტადაა შეცვლილი, ვიდრე ამას ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს და ანკარას და თბილისს შორის პატრონ-კლიენტის ურთიერთობები მტკიცედ ჩამოყალიბდა. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის? ამ ჭორის გავრცელება (ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის სრულყოფილი მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ჭორია) შეიძლება თავის თავად უკვე რაღაცას ნიშნავდეს. კერძოდ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რუსულენოვანი მედია სისტემატიურად (შესაძლოა გაუცნობიერებლად, ან პირიქით გაცნობიერებულად) იმ იდეის პროპაგანდას ეწევა, რომ რუსეთს და თურქეთს შორის კონფლიქტი გარდაუვალია. რუსეთის დიდი ხნის სამხრეთელი მეტოქე თურქეთი დღეს იმ ერთადერთ რეგიონალურ ზესახელმწიფოდ რჩება, რომელსაც აქვს განვითარების ისეთი დიაპაზონი, რომელსაც ევრაზიასა და შუა აზიაში რუსეთის ჰეგემონიასთან სერიოზული დაპირისპირება შეუძლია. რუსული მედიისთვის, რომლის დიდი ნაწილიც ძველებურად მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, უცხო არ არის სახელმწიფოს კარნახით მეზობლებისადმი ნეგატიური განწყობის გაღვივება ან ჩაცხრობა. ბევრ ავტოკრატულ ან ავტორიტარულ რეჟიმებში ეს სტანდარტული პრაქტიკაა და გარკვეულწილად (თუმცა გაცილებით შეზღუდული ფორმით) ის საქართველოსაც ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ აშკარად მეტი გამჭვირვალობა და პლურალიზმია. ასეთ შემთხვევაში, სტატიები სადაც საუბარი რუსეთ-თურქეთის ომის საფრთხეზეა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მართლაც ამის დამადასტურებელი დეპეშა. თუკი ის არსებობს, ეს იმას ნიშნავს რომ თურქეთმა საქართველო, განსაკუთრებით კი ავტონომიური აჭარა, რომელზეც თურქეთი ფორმალურად ერთგვარ კონტროლს ინარჩუნებს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თავის რეგიონალურ სისტემაში ჩართო როგორც მისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, თუმცა თუკი ასეთი დეპეშა არ არსებობს, მაშინ ის თუ როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია რუსული ინტერნეტ-მედიის წამყვან გამოცემებში, ასევე ნაკლებად პოპულარული საიტებით, შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეები თურქეთს რუსეთის უპირობო მტრად მიიჩნევენ, რომელთან ბრძოლისთვისაც მზადებაა საჭირო. ყველა შემთხვევაში, ამ პატარა არასანდო წყაროებით გამყარებული სტატიის გამოქვეყნება, შეიძლება ამ ისედაც არასტაბილურ რეგიონში ახალი ცვლილებების მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცეს. ეს ის თემაა, რომლისთვისაც თვალის მიდევნებაც აუცილებელია, რადგან მან შეიძლება იმ ბარომეტრის როლი შეასრულოს, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ როგორი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას უახლოეს წლებში. ორიგინალი ორიგინალი
  18. ღამის კლუბში ორი მოცეკვავის და ბარმენის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის და მანამდე, ტაქსისტის დაყაჩაღებისთვის, მოსამართლემ 35 წლის ერიკ ჯეიმს ტორპის, გისოსებს მიღმა სანატორიუმი 30 წლით გამოუწერა. იხილეთ tabula.geზე
  19. დაღესტნის რესპუბლიკაში ბოლო დროს სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. 2010 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით აფეთქებებისა თუ ორმხრივი სროლის შედეგად ასზე მეტი სამართალდამცავი დაიღუპა. იხილეთ tabula.geზე
  20. მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია. ბუდა-ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. განახლებულ რიყის ტერიტორიაზე ბუდა-ბარი 1400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს, დანარჩენი სივრცე კი პარკს დაეთმობა. გაზიარება [ლილი მიროტაძე. 22:51 18-12-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQ0BxsB8bVI/AAAAAAAAETY/zxDAFfzqtRw/s200/budabari.gifბუდა-ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და, ალბათ, არც სრულდება. ბარის იდეა რუმინული წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. პირველი ბუდა-ბარი 1996 წელს პარიზში დაიბადა. დღესდღეობით ბარი თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ის ვაშინგტონსაც შეემატება. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებით, ეგზოტიკური სამზარეულო და, რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზეც მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე ბარის დიჯეე­ბის მიერ შემოთავაზებული მუსიკის ათეულობით ალბომი არსებობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა-ბარს ევალება. ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა-ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს “შემდგომში” საერთოდ იარსებებს. ბუდა-ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს. ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა-ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტაა. თუ საქართველოში ბარის “რელიგიური” დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. თუ პროექტი განხორციელდა, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებსა და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით. მოსახლეობას უკვე არ მოსწონს ჯერ კიდევ აუშენებელი რესტორნის არსებობა იქ, სადაც “ამდენი ეკლესიაა, სადაც ხალხი სალოცავად და­დის, სადაც თბილისის ისტორიული ცენტრია. კი, ბატონო, გაიხსნას ბუდა-ბარი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ადგილის შერჩევაც?! ეს წმინდა ადგილია, ეკლესიებით სავსე. რა უნდა აქ ბუდას? ბუდაზეც არ არის ლაპარაკი, საერთოდ, გასართობი ცენტრები თუ რესტორნები აქ არ უნდა გაიხსნას”. ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ იქნება რესტორნის მესაკუთრე. კიევის ბუდა-ბარს კახი კალაძე პატრონობს. გაჩნდა ეჭვი, რომ თბილისური ბუდა-ბარის მფლობელიც სწორედ კალაძე იქნება, თუმცა ამას თვითონ კალაძე არ ადასტურებს. ბუდა-ბარის გახსნასთან დაკავშირებით ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა. ახლა, როგორც ჩანს, საჭირო თანხები მოიძიეს, მაგრამ საიდან? რა ჯდება ეს სიამოვნება? მერიის არქიტექტურულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს საქმე მათ არ ეხებათ და არც ერთ კითხვაზე არ გვპასუხობენ. სურს ეს ბატონ გეგი ქელბაქიანს თუ არა, ბუდა-ბართან დაკავშირებით საუბარი არ შეწყდება. ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კი აზრადაც არ მოსვლია, გაერკვია, რატომ შენდება ბუდა-ბარი იქ, სადაც რამდენიმე წლის წინათ ქართული რესტორნები დაანგრიეს (“მეგრელები”, “ნატვირს ხე”...). თუ ეს რესტორნები “არ ჯდებოდა” თბილისის არქიტექტურულ სტილში, ვითომ ბუდა-ბარი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს? ან რატომ უნდა აშენდეს ბუდა-ბარი მაინც და მაინც რიყეზე, სადაც თბილისის ისტორიული და რელიგიური ცენტრია? საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ბუდა-ბარი; რა არის იგი საერთოდ, ვისთვის არის და რა ტიპის გართობას ითვალისწინებს? რატომ გადაწყვიტეს ბარის გაკეთება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს რწმენის გამო, სადაც თითოეული სანტიმეტრი მოწამოებრივი სისხლით არის გაჟღენთილი? რატომ არის ამით თვით პრეზიდენტი დაინტერესებული - აქტიურად ლაპარაკობს ამაზე და საჯარო დაპირებებს იძლევა? ის, რომ კიდევ ერთი ბარი იხსნება, თუნდაც ბუდა-ბარი, წესით, ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ რატომ - რიყეზე? როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, არ ეგონათ, თუ ის რელიგიასთან იქნებოდა გაიგივებული და ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველანაირი შიში თუ ეჭვი გაქრება. მათი თქმით, რიყე თვითონ ფრანგებმა აირჩიეს და გარანტიას იძლევიან, რომ ეს იქნება ისეთი მაღა­ლი კლასის კლუბ-რესტორანი, სადაც არანაირი გამაბრუებელი საშუალებები არ გაიყიდება, ვერც ვერავინ შემოიტანს და მოიხმარს და არც ღრეობა იქნება. “საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ბუდა-ბარის ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილას მშენებლობის თაობაზე. გურამ ფირცხალავა, მსახიობი: - ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბუდა-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მგონი, ღალატი ჰქვია, უფრო უარესიც, თუმცა ღალატზე მეტი რაღა უნდა იყოს! საზოგადოების რეაქცია ამათ ვერ აჩერებს. ზემოდანაა დავალებული, რომ ეს ბარი აშენდეს და აშენდება კიდეც, ასე მგონია. ვიღაც არის დაინტერესებული, ეს “ბუდები” რომ ჩამოიყვანონ და ქვეყანა გადარიონ. რატომ სძულს ამ ხალხს ყველაფერი ქართული, ვერ გავიგე! ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშენებლობის შესაჩერებლად, მარტო აქციები ამას ვერ უშველის. ესენი რაღაცნაირად უნდა მორჯულდნენ ან გამოვულოცოთ. რაღაც უნდა ვქნათ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აუცილებელია, ხმა ამოვიღოთ. ეკლესიის შენებაც დროზე უნდა დავიწყოთ იმ ადგილას. იქნებ, რაღაცამ მოახედოს ეს ოჯახაშენებულები ქართველებისკენ. რა უნდა ვქნათ, იცით? ყველანი უნდა გამოვიდეთ და იმ წმინდა ადგილას ტაძარი ავაშენოთ. სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი: - უარესის ღირსები ვართ ამათ ხელში. როცა ხმას არავინ ამოიღებს, უფრო ბევრ ცუდს გაგვიკეთებენ. ყველაფერი გასხვისდა. გასდით და აკეთებენ. პატრიარქსაც რომ არ უსმენენ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ადგილას ტაძარი ავაშენოთო და არავინ აქცევს ყურადღებას. პატრიარქმა ასე ბრძანა და იქ როგორ შეიძლება ბუდა-ბარის გაკეთება?! ნიღაბი ჩამოისხნეს და პირდაპირ თავს გვესხმიან. ამიტომ ქართველები ცოტა უფრო აზრზე უნდა მოვიდეთ. დახმარება უნდა ვთხოვოთ, იცით, ვის? მუსლიმანებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ებრაელებს... აბა, თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და იქნებ ესენი მაინც დაგვეხმარონ. რეაქცია აუცილებლად იქნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი კანონი არაა მისაღები ჩემთვის, თუ მას მორალი არ ახლავს თან. ბევრი იფიქრებს, ალბათ, ისე, როგორც მე და, ალ­ბათ, ეს რეაქციასაც გამოიწვევს. რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც საჭიროა. უარესის ღირსები ვიქნებით ქართველები, თუ ხმას არ ამოვიღებთ. P. S. მოკლედ, ქართველები, ხელისუფლების გამოისობით, დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის მსურველს კი, როცა კეთილ რჩევას არ შეისმენს, უბრალოდ ეუბნებიან: “ჯანდაბაშიც წასულხარო”. წესით, ხელისუფლებას უნდა ვაგზავნიდეთ ჯანდაბაში, მაგრამ პირიქით ხდება, ჩვენ გვიპირებს იქ გაგზავნას, ანდა სულაც აქვე გაგვიხსნიან ბუდა-ბარს, ანუ “ჩვენს ჯანდაბას”, რომლის მოსანახულებლად ათასობით კილომეტრის გავლა არ დაგვჭირდება. ქალაქი ჯანდაბა ნამდვილად არსებობდა და ოდესღაც მრისხანე დამპყრობის - ჯაჰან-შაჰის სახელი ერქვა. ამ ქალაქს დღეს დელი ჰქვია, რომელიც აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დასავლური ქალაქია. ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ, რაკი ევროპამ ზურგი გვაქცია, აზიის გავლით უნდა დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები. ჭკვიანურად მოქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას ასე შორს - ფაქტობრივად მოუსავლეთში, წასვლა აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის...” "საქართველო და მსოფლიო" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჯენიფერ რუბინი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ილეანა როს-ლეტინენი თამამად აცხადებს, რომ სიხარულით იღებს ხელში თავმჯდომარის ჩაქუჩს და საგარეო პოლიტიკური საკითხების დიდ მასაზე იწყებს მუშაობას. გუშინდელი სატელეფონო ინტერვიუ მან ჩემთან ხალისიანი უშუალობით დაიწყო: „ჰაი, ილეანა ვარ!“ – ამას კომიტეტის სამომავლო გეგმების გულწრფელი დეკლარირება მოჰყვა – „ჩვენ დემოკრატიასა და თავისულებასთან დაკავშირებით დიდი სიამოვნების მიღებას ვაპირებთ“ ძალიან ფრთხილობდა, რათა არ გაეზვიადებინა მისი კომიტეტის უფლებამოსილებები და აღნიშნა, რომ მისი კომისია არ განაგებს ასიგნაციებს, თუმცა ხაზი გაუსვა შემდეგს: „ჩვენ ერთი რამე შეგვიძლია: ხე შევაზანზაროთ. ყოველთვის არსებობს საქმის უკეთ კეთების გზა. სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც უნდა ისწავლონ უკეთ მუშაობა“. მან დასძინა, რომ ის ფორუმის შექმნას გვთავაზობს, რათა „ინტონაციასთან, მიმართულებასთან და პოლიტიკასთან“ დაკავშირებით ადმინისტრაციას გამოწვევები გაუგზავნოს. მისი აზრით, აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები. „ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ცალკე გამოვყოთ მეგობრები“ – განაცხადა მან – „სხვა გზა არ არსებობს“. მისი მტკიცებით ყურადღების ნაწილი იქითკენაც მიემართება, რომ უზრუნველყოფილ იყოს გადასახადის გადამხდელთა თანხების სათანადო ხარჯვა. (სახელმწიფო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელთათვის მუშაობს. მეც გადასახადების გადამხდელებისთვის ვმუშაობ), მაგრამ მას მხოლოდ ეს პერსპექტივა როდი ახარებს. მას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს „შეერთებული შტატების ინტერესების პრომოუტირებაში და არ იყოს დარცხვენილი ამერიკული ექსეპციონალიზმის გამო. ჩვენ საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ ყოველგვარი მობოდიშების გარეშე“. მე მას ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოზე დავუსვი შეკითხვა – ობამას ადმინისტრაციამ მასთან მიერთება გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ბუში იქიდან გამოვიდა. ის არ ეთანხმება აზრს, რომლის თანახმადაც ჩვენი იქ ყოფნა საქმეს გამოადგება. „იმ დროს როდესაც, ჩვენ საბჭოს მუშაობაში ვმონაწილეობდით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა“ – განაცხადა მან – „არა მგონია, რომ ავტორიტარული ქვეყნები უკვე ჩაეშვნენ უზნეობის ფსკერზე – მიმაჩნია, რომ უზნეობა მომავალში იმატებს. ისინი ისრაელს ყველა შესაძლო ხერხით აკრიტიკებენ. არა მგონია, რომ ჩვენი იქ ყოფნა ორგანიზაცის პასუხისმგებლობას შემატებს“. პირიქით, მისი აზრით მონაწილეობა უკან მოგვიბრუნდება: „ჩვენ ამ ორგანიზაციას სანდოობას შევმატებთ. რას მივიღებთ იქიდან? ადამიანის უფლებათა ნებისმიერი სერიული დამრღვევი მასში გაერთიანებით თავისთვის აუცილებელ მფარველობას მიიღებს“. მისი თქმით, მას ესმის რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენს მიერ დახარჯული ფული, ფართო თვალსაზრისით ნაზღაურდება, მაგრამ მისი აზრით „ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანის უფლებათა სერიულ დამრღვევებს იმის საშუალება, რომ საკუთარი უზნეობა თავად დააფინანსონ“. კი, ის უკმეხი ქალია და მკვეთრ კონტრასტს ქმნის სახელმწიფო დეპარტამენტის ირიბ, ზედმეტად ფრთხილ ენასათან. მას საგარეო პოლიტიკური მარცხის გამო ადმინისტრაციის შეხურება აქვს გადაწყვეტილი. მე მას ჩრდილო-კორეასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ვკითხე და მან მომიგო: „რა არის ჩვენი პოლიტიკა? რისი გაკეთება შევძელით?“. მისი თქმით, პოლიტიკის მარცხი ბუშის მმართველობის დროს იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. ახლა ის ფრთხილად ამბობს „ეს სულ უფრო მზარდი აგრესიის ქვეყანაა“, იმ დროს როდესაც ჩინეთი მისი მტკიცებით იმით განსხვავდება, რომ „უარს ამბობს“ მეზობლების ალაგმვაზე. ის აშშ-ს ახალი სანქციების დაწესებას სთხოვს, რათა „ჩრდილოეთ-კორეა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში ისევ შევიდეს“ და მან ბუშის ადმინისტრაცია ამ სიიდან რეჟიმის ამოღებისთვის გააკრიტიკა. „ეს მიამიტური თანამშრომლობის ნაწილი იყო. ამან არ იმუშავა მაშინ და არც ახლა არ მუშაობს“. რუსეთთან მიმართებაში ის სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოდის, რადგან „ის ჩვენ სტრატეგიულად გიჟის პერანგში მოგვაქცევს“. ისევე, როგორც სენატორი ჯონ კილი, ის ამტკიცებს, რომ „ადმინისტრაციამ არ უპასუხა დამაკმაყოფილებლად შეკითხვებს“ კონტროლთან და სარაკეტო ფართან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის დაწყება შეცდომაა. ის ამტკიცებს, რომ „ჩვენ სულ არ გვჭირდება შეთანხმებაში შესვლა იმ ქვეყანასთან, რომელსაც პროლიფერაციაში ასე მცირე დამსახურება აქვს“. მისი თქმით, ჩვენ რუსეთის გაუვრცელებლობის აქტივობების მასშტაბის „დადგენაც კი არ შეგვიძლია“. ფაქტობრივად მან განაცხადა, რომ თავზარდაცემულია რუსეთისადმი ზოგადი მიდგომით: „რამდენ დათმობაზე ვაპირებთ წასვლას?“. მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას საქართველოდან ჩამოსულ მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა და გამოხატა „თავისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაპირისპირებისადმი“. ის ფიქრობს რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებით უნდა მოვამაროგოთ? ამ ნაბიჯისგან ობამას ადმინისტრაციამ თავი შეიკავა, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა. მან მყისიერად გვიპასუხა: „აბსოლუტურად! ეს მათ სურთ და ეს მათ სჭირდებათ. ისინი აგრესორები არ არიან. არ მესმის ეს საკითხი რატომ მიაჩნიათ ვიღაცეებს სადისკუსიოდ“. ალბათ, ეს „ხალხი“ იზიარებს ადმინისტრაციის რბილ ოპონირებას არადემოკრატიული რეჟიმების მიმართ. საუბრის დასასრულს, მე მას კუბაზე ვკითხე, ქვეყანაზე საიდანაც ის 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გამოიქცა. მან შენიშნა “მე იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ იმ პატიმართა გათავისუფლება ვინც არასდროს უნდა დაეპატიმრებინათ“ პროგრესის ნიშანი ვერ იქნება. ის ფიქრობს, რომ ისინი ვინც გაათავისუფლეს, იძულებული გახდა გახიზნულიყვნენ. უფრო მეტიც, მან მიუთითა ალან როსის საქმეზე, ამერიკელზე რომელიც „წელიწადზე მეტია ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება ციხეში“. მან ირონიულად აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია დათმობებზე წავიდა და კუბამ მას შემდეგით უპასუხა: „ძალიან კარგი, ჩვენ ალან როსს დავატუსაღებთ“. ის ასევე მოითხოვს დემოკრატიის გავრცელების პროგრამის განახლებას, რათა კუბელმა აქტივისტებმა „თავი ბოლომდე იზოლირებულად და მარტო არ იგრძნონ“. როს-ლეტინენი ადმინისტრაციისთვის ცხოვრების შემსუბუქებას არ აპირებს. მისი კომიტეტის მუშაობის საგანი სკანდალი და ბოროტმოქმედებები როდი იქნება, არამედ რეალური ზედამხედველობა. მუშაობს ჩვენი პოლიტიკა? მივიღეთ კი რაიმე სარგებელი დესპოტურ რეჟიმებთან თანამშრომლობის მცდელობით? თუ ობამას ადმინისტრაცია რაიმე შედეგებს არ აჩვენებს, მათთვის ვინც მისი კომიტეტის წინაშე უნდა წარსდგეს, ეს ორი წელი კომფორტული ვერ იქნება, მაგრამ ქართველი, ებრაელი, კუბელი და რუსი დემოკრატიის მხარდამჭერებს და მათ ვის სიტყვასაც ადმინისტრაცია ანგარიშს არ უწევდა, ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ვიღაც, ვინც ხისტ კითხვებს სვამს. ეს ყველაფერი ალბათ ჭკუის სასწავლებელი და სახალისო იქნება. ორიგინალი ორიგინალი
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/piter-150x150.jpgრუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში, პეტერბურგში, დღეს რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის მორიგი აქციები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფანატები 12:00 საათისათვის “გოსტევოი დვორთან”, ხოლო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები 18:00 საათზე სენის მოედანზე შეიკრიბებიან. ქალაქის მილიციის უფროსის მიხეილ ილინის განცხადებით, სამართალდამცავები და ფე-ეს-ბეს წარმომადგენლები ახლა ინტერნეტით ინფორმაციის გამავრცელებელს ეძებენ. 11-15 დეკემბერს, მოსკოვში რუსებსა და კავკასიელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები მოხდა. დაპირისპირებას უზბეკეთის ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ნაციონალისტებმა მოსკოვის გარეუბანში მოკლეს. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/sud-150x150.jpgმოსკოვოს სასამართლომ 15 დეკემბერს დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულები არიან ტვერში დარეგისტრირებული ქართველი ლაშა თურლიშვილი და ინგუში ბესლან დოლაკოვი. საქმის მასალების მიხედვით, ეჭვმიტანილებმა მოსკოვის მეტროში სლავური გარეგნობის მოქალაქეს შეურაწყიფა მიაყენეს. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/iria-150x150.jpgბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისთან” დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედს გამოთქვამენ, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება. “გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისისათვის” ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსათვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დინამოთი დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, რათა კლუბს გვერდში ამოუდგეს. აქვე გვსურს მივცეთ კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...