Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ჩეჩნეთში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელების თათბირზე, რომელიც 22 დეკემბერს ხანკალაში გაიმართა, განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განადგურებულია 80 „ბოევიკი“ და დაკავებულია მათი 180 თანამოაზრე.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები სანდო არ არის, რადგან ძალოვნები ყოველთვის ცდილობენ „გაბერონ“ თავიანთი მიღწევები, ადგილობრივი პოლიტიკური ხელმძღვანელები კი ამცირებენ მათ, რომ კრემლს აჩვენონ პოზიტიური ძვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. ესენი ის ქალები არიან, ვინც უდიდესი გავლენა მოახდინეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე. ადამიანები, რომლებმაც განსაზღვრეს მრავალი გენიოსის შემოქმედება. ამ ქალბატონებს უამრავი ნახატი, ლექსი, მუსიკალური ნაწარმოები, რომანი თუ ფილმი მიეძღვნათ. ისინი საკუთარი ხელებით არ ქმნიდნენ შედევრებს, მაგრამ მაინც მათ თანაავტორებად ითვლებიან.1. ჯეინ დიუვალიშარლ ბოდლერი მუზა, ჯეინ დიუვალი დაიბადა კუნძულ ჰაიტიზე, სავარაუდოდ, ... View ucnauri.com
  3. “თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზოგს ეგონა, რომ იგი თავს ტერმინატორად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2008-ში გორის ცენტრში რაღაც მილიტარისტულ ჟილეტში გამოწყობილი გამოჩნდა (ის კინო ძალიან სწრაფად დასრულდა). ზოგმა კი, როდესაც ბათუმის პლაჟზე წელს ზემოთ შიშველი იხილა, ალბათ, ჩათვალა, რომ სააკაშვილი თავს ტარზანად გრძნობს და გამორიცხული არაა, რომ ხვალ თავი სპაიდერმენად იგრძნოს ან კიდევ ბეტმენად; თუმცა არა, არ გამოვა, ბეტმენის ვაკანსია უკვე დაკავებულია. გაზიარება [დიმიტრი მონიავა. 00:50 23-12-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRJkgXjKDjI/AAAAAAAAEUA/0fwIuL6EsEE/s200/n42_1gv_top_418149177.jpgპრეზიდენტი ბეტმენის კოსტუმში იყო ეკვადორში ასეთი პრეზიდენტი აბდალა ბუკარამი, რომელიც ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი დადიოდა და თავს მშვენივრად გრძნობდა, ვიდრე 1997-ში ის მომიტინგეთა ალყაში მოქცეულმა პარლამენტმა თანამდებობიდან უპრეცედენტო ფორმულირებით “სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთვის გონებრივი შესაძლებლობების არქონა” არ გაათავისუფლა. არავითარი პარალელები, უბრალოდ, ერთი სევდიანი ისტორია: აბდალა ბუკარამი ერთი ქარიზმატული იურისტი იყო, რომელიც ხელისუფლების მწვერვალზე აღვირახსნილი პოპულიზმის წყალობით მოხვდა (ვიღაცას მაგონებს, მაგრამ არ ვიტყვი, ვის). მისი მეტსახელი ძალიან მარტივი და გასაგები იყო - “El Loco” (“გიჟი” ესპანურად). მას ძალიან უყვარდა მაღალ თანამდებობებზე მეგობრების, ნათესავებისა და ლამაზი მანდილოსნების დანიშვნა: “მთავარია სილამაზე, - ამბობდა ბუკარამი, - ლამაზი ქალი ნებისმიერ პოლიტიკოსს (გასაგები მიზეზების გამო, კინაღამ “ინვესტორი” დავწერე) მოხიბლავს”. კონცერტების დროს ბუკარამი სცენაზე დახტოდა; მეტიც, თავადაც მღეროდა და გამოუშვა კომპაქტ-დისკი “პრეზიდენტის სიმღერები” (რაღაც მსგავსი, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ გვაქვს). პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს იგი უცხო ქვეყნის (მის შემთხვევაში აშშ-ის) ჯაშუშებს უწოდებდა. ეს იდილია 1997 წლის დასაწყისში დასრულდა, როდესაც ბუკარამმა ეკვადორში იმ წლებში პოპულარული ეკონომიკური “გურუ”, არგენტინელი დომინგო კავალო მოიწვია, მისი რჩევებით აღტაცებული დარჩა, ბეტმენის კოსტუმი ჩაიცვა და ტელესტუდიას მიაშურა, რათა თანამემამულეებისთვის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა პირადად ემცნო. მკვეთრად გაიზარდა გადასახადები, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტით სარგებლობის ფასი, ინფლაციამ კრიტიკულ მაჩვენებლებს მიაღწია, ბოლოს კი სურსათიც გაძვირდა (არანაირი პარალელები, არა!), ამავე დროს ტელეეკრანიდან ბეტმენის კოსტუმში გა­მოწყობილი ბუკარამი საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა არნახული აღმავლობის გზას ადგას. ბუკარამის გადაყენების დღეებში გადაღებულ ფირებზე კარგად ჩანს, რომ ხალხი, რომელიც საპრეზიდენტო სასახლისკენ მირბის, ისე გამოიყურება, თითქოს სახლიდან სრულიად სპონტანურად გამოვარდა. ბევრ მათგანს საშინაო ტანსაცმელი და ჩუსტები აცვია, ზოგს ტაფა უჭირავს, ზოგს - ჩაქუჩი; მოსახლეობას ელემენტარულად “ამოასხა” და გარეთ გამოვარდა. ბუკარამს, ზოგადი სიგიჟის მიუხედავად, ეყო ჭკუა, რომ ხალხისთვის არ ესროლა. მან გააცნობიერა, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენისთვის არანაირი წინაპირობა აღარ არსებობს და ქვეყნიდან გაიქცა. როგორც ამბობენ, ის თავს პრეზიდენტად დღემდე თვლის და ბეტმენის კოსტუმს საგანგებო კარადაში ინახავს, იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ დასჭირდება. მიუხედავად იმისა, გრძნობს თუ არა ესა თუ ის წარუმატებელი მმართველი თავს ბეტმენად, ინდიანა ჯონსად თუ კინგ-კონგად (კინემატოგრაფი მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, კლასიკური ფრაზა “ნაპოლეონი ვარ” დღეს იშვიათად გაისმის), ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის უნდა წავიდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც რამდენადმე შედეგიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა აღარ აქვს და, ამასთანავე, მისი ხელისუფლების შენარჩუნებას ხელს არანაირი საგარეო-პოლიტიკური ფაქტორი აღარ უწყობს. დრო, რომელიც ამ ფაქტის გაცნობიერებიდან რეჟიმის დემონტაჟამდე გადის, საკმაოდ ძნელი გადასატანია: ქრესტომატიულ მაგალითს, ამ თვალსაზრისით, ნიკარაგუაში სომოსას დინასტიის მმართველობის გვიანდელი ხანა წარმოადგენს. ბევრი ადამიანი (მათი რაოდენობა კრიტიკულად დიდია) მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აღარ ძალუძს ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარება, მას არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება, დემოკრატიის დამკვიდრება და ეკონომიკის ფეხზე დაყენება. არც ერთი ჩამოთვლილი მიმართულებით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, პროგრესი არ ჩანს, უფრო პირიქით. საერთოდ, წარმატებული რეფორმების განხორციელება მაშინ, როდესაც მმართველი ჯგუფისთვის პრიორიტეტს ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს, შეუძლებელია. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე არშემდგარი ბეტმენი აბდალა ბუკარამი; რაც შეეხება გარე ფაქტორებს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. აკვიატებული იდეების ტყვეობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მსოფლიოში უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე გააზრებულსა და ეფექტურს, ერთი ნაკლი ნამდვილად აქვს. ამერიკელებს იდეების ერთგვარი “აკვიატება” სჩვევიათ და ხშირად ბოლომდე მისდევენ მცდარ სტრატეგიას, მაშინაც კი, როდესაც ფაქტები მის მანკიერებაზე მიუთითებს. ვაშინ­გტონის ყველა დიდ საგარეო-პოლიტიკურ მარცხში “აკვიატების” კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ორი მაგალითი: 70-იანების ბოლოს ამერიკელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შაჰის რეჟიმი ირანში. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მათ ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს. ვაშინგტონი ამ ხაზს ჯიუტად ატარებდა და წარმოსახვითი “სტაბილურობის” ხელყოფას ერიდებოდა მაშინაც კი, როდესაც მკაფიოდ გამოჩნდა ყველა ნიშანი იმისა, რომ, თუ რეჟიმის საფუძვლიანი გარდაქმნა არ მოხდება, ის მალევე დაემხობა. შედეგი ცნობილია: შაჰი ჩამოაგდეს და ხელისუფლების სათავეში ისეთი ხალხი მოვიდა, რომელთანაც შტატები საერთო ენას, აგერ უკვე 30 წელია, ვერ პოულობს. სამხრეთ ვიეტნამში აშშ ასევე ჯიუტად განაგრძობდა ნგუენ ვან თხიეუს რეჟიმის მხარდაჭერას, მაშინაც კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ ამ კორუმპირებულ ბანდაზე უფრო საძულველი ქვეყნის მოსახლეობისთვის არაფერი არსებობს. დრო და ფული, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო სამხრეთ ვიეტნამში მეტ-ნაკლებად ნორმალური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და ასე თუ ისე ცივილური პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად უაზროდ გაიფლანგა. შედეგი: როდესაც კომუნისტები საიგონისკენ დაიძრნენ, მოსახლეობის უმრავლესობა ამას სიხარულით ან სრული ინდეფერენტულობით შეხვდა. ამერიკელებმა დაკარგეს ვიეტნამი და, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ეტაპზე მათი ჯარები ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ, მთელი მსოფლიოს თვალში დამარცხებულებად წარმოჩინდნენ. შესაძლოა, “აკვიატების” ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ვაშინგტონის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერის პროცესშიც ასრულებს. თუ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, მან, ალბათ, აშშ-ის ინტერესებს რეგიონში, სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოუტანა. სწორედ მისი მმართველობის წლებში რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთით გამაგრდნენ, რამაც საქართველოს, როგორც აშშ-ის პოტენციური სამხედრო პლაცდარმის მნიშვნელობა პრაქტიკულად ნულს გაუტოლა. ამასთანავე, რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცე ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. კითხვის ქვეშ დადგა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რამაც მისდამი ინტერესის სწრაფი კლება გამოიწვია. მეტიც, ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში, განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღიქვა ისე, თითქოს შტატებმა საკუთარი მოკავშირის დაცვა ვერ შეძლო. ამასთანავე, სააკაშვილის საშინაო პოლიტიკამ საქართველოში ანტიამერიკული განწყობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომლის მსგავსს მხოლოდ ლათინური ამერიკის გამორჩეულად ბედკრულ ბანანის რესპუბლიკებში თუ შევხვდებით. საინტერესოა, რა სარგებელი ნახა ყოველივე ამით ვაშინგტონმა და კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს სააკაშვილისგან მომავალში, თუ ის ხელისუფლებას ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებს? სააკაშვილის მხარდამჭერები, აგერ უკვე ორი წელია, გლოვობენ იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში ჯონ მაკეინი კი არა, ბარაკ ობამა შევიდა, თუმცა მაკეინი, რომელსაც კრემლთან კონფრონტაციის იდეები იტაცებდა, ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენებდა საქართველოს, როგორც ხელყუმბარას, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ისროდა. ძნელი გამოსათვლელია, თუ რა ზიანი მიადგებოდა ამის შედეგად რუსეთს, თუმცა ჩვენთვის, ამ სცენარის ფარგლებში, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რადგან, სავარაუდოდ, საქართველოს ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორც ხელყუმბარას, რომელიც აფეთქებისას ნამსხვრევებად იქცევა. ობამას ადმინისტრაცია გაცილებით რაციონალურად მოქმედებს. მისი მთავარი პრიორიტეტი გლობალური რისკების მინიმიზაციაა, რაც აუცილებელია იმ დროს, როცა აშშ ეკონომიკურ (და არა მარტო) კრიზისს ებრძვის. აშშ-ს ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს კონფრონტაცია არც ერთ გლობალურ ძალასთან, რუსეთი იქნება ეს თუ ჩინეთი (ევროკავშირზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია); კონრეტულად რუსეთთან მიმართებაში სადავო საკითხები თანმიმდევრულად, ერთი მეორის მიყოლებით, იხსნება. ჯდება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერა ამ ლოგიკაში? ალბათ, არა, რადგან ის არაპროგნოზირებადია, დღემდე ნეოკონების რიგ სახიფათო თეორიებს იზიარებს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “თავს ინდიანა ჯონსად გრძნობს”. თუმცა ინერცია, ოდესღაც აკვიატებული იდეა სააკაშვილის აუცილებელი მხარდაჭერის შესახებ, რეგიონში უკონტროლო დესტაბილიზაციის შიში, საქართველოს ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ძალების დატოვების სურვილი, “მოკავშირის მიტოვებასთან” დაკავშირებით რესპუბლიკელების მხრიდან მწვავე კრიტიკის შესაძლებლობა და რიგი სხვა ფაქტორები, თეთრ სახლს შესაძ­ლებლობას არ აძლევს სააკაშვილის ხელისუფლების დახმარება სრულად შეწყვიტოს და საქართველოში მხარი რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს დაუჭიროს. მსგავსი რამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უკვე არაერთგზის მომხდარა, მათ შორის თეირანსა და საიგონში ზემოაღწერილი მოვლენების წინარე პერიოდში. შემოდგომის მარათონი ჩაკეტილ წრეში ყოველივე ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმიტომ, რომ ამერიკელებს ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვთ. პრაქტიკულად ყველა პროდასავლური ძალისთვის საქართველოში მათი “მეგობრული რჩევა” გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სა­კუთარი აზრი ან საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა. რომ არა ეს “რჩევები”, 2007-08 წლების მიჯნაზე და 2009 წლის გაზაფხულზე მოვლენები, სავარაუდოდ, სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ეს პარტიები დღესაც არ იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომელთაც ხელისუფლების რთული მდგო­მარეობა აძლევს, მასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და უაღრესად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი; “ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადახედოს თავის პოზიციებს და, თუ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით იქნება შეთანხმება მიღწეული, ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შეიძლება თვისობრივად ახალი კოდექსიც კი მოვიღოთ”, - აცხადებს დავით გამყრელიძე იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება საკმაოდ ხისტ პოზიციებს იკავებს: ა) უარი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე; ბ) უარი ვადამდელი არჩევნების იდეის განხილვაზე; გ) პროცესში სხვა (სავარაუდოდ, სატელიტი) პარტიების ჩართვის სურვილი; დ) მოლაპარაკებების გაზაფხულამდე გაგრძელების მოწადინება. ამასთანავე, ბევრი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, არჩევნების გაყალბებისთვის საჭირო “ხვრელები” მასში აუცილებლად დარჩება. მოლაპარაკებები თავისთავად მშვენიერი რამ არის, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი პროდუქტიულობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. მასში ჩართული პარტიებიდან ბევრის მიდგომა გასაგებია, მათ, დიდი ხანია, “ურჩიეს” 2012 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ და ალტერნატიულ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებონ, თუმცა “ეროვნული ფორუმის” პოზიცია ერთობ გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთი თანაგუნდელის დაპატიმრების გამო ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდებიან და, ამასთანავე, არ ჩქარობენ იმ დაპირებების შესრულებას, რომელთაც თავიანთ მხარდამჭერებს შემოდგომის დასაწყისში აძლევდნენ (შეუპოვარი ბრძოლისა და რეალური შედეგების სწრაფად მიღწევის შესახებ). დღეს ეს ჯერ კიდევ შეიძლება შეფასდეს როგორც ტაქტიკური მანევრები, თუმცა ერთი-ორი კვირის შემდეგ იმედგაცრუება საპროტესტო ელექტორატის იმ ნაწილში, რომელიც “ფორუმის” საშემოდგომო დაპირებებს ენდო, შეიძლება აშკარა გახდეს (საინტერესოა, ამათაც ხომ არ ურჩიეს რაიმე ამერიკელმა პარტნიორებმა?). ამ ფონზე საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი, დააკვირდება ნინო ბურჯანაძესა და “წარმომადგენლობით სახალხო კრებას”, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება. ამასთანავე, “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე სააკაშვილი, ალბათ, შეეცდება, მაქსიმალურად წარმოაჩინოს, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს. მომავალი პოლიტიკური კვირის დრამატურგიას ამ ორი ხაზის გადაკვეთა განსაზღვრავს. "საქართველო და მსოფლიო" English http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. მოკლე ინფორმაცია დეგას შესახებ…მე19-ე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ერთ-ერთი თვითმყოფადი მხატვარი,რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იმპრესიონიზმსა და ავანგარდული მიმდინარეობის განვითარებაზე,რამაც მე20-ე საუკუნე ყირამალა დააყენა,ედგარ დეგა გახლდათ.ბანკირთა დიდი ოჯახიდან გამოსული დეგას მოწოდება ფინანსები კი არა,ფერები,ხაზები,პერსპექტივა,მოცულობა,ნახატი და პლასტიკურიექსპერიმენტები იყო. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,მან უარი განაცხადა ოფიციალურ სალონებსა და აკადემიებზე,სამაგიეროდ,ბოჰემურათების ხშირი სტუმარი გახდა,სადაც მომავალი სურათების პერსონაჯებს ეცნობოდა. როცა მის ცხოვრებაშიდიდი ადგილი დაიკავა ოპერისა და ბალეტის დიდმა სამყარომ, მხოლოდ ლოჟიდან დანახულს არ დასჯერდა და კულისებში გადაინაცვლა, სადაც უკეთ ჩანდა ის მომქანცველი შრომა, რუტინა და ... View ucnauri.com
  5. სურათების შინაარსის გასაგებად საჭიროა ცოტა ინგლისურის ცოდნა View ucnauri.com
  6. ვინჩესტერის გამომგონებლის ოჯახის მისტიკური ისტორია და კიდევ უფრო მისტიკური სახლი სან-ხოსეში… უზარმაზარი მისტიკური სახლი, რომელიც სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა, მდებარეობს სან-ხოსეში, ვინჩესტერ-ბულვარის 525 ნომერში, კალიფორნიაში. ეს ვილა დღემდე უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ამის მიზეზი კი მისი მისტიკური ისტორია და სახლში დატრიალებული უცნაური ამბებია. სარა 25 ... View ucnauri.com
  7. ამ ადამიანს ქვია ტემი ჯონსი. (რაც ქართულად მისის შვარცნეგერს ნიშნავს ). იგი 21 წლისააა.თუ რა დაემართა მას 7 წლის შემდეგ,ნახეთ გაგრძელებაში…რა ნაზია და ნარნარი :( View ucnauri.com
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ვასილის მარგარასი დღეს ძალიან ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ევროპის ფინანსური პრობლემების გაშუქებაზე. რა თქმა უნდა, ევროკავშირში შექმნილი ფინანსური ჩიხის იგნორირება არ შეიძლება, თუმცა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება ევროკავშირში არსებულ პოლიტიკურ/იდეოლოგიურ ვაკუუმზე. ევროპის კრიზისი – ღირებულებების კრიზისია. ბოლო რამდენიმე წელია აღარ არსებობს ევროპული პროექტის იდეალებისადმი ერთგულების ანალოგი, რომელიც ხელს უწყობდა მის განმტკიცებას და განვითარებას 1950–იან წლებში. მე მათ ვუჭერ მხარს, ვისაც მიაჩნია, რომ იდეები მნიშვნელოვანია, და რომ ევროკავშირს ვერ უხელმძღვანელებენ მხოლოდ კვალიფიციური, თუნდაც ძალიან ეფექტური ტექნოკრატები. ტექნოკარტებს ევროკავშირის პროექტისთვის ტვინების შეთავაზება შეუძლიათ (თუმცა ესეც სადაოა), მაგრამ სულს ისინი მას ვერ მისცემენ. დღეს კი ევროპულ პროექტს სწორედ სული აკლია. შესაბამისად, აუცილებელია ამ სულის ძიება. მაგრამ ვის შეუძლია ამის გაკეთება? როგორც გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმურ შმიდტი ამტკიცებს, ევროპას ლიდერობა აკლია. ის აბსოლუტურად მართალია. მერკელი პატარა ქალაქის მერივით იქცევა, და თავისი შეზღუდულობით ვერ ახერხებს საკუთარი საარჩევნო ოლქის ფარგლებს გასცდეს და ერთიანი ევროპის ლიდერი გახდეს. თუმცა, უკეთესი სურათი არც სხვა წევრ–ქვეყნებშია. საფრანგეთში სარკოზის პოზიცია მისი საშინაო პოლიტიკის გამო შესუსტდა და ახლა, პოლიტიკური იმპულსის გაზრდას ბოშების გაძევების პოპულისტური ნაბიჯით ცდილობს. სამაგალითო ლიდერის როლს (უამრავი საკმაოდ სერიოზული მიზეზის გამო) ვერც იტალიის პრემიერ–მინისტრი ბერლუსკონი ასრულებს. ევროკავშირში იდეოლოგიის კრიზისიცაა. ევროკავშირის წრეებში სახელმწიფო რეგულირების გარეშე თავისუფალი ბაზრის იდეის ბრმა და უპირობო გაზიარებამ ევროზონის ეკონომიკა დააზარალა და დღეს ეს იდეები სიცოცხლისუუნაროა. ევროკავშირი იმ პოლიტიკურ სივრცედ გადაიქცა, სადაც ძალაუფლება ყოველგვარი დაფიქრებისა და დებატებისგან დაცლილმა თავისუფალი ბაზრის კონსერვატიულმა მენტალიტეტმა დაიპყრო. ამ ტიპის შეხედულებებს ევროპული პოლიტიკის ყველა სფეროში ევროკავშირის ისტებლიშმენტის უმრავლესობა განსაზღვრავს. ეს ისტებლიშმენტი აქტიურად უჭერდა მხარს „კელტური ვეხვის“ ეკონომიკას და მას იმ იდეალურ მოდელად აცხადებდა, რომლისთვისაც სამხრეთ ევროპის ყველა ქვეყანას უნდა მიებაძა. და ვინ აგებს დღეს პასუხს იმაზე, რომ ირლანდია გაკოტრდა? ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს, სხვადასხვა საწარმოო ლობის ცენტრად გადაიქცა. გარდა ამისა, სოციალ–დემოკრატიის იდეოლოგიურმა სიღარიბემ სხვა მემარცხენე ძალების სისუსტესთან ერთად, რომლებიც ევროკავშირის დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს ვერ წყვეტენ, ევროპული საზოგადოება მისაღები ალტერნატიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე დატოვა. ერთიანი ევროპის, როგორც ნაციონალური სახელმწიფოს ალტერნატივის იდეის წინსვლაში სისუსტეს ნაციონალისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ევროპის ყველა წერტილში პოპულიზმია გაბატონებული, რაც გზას უხსნის უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აყვავებას. საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, თანაც ეს ეხება ყველას – თანასწორობის მეხოტბე შვედეთით დაწყებული კატალონიის დედაქალაქით დამთავრებული. ხოლო შფოთი და განგაში სახიფათო მოძრაობებს შობს, რომლებიც ნაციონალური სტერილურობის იდეის პროპაგანდას ეწევიან. ევროკავშირის პრობლემები იმის შედეგიცაა, რომ არ არსებობს რეალურად მოქმედი მექანიზმები და ძლიერი პოლიტიკა. ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა ლისაბონის ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, ეკონომიკური მართვის ძლიერი ფორმა ევროპაში დღემდე არ არსებობს. ერთ დროს ბევრ ეკონომისტს მიაჩნდა, რომ ევროს შემოღება საჩქარო ნაბიჯი არ იყო და მას შემდეგაც შეიძლებოდა, რაც ევროკავშირის წარმატებულად მოქმედი საერთო ბაზარი შეიქმნებოდა. მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა გვემოქმედა წარსულში. ევროს შემოღება საერთო ბაზრისკენ გადადგმული პირველი მასშტაბური ნაბიჯი გახლდათ, და ევროპელი ლიდერები ამ ვალუტის დაცვაზე პასუხს აგებენ. ახლა თამამი გადაწყვეტილებების მიღების დროა. დროა, ევროპელმა ლიდერებმა საკუთარ სახელმწიფოთა საზღვრები გადალახონ და დაიწყონ საერთოევროპული და არა ვიწრო ნაციონალური ინტერესების დაცვა. მაგრამ ასეთი ნაბიჯისთვის მათ სიმამაცე არ ეყოფათ. თუკი ევროპელ ლიდერებს, დაკარგული ავტორიტეტის ნაწილის დაბრუნება მაინც სურთ, მათ სიმართლის ენაზე უნდა ისაუბრონ. საზოგადოებისთვის რეალური პრობლემების ახსნის ნაცვლად, პოლიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნის (PIIG–ის ეგრედწოდებულ გაკოტრებულ ქვეყანათა და მოვალეთა ჯგუფი – პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი) დემონიზაცია სჩვევიათ, რათა წარსულის შეცდომები გაამართლონ. კრედიტებს, რომლებიც კრედიტორებს მსხვილ შემოსავლებს მისცემს, ევროკავშირის პატარა მოვალე–სახელმწიფოებისთვის მოწყალებად ასაღებენ. ევროპელი ჩინოვნიკებიდან ცოტა თუ ამბობს სიმართლეს იმის თაობაზე, რომ საერთოევროპული ვალუტა ევროკავშირის ძლიერ ეკონომიკებს ყველაზე მეტად აწყობს. რას ვგულისხმობ? ევროს მიღებით დევალვაცია სამხრეთ ევროპის ქვეყნებში შეუძლებელი გახდა. შედეგად, გერმანული საქონელი უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირის იმ ფინანსურად სუსტი ქვეყნების საქონელთან შედარებით, რომლებიც ექსპორტის გაძლიერების მიზნით საკუთარი ვალუტის დევალვაციას ვერ ახერხებდნენ. და იმ დროს როდესაც გერმანია ზრდას განიცდის, ქმნის რა პროფიციტს, უფრო სუსტი ევროპული ეკონომიკები სოციალური ხარჯების მახინჯი შემცირებებით, შეიძლება რეცესიის დაუსრულებელ წრეში აღმოჩდნენ. აი, ამ უსამართლობის არსი: ევროკავშირს, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში ეკონომიის უმკაცრესი ზომების გატარება სჭირდება, მაგრამ ის არ მოითხოვს საბერძნეთის ან პორტუგალიისგან ხარჯების შემცირებას შეიარაღების სფეროში, რადგან ეს ქვეყნები იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს ევროკავშირის მსხვილ სახელმწიფოებში ყიდულობენ. თანამედროვე სამყაროში, ისეთი ცნების გაღარიბება, როგორიც „ევროპაა“, მართლაც შემაშინებელია. გახანგრძლივებული კრიზისის პირობებში ეს ცნება შესაძლოა საპნის ბუშტად იქცეს, სიტყვად, რომელიც ყოველგვარი აზრისგან დაცლილია. კიდევ უფრო უარესია ის, რომ როგორც EU Observer–ში ლი ფილიპსი თავის სტატიების სერიაში წერს, ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეებისთვის შეიძლება მკაცრი ეკონომიის სასტიკი რეჟიმის სინონიმი გახდეს, რაც თავად ევროკავშირის არსებობასაც კი დაემუქრება. ერთიანი ევროპის მომხრეები იატანჯებიან, როდესაც ევროკავშირის მომავალზე ფიქრობენ. რამ შეიძლება მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს ევროპული პროექტის გაგრძელების სურვილი გაუჩინოს? შესაძლებელია კი ახალი დასაწყისი? და თუკი შესაძლებელია, როგორ მოხდება ეს? ორიგინალი ორიგინალი
  9. ჟურნალი Maxim 01-2011 ანონსი View the full article
  10. ადამიანების ჯგუფი, ახალგაზრდა კონდუქტორთან ერთად, ცდილობს უმართავი ახალგაზრდების დაჭერას და მათ გაჩერებას, რომლებსაც ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გადააქვთ... View the full article
  11. ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის ცვლიდნენ ადამიაის ცხოვრებას. TiMER-ის გამოგონების შემდეგ შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების შეცვლაც. ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა მაჯაზე მაგრდება და იწყებს დროის ათვლას, როდესაც დრო დამთავრდება თქვენი იდეალური პარტნიორი თქვენ წინაშეა. ასეთ განცხადებას აკეთებდნენ რეკლამაში. არ არის გასაკვირი, რომ მარტოხელა უნა ოლირმა გადაწყვიტა ამ აპარატის შეძენა... View the full article
  12. ამ პოსტში ნახავთ დავიწყებულ სიმღერებს… ეს სიმღერები გარკვეულ საზოგადოებაში მეტად პოპულარული იყო, თუმცა ახლა ალბათ მხოლოდ ძველ დროს გაგახსენებსგიხაროდენუცხო ქალაქშიმერე შენ რამეგობრებთან ერთადჯადოსნური ღამეთოვლი მოდისფული,ფულიMama Africaვაგონი მიქრისდიდხანს გელოდიჯადოსნური გამოცანაJanetმოდი გავაკეთოთ რამეჯაგა,ჯაგაშენზე ფიქრირიმტირი,რიმტირიითბილისის მზესროგორც მე მინდა სად არიშენი მეგობარი ქალისექს ბომბითოვლი მოსულაარ გაჩერდექრისტინაცრემლი თვალებსგვახსოვსქვეყანა აირიამომესიმართლის დროაერთი დაიგივეჩამირთე მუსიკა მეთეთრი ქარავანიყველაფერი ... View ucnauri.com
  13. http://www.thisisanfield.com/wp-content/uploads/2005_wide.jpg სულ მალე დასრულდება 2010 წელი, პირველი ათწლეული 21-ე საუკუნეში და მერსესაიდში კიდევ ერთი ერა ჩაბარდება წარსულს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ენფილდზე ბევრმა ლეგენდამ ითამაშა და მოდით ერთად შევადგინოთ ჩვენი ფანკლუბის “ათწლეულის გუნდი”… კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თითოეულ პოზიციაზე აირჩიეთ ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში: მეკარე: გოლკიპერის პოზიციაზე უდაოდ ორი ლეგენდარული ფეხბურთელი განიხილება: პეპე რეინა და იერჟი დუდეკი. ესპანელი კიპერი 2005 წლიდან იცავს ლივერპულის კარს და რამოდენიმე დღის წინ წითლების ყველა დროის საუკეთესო მეკარის, როი კლემენსის რეკორდი გააუმჯობესა, მიაღწია რა 100 მატჩს გოლის გაშვების გარეშე სულ რაღაც 198 თამაშში. პეპე ფანების საყვარელი ფიგურა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. იერჟი დუდეკი კი სტამბულის ფინალის გმირი, რომელმაც პირველ ტაიმში გაშვებული 3 გოლის შემდეგ არაერთ მომენტში გადაარჩინა ლივერპულის წაგებას და ასევე გახდა ავტორი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტისა ამ ათწლეულის ისტორიაში, მოიგერია გადამწყვეტი პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ახლა კი არჩევანი თქვენზეა – რეინა თუ დუდეკი ? http://fc06.deviantart.net/fs24/f/2008/008/2/c/Pepe_Reina_by_J_File.jpg მარჯვენა მცველი: 2000 წელს მერსესაიდში მიუნხენის ბაიერნიდან მარკუს ბაბელი გადმოვიდა, რომელმაც ენფილდზე 4 სეზონი გაატარა და 72 თამაში ჩაატარა. იგი ფანებს შემტევი ფეხბურთით და მებრძოლი ხასიათით ახსოვთ. სწორედ მარკუსმა გახსნა ანგარიში 2003 წელს უეფას თასის ფინალში ალავესთან, თუმცა მომდევნო სეზონში იგი მძიმედ დაავადდა, გამოტოვა მთლიანად ერთი წელი და შედეგად დატოვა კიდეც მერსესაიდი. მისი ადგილი კი სტივ ფინანმა დაიკავა და 2003-2007 წლებში ლივერპულში შეუცვლელი ფიგურაც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულ 217 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მას ყოველთვის იხსენებენ როგორც “ჩუმ გმირს ენფილდზე”, რომელიც საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებდა მოედანზე. მან ითამაშა სტამბულის ფინალშიც და 2007 წელს მილანთან განმეორებით შეხვედრაშიც, თუმცა სწორედ იქ, 88-ე წუთზე იგი ალვარო არბელოამ შეცვალა მოედანზე. სწორედ აქ დასრულდა ფინანის ენფილდური კარიერაც და მომავალი წელი მან ესპანიოლში დაიწყო. მეორეს მხრივ კი ესპანელი მარჯვენა მცველი, ალვარო არბელოა გუნდში დამკვიდრდა და ენფილდზე გატარებულ ორ-ნახევარ სეზონში 98 (!) მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გლენ ჯონსონს, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი მერსესაიდში და ლეგენდების სიასთან ჯერ ახლოსაც ვერ მივა, ამიტომ თქვენი არჩევანი შემდეგი ფეხბურთელებისგან უნდა გააკეთოთ: მარკუს ბაბელი // სტივ ფინანი // ალვარო არბელოა მარცხენა მცველი: დღესდღეობით ლივერპულის ყველაზე სუსტი რგოლი, ერთ დროს ყველაზე ძლიერიც კი იყო. 2000 წლიდან წითელი მაისურით ამ პოზიციაზე ჯიმი ტრაორე თამაშობდა. მეორე დივიზიონიდან ჟერარ ულიეს მიერ შეძენილი ფეხბურთელი, რომელმაც ენფილდზე 2006 წლამდე იასპარეზა და 141 მატჩი ჩაატარა. ტრაორე იყო ასევე წითლების ძირითადი გუნდის წევრი უეფას და სტამბულის ფინალებში და კლუბის ისტორიაზე საკუთარი კვალიც დატოვა. ბენიტესის ერის დასაწყისიდან ტრაორე იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, მისი ადგილი ნორვეგიელმა “წითურმა”, იონ არნე რიისემ დაიკავა, რომელიც ლივერპულში 2001-08 წლებში თამაშობდა და შვიდ სეზონში 348 მატჩი ჩაატარა. მისი ულამაზესი გოლები, მებრძოლი ხასიათი და მონდომება ფანების სიმღერებშიც აისახებოდა ენფილდზე. რიისემ კლუბი 2008ში დატოვა და მის პოზიციაზე უკვე ბრაზილიელი, ფაბიო აურელიო მოგვევლინა, რომელმაც რეკორდულ დროში მოახერხა ფანების სიყვარულის მოპოვება, გაუტანა რა მანჩესტერ უნაიტედს და ჩელსის ულამაზესი საჯარიმო დარტყმები და მერსესაიდული ტრიბუნები სიამაყით აავსო. მან 2006-20010 წლებში უკვე 120 მატჩი ჩაატარა ლივერპულში და ამ შედეგის გაუმჯობესებას კვლავ აგრძელებს… ასე რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე კანდიდატები არიან: ჯიმი ტრაორე // იონ არნე რიისე // ფაბიო აურელიო http://fc05.deviantart.net/fs29/f/2008/149/2/8/28d7fefd55185600dcfc24b792e6d19c.png ცენტრალური მცველი: ამ პოზიციაზე იმდენად ჩამოყალიბებული ფავორიტები არიან, რომ ვფიქრობ აზრიც კი არ აქვს ხმების დათვლას. უბრალოდ ვაღიაროთ – სემი ჰიიპია და ჯეიმი კარაგერი. ენფილდის ორი ცოცხალი ლეგენდა, საუკეთესო დაცვის დუეტი ბოლო ათწლეულში, სტამბულის ფინალის გმირები და დაუვიწყარი ფეხბურთელები გულშემატკივრისთვის. ორივე ფეხბურთელი პირდაპირ შევა “ათწლეულის გუნდში”… (იმედია წინააღმდეგი არავინ იქნება http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) ცენტრალური ნახევარმცველი: ეს პოზიციაც ორ ფეხბურთელს დაეთმობა. პირველი რასაკვირველია სტივენ ჯერარდია, ლივერპულის კაპიტანი, ნამდვილი სული და გული. მეორე კი თქვენ უნდა აირჩიოთ. კანდიდატები კი უამრავია: ხაბი ალონსო, ფანების საყვარელი ნახევარმცველი და ფეხბურთელი, რომელის წასვლაც ალბათ ყველაზე მეტად ინანა ენფილდმა. 2004 წლიდან წითლების მაისურით ალონსომ 210 მატჩი ჩაატარა და სკაუზერებს თავის სამუდამოდ დაამახსოვრა. მისი მეწყვილე, ხავიერ მასკერანო კი 3 სეზონი იმფოფებოდა ლივერპულში და 91 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, არგენტინის კაპიტნის და ალონსოს დუეტი ალბათ ბოლო წლების იდეალური დუეტი იყო. ეს წყვილი რაფა ბენიტესის ჩამოყალბებულია, მანამდე კი ლივერპულის ცენტრალურ ნახევარდაცვას დიტმარ ჰამანი, დენი მერფი და ვლადიმერ სმისერი ავსებდნენ. ჰამანი და სმისერი სტამბულის დაუვიყწარი ფინალის მონაწილენი არიან. ჰამანს 52, სმისერს კი 184 მატჩი აქვს ჩატარებული ენფილდზე. დენი მერფი კი ჯერარდი კარიერის დასაწყისში ბრწყინავდა და 1997-2006 წლებში 249 მატჩი ითამაშა წითელი მაისურით. არჩევანი საკმაოდ დიდია და არც ისე ადვილი: ალონსო // მასკერანო // ჰამანი // სმისერი // მერფი http://fc09.deviantart.net/fs70/f/2010/351/f/f/gerrard_by_soccerfantasyartv3-d3526wf.jpg მარჯვენა ნახევარმცველი: მარჯვენა ფლანგზე ორი გამოკვეთილი ფავორიტია – ლუის გარსია და დირკ კიუიტი. ბარსელონას აღზრდილი, ესპნაელი ლუის გარსია კოპის ერთ-ერთი უსაყვარლეს ფეხბურთელადაა ცნობილი. მან წითლებში 2004-2007 წლებში ითამაშა და 121 მატჩი ჩაატარა. მისი დაუვიწყარი გოლები დღესაც ახსოვთ ენფილდზე. დირკ კიუიტი კი 2006 წლიდან შეუერთდა გუნდს და გარსიას წასვლის შემდეგ შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. “ყველაზე მშრომელი და დაუღლელი მერსესაიდელი” – სწორედ ასე ახასიათებენ მას ფანები. მისმა მტკიცე ხასიათმა და მონდომებამ იგი გულშემატკივრის ფავორიტად აქცია და დღესდღეობით კიუიტი გუნდის ლიდერად და უცვლელ ფიგურად ითვლება. თქვენ კი უნდა აირჩიოთ, რომელი ფეხბურთელი დაიკავებს მარჯვენა ფლანგზე პოზიციას “ათწლეულის გუნდში” ლუის გარსია თუ დირკ კიუიტი მარცხენა ნახევარმცველი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზეც ორი რეალური კანდიდატია: პატრიკ ბერგერი და ჰარი კიუელი. ბერგერი წითლებში ჯერ კიდევ 1996 წლიდან თამაშობდა და 2003 წლამდე 196 მატჩი ჩაატარა. მისი დრიბლინგი და საგოლე გადაცემება ლივერპულის “სტაჟიან” ფანებს არასდროს დაავიწყდებათ. მეორე კანდიდატი კი ავსტრალიელი ჰარი კიუელია, რომელიც 2003-08 წლებში თამაშობდა ენფილდზე და მიუხედავად 5 სეზონისა მხოლოდ 93 შეხვედრა ჩაატარა, ტრამვებმა მას რეგულარულად თამაშის საშუალება არ მისცა, მაგრამ ყველა მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო კიუელმა შესანიშნავად ჩაატარა და ენფილდის ტრიბუნებზე სიყვარულიც დაიმსახურა. შესაძლოა ითქვას რომ ლივერპულის ბოლო ათწლეულში მარცხენა ნახევარდაცვის პოზიციაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ყოლია, თუნდაც ბოლო ორი წლის განაბლობაში ეს როლი რაიან ბაბელმა, ივანოვიჩმა, კოულმა, როდრიგესმა, ალბერტ რიერამ და ბენაიონმა მოირგეს, მაგრამ საკუთარი კვალი ლივერპულში მხოლოდ ბერგერმა და კიუელმა დატოვეს. ასე რომ არჩევანი ახლა თქვენზეა: პატრიკ ბერგერი თუ ჰარი კიული? http://fc09.deviantart.net/fs71/f/2010/356/5/d/fernando_torres_by_tiano_art-d35eh53.png თავდამსხმელი ფორვარდის როლი ლივერპულში არაერთ ვარსკვლავ ჰქონდა მორგებული, იან რაშს, კენი დაგლიშს და ა.შ., მაგრამ ბოლო ათწლეულში ერთდროულად რამოდენიმე ლეგენდამ ითამაშა წითლების თავდასხმაში. ამ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი უნდა აირჩიოთ, კანდიდატების სია კი გრძელია… მორიენტესი, სისე, კრაუჩი, ბელამი, მილან ბაროში და სხვანი, მაგრამ მათ შორის ოთხი ფეხბურთელი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან: ფაულერი, ოუენი, ჰესკი და ტორესი. “ენფილდის ღმერთად” წოდებული რობი ფაულერი ლივერპულში ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს ჩაირიცხა და კლუბში ფაქტიურად 2007 წლამდე დარჩა. მის ანგარიშზე 369 მატჩი და 183 გოლია. ნამდვილი “წითელი”, შეუდარებელი ფორვარდი, რომელმაც ორ წუთში ჰეთრიკი შეასრულა ლივერპულის მაისურით. რობი ყოველთვის დარჩება ფანების უსაყვარლეს ფორვარდად. მეორე ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც ასევე 90-იანებში იწყებს კარიერას, მაიკ ოუენია.მან 297 თამაშში 158 გოლი ჩაიწერა აქტივში. ლივერპულის “ოქროს ბიჭუნა” ჯერარდის თაობის წარმომადგენელია, აღიზარდა ლივერპულის აკადემიაში და ფეხიც სწორედ ენფილდზე აიდგა. იგი უკვე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ჯერ კიდევ ათწლეულის დასაწყისში. თუმცა ოუენის ლეგენდობას ბზარი მისი ტრანსფერით გაუჩნდა, ჯერ რეალში, შემდეგ კი მანჩესტერში. მიუხედავად ყველაფრისა მას მერსესაიდში უდიდეს პატივს სცემენ. ემილ ჰესკიმ კი წითლებში 2000 წელს დაიწყო თამაში. მან ოთხ სეზონში 223 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი შეაგდო. ინგლისის ნაკრების იმ დროის უცვლელმა ფიგურამ მთლინოაბში პრემიერლიგაზე 450 მატჩი ითამაშა და არამარტო ლივერპულის, არამედ მთელი ინგლისის საფეხბურთო ლეგენდად ითვლება. ფერნანდო ტორესს კი ყველა კარგად იცნობთ, ესპანელი ელ ნინიო, რომელმაც პირველივე წელს უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მას უმღერიან, ადიდებენ და აფანატებენ. ტორესი ბოლო პერიოდში ლივერპულის გარშემო სალაპარაკო თემის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია და ხშირად მას უკვე ლეგენდებშიც კი მოიხსენიებენ. შევა თუ არა ფერნანდო “ათწლეულის გუნდში” ეს კი თქვენი გადასაწყვეტია. აირჩიეთ ორი ფორვარდი შემდეგი კანდიდატებიდან: ჰესკი // ოუენი // ფაულერი // ტორესი მთავარი მწვრთნელი: და ბოლოს, ლივერპულის ათწლეულის მენეჯერი, ჟერარ ულიე თუ რაფა ბენიტესი. ორი დიდი პერსონა, საკუთარი ეპოქით და ისტორიით. სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა რომ ლივერპულმა ოცდამეერთე საუკუნეში წარმატებით შეაბიჯა, მოიგო მეხუთედ ჩემპიონთა ლიგა და ჩამოყალიბდა როგორც ინგლისის და მთელი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გრანდად. არჩევანი თქვენზეა. ჟერარ ულიე თუ რაფაელ ბენიტესი პ.ს. როგორც ხედავთ გუნდის სქემა 4-4-2 ია და შესაბამისად თქვენც ამ განლაგების მიხედვით უნდა დაასახელოთ “ათწლეულის გუნდი”. გამოკითხვა კი 30 დეკემბერს დასრულდება! View the full article
  14. დღეს შემოგთავაზებთ ციხესიმაგრეების მოჩვენებებით მეორე ნაწილს,თუმცა ამჟამად მარტო ერთ,მაგრამ ძალიან საინტერესო ციხესიმაგრეზე მოგიყვებით მაშ ასე…მღვდლის იდუმალი სახლი,ბორლიბორლიში,რომელიც ლონდონიდან 60 მილითაა დაშორებული,1863-დან 1939-მდე იდგა სახლი,სადაც მღვდელები ისვენებდნენ.ადგილს ბორლი რეკტორი ერქვა.1939 წელს სახლი დაიწვა,მისგან მარტო ნანგრევები დარჩა,მაგრამ ადგილი მაინც “შეწუხებული”(მოჩვენებებით) დარჩა.ეს სახლი,ინგლისში ყველაზე შეწუხებულ სახლად ითვლება,ხოლო მოჩვენებებზე მონადირე – გარი პრაისმა- ... View ucnauri.com
  15. დანარჩენი სურათები სრულიადში იმედია მოგეწონებათ Alkenstraat 9 by ირი ლეკვეიშვილი View ucnauri.com
  16. http://www.rakball.net/Rakballuero/pics/20091111951_02.jpg საიტი აგრძელებს პროექტს გავიხსენოთ ლეგენდები. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ვლადიმირ შმიცერს ვლადიმირ შმიცერი დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში ქალაქ დეცინში. მას საფეხბურთო ნიჭი ბავშობიდან აღმოაჩნდა. იგი 6 წლის იყო როდესაც ვერნერიჩის საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა,რამოდენიმე თვეში კი 10 წლამდე ასაკის გუნდში ირიცხებოდა. სადაც მან მიუხედავად თავისი წლოვანებისა, რამოდენიმე მატჩის ჩატარება და გოლების გატანა მოასწრო. შმიცერი აკადემიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, რის გამოც მან რამოდენიმე მატჩი ვერნერიჩის ახალგაზრდულ გუნდში ჩაატარა. იგი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც დეჟინის პელიკანმა(კოვოსტროი) აიყვანა. ეს უკვე მდიდარი ტრადიციების გუნდი იყო, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ბ ლიგაში ასპარეზობდა. 12 წლის ვლადიმირმა მწვრთნელებს მალევე მოაწონა თავი და 13 წლისამ პელკინის ახალგაზრდულ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. ეს ფენომენი უყურადღებოდ არ დარჩენილა და 1987 წელს ის პრაღის სლავიამ აიყვანა სინჯებზე. სლავია, როგორც ჩეხოსლოვაკურ, აგრეთვე ევროპულ ფეხბურთში დიდ ძალას წარმოადგენდა. შესაბამისად ფეხბურთელის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ფეხბურთელი 4 წელი თამაშობდა სლავიას ახალგაზრდულ გუნდებში. 18 წლის ვლადიმირი კი პირველ გუნდში მიიწვიეს. იგი 19 წლის იყო, როდესაც ჩეხეთის პირველ ლიგაში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლისამ კი უკვე ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. შმიცერმა მის პირველ გუნდში 4 სეზონი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან 81 მატჩი ჩაატარა და 26 გოლიც გაიტანა. ჩეხეთის პირველობა ნელ-ნელა პრესტიჟს კარგავდა ამიტომ მან კლუბი დატოვა და არც მეტი არც ნაკლებ ფრანგულ ლანსს შეუერთდა, რომელიც საფრანგეთში დიდ ძალას წარმოადგენდა. ახალ მისულმა ჩეხმა ფეხბურთელმა იმდენს მიაღწია, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. შმიცერის დახმარებით ლანსმა “კოპა დე ფრანსე” და “კოპა დე ლა ლიგა” მოიგო. სწორედ ამის გამო 1999 წელს შმიცერი ინგლისის ლივერპულმა აიყვანა. შმიცერი წითლებს £4.2მლნ. შეუერთდა. შმიცერის კარიერაში ეს ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩეხმა ფეხბურთელმა, მოახერხა და მის პირველ წლებში მერსისაიდელებთან ერთად რამოდენიმე მატჩი ჩაატარა. მან ლივერპულის 11 ნომრიანი მაისური მოირგო. მისი პირველი მატჩი იყო შეფილდ უენსდეისთან ჰილსბროზე, სადაც ლივერპულმ 0:2 იმარჯვა. შმიცერის მეორე სეზონი ლივერპულში უფრო ხეირიანი იყო. ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა. და რამოდენიმე გოლიც გაიტანა. მან მონაწილეობა მიიღო 2001 წელს გამართულ უეფას თასის ფინალში, ალავესის წინააღმდეგ, რომელიც ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. 2003 წელს გუნდში რაფაელ ბენიტესი მოვიდა. ეს შმიცერისთვის ნამდვილად არ ყოფილა კარგი, რადგან ბენიტესი მას ჩემპიონთა ლიგაში არ ენდობოდა. ის სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ლევერკუზენის, იუვენტუსისა და ჩელსისთან შეხვერისას, ასევე ფინალშიც მაგრამ მისდა ბედად 23 წუთზე ჰარი კიუელმა ტრამვა მიიღო. შმიცერს შანსი მიეცა ბენიტესისთვის და ლივერპულის ფანებისთვის დაემტკიცებინა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო.მან ეს ნამდვილად დაამტკიცა. ჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანი , როდესაც მილანელებს სხვაობა ერთ ბურთამდე შეუმცირა. შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ლივერპულთა მხრიდან ბოლო პენალტი გაიტანა და ლივერპულის დიდ ისტორიაში საკმაოდ ღრმად შეაბიჯა. ეს შმიცერის წითელ კარიერაში ბოლო მატჩი იყო, რადგან 32 წლის შმიცერმა გადაწვიტა ლივერპული როგორც დიდი ფეხბურთელი ისე დაეტოვებინა. 2007 წელს ვლადიმირ შმიცერი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. ამჯერად ბორდოში. 33 წლის შმიცერმა ბორდოში 2 სეზონი ჩაატარა და 5 ბურთიც გაიტანა. 35 წლის ასაკში მან გადაწვიტა მის პირველ გუნდს, პრაღის სლავიას დაბრუნებოდა. “სინოტ არენაზე” მას თბილი დახვედრა მოუწყვეს მის პრეზენტაციაზი სტადიონი გადაჭედილი იყო. მიუხედავად მისი ასაკისა მან 2008 წელს მოიპოვა ჩეხეთის წლის ფეხბურთელის ტიტული. 2009 წელს მან კარიერა . იგი უამრავმა გულშემატკივარმა გააცილა დიდი ფეხბურთიდან. წასვლის წინ კი სლავიას გულშემატკივრებმა სიმღერა მიუძღვნეს. სანაკრებო კარიერა 20 წლის დიტმერ ჰამანმა ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა. მისი სანაკრებო კარიერა 1993 წლიდან დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო 1996, 2000, 2004 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებში, რაც ნამდვილად დიდი შედეგია. მისი ყველაზე დიდი სანაკრებო მიღწევაა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში, სადაც ჩეხეთმა ნახევარ ფინალში ითამაშა. 2005 წელს მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ვერ შეძლო ეთამაშა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მან პირველი ტელე რეპორტაჟი წაიყვანა ბასელიდან, გახსნითი მატჩის ჩეხეთი-შვეიცარია. იგი დღეს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელია. View the full article
  17. ეს წიგნი ეკუთვნის ჰელენ ექსლს, აქ მოყვანილი გამონათქვამები ჩვენს საქმიანობას, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთიანობის,თანხმობის,სიკეთის,გულრწფელობისა და სიმტკიცის დამკვიდრევბას ეხმიანება. ისინი გვეხმარებიან და გვამხნევებენ-ვუერთგულოთ საკუთარ რქმენას, არ მოვერიდოთ თამამი ნაბიჯების გადადგმას და საკუთარი ღირსებებიც სრულიად გამოვავლინოთ.“საკითარ თავს ნუ უღალატებ-ნურაფერზე დახურდავდები! ”“ისეთი იყავ, როგორიც თავად ... View ucnauri.com
  18. ოდესღაც ეს ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე ცოდვიანი ადგილი იყო, დღეს კი იქ პლანეტის ყველაზე გამორჩეული ზღვა მდებარეობს, რომელშიც ადამიანი არასდროს ჩაიძირება. ზღვა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, იმავდროულად, სასიკვდილოც, ამისთვის ნახევარი ჭიქა მკვდარი ზღვის წყლის დალევაც კი საკმარისია. დედამიწის ფსკერი“ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დედამიწის ფსკერზე ვიმყოფებით”, – ბევრი მეგზური სწორედ ... View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...