planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჩაიწერეთ: 555 0123ეს გახლავთ კადრი ფილმიდან “ყოვლისშემძლე ბრიუსი”, რომელსაც ღმერთი უკავშირდება, სამსახური რომ შესთავაზოს. ამ ნომერმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია.555 არარსებული ინდექსია. ნამდვილი ნომერი, რომელიც ფილმში გამოიყენეს, იყო 776 2323 და ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შეცვალეს ინდექსი, ანუ გამოიყენეს 555 2323. ფილმის პროდიუსერებმა აღნიშნეს, რომ მათ ისეთი ნომერი შეარჩიეს, რომელიც ბუფალოში, სადაც ... View ucnauri.com
-
epn.ge - კობა სუბელიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/subeliani-150x150.jpgოკუპირეული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, დღეს, ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, არსებულ და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე განსახლების პროცესებზე. კობა სუბელიანმა ელჩს დეტალურად გააცნო სამინისტროს საქმიანობა, ისაუბრა დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზე, არსებულ სირთულეებსა და მიღწეულ წარმატებებზე. ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ინფორმირებულია სამინისტროსთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი ურთიერთობა მისი მისიის განმავლობაშიც გაგრძელდება. მინისტრმა ელჩს ცხელი ხაზის ოთახი და დევნილთა მისაღები დაათვალიერებინა, ასევე, აუხსნა მონაცემთა ბაზის მუშაობის პრინციპი. ელჩმა აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინფორმაციის გაცვლისა და სტატისტიკის წარმოების არსებულმა სისტემამ. შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს ერთობლივად მოინახულებენ. იხილეთ epn.ge -
http://b.pix.ge/m/1z74z.jpg ჯერარდმა აღნიშნა, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების შეკვრა მოახერხა. ამასთან დასძინა, რომ “წითლებს” პრემიერლიგის 18-ე ტურის გადატანილ მატჩში ფულემთან (1:0) გაუმართლათ. “მწვრთნელმა კლუბის ერთ მთლიან ორგანიზმად გაერთიანება შეძლო, რაც გულშემატკივრები და ფეხბურთელები არიან ერთად აღებული. ვარჯიშებზე ვხედავ რომ პარტნიორების სახეზე ღიმილი ისევ გაჩნდა. დალგლიშის მოსვლით ყველამ მიიღო თავის გამოჩენის შანსი. ძალიან მიხარია, რომ ფულემის დამარცხება შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში არ გვიჩვენებია. თუმცა ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე დადებით შედეგს მივაღწიეთ. კენი მოედანზე თავისუფლებას გვაძლევს. ლონდონელებთან დაპირისპირებაში გაგვიმართლა და ლივერპულმაც ფორტუნას მიერ ბოძებული შანსი სრულად გამოიყენა. სეზონის დასაწყისიდანვე ასე რომ გვეთამაშა, გაცილებით მაღალ ადგილზე ვიქნებოდით”, – განაცხადა ჯერარდმა. View the full article
-
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ნოტარიუსთა პალატას ეწვია. ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ვიზიტის მიზანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო. ქართული დელეგაციისთვის ოფიციალური შეხვედრები ტალინში 25 იანვარს დაიწყო და 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმ მოინახულეს ესტონეთის ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო არქივი, ტალინის სანოტარო ბიუროებო, ასევე, ეწვივნენ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემისა და რეგისტრაციის ცენტრს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/fulebEPN-150x130.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 7-დღიან N4, რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს, 155 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი ოთხ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.67% განისაზღვრა, მაქსიმალური – 7.78%, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.77%–ით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveb3-150x130.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემის ფაქტზე ინდმეწარმე “ბესიკ თითმერიას” ბუღალტერი, მარი სარაპიანი დააკავეს. მარი სარაპიანმა საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ერთ-ერთ ინსპექტორ-გამომძიებელს ინდ.მეწარმე “ბესიკ თითმერიას” ბუღალტერიის შავი ჩანაწერების რვეულების უკანონოდ დაბრუნებისა და გამოცვლის სანაცვლოდ ქრთამის სახით ხუთი ათასი ლარი გადასცა. სამართალდამცველებმა სარაპიანი უშუალოდ ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveba_401965975-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოხენის მკვლელობაში ეჭვმიტანიული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველები, ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას არ ახმაურებენ. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს, მოკლული მამაკაცი იპოვნეს. მოკლული მამაკაცი საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოხენია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ის თბილისის მერისთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს ახორციელებდა. იხილეთ epn.ge
-
http://b.pix.ge/i/v8flj.jpgThe Sun-ის ტრადიციური და რეალური ფეხბურთელების რეიტინგით, საუკეთესო კვლავ რაულ მეირელეში იყო … პეპე რეინა – 7 მარტინ კელი – 6 მარტინ შკრტელი – 6 დანიელ აგერი – 6 გლენ ჯონსონი – 6 ქრისტიან პოულსენი – 6 რაულ მეირელეში – 8 სტივენ ჯერარდი – 6 დირკ კიუიტი – 5 მაქსი როდრიგესი – 6 ფერნანდო ტორესი – 6 შეცვლაზე შემოსულები: ჯონჯო შელვი – 5 ფაბიო აურელიო – 5 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/koel2-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” მოკლული საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰენია გუშინ ღამის ათ საათზე skype-ში იმყოფებოდა. წყაროს ინფორმაციით, მან ამ პერიოდში სოციალურ ქსელში პროფილზე სტატუსი სათაურით: . “Я сожалею, что не говорят на русском в грузии” დატოვა და ქსელიდან გავიდა. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა მკვლელობა მის არატრადიციულ ორიენტაციასთან იყოს რამე კავშირში. ამასთან, ასათიანის ქუჩაზე მდებარე პროზექტურაში, სადაც სტეფან კოხენის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, საფრანგეთის საელჩოს ოთხი თანამშრომელი იმყოფებოდა. საელჩოს თანამშრომლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფან კოჰენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მამაკაცი ფრანგულ კომპანია “სისტრაში” მუშაობდა და თბილისის მერისთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს ახორციელებდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54755.jpgტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მუშები გაიფიცნენ. მაღაროელების ნაწილი მუშაობაზე უარს ამბობს. ისინი მაღაროს ხელმძღვანელი პირების დაკავებას აპროტესტებენ და გამოძიების დასრულებამდე მათ გათავისუფლებას ითხოვენ. View the full article
-
ღამით 26-დან 27 აინვარს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ძაუს რაიონში ხანძრის შედეგად დაიწვა ხის საცხოვრებელი სახლი. ხუთი ოჯახის 30-დე სული უსახლკაროდ დარჩა. მთლიანად განადგურებულია მათი კუთვნილი ქონება,- იუწყებიან ოსური მედია - საშუალებები.რაიონის ადმინისტრაციის თავკაცის პავლე ქუმარიტოვის განცხადებით, ხანძარი გამოიწვია ელსადენის მოკლე ჩართვამ და რომ ,, ხანძრით დაზარალებულებს დღესვე სასწრაფოდ გამოუყოფენ ორ საცხოვრებელ ვაგონს. მათ ასევე ეწევა დახმარება კვების პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ინ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/uniInc.php_-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა თბილისის 1-ელ საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი – ,,ირანის ოთახი’’ გახსნეს. ,,მინდა მოვულოცო ყველას სპარსული ენის დაბრუნება ქართულ სკოლებში, მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მათი თაოსნობით დაინერგა ეს პროგრამა. ამ ორი ქვეყნის ირანისა და საქართველოს ურთიერთობა არსებობდა ამ ქვეყნების არსებობიდანვე და ვიმედოვნებ დიდხანს გაგრძელდება ასე.’’ – განაცხადა მაჯიდ საბერმა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ საჯარო სკოლაში 1979 წლიდან 2006 წლამდე სპარსული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა. ასევე ხშირად იმართებოდა ერთობლივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. 2010 წლის 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ სჯარო სკოლაში კვლავ აღდგა სპრსული ენის სწავლება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/bagaturia.1-150x150.jpg“ქართული დასის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დღეს, სოფელ დიღომში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარის მიმდებარე ტერიტორია და ეზო დაასუფთავეს. ღონისძიება “ქართული დასის” პროქტის – “იცნობდე საკუთარ სამშობლოს” ფარგლებში განხორციელდა და დღეს პირველი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სოფელი დიღომი არის ერთ-ერთი ისტორიული სოფელი, სადაც 35-მდე ისტორიული ძეგლია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Davos-Zuerich-150x150.jpgშვეიცარიაში, დავოსის ერთ-ერთ სასტუმროში “პოსტჰოტელ მორონა”-ში აფეთქება მოხდა. აფეთქება სასტუმროში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას ამ დროისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მისცემია. სასტუმრო იმ ადგილთან ახლოს მდებარეობს, სადაც მსოფლიო ლიდერები შეკრებილნი არიან “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის” ფარგლებში მოლაპარაკებებისთვის. იხილეთ epn.ge
-
ერორი- ქრთამის მიცემის ფაქტზე ბუღალტერი დააკავეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54753.jpgსამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბუღალტერი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდმეწარმე ’ბესიკ თითმერიას’ ბუღალტერი, მარი სარაპიანი... View the full article -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/inde-150x150.jpgგამოცემა The Independent –ის ინფორმაციით, სააკაშვილმა შესაძლოა, მოსკოვი გააცოფოს. ამის მიზეზად, კი გამოცემა სააკაშვილის დომოდედოვოს აერპორტში მომხდარი აფეთქების შეფასებას ასახელებს. როგორც გამოცემა წერს, ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვში მომხდარი მასშტაბური ტერაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც შურისძიება ჩრიდლოეთ კავკასიაში რუსეთის არასწორი პოლიტიკის გამო. ამგვარი შეფასებები, კი მოსკოვმა შესაძლოა, ძალიან მტკივნეულად აღიქვას და გააცოფოს კიდეც კრემლი. ბრიტანული გამოცემა სააკაშვილსა და პუტინს შორის პირად უსიამოვნებაზეც საუბრობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ssssssssssss-150x150.jpgწინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მედიას და საზოგადოებას გააცნო მოძრაობის პირველი ეტაპის გეგმა და წარადგინა 20-ზე მეტი ომბუდსმენი. ომბუდსმენები იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით, ისინი არამარტო დააფიქსირებენ, არამედ ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ ადამიანის უფლებათა შელახვისა და დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მოხდება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების კომპეტენტური ანალიზი და დასკვნები რეაგირებისათვის გადაეგზავნება ევროსტრუქტურებს და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. ,,ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობისადმი ახორციელებს დამპყრობლურ პოლიტიკას, მუდმივად ცდილობენ მიიღონ სხვადასხვა კანონები და შელახონ მათი უფლებები. დღეს საჭიროა სრულიად ახალი ტიპის მოქმედებები. ჩვენი მოძრაობა სწორედ ასეთი სტილით ბრძოლისაკენ მოუწოდებს. ჩვენ ვქმნით ალტერნატიულ ომბუდსმენთა ინსტიტუტს, რომლებიც უფასოდ დაიცავენ ხალხის უფლებებს ყველა შესაძლო შემთხვევებში და სფეროში.’’-განაცხადა თარხან-მოურავმა. შეგახსენებთ, რომ საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა 2010 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. იხილეთ epn.ge
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისია რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ სპეციალურ მომხსენებლებს აღარ დანიშნავს. ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა დიკ მარტიმ განაცხადა.“ჩვენ აღარ გვეყოლება მომხსენებლები მხოლოდ 2008 წლის კონფლიქტის საკითხებზე. ამიერიდან გვეყოლება მომხსენებლები ქვეყნების – რუსეთისა და საქართველოს შესახებ, რომლებიც სიტუაციას დააკვირდებიან”, - განაცხადა მარტიმ.მისივე თქმით, “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ეგვიპტეში მიმდინარე არეულობების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ბოლო ორი დღის მანძილზე ეგვიპტეში 900-მდე ადამიანი დააკავეს. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images10-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დღეს, ბოლივუდის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. ამის შესახებ ბოლივუდის რამდენიმე დიდ პროდიუსერულ კომპანიასთან შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ინდოეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტისას მოხდა. ინდოელი კინომწარმოებლების 5-კაციანი ჯგუფი (ნარენდრა ბაჯაჯი – “სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზი”; ვარუნ ბაჯაჯი – თანაპროდიუსერი; ჩირაგ ბაჯაჯი –აღმასრულებელი პროდიუსერი; როოპ ნაიკი – “ზიპ პაპ ზუმ პროდაქშენი”; ლელა სოფოვეი – შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი) საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება, ბოლივუდის დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრსაც შეხვდა. ამასთან, იგეგმება ინდური კინოს წარმომადგენლების ქართველ კოლეგებთან შეხვედრა, კერძოდ, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ხელმძღვანელობასა და ქართველ კინოპროდიუსერებთან. ინდოელი სტუმრები ქართული ფილმის პრეზენტაციასაც დაესწრებიან. დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ერთი კვირის განმავლობაში ინდოელი პროდიუსერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოინახულებენ და ადგილზე შეისწავლიან საქართველოში ფილმის გადაღების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ინდოელი პროდიუსერები ამ დღეების განმავლობაში საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს გადაიღებენ, რომლის პრეზენტაციაც ინდური კინოინდუსტრიის წრეებსა და ტელევიზიებში მოხდება. იხილეთ epn.ge
-
http://images.mirror.co.uk/upl/m4/jul2009/2/3/kenny-dalglish-pic-getty-751333271.jpg კენი დალგლიშის თქმით ის არ აპირებს 7 ადგილზე ყოფნას ცხრილში მას ბევრად უფრო დიდი მიზნები აქვს. წითლებმა 4 საფეხურით ზემოთ აიწიეს, ჯონ პანცილის ავტოგლის წყალობით მერსესაიდელებმა საკუთარ ენფილდ როუდზე 3 ქულა მოიპოვეს. როგორც დალგლიში აცხადებს მას ბოლო წუთების ყურება ძალიან გაუჭირდა, რადგანაც ლივერპული ძალიან გადარჩა რაულ მეირლეშმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. “ვფიქრობ ბევრად უკეთესები ვართ ვიდრე აქამდე ვიყავით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის რეალისტები უნდა ვიყოთ”. “7 ადგილი ეს საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს, ეს არ არის ის პოზცია რაც ამ კლუბს სურს და რაც ლივერპულის ტრადიციებს შეეფერება, ჩვენ ბევრად მაღლა ყოფნა გვსურს”. “ჩვენ ზედი ზედ ორი მატჩი მოვიგეთ ერთი საშინაო და ერთიც საგარეო, მაგრამ კიდე გავაგრძელებთ, ჩვენ დავიცავთ 3 ქულას სტოკის წინააღმდეგ”. “ფულემის მოთამაშეებს ბოლო წამებამდე ეგონათ რომ გოლს გაიტანდნენ ჩვენდა საბედნიეროდ ეს ვერ შეძლეს, ხშირ მატჩებში ჩვენი ანგარიში არ ასახავს იმას რაც სტადიონზე ხდება”. “ერთ-ერთი ურთულესი მატჩი იყო გუშინდელ ღამეს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ეს დიდი შრომის ნაწილია, აღტაცებულები ვართ ყველანი მეც ფანებიც ფეხბურთელებიც”. ლივერპულელები ალბათ უფრო წყნარად იქნებოდნენ მსაჯებს ფერნანდო ტორესის გოლზე თამაშგარე რომ არ ეჩვენებიათ, ისინი შეცდნენ ასეთია კენის მოსაზრება და შეუძლებელია არ დაეთანხმო. “კიდევ იღბალი, ისევ არ იყო საფეხბურთო ფორტუნა ჩვენს მხარეს ფერნანდო ტორესი ზუსტად იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო”. “მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება რომ არა ტორესი დაგვაწინაურებდა”. “მსაჯებმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს არაფერია ასეთია ცხოვრება”. დალგლიში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს კარის კარგად შენახვას, ამაზე მან ყურადღება ვულვზთან მატჩის შემდეგაც გაამახვილა. “სიმართლე უნდა ითქვას ფულჰემმა საკმაო რაოდენობის პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მათ ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს”. “თუ შენ ყველა გოლის რეალიზაციას შეძლებ, მაშინ დაცვაშიც ნაკლები სანერვიულო გექნება, და უფრო უკეთაც ითამაშებ, როდესაც იგებ უპირატესობას ფლობ და თავდაჯერებული ხდები სტადიონის ყველა პოზიციაზე”. 7 ადგილი დალგლიშს არ აკმაყოფილებს ეს ბუნებრივია მას დიდი მიზნები აქვს, მეტიც ის საერთოდ არ ფიქრობ რომ ლივერპული ქულებს დაკარგავს უახლოეს მომავალში. “შაბათს სტოკს დავამარცხებთ”. “ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, გვაქვს ამის ყველანაირი შესაძლებლობა არამგონია სტოკმა საკუთარ სტადიონზე სერიოზული ზიანის მოყენება შეძლოს”. “მე ერთი გზა მაქვს, ეს ის გზაა რასაც მე უნდა მივყვე, უნდა მოვიგო თამაშები, წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ წინასწარ ბოდიშს ვიხდი თუ ვერ შევძლებთ მომავალი მეტოქის დამარცხება, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს”. აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ ლუკას ლეივა არ თამაშობდა მას მცირე ტრამვა აქვს. “მას აქვს ბარძაყის ტრამვა”. “მას ექნება ლივერპულში თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ მის გარეშეც დავამარცხეთ მეტოქე”. “ჩვენ გვყავს კრისტიან პოულსენი რომელმაც იგი ძალიან კარგად შეცვალა, ჩვენ ჩავსვით კრისტიანი შემადგენლობაში, ის კარგად გამოიყურებოდა”. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლივერპულის ბოსმა ასევე გაამხილა ის ფაქტორი რომ ჯეი სპირინგ ფეხზე მოტეხილობა აქვს. ჟურნალისტებმა კვლავ დაუსვეს კითხვა ტრანსფერების შესახებ “ეხლა ვერაფერს გეტყვით, სიახლის შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს შეგატყობინებთ” “ყველაფერი თავის ადგილას არის, ფინანსებიც არის, მაგრამ ასე ადვილი არ არის ფეხბურთელების შეძენა მითუმეტეს ასეთ დროს, ჩვენ მოვუყვანთ ისეთებს რომლებიც იდეალურები იქნებიან ჩვენთვის თუ ასეთს ვერ აღმოვაჩენთ არც კი შევეცდებით შეძენას”. “ძალიან ბევრი იწერება პრესაში და ბევრი ჭორი მესმის ტელევიზიაშიც, ძალიან ბევრი ჭორები დადის, მაგრამ კონკრეტულზე ვერაფერზე ვისაურებ, რაიმე კონკრეტული თუ იქნება შეგატყობინებთ გპირდებით”. “ვფიქრობ რაიან ბაბელის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მისი მხრიდან”. “ვფიქრობ რაიანმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მისთვის ეს აუცილებელიც იყო, მას სურდა რეგულარული თამაში ძირითადში, ამიტომაც ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი იყო როგორც კლუბისთვის ასევე რაიანისტვის”. “კლუბში ყველა წარმატებას უსურვებს მას”. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54752.jpgსასტუმრო `ქორტიარდ მარიოტში` საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოენი მოკლეს. იგი თბილისში სამი დღის წინ ჩამოვიდა. სტეფან კოენი ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიაში მუშაობდა და, თბილისის მერიასთან ერთად, სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციაში იყო ჩართული. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/rurua-150x150.jpgკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს, ბოლივუდის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენს. ინდური საპროდიუსერო კომპანიის დელეგაცია საქართველოში დღეს, დილით ჩამოვიდა. ბოლივუდის დელეგაციის წევრები საქართველოს, ფილმის გადაღებისთვის აუცილებელი ბუნების შესწავლის მიზნით ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პროდიუსერები ნარენდრა ბაჯაჯი, ვარუნ ბაჯაჯი, ჩირაგ ბაჯაჯი, როოპ ნაიკი, ლელა სოპოვეი. დელეგაციის წევრები დღეს, თბილისში სამთავრობო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/patriarki01-150x130.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, დღეს, ბოდბის მონასტერში ცამეტი მონაზონი დააჯილდოვა. უწმინდესმა რვა მონაზონი იღუმენის ხარსიხში აიყვანა, ხოლო ხუთს ოქროს ჯვრის ტარების უფლელა მიანიჭა. პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორიას ასეთი ფაქტი არ ახსოვს, როდესაც ერთდროულად ამდენი მონაზონი დაჯილდოვდა. პატრიარქმა დღეს, წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ბოდბის მონასტერში აღავლინა და დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა. იხილეთ epn.ge