Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54743.jpgვენეციის კომისია რუსეთის თავდაცვის კანონს და დოქტრინას აკრიტიკებს. ევროსაბჭოს დავალებით შექმნილ დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსეთის კანონმდებლობა მთლიანად ეწინააღმდეგება დემოკრატიის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. View the full article
  2. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54742.jpgუკრაინის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს სათვისტომოს ლვოვის ოლქის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ძიგუა ავრცელებს. View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54740.jpgმიხეილ სააკაშვილი დღეს თურქეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციის მინისტრს ბინალი ილდირიმს და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს შეხვდა. View the full article
  4. „შეაჩერეთ უკანონობა”, „დემონტაჟი – XXI საუკუნის ქართული კულტურა”, „შეწყვიტეთ შენობის ნგრევა”, „ნუ ებრძვით სტალინიზმს სტალინური მეთოდებით’’ – მანიფესტანტები გასულ კვირას, რუსთაველის 42-ში, ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის წინ ტრაფარეტებზე დაწერილი ამ ლოზუნგებითა და სასტვენებით აღჭურვილნი მივიდნენ. ისინი შენობის უკანა ფასადის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, პროცესში ნაგებობის ავთენტურობა ირღვევა, რაც უპატიებელი დანაშაულია ქალაქის წინაშე. საპროტესტო აქცია ტფილისის ჰამქარის ორგანიზებით გაიმართა. დაიგეგმა შემდეგი შეკრების დრო და ადგილიც – მანიფესტანტები მერიისკენ გადაინაცვლებენ. იხილეთ tabula.geზე
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/prokuratura-150x150.jpgგამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, ქ. რომში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. ისინი სავარაუდოდ, სამშობლოში 28 იანვარს დაბრუნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ცნობით, დელეგაციის წევრები ეცნობიან მოწმეთა დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდებს აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპატრამენტის პროექტის მხარდაჭერით. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/vashadzegrigol-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 26 იანვარს მიიღო საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დან მიჰაი ბარლიბა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის თებერვალში, საგარეო საქმეთა მინისტრის რუმინეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული დეტალები და ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების, კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Sagareo_8521438411-150x150.jpg2011 წლის 26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო რუსეთის ფედერაციამ შეიყვანა 35 ჩელიაბინსკელი (სამხრეთ ურალის რკინიგზა) სპეციალისტი რკინიგზის შესაკეთებლად. ინფორმაციის თანახმად, რკინიგზელთა შემდეგი პარტიაა აფხაზეთში ა.წ. 27 იანვარს უნდა ჩავიდეს. ამ სპეციალისტების მიზანია ფსოუ-ოჩამჩირის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენა-შეკეთება. სულ მთელი სამუშაოების შესასრულებლად დაგეგმილია რუსეთის რკინიგზის სამი ბრიგადის (800 სპეციალისტი) გამოყენება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ხასიათის ქმედებების გათვალისწინებით (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ს-300, საარტილერიო სარაკეტო დივიზიონის „სმერჩის”, ოპერატიულ-ტექნიკური სარაკეტი დივიზიონის „ტოჩკა-უ”-ს განლაგება, გამუდმებული სამხედრო წრთვნები და ა.შ.), მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანია ინფრასტრუქტურის შექმნა სამხედრო დანიშნულებისათვის, კერძოდ, საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკისა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გადაზიდვისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას, წინ უძღოდა რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანა აფხაზეთში, საქართველო რკინიგზის სწორედ ამ მონაკვეთის „აღდგენა-შეკეთების” მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მილიტარიზაციასთან დაკავშირებით და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია. იხილეთ epn.ge
  8. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით ლიტველი ჟურნალისტი ედიტა მილდაჟიტე დააჯილდოვა. მილდაჟიტე თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი. მისი ინიციატივითა… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini8-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პედაგოგები გაზრდილ ხელფასს, მხოლოდ სერთიფიცირების მეორე ეტაპის გავლის შემთხვევაში მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება, შაშკინმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, 200 ლარიანი ხელფასის ზრდა, პირდაპირ, მიბმულია ატესტაციასთან. “მასწავლებლების ხელფასი არის დაბალი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაიზარდოს. მასწავლებელთა ხელფასის მატება პირდაპირაა მიბმული ატესტაციასთან. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, პედაგოგებს ანაზღაურება 75 ლარით გაეზრდებათ, ხოლო მეორე ეტაპის გავლის შემთხვევაში მათ ანაზღაურება 200 ლარით გაეზრდებათ”, – განაცხადა შაშკინმა. იხილეთ epn.ge
  10. რესპუბლიკელი კანონმდებელი ვირჯინიის შტატში ემეტ ჰანგერი სექსუალური მოძალადეების კასტრირების ინიციატივით გამოდის.. როგორც ტელეკომპანია “ფოქსნიუსი” იუწყება, სენატორი შესაბამის… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri1-150x150.jpgპრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, დარწმუნებულია, რომ გარკვეული ხარვეზები იქნება. ამის შესახებ გილაურმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებულ ხარვეზებს პრაქტიკა გამოავლენს. “თავიდანვე, ამ ხარვეზების ცოდნა შეუძლებელი იქნებოდა. იმ შემთხვევაში, როცა რაიმე ხარვეზს აღმოაჩენენ, ყველას ვთხოვ ეს მთავრობას ან ფინანსთა სამინისტროს აცნობოს”, – განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
  12. პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს საღამოს ოთხ ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე განიხილავს. ამის შესახებ ”ტაბულას” პრემიერის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობას გილაური კვირის ბოლომდე დაასახელებს. მჭედლიშვილმა ამ პოსტზე წარდგენილი სავარაუდო კანდიდატების ვინაობა არ დაასახელა. იხილეთ tabula.geზე
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/vashadze115-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ტერორს არავითარი გამართლება არ აქვს. მინისტრმა, ტერაქტის დროს, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს სახელით მიუსამძიმრა. იხილეთ epn.ge
  14. საერთაშორისო ელექტრო კავშირგაბმულობის გენერალური მდივნის ხამადუნ ტურეს განცხადებით, ინტერნეტ მომხმარებლების რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით, რეკორდულ მაჩვენებელს, კერძოდ, 2… ლინკი მედიანიუსზე
  15. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის მთავარ ოფისში ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. ნინო ბურჯანაძის… ლინკი მედიანიუსზე
  16. “წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ” საგარეჯოში წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტი დააფუძნა. როგორც “მედიანიუსს” “სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  17. საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციამ შეიყვანა 35 ჩელიაბინსკელი… ლინკი მედიანიუსზე
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri4-150x150.jpgპრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ბიზნეს ომბუცმენს 3-4 დღეში წარადგეს. ამის შესახებ განცხადება, გილაურმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნეს ომბუცმენის თანამდებობაზე, სავარაუდო კანდიდატები არიან: ირაკლი ეზუგბაია, ჯემალ იმნაიშვილი და გიორგი პატარაია. “ორი თვის წინ, ახალი კურსის შესახებ გამოვაცხადეთ, რაც კერძო სექტორთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. ამ დროისათვის უკვე თბილისი გესი გაიხსნა, ფოთში კი გესის გახსნა თებერვალში იგეგმება. პირველი იანვრიდან ახალი კოდექსი ძალაში შევიდა, რომლიც მიხედვით, პრემიერ მინისტრი ვალდებულია წარადგინოს და დანიშნოს ბიზნეს ომბუცმენი”, – განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
  19. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54739.jpgპრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით ლიტველი ჟურნალისტი ედიტა მილდაჟიტე დაჯილდოვდა. ეს ჟურნალისტი თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი. View the full article
  20. /get_img?NrArticle=4314&NrImage=2 ბარაკ ობამას ონლაინ კონფერენცია აშშ- პრეზიდენტი ბარაკ ობამა 27 იანვარს ხალხის შეკითხვებს იუტუბზე ონლაინ სტრიმის საშუალებით უპასუხებს. ნებისმიერ მსურველს 25 იანვრიდან უკვე შეუძლია 20– წამიანი ვიდეოთი პრეზიდენტს დაუსვას კონკრეტული კითხვა და ატვირთოს იუტუბის სპეციალურ გვერდზე youtube.com/askobama. ვიდეოების მიღება 26 იანვარს შეწყდება. აშშ-ს პრესაში წინასწარ არ ვრცელდება ინფორმაცია, ონლაინ კონფერენციას გადასცემენ თუ არა რომელიმე ტელეარხის ეთერში. ბარაკ ობამა მსგავს ონლაინ კონფერენციებს წელიწადში რამდენჯერმე მართავს. მაგალითად, 2010 წლის გაზაფხულზე აშშ-ს პრეზიდენტმა ონლაინ კონფერენცია ფეისბუქზე გამართა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაბამის გვერდზე პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა ეკონომიკურ კრიზისსა და რეფორმებზე შეეძლოთ. ამ შემთხვევაშიც, ტრანსლაცია ონლაინ რეჟიმში ხდებოდა. მსგავსი ონლაინ კონფერენციების დროს, როგორც წესი, ობამა ერთ ოთახში ერთი ჟურნალისტის პირისპირ ზის, რომელსაც წინ ლეპტოპი უდევს და ინტერნეტით შემოსულ კითხვებს უსვამს პრეზიდენტს, ან ერთად უყურებენ ვიდეო კითხვებს. /get_img?NrArticle=4314&NrImage=1 ვლადიმერ პუტინის ტელეკონფერენცია ხალხის კითხვებს წელიწადში ერთელ ტელეკონფერენციის ფორმატით პასუხობს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც. მან პირდაპირ ეთერში ხალხისთვის პასუხის გაცემა ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას დაიწყო. ეს ტრადიცია რუსეთში უკვე წლებია მოქმედებს. მსგავსი ღონისძიება უკანასკნელად გასული წლის დეკემბერში ჩატარდა. აშშ-ს პრეზიდენტისგან განსხვავებით, პუტინის ტელეკონფერენცია პომპეზურობით გამოირჩევა. რუსეთის პრემიერის(მანამდე კი პრეზიდენტის) ერთი ჩვეულებრივი, ყოველწლიური ტელეკონფერენცია ასე გამოიყურება: კრემლში, ერთ დიდ, ტელეკამერებით სავსე დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინი. დარბაზში იმყოფება ასეულობით სხვადასხვა პრფოფესიის ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. არის პირდაპირი ჩართვები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, საწარმოებიდან. ერთად შეკრებილი მოქალაქეები იხდიან მადლობებს, სვამენ კითხვებს და ა.შ. ტელეკონფერენცია წელიწადში ერთხელ რამდენიმე საათს გრძელდება და რამდენიმე ნაციონალური მაუწყებლის ეთერში ერთდროულად გადაიცემა. /get_img?NrArticle=4314&NrImage=3 მიხეილ სააკაშვილის ტელეკონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის ტელეტრანსლაციის საშუალებით უკვე მეორედ უპასუხა. პირველი პროექტი 2009 წლის 23 იანვარს განხორციელდა. მეორედ კი მსგავსი ტელეხიდი 2011 წლის 25 იანვარს შედგა. ის ხალხის კითხვებზე პასუხის გასაცემად რომელიმე ნაციონალურ ტელეკომპანიას იყენებს. პროექტის მომზადებაში თითქმის ყველა ტელეარხია ჩართული. მაგალითად, 2011 წლის ტელეკონფერენცია ახლადგახსნილი ტელეკომპანიის, ПИК-ის სტუდიაში დაიწყო. ამავე სტუდიაში მივიდა მიხეილ სააკაშვილი. სტუდიაში ორმოცდაათამდე ადამიანი იყო. გადაცემის მოდერატორები იყვნენ ПИК-ის ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ვახო სანაია. ახალი რუსულენოვანი ტელეარხი ПИК კი, კერძო ტელეარხის, „მზის“ შენობაშია განთავსებული. პრეზიდენტისთვის კითხვის დასასმელად პირველი არხის სტუდიაში 30-მდე ჟურნალისტი იყო შეკრებილი. მოდერატორად იქ პირევლი არხის ჟურნალისტი დავით პაიჭაძე მუშაობდა. კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიეცა. პრეზიდენტს კითხვებს უსვამდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩართვებში მონაწილეობას იღებდნენ დამოუკიდებელი ტელეარხების, „რუსთავი 2-სა“ და „იმედის“ ჟურნალისტები. ტელეტრანსლაცია 3 ნაციონალური ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი სასურსათო ქარხნიდანაც. დაახლოებით 20 საათზე სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ქარხნის თანამშრომლები და ქარხნის მენეჯერი პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდნენ პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილის ტელეკონფერენცია დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/uruSaZe-150x146.jpgვირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის გრიპის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ,,არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და ეს ციფრი, სავარაუდოდ, 70-ს სცდება, თუმცა ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს,” – განაცხადა ურუშაძემ. მისი განცხადებით, კლინიკებში ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ეს კი დაგვიანებულ მიმართვიანობას შეამცირებს. ჯანდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება, კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. იხილეთ epn.ge
  22. დღეს 80-მდე დევნილმა გერმანიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს. მათ საელჩოში სპეციალური განცხადება შეიტანეს და საელჩოს… ლინკი მედიანიუსზე
  23. სტრასბუგში ვიზიტით მყოფმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს 26 იანვარს შეხვედრა გამართა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის… ლინკი მედიანიუსზე
  24. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8082 ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
  25. ეროვნული საბჭო გუშინ ახალი ტელეარხის “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ტელეპროექტს “პრეზიდენტი პასუხობს ხალხს” გამოეხმაურა. “ტელეინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...