planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/piter-semnebi-150x150.jpg“აფხაზეთის მოსახლეობასთან ჯანდაცვის სფეროში გარკვეული ქმედებების განხორციელება შესაძლებელია.” _ განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრისას მხარეებმა კონფლიქტურ რეგიონებზე და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. პიტერ სემნების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩართულობის გაღრმავება და რომელ სფეროებშია ეს შესაძლებელი. მათი საუბარი შეეხო, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივებს. კონფლიქტური რეგიონის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე სამუშაოებს. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, ბილინგის ახალი ელექტრონული მართვის სისტემის პრეზენტაცია მოეწყო. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშგების აღნიშნული ერთიანი ინტერნეტ-სისტემა საქართველოში უპრეცენდენტოა. ბილინგის, ანუ შემოსავლების მიღების მსგავსი მეთოდით, სხვა არცერთი კომპანია არ მუშაობს. ახალი სისტემის მიხედვით, აბონენტთან მისული ინკასატორი ადგილზევე იწერს მრიცხველის მონაცემებს და მობილური ტელეფონის საშუალებით, ონლაინ-რეჟიმში უგზავნის ბილინგის მონაცემთა ბაზას. ინკასატორის მხრიდან სისტემაში მცდარი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზა მკაფიო სიგნალით რეაგირებს, რაც კიდევ ერთხელ, გამორიცხავს შეცდომების ალბათობას. პროექტი, რომლის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ესწრებოდნენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან ამუშავდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/pertaia-150x136.jpgბიზნესომბუცმენმა გიორგი პერტაიამ დღეს, პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე პერტაიამ, პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს და ბიზნეს წრეებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა და ის ბიზნეს სექტორის ინტერსების დაცვისთვის მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება. პერტაიას განცხადებით, ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. “მაქსიმუმს გავაკეთებ კერძო სექტორის ინტერესების დაცვისთვის. ჩემი ფუნქციები კანონით არის განსაზღვრული და მიზანია შეიქმნას ხიდი ბიზნესსა და მთავრობას შორის და ნდობა აღდგეს. ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი საქმიანობა მშვიდად დაგეგმოს”,- განაცხადა პერტაიამ. მისი განცხადებით, ბიზნესომბუცმენის კარი ყველასთვის ღიაა. “ახალი კოდექსი ძალაში ახლა მიიღეს და დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შევა. ბიზნესს სტაბილურობის განცდა ესაჭიროება. ჩვენი მიზანი, კი არის საგადასახადო კოდექსის ბოლომდე დახვეწა”,- განაცხადა პერტაიამ. იხილეთ epn.ge
-
უწყინარი თამაში ნიგერიის ერთ-ერთ ქალაქში მასობრივი კონფესიათაშორისი დაპირისპირების მიზეზი გახდა, იუწყება ტელეკომპანია ბი-ბი-სი. ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, სადაც რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები საკმაოდ ხშირად ხდება. დაპირისპირება ხუთშაბათს საღამოს ბილიარდის მაგიდის მფლობელსა და ერთ-ერთ მოთამაშეს შორის თამაშის საფასურის გამო დაიწყო. პოლიციის ცნობით, ბილიარდის მაგიდის მფლობელი ქრისტიანია, ხოლო მოთამაშე - მუსულმანური აღმსარებლობის მიმდევარი. იხილეთ tabula.geზე
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი ჩაატარა. სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი იყო ერთი ობიექტის ლიცენზია. კერძოდ, ქ. ქუთაისში, სოფ. გეგუთის ტერიტორიაზე, მდ. რიონზე ”რიონის” ქვიშა, ხრეშის გამოვლენა. ობიექტის გასაყიდი ფასი იყო 44 249 ლარი. აღნიშნული, ობიექტი შპს ”საქმილსადენმშენი”-მა შეიძინა. იხილეთ epn.ge
-
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას უკრაინელი ქალების სილამაზით აპირებს–წერს რია ნოვოსტი „უკრაინულ პრავდაზე“ დაყრდნობით. იანუკოვიჩმა დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფაგრლებში უკრაინელ ბიზნესმენთან და მეცენატთან, ვიქტორ პინჩუკთან შეხვედრისას 2010 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პრომო–კამპანიის „ჩართე უკრაინა“ შესახებ ისაუბრა. საუბრის დროს კი აღნიშნა –„იმისათვის, რომ „ჩართო“ უკრაინა, საკმარისია მას შეხედო, მაშინ როდესაც კიევში წაბლი ყვავის და უკრაინის ქალაქებში ქალები გახდას იწყებენ. ეს მშვენიერია! –ციტირებს იანუკოვიჩის სიტყვებს „უკრაინული პრავდა“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ეგვიპტის პოლიციამ ქაიროში დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. საერთაშორისო მედიის ცნობით, პროტესტანტებს ეგვიპტის ყველა დიდ ქალაქში არბევენ. პოლიცია დარბევის დროს, ცრემლსადენ გაზს იყენებს. დღევანდელი ლოცვის, შემდეგ ქაიროს ცენტრალურ მოედანზე ათასობით დემონსტრანტი ქალაქის ქუჩებში შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის, არიან “ბი-ბი-სი”-ს და “ალ-არაბიას” კორესპონდენტებიც. ეგვიპტეში, მასობრივი დემონსტრაციები რამდენიმე დღეა დაიწყო. პროტესტანტების მთავარი მოთხოვნაა – ხოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის დასრულება, პარლამენტის დათხოვნა, კონსტიტუციის შეცვლა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. დემონსტრაციების დროს, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 440-მდე დაშავდა, ხოლო დაახლოებით, ათასი ადამიანი დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობების დამზადებისა და პერსონალიზაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი გერმანულმა კომპანია „მიულბაუერმა“ მოიგო. დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და გერმანული კომპანია „მიულბაუერის“ ხელმძღვანელმა ჟოსეფ მიულბაუერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. კომპანია „მიულბაუერი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც დაცული დოკუმენტების წარმოებასა და განვითარების კუთხით ოცდახუთწლიანი გამოცდილება გააჩნია. საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) სისტემა მიმდინარე წლის ზაფხულიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება, რომელშიც ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება განთავსებული. ID ბარათები არსებითად გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ყველაზე დიდი პროექტის განხორციელების დასაწყისი უწყების ხუთი წლის იუბილეს დაემთხვა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით. „მომავალში ID ბარათები ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ დოკუმენტს, რომელიც მრავლად გვაქვს ჩვენ. ახალი პროექტი მოქალაქისთვის სერვისის მიწოდების პრაქტიკას მთლიანად შეცვლის: თუ აქამდე ადამიანს ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უწყებებში მისვლა უწევს, მომავალში მას შეეძლება ონლაინ რეჟიმში - კომპიუტერის მეშვეობით მოაწეროს ხელი დოკუმენტს, გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით, რასაც უკვე ოფიციალური ძალა ექნება. ეს, თავის მხრივ, სახელმწიფო დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“-განაცხადა ვაშაძემ. ჟოსეფ მიულბაუერის თქმით, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა საშუალებას იძლევა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით წვდომა მოხდეს სახელმწიფო ბაზებთან. მისი განცხადებით, ამ დრომდე კომპანია „მიულბაუერს“ დაცული დოკუმენტების წარმოების სფეროში ორასამდე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveb4-150x130.jpgმცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს, 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებული მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და ბრალი 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დევნილ ჭილაშვილს, სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც, აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი.. “დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბ/ნ ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181-ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს.” – განაცხადეს ასოციაციაში. მათივე განცხადებით, ზიანის ოდენობა – 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს, ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები. იხილეთ epn.ge