planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულია სასტუმრო "მერიოტში" საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ზურა გვენეტაძის ცნობით დაკავებული არასრულწოვანია, რის გამოც სამართალდამცავები მის ვინაობას არ ამჟღავნებენ.საფრანგეთის მოქალაქე და კომპანია „სისტრას“ თანამშრომელი სტეფან კოჰი ამ დილით თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. სასტუმროს დაცვის სამსახურის განცხადებით, სავარაუდო მკვლელი მოკლულის ნომერში მისი ნებართვის გარეშე ვერ შევიდოდა. პოლიციამ დაკავებული არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ვიდეოჩვენებაში დაკავებული ყვება როგორ დაჭრა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ სასტუმროს ნომერში სტეფან კოჰი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა და როგორ მოიპარა სასტუმროს ნომრიდან სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.ნეტგაზეთი დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და თუკი ელჩი რაიმე განცხადებას გაავრცელებს, მას ყველა მედიასაშუალებას მიაწვდიან. კომპანია „სისტრასთან“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ფრანგულმა ფირმამ თბილისში ტრამვაის ხაზების დაგეგმვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/sagareo7-150x130.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კოლუმბიის რესპუბლიკაში მაღაროში მომხდარი აფეთქების თაობაზე განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2011 წლის 26 იანვარს კოლუმბიის რესპუბლიკის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე მაღაროში აფეთქების შედეგად 20–ზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს. იხილეთ epn.ge
-
პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“ აცხადებს ცხინვალის რეგიონში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე სამხედრო შეიარაღების საფრთხისშემცველ ზრდაზე. ჩატარებული მონიტორინგის შედეგები დღეს წარმოადგინა გაერთიანების ერთერთმა ლიდერმა ლევან გეგეშიძემ.მან განსაკუთრებულად გამოყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერატიულ-ტაქტიკური 120 კილომეტრის რადიუსით მოქმედების სარაკეტო კომპლექსის „Точка-У“-ს განთავსება.გეგეშიძემ ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმითი იარაღის მობილიზება საოკუპაციო დაჯგუფების ჯარებში საქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული და გეოგრაფიული დასახელებების თვითნებურ შეცვლასთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებით აღნიშნული ფაქტი დასახელებულია როგორც „ეთნიკური წმენდის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.„ყოველივე ამის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის კვალის მთლიანი წაშლა, - ხაზს უსვამს საგარეო პოლიტიკური უწყება. - ამჯერად რუსეთი მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://soccerpitch.co.za/wp-content/uploads/2009/05/steven-gerrard.jpg ლივერპულის კაპიტნის თქმით ფულემთან რთულ ბრძოლაში გამარჯვება იმის ნათელი მაგალითია, თუ რა შეუძლია კენი დალგლიშს. წითლებმა ცხრილში 7 ადგილზე აიწიეს რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, მიუხედავად ურთულესი ბრძოლისა წითლებმა მაინც შეძლეს გამარჯვება. სტივის თქმით ეს ყველაფერი შოტლანდიელის მონაგარია. “კენიმ მთელი გუნდი ერთ მუშტად შეკრა, ყველა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ მოთამაშეებიც და ფანებიც”. “ღიმილი დაბრუნდა ბიჭების სახეებზე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენ ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია კენისთან, ერთად”. “ჩვენ ერთად ვიდექით და ვბრძოლობდით ქულის აღებისათვის”. “ვფიქრობ არ გვითამაშია ცუდად ჩვენ უდიდესი პროგრესი ვაჩვენეთ ამ მატჩში, ვაჩვენეთ თუ როგორია ჩვენი შემტევი პოტენციალი”. “კენი გვეუბნება მუდმივად იმას რომ სტადიონზე არ ვინერვიულოთ და თავისუფლად ვითამაშოთ”. “ვფიქრობ ლიდერებმა კარგად იტამაშეს ფულემის წინააღმდეგ, ისევე როგორც ვულვზთან”. “ჩვენ ავიღეთ სასურველი 3 ქულა”. “კარგია როდესაც მთელ შენს ძალას ვერ ავლენ სტადიონზე და მიუხედავად ამისა 3 ქულას იღებ ეს ბევრს ნიშნავს”. “სეზონის დასაწყისში უამრავი მატჩი დავთმეთ და ხომ წარმოგიდგენიათ ეს 3 ქულა რამდენს ნიშნავს ჩვენთვის”. “ფულემთან ძალიან ორგანიზებულები ვიყავით, მაგრამ ურთულესი ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ ძალიან გაგვიჭირდა, მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან კარგად ვუტევდით, მაგრამ კარგი იქნება უფრო მეტი იღბალი რომ გვქონდეს”. ჩვენ ბიჭესბ ეხლა მომავალ შაბათს მატჩი აქვთ ენფილდზე სტოკთან, ამის შემდეგ კი ლონდონის ჩელსისთან 6 თებერვალს, ჯერარდის თქმით ისინი შეძლებენ 6 ქულის აღებას. “ჩვენ გვაქვს შანსი მოვიპოვოთ მაქსიმალური ქულები”. “ჩვენ ერთად ავიწევთ ცხრილის ზედა ნაწილში, და ამით შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას”. “ეხლა ჩვენ ერთი რამ გვიტრიალებს სტოკის დამარცხება, ამის შემდეგ კი ლონდონის ჩელსის”. View the full article
-
ვითარებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში განიხილავენ დღეს თბილისში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გაჭიანურებულ კონფლიქტებზე გედრიუს ჩეკუონისი. ეს ლიტველი დიპლომატის პირველი ვიზიტია საქართველოში მას შემდეგ, რაც ლიტვა გახდა ეუთოს თავმჯდომარე.ჩეკოუნისმა უკვე გამართა შეხვედრა ქართველ სახელმწიფო მინისტრთან ინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილთან. მან განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი დაბეჯითებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუხლზე მენისკის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. უგულავა უკვე დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს. ის ორშაბათიდან სამსახურში ყავარჯნებით გამოვიდა. პრესსამსახურში არ აქვთ ინფორმაცია მერმა ოპერაცია რომელ კლინიკაში და ზუსტად როდის გაიკეთა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/8/31/1283265543114/Paul-Konchesky-has-signed-006.jpg ”ლივერპულის” მარცხენა მცველი პოლ კონჩეკსი აწარმოებს მოლაპარაკებებს თავის შესაძლო დაბრუნებაზე ”ლონდონურ” კლუბში… გავიხსენოთ, რომ პოლი ”ენფილდზე” ლივერპულის ყოფილმა მწვრთნელმა როი ჰოჯსნომა მოიყვანა, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა და ”მერსისაიდელი” პუბლიკის ყველაზე წარუმატებელ ფეხბურთელად დასახელდა. მეფე კენის მოსვლის შემდეგ იგი საერთოდ განაცხადშიც ვერ ხვდება, როგორც იუწყება The Guardian, პოლი პარასკევს აუცილებლად დაბრუნდება ”გრევენ კოტეჯზე”. ორივე კლუბის წარმომადგენელი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდა, რომ გაერკვიათ კონჩესკის მომავალი. ”წითლები” მარცხენა დაცვის გაძლიერებას ყოფილი ”ლივერპულელის” სტივენ უორნოკის სახით ეცდებიან, რომელიც ამჟამად ”ასტონ ვილაში” სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია. View the full article
-
გთავაზობთ გუშინდელი მატჩის ვრცელ მიმოხილვას… View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpg“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ბურჯანაძე დავოსში დღეს გაემგზავრა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, ნინო ბურჯანაძე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ვისი მიწვევით იმყოფება ბურჯანაძე დავოსში და ვისთან აქვს დაგეგმნილი ორმხრივი შეხვედრები, “დემოკრატიულ მოძრაობაში” ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ. პირWელი Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201007214045-300x192.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე, მკვლელობის მუხლით დაიწყო . ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა. მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან შოთა ხიზანიშვილმა თავი შეიკავა. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” მე-3 სართულზე, საკუთარ ნომერში უცხოელი, საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მოკლულია, სავარუდოდ, 40 წლამდე მამაკაცი. სასტუმროს ადმინისტრაციაში ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ სტუმრის ნომერში მოკლულისთვის უცნობი პირი ვერ მოხვდებოდა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის საინტერესო გარკევული მასალა სასტუმროს ვიდეოკამერებაც დააფიქსირეს. Share View the full article
-
ყველას გილოცავთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დღეს, ნინოობას, განსაკუთრებით ნინოებს! კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს ... View ucnauri.com
-
/get_img?NrArticle=4323&NrImage=1 ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან სოციალური მედიის აქტივისტები და ბლოგერები 29 იავრიდან დევნილთა მხარდამჭერ კამპანიას იწყებენ. ისინი ღამის გათენებას მორიგეობით აპირებენ იმ დევნილებთან, რომლებიც ლტოლოვილთა და განსახლების სამინისტროს წინ გაშლილ კარვებში, თბილისში, უკვე 4 თვეზე მეტია ცხოვრობენ. ეს დევნილები საქართველოს ხელისუფლებამ დედაქალაქში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან 2010 წლის ზაფხულში გამოასახლა. მათ ალტერნატიული ფართები საქართველოს რეგიონებში შესთავაზეს, თუმცა იქ არსებული საცხოვრებელი პირობები და გარემო დევნილთათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ერთმა დევნილმა, ნანა ფიფიამ, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ადეკვატურ საცხოვრებელ ფართს ითხოვდა, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ფეისბუქზე უკვე გახსნილია ჯგუფი ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან. ჯგუფის გახსნიდან რამდენიმე წუთში იქ უკვე გაწევრიანდა 60-მდე ადამიანი. რამდენიმე მათგანმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და კარავში ღამის გასათევად მზადყოფნა უკვე გამოთქვა. „რამდენიმე თვეა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან 18 დევნილი ღამეს კარვებში ათევს. სამინისტრო კი ყურსაც არ იბერტყავს, რომ მათ პრობლემებს მიხედონ. ჩვენ ვართ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ეზარებათ და შეუძლიათ, რომ ირგვლივ არსებული პრობლემები გადახარშონ და იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მე მაქვს იდეა, რომ ჩვენ დავრჩეთ ხოლმე ამ დევნილებთან მინიმუმ 2-3 კაცი ღამეში და აქედან ერთი ადამიანი ან ბლოგზე პოსტს დაწერს ღამის შესახებ, ან კიდევ ფეისბუქზე ჩანაწერს გააკეთებს,“-წერს ფეისბუქზე ინიციატივის ავტორი ბესიკ ლიპარტელიანი. ინიციატივის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ბლოგერმა დავით ჩიხლაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დევნილებთან ერთად კარავში ღამის გათენება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ პირველ რიგში მხარი დაუჭირონ მათ და მათი გასაჭირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი. „ღამის გათევა ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი წამოწყებისა. მთავარია, რომ ადამიანებმა ვინც იქ დარჩებიან, უნდა აღწერონ სიტუაცია, რადგან ტელევიზია და პრესა დუმს, ხალხს კი საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. მოქალაქე ჟურნალისტები ამ დროს სოციალური მედიის საშუალებით ვაპირებთ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. მიგვაჩნია, რომ მათ უნდა იცოდნენ საკუთარი თანამოქალაქეების გასაჭირის შესახებ. ღამის გათევა დაგვეხმარება, რომ მათთან(დევნილებთან) ერთად გავიზიაროთ ის ყველაფერი, რის გამოც ეს ადამიანები ამდენი ხანია გარეთ დგანან. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით შემდგარი ჯგუფი. ჩვენ ვართ უბრალოდ მოქალაქეები, რომლებსაც სხვა თანამოქალაქეების ბედი აწუხებთ და მხოლოდ სოლიდარობის გრძნობა ამოძრავებთ,“-გვითხრა დავით ჩიხლაძემ. დევნილთა მასობრივი გამოსახლება თბილისში 2011 წლის 19 იანავრს დაიწყო. ხელისუფლების ინფორამაციით, მიმდინარე წელს დევნილებს 25 კომპაქტური დასახლებიდან გამოასახლებენ. მათ ალტერნატიულ ფართებს რეგიონებში სთავაზობენ. იძულებით გადაადგილებული პირები შეთავაზებით უკმაყოფილონი არიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/655fee2bfd978109cbaf3fec73bb785c.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” მე-3 სართულზე, საკუთარ ნომერში უცხოელი, საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს . არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.გავრცელებული ინფორმაციით, სტეფან კოხენი ფრანგულ კომპანია “სისტრაში” მუშაობდა. ის თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და თბილისის მერისთან ერთად ახორციელებდა სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს. ამ პროექტს მთლიანად ფრანგული კომპანია აფინანსებდა. პროექტის პრეზენტაცია 24 იანვარს “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. IPN Share View the full article
-
დანარჩენი გაგრძელებაში…ჩვენი პრეზიდენტის და სარკოზის ფარული დაპირისპირება – ნაწილი პირველი. თუ მოგეწონებათ, მეორე ნაწილიც გამოვა ჩემი გაკეთებული სურათებია ანუ ნაკადული მე ვარ და ეს ჩემი პირველი პოსტია უცნაურზე თუ მოგეწონათ სურათები კიდევ გავაკეთებ View ucnauri.com
-
რას წარმოადგენს BURJ AL ARAB შიგნიდან…!
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
ერთად ვიმოგზაუროთ მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ სასტუმროში…“BURJ AL ARAB”-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ სასტუმროდ ითვლება. მასში 202 ნომერია. “BURJ AL ARAB”-ში ვერ შეხვდებით ჩვეულებრივ ნომერს, იქ ყველა ნომერი ლუქსის ტიპისაა და ამასთანავე ყველა ორსართულიანია. ყველაზე პატარა ნომერი 170 კვ.მ-ია, ხოლო ყველაზე დიდი 780 კვ.მ. “BURJ AL ARAB”-ში ყველაზე იაფი ნომრის ღირებულება 1500 ... View ucnauri.com -
დღეს საგანგებო ბრიფინგზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას ინფლაციის დაძლევის გეგმა შესთავაზა. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული გეგმის შექმნისკენ ,,ახალ მემარჯვენეებს’’ 25 იანვარს გამართულმა ტელეშოუმ ,,პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” უბიძგა: ,,გადაცემამ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული ასეთი მაშტაბის ინფლაციის შედეგები, ნაკლებად გრძნობს პასუხისგებლობას იმ მოსახლეობის წინაშე, რომელთაც ინფლაციური პროცესები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს და არ გააჩნია ამ პროცესის მოთოკვის სამთავრობო პროგრამა’’,-განაცხადა დავით გამყრელიძემ. „ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი შემოსავლის ქვეყანას ეს ურტყამს... საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც არც ერთი ქვეყნის მთავრობა, არ ფლობს ბერკეტებს ამ სახის ინფლაციის შეჩერების... ჰიპერინფლაციას ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ისინი ვითარდებიან, ვინც გამოიწვია ინფლაცია“, –განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს პრიდაპირ ეთერში. ,,ახალი მემარჯვენეების’’ შემოთავაზებული პროგრამა ხუთ პუნქტს შეიცავს: 1. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით, მთავრობამ პარლამენტში ხელახალი განხილვისთვის დააბრუნოს 2011 წლის საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯვითი ნაწილით; 2. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი გადასახადები, როგორაცაა– დღგ და აქციზი; 3. ხელოვნური მონოპოლიების აღკვეთის მიზნით, მოიხსნას ხელისუფლების მხრიდან საბაჟოზე არსებული არაოფიციალური შეზღუდვები სურსათის და ფართო მოხმარების პროდუქტების იმპორტზე; 4. დაშინებული ადგილობრივი ბიზნესის გამოსაცოცხლებლად საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს ცვლილებები შესაბამის კაონმდებლობაში ეკონომიკური დანაშაულის გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების აკრძალვის თაობაზე; 5. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით, ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციები უახლოესი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდეს ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. ,,ახალი მემარჯვენეების’’ თქმით, მზად არიან, წარმოდგენილი ანტიინფლაციური გეგმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დაღესტანის ქალაქ ხასავიურთში კაფე ”ქარავანთან” გუშინ, 23:00 საათზე აფეთხება მოხდა. იმ დროისთვის კაფე ხალხით იყო სავსე. შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტერაქტი ხასავიურთში ორი კვირის წინაც მოხდა. მაშინ დანაღმული ავტომობილი კაფე “თეთრ ღამეებთან” აფეთქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტანის ქალაქ ხასავიურთში კაფე ”ქარავანთან” გუშინ, 23:00 საათზე აფეთქება მოხდა. იმ დროისთვის კაფე ხალხით იყო სავსე. შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტერაქტი ხასავიურთში ორი კვირის წინაც მოხდა. მაშინ დანაღმული ავტომობილი კაფე “თეთრ ღამეებთან” აფეთქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
2008 წლის 7-12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისათვის, შესაძლებელია საერთოდ ახალი გეოსტრატეგიული „წელთაღრიცხვის“ დასაწყისი გახდეს, ვინაიდან ეს მოვლენა შეიცავს ახალი გეოპოლიტიკური პროცესის ინიცირებას-მსოფლიო წესრიგის არსებული მოდელის შეცვლის პერსპექტივას.საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამ ნათლად გამოკვეთა ახალი გლობალური გეოპოლიტიკური კონტურები:-რუსეთის ევროაზიური იმპერიის აღდგენისა და მის ირგვლივ ახალი გლობალური პოლ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
26 იანვარს ბაქოში შედგა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის და თურქეთის ჟანდარმერიის ხელმძღვანელის არმიის გენერლის ნეჟით ეზალის შეხვედრა, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის განახლების რეალური შესაძლებლობა.ვითარების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ომში ჩათრეული იქნება რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე და თურქეთი რომელსაც აზერბაიჯანთან ურთიერთდახმარების ხელშეკრულება აქვს დადებული.ექსპერტები მიიჩნევენ რომ აზერბაიჯან-სომხეთის ომის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე