planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
აქ არის პაპარაცების მიერ გადარებულია 43 ფოტო View the full article
-
სული 41 ანიმაცია 240-320 ზომით View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/300px-Tbscityhall-150x150.jpgსაკრებულოს სხდომაზე, დღეს, დეპუტატები შვიდი ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ. ბულაჩაურისა და ბორჯომის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და მათთვის მურმან ლებანიძისა და ანა კალანდაძის სახელების მინიჭების ინიციატივით, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას აღნიშნული ქუჩების მოსახლეობამ მიმართა. ასევე, სახელი შეეცვლება ანანურის ქუჩას და მას რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭება, რომლის იდეა კონომსახიობთა თეატრის დასს ეკუთვნის. კომისია საკრებულოს სხდომაზე ასევე შინდისის სამი ქუჩისთვის ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელწოდების მინიჭების ინიციატივითაც შემოვა. წარმოდგენილი საკითხები უკვე განიხილა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ. საკრებულოს სხდომა დღეს 18:00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები 20 საკითხს განიხილავენ. იხილეთ epn.ge
-
გაერთიანებულია 115 სასაცილო ეროტიკული სურათი View the full article
-
ამ თამაშებით თქვენ შეგიძლიეთ ვინმე გააშაყიროთ 1 პაპკაში სულ 10 თამაშია მეორეში 13 მაგრა იხალისებთ View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54766.jpgხვალიდან თბილისში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება იწყება. ტურნირზე დასასწრებად დედაქალაქში იმყოფება ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტიც, რომელიც თბილისის მერს შეხვდა და 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების უფლების მოპოვება პირადად მიულოცა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54761.jpgთბილისში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში - პიტერ სემნები ჩამოვიდა. მანამდე ის სოხუმში იმყოფებოდა. პიტერ სემნები არაოფიციალურად უკვე შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54767.jpgH1N1 ვირუსის შედეგად საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 41 წლის ქალბატონმა ექიმს დაგვიანებით მიმართა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ვირუსის გართულების მიზეზი. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54765.jpgძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ეკატერინე ლაშხი დააკავეს. View the full article
-
ჯუნგლების არ იყოს, თბილისის ქუჩებშიც ყოველ წამს უნდა ელოდო ხიფათს. იქ ნატურალური ცხოველებისგან, აქ – რკინის, იქ ერთბაშად რამდენიმე მხრიდან შეიძლება თავს დაგესხან – აქაც, ჯუნგლებში არანაირი კანონი არ მოქმედებს და აქ, ჩვენს ჭაღარა დედაქალაქშიც პარანორმალური ქაოსია. კი, წითელზე გაჩერებაც ვისწავლეთ და ღვედებიც გადავიჭირეთ, მაგრამ მძღოლების დაახლოებით ოთხმოცმა პროცენტმა, უბრალოდ, მანქანის ტარება არ იცის, ვერ ცნობს საგზაო ნიშნებს და ვერ ხვდება, რატომაა დახაზული ქუჩები. შესაბამისად, აქ რამდენიმე სახეობის ძირითადი წინაღობა გვხვდება: იხილეთ tabula.geზე
-
ეგვიპტეში სამდღიანი არეულობების შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში პარასკევის ლოცვების დამთავრებისთანავე მრავალათასიანი დემონსტრაციების დაწყებას ელოდებიან. ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ არეულობების შემთხვევაში ”გადამწყვეტ ზომებს” მიიღებს. იხილეთ tabula.geზე
-
ფილმის შინაარსი:რა უნდა ქნა რომ მოიპოვო გოგონას სიყვარული სახელად ''ალისა''? აჩუქო საჩუქრები? თუ უთხრა: «Алиса, лисичка моя». თუ ფულით მოაწონო თავი? ვიდრე კეშა, ცნობილი ილუზიონისტის დამხმარე იტეხავს ამაზე თავს, მას აგდებენ სამსახურიდან და რჩება ყველაფრის გარეშე.. მხოლოდ სიყვარული არის მის გულში... View the full article
-
დევნილები თავშესაფრის მოტხოვნით ამერიკის საერლჩოსაც მიმართავენ, - ეს გადაწყვეტილება დევნილებმა დღეს გამართულ აქციაზე მიიღეს. ასევე გადაწყდა, რომ მომავალი საპროტესტო აქცია პარლამენტთან ოთხშაბათს გაიმართება. დღეს პარლამენტის წინ დაახლოებით 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის’’ წევრები და ,,კონსერვატიული პარტიის’’ წარმომადგენლები იყვნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=4345&NrImage=200 ჯულიეტა ცინდელიანი წინწყაროში სამ დევნილ ოჯახს შორის, რომელსაც სახელმწიფომ თბილისთან ახლოს საცხოვრებელი სახლები მისცა, ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახიც მოხვდა. ცინდელიანი სამართალდამცავებმა 20 იანვარს დააკავეს თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენობიდან დევნილების გამოსახლებისას. ჯულიეტა ცინდელიანს სურდა, სტუდქალაქის შენობაში მცხოვრებ მის ნათესავს ნივთების ჩალაგებაში დახმარებოდა, თუმცა სამართალდამაცევბმა მას, ისევე როგორც სხვა პირებს, შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. სამართალდამცავებსა და დევნილებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ცინდელიანი დააკავეს. როგორც თვითონ ამბობს, პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენიმე ადამიანთან ერთად ისიც დააკავეს. მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს და საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე მიიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 400 –ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯარიმის გადახდის ვადა სამ კვირაში იწურება. გაუწევენ თუ არა შეღავათს გამოწერილი 400– ლარიანი ჯარიმის გასაუქმებლად ჯულიეტა ცინდელიანს, როგორც მრავალშვილიან დედას, ჯერ არ იცის, თუმცა ამბობს, პირველი შეღავათი სახელმწიფოსგან უკვე მიიღო. ცინდელიანის თქმით, სამინისტროს მიერ სოფელ ფოცხოში შეთავაზებულ სახლში დედაქალაქიდან სიშორის გამო ვერ წავიდოდა, რადგან მისი ხუთი შვილიდან სამ მათგანა თბილისში, უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლობს. ამიტომ, ცინდელიანის თქმით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ის თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ორ სხვა ოჯახთან ერთად, ქვემო ქართლის სოფელ წინწყაროში ჩაესახლებინა. კოდორიდან დევნილი ჯულიეტა ცინდელიანი ამბობს, რომ მისი ოჯახი თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე, ყოფილი ინტიტუტის შენობაში 2008 წელს შეასახლეს. 2011 წლის 24 იანვარს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შენობიდან 140 ოჯახთან ერთად მისი ოჯახიც გამოასახლა და პირდაპირ წინწყაროში ჩაიყვანა. წლების წინათ სოფელი წინწყარო ეთნიკური ბერძნებით იყო დასახლებული. მას შემდეგ, რაც ბერძნების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, მათ სახლებში აღარავინ ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ კი სახელმწიფომ ოჯახები იქ მაღალმთიანი აჭარიდან ჩაასახლა. თუმცა, ცარიელი და დაკეტილი სახლები სოფლებში ისევ დიდი რაოდენობითაა დარჩენილი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მის ოჯახს გამოყოფილი სახლის დაკანონებას დაპირდა. თუმცა, არც ცინდელიანმა და არც სხვა დევნილებმა არ იციან, არის თ არა ეს სახლები უკვე სახელმწიფო საკუთრებაში გადასული. „ჩვენ ჯერ ვერ ვარკვევთ ამას, რადგან სახლის ზუსტი მისამართიც არ ვიცით. არც აბრებია, რომ ვნახოთ“,–ამბობს ჯულიეტა. /get_img?NrArticle=4345&NrImage=1 ზუსტი მისამართიც არ ვიცით სახლის. არც აბრებია, რომ ვნახოთ 24 იანვარს, საღამოს, სოფელში სამი სახლი დაათვალიერებინეს. ოჯახმა ის აირჩია, რომელიც ცენტრალურ გზასთან ყველაზე ახლოს იყო. /get_img?NrArticle=4345&NrImage=2 მეორე სართულის ორივე ოთახში, ჩამოტანილი ნივთები უწყვიათ. თვითონ სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობენ. იმავე ოთახშია სამზარეულო. „მხოლოდ ამ ოთახს ვათბობთ, სხვაგან ცივა“, –ამბობს ჯულიეტა. სამინისტრომ დაახლოებით ორი კვირის მარაგი შეშა და პატარა შეშის ღუმელი აჩუქა. თუმცა შეპირდნენ, რომ შეშას მომავალშიც მიუტანენ. დევნილი ოჯახები ორი დღეა უკვე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს ელიან. „სოფლის გამგებელმა გვითხრა, მინისტრი როცა მოვა, ადგილზე გაეცნობა თქვენს პირობებს. ნახავს, რა გაქვთ, რა არ გაქვთ და მერე შეიძლება რამე დახმარებაც იყოსო. ვეტყვით, რომ წყალიც არ არის სახლში და სოფლის სხვა მხარეს მივდივართ მოსატანად, იქნებ რაიმეთი დაგვეხმაროს“,–ამბობს ჯულიეტა. მიტოვებულ სახლში არც ელექტოენერგია იყო. სადენები თვითონ შეიყვანეს. გადაიხდიან თუ არა ელექტროენერგიის საფასურს, ჯერ არც ეს იციან. როგორც ამბობენ, ყველა კითხვას პასუხს მათთან ჩასული მინისტრი გასცემს. მანამდე ჯულიეტა, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლს და ეზოს ალაგებენ. /get_img?NrArticle=4345&NrImage=3 მანამდე ჯულიეტა, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლს და ეზოს ალაგებენ „კარგია, როცა საკუთარი ჭერი გაქვს. თბილისში ერთ სართულზე 12 ოჯახი ვცხოვრობდით და სველი წერტილებიც საერთო გვქონდა“, –ამბობს ჯულიეტა. ახალ სახლში ერთადერთი სველი წერტილი საპირფარეშოა, სადაც ეზოს გავლით ხვდებიან. „გუშინ გაეროს წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული, თარჯიმანიც თან ყავდა. გვეკითხებოდა, რა გიჭირთ, რა პრობლემები გაქვთო. ვუთხარი, თუ რამე საქონელს შემიძენთ, კარგი იქნება– მეთქი. მე მაინც უფრო ძროხა მინდა, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ გვიყიდიან“, –ამბობს ჯულიეტა. არც ჯულიეტა და არც მისი მეუღლე თბილისში დასაქმებული არ ყოფილან. ამიტომ სოფელში ცხოვრებაზე, როგორც ამბობენ, თანახმა არიან, თუ პატარა მიწის ნაკვეთსაც გამოუყოფენ ახლოს. მათი ახალი საკარმიდამო ნაკვეთზე, ჯულიეტას თქმით, შვიდსულიანი ოჯახისთვის საკმარის მოსავალს ვერ მოიყვანენ. „აი, მოვრჩები სახლის საქმეებს და გავიკითხავ სოფელში, იქნებ რამე მიწა ვიშვოთ. ჯერ მხოლოდ სკოლაში ვიყავი, დირექტორი ვნახე. ორშაბათიდან ხომ უნდა მივიყვანო ბავშვი“,–ამბობს ჯულიეტა. მისი უმცროსი შვილი მეხუთე კლასშია. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარე 63–ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ჯულიეტა შიშობს, რომ სახელმძღვანელოების თავიდან ყიდვა მოუხდება შვილისთვის, რადგან, როგორც სხვა დევნილი ოჯახისგან გაიგო, მხოლოდ ქართული ენისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები აღმოჩნდა იგივე. „ვნახოთ, მინისტრი რით დაგვეხმარება, ჯერჯერობით, ვერ ვფიქრობ ვერაფერზე. დღეს დაბადების დღე მქონია და შვილმა შემახსენა, თბილისდან დამირეკა და მომილოცა“, –ამბობს ჯულიეტა. ჯულიეტას უფროსი შვილები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, ამჟამად მის დასთან, დევნილთა ერთ–ერთ დასახლებაში, ცხოვრობენ, რადგან სოფლიდან თბილისში ჩასვლა და უკან დაბრუნება თითოეულს ექვსი ლარი დაუჯდებოდა. ამის გარდა, სამარშრუტო ტაქსები სოფელს დღეში მხოლოდ ორჯერ გაივლის. „დღეს დილით აქედან წავიდა თბილისში. "მარშრუტკა" არ იყო, გამვლელი მანქანა გავაჩერეთ და წაიყვანა მარნეულამდე. იქიდან უფრო ადვილია თბილისში ჩასვლა“, –ამბობს ჯულიეტა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
,,ქართული პარტიის’’ ახალგაზრდული ფრთის დამფუძვებელი ყრილობა ხვალ პროფკავშირების სასახლეში გაიმართება. ყრილობაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს აირჩევვენ. ამ თანამდებობაზე ,,ქართული პარტიის’’ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები– ლერი ლაფაჩის, შოთიკო იამანიძისა და ირაკლი კაკაბაძის– კანდიდატურები განიხილავენ. ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-მდე დელეგატი ჩამოვიდა. პროფკავშირების სასახლეში მისასალმებელი სიტყვით „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გამოვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების საწყისები 1928 წლიდან იწყება. ზუსტად მაშინ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან შეიქმნა პარტიული დაზვერვა – საბჭოთა მთავარი პოლიტიკური სამმართველოს განყოფილების მსგავსი ჩინეთის კომპარტიის ცკ–ს განსაკუთრებული კომიტეტი. მის ფუნქციებში შედიოდა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების დაცვა, სადაზვერვო, დივერსიული და ინფორმაციული საქმიანობა.1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ პარტიული დაზვერვის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი უშიშროებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიღო. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს. შეხვედრას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე თურქეთისა და აზრებაიჯანის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივ სხდომაში. სხდომა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, - ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის რებილიტაცია-მშენებლობის, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე 4 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის და საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები, - განიხილეს. ასევე, რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლების თემა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიებაა. ბაზელის ინსტიტუტის ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ექსპერტები მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორიცაა – ფულის გათეთრება, ელექტრონული მტკიცებულებების შეგროვება, შემოსავლების წარმოშობის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთდახმარება და სხვა. ტრენინგი ინტერაქტიულია, ექსპერტები და მონაწილეები ფიქტიურ საქმეებს განიხილავენ და მათი გამოძიების სქემას ადგენენ. სწავლების ბოლოს კი თითოეული მონაწილე დამოუკიდებლად წარმოადგენს ერთი ფიქტიური საქმის გამოძიების პრეზენტაციას. სემინარი უცხოელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით, 30 იანვრამდე გასტანს. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/memorandumi-150x150.jpgსტატისტიკის წარმოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, 28 იანვარს, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ მოაწერეს ხელი. „ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიხვეწა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მეთოდოლოგია. ეს მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ პროცესის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მემორანდუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიების რეკომენდაციებს ეფუძნება და განსაზღვრავს სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეები თანხმდებიან, რომ თავიანთ სტატისტიკურ საქმიანობაში იხელმძღვანელებენ გაეროს სტატისტიკური კომისიის „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებით“, საქართველოს კანონით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“; მემორანდუმი წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მხარეები ინფორმაციის მიმოცვლის პროცედურების გამარტივების მიზნით, შეუფერხებლად ითანამშრომლებენ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი ფორმალობების გარეშე. საქართველოს სტატისტიკის სისტემა წარმოდგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სახით, რომლებიც თანაბრად არიან პასუხისმგებელნი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების წარმოებასა და გავრცელებაზე, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/h1n1.jpgბოლო 24 საათის განმავლობაში, იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. “ექსპრესნიუსს” კლინიკიდან აცნობეს, რომ ბოლო 24 საათის გამნავლობაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში H1N1 ვირუსით ოთხი პაციენტი მოათავსეს. აქედან, ორი უკვე გაწერილია და სახლში გადის მკურნალობის კურსს. ხოლო, ორი კლინიკაში რჩება. თუმცა, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. მათი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში, კლინიკაში H1N1 დიაგნოზით 24 პაციენტი მოათავსეს. ფატალურად არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, კლინიკა პაციენტთა მისაღებად მზადაა, მობილიზებულია პერსონალი და მედიკამენტების სრული მარაგი არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კი აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი არ გაზრდილა. ამ დროისათვის, ლაბორატორიულად დადასტურებული, გრიპის ვირუსით დაავადებული, ადამიანების რაოდენობა 180-მდეა, აქედან 135 ადამიანს H1N1 დაუდასტურდა. რვა ადამიანი, კი გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge
-
გამომძიებლებს რუსეთში არ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც პაკისტანელი სამხედროების დომოდედოვოს ტერაქტში ჩართავს დაადასტურებს. ინფორმაციას რუსული ნაინფორმაციო სააგენტო www.gazeta.ru ავრცელებს. ,,ასეთი მონაცემები არ გვაქვს’’, - განუცხადა ,,ინტერფაქს’’ საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გაზეთი ,,Российская газета’’ იუწყებოდა, რომ ტერაქტის დროს გამოყენებული იყო ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მანამდე რუსეთში არ გამოუყენებიათ. გაზეთი წერს, რომ ასეთ ბომბებს ხშირად პალესტინელი თვითმკვლელები იყენებენ. ხუთშაბათს გაზეტა.რუ-მ საინფორმაციო სააგანეტო იტარტასზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმცია, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ფე-ეს-ბემ დომოდედოვოს ტერორისტული აქტის შესწავლაში დახმარება პაკისტანის ხელისუფლებას სთხოვა. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში თვითკვლელმა ტერორისტმა თავი 24 იანვარს აიფეთქა. ტერაქტის შედეგად დაიჭრა 100-ზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 35-მდე ადამიანი. სრული ინფო(netgazeti.ge)