Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ჩილეს პრეზიდენტს, სებასტიან პინერას ოპონენტები ”უპასუხისმგებლო საქციელში” სდებენ ბრალს. პინერამ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ინტერნეტით გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ დასვა პრეზიდენტმა საკუთარი ვერტმფრენი საავტომობილო ტრასაზე. იხილეთ tabula.geზე
  2. qartuli partia“ქართული პარტია” პრეზიდენტის გამოსვლას გადაცემაში – “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ცინიკურს და აღმაშფოთებელს უწოდებს. “სატელევიზიო გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა, საზოგადოებას უამრავი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი სურათი შეგნებულად დაამახინჯა”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში. პარტიაში განსაკუთრებით ცინიკურს უწოდებენ პრეზიდენტის განცხადებას გმირთა მოედანზე ვეტერანი მეომრების საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას შესახებ. “მიხეილ სააკაშვილმა ცილი დასწამა და შეურაცხყოფა მიაყენა სამშობლოსთვის მებრძოლ ვეტერან მეომრებს, რისთვისაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს. პრეზიდენტის განცხადება, რომ მათ წაბილწეს მემორიალი, სრული სიცრუეა და მიზნად ისახავს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების დისკრედიტაციას. ეს ადამიანები, ასეთ უმსგავსობას, თუნდაც იმიტომ არ ჩაიდენდნენ, რომ გმირთა მემორიალი, მათივე თქმით, “ეკლესიის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილია”. – აღნიშნულია განცახდებაში. მათივე თქმით, პრეზიდენტმა აღიარა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მისთვის უცხო არ არის და ეს მეთოდი მას დევნილებთან მიმართებაშიც გამოუყენებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ შეგნებულად იცრუა, როდესაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დევნილ მოსახლეობას საახალწლოდ სოხუმში დაბრუნებას დაპირდა. “ქართული პარტიის” პოზიციით, სატელევიზიო გამოსვლით, საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მმართველობა მთლიანად აგებულია სიცრუეზე, საზოგადოების არასწორ ინფორმირებაზე და არსებული რეალობის მოდელირებაზე. იხილეთ epn.ge
  3. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54738.jpgტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა ორი პასუხისმგებელი პირი დააკავეს. View the full article
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/news_390.jpg“ქართული პარტია” პრეზიდენტის გუშინდელ ტელეხიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილს რეალობის მოდელირებაში ადანაშაულებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“25 იანვარს გადაცემაში – “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” – გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უამრავი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი სურათი შეგნებულად დაამახინჯა”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პარტიაში განსაკუთრებით ცინიკურს და აღმაშფოთებელს იუწოდებენ პრეზიდენტის იმ შეფასებებს, რომლებიც გმირთა მოედანზე ვეტერანი მეომრების საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას შეეხებოდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ცილი დასწამა და შეურაცხყოფა მიაყენა სამშობლოსთვის მებრძოლ ვეტერან მეომრებს, რისთვისაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ მათ წაბილწეს მემორიალი, სრული სიცრუეა და მიზნად ისახავს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების დისკრედიტაციას. ეს ადამიანები ასეთ უმსგავსობას თუნდაც იმიტომ არ ჩაიდენდნენ, რომ გმირთა მემორიალი, მათივე თქმით, “ეკლესიის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილია”. აღსანიშნავია, რომ ასეთი ბინძური ფანტაზია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასაც არ მოსვლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ეს “ფაქტები” აუცილებლად იქნებოდა მოხსენიებული. გარდა ამისა, სააკაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებების შესახებ აქციის დაშლის შემდეგ დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე სიტყვაც არ თქმულა”, – აღნიშნულია განცხადებაში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />განცხადების თანახმად, ამავე გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მისთვის უცხო არ არის და ეს მეთოდი მას დევნილებთან მიმართებაშიც გამოუყენებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ შეგნებულად იცრუა, როდესაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დევნილ მოსახლეობას საახალწლოდ სოხუმში დაბრუნებას დაპირდა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უტიფრად ითხოვს, რომ მსგავსი ცრუ დაპირებებისთვის მომავალში მას “სიტყვაზე არავინ გამოეკიდოს”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პარტიის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი არასწორად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემების ნამდვილ არსსაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტების გაძვირების მიზეზებზე საუბრისას, პრეზიდენტი წინააღმდეგობაში ჩავარდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მან ჯერ აღიარა, რომ მედიკამენტებზე ფასები დღესაც დაუშვებლად მაღალია და რეგიონში ყველაზე ძვირია, შემდეგ კი ამტკიცებდა, თითქოს, სიტუაციას მონოპოლისტები აღარ მართავენ და აფთიაქები ერთი და იმავე პირის ხელში აღარ არის. თუმცა, არ უთქვამს, თუ ეს მართლა ასეა და ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციაა, რატომ ძვირდება წამლები”, – აცხადებენ “ქართულ პარტიაში” და დასძენენ, რომ ასეთევე დამახინჯებული სურათი წარმოადგინა სააკაშვილმა უმუშევრობის, სიღარებესთან ბრძოლის და სხვა სოციალურ თემებზე საუბრისას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ქართული პარტიის” პოზიციით, სატელევიზიო გამოსვლით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მმართველობა მთლიანად აგებულია სიცრუეზე, საზოგადოების არასწორ ინფორმირებაზე და არსებული რეალობის მოდელირებაზე. “ამიტომ, არსებულ პრობლემებთან გამკლავება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ცრუპენტელა პრეზიდენტის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – ნათქვამია განცხადებაში. “ინტერპრესნიუსი” Share View the full article
  5. ვეტერანი მალხაზ თოფურია, რომელიც იანვრის აქციებში მონაწილეობდა, დღეს პრეზიდენტს პასუხობს. გუშინ გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”, რომელიც თითქმის ყველა ნაციონალურ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში სამი საათის მანძილზე გადიოდა, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა. “რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა, სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“.–განაცხადა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს ვეტერანი თოფურია კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტის განცხადებაზე, ამბობს: “ჩვენ პრივილეგიების მოთხოვნა არ გვსურდა, იქ ზნეობრივი მოთხოვნა იდგა წინ. ვეტერანების მოთხოვნები არ დაგვიყენებია დანარჩენი საქართველოს მოთხოვნებზე წინ… სხვადასხვა ბატალიონის ჯარისკაცები ჩუმად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეფერებოდნენ, ვერ გატეხავ ამ ხიდს, რომ ისინი სხვები არიან და ჩვენ სხვები. ვერ გატეხავ ამ ხიდს ბატონო მიხეილ”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები, მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი დევდარიანი დააკავა. იხილეთ tabula.geზე
  7. http://a.pix.ge/g/zcdnn.jpg “წითლები” დღეს “ენფილდზე” ფულჰემს უმასპინძლებენ. მათ წინა ტურში სრულიად განსხვავებული ფეხბურთი გვიჩვენეს. ლივერპულმა ამ სეზონში მეორედ მოიგო გასვლაზე, ისიც 3-0. საინტერესოა რა შეცვალა მეფემ ასეთი? ეს ფეხბურთელები ხომ მის წინამორბედს, როი ჰოჯსონსაც ჰყავდა? განლაგება აშკარაა, რომ როი ჰოჯსონის ტაქტიკა და განლაგება სულაც არ იყო მცდარი, მის გუნდს, უბრალოდ, შთაგონება და აღტაცება აკლდა. დალგლიშს ტაქტიკასა და მოთამაშეთა ფუნქციებში ბევრი არაფერი შეუცვლია, მან ფეხბურთელებს გუნება გამოუკეთა. მან ბიჭებს შეახსენა ვინ არიან და სად თამაშობენ. შემადგენლობა მწვრთნელი ნაკლებად ენდობა პოლ კონჩესკის, სოტირიოს კირიაკოსსა და დავიდ ნგოგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინამორბედის ჯინი სჭირს, რადგან ჰოჯსონის შეძენილ მეირელეშსა და კრისტიან პოულსენს პირიქით, რეგულარულად ათამაშებს. ეს წყვილი ჰოჯსონის ხელში კარგად ვერ თამაშობდა, ახლა კი დიდებულია. აურა ჰოჯსონი მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულგატეხილ და თავჩაქინდრულ ფიგურად გვევლინებოდა, დალგლიში კი მოედნის კიდესთან რთულ ეპიზოდებშიც კი თვითმპყრობელივით დგას და გამარჯვებულის აურას ასხივებს. მას აშკარად უყვარს რასაც აკეთებს და თავისი ბიჭების გოლებს ბავშვური გულწრფელობით ზეიმობს. სტილი ჰოჯსონი ფეხბურთელებს ზუსტად ეუბნებოდა როდის, სად და როგორ უნდა ეთამაშათ, დალგლიში კი მეტ სილაღეს აძლევს. ის მათ ერთსულოვნად შეტევისა და თავდაცვისკენ მოუწოდებს და ბიჭებიც უკეთესად თამაშობენ: მეტ ორთაბრძოლას იგებენ, მეტ სწორ პასს აწვდიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. დაცვა ჰოჯსონის ხელში „ლივერპული“ დაცვაში უხეშად ცდებოდა და ამის საწინააღმდეგო ხერხიც ვერა და ვერ გამოიძებნა. დალგლიშმა საკითხი „მარტივად“ მოაგვარა: თქვა, რომ „ლივერპულში“ ყველა ერთმანეთის მხარდამხარ დგას და… ბოლო შეხვედრებში ფერნანდო ტორესიც კი იყურება დაცვისკენ. ნახევარდაცვა ნახევარდაცვაში მთავარი აღმოჩენა რაულ მეირელეშია, რომელშიც ჰოჯსონმა 11,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ მას პრემიერლიგასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა და… ბედის ირონიით მაინცდამაინც დალგლიშის ხელში ათამაშდა. თავდასხმა „ლივერპულის“ თავდასხმა ძირითადად ტორესია. ჰოჯსონს არც მასთან დაკავშირებით გაუმართლა: ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმას იშუშებდა. ახლა, მეირელეშის დიდი მხარდაჭერით „ელ ნინიომ“ სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ჰოჯსონიცა და დაგლიშიც ტორესს წინ წაწეულ, ფაქტობრივად ერთადერთ თავდამსხმელად მოიაზრებენ, ოღონდ, ჰოჯსონის ხელში ის არ ვარგოდა და… ვინ იცის „კეთილი ბებერი როი“ ნაწყენიც იყოს… View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54737.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. View the full article
  9. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/qobalia-300x200.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ პრეზიდენტის გუშინდელი ტელეხიდი შეაფასა . მისი განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ეს გამოსვლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ასეთი პირდაპირი ეთერი, სადაც პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, საკმაოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისი თქმით, მთავრობის წევრებს ხალხთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რათა მოსახლეობაში არსებული პრობლემები კარგად იცოდნენ. IPN Share View the full article
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/leiboristebis_yriloba__3__382527215-1-300x195.jpgსააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო საჭმლის მომნელებელი არსების გაბაასება საკუთარ მხარდამჭერებთან ,-ეს შეფასება შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ტელეეთერთან დაკავშირებით გააკეთა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ეს იყო უინტერესო, უაზრო კაცის ბჟუტური. სერიოზულად ამის აღქმა მიჭირს. იძულებული ვიყავი, მეყურებინა, ვინაიდან ტელეკომპანია “კავკასიაზე” მქონდა დრო გამოყოფილი და აუცილებლად მჭირდებოდა იმ სისულელეების მოსმენა, რაც სააკაშვილმა იპრუტუნა” ,-განაცხადა ნათელაშვილმა პრეზიდენტის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლის შეფასებისას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />გარდა ამისა, ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა ვეტერანებთან დაკავშირებით სააკაშვილის გუშინდელ შეფასებაზეც. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ჯობია, პრეზიდენტს ის გაეხსენებინა, “ვარდების” რევოლუციის პერიოდში როდესაც შიმშლობდნენ ის და მისი ე.წ. პარტია, რატომ შარდავდნენ პარლამენტში”,-აღნიშნა ნათელაშვილმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, სააკაშვილი, რომელიც ბრძოლის ველიდან გაიქცა, ვეტერანებს ჭკუას არ უნდა არიგებდეს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც დეზერტირი, ომის დროს გაქცეული პიროვნება ჭკუას ასწავლის ვეტერანებს, რომლებიც მის მაგივრად იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და იმასაც ასწავლის, სად უნდა მოშარდონ~,-განაცხადა ნათელაშვილმა. IPN Share View the full article
  11. გუშინ რუსულმა მედია-საშუალებებმა, კერძოდ, გამომცემლობა "Взгляд"- მა, ხოლო შემდეგ სხვებმა, ,,სენსაციური სიახლის’’ გვამცნეს - თითქოს გუშინდელ ტელეეთერში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსმენელებს ჰპირდებოდა მომავალი წლის შეხვედრას ქალაქ სოხუმში.ხოლო დღეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ სისულელეს ეყრდნობა და პასუხს ავრცელებს. ასე, სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ , მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. ყაზბეგში, მყინვარწვერის დალაშქვრისას თურქი მთამსვლელი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ალპინისტების სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ისვენებდა, როცა ჯგუფს ერთ-ერთი მთამსვლელი მოწყდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ალპინისტები დაბა სტეფანწმინდამდე ჩამოვიდნენ და სამაშველო ჯგუფის დაუკავშირდნენ. იხილეთ tabula.geზე
  13. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC07103-300x200.jpg“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ტელეხიდი “შემაშინებლად არაკომპეტენტური” იყო. როგორც ჩიხრაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პრეზიდენტის არაკომპეტენტურობა განსაკუთრებით გამოიხატებოდა საქართველოში პროდუქციაზე ფასების ზრდასა და ინფლაციაზე საუბრისას. მისი თქმით, მსოფლიოში ყველა დემოკრატიული ქვეყანა ცდილობს, რომ გამოსავალი იპოვოს იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც ძალიან სერიოზულად არის დაწყებული და რა მასშტაბებს მიაღწევს არავინ იცის. “პრეზიდენტი კი ამის ახსნას იმით შეეცადა, რომ, თურმე, ჩინეთში ჭამა დაუწყიათ და ამის დაბალანსება, თურმე, საქართველოში ტურიზმის განვითარებით შეიძლება”, – განაცხადა ჩიხრაძემ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ინფლაციის პროცესი მიმდინარეობს, საქართველოში კი ხდება გასამმაგებულად. ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზია ის მონოპოლიური სისტემა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა და რამაც სწორედ ფასების ზრდა გამოიწვია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის დასუსტების შესახებ, როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ამ თემაზე ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან მას ოპოზიციის მიმართ საკუთარი მოსაზრებები გააჩნია. “მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს არ დაუმალავს, რომ ეს შეხედულება არის ნეგატიური. მისი განცხადებით, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ ყავდეს სუსტი და მარგინალური ოპოზიცია და არანაირად არ სურს, რომ ეს ოპოზიცია იყოს კონკურენტუნარიანი. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს საქართველოში ოპოზიციის შესუსტებისთვის. Share View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/sakvarelidze_ramaz_701601492-300x268.jpgპროექტზე – “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი” თავისი შთაბეჭდილებები “ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძეს გაუზიარა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /><br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით გუშინდელ ტელეხიდს? თქვენი აზრით, პრეზიდენტის ხალხთან ურთიერთობის ეს ფორმა მოქალაქეებთან დიალოგში შესვლის ილუზია იყო, თუ – დემოკრატიულობის დემონსტრირების სურვილი? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ალბათ – უფრო დემოკრატიულობის დემონსტრირების სურვილი. პრეზიდენტმა გადაცემის დაწყების წინ თავად აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის დროს არ იქნება წინასწარ მომზადებული კითხვები. გადაცემის მსვლელობისას ისეთი კითხვებიც დაისვა, სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი. ამას არც დარბაზში გამოუწვევია რაიმე აჟიოტაჟი და არც პრეზიდენტის მხრიდან მოჰყოლია გაკვირვება. კითხვები, რომელიც ხალხიდან სავარაუდოდ დაისმებოდა, დაისვა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ პრეზიდენტი რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ იყო; რაც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის გუნდს საზოგადოებაში არსებულ სავარაუდო კითხვებზე პასუხების გაცემისთვის არ უმუშავია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ მიუხედავად განცხადებებისა, რომ პრეზიდენტს არ დავიწყებია დაპირება პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ; უმუშევრობა 2012 წელს დაიძლევა, რომ მასწავლებელებს ხელფასი გაიზრდება; ორ წელიწადში ყველა სოფელს ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პრეზიდენტმა პრაქტიკულად აღიარა, რომ იმ ტიპის ინფლაციის შეჩერებისთვის, რომელთანაც გვაქვს საქმე, საქართველოს მთავრობა ბერკეტებს არ ფლობს…<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ სწორედ მაგას მოგახსენებთ, რომ სასურველი იყო ამ კითხვაზე პასუხი ცოტა უფრო ოპტიმიზმის მომგვრელი ყოფილიყო. ოპტიმიზმის მომგვრელი არა იმიტომ, რომ რაღაცის ილუზია შეექმნა, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით პრეზიდენტსაც და მთავრობასც რეალურად სათქმელი მართლაც აქვს. გარკვეული ნაბიჯები იდგმება ინფლაციის შესაჩერებლად, ბანკი ზრუნავს იმაზე, რომ ინფლაცია მინიმუმამდე დაიყვანოს. გუშინ დავესწარი საქართველოს ეკონომიკურ განვითარების პერსპექტივაზე ახალგამოცემული წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სანდრო თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით გამოსცეს. ამ წინგში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერქპექტივებზე არის საუბარი. ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ საკუთარი რესურსებით იკვებოს. ქვეყნის რესურსების მობილიზაციის შემთხვევაში შეიძლება, შექმნა ის სურათი, რომ ხელისუფლება გზებს ეძებს. იმის გამო, რომ ასეთი სურათი პირდაპირი Eეთერის დროს არ შექმნილა, ამიტომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკითხი არ იყო მომზადებული. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ დევნილებზე ემოციურად საუბრის მიუხედავად, პრეზიდენტმა პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა დევნილების გამოსახლებისა და ვეტერანების აქციის დაშლის შესახებ დასმული კითხვა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ შთაბეჭდილება იმისა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი კარგად მომზადებელი არ იყო, სწორედ მაგ ტიპის თემატიკაზე პასუხების გამოც დარჩა. პრეზიდენტის ოპონენტებმაც აღნიშნეს, რომ მისი გამოსვლები ეუთო-ში, ნატო-ში, ევროპარლამენტში ბრწყინვალედ მომზადებული იყო. ეს გამოსვლები იმ თვალსაზრისით იყო ბრწყინვალედ აწყობილი, რომ პრეზიდენტს არც ერთ საკითხში უკან არ დაუხევია; ამავე დროს განცხადებები და ინიციატივები უაღრესად კონსტრუქციული და კორექტული იყო და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. არ არის აუცილებელი იყო არაკორექტული მაშინ, როდესაც შენს პოზიციას არ თმობ. სამწუხაროდ, დევნილებთან და ვეტერანებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოთქმული მოსაზრებებში არაკორექტულობის დიდი დოზა იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ჩემი აზრით, ბევრი სხვა პასუხისგან განსხვავებით, თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის თემაზე პრეზიდენტის პასუხი აბსოლუტურად გასაგები და მართებული იყო..<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ დიახ, აბსოლუტურად გასაგებიც და მოქალაქეობრივადაც აბსოლუტურად გამართულიც. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბრისას ძალიან მომეწონა, რომ ეს საკითხი მარტო ძეგლებს არ ეხებათ; ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც განსხვავებული რწმენა აქვთ, მაგრამ არიან ეთნიკური ქართველები და არაქართველებიც; რომ მათი პიროვნული დაცვა საქართველოს ისეთივე ვალია, როგორც იმ ქართული ძეგლების აღდგენა, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ამ თემაზე პრეზიდენტის პასუხი პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად მართლაც გამორჩეულად გამართული იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ როგორ შეაფასებდით ოპოზიციისადმი გამოთქმულ მოსაზრებებს? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ რიგ საკითხებში პრეზიდენტი მეტისმეტად თავისუფლად მსჯელობდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლა სულაც არ იყო. ეს იგრძნობოდა იმავე დევნილებისა და ვეტერანების, ასევე, ოპოზიციის საკითხშიც. ვისურვებდი, რომ ოპოზიციის სისუსტეზე თავად ოპოზიციას ესაუბრა და არა – პრეზიდენტს. პრეზიდენტის ოპოზიციისადმი დამოკიდებულება ქედმაღლობის ნიშანს ატარებს, რაც სასურველი არ არის. ხელისუფლება, რაც უფრო მაღალ შეფასებას მისცემს-ხოლმე ოპოზიციას, მით უკეთესად გამოიყურება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ამომწურავად უპასუხა პრეზიდენტმა რუსეთის თემაზე დასმულ შეკითხვას. პასუხის არსი ასეთი იყო – რუსეთთან მოლაპარაკება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ამას გააკეთებდა, მაგრამ მოსკოვთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად იმის გამოა შეუძლებელი, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში უკან დახევას არ აპირებს. მან პუტინი შაჰ აბასსაც შეადარა, ვითარებიდან გამოსვლის გზად კი მოთმინება, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება დაასახელა. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებს?<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ პოზიციის თვალსაზრისით სადაო არაფერია. ნებისმიერი პოლიტიკოსი გაიზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზრობაა, თუ მოლაპარაკების მაგიდის უკან ძალა არ დგას. უკვე ვისაუბრე, რომ პრეზიდენტის საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლა კორექტულობით გამოირჩეოდა. ევროპულ ტრიბუნებზე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად. სხვა თემაა, რამდენად სჯერა მას რუსეთთან მოლაპარაკების პერსპექტიულობის, მაგრამ თუ მისი წინადადება ძალაში რჩება, მაშინ მის მიერ რუსეთის ნიანგთან შედარება უადგილო იყო. რუსეთთან მიმართებაში რაც უფრო შემცირდება პრეზიდენტის მსჯელობაში ასეთი არასერიოზული ლექსიკა, ალბათ მით უფრო უკეთესი იქნება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />საერთაშორისო აუდიტორიასაც რომ თავი დავანებოთ, ქართულ აუდიტორიაშიც საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა მაშინ, როცა პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ეპითეტი “ლილიპუტინი” გამოიყენა. ამ გამონათქვამს ახლა “ნიანგიც” დაემატა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ლექსიკაში ამგვარი გამონათქვამები პირდაპირი ეთერის მოუმზადებლობისა და შეფასებების ემოციურად, უცებ გაჩენელი სიტყვებით შევსების ბრალია. პრეზიდენტის გუნდს რომ ამ ინტერვიუზე ცოტა უკეთ ემუშავა, პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი ემოციური მომენტებისგან თავისუფალი იქნებოდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ამერიკის თემაზე პასუხმა გარკვეული უკმარისობის გრძნობა დატოვა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა პროფესორისა და ამერიკანისტის, ვასილ კაჭარავას კითხვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე უპასუხოდ დატოვა. რას შეიძლება ნიშნავდეს ამერიკის თემისადმი პრეზიდენტის ამგვარი დამოკიდებულება? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ქართული დელეგაცია ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შინაარსზე არ საუბრობდა, რაც, ჩემი აზრით, მიუთითებდა, რომ ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პრეზიდენტი სრულ პასუხს არ გასცემდა. შეხვედრის შესახებ ხელისუფლების სიჩუმემ გააჩინა ეჭვები, თითქოს ობამამ სააკაშვილს მიუთითა, რომ ხელისუფლებაში არანაირი სახით არ უნდა დარჩეს. არა მგონია, ამერიკაში ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე რაიმე სერიოზული თქმულიყო გარდა იმისა, რაც პროტოკოლურად ვიცით – ანუ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს და მადლობელია საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ჩემი აზრით, სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით თავად ობამას ამოცანა იყო, როგორც თავისი ოპონენტი “რესპუბლიკელების”, ისე რუსეთისა და მსოფლიოსთვის შეხვედრის ფაქტისა და საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირება. ამდენად, ტექსტის თვალსაზრისით ამ შეხვედრაზე შესაძლოა, სხვა არც არაფერი ყოფილიყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა გამოთქვეს სურვილი პრეზიდენტთან ჟურნალისტების რეგულარულად შეხვედრის ტრადიციად ქცევის შესახებ. პრეზიდენტი შევარდნაძე ორ კვირაში ერთხელ ჟურნალისტებს ხვდებოდა. თქვენი აზრით, თავის დროზე რატომ თქვა უარი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტრადიციად ექცია ჟურნალისტებთან თუნდაც ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა?<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ჟურნალისტებთან შეხვედრა არც ისე იოლი რამ გახლავთ. პირდაპირი ეთერის უზარმაზარ მასივშიც ჟურნალისტების კითხვები სირთულით გამოირჩეოდა. როდესაც ქვეყნის წინაშე სირთულეებია და მათ დიდ ნაწილზე პასუხიმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტებთან შეხვედრა იმის გამო არ ეხალისება, რომ პასუხის მოთხოვნა ჟურნალისტებს უფრო ეხერხებათ. უფრო ადვილია საზოგადოების ფართო ფენებთან დიალოგი, რადგანაც მოქალაქეები, როგორც წესი, თავიანთ კონკრეტულ პრობლემებს აყენებენ. ჟურნალისტებმა განზოგადოება იციან-ხოლმე და პრობლემის პრინციპულ პლანში განხილვა დისკომფორტს ქმნის. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />სხვათა შორის, შევარდნაძეც დიდ დისკომფორტში იყო, როცა ჟურნალისტებს ხვდებოდა. შევარდნაძის მმართველობის დროს ჟურნალისტებთან რეგულარულად შეხვედრის იდეა მოგვიანებით გაჩნდა. შევარდნაძე ჟურნალისტებთან შეხვედრებს დიდი კმაყოფილებით არა, მაგრამ მაინც იტანდა. აქ უკევე გამოცდილება თამაშობს როლს. მან იცოდა, რომ ჟურნალისტების კითხვები უნდა აეტანა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /><br style="padding: 0px; margin: 0px;" />კობა ბენდელიანი<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ინტერპრესნიუსი” Share View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54736.jpgპლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი შელახული რეპუტაციის აღდგენას მოითხოვს. მისი განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი იყო. ივა კუზანოვის შესახებ მასალები... View the full article
  16. <p style="font-family: Arial, Helvetica, verdana, Tahoma, geneva, sans-serif, sylfaen !important; font-size: 12px !important; font-style: inherit; font-weight: inherit; text-align: left; vertical-align: baseline; border-collapse: collapse; color: inherit; line-height: normal; display: block; overflow-x: hidden; overflow-y: hidden; width: auto; background-position: 0px 0px; background-repeat: no-repeat no-repeat; padding: 0px; margin: 0px; border: initial none initial;">[/url]http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/ramazi-300x193.pngრადიო ჰერეთის დირექტორის რამაზ სამხარაძის შეკითხვაზე, რატომ არ გაიცემა საქართველოში სამაუწყებლო ლიცენზიები, რატომ არ ატარებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევას ამ კუთხით, მაშინ როდესაც მაუწყებლობის კანონი 2006 წლიდან ირღვევა, პრეზიდენტს პასუხი არ აქვს.BBC -ის მილიონნახევრიანი პროექტი, რომელიც სათემო რადიომაუწყებლობას ნინოწმინდაში და მარნეულში ითვალისწინებს თითქმის მესამე წელია გაყინულია.მაუწყებლობის ლიცენზიას ვერ იღებს თბილისში რადიო ჰერეთიცკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის კანონის უხეში დარღვევით 2008 წლიდან შეაჩერა ასევე შპს ”იგრიკას”, შპს ”სარკე კონსალტინგის”, შპს ”საქართველოს უნივერსიტეტის”, შპს ”ტელერადიო კომპანია თრიალეთის”, შპს ”ტელერადიო კომპანია ევრიკას”, სსიპ ”სრულიად საქართველოს საპატრიარქოს” განცხადებები ლიცენზირებასთან დაკავშირებით. <p style="font-family: Arial, Helvetica, verdana, Tahoma, geneva, sans-serif, sylfaen !important; font-size: 12px !important; font-style: inherit; font-weight: inherit; text-align: left; vertical-align: baseline; border-collapse: collapse; color: inherit; line-height: normal; display: block; overflow-x: hidden; overflow-y: hidden; width: auto; background-position: 0px 0px; background-repeat: no-repeat no-repeat; padding: 0px; margin: 0px; border: initial none initial;">რადიო ჰერეთი Share View the full article
  17. 18 დეკემბერს გადადებულ მატჩში ენფილდზე როი ჰოჯსონის ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს… დიდთოვლობის გამო ინგლისში არაერთი შეხვედრა გადაიდო. მათ შორის ლივერპულის ორი მატჩიც. ბლექპულთან შეხვედრა უკვე შედგა. ფულჰემთან მატჩში კი ლივერპულს “რეზერვში” აღარ ექნება სათამაშო… 18 დეკემბერს როი ჰოჯსონი თავის ყოფილ კლუბს უნდა დახვედროდა ენფილდზე, თუმცა თოვლის და კლუბის ხელმძღვანელების წყალობით დღეს როი უბრალოდ ამ ორი კლუბის ისტორიის ნაწილია. ერთისთვის ისტორიის “ოქროს ხანას” წარმოადგენს, მეორისთვის კი ცუდ კოშმარს… ლონდონელ თეთრ-შავებს უკვე 29 მატჩია არ მოუგიათ ენფილდზე. თუმცა გასულ წელს ორივე შეხვედრა 0-0 დასრულდა. ვულვზთან გამარჯვების შემდეგ წითლების გულშემატკივარს დიდი იმედები ჩაესახათ, თუმცა მეორეს მხრივ ფულჰემმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და გასვლით შეხვედრებშიც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვთ… მერსესაიდელები რომ ნამდვილად არ ატარებენ თავის საუკეთესო სეზონს ეს ნათელია. ამ მატჩამდე წითლებს 23 ტურში 32 გოლი აქვთ გაშვებული. გასულ სეზონში კი მთლიანად 35 გოლი გაუშვეს… გატანილსა და მიღებულს შორის სხვაობა კი უარყოფითი 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა 23 ტურისთვის… რაც შეეხება ფულჰემის და ლივერპულის ურთიერთდაპირისპირებებს: სულ ეს ორი კლუბი პრემიერლიგაში 46-ჯერ შეხვდა ერთმანეთს. აქედან 25 ლივერპულმა მოიგო, 8 ფულჰემმა, 17 კი ფრედ დასრულდა. ხოლო ენფილდზე იწითლებმა 16-ჯერ იმარჯვეს. 7 მატჩი ფრედ დასრულდა. პრემიერლიგის ისტორიაში კი ფულჰემს ჯერ არ მოუგია ლივერპულთან გასვლაზე… სიმბოლურია, რომ უკანასკნელი მატჩი, რომელიც კენი დალგლიშმა მწვრთნელის რანგში ჩაატარა ფულჰემთან, 10-0 დასრულდა ლივერპულის გამარჯვებით ! ფერნანდო ტორესმა კი კენის მოსვლამდე ჩატარებულ 7 მატჩში პრემიერლიგაზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მეფის მოსვლის შემდეგ კი ბოლო 3 თამაშში – 3 გოლი აქვს ანგარიშზე. ფერნანდო უკვე შედის ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ოცეულში. მას უკვე 81 გოლი აქვს გატანილი წითლებში და 19-ე ადგილს მხოლოდ 2 გოლიღა აშორებს… იმის გამო, რომ გადადებულ შეხვედრებს რამოდენიმე კლუბი თამაშობს მხოლოდ, თუ ლივერპული დაამარცხებს ფულჰემს, წითლები 7-ე პოზიციაზე გადავლენ ცხრილში. ეს კი ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებლი იქნება… აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ დღეს მატჩშ ლი პრობერტი განსჯის. აქამდე მას ლივერპულის 3 შეხვედრაში უმსაჯია და სამივე ეს მატჩი მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა… ტრამვირებულები: ლივერპულს კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაუბრუნდა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ. ტრამვირებულთა სიაში კი კვლავ მხოლოდ ჯეიმი კარაგერია… ფულჰემის მხრიდან კი მატჩს ბრიგსი, სენდეროსი და ზამორა გამოტოვებენ. ასევე საეჭვოა ეტუჰუს და ჰიუზის თამაშიც. ხოლო მარკ შვარცერი, ისევე როგორც ლივერპულის ბრედ ჯონსი მატჩს აზიის თასზე ყოფნის მიზეზით გამოტოვებენ. (შეგახსენებთ რომ ჯონსის ავსტრალიის ნაკრები აზიის თასის ფინალში გავიდა.) View the full article
  18. საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch (HRW), 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი თავი საქართველოს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები ”არათანაბარი” იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, მთვრობამ თბილისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან ასობით იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლა. ”ხშირად ისინი საცხოვრებელი სახლებისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე რჩებოდნენ,” ნათქვამია ანგარიშში. იხილეთ tabula.geზე
  19. ნამარხი ცხოველები, გეოლოგიურ წარსულში არსებული ცხოველები, რომელთაც შეისწავლის პალეოზოოლოგია. ნამარხი მასალის საფუძველზე შეიძლება შევისწავლოთ წინათ არსებული ცხოველების აგებულება და თვალი გავადევნოთ მათ თავისებულებათა განვითარების პროცესს. ჩვენამდე ნამარხების სახით წარსულში არსებულ ცხოველთა ნაშთების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არწევს. ნამარხი ცხოველების ნაშთები გვხვდება ჩონჩხის ცალკეული ნაწილების, მათი ფრაგმენტების, ყალიბებისა და სხვა სახით. განსაკუთრებულ ... View ucnauri.com
  20. ქართულ, რუსულ, ამერიკულ, ევროპულ კინოგმირების მიმოცვლის რეაქციები ისევ Photoshop_იჯაბა გიორგი ცეცხლაძეს მოსწონსBatumi Projects View ucnauri.com
  21. ჟან სპერატი1954 წელს გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობა რომ ბრიტანეთის ფილატელისტთა ასოციაცია (ბფა) ყალბი მარკებით სპეკულაციის აღკვეთის მიზნით გასამრჯელო ფულს უხდის ვინმე ჟან სპერატის აი-დე-ბენიდან(საფრანგეთი) იმ პირობის სანაცვლოდ რომ ის აღარასოდეს აღარ დაამზადებს ყალბ მარკებს. ბევრმა მკითხველმა მაშინვე იფიქრა,რომ თავად ცნობა იყო სიყალბე და მართლებიც აღმოჩნდნენ . უბრალოდ იტაკქვეშა გენიოსის შეჩერების სხვა ... View ucnauri.com
  22. იხალისეთ : ) კიდე დავდებ თუ მოგეწონათ : )) View ucnauri.com
  23. გთავაზობთ ცოტა მოცლილი,ცოტა ნიჭიერი და დიდი ნებისყოპის მქონე ადამიანთა ნამუშევრებს ქვიშაში..საინტერესოა კითხვა მაქვს: ეს ავტომობილი “ნისანია” მე და google View ucnauri.com
  24. მეცნიერებმა ყველაზე არადამაჯერებელი ფანტასტიკური ფილმები დაასახელეს.ნასას სპეციალისტებმა შვიდი ყველაზე ცუდი და შვიდი საუკეთესო ფილმი დაასახელეს, დამაჯერებლობის თვალსაზრისით. მათი აზრით, ბოლო წლებში გადაღებული ფილმების სცენარისტებმა და რეჟისორებმა ბევრი სამეცნიერო უზუსტობა დაუშვეს, ზოგიერთებმა კი საერთოდაც გამოიგონეს სრულიად არადამაჯერებელი ამბები. მაშ ასე, ნასას მეცნიერთა ვერსიით, ყველაზე ცუდი ფილმები მათში წარმოდგენილი ტექნოლოგიების დამაჯერებლობის თვალსაზრისით:1. ... View ucnauri.com
  25. /get_img?NrArticle=4308&NrImage=1 ნანა კვირტაია გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი დღეს 15:00 საათზე გერმანიის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან დევნილები შეკრიბნენ. მათ საკონსულოს წარმომადგენელს 80 განცხადება გადასცეს. განცხადებებით დევნილები გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ. საელჩოს წარმომადგენელმა განცხადებები აქციის მონაწილეების თვალწინ გაატარა რეგისტრაციაში. დევნილების თქმით, მათ განუმარტეს, რომ პასუხს რამდენიმე დღეში შეატყობინებენ. ,,ხელისუფლებამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სამშობლოს დატოვებაზე დავიწყეთ ფიქრი. რაც გაგვიკეთეს ვანდალიზმია. Mმე 2008 წლიდან ვცხოვრობდი ზუბალაშვილის 42 ნომერში, 2 შვილის დედა ვარ. ქუჩაში გამოგვყარეს და სადღაც ფოცხოსა და ეწერში გვიპირებენ გადასახლებას. თვალით არ მაქვს ეგ ადგილები ნანახი და არც სურვილი მაქვს’’, - აცხადებს დევნილი ნანა კვირტაია. ხვალ 11 საათზე დევნილები გამომცემლობა ,,სამშობლოსთან” შეიკრიბებიან, საიდანაც საფრანგეთის საელჩოსთან აპირებენ გადანაცვლებას. ხვალვე გამოცხადდება იმ გრანდიოზული აქციის თარიღიც, რომლის ჩატარებასაც დევნილები გეგმავენ. /get_img?NrArticle=4308&NrImage=2 დევნილები გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი /get_img?NrArticle=4308&NrImage=3 დევნილები გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...