planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
epn.ge - საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini10-150x150.jpgმოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს. ღონისძიებას ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა. მემორანდუმის თანახმად, საფეხბურთო ლიგის ფარგლებში, 2011 წელს საქართველოს საჯარო სკოლებს შორის, ფეხბურთში ჩემპიონატი მოეწყობა, გამარჯვებული გუნდი ივლისის თვეში ფინალურ მატჩზე გამოვლინდება. საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, გაუმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, მოხდება ქართული ფეხბურთის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანალოგიური ლიგების შექმნა, სასკოლო სპორტული ჩემპიონატების ორგანიზება, მომავალში ხელს შეუწყობს მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადებას UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებით, გადამზადებული პედაგოგები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ. საფეხბურთო ლიგის შექმნა და საჯარო სკოლებს შორის, ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი. იხილეთ epn.ge -
http://www4.pictures.zimbio.com/gi/Steven+Gerrard+Blackburn+Rovers+v+Liverpool+izHEj9BDKJfl.jpgლივერპულის კაპიტანმა ღიად ისაუბრა რომ არ მოსწონს “ლივერპულის” მე-7 ადგილზე ყოფნა და რომ ბიჭები ახლა უფრო მოტივირებულები და კონცენტრირებულები არიან. premierleague.com-ზე სტივის ინტერვიუ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ნიუსიდან: -”რა თქმა უნდა გვახარებს ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ნაბიჯით წინ გადავინაცვლეთ, თუმცა ისეთი კლუბისთვის, როგორიც ლივერპულია, მე-7 ადგილი არაფერია. პირიქით, ძალინ ცუდი შედეგიც, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობა ჰქონდა კლუბს აშკარა პროგრესია. რა თქმა უნდა გულშემატკივარი ინტერესდება ცხრილით და როცა ის ნახულობს ჩვენს მე-7 ადგილს, არც თუ ისე კმაყოფილი რჩება. თუმცა ვიმეორებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა წარმატება და თუ ჩვენ მომდევნო მატჩებს მოვიგებთ, შესაბამისად სამ ქულას მოვიპოვებთ, ცხრილში ჩახედვისას ასეთი უსიამოვნო გრძნობა ნამდვილად აღარ დაგვეუფლება. არც მე და არც ბიჭებს არ მოსწონთ პრემიერლიგის მე-7 ადგილი.” ჯერარდი წინა მატჩსაც შეეხო: “არ ვიცი ეს როგორ გამოჩნდა წინა მატჩში, მაგრამ მეც და ბიჭებიც, გაცილებით უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე ეს წინა მატჩებში იყო.” ინფორმაციის წყარო: premierleague.com View the full article
-
ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლის გოჩა გვარამიას აზრით, რუსეთს აფხაზეთში რკინიგზის შემკეთებლების შეყვანა, მხოლოდ ფულის გათეთრებისთვის სჭირდება და არა რკინიგზის აღდგენისთვის.როგორც ექსპერტმა “მედიანიუსს” განუცხადა, აფხაზეთში რკინიგზა შეკეთებას აღარ საჭიროებს.“ეს რკინიგზა სამხედრო ინჟინრების მიერ უკვე შეკეთებულია ჯერ კიდევ 2008 წელს, მაშინაც ოჩამჩირემდე სამხედრო ტექნიკა რკინიგზის საშუალებით შეიტანეს და შემდეგ ტყვარჩელის მიმართულებით გადაისროლეს. ასე რომ, იქ შესაკეთებელი, პრაქტიკულად, არაფე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლების თემა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიებაა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბაზელის ინსტიტუტის ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ექსპერტები მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორებიცაა - ფულის გათეთრება, ელექტრონული მტკიცებულებების შეგროვება, შემოსავლების წარმოშობის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთდახმარება და სხვა. ტრენინგი ინტერაქტიულია, ექსპერტები და მონაწილეები ფიქტიურ საქმეებს განიხილავენ და მათი გამოძიების სქემას ადგენენ. სწავლების ბოლოს კი თითოეული მონაწილე დამოუკიდებლად წარმოადგენს ერთი ფიქტიური საქმის გამოძიების პრეზენტაციას. სემინარი უცხოელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით 30 იანვრამდე გასტანს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს მთავრობამ სამხრეთ აფრიკეილი ფერმერებისთვის სპეციალური საიტი - http://www.boers.ge შექმნა. როგორც პროექტის მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი ამბობს, ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ საინფორმაციო ტიპის ვეგბერდი. საიტზე არის ინფორმაცია საქართველოს კუთხეების, კლიმატის, გადასახადების შესახებ. ასევე არის საერთაშორისო ახალი ამბები და საქართველოს ისტორიული ფაქტები. ასევე საიტზე არის აპლიკაცია იმ ბური ფერმერებისთვის, რომლებიც საქართველოში გეგმავენ ჩამოსვლას მეურნეობის საწარმოებლად. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ბური ფერმერი იმყოფება საქართველოში. ისინი სხვადსხვა კუთხეებში დადიან და საინვესტიციო გარემოს სწავლობენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
2011 წლის პირველი მეთორმედეტი ძალიან ლამაზი, დრამატული და ემოციური გოლებით გამოირჩეოდა… View the full article
-
კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნებისთვის საჭირო პირობები უნდა შეიქმნას. როგორც სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ სოხუმის რეჟიმის ე.წ. პრემიერ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.სემნების განცხადებით, კოდორის ხეობაში დაცლილი სახლები ორიოდე წლის შემდეგ შესაძლოა, საცხოვრებლად უვარგისი გახდეს."იქ უნდა შეიქმნას პირობები, რომ ხალხმა დაბრუნება შეძლოს", - განაცხადა სემნებიმ.აფხაზი ჟურნალისტების კ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/elfi-150x150.gifსაპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში (სამების ტაძარი) ელფის გამომცემლობა, ხვალ, 14:00 საათზე, პირველად საქართველოში ლიტერატურულ თაობათა შეხვედრას და მათი წიგნების პრეზენტაციას გამართავს. საბავშვო მწერალთა ბრწყინვალე შედევრები, ორი წლის განვალობაში, “ელფის” გამომცემლობამ მოიძია, ასაკის მიხედვით დააჯგუფა და უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა, სათაურით: “ჩემი პირველი ქრესტომათია”. წიგნი განკუთვნილია ორიდან რვა წლამდე ბავშვებისათვის. ამასთან, ცალკე წიგნად გამოიცა 24 წლის გვანცა ჯობავას პირველი წიგნი “5 ბავშვი – 5 თბილისი.” პრეზენტაციას დაესწრებიან უხუცესი მწერლები: 89 წლის ქეთევან ჭილაშვილი, 87 წლის ნინო ბეზარაშვილი, 82 წლის დოდო ხიმშიაშვილი და სხვები. “ასეთი შეხვედრები და წარსულში ცენზურის მიერ დაწუნებული ტექსტების ძიება უნდა გაგრძელდეს. ეს საქმე უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში, “ელფის” გამომცემლობა თავის მკითხველს კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდება,”- აცხადებენ გამომცემლობაში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნები სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა სალომე ხოტირაშვილმა დაასურათა. პრეზენტაციაზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, გვანცა ჯობავას წიგნის “5 ბავშვი – 5 თბილისის” მიხედვით, სპექტაკლს წარმოადგენენ. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54763.jpgმენინგოკოქცემიის შემთხვევა გამოვლინდა მარნეულში. 57 წლის მამაკაცი სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. View the full article
-
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწლები აგრძელებენ თავიანთი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ჯავის რაიონის სოფ. სინაგური-ჯალაბეთის დამაკავშირებელ გზაზე ე.წ. მესაზღვრეებისათვის მშენებარე სასაზღვრო ობიექტზე მიმდინარეობს 3 ხუთ სართულიანი შენობის მშენებლობა. მათ მიერ შემოსაზღვრულია ტერიტორია (დაახლოებით 3 ჰექტარი) 3 მეტრიანი ბეტონის ღობით, სადაც სრულდება ფუნდამენტისა და საყრდენი კედლების სამშენებლო სამუშაოები.აღნიშნულის გარდა, არსებული მონაცემებით, რუსი სამხედროების ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
კვლევითმა ინსტიტუტმა ,“IFAK”-მა უკრაინული ბიუროების დაკვეთით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებზე გამოკითხვა ჩაატარა. გერმანელმა ანალიტიკოსებმა, IFAK-ის გამოკითხვა შეაფასეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში, ზოგიერთ სფეროში პრეზიდენტის რეიტინგი პრემიერ-მინისტრისას სჭარბობს, უკრაინაში კი იანუკოვიჩითაც და აზაროვითაც უკმაყოფილონი არიან. რესპონდენტების უმრავლესობამ, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში დიმიტრი მედვედევს მიანიჭა უპირატესობა. ხოლო, საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ პუტინს. რაც შეეხება უკრაინას, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნდობით ვერც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ვერც პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი სარგებლობენ. რესპოდენტების აზრით, ისინი ცდილობენ ქვეყნის არსებითი პრობლემების გადაწყვეტას. გამოკითხვის შედეგებს ბოლომდე არ ენდობა კვლევით ჯგუფ “რუსეთ-დსთ”-ს ხელმძღვანელი, პროფესორი ჰანს-ჰენინგ შროდერი. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მიუთითებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მედვედევმა პოზიციები გაიმყარა და ახლა ცდილობს, მოიპოვოს საზოგადოებისა და მედიის კეთილგანწყობა მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის. იხილეთ epn.ge
-
http://images.mirror.co.uk/upl/dailyrecord3/sep2010/5/7/kenny-dalglish-image-1-363941916.jpg ლივერპული მეშვიდე ადგილზეა! მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული გუნდი ასე პირველად დაწინაურდა, მაგრამ მწვრთნელი, „კოპის მეფე კენი“ ანუ იგივე კენი დალგლიში მეშვიდე ადგილსა და მეცხრე ცას ერთმანეთში არ ურევს და ამბობს, რომ ამით ვერ დაკმაყოფილდება… ნოემბრის შემდეგ ლივერპულმა პირველად გაიმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში. ბუნებრივია, გუნდისთვის, რომელიც გასავარდნთა ზონაში ტრიალებდა, მეშვიდე ადგილზე აღზევება წარმატებაა, მაგრამ დალგლიში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და დიდ სიხარულსაც არ გამოხატავს: „ვფიქრობ, ჩვენ მეტი შეგვიძლია. რასაკვირველია, მეშვიდე ადგილი გაცილებით ობიექტურად ასახავს ლივერპულის ძალას, მაგრამ ეს ის პოზიცია არ არის, რომელზეც ჩვენი კლუბი ოცნებობს და რისთვისაც ის იბრძვის. ჩვენ ცხრილში კიდევ უფრო მაღლა გვინდა ყოფნა, მაგრამ ამისათვის მეტი თამაში უნდა მოვიგოთ. ახლა, მომდევნო ოთხშაბათს სტოკთან გვაქვს სათამაშო და ამ შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებთ.“ შემდეგ დალგლიშს შორს მიმავალ გეგმებზე ჰკითხეს. ლივერპულის ლეგენდამ ასე უპასუხა: „ამ წუთას არ ვთქვი სტოკთან უნდა გავიმარჯვოთ-მეთქი? ჩვენ არასდროს გამოვალთ სეზონის დაწყებამდე საჯაროდ და არ დავიქადნით, რომ „ამას და იმას ვაპირებთ“. ჩვენი მიდგომა მარტივია: ყოველი დღისგან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ. ყოველთვის ასე იყო, სეზონის ბოლოს ქულებს დავაჯამებდით და ვხედავდით რა მოგვიტანა ჩვენმა მონდომებამ. ამ მიდგომის შეცვლას არ ვაპირებ. ეს პრინციპი არავის აზარალებს. მე ამ პრინციპზე ვარ აღზრდილი და სხვანაირად არ შემიძლია.“ View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/semnebi-150x150.jpgსამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პიტერ სემნების განცხადებით, კოდორის ხეობაში დაცლილი სახლები, ორიოდე წლის შემდეგ შესაძლოა, საცხოვრებლად უვარგისი გახდეს. ამის შესახებ, სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება. სემნების თქმით, აუცილებელია კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნებისთვის, საჭირო პირობები შეიქმნას. ამის შესახებ, განცხადება, კი სემნებიმ სოხუმის რეჟიმის ე.წ. პრემიერ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს. პიტერ სემნები, სოხუმში, 27 იანვარს იმყოფებოდა. იხილეთ epn.ge
-
,,ანი და ალიონა შესანიშნავი კულინარები არიან, - ამბობს მათი აღმზრდელი ზიზი ინაძე , - მაგრამ ანრის უნდა ყოველ დღე კვერცხი, ეგრე არ არის. გიგის რაღაც სტრანი საჭმელები უყვარს’’. ანი, ალიონა, გიგი, ანრი და კიდევ 10 არასრულწლოვანი ერთ მისამართზე, თ. ერისთავის შვიდ ნომერში ცხოვრობენ. მიუხედავად სხვადასხვა გემოვნებისა, ყოველდღიურად ხმათა უმრავლესობით წყვეტენ, რა ექნებათ სადილად. ამ მისამართზე ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია. ერთში 6, ხოლო მეორეში 8 ბავშვი ცხოვრობს. ისინი ამ სახლებში ბავშვთა თავშესაფრიდან გადმოიყვანეს. აღმზრდელებიც და ფსიქოლგებიც საოჯახო ტიპის ბავშთა სახლების პრიორიტეტად ოჯახურ გარემოსა და თითოეულ ბავშვებთან ინდივიდუალურ მუშაობის შესაძლებლობას ასახელებენ. დიდი ინსტიტუციების საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით შეცვლას საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,ბავშვზე ზრუნვის რეფორმის’’ ფარგლებში გეგმავს. სამინისტროს 2010-2011 წლის სამოქმედო სტრატეგიაში წერია, რომ გაშვილების და მინდობით აღზრდაში გადაყვანის შესაძლებლობათა ამოწურვის შემდეგ, ამ კონტინგენტზე ზრუნვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აღზრდის უზრუნველყოფა. ,,ასეთ სახლებში დადასტურებული კვალიფიკაციის მქონე დედობილ–მამობილის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდა ხელს უწყობს ბავშვის ინდივიდუალობის წარმოჩენას და უქმნის მას მშობლიური გარემოს ტოლფას ალტერნატიულ გარემოს’’, - წერია სამინისტროს 2010-2011 წლის სამოქმედო სტარტეგიაში. ბავშვზე ზრუნვის პროგრამას სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა სანებლიძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის ბავშვთა სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დედობილ-მამობილი ცხოვრობენ ბავშვებთან, ხოლო შაბათ-კვირას –აღმზრდელები. ერისთავის ქუჩაზე მდებარე მცირე ზომის ბავშვთა სახლში დედობილ-მამობილი არ ჰყავთ. ბავშვებთან მთელი კვირის განმავლობაში აღმზრდელები მუშაობენ. ზიზი ამბობს, რომ დამატებით აღმზრდელების (შაბათ-კვირისთვის) დაქირავების საშულება ახლა მათ არ აქვთ, ამიტომ აღმზრედელებს ხანდახან ზიზიც ენაცვლება ხოლმე. თან, მათი გადაწყვეტილებით, ბავშვებისთვის უკეთესია მთელი კვირა იმ ადამიანებთან ერთად გაატარონ, რომლებსაც უკვე შეეჩვეულები არიან. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 37 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია. აქედან 17-ს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო დანარჩენს დონორი ორგანიზაციები. ,,შაბათ-კვირის გარდა, დილით ყველანი 7 საათზე ვდგებით’’, - ყვება ზიზი ინაძე. ბავშვები #12-ე საჯარო სკოლაში დადიან. სკოლა მდებარეობის მიხედვით შეარჩიეს. ,,ყველა ბავშვს ჩვენ ვერ წავიყვანთ დილით სკოლაში, ამიტომ გვირჩევნია ახლოს იარონ, რომ თავისით შეძლონ მისვლა’’. ,,არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა ბავშვს თავისი ოთახი ჰქონდეს, მაგრამ ვცდილობთ, რომ მხოლოდ ორ ბავშვი იზიარებდეს ერთ ოთახს. ასევე არსებობს ოთახები, სადაც ბავშვს შეუძლია განმარტოვდეს, როცა მას ამის სურვილი ექნება. ’’, - განმარტავს სანებლიძე. ოთახი განმარტოვებისთვის ერისთავის ქუჩაზე მდებარე სახლში ბავშვებს არ აქვთ. ორ საძინებელში კი ბიჭები და გოგოები ოთხ-ოთხად არიან გადანაწილებული. ფართის სიმცირის გამო ოთახებში ორსართულიანი საწოლები დგას. ოთახში არის სამეცადინო კუთხე და ერთი მოზრდილი გარდერობი. სახლი კეთილმოწყობილია, მოზრდილ მისაღებ ოთახში ტელევიზორი და კომპიუტერი დგას. /get_img?NrArticle=4336&NrImage=1 Image 3078 რას შეჭამენ, რას ჩაიცვამენ, რომელ წრეზე ივლიან, როგორც ინაძე ამბობს, ბავშვები ამას აღმზრდელებთან შეთანხმებით წყვეტენ. ბავშვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მიხედვით აღმზრდელები თითოეული ბავშვისთვის გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმას ადგენენ. ეთიკოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ნაწილი უკვე შესრულებულია. ეთიკოს სამოდელო სააგენტოში უნდოდა სიარული, თუმცა, აღმზრდელების თქმით, ვაუჩერული დაფინანსება ხშირად საკმარისი არ არის ბავშვების სურვილების შესასრულებლად. ამიტომ აღმზრდელები ქველმოქმედ ადამიანებს ეძებენ. ეთიკოც სწორედ ასეთი ქველმოქმედების წყალობით მოხვდა სამოდელო სააგენტოში. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები სახელმწიფოსგან ვაუჩერული პრინციპით ფინანსდება. თითო ბავშვზე სახელმწიფო აქ ყოველდღიურად 12.50 ლარს ხარჯავს. ჯამში თითო ბავშვთა სახლს ყოველთვიურად 3000-3100 ლარი ერიცხება. საქართველოს მთავრობას ბავშვთა ზრუნვის პროგრამის განხორციელებაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ეხმარებიან. პროგრამაზე დონორ ორგანიზაციებს ჯამში 6.8 მილიონი აშშ დოლარი აქვთ გამოყოფილი. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთადა, ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს თავის მშობლებთან და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში (მუხლი 9, მუხლი 20). სწორედ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვებზე ზრუნვის ისეთი ფორმების დანერგვაში, რომლებიც ეფუძნება მათ ოჯახურ გარემოში აღზრდას. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა 2008 წლის ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში სოციალური მომსახურეობის სისტემის განუვითარებლობასთან დაკავშირებით. ,,კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს, დააჩქაროს დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, მათ შორის ბავშვების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და აღმზრდელი მშობლების მოძებნა’’. გაეროს ბავშვთა ფონდის კოორდინატორი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში გაზრდილი ბავშვები ყოველთვის სოციალურად მეტად დაუცველ და ცხოვრებისთვის მოუმზადებელ პიროვნებად ყალიბდებებიან, ეს კი ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას. ინსტიტუციებიდან 18 წლის ასაკში გამოსულ ახალგაზრდებს განსაკუთრებულად უჭირთ საზოგადოების არსებული ცხოვრების სტილთან შეგუება. ქურციკიძის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მეშვეობით ეს პრობლემები გადაჭრილია. ახალი ანგარიში საქართველომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს 2011 წელს უნდა წარუდგინოს. თუ როგორ ასრულებს საქართველო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, სწორედ ამ ანგარიშის შეფასებისას გამოჩნდება. სახელმწიფო სტრატეგიაა, რომ ,,ბავშვზე ზრუნვის’’ პროგრამის ფარგლებში გააძლიეროს სოციალური მუშაკის როლის. ზიზი ინაძე ამბობს, რომ სოციალური მუშაკები მხოლოდ იმ დროს მოდიან მათთან, როცა ამის საჭიროებაა. სოციალური მუშაკის ჩართვა გახდა საჭირო ერთ-ერთი ბავშვის– ნათიასა და მისი მშობლების ურთიერთობაში. საუბარია ნათიას მის ოჯახში დაბრუნებაზე, თუმცა მანამდე მშობლებთან სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშავოს. ,,უნდა შემოწმდეს ნათიას ოჯახი, რამდენად ჯანსაღი გარემოა იმისთვის რომ ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში. ისინი შეაფასებენ და გადაწყვეტენ. თუ ისისნი იტყვიან, რომ არა ბავშვი ვერ დაბრუნდება, მაშინ ბავშვი აქ დარჩება’’, - განმარტავს ინაძე. სკოლის შემდეგ ბავშვებს გარეთ გასვლა, ძირითადად, არ უწევთ. მათ მისამართზე ასევე მათთვის რამდენიმე დღის ცენტრია, სადაც ისინი სხვა ბავშვთა სახლების ბავშვებთან ერთად თექაზე მუშაობას, ხატწერას, ქარგვა-ქსოვას, ცეკვას სწავლობენ, აქვთ სპორტის გაკვეთილები. ამიტომ დილიდან 6 საათამდე თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ. /get_img?NrArticle=4336&NrImage=3 Image 3080 ბავშვები მშობლებთან თავად დადიან ან მშობლები აკითხავენ. საოჯახო ტიპის სახლებში 6-დან 18 -წლამდე ბავშვები და მოზარდები ცხოვრობენ. როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ, ბავშვთა სახლს ტოვებენ. ზიზი ამბობს, რომ ისინი ან საკუთარ ოჯახებში ბრუნდებიან, ან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. 2012 წლამდე სამოქმედო სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში 72 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ამოქმედება იგეგმება. სწორედ ამიტომ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ ასეთი ბავშთა სახლების ფუნქციონირების მიზნით შესასყიდი ობიექტების შესარჩევად 29 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით კონკურსი გამოაცხადა. დიდი ზომის ბავშვთა სახლების რაოდენობა ამ დროისთვის 46-დან 20-მდე შემცირდა. ჯანმრთელობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ეტაპობრივად იგეგმება კიდევ რამდენიმე დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვა, ნაწილის რეაბილიტაცია-გადაკეთება. ამ ეტაპზე 37 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში 254 ბავშვი ცხოვრობს. როგორც ზიზიმ გვითხრა, ამ ბავშვებს სახემწიფომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სტატუსი მიანიჭა. /get_img?NrArticle=4336&NrImage=2 ზიზი ინაძე; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი სრული ინფო(netgazeti.ge)
-
64 წლის მოხუცს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამ თემას ეხება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით განცხადება საიამაც გაავრცელა. ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ 2011 წლის 22 იანვარს შეუფარდა. ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო ბრალი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დევნილ ჭილაშვილს სასამართლომ 2000 –ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა პატიმრობით. „მიგვაჩნია, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები, რომელთა ინოვაციურობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მსგავსი საქმეების მიმართ ახლებური და ლიბერალური მიდგომები გაჩნდებოდა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ საქმეში იკვეთება როგორც სხვადასხვა პროცედურულ დარღვევები, ასევე მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, – მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. საიასმიერ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას: „დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბ/ნ ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181-ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს“. იუსტიციის მინისტრი ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში საუბრობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის აუცილებელ ორ ტესტზე: 1) მტკიცებულებათა ტესტი; 2) საჯაროობის ტესტი. ბრძანების შესაბამისად, ერთ-ერთი ტესტის არარსებობა გამორიცხავს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის #767 ბრძანებულების თანახმად, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სხვა გადასახადებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, რის გამოც 35 ლარის ზიანი უნდა შეფასებულიყო მცირე მნიშვნელობის ზიანად, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი უნდა ყოფილიყო, მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. საიას ცნობით, ზიანის ოდენობა, 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები. ვალერიან ჭილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე არ იყო დაკმაყოფილებული არც მტკიცებულებითი ტესტი (რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა ერთობლიობას) და არც საჯაროობის ტესტი. ჭილაშვილის საქმეზე ბრალდების მთავარ მოწმეს წარმოადგენდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ვ. ბუჩუკური, რომლის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც რეალურად საფუძვლიან ეჭვს ბადებს მისი ჩვენების ობიექტურობაში. სისხლის სამართლებრივი დევნა დასრულდა ვალერიან ჭილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით და 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონიერი, იგი არც სამართლიანია, ვინაიდან სასჯელი აშკარად არაპროპორციულია, რაც უთანაბრდება პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. სწორედ ზემოთმოყვანილი გარემოებების გამო მიაჩნია საიას, რომ ამ ფაქტში სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებთან ერთად იკვეთება „მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა“. ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა სტუდია "მონიტორმა". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/iemeni-150x150.jpgიემენში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდალი სალეხის გადადგომის მოთხოვნით, დედაქალაქის სანის მოედანზე გამოვიდა. პრეზიდენტი სალეხი ქვეყანას უკვე 30 წელია მართავს. ათასობით ადამიანი ქვეყანაში გამეფებული სიღარიბითაა აღშფოთებული. მოსახლეობის მესამედი ქრონიკულად შიმშილობს. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის გარდა, ეკონომიკური რეფორმების გატარებას და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვენ. აქციაში მონაწილე სტუდენტები საზოგადოებას ახალი _ `შროშანის რევოლუციისაკენ~ მოუწოდებენ. `შროშანის რევოლუციას~ უწოდებენ იმ მოვლენებს, რომლებიც ტუნისში 1987 წლის 7 ნოემბერს განვითარდა. მაშინ, ტუნისის, კონსტიტუციის 57-ე მუხლის შესაბამისად, ტუნისის პირველი პრეზიდენტი ხაბიბ ბურგიბა თანამდებობიდან გადააყენეს. აქციები, იემენში, გასულ კვირას დაიწყო. პრეზიდენტი ალი აბდალი სალეხი მოქალაქეეების დამშვიდებას შეეცადა და კონსტიტუციაში დემოკრატიული ცვლილებები შეიტანა. ასევე, გაუზარდა ხელფასები სამხედროებსა და სახელმწიფო მოხელეებს. თუმცა, ეს საპროტესტო აქციების შეჩერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - გუდაურ-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gudauri.jpgგუდაური-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაურ-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კი დასაშვებია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იხილეთ epn.ge -
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qairo-150x150.jpgეგვიპტის ხელისუფლებამ, ქაიროში, ქალაქის საკვანძო ობიექტების გაკონტროლების მიზნით, ჯარები შეიყვანა. დასავლური მედიის ცნობით, ქაიროს მთავარ მაგისტრალებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფები დგანან. ეგვიპტის ხელისუფლებამ, ისლამური პარტიის -”ძმები-მუსულმანების” სამი წევრი დააკავა. ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ ფრაქციის წევრები დღევანდელ აქციაში მონაწილეობას აპირებენ. ეგვიპტეში, ერთი კვირაა, სახალხო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქუჩაში, ქვეყანაში გამეფებულმა კორუფციამ და უმუშევრობამ გამოიყვანა. ეგვიპტის ოპოზიცია 9 ადამიანის სიკვდილისა და ათასამდე მომიტინგის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იხილეთ epn.ge
-
ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა ი.ევკუროვმა დომოდედოვოში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკებს და მათ ლიდერს დოკუ უმაროვს დააკისრა.მიუხედავად იმისა, რომ დომოდედოვოს ინციდენტის შესახებ პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია თავის თავზე, საგამოძიებო ორგანოები სხვა რამდენიმე ვერსიიდან ორ ძირითადს ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირებენ.პირველი ვერსიით დომოდედოვოს ტერაქტი ჩადენილია დაღესტნელი იატაკქვეშეთელების მიერ, რომლებმაც ადრე მოსკოვის მეტროპოლიტენში მოაწყვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბაბაიურთის რაიონში ლუქსემბურგის დასახლებაში ერთერთ კერძო სახლთან სპეციალური ოპერაციის ჩატარების დროს მოკლეს ამავე რაიონის მილიციის უფროსი აბდულხაკიმ კერიმოვი.ხასავიურთის რაიონში დაბა სევერნოეს ერთერთ სახლთან ძალოვნებისა და ბოევიკების შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლულია დაღესტნის ე.წ. ამირას მოადგილე 32 წლის ადამ გუსეინოვი და მისი მეუღლე სუნაია. ინციდენტის დროს მძიმე ჭრილობები მიიღო სპეციალური დანიშნულების რაზმის ორმა მებრძოლმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/11/7/1289162674027/Fernando-Torres-006.jpg რომან აბრამოვიჩმა ლივერპულს ტორესის სანაცვლოდ 35 მილიონი შესთავაზა, თუმცა კლუბის ოფიციალური განცხადებით ამერიკელმა მფლობელებმა ეს წინადადება არ მიიღეს… The Guardian, The Times და სხვა რეიტინგული საინფორმაციო წყაროები ავრცელებნ ლივერპულის პრეს-სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჩელსიმ ოფიციალურად მიმართა წითლებს ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბის ხელმძღანელებმა მის 35 მილიონად გაყიდვაზე უარი განაცხადეს… ლონდონელები საკმაოდ დიდი ხანია იჩენენ ინტერესს ფერნანდო ტორესის მიმართ. მათ ჯერ კიდევ ზაფხულში სცადეს ფერნანდოს გადაბირება, თუმცა მაშინ თავად ფერნანდომ გაისტუმრა უარით როგორც ჩელსი, ისე სხვა კლუბები, მათ შორის სიტი და ბარსელონა. ამ შემთხვევაში კი ამერიკელმა მფლობელებმა მიიღეს გადაწყვეტილება. “გუშინ ღამით ჩელსი ოფიციალური წინადადებით მოგვმართა, მაგრამ ტორესი არ იყიდება” – სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა კლუბის პრეს-სამსახურმა. 35 მილიონი ფუნტი როგორც ლივერპულისთვის, ისე ჩელსისთვისაც სარეკორდო სატრანსფერო თანხაა. აქამდე ჩელსიმ ყველაზე ბევრი ანდრეი შევჩენკოში გადაიხადა 2006 წელს – 30,8 მილიონი ფუნტი. ხოლო ლივერპულის სარეკორდო ტრანსფერი კი ფერნანდო ტორესია, რომელიც რაფა ბენიტესმა 26,8 მილიონად შეიძინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტორესს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 2 წელიწადნახევარი დარჩა ლივერპულში და ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მის მსურველ კლუბს მინიმუმ 50 მილიონის გადახდა მოუწევს მის სანაცვლოდ… View the full article
-
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, არაკანონიერად ითვლება ახალგორის რაიონში 1991-2008 წლებში რეგისტრირებული ნებისმიერი სახის უძრავი ქონება. გასული წლის დეკემბრიდან ცხინვალის პროკურატურაში იბარებენ ოსი ეროვნების იმ პირებს, რომლებმაც 1991-2008 წლებში ქართველებზე გაასხვისეს ქონება. ე.წ. ,,დაზარალებულებს” ე. კოკოითის სახელზე აწერინებენ განცხადებას და აფიქსირებენ, რომ საცხოვრებელი ფართის (ბინის, სახლის) გაყიდვა მოხდა ოს მოსახლეობაზე ზეწოლის ფონზე, მიზერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე