planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ხვალ დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლს უჩვენებენ. წარმოდგენა უფასო იქნება და მას 40-მდე დევნილი ბავშვი დაესწრება. მათთვის ნაჩვენები იქნება უ.გიბსონისა და ს. ლილას პიესის მიხედვით რეჟისორ ნინო შოთაძის სპექტაკლი „ნათელი–ბნელი“. სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა ხარჩილავა, გვანცა კანდელაკი, აკაკი ხიდაშელი, ვაჟა ციციშვილი. წარმოდგენა 19.00 საათზე დაიწყება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დომოდედოვოში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა დ.მედვედევმა დაავალა უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს მოამზადოს პროექტი უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებსაც ევალებოდათ ტერორიზმთან ბრძოლა და ტრანსპორტზე უსაფრთხოების დაცვა.მანამდე დ.მედვედევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ა.ალექსეევი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
კულინარიისგან საკმაოდ შორს ვარ, მაგრამ ამ რეცეპტს გულგრილად ვერ მოვეკიდე.. View ucnauri.com
-
გგონიათ ეს მხოლოდ სუვენირია? პ.ს ჩემია View ucnauri.com
-
კამუფლაჟის ხსენებისას პირველად რომელი ცხოველი გახსენდებათ? (უმრავლესობას რა თქმა უნდა ქამელეონი) რას იტყვით რვაფეხაზე? 4 ვიდეო სრულიადში! გავარტყი ქამელეონს.. View ucnauri.com
-
ალბათ ყველას წაკითხული გაქვთ ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალი რომელიც გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსზე და მის მეგობარ დოქტორ ვოტსონზეა. ყველამ იცით რომ ეს პერსონაჟები გამოგონილია მაგრამ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი რომელიც ბეიკერს სტრიტზეა, იქ სადაც შერლოკ ჰოლმსი ცხოვრობდა.ამ მუზეუმში არის დეტექტივის საძინებელი, მისაღები, კაბინეტია, ასევე თქვენ იხილავთ მის პირად ნივთებს :ვიოლინოს, ... View ucnauri.com
-
დეკემბრის ბოლოს, თბილისის ივენთ ჰოლში, ქართველი ჯაზის მოყვარულების ვიწრო წრეს ამერიკის საელჩო მასპინძლობდა. მსმენელის წინაშე ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი დენ ტეპფერი და მისი ტრიო (ტომას მორგანი – კონტრაბასი; ტედ პური – პერკუსია) წარდგა. იხილეთ tabula.geზე
-
http://a.pix.ge/k/aq314.jpg გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ პოსტს ლივერპულის ლეგენდარულ მწვრთნელზე, ბილ შენკლიზე, რომელმაც ლივერპულს გრანდის სტატუსი მოუტანა. უბრალოდ კაცი, რომელმაც ლივერპული ააყვავა. ახლა რასაც შემოგთავაზებთ, მერწმუნეთ ბილ შენკლიზე ყველაფერია. “ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ასეთი მიდგომა გულს მწყვეთს. გარწმუნებთ, ფეხბურთი გაცილებით მეტია. “ “ფეხბურთში ან პირველი ხარ, ან არაფერი. მეორე ადგილი ჩემთვის არარსებობს”. მსაჯების პრობლემა ისაა, რომ მათ იციან წესები, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაეგებათ”. ეს ბილ შენკლის სამი საყვარელი ფრაზა იყო, რომელზეც გუნდის თამაში ჰქონდა აწყობილი, გუნდის, რომელიც პრაქტიკულად მარტომ ჩამოაყალიბა. ახლა კი ამ კაცის ვრცელ ბიოგრაფიას გაგაცნობთ. ინგლისში ბილ შენკლიზე უფრო ტიტულოვანი მწვრთნელებიც არიან, ისეთი სპეციალისტების მოძიებაც შეგვიძლია, რომლებიც მასზე უკეთესი საფეხბურთო ტაქტიკოსები იყვნენ, მაგრამ მეტ ბასბის გარდა, ვერ დაგვისახელებთ მეორე დამრიგებელს, რომელიც ფეხბურთელთა და გულშემატკივართა შორის ისეთი დიდი და უანგარო სიყვარულით სარგებლობდა, როგორითაც ლივერპულის შოტლანდიელი (ამ დროს მეფე კენის გახსენების დროა! – ავტ. ) მწვრთნელი. შენკლი უდიდესი მოთხოვნილებებით გამოირჩეოდა, თუმცა, მის ნებისმიერ მითითებას მოთამაშეები განუხრელად ასრულებდნენ. მისტერ ბილი ფეხბურთელთაგან “მინდორზე სიკვდილს” (!) ითხოვდა და საკუთარი მაგალითით უჩვენებდა ფეხბურთელებს, თუ რას ნიშნავდა საქმისა და ლივერპულისადმი ერთგულება. “დიდი მოტივატორი” – ასე იხსენიებს ბილ შენკლის კევინ კიგანი. შოტლანდიელმა ლივერპულის წევრებს შორის თბილი, მეგობრული, ლამის ოჯახური ურთიერთობა დაამყარა. იგი გუნდის მოთამაშეებს ხშირად სახლში იწვევდა, ჩაითა და ფუნთუშებით უმასპინძლდებოდა და საკუთარი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს უყვებოდა. ამასთან, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის გარკვეული დისტანცია ყოველთვის შენარჩუნებული იყო. ბილ შენკლიმ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ინგლისური საფეხბურთო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც თამაშისას უმთავრესი ფსიქოლოგიური განწყობა, მოგებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და პარტნიორის მხარდაჭერაა. ბილ შენკლის პერიოდში “ენფილდზე” სხვა სტადიონებისგან განსხვავებული სიტუაცია იყო დასადგურებული – ლივერპული მაღალ შედეგსაც აჩვენებდა, მისი ფეხბურთელები კი მინდორზე საკუთარი თავისა და გულშემატკივრებისათის სიამოვნების მისანიჭებლად გადიოდნენ. შენკლი ვერ ეგუებოდა მცირეოდენ “ხალტურასაც” კი, მისთვის ცხოვრების მიზანი ფეხბურთის სამსახური გახლდათ და მან შთამომავლობას მილიონების საყვარელი თამაშის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი დაუტოვა. ბილ შენკლი შოტლანდიის საგრაფო აღმოსავლეთ ეირშირის მეშახტეთა პატარა ქალაქ გლენბაკში 1913 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მას ცხრა და-ძმა ჰყავდა. ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ და ბილის ოთხი ძმაც პროფესიულ დონეზე ტამაშობდა. ერთ-ერთი ძმა ბობი კი მოგვიანებით წარმატებული მწვრთნელიც გახდა და 1962 წელს დანდი იუნაიტედის შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა. შენკლის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ბილმა ერთხელ განაცხადა, 15 წლამდე აბაზანაში ბანაობა არ მღირსებიაო. გლენბაკის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობისათვის მეშახტეობის გარდა სარჩო-საბადებლის შოვნის ერთადერთი წყარო ფეხბურთი იყო. ბილი და მისი ძმები გლენბაკ ჩერიპეკსის ღირსებას იცავდნენ. ეს გუნდი პროფესიულ ფეხბურთელტა აღზრდის ნამდვილი კონვეიერი გახლდათ – დროის საკმაოდ მოკკლე მონაკვეთში მან 49 მოთამაშე დააფრთიანა და სხვა უფრო მაღალი კლასის გუნდებისაკენ დაულოცა გზა. ასევე იყო ბილ შენკლის შემთხვევაშიც. 1932 წლის ზაფხულში ბილს კარლაილ იუნაიტედის სკაუტებმა მიაქციეს ყურადღება და გუნდშიც აიყვანეს, თუმცა მწვრთნელები შენკლის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ ჩქარობდნენ და თავის გამოჩენის შანსი პირველად მხოლოდ 1932 წლის ბოლო კალენდარულ დღეს მისცეს. ზუსტად ერთი წელი გაატარა კარლაილში ბილმა და მიუხედავად იმისა, გუნდის მხოლოდ 16 მატჩში რომ მიიღო მონაწილეობა, იგი პრესტონ ნორთ ენდის სკაუტების თვალთახედვის არეალში მაინც მოხვდა და 1933 წლის ივლისში ინგლისურ კლუბში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 500 გირვანქა შეადგინა. დროის მცირე მონაკვეთში ბილი პრესტონელთა საკვანძო მოთამაშე გახდა. შენკლიმ დიდი როლი ითამაშა ნორთ ენდის პირველ დივიზიონში გადასვლის საქმეში და ორჯერ ზედიზედ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალშიც ითამაშა. თუკი 1937 წელს პრესტონელებმა ჩრდილო-ინგლისურ სანდერლენდთან წააგეს, მომდევნო წლის 30 აპრილს ბილ შენკლიმ და მისმა პარტნიორებმა “უემბლიზე” ფადერსფილდს დამატებით დროში 1:0 სძლიეს და პლანეტის ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. იმ შეხვედრაში შენკლიმ კარგად ითამაშა, განსაკუთრებული ყურადრება კი მისმა ასპარეზობამ მას შემდეგ მიიქცია, როდესაც პრესტონმა ნახევარფინალში ლამაზ სტილში ბირმინგემის ასტონ ვილას 3:1 მოუგო. 1938 წელსვე შედგა შენკლის დებიუტი შოტლანდიის ეროვნულ გუნდში. იმ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს 1:0 მოუგეს და უდიდესი სიხარული განაცდევინეს შოტლანდიის მთელ მოსახლეობას. ბილის სანაკრებო კარიერა 1939 წელს დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა – შენკლიმ მხოლოდ 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა სკოტთა უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. ომის დროს ინგლისში ჩემპიონატისა და თასის გათამაშებები შეცერებული იყო, თუმცა, სხვადასხვა სახის არაოფიციალური ასპარეზობები მაინც მრავლად ტარდებოდა, შენკლი კი იმ პერიოდში ნორთჰემპტონ თაუნის, ლივერპულის, არსენალის, კარდიფ სიტის, ბოლტონ უონდერერზის, ლუტონ თაუნის და პარტიკ თისლის მაისურით მოთამაშე იხილა ინგლისელმა გულშემატკივარმა. ჩემ მიერ ჩამოთვლილ გუნდთაგან კანასკნელი შოტლანდიისა გახლავთ. მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ორი წელი ბილმა სამშობლოში გაატარა, 1946-47 სეზონის დაწყების წინ კი პრესტონს დაუბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში კიდევ სამიოდე წელი გაატარა. 1949 წლის მარტჩი ბილ შენკლი მოთამაშის სტატუსით ფეხბურთს საბოლოოდ ემშვიდობება და კარლაინ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად ინიშნება. დამწყებმა დამრიგებელმა მოთამაშეთა პატივისცემა დაიმსახურა, გუნდის შედეგებიც გაუმჯობესდა, თუმცა შენკლის მალე მოუწია კლუბის დატოვება – კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური ხელშეკრულება დაარღვია და ბილმაც უხელფასოდ მუშაობა არ ისურვა. შენკლი ლივერპულში ჩავიდა, სადაც იქაური “წითლების” ხელმძღვანელებმა იხმეს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ლივერპულის ბოსებმა გამოუცდელი მწრთნელის დანიშვნისაგან თავი შეიკავეს. ცოტა ხნით ბილ შენკლი გრიმსბი თაუნისა და უორგტინგტონს მოძღვრავდა, მისი სამწვრთნელო ტალანტი კი პირველად იმ ჰადერსფილდში გაიშალა, რომელიც ფეხბურთელობისას ინგლისის თასის ფინალში გაამწარა. To Be Continued… View the full article
-
სპეციალური პოსტი უფროსკლასელთათვის, ვისაც წელს გამოცდების ჩაბარების ბედნიერება უხვად მოელის…რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბილ გეითსის შვილებს და ჩვეულებრივ აფრიკელ მოზარდებს? პასუხი რათქმაუნდა ცხოვრების პირობები არ არის, მათ ჰყავთ საერთო მასწავლებელი!თუკი დაგუგლავთ მის სახელს, სამწუხაროდ პირველივეს ამოაგდებს ბოლივუდელ მსახიობს, ასევეა Facebook-ზე, სადაც ამ ადამიანის გვერდს ვერაფრით მივაგენი, რადგან ზემოდ ხსენებულ მსახიობის ... View ucnauri.com
-
სახელების დღე – წელიწადის ყოველ დღეს “მიმაგრებული” პირადი სახელების შვედური ტრადიციაა. განსაკუთრებით ზეიმობს კონკრეტული დღის სახელის მქონე ადამიანი (მაგალითად, 28 იანვრის სახელია კარლი, შვედები აღნიშნავენ მეფე კარლ გუსტაფის სახელის დღეს, და ყველა ის ადამიანი, რომელსაც კარლი ჰქვია). ეს ტრადიცია შვედეთში შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და ძირითადად აღინიშნებოდა კათოლიკური ეკლესიის მოწამეთა ... View ucnauri.com
-
http://a.pix.ge/r/lp9ob.jpg ვილიარეალის ბრაზილელი ცენტრ-ფორვარდი ნილმარი, ლივერპულის საყრდენ ნახევარმცველს ესპანეთში ეპატიჟება. 26 წლის სამხრეთ ამერიკელი თანამემამულეს აუწყებს, რომ ესპანეთი მისი სტილია… ლუკასი ძირითად შემადგენლობაში ამ ბოლო დროს ვეღარ ხვდება. მას მეფე კენიმ 30 წლის გამოცდილი დანიელი ჩამშლელი, კრისტაინ პოულსენი ამჯობინა. გუნდში ლუკასის პოზიციაზე გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი და მიმდინარე წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი (ლივერპულის მაისურით) რაულ მეირელეშიც თამაშობენ. ამასთანავე 25 წლის ბლექპულის შოტლანდიელ კაპიტანს, ჩარლი ადამს უკვე ლივერპულელად თვლიან… ვილიარეალმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიმართა ლივერპულს 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, საიდანაც მტკიცე უარი მიიღო. ისინი გაუმჯობესებულ წინადადებას უკვე ამზადებენ. “ლუკასი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გუნდს ერგება. ცნობლია რომ ჩემი მეგობრით ვილიარეალი უკვე მეორე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს. მან მკითხა თუ როგორი ცხოვრება იყო ესპანეთში, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო. ის დიდებული ფეხბურთელი იქნება ჩვენი გუნდის, მე ამის მჯერა” – ციტირებს ნილმარის სიტყვებს TalkSport-ი. View the full article
-
http://www.davidsankey.com/images/Liverpool-Tattoo.jpg 16 იანვარი ”ენფილდის” წინ მოპირდაპირე ”ჰაბი”, გავსებული ”ლივერპულის” ქომაგებით, მათი სიმღერები, ცეკვები და უბრალოდ არაჩვეულებრივი სანახაობა მოდით ყველამ ერთად ვუყუროთ და დავტკბეთ ჩვენი გუნდით და მათი ქომაგებით… ბოდიშს გიხდით ვიდეის ხარისხისთვის… თავიდან სრუილად არაფერი ჩანს და გაუგებარია ყველაფერი, თუმცა მალევე იწყება მერსისაიდელების ბრწყინვალე წარმოდგენა… ქომაგები მატჩის წინ მხიარულობენ შემდეგ უკვე ”ელ ნინიოს” სიმღერა შემდეგ ვიდეოში ჩანს ”ჰაბის” მცირე ნაწილი, თუმცა სიმღერა ყველაზე ხმაურიანად ისმის… You’ll never walk alone: შემდეგი სიმღერა ჩვენ დიდებულ ”კოპზე” უბრალოდ ბრწყინვალე ატმოსფერო… სიმღერა ჯეიმი კარაგერზე და ბოლოს კიდევ ერთი შესანიშნავი სიმღერა გუნდის ქომაგების შესრულებით… View the full article
-
DVJ Bazuka - Sexy Punk (Uncensored) მუსიკალურ ეროტიკული ვიდეოკლიპი View the full article
-
*Extrem*CS*1.6* 20 კაციანი უპინგო სერვერი. IP: 80.241.246.246:27015 საიტი: CS.ALO.GE View the full article
-
ათი წლის წინ ჯიმი უელსმა ვიკიპედიაში პირველი სტატია დაწერა. ეს ის დრო იყო, Microsoft-ი მჭადებივით რომ აცხობდა ენციკლოპედია “ენკარტას” ნაირ-ნაირ ვერსიებს, 11 სექტემბერიც ჯერ არ დამდგარიყო, სოციალური მედია არავის გაეგო რა იყო და არც ზმნა “დაგუგლვა” არსებობდა. პირველ სტატიას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და სადღაც ექვს კვირაში 2500 სტატია დაგროვდა. იხილეთ tabula.geზე
-
Songbird_1.8.0-1800 მედია ფლეიერი აქვს ქართული ენაც View the full article
-
28 იანვარს, 11.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო საფეხბურთო ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. მის: დ. უზნაძის ქ. №52 28 იანვარს, 11.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სტატისტიკის წარმოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. მის: გ. ლეონიძის ქ. #3/5 28 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში (პროკურატურის შენობა) თემაზე “ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიება” ტრენინგი ჩატარდება. 28 იანვარს, 11.30 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და გერმანული კომპანია `მიჰლბაუერის~ წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “საქართველოში მიმდინარე წლიდან ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) სისტემა ამუშავდება”. მის: წერეთლის გამზ. #67ა 28 იანვარს, 12.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: კოსტავას ქ. #77 ა 28 იანვარს, 12.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერები ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში, ქარხნის მუშა-მოსამსახურეებთან ერთად აქცია-ბრიფინგს გამართავენ. თემა: “მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანება”. 28 იანვარს, 13:00 საათზე, “შერატონ მეტეხი პალასში” ოლიმპიურ კომიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია “ავერსს” შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება. 28 იანვარს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად აქცია-ბრიფინგს გამართავს. თემა: “წყალში გადაყრილი მილიონები”. მის: ხუდადოვის ქუჩის ბოლო, სპორტულ მოედანთან 28 იანვარს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის “მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან” პრეზენტაცია გაიმართება. 28 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანში მდებარე ახალი დასახლების #3 საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებისთვის ლექციებს ჩაატარებენ. 28 იანვარს, 14:30 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით აქცია-ბრიფინგი გაიმართება. 28 იანვარს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის კანდიდატურაზე კონსულტაციას გამართავენ. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 28 იანვარს, 15.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პარლამენტში, ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს. თემა: “ხელისუფლების მორიგი მზაკვრული გეგმა დევნილების წინააღმდეგ”. 28 იანვარს, 15.00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდ დარბაზში ეროვნული კინოცენტრი კინოკომისიის პრეზენტაციას გამართავს. 28 იანვარს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნების შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 28 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, ახალი ფილმის “ღირს არს ჭეშმარიტად” პრეზენტაცია გაიმართება. 28 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
სამართალდამცველებმა დღეს საფრანგეთის მოქალაქის, სტეფან კოენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-მ დაკავებულის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა. სამინისტროს მიერ დამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ საფრანგეთის მოქალაქე შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. იხილეთ tabula.geზე
-
ცენტრალურ ევროპას ნაცნობი ჩრდილი დაეცა: The Washington Post-ი „პუტინიზაციაზე” საუბრობს. ბრიუსელის ევროკრატები ერთპარტიულ მმართველობაზე ალაპარაკდნენ. გერმანული პრესა ახალი Führerstaat-ის შექმნის შესახებ იტყობინება. რუხი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს: სანქციები დაწესდეს მის წინააღმდეგ. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/goris_gripi2-copy-2-150x150.jpgH1N1 ვირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. ამ დიაგნოზით, იაშვილის სახელობის კლინიკაში ხუთი ბავშვი მოათავსეს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია. ხუთივე მათგანი ინტენსიურ მკურნალობას გადის. შედარებით რთულ მდგომარეობაშია ორი ბავშვი. მათ “ა” ტიპის ვირუსთან ერთად, ფილტვების ანთებაც აქვთ. H1N1 ვირუსით იაშვილის კლინიკაში მყოფი ბავშვების ასაკი 4 თვიდან 8 წლამდე მერყეობს. 2011 წლის დაწყებიდან, მხოლოდ იაშვილის კლინიკაში, “ა” ტიპის ვირუსით 19 პაციენტი გადიოდა მკურანლობას, ხოლო შედარებით მსუბუქი, “ბე” ტიპის ვირუსით, მკურნალობას რვა პაციენტი გადიოდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shahter_-150x150.jpgტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მუშები გაიფიცნენ. მაღაროელების ნაწილი მუშაობაზე უარს ამბობს. ისინი მაღაროს ხელმძღვანელი პირების დაკავებას აპროტესტებენ და გამოძიების დასრულებამდე მათ გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გუშინ სამართალდამცველებმა ორი პასუხისმგებელი პირი დააკავეს, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ედებათ ბრალად. აფეთქების საქმეზე გამოძიება გრძელდება. იხილეთ epn.ge
-
ადამიანისთვის არც თუ ისე უჩვეულოა ტყუილი და მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ. სტატისტიკამ აჩვენა რომ ადამიანი საშუალოდ 10 წუთიან საუბარში მინიმუმ 3 ტყუილს ამბობს ხოლო ყოველი ტყუილის შემდეგ სავარაუდოდ იგი იყენებს 2-3 ტყუილს რათა პირველი ტყუილის დაცვა შეძლოს. მიუხედავად იმისა თუ რას ვამბობთ ჩვენ, ამ დროს განცდილი ემოციები აუცილებლად ... View ucnauri.com
-
ბევრს აწუხებდა კითხვა თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი მაგრამ მთავარი ის არის თუ რატომ დაიწყო აგვისტოს ომი რა იმალება პოლიტიკოსების უკან სად მარხია ცელქი ბეჰემოტის თავი? ამას მიკიტო VS სარკოზის მეორე სერიაში შეიტყობთ მანამდე კი სასაცილო სურათებით დატკბით ქვევით კი სერიის გაგრძელებასაც იპოვით ... View ucnauri.com