Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/cair-150x150.jpgაშშ ეგვიპტეში მიმდინარე დემონსტრაციებს ფარულად უჭერს მხარს. ამის შესახებ, “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი. მასალების თანახმად, 2008 წლის დეკემბერში ამერიკულმა საელჩომ კაიროში რამდენიმე ეგვიპტელი ახალგაზრდა დისიდენტი ვაშინგტონში წაიყვანა და მათ ტრეინინგები ჩაუტარა. ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი აქტივისტებმა ჰოსნი მუბარაქის გადაყენების დეტალური გეგმა და დემოკრატიული პრინციპებით მთავრობის შექმნის შეიმუშავეს. ეგგვიპტის სპეცსამსახურებმა აღნიშნული აქტივისტების პროტესტის გამოხატვის დროს დააკავეს. აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, კი ეგვიპტეში არსებული არასტაბილურობა იმედის მომენტად უნდა იქცეს. “აშშ და ეგვიპტე მჭიდრო პარტნიორები არიან, თუმცა, ამავდროულად ვაშინგტონი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქაიროს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები აქვს გასატარებელი”, – აღნიშნა ობამამ. ობამას განცხადებით, ეგვიპტელი ხალხი საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/mubarrak-150x150.jpgეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მისი გადადგომის მოთხოვნის დემონსტრაციების ფონზე მთავრობა დაითხოვა. მთავრობის ახალი შემადგებლობა დღეს გახდება ცნობილი. მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წელზე მეტია მართავს, ხალხს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებს შეჰპირდა. მუბარაქის ერისადმი მიმართვა მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების პირდაპირი ეთერით გადაიცა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kair-150x150.jpgღამის არეულობის შემდეგ კაიროს ქუჩები ხალხისგან დაცლილია. ქუჩებში არც დემონსტრანტები და არც პოლიციელები იმყოფებიან. გზებზე დამწვარი ავტომობილები და ნაგვის ურნებია დარჩენილი. ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. ქალაქში შესული არმია ძირითად ობიექტებს აკონტროლებს, ტანკები ტაჰრირის მოედანს იცავს, სადაც ეგვიპტის მუზეუმია. რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი განლაგებულია ტელევიზიასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მმართველი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარი ოფისი დემონსტრანტებმა დაწვეს. დემონსტრანტებს და პოლიციელებს შორის შეტაკებები აღარ არის. იხილეთ epn.ge
  4. უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის ეგიდით უახლოეს ხანებში ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის სხვადასხვა ოლქებში გადაასახლებენ 500 ათას ჩრდილოეთ კავკასიელს. ეს იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის რწმუნებულის ა.ხლოპონინის გეგმის განხორციელების მეორე ეტაპი, რომელიც კავკასიელების დიდი გადასახლების სახელწოდებითაა ცნობილი.გეგმის ავტორები ასეთ გადაწყვეტილებას ასაბუთებენ იმით, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ბევრ რესპუბლიკაში დაუსაქმებლობა 53-57%-ს აღწევს და ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად რეგ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/egypt-150x150.jpgეგვიპტეში მასობრივი არეულობების დროს 26 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე მძიმედ დაშავდა. ასევე, ასობით ადამიანია დაკავებული. მასობრივი საპროტესტო აქციები ეგვიპტეში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტანტები პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის ოცდაათწლიანი მმართველობის დასრულებას და მისი მთავრობის გადაგომას მოითხოვენ. მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს პოლიციასა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მათ შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცავები რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. შეტაკებები მოხდა პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების შენობებთან. მიუხედავად მასობრივი გამოსვლებისა პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი გადაგომას არ აპირებს. ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათია გამოცხადებული. ეგვიპიტის დიდ ქალაქებში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს სახმედროები აკონტროლებენ. სამხედროებმა მთლიანად დაიკავეს ქაიროს ტახრირის მოედანიც, სადაც მომიტინგეები იყვნენ შეკრებილი. იხილეთ epn.ge
  6. ცხინვალის რეგიონის ერთ ერთ სოფელში რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინეს, იუწყება ,,როსბალტი”.რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოში, დისლოცირებულის ამ მარიონეტულ რესპუბლიკაში, განაცხადეს იმის შესახებ, რომ სამალავი აღმოაჩინეს სოფელ კეხვის მიტოვებულ შენობაში. ამოღებულია 400-ზე მეტი ვაზნა, 10-დე სახვადასხვა სახის ნაღმი, აგრეთვე ჭურვი УПМН-2.ნაპოვნი საბრძოლო მასალები უკვე განადგურებულია. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. 28 იანვარს საკუთარ სახლში დაბრუნების დროს დაუდგენელი პირების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა ჩეგემის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიხეილ მამბეტოვს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია მამბეტოვის მძღოლიც. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას ექსპერტები და პოლიტიკოსები სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფს უწოდებენ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. დღეს, 13 საათზე, თბილისში, პროფკავშირების სასახლეში, “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან 1000-მდე დელეგატი მიიღებს. ისინი აირჩევენ „ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს. ამ პოსტზე განიხილება ლერი ლაფაჩის, შოთიკო იამანიძისა და ირაკლი კაკაბაძის კანდიდატურები. ყრილობის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს „ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი. ყრილობის დელეგატების რეგისტრაცია იწარმოებს 11-დან 13 საათამდე. იხილეთ epn.ge
  9. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას, თავისუფლების მოედნიდან მეტრო რუსთაველამდე, მტკვრის სანაპიროდან ჭონქაძის ქუჩის ჩათვლით დღეს, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კომპანია “ყაზტრანს-გაზ თბილისის” განცხადებით, დროებითი გათიშვა მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენის ჩამკეტ არმატურაზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. გათიშულ აბონენტებს გაზმომარაგება იმავე დღეს 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის. იხილეთ epn.ge
  10. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ 5 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს. აღნიშნულ ოლიმპიადაში, თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონ ”კომაროვის” გუნდი მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ჩატარდა. დაჯილდოვების ცერემონია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 11 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  11. მოძრაობა “სინათლის თაობა” ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, აბორტის საწინააღმდეგო აქციას “ნუ მოკლავ სიცოცხლეს” გამართავს. აქციის მონაწილეები პირაკრულები, წარწერით “სიცოცხლე”, ბუკლეტებს დაარიგებენ და იმ მხარდამჭერთა ხელმოწერებს შეაგროვებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აბორტი ლეგალური არ უნდა იყოს. ღონისძიება 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. იხილეთ epn.ge
  12. http://news.bbcimg.co.uk/media/images/51007000/jpg/_51007779_011122619-1.jpg კლუბის ოფიციალური განცხადებით ფერნანდო ტორესმა წერილობითი მოთხოვნით მიმართა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ მისი ტრანსფერი განხორციელებულიყო, თუმცა ამ მოთხოვნაზე უარი მიიღო… “ფერნანდო ტორესმა წერილობითი სატრანსფერო მოთხოვნით მოგვმართა, მაგრამ კლუბისგან უარი მიიღო” – განაცხადა ოფიციალურმა პრეს-სამსახურმა – “ფერნანდოს ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და კლუბი ელის რომ იგი პატივი სცემს თავის დამოკიდებულებას გუნდის მიმართ, გულშემატკივარს და ხელმოწერილ კონტრაქტს.” ელ ნინოს ასეთი გადაწყვეტილება ჩელსისგან მიღებულმა შემოთავაზებამ გამოიწვია. მოგეხსენებათ ლონდონელებმა წითლებს მის სანაცვლოდ 35 მილიონი შესთავაზეს, თუმცა კლუბმა მაშინვე უარყო ეს ტრანსფერი და განაცხადა რომ ტორესი არ იყიდებოდა. როგორც ჩანს თავად ტორესს კი სურს ჩელსიში გადაბარგება და ახლადშეძენილი სუარესის მაგივრად დროგბასთან გაწყვილება. სწორედ ასეთი წერილობითი სატრანსფერო მოთხოვნით მიმართა კლუბს ხაბი ალონსომაც, და მისი ტრანსფერი ვეღარ შეაჩერეს, რადგან ინგლისში თუ ფეხბურთელი გაშვებას ითხოვს, არაეთიკურია როცა კლუბი მას ძალით აკავებს. თუმცა ალბათ არც ტორესის საქციელი იყო “ეთიკური”. ასეა თუ ისე ფერნანდო კლუბში რჩება. რათქმაუნდა ვისურვებდით რომ ეს ინფორმაცია მორიგი მოგონილი ჭორი ყოფილიყო, მაგრამ ეს ოფიციალური განცხადებაა და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ტორესს თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწევს წითლებში თამაში… View the full article
  13. <p style="text-align: center;">http://a.pix.ge/f/9n68u.jpg “ლივერპულმა” როგორც იქნა ოფიციალურად მიაღწია შეთანხმებას “აიაქსთან” და სუარეზი გადმოიბირა !!! ეს ტრანსფერი ლივერპულს €26.5 მილიონი ევრო (£22 ფუნტი) დაუჯდა. ყველაფერი მოგვარებულია ახლა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა. ყველას გილოცავთ !!! ინფორმაციის წყარო: Liverpoolfc.Tv (OFFICIAL) View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/mihka.pngსამმა ნაციონალურმა საინფორმაციო არხმა 25 იანვარს თავისი ჩვეული სამაუწყებლო ბადე დაარღვია, რათა მაყურებლისთვის წლის შოუ ეჩვენებინათ: საქართველოს შთამბეჭდავი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორსაათნახევრის გამნმავლობაში, ცოცხალ ეთერში მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. შეკითხვების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილებიდან დაისვა ეკონომიკას ეხებოდა. პასუხების უმეტესობა ნაცნობი იყო. გარდა ინფლაციის ალაგმვისა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და პენსიების გაზრდისა სააკაშვილმა გაიმეორა დაპირებები, რომელთა თანახმადაც ის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში 10 000-მდე ინგლისურენოვან მასწავლებელს ჩამოიყვანს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და დიახაც გახსნის ახალ სათხილამურო კურორტებს, რათა საქართველოს ინგლისურენოვან, ტექნიკურად გაწაფულ და მოთხილამურეთა ქვეყნად გადაქცევაში დაეხმაროს. მან საქართველოს დანაწევრებულ ოპოზიციას გაზრდა, ქუჩის პოლიტიკისა და მაფიოზური ტიპის სოციალური წარსული სტრუქტურების დაძლევა ურჩია. რუსეთთან დაკავშირებით მან მძიმე სარკაზმს მოუხმო. „ზოგიერთი რუსი ლიდერი გამოდის და აცხადებს, რომ საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობა უნდა” – განაცხადა სააკაშვილმა – ”პუტინს უყვარს ასეთი KGB-ს რაღაცეების კეთება… ის მოუსმენს ”თბილისოს” (საბჭოთა ეპოქის პოპულარული სიმღერა თბილისზე), გადაწვება და თვალებს დახუჭავს და ამას ასაღებენ იმის დამაჯერებელ დასტურად, რომ ქართველები უყვარს” – განაცხადა მან ჩაცინებით – ”მაგრამ ხანდახან მან შეიძლება ათასობით ადამიანი დაბომბოს, დახოცოს რამდენიმე ასეული ბავშვი, მაგრამ ისე ზოგადად მას საქართველო უყვარს”. მან განაცხადა, რომ ერთადერთი საიმედო გზა საქართველოსადმი პუტინისა და კომპანიის ნამდვილი დამოკიდებულების დადგენისა აფხაზეთისადმი და სამხრეთ-ოსეთისადმი, სადაც რუსი სამხედროები ჯერ კიდევ დგანან მათი განწყობის დადგენაა. ”დაუსვით მათ მარტივი კითხვა: აფხაზეთი საქართველოა?” – ეუბნებოდა სააკაშვილი აუდიტორიას – ”თუ ის იტყვის ”დიახ”, მაშინ ჩაეხუტეთ და ჩაკოცნეთ, მაგრამ ის იტყვის ”არა”-ს”. საერთოდ როგორც ასეთ თავყრილობებზე ხდება, ბევრ მომენტს დაგეგმილის და დაშაქრულის ნიშანი დაჰყვებოდა. ზოგიერთმა მოქალაქემ სატელევიზიო დრო იმისთვის გამოიყენა, რომ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ბიუროკრატული პროცედურების გამარტივებისთვის თავისი ლიდერისთვის დიდი მადლობა ეთქვა, ამ დროს კი დიდი ეკრანი სატელევიზიო სტუდიაში იმ ხატ-სურათებს აჩვენებდა, რომელიც მიშას ლეგენდას ჰყვებოდა. თუმცა პრეზიდენტმა რამდენიმე მკაცრი შეკითხვაც მიიღო. მან დაიცვა სადავო გადაწყვეტილება სახელმწიფო და კერძო შენობებიდან ასობით იძულებით გადაადგილებული პირის გამოსახლების შესახებ, რომლებიც მათი დროებით თავშესაფარი იყო და პოლიციის ქმედებები მოშიმშილე ომის ვეტერანების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ. მან მიუთითა რომ დემოკრატია არ ნიშნავს ნებისმიერისთვის, მთავარ ეროვნულ სიმბოლოსთან, თბილისის ომში დაღუპულთა მემორიალთან სადაც შიმშილობა მიმდინარეობდა, მოშარდვის და მის გარშემო საკუთარი საცვლების გამოფენის უფლებას. მაგრამ ის დაუსხლტა დიდ შეკითხვას. ერთი სიტყვა არ თქმულა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა მიშა 2013 წლის, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრად გახდომას. გიორგი ლომსაძე, ForeignPress.ge Share View the full article
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/C2515087-5457-47DC-A78A-9A892AB4420C_mw800_mh6001-300x225.jpgჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი ია ანთაძე რიგი ჟურნალისტების მიერ ქარტიის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც “პირWელს” ანთაძემ განუცხადა, ქარტიის წევრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია კვლავ ჯანსაღ ორგანიზაციად რჩება. რადიო “ჰერეთის” დირექტორის რამაზ სამხარაძის ინფორმაციით კი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას რამდენიმე ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად დატოვებს. შეგახსენებთ, რომ რამაზ სამხარაძემ 23 იანვარს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს მეორე კრებაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეიჩერა და ქარტია დატოვა. Share View the full article
  16. მზე-ამოდის 07.16, ჩადის 17.12; მთვარე-ამოდის 16.20, ჩადის 06.28 წლის მე-29 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/P1040470-300x225.jpgრამაზ სამხარაძის ინფორმაციით, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას რამდენიმე ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად დატოვებს. რადიო ჰერეთის დირექტორი რამაზ სამხარაძე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში არ დაბრუნდება მანამ, სანამ საბჭოში იქნებიან ისეთი ადამიანები რომლებიც თავად არღვევენ ეთიკის ქარტიას. ამის შესახებ სამხარაძემ რადიო ჰერეთს განუცხადა, ხათუნა გოგაშვილის საგამოძიებო მასალის ”ორმაგი სტანდარტის” გამოქვეყნების შემდეგ. რამაზ სამხარაძემ 23 იანვარს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს მეორე კრებაზე სარევიზიო კომიისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეიჩერა და ქარტია დატოვა. ქარტიის არჩევნების შემდეგ რადიოს დირექტორმა განაცხადა, რომ ვერ იქნება ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც მარჯვენა და მარცხენა ჯიბეში ფულს ერთად იდებენ. Share View the full article
  18. Позиции SEXa для продвинутых 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  19. პროფესიონალი მკვლელი, რომელიც მუშაობს რომელღაც კრიმინალურ დაჯგუფებაზე, გეგმავს შეეშვას თავის საქმიანობას და მოსწავლედ იყვანს კლიენიტს შვილს. მოსწავლე ცდილობს შესწავლოს პროფესიის ყველა ნიუანსი და კრიმინალურ იერარქიაში თავისი ადგილი დაიმკიდროს. მაგრამ ბანდიტური დაჯგუფებები ასე უბრალოდ არავის არ უშვენებნ... View the full article
  20. რა არის ფორექსი? უცხოური ვალუტით ვაჭრობა ან „ფორექსის ბაზარი“ წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ბაზარს. იგი გახლავთ უწყვეტი ნაღდი ფულის ბაზარი, სადაც ერების ვალუტებით ვაჭრობა ხდება ბირჟის გარეთ, ბროკერების მეშვეობით.გამოთვლილია, რომ, ყოველდღე საშუალოდ, $3,6 ტრილიონის ვაჭრობა ხორციელდება მსოფლიოს ფორექსის ბაზრებზე. ფორექსის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი არ გვხვდება არც ერთ კონკრეტულ, ცენტრალიზებულ თუ ... View ucnauri.com
  21. სურვილი იმისა რომ ყოფილიყავით ყველაზე ძლიერი მებრძოლი თითქმის ყველა თქვენგანს გაგჩენიათ ბავშვობაში, ჯარისკაცის პროფესია ძალიან საპატიო, თუმცა სახიფათო პროფესიაა, რომელიც დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ კინოინდუსტრიის, მედიის მამათქვენის, მეზობლის თუ სხვათა გავლენით აღფრთოვანებულ პატარებს ამაზე ალბათ არც გიფიქრიათ)). მარტო სურვილი გახდე ჯარისკაცი, მიხვიდე და ეგრევე ჩაეწეროთ არმიაში არ ... View ucnauri.com
  22. ერთი წლის განმავლობაში ფოტოგრაფი ჯორდან მატერი მუშაობდა პროექტზე – Dancers Among Us. ნიუ-იორკის ნაცნობ ადგილებში ის იღებდა პროფესიონალ მოცეკვავეებს რომლებიც სხვადასხვა საცეკვაო ილეთებს ასრულებდნენ, მათთვის შეუფერებელ გარემოში. ამ პროექტით ფოტოგრაფს უბრალოდ სურდა შეეხსენებინა მოსახლეობისთვის რომ ჩვენს გარშემო არსებობენ უამრავი ნიჭიერი ადამიანები – საჭიროა მხოლოდ მათი აღმოეჩენა და დანახვა. ... View ucnauri.com
  23. 2022 წელს FIFA მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ჩატარდება. მართლაია იქამდე დიდი დროა მაგრამ ყატარში უკვე დაიწყეს შესაბამისი პირობების მომზადება… აშენდება ლამაზი და ორიგინალური დიზაინის მქონე მოედნები. კომპლექსი განლაგდება ისეთ ადგილას რომ ყატარის აეროპორტიდან მარტივად შეძლონ ტურისტებმა და ფანებმა სასურველ ადგილზე მოხვედრა. პროექტში ჩაერთვებიან გარემოს დამცველებიც და იზრუნებენ გარემოს გამწვანებაზე და ეკოლოგიური სისუფთავის ... View ucnauri.com
  24. ყველაფერი კარგად იქნება….შემოდი ,სრულიადში ერთი მშვენიერი პოსტი მკითხველს ელის… პრობლემა გაქვს , და არ იცი როგორ გადაწყვიტო?მაშინ ეს პოსტი შენთვისააა…..ესეიგი პირველ როგში , აზრებს თავი მოუყარე…იქნებ ეს პრობლემა შენ გამოიწვიე?და იმაზე იფიქრე როგორ გამოასწორო….ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.წმინდა მამები ამბობენ : ადამიანს ძალუძს თავის თავში დაამარცხოს ყველაზე მძიმე ცოდვაც კი, და ... View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...