planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/c/3p9cr.jpg როგორც იცით ცოტა ხნის წინ ლივერპულმა ურუგვაელი ლუის სუარესი შეიძინა, რომელიც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლივერპულში შვიდი ნომერით ითამაშებს. გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეოს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ახალი შვიდიანის სიძლიერეში. View the full article
-
http://a.pix.ge/d/phytg.jpgსამი ლივერპულის ფეხბურთელი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს - იტყობინება ოფიციალური საიტი. ინგლის თავკაცმა ნოელ ბლეიკმა, რომლის გუნდი 8 თებერვალს გამართავს ამხანაგურ შეხვედრას გერმანის წინააღმდეგ, ნაკრებში გამოიძახა სამი ლივერპულის ფეხბურთელი. ჯონჯო შელვი, რომლის თამაშით კენი აღფთოვანებულია და ყოველ შეხვადრაში გამოდის შეცვლაზე. ბლეიკმა გადაწყვიტა, მისი შესაძლებლობები ნაკრებში გამოყენება. ასევე ბლეიკის განაცხადში შევიდნენ კონორა კოუდი და ჯეკ რობინსონსი. View the full article
-
ფილმი წყვილის ურთიერთობებზეა. ისინი ყველანაირად ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი ქორწინება... View the full article
-
მეორე სრულმეტრაჟიანი მულტფილმი Dead Space-ს სამყაროში. სიუჟეტი მოგვითხრობს Aegis VII-ზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე. 2509 წელს დედამიწამ დაკარგა კავშირი კოსმოსურ ხომალდ "იშიმურასთან" და ისააკ კლარკთან. ასევე, კოსმოსურ ხომალდ "ო'ბენონთან", რომელიც პირველი გაეშურა "იშიმურას" საშველად. მისი ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა, მაგრამ არავინ იცის რა დაემართა სხვებს... View the full article
-
http://www.1000goals.com/wallpapers3/Uruguays-Luis-Suarez.jpg გთავაზობთ 10 ძალიან საინტერესო ფაქტს ლუის სუარესზე. 1) სუარეზის ზედმეტსახელია “El Pistolero” რაც ქართულად იარაღით მებრძოლს ნიშნავს. 2) გარდა ფეხბურთისა იგი თავისი წაწვეტებული ფორმის ყურებით არის ცნობილი, მან თავისი ყურებით ისეთი პოპულარობა მოიპოვა ჰოლანდიაში, რომ სმენადაქვეითებულების დახმარების რეკლამაშიც კი გადაიღეს. 3) სანამ აიაქსში გადავიდოდა მას გრძელი თმები ჰქონდა, მაგრამ მისი ცოლის სოფიას თხოვნის შემდეგ მან შეიჭრა თმები. მისი ცოლის მიზეზი კი ის იყო, რომ ახლად დანიშნული კაპიტნისთვის ეს კლუბისადმი პატივისცემის ნიშანი იქნებოდა. 4) იგი 1987 წლის 24 იანვარს დაიბადა. ამავე დღეს დაიბადნენ გამოჩენილი მსახიობი მიშა ბარტონი და მუსიკოსი იულს ჰოლენდი. 5) ლუისი გაიზარდა ურუგვაის სიდიდით მეორე ქალაქ სალტოში, რომელიც განთქმულია თავისი თერმული აუზებით. 6) 2009-10 წლის სეზონში იგი ერედივიზიონის ბომბარდირი გახდა. სულ კი ყველა ტურნირში 49 გოლი გაიტანა. იგი ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 7) 2010 წელს “IFFHS” იგი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულით დააჯილდოვა 8 ) მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მესი მიაჩნია. ერთერთ ესპანურ გაზეთთან მიცემულ ინერვიუში მან განაცხადა: მესი უდავოდ საუკეთესოა. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც მის თამაშს ვუყურებ. მე ვკითხე ჩემს მეგობარს მარტინ კასარესს მის შესახებ და მან მითხრა, რომ გასახდელში იგი ძალიან თავმდაბალია. 9) თვითონ როგორც მიაჩნია მისი კოზირი ტექნიკა და გოლების გატანაა: ” შემიძლია ვთქვა, რომ კარგი თექნიკა მაქვს და იღბლიანი ვარ, რომ ადვილად ვიტან გოლებს, მაგრამ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. ვფიქრობ უკეთესია სხვებმა ილაპარაკონ ჩემზე. ” 10) აღსანიშნავია, რომ ყოფილი ფეხბურთელი მისი სეხნია ლუის სუარეზი ადრე ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო. იგი ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იგი თავის დროს ბარსელონაში და ინტერში ასპარეზობდა 1950 და 1970 წლებში. ნერაზურის შემადგენლობაში მან სამი ” სერია ა ” – ს ტიტული მოიგო, ორი ევროპის თასი და ერთი საერთაშორისო თასი. View the full article
-
http://www1.pictures.zimbio.com/gi/Pepe+Reina+Manchester+United+v+Liverpool+Premier+ThI4Q170A1ml.jpg პეპე რეინამ გააკეთე მცირე განცხადება სადაც იგი ამტკიცებს რომ ლივერპულის თამაში თანდათან იხვეწება და ლამაზი ხდება. ასევე რეინამ განაცხადა რომ გუნდი უმიზნებს ევროპის ლიგის მოგებას. პრემიერ ლიგაში სასურველ ადგილზე სეზონის დასრულებას და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ”ჩვენ წინ ნახევარი სეზონი გვაქ, მცირე დრო დაგვჩა იმისთვის რომ, პირველ ნაწილში დაშვებული შეცდომები გამოსწოროთ და წინ წავიწიოთ.” “ჩვენ სურვილი გვაქ პრემიერ ლიგაში უმაღლესი ადგილის დაკავების და მიუხედავად დიდი კონკურენცისაა, ამის შესაძლებლობები გვაქ. “ “წინ სტოუკთან გვაქ საშინაო შეეხვედრა სადაც სამი ქულის მოპოვება აუცილებელია. ევროპის ლიგასთვის კი მომზადება უკვე დავიწყეთ და ყველაფერს გავაკეთებთ წელს რომ ამით გავახაროთ გულშემატკივარი.”-განაცხადა ლივერპულის გოლკიპერმა. View the full article
-
მთავარი გმირი ალექსანდრ, ბიზნესმენი და გამორჩეული ადამიანი მის ქალაქში,დაძაბული დღის შემდეგ მას თავისი მეგობარი და დამხმარე მიყავს რესტორანში. მაგრამ მათ გასაკვირად იქ არ ელოდებათ საქმიანი პარტნიორები,არც მეგობრები,დაწესებულებაში საერთოდ არ არის არავინ,.. View the full article
-
Wat Rong Khun ქათქათა ბუდისტური სამოთხე
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბუდისტური ტაძარი ”Wat Rong Khun”, რომელიც მდებარეობს ტაილანდის ქალაქ ჩანგ რეი-ში, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ქათქათა ტაძარი, რომელიც არ გავს სხვა ტრადიციულ ტაძრებს, ადვილად გახდა ეროვნული ღირსშესანიშნაობა და მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს.ტაძრის აშენების იდეა ეკუთვნის ტაილანდიელ მხატვარს ჩალემჩაი ... View ucnauri.com -
რომ არა ფარდის მიღმა დარჩენილი ამოუცნობი მიზეზები, ალბათ არც ერთი მასშტაბური ტრაგედია, საყოველთაო დრამა ან კატაკლიზმი არ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასე სულისშემძვრელი... სწორედ საიდუმლოა ის, რაც ყველაზე მეტად მიიპყრობს ადამიანთა ყურადღებას და მეხსიერებაში დიდხანს რჩება. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/sakrebulo2-150x150.jpgთბილისის 6 რაიონის გამგეობის ხარჯზე ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი გაიზრდება. საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილეთ, თბილისში ავარიული შენობების გამაგრების პროგრამის ბიუჯეტს 665.900 ლარი დაემატება. კერძოდ, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს 160.900 ლარი ჩამოეჭრება, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს – 53.000 ლარი, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტს – 180.600 ლარი, ისან-სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს – 84.100 ლარი, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს – 164.900 ლარი, დიდგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტს კი – 22.400 ლარი. იხილეთ epn.ge
-
“კომპიუტერი არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რომელმაც მე-20 საუკუნეში ყველაფერი შეცვალა, ადამიანების ცხოვრების სტილი, სამუშაო გარემო, გართობის საშუალებები”, – განაცხადა გასულ კვირას მუზეუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლენ შუსტეკმა, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/sakrebulo-150x150.jpgთბილისის დასუფთავების საქალაქო სამსახური კეთილმოწყობის სამსახურს შეუერთდებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ასევე “თბილისის კორპუსი” და მისი ფუნქციები გამგეობებს გადაუნაწილდა. თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში 7 ქუჩისთვის ახალი სახელის მინიჭების გადაწყვეტილებაც მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძველი თბილისის რაიონში, ანანურის ქუჩას ცნობილი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის სახელი ეწოდა. სახელწოდება შეეცვალათ ვაკე-საბურთალოს რაიონში ბულაჩაურისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ბორჯომის ქუჩებს და მათ, მოსახლეობის თხოვნით, შესაბამისად, პოეტების – ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის სახელები მიენიჭათ. ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი ცნობილი ფოლკლორისტის შალვა ჯაფარიძის სახელი დაერქვა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილის განმარტებით, ამ ინიციატივით კომისიას კინომსახიობთა თეატრის დასმა მიმართა. დღესვე, საკრებულოს სხდომაზე სახელი დიდგორის რაიონში შინდისის სამ ქუჩასაც მიენიჭა და მათ ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელები ეწოდა. იხილეთ epn.ge
-
29 იანვარს, 08:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდება. მის: ქ. ჩოლოყაშვილის ქ. #3/5, #105 აუდიტორია (ვაკის პარკთან) 29 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყება. 29 იანვარს, 11.00 საათზე, სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაარსებიდან ხუთი წლის თარიღთან დაკავშირებით, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. 29 იანვარს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ 5 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს. მის: უზნაძის ქ. №52 29 იანვარს, 11.00 საათზე, საქართველოს პროკურატურა პრობაციონერ გელა არჯევანიძეს დაასაქმებს. მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №11 (გამგეობის შენობა) 29 იანვარს 12 საათზე ხალხის პარტიის ერთ ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამნერიძე და “საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის” წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “საქართველოს სკოლებიდან პედაგოგთა დევნის საკითხები” მის: ჩუბინიშვილის #20 29 იანვარს, 12.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანების “ჩვენ თვითონ” ერთ-ერთი ლიდერი ლიკა ნაგებაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “ანტიინფლაციური გეგმა და სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატების მიზეზები”. მის: კვინიტაძის ქ. #14 29 იანვარს, 12.00 საათზე, “ახალგაზრდა მემარჯვენეები” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მინისტრ კობა სუბელიანის წინააღმდეგ აქციას გამართავენ. 29 იანვარს, 13:00 საათზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 29 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის პროფკავშირების სასახლეში “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. 29 იანვარს, 13.00 საათზე, მოძრაობა “სინათლის თაობა” ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აბორტის საწინააღმდეგო სამშვიდობო აქციას – “ნუ მოკლავ სიცოცხლეს” გამართავს. 29 იანვარს, 14:00 საათზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდება. 29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ცნობილი მწერლების კრებულის _ `ჩემი პირველი ქრესტომათია~ და ახალგაზრდა ავტორის, გვანცა ჯობავას პირველი წიგნის _`5 ბავშვი 5 თბილისი~, პრეზენტაცია გაიმართება. 29 იანვარს, 14.00 საათზე, ლიტერატურულ კაფე “ქარავანში” გამოცდების ეროვნული ცენტრი “მასწავლებლის ბიბლიოთეკის” სერიით გამოცემული ხუთტომეულის პრეზენტაციას გამართავს. 29 იანვარს, 16:30 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. 29 იანვარს, 18:00 საათზე, `წიგნის სახლში~ გიორგი ზანგურის წიგნის – `ჩემს თანადედამიწელებს~ პრეზენტაცია-პოეზიის საღამო გაიმართება. მის.: პეკინის ქ. #31 იხილეთ epn.ge
-
ევროკავშირი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ აგრძელებს ,,არ აღიარებისა და ჩართვის” პოლიტიკის განხორციელებას, მაგრამ ,,პრაქტიკული ,,ჩართვისათვის” აფხაზეთს ესაჭიროება შექმნას შესაბამისი პირობები და ჩამოაყალიბოს სტრუქტურები”, - განაცხადა ეცროსაბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ,,პრემიერ-მინისტრთან ” სერგეი შამბასთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე საჭიროებს დახმარებას კადრების მომზადებაში, თანამედრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
medianews.ge- დავით ბაქრაძემ პეტერ სემნები მიიღო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ოკუპირებული ტერიტორიები და მათ მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულების საკითხი იყო დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისა და… ლინკი მედიანიუსზე