Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ფილმი სამი ადამიანის ისტორიაზეა - ფრანგ ჟურნალისტზე, რომელიც ცუნამის გადაურჩა, ამერიკელზე და ბრიტანელ სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც თავისი ტყუპისცალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც გარდაცვლილებს ესაუბრება… View the full article
  2. Tom Clancy’s H.A.W.X. 2-ში ყველა შანსი გაქვთ, რომ ელიტური პილოტი გახდეთ თანამედროვე გამანდგურებლების შტურვალს თუ მიუჯდებით. გამოიყენეთ თქვენი უნარები სრულყოფილი ტექნოლოგიური მოწყობილობების სამართავად. თქვენს განკარგულებაში აღმოჩნდებიან მოიერიშეები, გამანადგურებლები, ბომბდამშენები, უპილოტო და სხვა ტიპის თვითმფრინავები. წევის ვექტორის მართვა და დრს (დამატებითი რეალობის სისტემა) - მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც თავს ნამდვილ ასად გაგრძნობინებთ! თამაშის თავისებურებანი: - ახალი დონის საჰერო ბრძოლები - აფრენ/დაფრენა სამხედრო ბაზებიზე და ავიამზიდებზე - ღამის დაბომბვა - უპილოტო თვითმფრინავებით სამიზნეების მოძებნა და განადგურება - გამანადგურებლების ავზის გავსება ჰაერში სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista/7 პროცესორი: Intel Pentium 4 @ 3.0 GHz / AMD Athlon 64 3200+ ოპერატიული მეხსიერება: 2 Gb ვიდეოკარტა: 128 Mb, nVidia GeForce 6800 / ATI Radeon X1600 აუდიოკარტა: შეთავსებული DirectX თავისუფალი ადგილი დისკზე: 9 Gb View the full article
  3. http://www.bulawayo24.com/public/images/articles/Luis_Suarez_5.jpgლუის სუარესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ლუის სუარესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იგი უკვე შეგვიძლია ლივერპულელად ჩავთვალოთ. სუარესის პრეზენტაციას კლუბი ხვალ მოაწყობს. “ლუის სუარესმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ხვალ, ფურცელზე ხელს მოვაწერთ და ამით ყველაფერი დაკანონდება” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. წყარო: www.liverpoolfc.tv View the full article
  4. http://a.pix.ge/x/kvzq9.jpgმინდა, შემოგთავაზოთ ჩემ მიერ დაწერილი ვრცელი პოსტი, რომლის განვითარებაშიც გარკვეული როლი ითამაშეს “ლივერპულელმა” სკაუზერებმა ფორუმების საშუალებით… ” “ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფერნანდ ტორესმა კლუბიდან წასვლა მოითხოვა!” – “წითლების” ღალატი, თუ ამოუცნობი მიზეზები? - ძალიან ბევრს აწუხებს ეს კითხვა და მინდა ინგლისელი სკაუზერების მოსაზრებებითა და დისკუსიებით დაგეხმაროთ თემის ობიექტურად გაანალიზებაში. უპირველესი მიზეზი, რის გამოც ფერნანდოს წასვლა უნდა, ტიტულები სახელდება – ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი დანაშაული ესპანელის მხირდან. სწრედ ასე აფასებენ ნამდვილი სკაუზერი ფანები. როდესაც “წითლების” სისხლი გიდუღს, ტიტულების ცარიელი, მაგრამ “წითელი” სადგამი უნდა გერჩივნოს სხვა ფერის თასსაც, მითუმეტეს თუ ეს “ლურჯი” იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი “ლივერპულელი” ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლებს ტიტულამდე, თუნდაც შედეგი ვერა და ვერ მიიღოს, ვიდრე ამის გამო სხვა კლუბში გადავიდეს და თასებით დაიმშვიდოს გვერდი, მითუმეტეს, თუ ეს კლუბი “საძულველი მტერია”… ფერნანდო ელ ნინიო ტორესი – სულ რამოდენიმე წელი – სულ რამოდენიმე წლამდე - ცოტაც და ესპანელს მერსისაიდელების ლეგენდად შერაცხავენ, თუმცა მოულოდნელად საკმაოდ საოცარი რამ ხდება – მოთხოვნა კლუბის დატოვების შესახებ. რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია – ელ ნინიომ დამარხა მისი მოამვალი “ლივერპულში”, როგორც კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენა. მას მხოლოდ ისე მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ კარგ ფეხბურთელს, რომელმაც უბრალოდ ბევრი გოლი გაიტანადა. - ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი ის კვლავ დარჩება “ლივერპულში”. გიტანს გოლებს, სკაუზერები კი ისევ ბედნიერ ხმას გამსოცემენ, თუმცა ეს არ იქნება ბოლომდე ბედნიერების ნიშანი, მათ გულებში კვლავაც იქნება მწუხარების ნაპერწკალი. რომც არ გითხრათ, ფორუმებზე ყველა სკაუზერი ერთხმად წერს, რომ მათი კლუბი განსაკუთრებული იყო, ალბათ ისედაც ყველა ამ პოსტის მკითხველიც მარტივად მიხვდება. “ლივერპული” არის ფეხბურთის კლუბიც და კიდევ სხვა რაღაც … რაღაც, რაც ძალიან დიდი და ძლიერია ამ კლუბის ნამდვილი ქომაგთათვის. ”ნებისმიერ გუნდში შეიძლება თვალი დაიხუჭოს ანალოგიურ სიტუაციაზე, მაგრამ არა “ლივერპულში”. ჩვენთვის მთავარია ერთგულება, პატივისცემა და არა ის გოლები, რომლებიც უბრალოდ კარის ბადეებს არხევენ.” – ერთმანეთის მიყოლებით იწერებოდნენ ინგლისელი სკაუზერები… იმედია ბევრი, ვინც ვერ ხვდებოდა აქამდე, თუ განა რა შეცდომა დაუშვა ამ პიროვნებამ ისეთი, რასაც ამდენი შრომისა და “თავდადების” მერე, რაც მან ლივერპულისთვის გააკეთა, მაინც ვერ ვაპატიებთ – მიხვდება, თუ რას ვაბრალებთ მას, და რაზე შეგვტკივა გული, რომ მთავარი ერთგულება და დაფასებაა. ზემოთ დაწერილი თემა, ძირითადად ნამდვილი მერსისაიდელი სკაუზერების მოსაზრებების ანალოგიური ნააზრები იყო, რომელსაც ჩემი მოკრძალებული აზრებიც ჩავურთე. ახლა კი მინდა მეორე მნიშვნელოვან თემას შევეხო – ფერნანდო და დალგლიში. როდესაც შოტლანდიელი მოვიდა კლუბში, მის ინტერვიუს ტორესის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. მეფე მუდამ მის ხსენებაში იყო, უდიდესი იმედები, წარმატებული მომავალი, ლეგენდად დაყენება და კიდევ უამრავი, რასაც მისდამი საუბრობდა. ერთი სიტყვით, კენი აღფრთოვანებული იყო მისით … ტორესის პროგრესი და მთლიანად გუნდის პროგრესი აშკარა გახდა, “ლივერპულში ახალი წარმატებული ერა იწყება, ფანების იმედით აღსავსე თვალები … მათი ახალი საოცნებო ტრანსფერი, სუარეზი კოპის რაინდი გახდა … რა ხდება ამ დროს? სათაყვანებელი, მომავალი ლეგენდა და იმედის მომტანი ელ ნინიო წერილობით მოითხოვს ამ ყველაფერზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ზურგის ქცევას და მტრის ბანაკში მიუწევს გული. არ არსებობს პლანეტაზე არანაირი მიზეზი, რის გამოც ამას კოპი აპატიებს. ეს უკვე გადაწყვეტილია! ალბათ დედამიწაზე ყველაზე გულგატეხილი და იმედგაცრუებული ამ ამბით, სწორედ მეფე კენია, რომელიც ასეთ დიდ სიყვარულს აფრქვევდა მის მიმართ, სანაცვლოდ კი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზურგის ქცევა და მიტოვება მიიღო… და ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი მაინც გაიყოფა ხალხის ნაწილი ორად, მაშინ ასე დალაგდება ყველაფერი: “ლივერპულის” ფანები და ფერნანდო ელ ნინიოს ფანები … View the full article
  5. ვისაც უნდა გაოცება და ბუნებით დატკბობა ყველა სრულიადშიმთა ტყიბულის თავზე, იშვიათი სილამაზით, უცნაური სახელით და უნიკალური მდებარეობით…ცხრაჯვარი ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, მის დასავლეთით მდებარეობსიგი სამტრედიიდან მოყოლებული, კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს და რა თქმაუნდა ქუთაისიდანაც.მისი მახვილი, მაღლა აზიდული წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის სოფლებიდან და ტყიბულიდან აღიქმება.P.S წინა ზაფხულს ვიყავი ... View ucnauri.com
  6. პოლიტიკური ლაფსუსი მაშინ მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი – ბილ კლინტონი იაპონიაში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერმა ინგლისური არ იცოდა, მაგრამ შეხვედრის პირველი წუთების დროს, თარჯიმნების გარეშე სათქმელი რამდენიმე მორიგე ფრაზა საგანგებოდ ასწავლეს. როგორც წესი, ასეთი ზრდილობიანი დიალოგი, დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით ძალიან მოკლეა და ასეთი სახე აქვს:მასპინძელი: – გამარჯობა, როგორ ... View ucnauri.com
  7. ეს პოსტი არაა კარგი, ქვევით წაიკითხეთ ***უფროსი მდივანს ეუბნება:-სამსახურში რო სასიყვარულო წერილებს წერ კაი მარა ხელმოსაწერად ჩემთან რატო შემოგაქვს?!***ბიჭი სკოლაში ორიანს მიიღებს, მამას მოყავს სახლში და თან ეჩხუბება.უეცრად გაივლის ლამაზი გოგო და მამა-შვილი თვალს გააყოლებს.-მამა რა მაგარი გოგო იყო არა?!-ეუბნება ბიჭი-ხოდა შვილო რო იცოდე ეგეთებს ხუთოსნები ტყ***ენ. – პასუხობს მამა.***ქორწილის ... View ucnauri.com
  8. ბევრმა არ იცის თუ რა შავი წარსულის მქონე ადამიანია ნიკოლას სარკოზიდააჭირე გაგრძელებას და დაინახავ თავხედი პოლიტიკოსების ნამდვილ სახეს სანამ სარკოზის წარსულზე ვილაპარაკებთ მანამდე სასაცილო სურათებით დატკბით სარკოზის კრიმინალური წარსულიძველი ვიდეოა მაგრამ ვისაც არ აქვს ნანახი მოეწონებაბევრს არ მოეწონა ომის თემას რომ შევეხე და მინდა მათ გასაგონად ვთქვა მე ომზე ... View ucnauri.com
  9. საბჭოთა კავშირში უაღრესად პოპულარულ ფილმების სერიების გმირს ნორმან უიზდომი ასრულებდა.შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მისტერ პიტკინი კვლავ უყვართ და ძალიან დაფასებულია ევროპის ერთ მხარეში. 1944–1988 წლებში, ალბანეთში ენვერ ხოჯას დიქტატორობის ჟამს, ნორმან უიზდომი იყო ერთადერთი დასავლელი მსახიობი, რომლის ფილმებს უჩვენებდნენ პირველი ათეისტური სახელმწიფოს მოქალაქეებს. ნორმან უიზდომი გახდა შთაგონების წყარო მრავალი ალბანელისთვის და ... View ucnauri.com
  10. ძალიან საინტერესო საიტების კრებული. ხშირად მინახავს უცნაურზე სასაცილო ფოტოების კრებული, Facebook-ის fail ფოტოები, პოსტი საიტზე GMH (gives me hope), ასევე Yahoo answer-ზე დასმული უცნაური და ზოგჯერ ძალიან იდიოტური კითხვები, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ჩემს პოსტთან. რასაკვირველია დამაინტერესა საიდან ეს ინფორმაცია და აღმოვაჩინე საიტი, უფრო სწორად საიტების კრებული (ძალიან ... View ucnauri.com
  11. სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ, ინტერნეტსაიტებზე პოპულარული სადღეგძეოლების რეიტინგი გამოქვეყნდა. საინტერესოა, რა სიტყვებს წარმოთქვამენ სუფრასთან სხვადასხვა ქვეყანაში. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანსფრანგები ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამენ – A votre sante. ამ სადღეგძელოს შემოკლებულადაც ამბობენ – Sante. სხვათა შორის, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ისინი სასმისს სუფრის ყველა წევრს უჭახუნებენ. ჩვენებური “ბუჩქი” – ყველა სტუმრის ... View ucnauri.com
  12. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs040.snc6/167084_142959872432025_100001540396023_274596_4986240_n.jpg ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა supersport.com-თან ინტერვიუსას ფერნანდო ტორესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამიზნე სულ ახლოსაა – ოდნავი ბიძგი და ლივერპულის მფლობელებს ხელის გულები გაუოფლიანდებათ... აგერ უკვე რამოდენიმე დღეა თვალცრემლიანი თუ ნირშეცვლილი ფანები, ცდილობენ გაარკვიოან რა ხდება რეალურად და წავა თუ არა ფერნანდო ტორესი “ჩელსიში”, დაერქმევა თუ არა მას “მოღალატე”… რაც არ უნდა იყოს, “მოღალატე” მაინც თამამი ნათქვამია, რადგან ამ ნაბიჯით არ უნდა შეფასდეს მისი ფენომენი. ( ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და სადაც სიმართლეა, იქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შესაძლო ტრანსფერის მთავარი “მოგება” ფული არ უნდა იყოს!”). ანჩელოტის ინტერვიუდან, 30 იანვარი, 15:04 საათი: -”ცვლილებებ სჭირდება ახლა “ჩელსის”, ფეხბურთელების დამატებაც არაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ სატრანსფერო ფანჯრისას. საერთოდ ამ ტრანსფერის შესახებ არ გვიფიქრია დიდხანს, თავიდანვე ზუსტად ვიცოდით ვინ გვინდოდა და რატომ. ტორესი ლივერპულის მე-9 ნომერია და რატომ არ შეიძლება ახლა წითელ მაისურს ლურჯი არჩიოს, თანაც ჩვენც მე-9 ნომერს მივცემთ, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ! ტორესი მოგვცემს ახალ სტიმულს, რათა კლუბმა მეტამორფოზა განიცადოს.” ინფორმაციის წყარო: supersport.com View the full article
  13. პირველი საშობაო ნაძვის ხე ესტონეთის დედაქალაქში 1441 წელს დადგეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ესტონელ ბავშვებს საბჭოთა ნაძვის ხესთანაც მოუწიათ სიმღერა და ნაცისტურთანაც. თუმცა წელს ესტონეთში ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით უხაროდათ. ქვეყანა პირველი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ესტონეთმა ნათლად აჩვენა, რომ დამანგრეველი საბჭოთა ეკონომიკის შემდეგაც კი, შესაძლებელია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდე. იხილეთ tabula.geზე
  14. წილისყრის შედეგად 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. D ჯგუფში საქართველოსა და რუსეთთან ერთად მოხვდნენ სლოვენიის, ბელგიის, ბულგარეთის და უკრაინის ნაკრებებიც. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 2011 წლის აგვისტოში ვილნიუსში გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50% წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. უბრალო დაკვირვებით, ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაციის რამდენიმე დადებითი შედეგი უდავოდ თვალსაჩინოა: გაიზარდა დარეგისტრირებული წამლების რაოდენობა, ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები და ზოგიერთი წამალი საგრძნობლად გაიაფდა.ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50% წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. უბრალო დაკვირვებით, ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაციის რამდენიმე დადებითი შედეგი უდავოდ თვალსაჩინოა: გაიზარდა დარეგისტრირებული წამლების რაოდენობა, ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები და ზოგიერთი წამალი საგრძნობლად გაიაფდა.2009 წლის 10 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი შეიცვალა, საქართველო გახდა ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების და ამერიკის ბაზრის ნაწილი: თუ წამალი დარეგისტრირებულია ამ მაღალი სანდოობის ქვეყნებში, მაშინ საქართველოს ბაზარზე აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე დაიშვება. პროცედურა გამარტივებულია: წამლის დასარეგისტრირებლად საჭიროა მხოლოდ 1 კვირა და 5 დოკუმენტი – მათ შორის, ინსტრუქციის ავტორიზებული თარგმანი ქართულ ენაზე და ორიგინალი, ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამის ბაზარზე დაშვების ვადა და ნიმუში. დოკუმენტების მოპოვება და მათი გადამოწმებაც ადვილია, რადგან უმეტესობა საჯარო წყაროდანაა ხელმისაწვდომი. აღიარებითი რეჟიმი ეხება ყველა წამალს, რომელიც მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან პირველად შემოდის საქართველოში.კანონის ცვლილებამდე, არსებობდა მხოლოდ ერთი – ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოითხოვდა სულ მცირე 8, ხშირად მიუწვდომელი დოკუმენტის – მათ შორის, წამლის ხარისხის სერტიფიკატის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის შედეგებისა და ექსპერტიზის მასალების, წამლის წარმოების მონაცემების შეგროვებას. ამ დოკუმენტების შესწავლა და გადამოწმებაც რთული იყო. შესაბამისად, წამლის რეგისტრაციამდე დიდი დრო – 6 თვე გადიოდა.რეჟიმის კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ დილერს შეეძლო საქართველოს ბაზარზე წამლის შემოტანა. ამასთან, ეროვნული რეჟიმით მოთხოვნილ დოკუმენტებზე ხელი მათ მიუწვდებოდათ. შედეგად, ბაზარი ძალიან ბევრი იმპორტიორისთვის იკეტებოდა, რაც ამცირებდა არჩევანს და შესაბამისად, კონკურენციას ბაზარზე. წამლის ფასი მაღალი იყო.ეროვნული რეჟიმი კანონში ცვლილებების შემდეგაც დარჩა. ოღონდ იმ წამლებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის, OECD-ის წევრი ქვეყნების ან ამერიკის ბაზრებიდან არ შემოდის. ეროვნული და აღიარებითი რეჟიმის გარდა, მოქმედებს მესამე – შეტყობინებითი რეჟიმი. ეს იმ წამლებს ეხება, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ერთხელ უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ხელმეორედ შემოტანისას შეიცვალა მათი გარეგანი შეფუთვა. ფორმა და შემადგენლობა კი – იგივე დარჩა.სწორედ შეტყობინებითი რეჟიმის დროს ექმნებათ იმპორტიორებს პრობლემა. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი ამბობს, რომ „საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანა არ საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას”. ეს დებულება იმპორტიორებსა და წამლის სააგენტოს სხვადასხვანაირად ესმით.იმპორტიორები ამბობენ, რომ წამალი არ იცვლება არა მხოლოდ შეფუთვა-მარკირების, არამედ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილების შემთხვევაშიც – თუკი ქართულად თარგმნილ და ოფიციალურად დამტკიცებულ ინსტრუქციაში მითითებულია წამლის ზუსტად იგივე შემადგენლობა და დოზირება, რაც უკვე დარეგისტრირებულის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი მათგანია, რაც იმპორტიორს ასეთი წამლის ხელახალი რეგისტრაციისთვის მოეთხოვება.წამლის სააგენტო ამ ინტერპრეტაციას არ იზიარებს. სააგენტოს რეგისტრაციის სამმართველოს თანამშრომელი თამთა ჯანჯღავა ამბობს, რომ კანონის თანახმად, შეტყობინებითი რეჟიმი ეს არის „შეფუთვა-მარკირების დამატება უკვე რეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე”. სააგენტოსთვის მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება წამლის შემადგენლობის ცვლილებასთან ასოცირდება.კანონში მართლაც არ არის ნახსენები, რომ მწარმოებელი ქარხნის ან წარმოების ადგილის ცვლილება ავტომატურად არ იწვევს წამლის ცვლილებასაც. მეტიც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება ამბობს, რომ „აკრძალულია უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენება სხვა, მსგავსი ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. „მსგავსი” ფარმაცევტული პროდუქტი არ გულისხმობს ერთი და იგივე ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას, რომლის დაშვებაც საქართველოს ბაზარზე ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტყობინების რეჟიმის საფუძველზე”.ამ პუნქტში ხაზი გაესვა მხოლოდ განსხვავებულ შეფუთვა-მარკირებას. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს წამლის სააგენტოს მოტივაციას შეტყობინების საფუძველზე არ დაარეგისტრიროს წამალი, რომლის შეფუთვა-მარკირებასთან ერთად, შეცვლილია მწარმოებელი ან წარმოების ადგილიც. მთავრობა ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.მეორე მხრივ, სხვადასხვა ბაზრისთვის ერთი და იგივე წამალი სხვადასხვა შეფუთვით იწარმოება. წამლის სააგენტო კი – ამ მედიკამენტებს სხვადასხვა წამლად აღიქვამს და მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აღარ არეგისტრირებს. ეს იმპორტიორისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას ზღუდავს, მას ერთ ბაზარზე დამოკიდებულს ხდის – რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ფასზე აისახება. ამ ცვლილების გარეშე, შეტყობინების რეჟიმი საერთოდ აზრს კარგავს. იხილეთ tabula.geზე
  16. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2000-2008 წლებში, საქართველოში ჯანდაცვის მთელი დანახარჯების 45-50% წამლებზე მოდიოდა. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, ამ დროისთვის შეუძლებელია ბოლო წლების დინამიკის შეფასება. იხილეთ tabula.geზე
  17. http://news.bbcimg.co.uk/media/images/51020000/jpg/_51020455_torres466282getty.jpg წავა ფერნანდო?! უკან გამოიტანა ტრანსფერის მოთხოვნა?! უკვე აბრამოვიჩთან სადილობს?!?! – საგა გრძელდება… მას შემდეგ რაც ლივერპულის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფერნანდომ წერილობითი მოთხოვნით მიმართა კლუბს მისი ტრანსფერი განსახორციელებლად, პრესა მაშინვე “აფეთქდა” ნიუსებით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ოფიციალური განცხადებით ფერნანდომ მოთხოვნაზე უარი მიიღო! ოფიციალურად: – ლივერპულმა 35 მილიონიან შემოთავაზებაზე ჩელსისგან უარი თქვა და ამავდროულად ტორესიც უარით გაისტუმრა გაშვების თხოვნის შემდეგ. არაოფიციალურად: 1) ტორესმა მოთხოვნა ტრანსფერის განსახორციელებლად დაწერა სუარესის ლივერპულში გადმოსვლამდე, რადგან უკმაყოფილო იყო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით იანვარში. თუმცა მისმა აგენტმა წერილობითი მოთხოვნა გვიან შეიტანა საფეხბურთო კლუბში და შედეგად ტორესის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციაც სუარესის ტრანსფეროს შემდეგ გახმაურდა. მაგრამ ტორესმა ლუისის შეძენის შემდეგ გადაიფიქრა და უკან გამოიტანა თავისი მოთხოვნა ტრანსფერისთვის. ამვდროულად მან თავისი პირადი აგენტიც გაანთავისუფლა… 2) ტორესი ესპანეთში იმყოფებოდა, დღეს დაბრუნდა ლივერპულში და მელვუდში შეხვდა კლუბის ხელმძღვანელებს. შემდეგ კი ივარჯიშა კლუბის ბაზაზე. (ფოტოები იხილეთ სტატიის ბოლოს) 3) ყველაზე სანდო, მაგრამ არაოფიციალური წყარო – ბრიტანული ბიბისი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ლივერპული მზადაა გაუშვას ტორესი ჩელსიში მხოლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდის შემთხვევაში. თუ ჩელსი დათანხმდება ამ რეკორდულ სატრანსფერო თანხას, მაშინ ფერნანდო ორშაბათს უკვე ლონდონელი იქნება., მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც – 40 მილიონს + ნიკოლა ანელკა. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას აბსოლიტურად ყველა სპორტული-მედია წყარო ავრცელებს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო არ ვწერდით საიტზე, ვიდრე უკვე მთავარმა ბრიტანულმა პრეს-სამსახურმა არ დაადასტურა. ამ დროისთვის ტორესი ლივერპულშია და მარტომ ივარჯიშა მელვუდში – გთაავზობთ ფოტოებს: http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs069.snc6/167983_196649357017684_100000178633756_823178_7269378_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs016.snc6/166636_1704809135080_1083552566_31657667_2738293_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1376.snc4/164804_10150108078354345_517864344_5988960_1069625_n.jpg პ.ს. ჩვენს საიტზე ეს სტატია დღის ბოლომდე იქნება პირველ პოზიციაზე და ნებისმიერ სიახლეს აქ შემოგთავაზებთ. ამითომ გირჩევთ ხშირად მოინახულოთ ეს პოსტი…. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54787.jpgეგვიპტეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან ევაკუაციას ამ ეტაპზე აუცილებლად არ მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54786.jpgეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი. View the full article
  20. სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია. წყნარ ქალაქ კასლ როკში იხსნება უცნაური მაღაზია ”საჭირო ნივთები”, სადაც ნახევარ ფასად შეიძლება ნებისმიერი ნივთის შეძენა. დარჩენილ ნახევარ ფასში მეპატრონე ითხოვს რომ რაღაც ცუდი გაუკეთოთ მეზობელს. შედეგად ქალაქი ჯოჯოხეთს ემსგავსება. მკვლელობები, ჩხუბები, აფეთქება, ანგარიშების გასწორება - თავად ეშმაკი მანიპულირებს მაცხოვრებლები. რომ არ ყოფილიყო შერიფი - ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არაფრის ყიდვა არ ისურვა ამ დაწყევლილ მაღაზიაში, ქალაქის მთელი მოსახლეობა პირდაპირ ჯოჯოხეთში გადასახლდებოდა. მაგრამ შერიფი აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც ეშმაკისგან არაფერი არ სჭირდება. View the full article
  21. თამაში შეიქმნა იგივე დასახელების კინოფიმილმის მოტივებზე და წარმატებით ითავსებს "თავგადასავალი" სა და "ექშენი" ის ჟანრებს, თქვენ იქნებით კაპიტან ჯეკის, ელიზაბეტის და უილის როლებში. თქვენ მოგიწევთ გზა გაიკაფოთ ალმოდებულ გემებზე, დანგრეულ შენობებზე და სხვა სახიფათო ადგილებზე. თამაშის მანძილზე შემოგხვდებათ საიდუმლო ადგილები, განძეულობა და სხვა საიდუმლოებები. მონეტებით შემდგომ შესძლებთ თქვენი გმირის გაძლიერებას, ასწავლით მას სხვადასხვა მოძრაობებს და სხვადასხვა შესაძლებლობებს, გარდა ამისა შეგიძლიათ თამაშით ორი ადამიანი დატკბეთ, რადგან თამაში იძლევა ამის საშუალებას. View the full article
  22. ხვალ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ირანი თოჯინების თეატრის სამხატვრო… ლინკი მედიანიუსზე
  23. პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სხდომის ზეპირ მოსმენა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. როგორც “მედიანიუსს” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ… ლინკი მედიანიუსზე
  24. Sony Vegas Pro არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა აუდიო-ვიდეო მონტაჟისთვის. ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ ვიდეოების პროფესიონალურ დონეზე დამუშავება, ეფექტების დადება, დაჭრა-გადაბმა, წარწერის დადება და მრავალი სხვა გამოსადეგი ფუნქცია. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პლუსი მრავალ ფუნქციასთან ერთად კი ისაა, რომ იგი ძალიან ადვილი მოსახმარია და მარტივი ინტერფეისი აქვს, რაც გამოუცდელ მომხმარებელსაც გაუადვილებს მასთან მუშაობას. View the full article
  25. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს, რომელიც ქვენისათვის ყველაფერს აკეთებს. და ეს… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...