planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
16 წლის გუგა ჭყონია გარდა იმისა, რომ ფეხბურთელია და აპირებს ამ სპორტს გაჰყვეს, განსაკუთრებული ნიჭითაცაა დაჯილდოებული – მას კარგად ეხერხება მუსიკალური ინსტრუმენტების, ხშირად კი – რამდენიმეს ერთად მიბაძვა. გუგა ჭყონიას გამოჩენამდე საქართველოში უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს ბიტბოქსი, ახლა კი ამ ჟანრს უკვე თავისი თაყვანისმცემლებიც ჰყავს, რაც მთლიანად გუგას დამსახურებაა. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ აქ. კითხვებზე პასუხს რაც შეეხება – საკმაოდ სიტყვაძუნწი რესპოდენტია, ალბათ უნდა გვეთხოვა, რომ ჩვეულებრივად კი არა, ბიტბოქსით გაეცა პასუხები. - რამდენი წელია, რაც ბიტბოქსს აკეთებ? - ერთ წელზე ცოტა მეტია. (ფიქრობს) ერთი წელი და 2 თვეა! - თუ ვერ გაიმარჯვე, გააგრძელებ ბიტბოქსს? - კი, რა თქმა უნდა! - როგორი გოგოები მოგწონს? - გარეგნობას დიდ ყურადღებას ვანიჭებ. განათლებული უნდა იყოს და თავშეკავებული. - შეყვარებული გყავს? - არა, არ მყავს! - ფინალზე რამდენ სიმღერას შეასრულებ ერთ ნომერში? - (დიდხანს ითვლის) დაახლოებით ათს. - Beardyman მოგწონს? - ჰმ, მომწონს? მომწონს? მომწონს კი არა, ფანი ვარ! - როგორ ისწავლე ბიტბოქსი? - ერთ ვიდეოს ვუყურე და მეც მომინდა ცდა, შემდეგ ბევრს ვვარჯიშობდი და ვისწავლე. - ადვილია ბიტბოქსის სწავლა? - ვისთვის როგორ, ზოგს ძალიან უძნელდება, ჩემთვის იმდენად რთული არაა. - რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობ? - 5 წელია. - ფეხბურთში რომელ გუნდს გულშემატკივრობ? - არსენალს! - რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს? - ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდში მიდგანან და მხარს მიჭერენ! გუგა ჭყონია კასტინგზე: გუგა ჭყონია ნახევარფინალზე: nichieri.ge
-
ლევან შავაძემ არა მხოლოდ თავისი სიმღერებით, არამედ გარეგნობითაც კი ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ყველასთვის საყვარელი გოგი დოლიძე. ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება და არ გასულა დიდ სცენაზე, საქართველოს გული დაიპყრო და ხალხის რჩეული გახდა ნახევარფინალურ კონცერტზე. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. - რაიმე ანსამბლში თუ გიმღერიათ? - კი, მიმღერია. ჩემი პირველი გამოსვლა ანსამბლთან ერთად იყო, 1986-87 წელს. ჩვენი სოფლის ანსამბლთან ერთად ვიმღერე, ეს პირველი შეხება იყო სცენასთან. - მუსიკალური განათლება თუ გაქვთ? - არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. - ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით? რა რეაქცია გქონდათ? - კი, ველოდი. აღუწერელი, ენით უთქმელი იყო ის ემოცია, რაც დამეუფლა. ხალხის რჩეულობასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის, უნდა გაამართლო მათი იმედები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო გულშემატკივრებისათვის. - ჩვენ მოგვწერა ერთმა პატარამ, 9 წლის ლიკამ და გვითხრა, რომ თქვენი დიდი გულშემატკივარია, შევპირდით, რომ აუცილებლად გადმოგცემდით ამას. - ძალიან დიდი მადლობა. მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, რომ თურმე ცხოვრებაში გვიანი არაფერი არ არის. თუ რაიმე ნიჭითაა დაჯილდოებული ან ოცნება აქვს, აუცილებლად მისდიოს ბოლომდე. - მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა მიგიღიათ? - დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო. ახლა მე ბედმა გამიღიმა, ასაკში მომეცა ოცნების განხორციელების შანსი. - რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს? - ყოველთვის, როცა ვიმღერებ, მე მათთვის ვიმღერებ და არა საკუთარი თავისთვის. ლევან შავაძე კასტინგზე: ლევან შავაძის გამოსვლა ნახევარფინალში: nichieri.ge
-
„...თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა წაიკითხა მოხსენება საარჩევნო შეცდომებზე და... ქართული პოლიტიკის ერთი მავნე ტენდენცია ახსენა“, - წერს ია ანთაძე წერილში, რომელსაც რადიო „თავისუფლება“ აქვეყნებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ce644427ebdb-150x150.jpgწარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გია ჭანტურიას სახელზე განცხადება შეიტანა. “27 აპრილს დაფუძნდა წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზი. საინიციატივო ჯგუფის პრესმამსახურის მიერ გავრცელებული ანონსებისა და საინფორმაციო გამოშვების პროდუსერის უშუალო ინფორმირებისა ეს ყოველივე საინფორმაციო გამოშვების მიერ მაინც იგნორირებულ იქნა”, – ნათქვმია წარმომადგენლობითი საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. წარმომადგენლობითი სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრის სოსო მანჯავიძის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალობა უნდა ასახოს და არ უნდა ცდილობდეს ძალოვანი სტრუქტურების სასურველი სურათის შექმნას. ეს ჩვენ მიმართ განოხრციელებული არაობიექტური ქმედება იყო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha121-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან საქართველოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საგარეო უწყება განაგრძობს პრეზიდენტის ვიზიტების დაგეგმვას. “ქართული დელეგაციის ოფიცილაური ვიზიტი, რომელსაც პრზიდენტი ხელმძღვანელობდა დასრულებულია. ჩვენი უწყების ინფორმაციით ის უკვე გზაში იმყოფება და დღეს ის იქნება საქართველოში, მაგრამ საგარეო უწყება განაგრძობს ვიზიტების დაგეგმვას და უახლოეს დღეებში გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/234-150x150.jpgპრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სპეციალური ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნაზი ჯანეზაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ ჯურნალისტებს გააცნეს 2009 წელს საქართველოში მედიის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები. მათ ასევე ჟურნალისტთა უფლებების დარღვევისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. “საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის უზენაესი კანონით _ კონსტიტუციითა და სხვა სამართებლივი აქტებით არის დაცული, თუმცა 2003 წლის შემდეგ საქართველოში პრესის თავისუფლებას საფრთხე შეექმნა” – განაცხადა ნაზი ჯანეიშვილმა. მისივე თქმით “საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ახალი ანგარიშით საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის ხარისხი თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა. არასამტავრობო ორგანიზაცია “42 მუხლის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, “საქართველოს მთავარი პროკურორიდან გამოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის რამდენ საქმეზეა დაწყებული გამოძიება 2004 წლიდან დღემდე. პსუხად პროკიურატურამ განაცხადა, რომ ამის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა ვალდებულება ეკისრება.” ორგანიზაცია “კინსტიტუციის 42 მუხლი” კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ტავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს და მოუწოდებს თავი შეიკავოს ჯურნალისტების საქმიანობაში ჩარევისაგან” ნათქვამი იყო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” მოხსენებაში. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - თურქეთთან სადეპოზიტო გადასახადი გაუქმდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze122-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცახდებით, უწყების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, თურქეთის ტრანსპორტისა და საბაჟოს ხელისუფლების მიერ სადეპოზიტო გადასახადი გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კალანდაძის თქმით, ეს გადასახადი გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა საქართველოს მოქალაქეებს. “მინისტრმა, რომელიც ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდ,ა ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოა რიგ საკითხებზე, როგორიც არის სატრანზიტო და საბაჟო გადასახადები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ტრანზიტული გზის გამოყენებისას სატვირთო მანქანებისთვის დაწესდა ორი სახის სხვადასხვა გადასახადი, ერთი იყო სატრანზიტო გადასხადი, რომელმაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა მოქალაქეებს, მაგრამ ამავდროულად დამატებით ბარიერი იქნა შემოღებული რომელიც გულისხმობდა სადეპოზიტო თანხის დაწესებას. მოქლაქეებს უწევდათ ე.წ დეპოზიტის გადახდა რაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ჩვენი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად ტრანსპორტისა და საბაჟოს ხელისფლების მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის გაუქმდეს”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze-nino11-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოში ჩამოვიდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია მისიის წარმომადგენლები თავის საქმიანობას არჩევნებამდე ახორციელებდნენ. “სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ჯგუფი არის გამოგზავნილი საქართველოში, 2 მაისს ჩამოვიდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო მისია, რომელიც წინასწარ მოსამზადებლ სამუშაოებს განახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ მისიის ყველა წარმომადგენელი არჩევნებამდე სადამკვირვებლო სამქინობაა ახორციელებდეს, ხვდებოდეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და სრული ინფორმაცია ჰქონდეთ”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha6-150x131.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 6 მაისს ყაზახეთში გაემგზავრება. როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა. “6 მაისს ყაზახეთში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი იგეგმება, სადაც ის თავის კოლეგას შეხვდება, რომელიც დღეს ამავდრიულადა არის ეუთს თავჯდომარე ქყეყანა და მნიშვნელოვანია გქონდეთ მათი სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიროტიებთან მიმართებაში”,- განაცხადა კალანდაძემ ასევე მინისტრის მოადგილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ერთდღიანი ვიზიტით სირიაში იმყოფებოდა, სადაც ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოვა. “სირიასთან საინტერესო ურთიერთობა გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც გვინდა ორმხრივ ფორმატში განხორციელდეს”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
თქვენს კითხვებს პირველი next level უპასუხებს. ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც ფინალში გადასვლა მოახერხა და ჟანრში კონკურენტები უკან მოიტოვა. კარგი შოუ, სინქრონი, რთული მოძრაობები და შინაარსობრივი ცეკვა – ჯგუფმა ღირსეულად მიიღო საგზური ფინალისკენ და ფინალშიც შთამბეჭდავ ნომერს გვპირდება. Next Level-ის ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. - ვინ არიან ჯგუფის წევრები? - ფინალში Next Level-ის 5 წევრი იცეკვებს: გიორგი ახალაძე, ირაკლი ლომიძე, ამიკო სამადაშვილი, ზურა მამისაშვილი და გაია კეროკიანი. - თქვენი ჯგუფი და New style ადრე მართლა ერთი ჯგუფი იყო? - კი, თავიდან New style-ში ვიყავით ამიკო, ირაკლი, ზურა და ნიუ სთაილის გიორგი (დიჯი). შემდეგ რაღაც უთანხმოების გამო გავიყავით, დიჯიმ new style განაგრძო, ჩვენ კი ახალ ლეველზე გადავედით და new style შევქმენით. - ამიკოს: შენთან მეგობრობა შეიძლება? ამიკო: – კი, შეიძლება - “ნიჭიერის” შემდეგ ვინმე თუ დაინტერესდა თქვენით, რაიმე შემოთავაზება გქონდათ? - კი, ერთი ცნობილი ღამის კლუბი დაგვიკავშირდა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა. - სად ცხოვრობთ? - ნაწილი – რუსთავში, ნაწილი – ვარკეთილში. - ფინალის ნომერი თქვენ თვითონ მოამზადეთ? - კი, ისევე, როგორც კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები, იდეაც და ქორეოგრაფიაც ჩვენია. - გიორგი ახალაძეს შეყვარებული ჰყავს? გიორგი: - არა, არ მყავს, ასე რომ მებრდღვენით! - რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს? - უდიდეს მადლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები არ გავაცრუოთ და დაუვიწყარი შოუ შემოგთავაზოთ! Next Level კასტინგზე: ნახევარფინალის ვიდეო: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakiev-150x150.jpgყირგიზეთის მთავრობამ ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებისთვის 20-დან 100 ათას დოლარამდე ჯილდო დააწესა. ინფორმაციას ამის სესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობა იმ 12 ყოფილი ჩინოვნიკის ძებნისთვის და დაკავებისთვის ხელშეწყობისთვის ჯილდო დააწესა, რომელთაც ბრალად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად. ძებნილთა შორის ყოფილი პრეზიდენტ ბაკიევის სამი ძმა, აჰმადბექ, ქანიბექ და ჯანიბექ ბაკიევები, მისი შვილი მაქსიმ ბაკიევი, რომელიც ინვესტიციების ცენტრალურ სააგენტოს ხელმძღვნალეობდა, ყოფილი პრემიერი დინიარ უსენოვი, განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ ჩუდინოვი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საფარბექ ბალკიბეკოვი. ჯილდო ასევე დაწესებულია მაქსიმ ბაკიევის გარემოცვაში შემავალი ჩინოვნიკებზე ინფორმაციისთვის. ინფორმაციის კონფიდენციალობა გარანტირებულია. იხილეთ epn.ge
-
ადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს კომისრის თომას ჰამერბერგის ვიზიტს საგარეო უწყება ნაწილობრივ წარმატებულად აფასებს. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze121-150x150.jpg განაცახდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 13 მოქალაქიდან 3 უკვე განთავისუფლებულია, ამით ჰამერბერგის მისია ამოწურული არ არის და დაკავებული 10 მოქალაქის განთავისუფლკებაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. “თომას ჰამერბერგის ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ შესულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაკავებულ 13 მოქალაქესთნ დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებიან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხშირია ოკუპრებულ ტერიტორიებზე ასეთი უკანონო დაკავების ფაქტები. ჩვენ კი სხვა შესაძლებლობა არ გვაქ მათთან დაკავშირების, თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა. ამ ეტაპზე მისი ვიზიტი ნაწილობრივ წარმატებით დასრულდა თუ გავითვალისიწინებთ იმას რომ, დაკავებული 13 მოქალაქიდან სამის განთავისუფლება მოხერხდა. ეს არის დადებითი ნაწილი თუმცა, მისი მისია ამოწურული არ არის და ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მოშაობას დაკავებული 10 მოქალაქის განთავისუფლებაზე”,- განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება. “ქართული დიპლომატიის დადებითი შედეგია ის რომ, ხორციელდება საერთაშორისო დიპლომატიის ჩართულობა. ამ ეტაპზე ქართულ დიპლომატიას ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ფუნქცია არ გააჩნია. მთავარი მიზანია საერთაშორისო თანამეგრობრობის სრულფასოვანი ინფორმირება მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას რომ, მოხერხდეს მათი მუდმივი წარმომადგენლობის ოკუპირებულ ტერიორიებზე შეღწევა და მათი ზედამხედვლობის და მონიტორინგის დაწესება”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/23294_web1-150x150.jpgევროსაბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრები საქართველოში წინაასაარჩევნო პერიოდს უნდა დააკვირდნენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამ წუთებში ცესკოს თავმჯდომარესა და სხვა წარმომადგენლებს ხვდებიან, ისინი მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და ამომრჩეველთა ჩასწორებულ სიებს გაეცნობიან. ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრების საქართველოში ვიზიტის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლაა. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მზად არიან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ევროპელ დამკვირვებლებს. კომისიის წარმომადგენლების ნაწილი არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში საქართველოში დარჩება და წინასაარჩევნო გარემოსა და სამზადისს დააკვირდება. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 27 დღე დარჩა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირიდან წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, თუ რა ფორმატით გააგრელებს პარლამენტი მუშაობას. ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე ფორმატის ფარგლებში შეიკრიბებიან. იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/1_f1JEuPHNQ/2.jpgVideo: Khuntsaria Family - Ananuridan Added by user: Gelka Date: 02.05.2010 (23:57) Description: ლალი და ლია ხუნწარიები, დავით ლალუაშვილი, უჩა პატარიძე - ხუნწარიები - ანანურიდან<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/Qo3Uz0nVvbM/2.jpgVideo: Merab Vardosanidze & Mishiko Markozia - Mgzavruli Added by user: Gelka Date: 02.05.2010 (23:53) Description: მერაბ ვარდოსანიძე & მიშიკო მარკოზია - მგზავრული /ჯანსუღ კახიძე/ სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/Q981YjpsOZI/2.jpgVideo: Eter Chelidze - Es tskhovreba rad minda Added by user: Gelka Date: 02.05.2010 (23:51) Description: ეთერ ჭელიძე & ირაკლი უჩანეიშვილი - ეს ცხოვრება რად მინდა<br> სრულად
-
3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს გამოაცხადა. ამით გაერომ ხაზი გაუსვა პრესის თავისუფლების მნიშვნელობას და შეახსენა მთავრობებს მათი ვალდებულება – პატივი სცენ და დაიცვან აზრის გამოთქმის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის შესაბამისად. იუნესკო ამ დღეს გილერმო კანოს პრემიის მინიჭებით აღნიშნავს. პრემია გადაეცემა კერძო პირს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის საქმეში; განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საფრთხეს უკავშირდება. გამრჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც პრესის პროფესიონალებისაგან შედგება. ჟიურის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციები და წევრი-ქვეყნები ამტკიცებენ. პრემიას სახელი ეწოდა კოლუმბიელი ჟურნალისტის გილერმო კანოს საპატივცემულოდ. იგი ნარკბარონის მიერ დაქირავებულმა ქილერებმა 1986 წელს ბოგოტაში, რედაქციის წინ, მოკლეს. გარდა ამისა, იუნესკო 3 მაისს სხვადასხვა კონფრენციებს მართავს, სადაც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებენ, განიხილება პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. კონფრენციაზე ისეთ საკითხებზე მახვილდება ყურადღება, როგორიცაა მედიის როლი პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში, ტერორიზმის გაშუქება მედიაში და სხვა. View the full article
-
თინათინ ხიდაშელი „მოამბე+“-ში View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ ბლოკიდან თბილისის საკრებულოში კრწანისის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. 2 მაისს იგი ყოფილ სასტუმრო „კავკასიაში“ განთავსებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ვეზიროვის ქ. #6-ში მდებარე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 461 ადამიანი 18 წელია ცხოვრობს. მართალია, ფართები საკუთრებაში გადაეცათ, მაგრამ შენობის ჰოლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებენ. შენობაში საერთოდ არ არის გაზგაყვანილობა. დევნილები, გათბობის მიზნითაც ელექტროენერგიას იყენებენ, ამიტომ 100კვ-იანი შეღავათი მათთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება დასაქმებას, როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც აწუხებთ ეს პრობლემა. ყოფილ სასტუმროში ცხოვრობს მარტოხელა, 78 წლის სოხუმიდან დევნილი მარიამ მაისურაძე, რომელსაც პენსია და შემწეობის თანხა საკვების და წამლისთვისაც არ ჰყოფნის. მოხუცს ოთახში წყალი ჩამოდის და პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ყოფილ სასტუმროში ცხოვრებს ასევე თენგიზ ქარდავა, რომელიც დევნილის მოწმობით გურჯაანის 22-შია დარეგისტრირებული. მან არაერთგზის მიმართა დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ გადამისამართების პროგრამა დროებით შეწყვეტილია. ქარდავას, ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გამო, საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. გორგასლის 32-34 ნომრებში, ე. წ. იტალიურ ეზოებში მისასვლელი გზები მოუწყობელი და დაზიანებულია, აყრილია ასფალტი, ეზოებში წყლის გუბეები დგას და ატალახებულია. მოსახლეობამ რამდენჯერმე თხოვნით მიმართა ქალაქის მერიას და ადგილობრივ გამგეობას, თუმცა უშედეგოდ. დევნილები ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივიან და დახმარებას სოფიო ხორგუანისგან ელიან. View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა მოვაჭრეებს საკუთარი დასაქმების პროგრამა გააცნო. „ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თბილისში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ ეყოლებათ დამცველი მერის სახით. მცირე მეწარმე სურვილის შემთხვევაში შეძლებს აიღოს მცირე პროცენტით კრედიტი და განავითაროს თავისი ბიზნესი“. – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. View the full article