planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/notariustan-palata-150x150.jpg საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2 პრობაციონერი დაასაქმა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ ისაუბრა. მისი თქმით, ნოტარიუსთა პალატა დასაქმების პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს. სწორედ ამ პროგრამოთ მოხვდნენ 21 წლის ნიკოლოზ გაგაძე და 19 წლის რატი მარლაკელიძე დასაქმებულთა რიცხვში. ,,იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი, სადაც 15 პრობაციონერიდან შეირჩა 2 პიროვნება, რომლებიც პალატის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის გადაცემას უზრუნველყოფენ”,- აღნიშნა ხოფერიამ. ნოტარიუსთა პალატა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტშიც” მონაწილეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 18 წლის სალომე გარუჩავა გასული წლის ოქტომბრიდან მოქალაქეებს ეხმარება და სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის მათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/evrovizia1-150x150.jpg ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის შესახებ მორიგი მასალა ევროვიზიის ოფიციალურ საიტზეEurovision.tvგანთავსდა, სათაურით ,,სოფო ნიჟარაძე შეეცდება სცენაზე გაანათოს’. პუბლიკაციის ავტორი ჯერმო სიიმი სოფო ნიჟარაძის ბიოგრაფიას გადმოგვცემს და მოგვითხრობს, თუ როგორ დაასახელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის 55-ე ევროვიზიის კონკურსანტად, როგორ შეირჩა ნაციონალურ ფინალზე სიმღერა – ,,Shine”, ექვს საკონკურსო სიმღერას შორის. მომღერლის შემოქმედებით მედიის წარმომადგენლები ბევრ ქვეყანაში დაინტერესდნენ – ცნობილმა ტელეარხებმა პირდაპირი ეთერი მას არაერთხელ დაუთმეს. 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სოფო ნიჯარაძე წარადგენს. ევროვიზიისთვის განკუთვნილი სიმღერა ,,შჰინე” ლონდონის ცნობილ სტუდიაში- შტრონგროომ შტუდიო ჩაიწერა. სიმღერის სასცენო ვერსია ფრანგ რეჟისორს რედა ბენტეიფორს ეკუთვნის, ხოლო კლიპის რეჟისორი უკრაინელი – კატია ცარიკია. სოფო ნიჟარაძე ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა თურქეთსა და საბერძნეთში, ხოლო სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში. 55-ე ევროფესტივალს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს. სოფო ნიჟარაძე ტელენორის არენაზე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 27 მაისს მე-16 ნომრით იმღერებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bavshvs-ukbina1-150x150.jpg12 წლის რუბენ დანელიანი გველმა მარჯვენა ქვედა კიდურზე დაკბინა. მოზარდი გამთენიიისას თეთრიწყაროს რაიონიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა იგი თანატოლებთან ერთად სოფელ სამშვილდეს სკოლის მოედანზე ფეხბურთს თამაშობდა. პაციენტს ამ დროისთვის შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები უტარდება. ექიმები აცხადებენ, რომ ქვეწარმავალი შხამიანი იყო, ვინაიდან გველის ნაკბენმა კიდურების შეშუპება გამოიწვია. კიდურის შეშუპების მიუხედავად, ექიმები ქირურგიულ ჩარევას ჯერჯერობით არ გეგმავენ. მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან. 5 იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/engurii-150x150.jpg მაშველებმა მდინარე ენგურში დახრჩობას 8 ადამიანი, მათ შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი გადაარჩინეს. სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც 8 ადამიანი ზუგდიდის რაიონიდან გალის მიმართულებით ენგურიდან გადადიოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მგზავრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურზე არსებული ერთ-ერთი ფონით ცდილობდნენ, რა დროსაც მათ ადიდებულმა ენგურმა მოუსწრო და შუა მდინარეში ჩარჩნენ. ადამიანების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო და სახანძრო სამსახური, ასევე პოლიცია ცდილობდა. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნა მანქანის სახურავზე მოუწიათ. მათი მდინარიდან გამოყვანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. მდინარის ადიდება ენგურჰესიდან წყლის გამოშვებამ განაპირობა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წყლის დონემ დაშვებულ ნიშნულს გადააჭარბა. მოსახლეობა ჰესიდან წყლის გამოშვების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/briuseli-150x150.jpgბრიუსელში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში “ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმების” შესრულების შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებენ. რიგით მესამე წლიურ ანგარიშში შეფასებულია, საქართველოს მიერ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2009 წლის განმავლობაში. ანგარიშის გამოქვეყნების პროცესს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი დაესწრება. ევროკავშირის წარმომადგენლობის თბილისის ოფისში ბრიუსელის პრეზენტაციიდან პირდაპირი ჩართვა 15.00 საათზე განხორციელდება. იხილეთ epn.ge
-
11 მაისს გაიმართა ნუგზარ გაბუნიას შეხვედრა გლდანის III მიკრორაიონის ამომრჩევლებთან. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა საარჩევნო პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე მოსულმა მოქალაქეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართ. მათთვის მისაღები აღმოჩნდა „ალიანსის“ მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დეტალები. მოქალაქეთა მხრიდან შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული კითხვები და გამოითქვა მოსაზრებები გლდანის პრობლემებთან დაკავშირებით. ნუგზარ გაბუნიამ მოქალაქეებს განუცხადა, რომ „ალიანსის“ საარჩევნო დაპირებები სრულიად რეალურია და მისი განხორციელება დაიწყება საკრებულოში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე. ნუგზარ გაბუნია გლდანის ამომრჩევლებთან შეხვედრებს ინტენსიურად გამართავს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tbilisi-marriott-150x130.jpg სასტუმრო “თბილისი მერიოტში,” დღეს 12:00 საათზე მინისტერიალი გაიმართება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს გარემოს მინისტრი ადრეან ვიდეანუ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მიანისტრი ნატიკ ალიევი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. მინისტერიალზე მხარეები განიხილავენ სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ბუქარესტში 2010 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების მიმდინარეობას. კერძოდ, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის შემდგომი რეალიზაციის ასპექტებს. მინისტერიალის ფორმატში მხარეები განიხილავენ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების საკითხს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/giasazogadoeba2-150x150.jpgფონდი ~ღია საზოგადოება-საქართველო’’ და ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი, დღეს ~საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის’’ პრეზენტაციას გამართავს. 2009 წლის აგვისტოდან ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი პროექტზე ~საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით’’ მუშაობდა. პუბლიკაციაში ნაჩვენებია, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური კვლევის, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები; სახელმწიფო საგარეო ვალი; საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; პრეზენტაცია ფონდ ~ღია საზოგადოება-საქართველოს’’ ოფისში დღეს გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/koalicia-logo-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია სამართლიანობისათვის” აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის დღეს საქველმოქმედო აქციას გამართავს. აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისში მდებარე სამი სკოლის მეექვსე კლასელებს, “კოალიცია სამართლიანობისათვის” კინოთეატრ ამირანში ეპატიჟება, სადაც 30 მოსწავლე 3, ეფექტის მქონე ანიმაციურ ფილმს ნახავს, რის შემდეგაც ბავშვები, მასწავლებლებთან ერთად ~მაკ დონალდსაც~ ესტუმრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კოალიციის უმთავრესი მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სამართლიანობის აღდგენაა. ~კოალიცია სამართლიანობისათვის“მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას რეგულარულად გეგმავს, რომლებშიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები დევნილი ბავშვები და მოზარდები იქნებიან ჩართულები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/andria_pirvelcodebuli_saitis_113575280-150x150.jpgსაქართველოს მართმადიდებლური ეკლესია დღეს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 12:00 საათზე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის. ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, რის გამოც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. ანდრია პირველწოდებული ქართლის ტერიტორიაზე პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის, სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მისი ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერს და 12 მაისს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა. ანდრია პირველწოდებულის ეკლესია თბილისში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/53-150x150.jpg400 ადვოკატი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან პარლამენტის წინ აქციებს დაიწყებენ. ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს რამდენიმე დღის წინ, შალვა ხაჭაპურიძემ და მისმა კოლეგებმა ჩააბარეს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ხაჭაპურიძემ განუცხადა, მოქმედი საარჩევნო ნორმების გათვალისწინებით 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აბსურდულია. მისი განმარტებით, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი უმოკლეს დროში ,,საარჩევნო კოდექსში~ საარჩევნო უბნების ფორმირება 1500 ამომრჩევლის საფუძველზე მოხდეს და ცალკე გამოიკრას იმ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბანზე აღრიცხულნი არიან, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებიან. ადვოკატების მოთხოვნაა, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 14 კვალიფიციური სუბიექტისგან პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება, კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა შეცვლის თავისუფალი რეჟიმის შემოღება. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დონის არჩევნებზე 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, ასევე, არჩევნების კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეჯამებას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებების დაწესებას ითვალისწინებს. ხაჭაპურიძის თქმით, ,,მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის 77-ე, 110-ე, 120-ე, 126-ე და მთელი რიგი მუხლების გათვალისწინებით, წარმოუდენელია ოპოზიციურმა სუბიექტებმა ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუკი ამის პოლიტიკური ნება თავად ხელისუფლებას არ ექნება. ხაჭაპურიძის განცხადებით, პარლამენტი პროექტის განხილვას თუ არ დაიწყებს, 12 მაისს საპროტესტო აქციების დაწყებისას ადვოკატები პარლამენტის წინ კაბინეტს დადგამენ, სადაც საჩივრებს მოქალაქეების მეირ შესულს სასამართლოებში პირდაპირ იქედან გააგზავნიან. ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებას დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ან გია ცაგარეიშვილი მოახდენს. იხილეთ epn.ge
-
document.write("http://s001.radikal.ru/i195/1005/29/5a1e644a963b.jpg"); Информация о игре Название: Saints Row 2 Год выхода: 2009 Жанр: Action (Shooter)/Racing (Cars)/3D/3rd Person Таблетка: не требуется Язык Интерфейса: русский Формат файла: iso Разработчик: Volition, Inc. Издатель: THQ Размер: 4.39 GB md5:fa6837459433278d95a1c44cf80edc87 Уличные банды, тонны огнестрельного оружия, сверкающие хромом автомобили, раскатистый хип-хоповый бас, литры тестостерона и адреналина — все это заб... View the full article
-
document.write("http://10pix.ru/img1/163676/1374806.jpg"); Год выпуска: 2008-2010 Жанр: Action / 3D / 3rd Person / Stealth Платформа: PC Разработчик: Ubisoft Montreal Издатель: Ubisoft Entertainment Тип издания: RePack Релиз группа: R.G. ReCoding Таблэтка: не требуется Язык интерфейса: Русский Размер: 5.77 GB Описание игры Assassin's Creed Director's Cut Edition: Год 1191. Из благословенной борьбы за освобождение Гроба Господня Третий Крестовый Поход превратился в личную... View the full article
-
document.write("http://s39.radikal.ru/i085/1005/39/d82fe2a1c0d9.jpg"); Информация об Игре Название: Hazen: The Dark Whispers Жанры: RPG (Rogue/Action) / 3D / 3rd Person Язык Интерфейса: русский / английский Год выпуска: 2010 Разработчик: Dagger Games Издатель: Strategy First Тип издания: RePack Таблетка: не требуется Формат файла: .iso Платформа: PC Размер файла: 396 Mb Описание: Когда волшебная Долина погрузилась во мрак и отчаяние, а орды монстров зап... View the full article
-
document.write("http://s03.radikal.ru/i176/1005/bc/3da108bf502b.jpg"); Год выпуска: 2010 Жанр: Arcade (Fighting) Платформа: PC Разработчик: Fully Illustrated Издатель: Fully Illustrated Тип издания: Лицензия Язык интерфейса: Английский Таблэтка: Не требуется Размер: 10 MB Toribash - инновационная игра,пошаговый физический рэгдолл-файтинг.Игра, где нету заранее анимированных приёмов — все движения своего бойца контролирует игрок, шаг за шагом. Смачные удары, расчленёнка, кровища — здесь всё это... View the full article
-
document.write("http://www.tusnya.net/uploads/posts/2010-05/1273431890_0905e5ef9a89561b99480a.jpg"); Год выпуска: 2010 Жанр: Action / Shooter Разработчик: Fatshark Издательство: СофтКлаб Платформа: PC Тип издания: Лицензия Язык интерфейса: только русский Таблетка: Отсутствует Размер: 687 Mb Об игре: Командный шутер от третьего лица перенесет игроков на Дикий Запад, где все споры и проблемы решаются просто и быстро — с помощью пистолетов, ружей и динамита, а лучшая награда за риск — конечно же, золото. Станьте героем-одино... View the full article
-
12 მაისს, 10:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ბათუმში, ლერმონტოვის #107-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდებიან. 12 მაისს, 12.00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ე.წ. მალაკნების ბაზართან ჩუღურეთის რაიონის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება. 12 მაისს, 12.00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო დემოკრატების’ ლიდერები გლდანის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენენ. მის: მუხიანი, დუმბაძის გამზირის ბოლოს (მუხიანის მუნიციპალიტეტის შენობის წინ) 12 მაისს, 12.00 საათზე სასტუმრო ‘თბილისი მერიოტში,’ მირიან მეფის დარბაზში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი გაიმართება. 12 მაისს 13:00 სათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში პრეკონფერენციას გამართავს. თემა: ‘კოლონიური რეიტინგები’ 12 მაისს 13:00 სათზე ‘პარტია მომავალი საქართველოს’ მერობის კანიდიდატი გიორგი ლაღიძე გლდანის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: მეტრო ‘ახმეტელი’, სავაჭრო ცენტრ ‘მარიამთან’ 12 მაისს, 13.00 საათზე, ‘ხალხის პარტიის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ალეკო შალამბერიძედა როინ ხიჯაკაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქ. №57-ში, დევნილების სახლთან ბრიფინგს გამართავენ. 12 მაისს 13:00 სათზე პოლიტიკური გაერთიანება ‘ქართული დასის’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს და ილიას უნივერსიტეტში ახალგაზღდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: პარლამენტი ოთახი 301 12 მაისს, 13.00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამაუკა კაციტაძე ქავთარაძის ბაზრობის შესასვლელში მოსახლეობას შეხვდება. 12 მაისს, 13.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი თამთა დემურიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘პრიორიტეტები სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში’. მის.: თავისუფლების #4 12 მაისს, 14:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კოალიცია სამართლიანობისთვის’ საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მისამართი: კინოთეატრი ‘ამირანი’ საკონტაქტო პირი: თეონა ბაღდავაძე ტელ: 897 97 03 53 12 მაისს, 14.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე დაცვის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. თემა: ‘დახურულ უბნებში დაცვის პოლიციისა და ჯარის ჩასმა’. მის.: წერეთლის გამზ. #136 12 მაისს, 14:00 საათზე პოლიტიკური მოძრაობა ‘თავისუფლების’ გენერალური მდივნის სანდრო ბრეგაძის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ბახტრიონის 11ა. გრიგოლია, მოძრაობის ლიდერი ლევან ვეფხვაძე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია იყალთოს გორის მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: საბურთალო, იყალთოს გორა, ავტობუსების ბოლო გაჩერება 12 მაისს, 16:00 საათზე, გაზეთ ‘პრაიმ-თაიმის’ პრესკლუბში კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. 12 მაისს, 16.30 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე მოსახლეობას შეხვდება. მის: ქურხულის ქუჩისა და ფოსტის ქუჩის კვეთა, სასატუმრო ‘ძველი მეტეხის’ მოპირდაპირე მხარეს 12 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 12 მაისს, 17.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია და მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერი 12 მაისს, 18.00 საათზე, დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატაობის კანდიდატი დავით ზალკალიანი სოფელ დიღომში მოსახლეობას შეხვდება. (სოფელ დიღმის ცენტრი) იხილეთ epn.ge