planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.ytimg.com/vi/ffW98lbwWSg/2.jpgVideo: Nini Badurashvili - Dghes Added by user: Admini Date: 13.05.2010 (6:50) Description: ნინი ბადურაშვილი - დღეს<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/kiezGH7GhjE/2.jpgVideo: Diana Gurtskaya - Zhizn Added by user: Admini Date: 13.05.2010 (6:46) Description: Диана Гурцкая - Жизнь სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/olimpiadis-gaxcna2-150x150.jpg კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ოლიმპიადის მიზანია: განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით, ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით ახსნა და გადმოცემა, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში და სხვ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/jazi-150x150.jpgთბილისის ჯაზ-ფესტივალი ხვალ, 14 მაისს ერიკ ტრუფაზის კვარტეტით დაიხურება. ფესტივალი 4 თვეა რაც ტარდება. ის 20 თებერვალს ფრენკ მაკკომბის კონცერტიტ გაიხსნა და მის ფარგლებში ჯონ მაკლაფენმა და ჯოჯო მაიერმა “თბილისი ივენთ-ჰოლში” ქართველ ჯაზის მოყვარულებს ახალი და ძველი ჰიტები წარუდგინეს. ერიკ ფტუფაზი- ფრანგი მუსიკოსი, 8 წლის ასაკიდან უკრავს და დაკვრის ინდივიდუალური სტილით სხვა მუსიკოსებისაგან მკვეთრად გამოირჩევა. აღიარება მან 20-ე საუკუნის მიწურულს მოიპოვა. მესაყვირის საუკეთესო ალბომად „მანტის“ ითვლება, რომელიც აღმოსავლური რითმებითა და დასამახსოვრებელი ჰარმონიკით გამოირჩევა. კონცერტი 20 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 80 ლარი იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxa_kukava15-150x150.jpg “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა აცხადებს, რომ რუსეთის განწყობა საქართველოს მიმართ უკიდურესად დაძაბულია. “კონსერვატორმა” კუკავამ დღეს “პრიმე-ტიმეს” პრესკლუბში დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ქვეყნების დაძაბულობის პირობებში პირდაპირი მოლაპარაკებები არის ყველანაირი დაპირისპირებისას გამოსავალი,” – განაცხადა კუკავამ. მისი თქმით, ნატოში საქართველოს შესვლის არანაირი შანსი არ არსებობს. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სააკაშვილისთვის მხოლოდ პიარია და მიაჩნდა, რომ ამას მხოლოდ კლიპების გაკეთებით “აღადგენდა”. თუმცა, 2008 წლის შემდეგ კი, არც ეს კლიპები გაუკეთებია,” – განაცხადა კუკავამ. კუკავა ზურაბ ნოღაიდელის მიერ რადიო “ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ინტერვიუ იმას, რომ ნოღაიდელი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდა, კუკავამ განმარტა, რომ განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. “კონსერვატორი” მიიჩნევს, რომ ნოღაიდელი ასეთ რამეს არ იტყოდა. შეგახსენებთ, რომ “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რადიო “ეხო მასკვისთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმჯობესია ტერმინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დავივიწყოთ და დევნილების დაბურებაზე ვიფიქროთ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/medvedevi-150x150.jpgრუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ტერორისტების განადგურებას მოითხოვს. რუსეთის პირველმა პირმა ტერორისტების, რომლებიც დაკავების დროს ძალოვან სტრუქტურებს წინაამღდეგობას გაუწევენ, განადგურების ბრძანება გასცა. “დაადგინეთ პირები, რომლებმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და ისინი, ვინც დაკავების დროს ძალოვან სტრუქტურებს წინაამღდეგობას გაუწევენ, არ შეიბრალოთ, – გაანადგურეთ!”- განაცხადა მედვედევმა ფედერალური უშიშროების ბიუროს და პროკურატურის საგამომძიებო კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ალექსანდრე ბორტნიკოვთან და ალექსანდრე ბაასტრიკინთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბორტიკოვმა დღეს პრეზიდენტს აცნობა იმის შესახებ, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებების ორგანიზატორები და შემსრულებლების ვინაობა დადგენილია, ხოლო ტერორისტთა დაჯგუფების სამი წევრი, მათ შორის შაჰიდი ქალების გამცილებელი, სპეცოპერაციის დროს იყვნენ მოკლულნი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha126-150x150.jpg ჩემი ოცნებაა, რომ ყველა მიკრორაიონში და ყველა დიდ ან პატარა დასახლებაში ასეთი ტიპის საცურაო აუზი გაიხსნას. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საცურაო აუზი “ოლიმპიკის” გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. პრეზიდენტმა 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზი “ოლიმპიკი” გახსნა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს აუზი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ზოგიერთი ბავშვი კი უფასოდაც შეძლებს შესვლას. პრეზიდენტი ამბობს, რომ ცენტრალურ უბნების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ აუზები გარეუბანშიც ფუნქციონირებდეს. “ჩემი ოცნებაა, რომ ყველა მიკრორაიონში და ყველა დიდ ან პატარა დასახლებაში გაიხსნას ასეთი ტიპის საცურაო აუზი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე თბილისში, სხვა ქალაქებსა და რეგიონში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს არ არის მხოლოდ სპორტული პროექტი, ეს არის სოციალური პროექტი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე, ასევე, ისაუბრა საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც მან აღნიშნა, შეამჩნია, რომ მიმდებარე ტერიტორია გამწვანებულია. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საცურაო აუზთან რაგბის მოედანიც გაიხსნება და მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სპორტული ცენტრი აშენდება. აუზის გახსნაზე სააკაშვილმა წყალბურთის ნაკრების წევრ ნოდარ რაფავასაგან საჩუქრად 5-ნომრიანი ქუდი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნით წყალბურთის ნაკრების წევრი იყო და ამ სპორტით სერიოზულად იყო გატაცებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/yirgizetis-drosha-150x150.jpg ყირგიზეთში დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორების წინაამღდეგ საპროტესტო აქციები მზადდება. მას შემდეგ, რაც ოშის საოლქო ადმინისტრაცია დაიკავეს და გუბერნატორი შეცვალეს, დროებითი მთავრობის მოწინაამღდეგებმა ქვეყნის სამხრეთის სხვა ქალაქებისკენ მსვლელობა დაიწყეს, სადაც ანალოგიური აქციებს გეგმავენ. ამის შესახებ “რია-ნოვოსტის” ოშის ოლქის ახლად დანიშნული გუბერნატორმა მამასადიქ ბაკიროვმა განუცხადა. გუბერნატორმა სახალხო ლაშქარი შექმნა, რათა ოშში არეულობა და მარადიორონა არ დაუშვას. როგორც გუბერნატორმა განაცხადა, მიტინგის მონაწილეები ავტობუსებით ჯალალ-აბადის და ბათქენის მიმართულებით დაიძრნენ. ახალი ხელისუფლების მოწინაამღდეგეებმა კი ორივე რეგიონში მიტინგები უნდა ჩაატარონ და ოლქების ხელმძღვანელობა შეცვალონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/jeneva1-150x150.jpg ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა პიერი მორელიმ, ანტი ტურურენიმ და ბულატ ნურგალიევმა ჟენევის დისკუსიების 11-ე რაუნდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციები გამართეს. ორმხრივი შეხვედრა სოხუმში 12 მაისს, ჟურნალისტების დასწრების გარეშე ჩატარდა. დელეგატებმა შეხვედრა აფხაზეთის საგარეო საქნეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიასთან, საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეულთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების თავჯდომარესთან ლანა აგრბასთან გამართეს. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, აფხაზეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მომავალ დისკუსიების რაუნდში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არის. “ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წინადადებები და შენიშვნები საერთაშორისო დისკუსიებში გამოყენებული დოკუმენტებთან დაკავშირებით. კერძოდ ისეთებს, რომლებიც ეხება ტერმინოლოგიებს,”- განაცხადა ღვანჯიამ. მისი განმარტებით, აფხაზეთის დელეგაციას მოლაპარაკებზე ე.წ. პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს. ღვინჯია ამბობს, რომ დისკუსიების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც უშიშროების, აგრეთვე ჰუმანიტარული საკითხებიც. “აუცილებლად განიხილება საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთთან სამხედრო მოქმედედების განუახლებლობის შეთანხმების საკითხი,” – განაცხადა ღვიჯიამ. ჟენევის დისკუსიბის თანათავმჯდომარეები ხვალ, 14 მაისს თბილისს ეწვევიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5118-150x150.jpg სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის სახით, თაღლითობის ფაქტზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ცირა მაისურაძე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში თაღლითობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად კი, საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა, რადგან მოსამართლის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიკვეთა. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ცირა მაისურაძე, 2010 წლის 4 იანვრიდან მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. მაისურაძე განსასჯელებს – შალვა კოღუაშვილსა და ს/ს `თბილსრესის~ სხვა თანამშრომლებს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა საპროცესო შეთანხმების დადებაში და ამ მიზნით საქმეში ჩართო ადვოკატი რომან ნერგაძე. რამდენიმე დღეში ცირა მაისურაძე შეხვდა შუამავალს ლაშა გაგნიძეს და მოსთხოვა 5.000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც ვითომდა სჭირდებოდა ახალციხეში მყოფი უცნობი პირისთვის გადასაცემად, რათა მას ზემოქმედება მოეხდინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რომლებიც არ იქნებოდნენ განსასჯელ პირებთან საპროცესო შეთანხმების დადების წინააღმდეგი. შეხვედრიდან მეორე დღეს ლაშა გაგნიძემ ცირა მაისურაძეს მოთხოვნილი თანხა გადასცა. მითითებული თანხის მიღებიდან ხუთი დღის გასვლის შემდეგ, ლაშა გაგნიძემ ცირა მაისურაძეს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, თითქოსდა პროკურორ კოჭლამაზაშვილისთვის გადასაცემად კვლავ მიუტანა 3.000 აშშ დოლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani-2-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს გურამიშვილის #84-ში, ყოფილ ელმავალმშენებელი ქარხნის შენობაში მხცოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილები მათ მიერ დაკავებული ფართებს საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მათ თავად მინისტრისგან მოისმინეს, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. „ამ ობიექტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები ერთად ცხოვრობენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ ეს ფართები დაუკანონდებათ. ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც ექნებათ და ეს ყველაფერი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ზამთარს კი შიშის გარეშე შეხვდებიან. რაც ყველაზე მთავარია, დაკანონების მოლოდინი ყველა ოჯახს აქვს. კიდევ ბვერი გვაქვს დასაკანონებელი და ასე ოჯახ-ოჯახ, ობიექტ-ობიექტ ვივლით და ყველას გავახარებთ“,- განაცხადა სუბელიანმა. შენობაში სულ 52 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 30 ოჯახი სამაჩაბლოდან, ხოლო 22 აფხაზეთიდან დევნილია. დევნილებმა მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრობლემა ამ ფართების საკუთრებაში გადაცემაა. აფხაზეთიდან დევნილი ინდიკო ტაბაღუას თქმით, მათ მთავარ პრობლემას საკუთარი სახლების არქონა წარმოადგენს. „20 წელი სხვის სახლში ვხოვრობდით. ასეთი ღონისძიების გაკეთება დევნილებისთვის დიდი პრივილეგია, სამამულო საქმეა. კერძო საკუთრება რომ გვექნება, საკუთარ თავს უკეთესად მივხედავთ. ამ დღეს მოუთმენლად ველოდით. მადლობის მეტი რა გვეთქმის,“- განაცხადა დევნილმა. მინისტრთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi2-150x150.jpgმოძრაობამ ,,არა” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე მოძრაობის წევრებმა ბანერები და ფოტოები წარმოადგინეს, სადაც აღბეჭდილი იყო ერთის მხრივ, თბილისში მცხოვრებ უსახლკაროთა ყოფა-ცხოვრება და ასევე, მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, გივი თარგამაძის, გელა ბეჟუაშვილის მშენებარე სახლები. მოძრაობა “არა”_ს წევრების განცხადებით, გამოკითხულ იქნა ასამდე უსახლკარო, რომლებმაც დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოძრაობა “არა”_ს წევრმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, გიგი უგულავას და თბილისის მერიას 5 წლის განმავლობაში საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ის უსახლკარო ადამიანები დაებინავებინა, რომლებიც ზამთარსა და ზაფხულს ღია ცის ქვეშ ატარებდნენ. თუმცა, ჩიტაძის თქმით, მათი დრო, ენერგია და ფინანსები მიმართული იყო საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. “ამიტომ ვთხოვთ მოსახლეობას, გადახედონ გიგი უგულავას მოღვაწეობას 5 წლის განმავლობაში და არჩევნების დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ,”_ განაცხადა ლევან ჩიტაძემ. მოძრაობა “არა”_ს წევრების განცხადებით, ისინი ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თუ რა გაკეთდა და რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩინოვნიკის სახლია ასაშენებელი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kani-oqros-palma-150x150.jpgკანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემაზე რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEORGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. ფილმი ამერიკელი ოპერატორისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიის თემაზეა აგებული. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან, რათა მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ. თრილერი, პირობითი სახელწოდებით- “GEORGIA”ყველაზე გახმაურებული, სოლიდური და ვარსკვლავურია ამ ჟანრში გადაღებული სხვა მის წინამორბედებთან შედარებით. ენდი გარსია და ველ კილმერი- კინო-კრიტიკოსთა შეფასებით, ეს ბრენდი სახელები უკვე წინაპირობაა სურათის წარმატებისთვის. ფილმის ფინური წარმოშობის რეჟისორმა რენი ჰარლინმა ჰოლივუდისა და კინო-კომპანიების პავილონებს, გადასაღებად ცოცხალი გარემო ამჯობინა. ჰოლივუდირი თრილერის გადაღება საქართველოში მიმდინარეობდა და მას სამთავრობო აპარტამენტები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც დაეთმო. ”მე დიდხანს ველოდი რაიმე მნიშვნელოვანისა და ნამდვილის გამოჩენას. მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც რაღაცას იტყვის ადამიანურ მდგომარეობებზე. რამდენიმე კაცმაც რომ დაინახოს ის, განიცადოს მისი გავლენა და გაიგოს მისი პაციფისტური გზავნილი, ე.ი. მე რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ და ამით ვიამაყებ,” – განაცხადა გადაღებების დროს ჰარლინმა The Guardian -თან ინტერვიუში. ფრანგულ LE MONDE –თან კი, რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეს ფილმი ”ომის წინააღმდეგ მიმართული ძლიერი განაცხადი იქნება.” ფილმის ავტორები და პროდიუსერები სურათის ბიუჯეტის ციფრს ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებენ. პროექტის ავტორი განმარტავს, რომ ჰოლივუდური სურათი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება. პროექტი კომპანია ,,გოლდ ინვესტის” დაფინანსებით ხორციელდება. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფილმისთვის ფულს საქართველოს მთავრობა იხდის. დაფარვის მიუხედავად კინო-ფილმის ბიუჯეტი უცხოურმა პრესამ მაინც გაახმაურა. ბრიტანული გამოცემა The Independent იუწყება, რომ ფილმის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარია (19 მილიონი ევრო), შესაბამისად ეს ყველაზე მასშტაბური ფილმია, რაც კი საქართველოში ოდესმე გადაღებულა. ფილმში ჰოლივუდის 15 მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის ენდი გარსია (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლში), ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და ემანუელ შირიკი. მასში ასევე 150-მდე ქართველი კინოპროფესიონალია დაკავებული. სცენარი ცნობილ ამერიკელ დრამატურგს, მაკო ალენს ეკუთვნის. ფილმს 2 ქართველი პროდიუსერი – დავით იმედაშვილი და პაპუნა დავითაია ჰყავს. ფილმის პოსტერები უკვე გამოჩნდა და მასზე ცეცხლოვანი ცის ფონზე ტანკის სილუეტია გამოსახული. კანში ფილმის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. კანის კინოფესტივალი საფრანგეთში დღეს ასევე არასაკონკურსო ფილმი “რობინ ჰუდით” გახსნა. გახსნის ცერემონია ბრიტანელ მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასს მიჰყავდა. წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმია წარდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან. ჟიურის გადაწყვეტილება 23 მაისს გახდება ცნობილი. ტიმ ბარტონის განცხადებით, მისთვის კანის კონოფეტივალის თავმჯდომარეობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, რადგან ნახავს ისეთ ფილმებს, რომლებსაც თავად არასდროს გადაიღებდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში. ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის. ოქროს პალმის რტო (Palme d’Or) კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიაა. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix – დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში. 1954 წლამდე კანის კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებდა „გრან პრით“. ჯილდო წარმოდგენილი იყო თანამედროვე, იმ წელს მოდაში მყოფი მხატვრის ქმნილებით. შესაბამისად ჯილდო ყოველ წელს განსხვავებული იყო. 1954 წლის დასასრულს ფესტივალის დირექტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი რათა წარმოედგინათ პალმის რტოს დიზაინი, რომელიც იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი. 1955 წელს პირველი ოქროს პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანს ფილმისთვის მარტი და წარმოადგენდა ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს 1964 წლამდე, მანამ, სანამ ფესტივალი დროებით არ დაუბრუნდა „გრან პრით“ დაჯილდოების ტრადიციას, ოქროს პალმის რტოსთან დაკავშირებით არსებული საავტორო უფლებების დაცვის პრობლემის გამო. 1975 წელს ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოება კვლავ განახლდა და ფესტივალის სიმბოლოდაც იქცა. იგი წარმოდგენილი იყო წითლ წმინდა მაროკოს ტყავის კოლოფში, რომელსაც სარჩულად თეთრი ნატი ჰქონდა დატანებული. მისი დიზაინი 1975 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი საყრდენი, რაზეც დამაგრებულია თვითონ რტო, რომელიც 1980 წლისთვის მრგვალი ფორმის იყო, 1984 წლისათვის მისი ფორმა პირამიდისებურით შეიცვალა. 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა დიზაინი შეცვალა და საყრდენი ხელით ნაკვეთი ბროლით შეცვალა. კიდევ რამდენიმე ცვლილების შემდეგ მან მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს. იგი გაკეთბულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია ახლა უკვე ლურჯ მაროკოს ტყავში. კანის კინო ფესტივალის თითქმის სამოცდათწლიანი ისტორიის მანძილზე ქალ რეჟისორს ოქროს პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა. ეს ჯეინ კემპიონი იყო ფილმისთვის პიანინო (1993 წელს). კანის საერთაშორისო კონოფესტივალი წელსაც ტრადიციულად, მაისში იმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachapuridze3-150x150.jpg ხელისუფლებისგან უყურადღებობის შემთხვევაში, ადვოკატთა აცოციაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა ხაჭაპურიძე პოლიტიკურ მოთხოვნებს წამოაყენებს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ადვოკატთა ასოციაციის აქციაზე, ხაჭაპურიძემ ჯურნალისტებისათვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნა პარლამენტში 10 დღის წინ შეიტანა, მას არავინ გამოხმაურებია. “ჩვენ ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში ჩვენი ხმების დასაცავად. ჩასწორებების შეტანის შემდეგ, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ გააყალბებს არჩევნებს,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ. “ექსპრესნიუსთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი 28 დეკემბრის ცვლილებები საბოლოო უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ კიდევ შეცვალეს 8 და 12 მარტს, მაშინ როდესაც პარლამენტი შვებულებაში იყო და ამის იურიდიული ძალა არ ქონდა. ადვოკატის განმარტებით, მიტინგები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება. “პარლამენტთან დაიდგმება კარვები და არ დავიშლებით, სანამ ჩვენს სამართლიან მოთხოვნაზე არ მივიღებთ თანხმობას,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ. საარჩევნო კოდექსისითვის მომზადებული ადვოკატთა ცვლილებები 10 პუნქტიანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა 50%-ანი ბარიერის დაწესება, ვიდეო-თვალების საჯაროობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ასევე ჟურნალის შემოღება საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მისვლის დროს დააფიქსირებს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიტინგის მიმდინარეობისას, ყოველ საღამოს 18 საათზე გაკეთდება დღის შემაჯამებელი საინფორმაციო ტიპის განცხადება. აქციის მსვლელობის პერიოდში ადვოკატები მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციების გაწევასაც დაპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა აქცია თბილისის მერიაში 10 ივლისამდეა სანქცირებული. 14 იხილეთ epn.ge
-
ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატ ლევან იზორიასთან ერთად ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ალასანიას თქმით, ვაზისუბანში ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა და წყლის გრაფიკით მიწოდებაა. “ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ორივე პრობლემა მოიხსნება. ქალაქის ცენტრსა და ამ უბანს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება, რომელიც დადგენილი განრიგის მიხედვით იმოძრავებს. ასევე მოგვარდება წყლის გრაფიკით მიწოდების პრობლემაც. უსამართლობაა, როცა მოსახლეობა წყლის სრულ გადასახადს იხდის, წყალი კი გრაფიკით მიეწოდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ