planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია კინოს სახლში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და ნარკომანიის პრობლემაზე ისაუბრა. „ნარკომანია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ეს არის მძიმე სენი, რომელსაც აღმოფხვრა სჭირდება და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს “, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსის ლიდერის განცხადებით, შეხვედრა „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერები და მაჟორიტარი კანდიდატი გულიკო ზუმბაძე „თბილავიამშენის“ მუშა-მოსამსახურეებსა და დასახლების ამომრჩევლებს „თბილავიამშენის“ მიმდებარე პარში შეხვდნენ. გულიკო ზუმბაძემ ამომრჩევლებს მიმართა: „1990 წლამდე „თბილავიამშენში“ (ყოფილ 31-ე საავიაციო ქარხანაში) დასაქმებული იყო 17 000 ადამიანი, დღეს ეს რიცხვი 10.5-ჯერ არის შემცირებული. უმუშევრად დარჩენილია და გაჭირვებას განიცდის ათასობით ადამიანი. მართალია პროფესიონალი ხელმძღვანელების წყალობით ქარხანა გადაურჩა მთლიანად განადგურებას, მაგრამ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა კვლავ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა საწარმოს მდგომარეობა. გადაიკეტა ნედლეულის შემოტანის წყარო. გაჭირდა ხელფასების გაცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცვლილებები, რასაც ჩვენი „ალიანსი“ განახორციელებს, აუცილებლად შეეხება „თბილავიამშენს“ და აქ დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს. ქარხანას აქვს საკმაო რესურსი იმისა, რომ ბაზარზე საინტერესო შემოთავაზებებით გამოვიდეს. სწორი საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების პირობებში `თბილავიამშენი~ ერთერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიულად ყველაზე მომგებიანი საწარმო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება აქ დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ისინი მიიღებენ ყველა იმ სიკეთეებს, რასაც ალიანსი თბილისელებს ჰპირდება“. View the full article
-
ირაკლი ალასანია და ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პეტრიაშვილი ნაძალადევის მეტროსთან აღნიშნული რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობასთან ერთად ”ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამა განიხილა.თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ისევე, როგორც მთელ თბილისში, ნაძალადევშიც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ასევე, ამ რაიონში მძიმედ დგას კერძო საკუთრების საკითხიც, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას კერძო საკუთრებას არ უკანონებს. „პირველი რიგის ამოცანა, თუ გავხდები თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი დედაქალაქის საკრებულოში, იქნება კერძო საკუთრების დაკანონების საკითხების მოგვარება“ – აღნიშნა ზაზა პეტრიაშვილმა ნახეთ
-
http://i.ytimg.com/vi/uL_IYP9iPvA/2.jpgVideo: Basti Bubu - Happy Birthday! Added by user: Sando Date: 10.05.2010 (12:07) Description: სრულად
-
თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია “კინოს სახლში” ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და ნარკომანიის პრობლემაზე ისაუბრა. “ნარკომანია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ეს არის მძიმე სენი, რომელსაც აღმოფხვრა სჭირდება და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს” , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, შეხვედრა “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ligamus1.jpg ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბოლო დღეებში უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია რომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაა, რომლის ნებისმიერი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე კანონები და უნივერსიტეტის წესდება. ილიას უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპები აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარებას უნივერსიტეტში. “ჩვენ ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას”_ ნათქვამია ოფიალურ განცხადებაში. ილიას ინივერსიტეტის ადმინისტრაცია, ცენზურასთან მიმართებაში საკუთარ პოზიცაის გამოთქვამს. “უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე,ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია – არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და მომავლისთვისაც”_ აცხადებენ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gpmMZarVI/AAAAAAAAAlw/tEXiksiDurI/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20039.jpg„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში ხელახალი არჩევნები ჩატარდა და რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის საპატიო თანამდებობაზე მეორე ვადით ნონა თოლორაია აირჩა, რომელიც „ღია ბოქლომს“ ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ესაუბრება. ნონა თოლორაია: ჯერჯერობით ზუგდიდში ჩვენს პარტიას რეგიუნალური ორგანიზაცია არა აქვს. მე ვარ ყრილობაზე არჩეული ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს არის პოლიტიკური ელიტა საქართველოში, რომელიც იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენს პარტიაში ისე არ ხდება, რომ ერთი პიროვნება იღებდეს გადაწყვეტილებას, არამედ ყველა პრობლემატური საკითხი წყდება ეროვნულ კომიტეტში, ყველა წევრთან შეთანხმებით. ჩვენ, ზუგდიდში გვაქვს რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და ამ კომიტეტის თავმჯდომარედ მე ვარ არჩეული. ამავდროულად ვარ დავით უსუფაშვილის განკარგულებით პარტიის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში. –დღეს ზუგდიდის რაიონში, კერძოდ ანაკლიაში, არსებული ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იქ არსებული მიწების უკანონო გასხვისებაა. რას აკეთებთ „რესპუბლიკელები“ ამ პრობლემის მოგვარებისთვის.–ჩვენ წინა პლანზე წამოვწიეთ ეს საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საქმე ეხება ანაკლიაში მოსახლეობის უკმაყოფილებას ხელისუფლების უკანონო ქმედებასთან დაკავსირებით – ხალხს მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს. მოგეხსენებათ ისიც, რომ ანაკლიაში ხორციელდება „გრანდიოზული“ პროექტი და ჩვენ ყველა სამშენებლო პროგრამის მომხრე ვართ, მაგრამ არა მოსახლეობის დაწიოკების და უბედურებების ხარჯზე. ვისაც ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა მიწები საკუთრებაში, ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა, ზოგი „კანონიერად“ და ზოგიც უკანონოდ. ჩვენ მივედით ამ ხალხთან, მოვუსმინეთ და შევთავაზეთ, რომ პირველი სიტყვა ჯერ მათ ეთქვათ და მერე ჩვენ მათ მხარში დავუდგებოდით, მაგრამ აქ კედევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა: – როცა ხალხი გამოვიდა და საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ჩვენ მოვახერხეთ ეს საკითხი გაშუქებულიყო ყველა ჟურნალ-გაზეთში და არამც და არამც ტელე არხებზე. როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა, ის ადამიანები ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, საერთოდ არ გამოჩნდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა მათი დაწიოკება, დაშინება და სხვა ბინძური ხერხებით მათი გაჩუმება. ჩვენ ამ თემას რათქმაუნდა არ დავივიწყებთ _ ამგვარ უკანონობას არ შევურიგდებით. –საინტერესოა თქვენი აზრი, რევაზ ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას სახელი დაარქვეს...http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gqYSShNAI/AAAAAAAAAl4/fweGtnhu-nA/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20002.jpg–აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება იმ ადამიანს მართლა ჰქონდეს დამსახურება, მე ვერ ვილაპარაკებ მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე, ღმერთმა აცხონოს. –გუბერნიაში ცვლილებებთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ? –ჩვენ იქ არ ვართ და შესაბამისად გუბერნიის შიდა სამზარეულოში მომხდარი ცვლილებების შესახებ ცოტა რამ ვიცით, თუმცა არ უარვყოფ, რომ გარკვეული ცნობები გაგვაჩნია. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგმა უკანონობის წინააღმდეგ ხმის ამოღება შეძლო... -30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და ბუნებრივია, რომ თქვენი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში რა გეგმები გაქვთ? -მინდა ავღნიშნო, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არის ის პარტია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ერთი არჩევანი - მხოლოდ კონსტიტუციური გზა სამართლიანი არჩევნების სახით. ჩვენი მიზანია რაღაც დონეზე ოპოზიციური პარტიებიდან იყვნენ წარმომადგენლები თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში, რომ ერთხმად არ წყდებოდეს გარკვეული საკითხები. ჩვენ მოვდივართ ამ არჩევნებზე. ძალიან მიკვირს ჟურნალისტები რომ ამბობენ „ალიანსი დაიშალაო“. ეს ასე ნამდვილად არ არის. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ალიანსს ერთი სუბიექტი გამოაკლდება ჩვენ მაინც არ დავიშლებით, რადგან ჩვენ ვართ ოთხსუბიექტიანი. რაც შეეხება "პრაიმერს", მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების ხაფანგია - ნოღაიდელის და რუსული ფულებით დაფინანსებული. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი ხალხის გვერდით დავდგეთ, არ გვინდა საქართველო ისევ გუბერნიებად დაიყოს, არ გვინდა ყველა ის დისიდენტური მოძრაობა, რაც დამოუკიდებლობის მისაღწევად იყო, წყალს გავატანოთ. თუ ცალცალკე მიშას ვერ ვამარცხებთ, ამიტომ ხომ არ შეიძლება გავვერთიანდეთ?! გვესმის რომ ერთი კანდიდატია საჭირო და ამ კანდიდატის მოძიებაში გვაქვს განსხავებული აზრები და პოზიციები. ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე და გვაქვს ჩვენი საარჩევნო პროგრამა. პარტიის მთავარი საზრუნავია ყველა სოფელში გვყავდეს ჩვენი კანდიდატი.http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-gplLAmcwI/AAAAAAAAAlg/gVp8sUm-TcE/s320/%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5%20054.jpg ეს არჩევნები იდეალური რომ იქნება ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რადგან მათ ახალი გაყალბების მეთოდები აქვთ დამუშავებული და თან იმდენი, რომ საქართველოს კი არა მეზობელ ქვეყნებსაც ეყოფა. ამის ნათელი მაგალითი იყო უკარაინა. ქალბატონ ნონასთან საუბრის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გავიხსენეთ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეების საკითხიც და მან აღნიშნა, რომ ერთი და ორი ადამიანის „გაჩუმება“ არ ნიშნავს საერთო პრობლემის მოგვარებას. ზოგიერთი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ჩინოვნიკისგან განსხვავებით, „რესპუბლიკური“ პარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე, საინტერესო რესპოდენტი და გულახდილი მოსაუბრე აღმოჩნდა. [მოამზადა, ლია შამათავამ] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/deisadze-150x150.jpgახალგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია და საჯარო კითხვა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ წიგნის სათაურით და იდეით შეშფოთებულმა საზოგადოების ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო. აქცია ფიზიკურ ზეწოლაში გადაიზარდა. გაჩნდა მოთხოვნები – აიკრძალოს აღნიშნული წიგნი და გადადგეს ი.ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარები ახალგაზრდა მწერლის მობილურ ტელეფონზეც გაისმა, რის გამოც ერეკლე დეისაძე იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. ის ქუთაისში იმყოფებოდა. რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე უძღვება. _ როცა ვწერდი, რა თქმა უნდა გამიზნული პროვოკაცია იყო ეს და არც გამკვირვებია რეაქცია , მაგრამ ამ დონის რეაქცია უკვე ძალიან გაოცებას იწვევს ჩემში. ყოფილა ასეთი სკანდალური წიგნები და პრეზენტაციებიც, მაგრამ არა იმ სახით, რომ ამაში პოლიტიკოსები ასე აქტიური სახით ჩართულიყვნენ, აქციები გამართულიყო და შემდეგ ეს აქციები დაერბიათ. _ პოლიტიკოსებს ვის გულისხმობ? ამ შემთხვევაში ზვიად ძიძიგური, ნიკა ივანიშვილი, რომელიც მერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ხელი მოაწერა პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ეს წიგნი უნდა აიკრძალოს და ავტორი უნდა იყოს ანათემაზე გადაცემული. _ ანუ შენ რაღაც რეზონანს ელოდებოდი? _ კი, მაგრამ არა ესეთი გამწვავებული სახით. მაგრამ რომ მცოდნოდა ასეთი გამწვავებული სახე ექნებოდა, მაინც გავაკეთებდი იგივეს, იმიტომ რომ ეს გზა აუცილებლად გასავლელია და მნიშვნელობა არა აქვს ამას მე გავაკეთებ თუ სხვა. აქ არ არის იმაზე საუბარი, რა დონის ტექსტებია, აქვს ამას მხატვრული, ლიტერატურული ღირებულება თუ არა, ეს სხვა საკითხია.…აქ ფაქტი იწვევს გაოცებას, ქვეყანაში სადაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და მთავრობას ადანაშაულებენ სიტყვის თავისუფლების აღკვეთაში – უკვე თვითონ ხდებიან იმ პროცესის მონაწილე, რომ თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს. _ თუ მიმართე ამის შესახებ ვინმეს? _ არა, არავისთვის არ მიმიმართავს, ძალიან ბევრი იარლიყი მომაკრეს, რომ თითქოს ჩემ უკან ვიღაცეები დგანან. მე არც გიგი თევზაძეს და არც `თავისუფლების ინსტიტუტს~ ვიცნობ. უბრალოდ ეს ვიღაცეებს ქულების დასაწერად სჭირდებათ და სიტუაციის უფრო გასამწვავებლად. მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ჩემ უკან დგას საქართველო და ის ხალხი, რომლებიც დღეს იქ დგანან და ყვირიან და კიდევ მოუწევთ ყვირილი, თუ მათ მსგავსი თემები აშფოთებთ და მომავალშიც აღაშფოთებთ. ალბათ დაიღლებიან ოდესმე, იმიტომ რომ მე არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებ. ერთადერთი რასაც შეიძლება შევეწირო, ჩემი პრინციპები და ტექსტებია. _ ეკლესიის მხრიდან თუ იყო რამე გამოხმაურება? _ პრესაში ვნახე, `ალიაში~ დაწერეს და განაცხადეს მომიტინგეებმა უშუალოდ, რომ ეს აქცია ჩემ წინააღმდეგ, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. პატრიარქის სიტყვებიცაა ციტატად მოყვანილი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მსგავსი შინაარსია - ამათი თარეში ოდესღაც უნდა მორჩეს საქართველოში, თუ რაღაც მსგავსი… ეს არ არის პირველი დარბევა, როცა მხატვარ ზაუტაშვილის გამოფენა დაარბიეს, მაშინ ამას არ მოჰყოლია რეზონანსი საპატრიარქოს მხრიდან, რომ ეს ფაქტი სიტყვის დონეზე მაინც დაეგმოთ, არ მაქვს საუბარი იურიდიულ მხარეზე… _ ანუ ჰელოვინი, იგივე ზაუტაშვილის ამბები, ხშირ შემთხვევაში დამრბევთა საწინააღმდეგო მხრიდან არ იყო საპასუხო რეაქციები, იგივე ძალადობის თვალსაზრისით… ეხლა შენ ამბობ, რომ ამ ადამიანებს ისევ ძალით უნდა დავუპირისპირდეთ? _ კი, სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ კანონი არ კანონობს ქვეყანაში, ხელოვანის უფლებები არის დარღვეული, მაშინ როდემდე უნდა იყვნენ `დაჩმორებულ~ პოზიციაში და თავჩაღუნულები? როცა მოვლენ მახვილით, ჩვენც უნდა დავხვდეთ მახვილით და უნდა იყოს ეს ბრძოლა. ალბათ დაიღლებიან, ვიღაც დასახიჩრდება, ვიღაც მოკვდება და მერე ალბათ გაჩერდებიან, სხვა ფორმას მისცემენ ამ პროტესტს. ერთია სიტყვიერი პროტესტი, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როცა ფიზიკურ ძალადობაზე მიდგება საქმე, ის უკვე კანონის და რელიგიური დარღვევაა. _ ვის თხოვ დაცვას, რას აპირებ? _ პოლიციას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ დაიცვან ჩემი უფლებები და არამარტო ჩემი, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს. ეხლა უბრალოდ სხვა გეგმები მაქვს, პრესკონფერენციას ვაპირებ, სადაც მინდა რომ პასუხი გავცე იმ მარაზმატიკებს. ქვეყანაა ეგეთი, თუ ანაფორა გაცვია ყველაფრის უფლება გაქვს? მეც ანაფორას ჩავიცმევ, წვერს მოუშვებ და გავაგრძელებ ასე ჩემ საქმეს. გამოცდილება მექნება და უფრო ნათლად დავწერ იმის შესახებ რაც ხდება, რაზეც ასე ყვირიან და ჰგონიათ, რომ გამოგონილი ამბებია. არადა ნახევარზე მეტი რეალობაა ჩემი მოთხრობების სიუჟეტი. დღეს თუ სილა არ გააწანი ასეთ ტიპებს, შენ სათქმელს ვერ გააგებინებ. მე ამას ვაკეთებ სწორედ ლიტერატურულად. ათი მცნება მეც ვიცი და რაღაცეებს მეც ვიცავ, ბიბლია ბოლომდე არ წამიკითხავს, ძალიან სქელია და დამეზარა, რაღაცეები ვიცი ახალი და ძველი აღთქმიდან და ძალიან ვხურდები ასე რომ ვთქვად ბიბლიურ `ჰარდკორებზე~, მაგრამ აქ სხვა საკითხია, იმ თემებზე, რაზეც მე ვწერ თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული ვარ. არ მოითხოვს, თუნდაც ბიიბლიის ღრმა ცოდნას – ის, რაც ჩემს ტექსტებშია და ა.შ… იქ არის ძირითადად გარეგნულ ეფექტებზე და მოვლენებზე აგებული ეს ამბები. სკოლაში მასწავლიდნენ რელიგიას, მაგრამ ძალიან ცუდად. მე მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარ და ქრისტე მიყვარს. მე რომ მორწმუნე არ ვიყო, არც მაგის მომერიდებოდა და პირდაპირ ვიტყოდი. _ და როგორც მორწმუნეს გაწუხებდა ეს ამბები? _ კი, მაწუხებდა და უფრო მეხებოდა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა `დააიგნორო~, ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მეხება. თუნდაც ის, რომ ვიღაცის პროტესტმა საქმე გამიფუჭოს უნივერსიტეტში და იქ ვერ ვიარო. თუნდაც ის, რომ პოლიტიკური აქციების გამო 1 თვე ფეხით მიწევდა ხუთი კილომეტრის გავლა. ჩემი ტექსტები არის ჩემი რექცია ამ ყველაფრის მიმართ. უბრალოდ ამ საზოგადოებას ადრე თუ გვიან, საკუთარი რეფლექსების ფრქვევა მაინც მოუწევს. _ როგორ გგონია, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა რომ დევნილობაში ხარ – გაიმარჯვებ? _ კი რა თქმა უნდა გამარჯვებაა ის, რომ ამდები `გამოსირებული~ გამოვარდა ქუჩაში. ამით ვიღაცეები უეჭველი დაფიქრდებიან, რა ქვეყანაში ცხოვრობენ და კიდევ ერთხელ დაინახავენ რეალურად მათ სახეს, ვინც დღეს ორმაგი მორალით ცხოვრობს. იგივე `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი~ და ძმანი მათნი. ესაუბრა ზვიად ხუჯაძე რადიო ძველი იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/mricxveli-150x150.gif ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დღეს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრნენ. ჩაქვში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1265 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 379 500 ლარს შეადგენს. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის “ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა 360 000 აბონენს შეადგენს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ 94 000 000 ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. კომპანია ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით განაგრძობს; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია იგეგმება; სამ წელიწადში კი რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tsuII-150x150.gif ორგანიზაცია “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექცია ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანტონ პეტროვსკისმა წაიკითხა. ლექციის მთავარი თემა “ადგილობრივი არჩვნები და მისი თავისებურებები ლატვიაში” იყო. ანტონ პეტროვსკისმა ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებებზე, რიგის მერისა და 2009 წლის ადგილობრივ არჩევნების შესახებ ისაუბრა. როგორც “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თამარ ხიჯაკაძემ “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პროექტი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის, “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში ხორციელდება. “მსგავსი შეხვედრა პირველი არაა და პროექტის ფარგლებში უკვე წაიკითხეს ლექციები მოწვეულმა ექსპერტებმა უკრაინიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან.” განაცხადა თამარ ხიჯაკაძემ. მისივე თქმით “მსგავსი ფორმატით ლექციების ჩატარებას “გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი” მომავალშიც აპირებს,” – განმარტა მან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/201001211030-150x150.jpg 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ ეგზიტპოლებს საერთაშორისო კვლევების ევროპული ორგანიზაცია GFK ჩაატარებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს ორგანიზაცია ხმების წინასწარ დათვლას საქართველოში პირველად განახორციელებს. მას ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია მსგავს კვლევებში BBC-ს, ასევე გერმანიის, შვეიცარიის, უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების პარტნიორია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/img7-150x150.jpg აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11 მაისს, 13:00 საათზე სააღსრულებო ბიუროში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. პრესკონფერენციაზე ბიუროს ხელმძღვანელი შოტლანდიაში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სააღსრულებო ბიუროს დელეგაცია ქალაქ ედინბურგიდან საქართველოში 8 მაისს დაბრუნდა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ნიკა მელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მრჩეველი, ირინე სულავა შოტლანდიელ აღმასრულებელთა საზოგადოებას სტუმრობდნენ, სადაც, ორმხრივი შეხვედრების დროს, მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიაში არსებული სააღსრულებო სისტემა გააცნეს და საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. ქალაქ გლაზგოში კი აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, ლეო ნეტენმა და საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ მოაწერეს. აღმასრულებელთა კავშირში, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 70 ქვეყანაა გაწევრიანებული. მასში გაწევრიანების შედეგად კავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და შეხვედრების დროს ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/04playground-gazi-baba-150x150.jpg სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი აღდგენილია. ავარია უკვე აღმოფხვრილია. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ უბნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მეწყერის გამო, დაზიანებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა გრძლედება. 6 მაისს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზსადენი ტესტირების რეჟიმში ამუშავა, რის შედეგადაც, დუშეთის რაიონში გაზსადენის სხვადასხვა უბანზე, რამდენიმე ახალი დაზიანება აღმოჩნდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე დღეში ვარაუდობდა, თუმცა, დუშეთის ოთხ სოფელში 4 მაისს მეწყერის ჩამოწოლამ და კლდიდან 20-ტონიანი ლოდის ჩამოშლამ მილსადენის სხვა მონაკვეთებიც დააზიანა, რამაც აღდგენითი სამუშაოები გააჭინაურა. სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზი ამ დროისთვის უკვე მიეწოდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lari-150x150.jpgეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოფიციალური კურსით ხვალ 1 აშშ დოლარი 1.7784 ლარი ეღირება, ხოლო რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ – 2.3094 ლარი ეღირება. 8 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 1.7862 ლარი იყო, ხოლო 1 ევროს – 2.2838 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/eklesia2-150x150.jpgკარის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ლევანმა 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება დაგმო. მისი განცხადებით, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება “სატანური ძალების” მოფიქრებულია და საზოგადოებას და პოლიციას ერთმანეთისაგან ჰყოფს. ,,არ შეიძლება გიორგობის დღე პოლიციის დღედ გადააქციო, ეს გამოიწვევს საზოგადოების და პოლიციის გაყოფას. მე მინდა შევთავაზო ხალხს პოლიცის დღედ გამოცხადდეს 26 ივნისი. ეს არის დღე, როდესაც პატრულის თანამშრომელმა, ირაკლი ქათათელაძემ 3 წლის წინ გმირულად, საკუთარი სიცოცხლის ფასად მოქალაქე გადაარჩინა”,- აღნიშნა მამა ლევანმა. მისი თქმით, 26 ივნისს ,,კარის ეკლესიაში” გმირულად დაღუპული ქართველის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ninoo-150x150.jpg არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვას არ შეეგუება. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყნის ერთიანობის აღდგენა სხვა მეთოდებით უნდა მოხერხდეს. “საჭიროა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობები ამ მიმართულებით წავა და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთი ამ ურთიერთობების დამყარებას ხელს არ შეუშლის. არამედ, პირიქით, ამ პროცესში პოზიტიურ როლს ითამაშებს,”-განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი” რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინს უკვე შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ბურჯანაძის თქმით, ვიზიტების შედეგებს ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 15 მაისს გამოაქვეყნებს. რუსეთში ვიზიტების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე დიპლომატებთან შესახვედრად ევროპაში გაემგზავრა. იხილეთ epn.ge