Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. კომპანია ლოკომოტივ პრომოუშენის ორგანიზებით, დღეს თბილისში ამიერკავკასიის მასშტაბის როკ-კონცერტი Caucasus plays Deep Purple გაიმართება. როგორც პირWელს ლოკომოტივ პრომოუშენიდან აცნობეს, ცნობილი ქართული როკ-ჯგუფები Heavy Cross (მძიმე ჯვარი), Defenders of Tanelorn , View the full article
  2. http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-sBFSZN3BI/AAAAAAAADpo/4GA8T81wBK8/s200/obieqtivu.gifრადიო „მონტეკარლოს" მსმენელს ყოველდღიური 7 საათიანი ღია ეთერის მოსმენის საშუალება მიეცემა. სტუდია „ობიექტივის" ინიციატივით საგამოძიებო ჟურნალისტიკის პარალელურად 101.4 სიხშირეზე დრო ყველა პოზიციის ადამიანს დაეთმობა. itv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif </div><div style="text-align: center;"> გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  3. ჩვენ უკვე ვიხილეთ GIGABYTE-ის ფარული იარაღის - GA-X58A-UD9-ის შესაძლებლობები. დღეს კი კომპანიამ ოფიციალურად დაანანონსა იგი. საქმე ისაა, რომ პროდუქტის ასეთ ცხოველ ინტერესს იწვევს ის, რომ იგი ეკუთვნის თოფ სეგმენტს და გამოირჩევა აჩქარების დიდი პოტენციალით, რაშიც მას ხელს უწყობს 24-ფაზიანი კვების სიტემა - Unlocked Power design. იგი თავსებადია Intel-ის უახლეს ექვსბირთვიან პროცესორთან Core i7-980X Extreme - LGA1366 სოკეტზე, ეს ყველაფერი კი დაგვირგვინებულია შვიდი PCI Express x16 სალტეთი, რომელიც დაგეხმარებათ გააერთიანოთ მაქს. ოთხი ვიდეო დაფა. http://images.geotorrents.com/images/z6enjqwsv2ba5x0o4s.jpg უკანასკნელ მომენტამდე ხდებოდა ამ “მონსტრის” ტექნიკური მონაცემების განხილვა, მაგრამ მწარმოებელმა დღეს ოფიციალურად გაამხილა თავისი პროდუქტის მახასიათებლები. ახალი 24-ფაზიანი კვების სისტემა,-რომელსაც სიახლე იყენებს-, მანამდე GIGABYTE-ის დედა დაფებში არ შევხვედრილვართ. როგორც პრესს-რელიზში ითქვა ეს უკანასკნელი სპეციალურად GA-X58A-UD9-სთვის დამოდელირდა. Unlocked Power design მჭიდროდ არის დაკავშირებული Dual Power Switching ტექნოლოგიასთან, რომელიც უზრუნველყოფს 24 ფაზის ორ ნაწილად ,-12-12 ფაზად დაყოფას-, და ავტომატურად ახდენს მათ გადართვას. ასეთი დიზაინი, შემქმნელების თქმით ემსახურება კვების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის ორმაგად გაზრდას. ტექნოლოგია Auto Failure Protection, კი თიშავს ფაზის იმ ნაწილს, რომელშიც აღმოჩნდება დაზიანება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 24 ფაზის ერთდროულად ამუშავება, რომელიც შემდეგში უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალური წარმადობის გამოვლენას. http://images.geotorrents.com/images/5qpw3r00ib8ja8lktirc.jpg როგორც ავღნიშნე სიახლეს შეუძლია აამუშავოს ერთდროულად ოთხი ვიდეო დაფა, ATI CrossFireX ან NVIDIA SLI ტექნოლოგიის დახმარებით. ტექნოლოგიების ნაკრები GIGABYTE 333 Onboard Acceleration კი რთავს SuperSpeed USB 3.0 და SATA 3.0-ს. სხვა ფირმული ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია ასევე Ultra Durable 3, Dynamic Energy Saver 2, DualBIO, უტილიტების ნაკრები Smart6, ტექნოლოგია On/Off Charge – USB მოწყო- ბილობის სწრაფად დასატენად. GA-X58A-UD9-ს სპეციფიკაციები: Intel-ის 32-ნმ ტექნოლოგიის 6-ბირთვიან პროცესორებთან თავსებადობა; 24-ფაზიანი კვების სისტემა; თავსებადობა 4-Way SLI (ორი nForce 200 მიკროსქემის დახმარებით) და 4-Way CrossFire კონფიგურაციებთან; Chipset Intel X58/ICH10R; შვიდი PCI Express 2.0 x16 სალტე (აქედან ოთხს შეუძლია PCI Express x16 რეჟიმში, ხოლო სამს - PCI Express x8 რეჟიმში მუშაობა); Marvell SE9128 კონტროლერი SATA 3.0-თან თავსებადობისთვის; NEC კონტროლერი USB 3.0-თან თავსებადობისთვის; სამარხიან DDR3 ოპ. მეხსიერებთან თავსებადობა მაქს. 2200 მჰც სიხშირით და 24 გბ მოცულობით (ექვსი DIMM-240 სლოტი); გაგრილების სისტემა Hybrid Silent-Pipe 2; მიკროსქემა ძაბვის ზუსტი კონტროლისთვის; Smart Dual LAN (ორი RTL8111D ქსელური კონტროლერი); აუდიო კოდეკი HD Audio ALC889; კომპლექტში მოთავსებულია Norton Internet Security-ს OEM-ვერსია; ფორმ-ფაქტორი XL-ATX – 34.6 x 26.2 სმ. http://images.geotorrents.com/images/t9q36w5rrfpmckpv1ah.jpg ცნობილია, რომ სიახლoს ფასი 499€ იქნება, გაყიდვებში კი უახლოეს მომავალში გამოვა. overclockers.ge
  4. 13 მაისს, 10:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი მედიაციის სამსახურს ეწვევა, სადაც დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშს მოისმენს. მის: პაოლო იაშვილის ქ. #7, II სართ. 13 მაისს, 11:00 საათზე, თსუ-ში ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. თემა: “ამერიკა და ამერიკული ფასეულობები”. თსუ-ის II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია #212 13 მაისს, 11:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ფოთში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდება. 13 მაისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “თანამდებობის პირთა მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ნებაყოფლობით გავლა თმის ღერის იმუნოფერმენტული მეთოდით გამოკვლევის გზით”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 13 მაისს, 11.00 საათზე, ~ენერგო-პრო ჯორჯია~ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს დაიწყებს. 13 მაისს, 12::00 საათზე, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბებრისციხის დამეწყრილ კომპლექსსა და სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარე გეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მოინახულებენ. 13 მაისს, 12.00 საათზე, მოძრაობა „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ოფისში, ორგანიზაციის ლიდერი გია ჟორჟოლიანი პრესკონფერნეციას გამართავს. თემა: ”სახელისუფლო კრიზისი და მისი მიზეზები”; ”ფართო საზოგადოებრივი კამპანიის _ „ვაქციოთ ომი ისტორიად!“ დაწყება”. მის: ჭავჭავაძის გამზ. #29; ბინა #19 13 მაისს, 12.00 საათზე, ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე ქედაში მოსახლეობას შეხვდება რაიონული ცენტრი, სარიტუალო დარბაზი 13 მაისს, 13.00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერები დიდუბის მოსახლეობას შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თენგიზ სულაქველიძეს წარადგენენ. მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია 13 მაისს, 13.00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხობის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდება. 13 მაისს, 13.00 საათზე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `კონტროლის პალატის მასალებზე რეაგირების საკითხი~. პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი 13 მაისს, 13.00 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ავლაბრის მოსახლეობას შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს. მის:Qქ. წამებულის გამზ. #8, სომხურ თეატრთან 13 მაისს, 13.00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბის სტუმრები იქნებიან ნინო სუხიშვილი და ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. 13 მაისს, 13.00 საათზე, ლაგოდეხში “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ამომრჩევლებს შეხვდებიან. 13 მაისს, 14:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს წინ აქციას გამართავს. მის: ს. ჩიქოვანის №14 13 მაისს, 15.00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” სხვა ლიდერები ჩუღურეთში მოსახლეობას შეხვდებიან და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ. მის: ხეთაგუროვის სკვერი (წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოპირდაპირე მხარე) 13 მაისს, 15:00 საათზე, ”ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და ”ალიანსის” ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იზორია ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდებიან. მის: ვაზისუბნის II მ/რ, #35 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება 13 მაისს, 15.00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს “კონსერვატორი” კახა კუკავა უპასუხებს. 13 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე ბათუმში მოსახლეობას შეხვდება სასტუმრო “ჯე ბაკური” 13 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო რეგიონული პროექტის საქართველოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი 13 მაისს, 15.00 საათზე, ყვარელში “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ამომრჩევლებს შეხვდებიან. 13 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სენაკის რაიონში გასვლით სხდომას გამართავენ. 13 მაისს, 16:00 საათზე, ”ალიანსი საქართველოსთვის” სანზონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ანდღულაძე ბჟოლეთის ქუჩის ბოლოში მოსახლეობას შეხვდება. 13 მაისს, 16.00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება. 13 მაისს, 17:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ქინძმარაულის შესახვევისა და ზეემკის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდება, რის შემდეგაც გაიხსნება 10-დღიანი ახალგაზრდული სპორტული ღონისძიებები, სლოგანით – “შევცვალოთ გამარჯვებით“. მის: ქინძმარაულის შესახვევი, კორპუსი №10. 13 მაისს, 17.00 საათზე, თელავში “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ამომრჩევლებს შეხვდებიან. 13 მაისს, 19:00 საათზე, ”ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მე-8 ლეგიონის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდება. მის: ისნის რაიონი, მე-8 ლეგიონი, #34 სამარშრუტო ტაქსების ბო იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze23-150x150.jpg აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და ამ სტრატეგიის ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხები განიხილეს დღეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლმა პიტერ სემნებიმ და პარლამენტის თავმჯდმარე დავით ბაქრაძემ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეათანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები პერევიდან, ახალგორიდან, კოდორიდან და სხვა რაიონებიდან. იხილეთ epn.ge
  6. ევროკავშირმა გამოაქვეყნა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიში: საქართველო 2009“ (ინგლისურ ენაზე). View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili3116-150x150.jpg თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა და პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერებმა მუხიანელებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ საღარაძე წარუდგინეს. “გურამ საღარაძის ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმატებები მაძლევს უფლებას ვიყო დარწმუნებული, რომ ის შეძლებს გლდანელების, კერძოდ კი მუხიანელების ხმა დაიცვას თბილისის საკრებულოში. ვიცი, იგი თვენი უფლებების ღირსეული და თავდადებული დამცველი იქნება “ – განაცხადა “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა კანდიდატის წარდგენისას. გურამ საღარაძე 1939 წლის 21 მარტს, თბილისში დაიბადა. იგი წლების მანძილზე მსოფლიოს უძლიერეს თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა რიცხვში შედიოდა. საღარაძე მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და დამსახურებული მწვრთნელია. დაჯილდოვებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენებით, არის თბილისის საპატიო მოქალაქე. იხილეთ epn.ge
  8. ახმეტის ორივე ბიბლიოთეკა 10 დღეა რაც დაკეტილია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორებად მუშაობენ. ერთ-ერთი ბიბლიოთეკის დირექტორი თენგიზ ჯანგირაშვილი თანამშრომლების ნაცმოძრაობის აგიტატორებად მუშაობის ფაქტს უარყოფს, თუმცა სამუშაო საათებში რომ ორივე ბიბლიოთეკა დაკეტილია და თანამშრომლები ახმეტის ქუჩებში დადიან, ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბშიც დაუდასტურეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  9. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია საბურთალოელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ნათელა მაჭავარიანთან ერთად შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, იგი ყოველდღიურად ხვდება საზოგადოებას და კარგად ხედავს, რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებისთვის. „სრული პასუხისმგებლობით უნდა გავცე პასუხი მთავარ კითხვას, რომელსაც დღეს ამომრჩევლები სვამენ – იქნება თუ არა მათი ხმა კონფიდენციალური, იქნება თუ არა მათი ხმა დაცული? ყველა ხმა და ყველას არჩევანი იქნება კონფიდენციალური და ამის შესახებ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს შეიტყობს. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ გამბედაობა და 30 მაისს არჩევანი ჩვენი გულის კარნახით გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia-koko1-150x150.jpg პარტია ,,თავისუფლების” ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებით, ქართული ოპოზიციის მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი უშედეგოა. კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს რუსეთში ოპოზიციის ვიზიტებზე ისაუბრა. ,,ზურაბ ნოღაიდელი არაა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ მისმა ვიზიტებმა შედეგი გამოიღოს. ჩემთვის ისიც კი მიუღებელია რომ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ოპოზიცია ხვდება. მე რუსეთში ყოფნის დროს შემეძლო შევხვედროდი როგორც მედვედევს ასევე პუტინს, ამისათვის ჩენი სურვილი იყო საჭირო მაგრამ არ ჩავთვალე ეს მისაღებად,”- აცხადებს გამსახურდია. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის შეხვედრა უთანასწოროა. ამიტომ, გამსახურდია შეხვედრას არავისთან აპირებს. თუმცა, ამბობს, რომ თუ იგი ხელისუფლებაში იქნება, კრემლთან სერიოზულ კონტაქტებს დაამყარებს. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200903174024-150x150.jpg წინასაარჩევნოდ შექმნილი სამთავრობო ჯგუფის წევრმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ დღეს არჩევნების, ადმინისტრაციული რესურსებისა და წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ცრუ ინფორმაციების შესახებ ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, არავის დაუჯერონ, ვინაიდან არავითარი ამნისტია, შეწყალება, ვადამდე გათავისუფლება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის სანაცვლოდ არ განხორციელება. ამის შესახებ ზღულაძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკნფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათთან შევიდა რამდენიმე საჩივარი იმასათან დაკავშირებით, რომ გარკვეულ რეგიონებში ვრცელდება ჭორი, რომ მმართველი პარტიის მხადაჭერის სანაცვლოდ ისინი მსჯავრდებულებს გაანთავისფლებენ. “სრული პასუხისმგებლობით ყველა სამართალდამცავი და პენიტენციალური სტრუქტურის სახელით ვაცხადებ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ იქნება დაშვებული”,- განაცხადა ზღულაძემ. ზღულაძე ამბობს, რომ ასევე მკაცრად გაკონტროლდება ადმინისტრაციული რესურსის, კერძოდ კი სამუშაო ფართის, მანქანის, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენებაც. “ამ პერიოდში კი მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, იქნება ეს სამუშაო ფართი, მანქანა, მით უმეტეს, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება, მკაცრად გაკონტროლდება”,- განაცხადა ზღულაძემ. იხილეთ epn.ge
  12. დღეს 19:20 სთ-ზე თინათინ ხიდაშელი იქნება „კავკასიის„ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში „სპექტრი“. View the full article
  13. http://i.ytimg.com/vi/ax654h7m_t4/2.jpgVideo: Alex Pelegi & Luiza Manasherova - Ra khani gasula Added by user: Gelka Date: 12.05.2010 (7:28) Description: რა ხანი გასულა ...<br> სრულად
  14. http://i.ytimg.com/vi/Ge20PO__7lc/2.jpgVideo: Mdzlevari - Varado (Abkhazian) Added by user: Gelka Date: 12.05.2010 (7:24) Description: მძლევარი - აფხაზური ხალხური სიმღერა "ვარადო" სრულად
  15. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია საბურთალოელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ნათელა მაჭავარიანთან ერთად შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, იგი ყოველდღიურად ხვდება საზოგადოებას და კარგად ხედავს, რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებისთვის. “მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს ამომრჩევლები სვამენ – იქნება თუ არა მათი ხმა კონფიდენციალური, იქნება თუ არა მათი ხმა დაცული – სრული პასუხისმგებლობით უნდა გავცე ამ კითხვას პასუხი. ყველა ხმა და ყველას არჩევანი იქნება კონფიდენციალური და ამის შესახებ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს შეიტყობს. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ გამბედაობა და 30 მაისს არჩევანი ჩვენი გულის კარნახით გავაკეთოთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. <a href="http://www.youtube.com/watch?v=hTUau2rXDB0" rel="shadowbox[post-1122];player=swf;width=640;height=385;">იხილეთ ვიდეო ნახეთ
×
×
  • შექმენი...