planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
თინათინ ხიდაშელმა დღეს, დოლიძის 45 -ში მცხოვრები მოსახლეობის გაუსაძლისი პირობები პრესას გააცნო. სახლი 1934 წელს არის აშენებული და იგი ავარიულ მდგომარეობაშია - არ მუშაობს კომუნიკაციები, საყრდენი კედლები ჩამოშლილია, ჭერი გადასახურია. მცირეწლოვანი ბავშვები რამოდენიმე ოჯახს გახიზნული ყავს, რადგან ნებისმიერ დროს შენობის ნგრევას ელოდებიან. აღნიშნული პრობლემის შესახებ თინათინ ხიდაშელმა მრავალჯერ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლების, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მომხდარა. View the full article
-
ირაკლი ალასანია ყოფილი სპორტის აკადემიის ლექტორებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით სპორტის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები დღემდე დაუსაქმებელნი არიან. მისივე თქმით, ამ ადამიანებს აწუხებთ ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარების სტრატეგიის არარსებობა. „ვისაუბრეთ თუ როგორი უნდა იყოს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. View the full article
-
„ვიღაც იგებს რეიტინგებს, მაგრამ მე მოვიგებ არჩევნებს. რეიტინგები რეალურად ასახავს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი. რაც შეეხება თავად კანდიდატებს, რეალურად საზოგადეობის დამოკიდებულება 30 მაისს გახდება ცნობილი, როცა მათი არჩევნის კონფიდენციალურობა სრულად იქნება გარანტირებული. ყოველდღიურად ვხვდები საზოგადოებას და ვიცი, რომ მათ ცლვილებები სურთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების მისაღწევად თბილისის საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. მე მჯერა იმ განწყობის, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობ“, - განაცხადა ირაკლი ალასანამ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/basa-150x150.jpgაშშ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ და აშშ_ს ელჩმა NDI_ის მიერ დღეს გამოქვეყნებული პარტიათა და მერობის კანდიდათა რეიტინგის კვლევები შეაფასეს. “NDI_ის კვლევა საკმაოდ მასშტაბურია და ის არჩევნების წინა და შემდეგ პერიოდებს მოიცავს. კვლევა იმ საჭიროებებს გამოხატავს რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, კვლევის ნაწილი კი იმ ნაწილს გამოხატავს რაც ადგილობრივ თვითმართველობას უკავშირდება”_ აცხადებს აშშ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე ლუის ნავარო. NDI_ის მიერ ჩატარებული კვლევა აშშ-ს ელჩმაც შეაფასა. მისი თქმით კვლევები როგორც წესი საზოგადოების განწყობას ასახავს. “მე უკვე გავეცანი NDI ის კვლევას როგორც ყოველთვის ის საზოგადოების განწყობას და დაყრდნობილია ძალიან კარგ სტატისტიკურ მონაცემებზე “_ აცხადებს აშშ ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gulashvili5-150x150.jpg“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი ცხინვალში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მალხაზ გულაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია “კავკასიის” მეშვეობით ხელისუფლებამ მის ოჯახზე პროვოკაცია განახორციელა, მან ოჯახის დაცვის მიზნით შვილი ახალგორში გადაიყვანა, საიდანაც ის ვაჟთან ერთდ ფეხით ცხინვალში გადავიდა. “მე ჩემი მშობლიური სოფლიდან ვაჟთან ერთად ფეხით გადავედი ცხინვალში, რაც მთა-მთა 35კმ ვიარეთ. ტელეკომპანია “კავკასიას” ვდებ ბრალს ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში”-განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. გულაშვილის თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია შსს-ს ერთერთ ქვედანაყოფადDიქცა. გულაშვილი შვილის დაბინავების შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს რომელიმე ქვეყანას, მათ შორის რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/leboristebi-150x150.jpgთელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი “ლეიბორისტულ პარტიას” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე პარტიის წარმომადგენლის ნიკა დალაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც თელავის ბავშვთა სახლი, მშობლებს ფულს უკანონოს სძალავს. ლიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნიკა დალაქიშვილის ბრალდებაზე, ვითომ თელავის ბავშვთა პოლიკლინიკის გამგემ ნანა ლაფაურმა, სამი თვის მარიამ დალაქიშვილის გასინჯვაში ფული აიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. “აღნიშნული ბრალდება გამოვიკვლიეთ, დავუკავშირდით მარიამ დალაქიშვილის მშობლებს, რომლებმაც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ნანა ლაფაურთან ბავშვი საერთოდ არ მიუყვანიათ, შესაბამისად ფულიც არ გადაუხდიათ. ნიკა დალაქიშვილის ბრალდებაში მოყვანილი პაციენტები საერთოდ არ ყოფილან პედიატრ ნანა ლაფაურთან ვიზიტზე მისული.Eეს არის ცილისწამება უდანაშაულო ადამიანის მიმართ”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა. “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა დალაქიშვილი კი საკუთარ განცხადებას, არ ცვლის და ბრალდებას ნანა ლაფაურის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/demetrashvili-150x150.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ავთანდილ დემეტრაშვილის და კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი აირჩია, რომელიც ქვეყნის მმართველობის შერეულ მოდელს დაუჭირა მხარი. სხდომას კომისიის 57 წევრიდან 41 ესწრებოდა. კენჭისყრის დროს ვასილ გონაშვილის პროექტს, რომელიც ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას გულისხმობდა სულ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი; ლევან რამიშვილის პროექტს, რომელიც ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას გულისხმობდა – ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა – ლაშა თორდიამ და პაატა ლეჟავამ. რაც შეეხება ავთანდილ დემეტრაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის პროექტს, მას კომისიის 31 წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-12-150x150.jpgმოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყნის მმართველობას კატასტროფად აფასებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებს. “ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება. ქვეყანას მართავენ „თავისუფლების ინსტიტუტი“, ყოფილი “მოქკავშირისა“ და “აღორძინების” ლიდერები, პარტიის რაიკომის ყოფილი მდივნების გასოროსებული შვილები – ეს მოაზროვნე ადამიანისთვის კატასტროფა უნდა იყოს! “_ ნათქვამია “თეთრების” მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია რომ ერთერთი დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობაა – “მერე, რა?!” “მერე რა, რომ მთავარსარდალი და პრეზიდენტი მიწაზე ფორთხავდა… მერე რა, რომ 7 ნოემბერს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 8 აგვისტოს კი მძინარე ქალაქს ესროლეს… მერე რა, რომ ისტორიაში ჩაიწერა, ოლიმპიადის დაწყების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა იარაღით შეტევის დავალება გასცა… მერე რა, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ და, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების წყალობით, კიდევ დავკარგავთ…”_ აღნიშნავენ განცხადებაში. “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში წინაურდებიან ისინი, ვინც ანგრევდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და იხსნებიან პატრიარქისადმი კეთილადგანწყობილნი… შაშიაშვილმა ასევე კორუფციაში ბრალი საქართველოს პრეზიდენტსაც დასდო, მისი თქმით, ბიზნესის 95 პროცენტს პრეზიდენტი, მისი ოჯახის კლანი, მისი მეგობრები აკონტროლებენ… “მერე რა, რომ არჩევნები გაყალბდა – პრეზიდენტმა სკამი მოიპარა, ხელისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვის სკამზე ზის… ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან შემოსული 4 თუ 6 მილიარდი დოლარი სწორედ არ დაიხარჯა… ხელისუფლება ელექტროენერგიას თურქეთში 2 თეთრად, საკუთარ მოსახლეობაზე კი – 15-17 თეთრად ყიდის”_ ნათქვამია განცხადებაში. “თეთრების” თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს, „იმედიც’“ მოდელირებულია, ისევე როგორც მოდელირებულია საპარლამენტო პოლიტიკური ძალების თანამშრომლობაც და დაპირისპირებაც… თემურ შაშიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს იბრძოლონ ღირსების დაბრუნებისათვის, რათა მომავალმა თაობებმა ღირსეულ საქართველოში იცხოვრონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aversiiiiiiiii.jpgფარმაცევტულმა კომპანია ავერსმა ჟურნალის”ავერსი-ჯანმრთელი სიცოცხლე” 5 ნომერი გამოუშვა ჟურნალის მაისის თვის 5 ნომერის მთავარი თემები, კანის პრობლემები, ორსულთა ექოსკოპიური კვლევა, როგორ დავიამოთ ტკივილი, ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა, წყლულოვანი დაავადება, ჰერპესული ინფექცია, პედიკულოზი და ალერგია ბავშვებშია. ჟურნალის ჩანართის “ქალის კუთხის” თემა “ჩვენი დროის ქალური ბრენდებია”. ჟურნალის გასაცნობად შეგიძლიათ ესტუმროთ ავერს ინტერნეტში, http://www.aversi.ge/main.php?lang=geo&id=67 იხილეთ epn.ge
-
ირაკლი ალასანია ყოფილი სპორტის აკადემიის ლექტორებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით სპორტის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები დღემდე დაუსაქმებელნი არიან. მისივე თქმით, ამ ადამიანებს აწუხებთ ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარების სტრატეგიის არარსებობა. „ვისაუბრეთ თუ როგორი უნდა იყოს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას“. – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/pep-150x150.jpgამ კვირაში კიდევ ერთი “პსპ-აფთიაქი” გაიხსნება მელიქიშვილის ქუჩაზე; კომპანია მუდმივად აფართოვებს სააფთიაქო ქსელს, რათა თითოეული მომხმარებლისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს ყველაფერი, რაც ადამიანს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვაში ეხმარება. 2010 წლის მხოლოდ აპრილის თვეში უკვე 5 ახალი “პსპ-აფთიაქი” გაიხსნა საქართველოში, 2 მათგანი თბილისში (პეტრიაშვილის 26-სა და გორგასლის 39-ში), ასევე ამბროლაურს, მარნეულსა და დუშეთში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დუშეთი, სადაც მანამდე არც ერთი სააფთიაქო ქსელის ობიექტი არ არსებობდა, აპრილიდან უკვე დუშეთის მოსახლეობა “პსპ-აფთიაქის” გახსნამ კი დუშეთის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეძლევა ისარგებლოს “პსპ-“-სთვის დამახასიათებელი პროფესიონალური მოსმახურებით, აირჩიოს მისთვის სასურველი მხოლოდ გარანტიტრებული ხარისხის პროდუქცია მნედიკამენტების, ჰიგიენისა და კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტიდან და ყველაფერი ეს ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ყველა ადამიანი იმსახურებს იყოს ჯანმრთელი და წარმატებული. PშP-აფთიაქებში თქვენ მარტივად დარწმუნდებით, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა მარტივი და ხელმისაწვდომია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramidze-giorgi2-150x150.jpgვიცე პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჯარო რეესტრის ხელმძღვაენლი გიორგი ვაშაძემ დღეს ვაკის საჯარო რეესტრის განყოფილება მოინახულეს. გიორგი ბარამიძემ დღესვე ვაკის საჯარო რეესტრის განყოფილებაში ბიომეტრიული პასპორტი აიღო. “ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, ამ პროექტის განხორციელება ევროკავშირის დახმარებით მოხდა. ბიომეტრიული პასპორტი პირველ რიგში გააიოლებს სავიზო რეჟიმს ევროპულ ქვეყნებში და იმედია შორეულ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმზე გადასვლის საშუალებასაც მოგვცემს,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ქვეყნის მასშტაბით ბიოემტრიული პასპორტის ბეჭდვის სამი ცენტრი, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მუშაობს. იხილეთ epn.ge
-
თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევები შეფასა და განაცხადა, რომ იგი მზად არის არჩევნების და არა რეიტინგების მოსაგებად. “ვიღაც იგებს რეიტინგებს, მაგრამ მე მოვიგებ არჩევნებს. რეიტინგები რეალურად ასახავს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი. რაც შეეხება თავად კანდიდატებს, რეალურად საზოგადეობის დამოკიდებულება 30 მაისს გახდება ცნობილი, როცა მათი არჩევნის კონფიდენციალურობა სრულად იქნება გარანტირებული. ყოველდღიურად ვხვდები საზოგადოებას და ვიცი, რომ მათ ცლვილებები სურთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების მისაღწევად თბილისის საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. მე მჯერა იმ განწყობის, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობ“, - განაცხადა ირაკლი ალასანამ. ნახეთ