Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakani1-150x150.jpgდღეს დედოფლისწყაროს სასამართლო ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტის თამილა გურაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაიწყებს. ამის შესახებ რადიო “ჰერეთი” იუწყება. როგორც გაზეთის რედაქციაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ თამილა გურაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა და დაზიანებები მასაც აღენიშნებოდა, გამოძიებას გურაშვილი ამ დრომდე განსასჯელად ჰყავს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2010 წლის 3 მარტს დედოფლისწყაროს კულტურის სახლთან მოხდა, რა დროსაც ფოტოს გადასაღებად მისულ კორესპონდენტსა და სოფელ ოზაანის რწმუნებულს გოჩა ყაჭაშვილს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. თავდაცვის მიზნით კორესპონდენტმა რწმუნებულს ბლოკნოტი მოუქნია, რის გამოც მას ცხვირზე განაკაწრი აღენიშნებოდა. ინციდენტის შემდეგ ყაჭაშვილმა კორესპონდენტს პოლიციაში უჩივლა. საქმეში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ დაზიანებები გურაშვილსაც აღენიშნებოდა და არც იმის შესახებაა საუბარი, რომ კორესპონდენტს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა“, – ნათქვამია გაზეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჟურნალისტ თამარ გურაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისი იცავს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitashvili61-150x150.jpgსაკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და “ხალხის” პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ხელისუფლებას ყალბი ჩვენების მიცემის მიზნით, ზვიად ძიძიგურის მეზობლების ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც კობა დავითაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიცია ზეწოლას ახდენს ძიძიგურის მეზობლებზე, რათა მათი ყალბი ჩვენების საფუძველზე ზვიად ძიძიგურზე განცხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და ის 26 მაისამდე იქნას დაკავებული. “გუშინ მე მომმართა ძიძიგურის ოთხმა მეზობელმა, რომელთა თქმითაც, პოლიცია მათ აიძულებს თქვან, რომ ზიძიგური არა ჰაერში, არამედ ადამიანებზე გამიზებით ისროდა და მან შემთხვევით ააცილა. დარწმუნებული ვარ მათი ზეწოლა 26 მაისს დაგეგმილ მიტინგს უკავშირდება რათა ამ დრომდე სასწრაფოდ მოხდეს ძიძიგურის დაპატიმრება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილის თქმით, მისი თხოვნის მიუხედავად მეზობლებს საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა ეშინიათ და თავს იკავებენ. დავითაშვილმა საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა. “მინდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს თანადგომისკენ მოვუწოდო რათა არ დავუშვათ ძიძიგგურზე დაგეგმილი პოლიტიკური დევნა და ამით კიდევ ერთი უკანონო პატიმარი არ გაჩდნეს ქვეყანაში“, – აცხადებს დავითაშვილი. შეგახსენებთ რომ 6 მაისს თბილისის მერობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს საკუთარ სახლთან ნაციონალების აქტივისტებთან შელაპარაკება მოუხდა რის დროსაც ძიძიგურმა თავდაცვის მიზნით ჰაერში 4ჯერ გაისროლა. იხილეთ epn.ge
  3. http://3.bp.blogspot.com/_R9GjaZZW4cE/S-kcScaqC7I/AAAAAAAAAKc/v2a2Nl5lkZA/s200/objective_curves_003..png2010 წლის 9-16 მაისი ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა კვირეულად გამოაცხდა. კვირეულის ფარგლებში გამოიცა სპეციალური, უფასო გაზეთი, რომელიც ფაშიმზე გამარჯვების თემას მიეძღვნა, ამოქმედდა ე.წ. „ქუჩის ტელევიზიის“ პროექტი, რომელიც თბილისის ორ უბანში ფუნქციონირებს და მაყურებელს სამამულო ომთან დაკავშირებულ ფილმებს წარუდგენს. 2010 წლის 9 მაისს „ობიექტივმა“ მუშთაიდის ბაღში „ჯარისკაცის მამა“ აჩვენა. ჩვენებას 50-მდე მაყურებელი ესწრებოდა, როგორც ვეტერანები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები. როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენლები აცხადებენ,- „ქუჩის ტელევიზია“ ყოველდღე, 13.30 წუთიდან 15 საათამდე მაყურებელს „მშრალ ხიდთან“, ხოლო 16.30- დან 18 საათამდე მეტრო „ისანთან“ ( ბაზრობის ქვედა შესასვლელი) იწვევს. დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას 13 საათზე ჩვენება მუშთაიდის ბაღში გაიმართება. 2010 წლის 16 მაისს, კვირას, 14 საათზე თეატრალური კავშირის დარბაზში ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ სამამულო ომის ვეტერანებს შეხვდება. ნაჩვენები იქნება რეზო ჩხეიძის ფილმი „ჯარისკაცის მამა“. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  4. 8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ახალი ღვინის ფესტივალი“ პირველად გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი, რომლის პრეზიდენტია მალხაზ ხარბედია. „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდნენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო. ფესტივალის სტუმრებს უფასოდ შეეძლოთ 2009 წლის მოსავლის ისეთი ღვინოების დაგემოვნება, როგორიცაა: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა. შ. ფესტივალში მონაწილეობდა თითქმის ყველა ღვინის კომპანია და მცირე მარანი (გარდა „ბადაგონისა“ და „ხარებასი“). ფესტივალის მონაწილეებს „ოქროს ელიბო“ გადაეცათ. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/koko-150x150.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია სამშობლოში დაბრუნდა. მისი თქმით, მან ციურიხსა და მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე ევროპელ სპეციალისტებსა და ექსპერტებს კომისიის მიერ ამ დროისთვის მოძიებული ინფორმაცია გააცნო. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, ევროპელ სპეციალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები გარკვეულ ეჭვებს უჩენს. `საუბარია დაზიანებებზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიყენებული აქვს სახეზე. ასევე დაზიანებები გამოიხატება ნეკნებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობაში. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, დაზიანებული აქვს თავის ქალის მიდამოც. აღნიშნული მეც და ევროპელ ექსპერტებსაც გვაფიქრებინებს, რომ ეს დაზიანებები შემთხვევითი არ უნდა იყოს”, – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მისივე განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში 1994 წლის 17 თებერვლის ოქმი და 2007 წლის ექსჰუმაციის შედეგად მიღებული დასკვნა უნდა გადაიხედოს. შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრებს ევროპელ ექსპერტებთან გერმანიასა და შვეიცარიაში მართავდა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachize-goga-150x150.jpg გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება იონ რამბერგს სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ის ძირითადი პროექტები განიხილეს, რომლებსაც მომავალში გარემოსდაცვით სფეროში ნორვეგიისა და საქართველოს მთავრობები ერთობლივად განახორციელებენ. ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება კლიმატიის ცვლილებაა. ნორვეგიის მთავრობა გეგმავს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში ეფექტურად იქნას გამოყენებული სუფთა განვითარების მექანიზმი და მოხდეს მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. იხილეთ epn.ge
  7. http://i.ytimg.com/vi/cCz2tGXyGXY/2.jpgVideo: REGGAEon - Chemo Added by user: Gelka Date: 11.05.2010 (1:15) Description: რეგიონი - ჩემო<br> სრულად
  8. http://i.ytimg.com/vi/h3NK24Bw2Yc/2.jpgVideo: Nutsa Shanshiashvili - Skripach Added by user: Gelka Date: 11.05.2010 (1:12) Description: СКРИПАЧ სრულად
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakani-150x150.jpgკანადაში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კანადურ მედიაზე დაყრდნობით, ვახტანგ მახნიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება ტორონტოს სასამართლომ მიიღო, თუმცა მოსამართლემ გირაოს დეტალების გამოქვეყნება აკრძალა. სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა მისი მეუღლეც. ვახტანგ მახნიაშვილი პოლიციამ მეზობელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. მიზეზად ის სახელდება, რომ დაზარალებული ზედმეტად ხმაურობდა, რამაც მახნიაშვილი გააღიზიანა. ამ დროისთვის დაზარალებულის მდგომარეოვბა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ვახტანგ მახნიანიშვილის ფსიქოლოგიურ შემოწმებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ 18 წლის მარიამ მახნიაშვილი გაურკვეველ ვითარებაში 2009 წლის 14 სექტემბერს გაუჩინარდა, პოლიციამ მარიამის ჩანთა მოგვიანებით სკოლასთან ნახა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/putin2-150x150.jpgკემეროვის ოლქში მაღაროში მომხდარი მეორე აფეთქების მიზეზი ადამიანური ფაქტორი არ შეიძლება ყოფილიყო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “თუ პირველი აფეთქების დროს იყო ვერსია ადამიანის შეცდომისა, მეორე შემთხვევაში ეს ვერსია თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, პირველი აფეთქების შემდეგ მაღაროში მაშველები ჩავიდნენ და იქ ყველანაირი სამუშაოები შეწყდა. აქედან გამომდინარე მშენებლობის დროს უყურადღებობის გამო უბედური შეთხვევა გამორიცხულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება გამომწვევი მიზეზების გასარკვევად. ვლადიმერ პუტინის პირადი მოთხოვნაა გაირკვეს, თუ რატომ იყო უსაფრთხოების ნორმები ასეთ დაბალ ხარისხზე დაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ორივე აფეთქება 9 მაისს ღამით 4 საათის ინტერვალით მოხდა. პირველი აფეთქების შემდეგ რამდენიმე გასასვლელი ავარიულად ჩაიკეტა, რის შემდეგაც მსხვერპლმა 44 ადამიანს მიაღწია. დაშავდა 84, ხოლო უცნობია 47 ადამიანის ბედი. მეორე გაცილებით უფრო ძლიერი აფეთქება სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამთენიისას, რის გამოც შახტაში მაშველებიც ჩაიკეტნენ. მეორე აფეთქების შემდეგ გვირაბში მომატებული მეთანის გამო სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, მაგრამ ამჟამად დაძარალებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობა გვირაბიდან ამოყვანილია. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/semnebi-150x131.pngსაქართველოში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები. ევროპელი დიპლომატი პიტერ სემნები თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში პიტერ სემნები ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხება. `ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ეუთოს მისიის ფარგლებში ევროკავშირიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის. მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების საქმეში. ამისათვის კი აუცილებელია საკითხს ყველა პოლიტიკური ძალა კორექტულად მიუდგეს”, – განაცხადა პიტერ სემნებიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sarkozi1-150x150.jpgსაფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად არ ჩავიდა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთიLe Parisien იუწყება “გამარჯვების აღლუმი, რომელშიც ევროპელმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა ევროპული ჰიმნით დასრულდა, თუმცა სარკოზი საპატიო სტრუმრების ტრიბუნაზე არ აღმოჩნდა”, – წერს გაზეთი. “გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის აღლუმზე დასწრება ფრანგული ლიდერის არყოფნა უფრო თვალსაჩინო გახადა”, – ნათქვამია სტატიაში. ბრიტანული გაზეთ თჰე Gუარდიან-ის ინფორმაციით, რუსეთმა, თავის მხრივ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს აწყენინა, როდესაც აღლუმზე ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პრინც ჩარლზის დაპატიჟებაზე უარი განაცხადა. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მათი დაპატიჟება აკრძალა, რადგან ბაიდენი სააკაშვილს უჭერს ხარს, ჩარლზი კი ბრიტანეთის უარის გამო რუსეთს ბერეზოვსკი გადასცეს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევმა მოწვევები მხოლოდ დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს გაუგზავნა. დანარჩენი ქვეყნების ლიდერებს კი აცნობეს, რომ ისინი სასურველი სტუმრები იქნებიან, თუკი ამის შურვილს გამოთქვამენ. ამით კრემლი უცხოურ ლიდერებს შორის თავისებური კონკურსი გამოაცხადა – რუსეთთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. იხილეთ epn.ge
  13. „ნოდარ კილაძემ და თეიმურაზ ციმნარიძემ განაცხადეს, რომ ამის მიზეზი „თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის“ უმოქმედობა და აღნიშნული პარტიისა და მმართველი პარტიის საერთო ხედვაა“. - ამის თაობაზე TV25 იუწყება. View the full article
  14. ასე ეწოდება წერილს, რომელსაც factnews.ge აქვეყნებს. „როცა გავიგეთ, რომ ფონდი დაიხურა და აღარ დაგვაფინანსებდნენ, ყველა ერთად ვტიროდით...“ - ამბობს ქეთი ხარებაშვილი. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mamisoni-150x150.jpgრუსული გაზეთის “კომერსანტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქართველი მესაზღვრეები მამისოზე კონტროლის აღდგენას დათბობისთანავე გეგმავენ, მანამდე კი რუსული მხარის მიერ ეღელტეხილის კონტროლის თაობაზე ინფორმაციას აურყოფენ. ამავე გაზეთის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას, უკვე წელიწადზე მეტია რუსები აკონტროლებენ და იქ სატხილამურო კურორტის აშენებასაც გეგმავენ. როგორც ფედერალური უშიშროების სასაზღვრო განყოფილების სამსახურის პრესსპიკერი ალექსანდრ სოლოდი აცხადებს, მამისონის უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ქართული სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის კობა ბოჭორიშვილის განცხადებით კი უღელტეხილი ამჟამად თოვლით არის დაფარული, თოვლის დნობისთანავე კი მას ქართველი მესაზღვრეები გაკონტროლებენ. სოლოვის განცხადებით, მამისონის უღელტეხილზე გახსნილი პუნქტი არ ეხება ქართულ მხარეს რადგან ის, მისი თქმით ურსეთ-ოსეთის საზღვარზე მდებარეობს. ქართველ ექსპერტებს მათ შორის მამუკა არეშიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მამისონის უღელტეხილს მოცემულ მომენტში რუსული მხარე აკონტროლებს. “რუსებმა ეს პუნქტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიკავეს და მე ჩემი თვალით ვნახე იქ რუსი მესაზღვრები”_ აცხადებს ექსპერტი კავკასიურ საკიღთხებში მამუკა არეშიძე. არეშიძის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული ძალის გამოჩენა ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, რადგან რუსები აქ დიდი სათხილამურო კურორტის გაკეთებას გეგმავენ. იხილეთ epn.ge
  16. დღეს, 18:00 სთ-ზე „ალიანსის საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია გლდანის მე-3 და მე-5 მიკრო რაიონების მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: გლდანი, „ვარდების რევოლუციის“ პარკთან, მე-3 და მე-5 მიკრორაიონების ჩასახვევთან. View the full article
  17. დღეს, 18:00 სთ-ზე „ალიანსის საქართველოსთვის“ პირველი ნომერი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი დოლიძის ქუჩის №47-ში მცხოვრები მოსახლეობის გაუსაძლის პირობებსა და პრობლემებს პრესას გააცნობს. მისამართი: დოლიძის №47. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin623-150x150.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვევა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. თბილისის 196-ე საჯარო სკოლა 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა. დიმიტრი შაშკინი სკოლის მუშაობის იმ განსაკუთრებულ სპეციფიკას გაეცნობა, რომლითაც ამ კავშირის წევრი სკოლები გამოირჩევიან. იხილეთ epn.ge
  19. წუხელ ირაკლი ალასანიას ვებსაიტზე „საარჩევნო თამაში“ განთავსდა. თამაშის არსი ასეთია: იწყება არჩევნები და მთავარია, არ მოხდეს გაყალბება. საარჩევნო უბანში შემოდიან ამომრჩევლები: ადამიანები თეთრებში და გამყალბებლები წითლებში. ურნასთან დგას დამკვირვებელი და გამყალბებელს თავში ურტყამს ჩაქუჩს. View the full article
×
×
  • შექმენი...