Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x03-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს, 5 დეკემბრის ქუჩაზე, საცურაო აუზ “ოლიმპიკს” გახსნის. ამის შესახებ “ესპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე თბილისშია. პრეზიდენტი კოსტა-რიკადან წუხელ ჩამოფრინდა. ქვეყნის პირველ პირს 5 დეკემბრის ქუჩაზე 15:00 საათისთვის ელიან. პრეზიდენტი საზღვარგარეთ 7 მაისიდან იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მან ჯერ ვატიკანში, რომის პაპთან გამართა, შემდეგ კი კოსტა-რიკას ეწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinvali2-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რეჟიმის მიერ 2009 წლის 4 სექტებმერს დაკავებულ ლევანი ბაგინაშვილს, ალეკო დიდებაშვილს და მერაბ თვაურს დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “res” -თან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რწმუნებული დავით სანაკოევმა განაცხადა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ევროსაბჭოს დამკვირვებლებს დღის განმავლობაში გადასცემს. “დღის განმავლობაში ლევანი ბაგინაშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური ევროსაბჭოს დამკვირვებლებისთვის იქნებიან გადაცემულნი. სამივე დაკავებული კასპის რაიონის სოფელ თვაურების მაცხოვრებლები არიან,”-განაცხადა სანაკოევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები 2009 წლის 4 სექტებმერს ახალგორის რაოინის ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” და ხეების ჩეხვის გამო დააკავეს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tbilisi-merioti-150x150.jpgკიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნა. რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 60 მონაწილე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ამ მიმართულებით. კონფერენციაზე განიხილება ძირითადი თემები, როგორიცაა, კიბერ-დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები; კიბერ-დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა და სხვა საკითხები. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს საქართველოში იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ. კიბერ-დანაშაულის შესახებ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კიბერ-დანაშაულის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციასთან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სპეციალური ტრენინგები. რეგიონული კონფერენციის ბოლო დღეს, 14 მაისს ქართული მხარე წარმოადგენს სამომავლო ხედვებს და გეგმებს ამ მიმართულებით. საზოგადოება იუსტიცია – კონფერენცია – თბილისი 13.05.10 კიბერ-დანაშაულის საკითხებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიხსნა “ექსპრესნიუსი” – კიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნა. რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 60 მონაწილე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ამ მიმართულებით. კონფერენციაზე განიხილება ძირითადი თემები, როგორიცაა, კიბერ-დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები; კიბერ-დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა და სხვა საკითხები. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს საქართველოში იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ. კიბერ-დანაშაულის შესახებ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კიბერ-დანაშაულის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციასთან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სპეციალური ტრენინგები. რეგიონული კონფერენციის ბოლო დღეს, 14 მაისს ქართული მხარე წარმოადგენს სამომავლო ხედვებს და გეგმებს ამ მიმართულებით. იხილეთ epn.ge
  4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, მდინარე ლიახვზე მდებარე დროებით სახიდე გადასასვლელზე დღეს დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აკრძალვა, რომელიც 09:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე გაგრძელდება, დროებით სახიდე გადასასვლელზე პროფილაქტიკური View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/avaria-150x150.jpg კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ,,ნისანის” მარკის ავტომობილი მოულოდნელად საპირისპირო მხარეს გადავიდა და სააქციო საზოგადოება ,,ყაზბეგის” კუთვნილ ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. ადგილზევე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის ნისანის მძღოლი, რომლის ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია. სააქციო საზოგადოება ,,ყაზბეგის” კუთვნილ ავტომანქანაში მყოფი სამი პიროვნება მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის ერთ-ერთ მიზეზად ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლის ინფაქტი სახელდება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mkvleloba4-150x150.jpgსაბერძნეძნეთში კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ კიტია (მახონია) მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “Интерфакс”-ი ავრცელებს. 46 წლის კიტია 10 მაისს ცხელსასროლი იარაღით იქნა მოკლული. გამომძიება ვარაუდობს, რომ კიტია ტარიელ ონიანის დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მახონია ასლან უსოიანის კლანის წევრებმა მოკლეს, ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკის) მკვლელობის შურის ძიების მიზნით. ამავდროულად სააგენტო “პრაიმ კრაიმი” მკვლელობის მიზეზების სხვა ვერსიასაც ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კიტია მერაბ ჯანგველაძეს კლანის წევრი იყო. ეს დაჯგუფება ტაროს კლანთან ერთად თბილისის ლაშა შუშანაშვილის დაჯგუფებას ებრძვის და ამავე ვერსიით, კიტია სწორედ ქართული კლანის წევრებმა მოკლეს. მალხაზ კიტია 2009 წლის გაზაფხულზე რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს, მას თან 13 გრამი ჰაშიში ჰქონდა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xidi-150x139.jpg ბარათაშვილის ხიდიდან 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა . მამუკა ბარბაქაძის წყლიდან ამოყვანა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს. მაშველები შემთხვევის თვითმხილველებმა დროულად გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწარაფო დახმარების ბრიგადაც. გადარჩენილი ბარბაქაძე ყვება, რომ თვითმკვლელობა მას ადრეც უცდია. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/inukonovichi-150x150.jpg უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, უმაღლესი რადაში განსახილველად კანონპროექტი შეიტანა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელი ჯარისკაცების მონაწილეობით ითვალისწინებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ პროექტმა “სი ბრიზმა” უკვე გამოიწვია პროტესტი, ოდესის ოლქის სათათბირომ, მოთხოვნით უმაღლეს რადას მიმართა, არ დაეშვათ ეს სამხედრო სწავლება. ნატალი ვიტრენკოს ბლოკის წარმომადგენელმა, რომელიც ამ მიმართვის ინიციატორი იყო, განაცხადა, რომ, თუ ნატოს სწავლებები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იქნება ორგანიზებული, ოპოზიცია ამას ხელს შეუშლის. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს პროექტი “სი ბრიზი” ჩაიშალა, ამერიკული მხარის სწავლებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekonomika-150x150.jpg “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” პუბლიკაციის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი” პრეზენტაციას ხვალ, 14 მაისს გამართავს. “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში” განმარტავენ, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით (საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები, საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზები, სახელმწიფო საგარეო ვალი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში) განხორციელებული ანალიტიკური კვლევების, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები. ამ თემებზე მომხსენებლები ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია და შოთა მურღულია იქნებიან, პრეზენტაციის შემდეგ კი საბიუჯეტო საკითხებზე დისკუსია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” პროექტს “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით” 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებდა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bavshvebi1-150x150.jpgასოციაცია “საქართველოს SOS ბავშთა სოფელი” ხვალ, 14 მაისს სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე საზოგადოება ოჯახების გაძლიერების პროგრამის მიმართულებებს გაეცნობა, რომელთა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლების პროფესიული განვითარება და დასაქმება წარმოადგენს. ამასთან, პრეზენტაციის დასასრულს სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლების მიერ მინანქარში და თექაში შესრულებული ნაუშევრების, ასევე საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიებაში საქრთველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული სწავლების ცენტრების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wyali1-150x150.jpg დიღმის ველზე მომხდარი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით თბილისის რიგ უბნებს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ დიღმის ველზე გამავალ მე-2 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით დღეს, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება ზაჰესის დასახლების ნაწილსა და დიდი დიღმის დასახლებას, დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს შეეზღუდება. წყლის მიწოდება ასევე საოლქო სასამართლოს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16 სართულიან კორპუსებს, ვაშლიჯვარში სარაჯიშვილისა და საბურთალოზე გოთუას ქუჩებს შეუწყდება. ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი მიიღებენ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sameba-150x150.jpgმართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე წმინდა იაკობ მოციქულის ხსენებასაც აღნიშნავს. იგი უფლის 12 მოციქულთაგანი იყო. მას ქრისტემ თავის ძმასთან – მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად მოუწოდა. წმიდა მოციქული იაკობი მოწამეობრივად 44 წელს აღესრულა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/semeki-150x140.jpgსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხია, მათ შორის შპს ‘სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაზე’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ’ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს განიხილავს. ამასტან ერთად კომისია მოქალაქეებსა და ენერგოკომპანიებს შორის დავის გადაწყვეტილების პროექტზე იმსჯელებს. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvalaze-150x150.jpg “საქპატენტის” გენერალური დირქტორი ირაკლი ღვალაძე დღეს ამერიკის საავტორო უფლებების უწყებაში შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანი საავტორო უფლებების დეპონირების და დაცვის ადგილობრივი სისტემების გაცნობაა. აშშ-ში ვიზიტად მყოფი ღვალაძე უკვე შეხვდა ადგილობრივი საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების დირექტორს დევიდ კაპოსს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, “საქპატენტის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების დელეგაცია საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია აშშ-ში 9 მაისს გაემგზავრა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rurua2-150x146.jpg კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დღეს მცხეთის ისტორიულ ძეგლებს, კერძოდ სვეტიცხოვლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ბებრისციხის დამეწყრილ ტერიტორიას მოინახულებენ. ამასთან ერთად, ბებრისციხის მდგომარეობის დამძიმების, დამეწყრილი ადგილების რაოდენობრივად გაიზარდისა და ძეგლისთვის საშიში ახალი კერების გაჩენის გამო ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში კვლევას გააგრძელებენ. მათ მიერ უკვე მოძიებულია გასულ წლებში ჩატარებული გეოლოგიური კვლევის შედეგები, ხდება არსებული მასალის ანალიზი და შეჯერება უახლეს ინფორმაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბებრისციხის ჩემონგრევამდე, რამდენიმე ხნით ადრე დასრულდა სრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა. ამ ეტაპზე ხორციელდება ხელახალი აზომვები, რაც სპეცილისტებს საშუალებებს მისცემს უახლოს მომავალში გარკვეული დასკვნები გამოაქვეყნონ. ეს კი გახლავთ წინაპირობა საპროექტო სამუშაოების დაწყებისათვის. სვეტიცხოვლის ტაძარში უკვე რამდენიმე თვეა ძეგლის სამგანზომილებიან სისტემით აზომვა და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარე იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sheratni-150x150.jpgნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეოთხე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნება დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” . 15 მაისს ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მხარდაჭერით ტარდება. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...