planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ალიანსის ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სათაურით „26 მაისს პროვოკაციას ორივე მხრიდან ველოდები“. ვაქვეყნებთ ფრაგმენტებს: „აშკარაა, ნოღაიდელიცა და ბურჯანაძეც მოსკოვში თავისი პოლიტიკური სტატუსის გაძლიერებისთვის ჩადიან. მათ აქ არავინ მიჰყვებათ. ხომ ნახეთ, 6 მაისს მათთან ერთად რკინიგზაზე 100 კაცი იყო მხოლოდ. ეს კი სრული კრახია... შარშან ბურჯანაძესთან ერთად ვიდექით. მაშინ ჩვენი ბრძოლა სწორი იყო, ის არ გადიოდა მოსკოვზე და არც არეულობისკენ იყო მიმართული. ახლა ყველაფერი მოსკოვზე გადაიტანეს... სხვათა შორის, ამ ადამიანებმა 9 აპრილის უზურპაციაც მოახდინეს. უზურპაცია გაუკეთდა ეროვნული საბჭოსაც, სადაც ამ საბჭოს სუბიექტი, რეალურად, მხოლოდ ორი პარტიაა. ნოღაიდელს რა უფლება აქვს, ეროვნული საბჭო დაირქვას? ასევე ხდება სამფეროვანი დროშის უზურპაცია. ნოღაიდელს ან ნინო ბურჯანაძეს რა უფლება აქვს, ამ დროშით იბრძოლოს და მოსკოვში იაროს? რატომ აძლევენ პუტინს მემორიალის აღდგენის საშუალებას?“ “სხვათა შორის, ბურჯანაძეა ის ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ურთიეროთბა პირველმა გააფუჭა. პეტერბურგში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, რუსეთს თავზე დაამხო. არადა, მაშინ ეუთო-ს ძალიან სერიოზუდი მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთთან სამხრეთი ოსეთის საკითხზე, პუტინი და ბუში უკვე შეხვედრილი იყვნენ და წინსვლა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც იყო... სწორედ ბურჯანაძის გამოსვლის შემდეგ გამწვავდა ვითარება. ამიტომ, დღეს ჭკუას ნურავის ასწავლიან. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ერთია და მეორეა - რუსების წინაშე სამარცხვინო დაჩოქება... ამ ორი საკითხის ერთმანეთში აღრევა დაუშვებელია”. „...ოპოზიცია არის ის, ვინც დღეს სააკაშვილის რეჟიმს რეალურად ებრძვის და რუსეთთან არ თამაშობს. ამ ხალხს კი ჯობს სხვა სახელი დავარქვათ... ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი, თავს სწორედ ალიანსის გარშემო იყრის. სხვა ოპოზიციური კანდიდატები არ ითვლებიან სერიოზულად. შესაძლოა ალასანია, როგორც ერთიანი კანდიდატი, ოფიციალურად დანიშნული არ არის, მაგრამ ფაქტობრივად, იგი საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც არჩევნებში ჩართვას აპირებს, ასეა აღქმული. დანარჩენები სამთავრობო გუნდის კანდიდატები არიან. ასეა ყველა - გოგი თოფაძეც. პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ სიმართლე ვთქვიათ - საწარმო ბოლომდე რომ არ ჩაუძირონ, იძულებულია, ეს როლი შეასრულოს... რაც შეეხება 26 მაისის აქციას, პროვოკაციას ორივე მხრიდან ველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხალხი ქუჩაში არ გამოვა... მეტიც, პროვოკაციების საშიშროება ყოველდღიურადაა. ვერ ხედავთ, რა ხდება? ხელისუფლებას დაწყებული აქვს ხალხზე ზეწოლა, უბნებზე თავდასხმები, ამიტომ თავშეკავება ყველას გვმართებს. ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როგორმე არჩევნებამდე მივიდეთ“. View the full article.
-
ირაკლი ალსანია ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. თბილსის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანია განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ალიანსს” აქვს პროექტი, რომლის თანახმადაც 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიიდან 100 000 000 ლარი გამოიყოფა. მისივე განცხადებით, ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლებს დღემდე 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებულ სახლებში უწევთ ცხოვრება. “დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტმა და მერიამ ვერ გაარკვიეს, ამ ადამიანებზე ზრუნვა ვისი მოვალეობაა. ეს ადამიანები, პრაქტიკულად, რისკის ქვეშ ცხოვრობენ. ამ ქუჩაზე მანქანების მოძრაობაც კი აკრძალულია, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია სახლები. რომ არსებობდეს ნება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარების ნებას ჩვენ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და ახალგაზრდა რესპუბლიკელები გთავაზობთ ჩაერთოთ ახალ პროექტში „100 დაკვირვებელი თავისუფალი არჩევნებისთვის“. პროექტი 100 მოხალისის შერჩევას და მათ საარჩევნო კანონმდებლობაში გადამზადებას გულისხმობს. 30 მაისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, სათანადო კვალიფიკაციის მოქონე 100 მოხალისე „ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტის“ და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სახელით საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით წარდგება. პროექტის მიზანია, საზოგადოებრივ პროცესებში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და საარჩენო პროცესის გამჭვირვალობასა და თავისუფლებას თვალი ადევნოს. არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბანზე წარდგენილი დამკვირვებლები, პროექტის ორგანიზატორ ორგანიზაციებთან ერთად, 2010 წლის არჩევნების შესახებ ანგარიშსა და შეფასებას მოამზადებენ. View the full article
-
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი და მედიის წარმომადგენლები ალტერნატიულ სახალხო დამცველს აირჩევენ. ამის შესახებ პირWელს არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ალტერნატიული ომბუდსმენის პოსტზე უკვე განიხილებიან კონკრეტული კანდიდატები, View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმი ირაკლი ალასანია ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მათთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „არჩევნებში „ალიანსის“ გამარჯვების შემდეგ თბილისის ბიუჯეტიდან ოთხი წლის განმავლობაში ასი მილიონი ლარი ავარიული სახლების შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა“. „დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტმა და მერიამ ვერ გაარკვია, თუ ვისი მოვალეობაა 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა. ეს ადამიანები რისკის ქვეშ ცხოვრობენ. ამ ქუჩაზე მანქანების მოძრაობაც კი აკრძალულია, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია სახლები. თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, რომ არსებობდეს ნება. თუმცა ამ პრობლემის მოგვარების ნებას ჩვენ ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა ალასანიამ. View the full article
-
http://i.ytimg.com/vi/ENklBMfSlKY/2.jpgVideo: Bardzimi - Ra dagishave Added by user: Admini Date: 12.05.2010 (3:02) Description: კვარტეტი "ბარძიმი" (მირზა მოდებაძე, გიორგი ცხვარიაშვილი, ლევან კბილაშვილი, ზაზა ჭინჭარაული) - დაღამებულხარ, ჩემო აპრილო<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/CGo_FGso7Gk/2.jpgVideo: Gvirila - Tkis zghapari Added by user: Admini Date: 12.05.2010 (2:58) Description: გვირილა - ტყის ზღაპარი /ნუგზარ ერგემლიძე/ სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/W7vCwhH45mI/2.jpgVideo: Play ParaNoiD - Can you feel Added by user: aielcin Date: 12.05.2010 (2:40) Description: სრულად
-
georgianweb Play ParaNoiD - keep it (live)
planetanews posted a topic in გასართობი საიტების rss ზონა
http://i.ytimg.com/vi/lmLQQxMbsVE/2.jpgVideo: Play ParaNoiD - keep it (live) Added by user: aielcin Date: 12.05.2010 (2:39) Description: სრულად -
საიტზე გამოქვეყნდა „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა რეგიონებისათვის. პროგრამის ორი ვერსია (PDF, Word) განთავსებულია მთავარი, ჰორიზოტალური მენიუს ბლოკში – „არჩევნები 2010“. „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა რეგიონებისათვის PDF „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა რეგიონებისათვის Word View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1403.jpgრუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართა. სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები დღეს “თბილისის მარიოტში” განიხილეს. მინისტერიალზე მონაწილეობა მიიღო რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობის და ბიზნესის გარემოს მინისტრმა ადრეან ვიდეანუმ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა. პროტოკოლი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გათხევადებული აირის მიწოდებას მიეძღვნა. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ამ პროექტის მეშვეობით ხაზი ესმევა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. “აზერბაიჯანიდან მიწოდებულ აირს საქართველოს გავლით გამოიყენებს როგორც რუმინეთი, ასევე შესაძლებელი გახდება ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომარაგება. წინასწარი განცხადებით პროექტს 5-6 მილიარდი დოლარი დასჭირდება”, – განაცხადა ხეთაგურმა ოქმის თანახმად კომპანია 30 დღის განმავლობაში დაფუძნდება ქალაქ ბუქარესტში, რომელიც პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ დასაბუთებაზე იმუშავებს. 13 აპრილს ბუქარესტში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს “გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kani2-150x150.jpgეროვნული კინოცენტრის დირექტორი და სხვა წარმომადგენლები საფრანგეთში, კანის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე “Marché du Film” მონაწილეობის მისაღებად უკვე გაემგზავრნენ. პროექტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი კანში საქართველოს პავილიონს წარმოადგენს, პოტენციურ პარტნიორებს ინფორმაციას საქართველოს და ქართული კინოს არსებული მდგომარეიობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნობს. კანში ქართული პავილიონის გახსნა ქართული კინოხელოვნების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეროვნული კიოცენტრის წარომადგენლების ნახვა 142 პავილიონშია შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/avtokatstrofa-150x150.jpg ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 105 ადამინი დაიღუპა. ავიაკატასტროფას 8 წლის ბიჭუნა გადაურჩა, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა. ავაიაკატასტროფა თვითმფრინავმა მაშინ განიცადა, როდესაც იგი ტრიპოლის აეროპორტში ეშვებოდა. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია თვითმფრინავის სახეობის შესახებ, აგრეთვე უცნობია იმის თაობაზე თუ რომელ ავიაკმპანიას ეკუთვნოდა. ცნობილია, რომ იგი ასრულებდა რეისს სამხრეთ აფრიკიდან. უცხოურ მედიაზე დაყრდნობით თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას აღმოჩენიალია 94 მგზავრისა და ეკიპაჟის 11 წევრის ცხედარი. მიმდინარეობს გამოძიება და კატასტროფის მიზეზები დგინდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramia1-150x150.jpgაფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. გია ბარამიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად ის სახლები დაათვალიერა, რომლებიც დევნილებს ცოტა ხნის წინ საკუთრებაში გადაეცათ. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ბარამიამ და ვარშალომიძემ მათ საჩუქრად სურსათი გადასცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხვალ ხობს და ფოთს ეწვევა. მიაM ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. გია ბარამიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად ის სახლები დაათვალიერა, რომლებიც დევნილებს ცოტა ხნის წინ საკუთრებაში გადაეცათ. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ბარამიამ და ვარშალომიძემ მათ საჩუქრად სურსათი გადასცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხვალ ხობს და ფოთს ეწვევა. იხილეთ epn.ge