Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tavdacvis-samini8stro-150x150.jpg თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” სიმულაციური სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრებიან. იხილეთ epn.ge
  2. გადაცემა „ხალხის არჩევანში“ გიორგი მასალკინმა ეჭვი შეიტანა „თორთლაძე დემოკრატების“ პარტიული სიის მონაცემებში. - TV25. View the full article
  3. ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „ნაცმოძრაობა“ ტყუილში გამოიჭირა - იხილეთ პრესა.გე-ს წერილი. View the full article
  4. დავით ბერძენიშვილი და მერაბ ქათამაძე 13 მაისს ახმეტასა და გურჯაანში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. ახმეტაში გაიმართა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაქრო ქინქლაძემ ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე. დავით ბერძენიშვილმა მიმოიხილა საარჩევნო პროგრამა და უპასუხა შეკითხვებს. შეხვედრები გაიმართა ქალაქ გურჯაანში, სოფლებში - ვაჩნაძიანში, ჩუმლაყსა და კარდენახში. „ალიანსი საქართველოსთვის“გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად ყვირალაშვილმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა იმ მუშაობის შესახებ, რაც გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გასწია. მათი ინიციატივით რამდენიმე სოციალური პროგრამა ამოქმედდა - დახმარება მრავალშილიან ოჯახებს, მშობიარეებს, ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველ პირებს, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობის თანადაფინანსება. მოსახლეობა უჩივის უმუშევრობას, უწყლობას, უგზოობას...მოსახლეობამ არ იცის ე. წ. სოფლის პროგრამის შესახებ. პროექტები მათთან შეუთანხმებლად ხორციელდება; მოსახლეობა იმედგაცრუებულია... დავით ბერძენიშვილმა მიმოიხილა ზოგადი ვითარება, დაწვრილებით ისაუბრა ალიანსის პროგრამების თაობაზე. დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ აჩევნების გზით უნდა მოხდეს და სთხოვა მათ, 30 მაისს აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებში და არჩევანი გააკეთონ. View the full article
  5. შეღებილი და ფასადურად გალამაზებული ცენტრალური ქუჩების მიღმა ნამდვილი თბილისია, დანგრეული სახლებით და გზებით, ყოფითი პრობლემებით დაღლილი და იმედგაცრუებული ადამიანებით, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რწმუნდებიან, რომ ცვლილებები ნამდვილად საჭიროა. ბექა ოპიზარის ქუჩის 7 ნომერში 18 ოჯახი ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, ღამით ქოლგებით სძინავთ. სახლის სახურავი ისეთი ძველია, რომ შინ და გარეთ ერთნაირად წვიმს. ამ სახლს უკანა მხრიდან დემირელის სახელობის სკოლა ესაზღვრება, საიდანაც მოსწავლეები ხშირად სახურავზე გადადიან და კიდევ უფრო აზიანებენ მას. პრობლემებია ქუჩაზეც, სადაც წყალკანალის სამსახურის მიერ მილების გამოცვლამ გზა უფრო მეტად დაანგრია. მუშებმა ასფალტი აყრილი დატოვეს. ცურტაველის ქუჩის 22 ნომერში კი ოთხი ოჯახი ბარაკული ტიპის ნახევრადსარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საერთო, მოუწყობელი ტუალეტიდან საშინელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება. აქ მცხოვრები, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები, მხოლოდ ყოველდღიურ საკვებზე ფიქრობენ. ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან, ასაკოვანი ადამიანები პენსიის სიმცირეს უჩივიან. ქუჩაზე განათების ბოძები კი დგას, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ანათებს. დანგრეულ გზაზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და ხანდაზმულებს გრიშაშვილის ქუჩამდე ფეხით უწევთ ჩასვლა. მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი თითოეულ ადამიანს გაესაუბრა, მათი გასაჭირის გაზიარებას, ყურადღებას და დახმარებას დაპირდა. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/semnebi-150x150.jpg ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა პიტერ სემნებთან არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. თბილისი “მერიოტში” ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში, პიტერ სემნებს შეხვდნენ. შეხვედრა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა. ძიძიგურის თქმით, საუბარი იყო საინფორმაციო სივრცეში ოპოზიციონერების იგნორირებაზე. მისი თქმით, “რუსთავი 2”-ზე ქრონომეტრაჟის დიდი ნაწილი გიგი უგულავას ეთმობა, რაც მერობის დანარჩენი კანდიდატების დისკრედიტაციაა. ძიძიგურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. “საუბრის დროს განსაკუთრებული კონცენტრაცია გავაკეთეთ ე.წ. სპეცუბნებზე, სადაც საარჩევნო აგიტაცია კანონით არის შეზღუდული, აქ მცხოვრები სამხედროებისა თუ პოლიციელების უმეტესობა არ არის ადგილზე რეგისტრირებული თუმცა, მათი საშუალებით, ხელისუფლება 10%-იანი ფორის გაკეთებას ცდილობს; – განაცხადა “ეროვნული საბჭოს” თბილისის საკრებულოს კანდიდატმა კობა დავითაშვილმა. “ეროვნულმა საბჭომ” ყურადღება გაამხავილა ოპოზიციურ სტამბებზეც, რომლებიც შეფერხებით მუშაობენ. საუბრის ერთ-ერთი თემა “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის კანდიდატიც გახლდათ, რომელიც, დავითაშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვას ახორციელებს. “ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გაიცხრილოს სპეცუბნები არარეალური ამომრჩევლებისაგან და ცესკომ განიხილოს კონკრეტული საჩივრები; – განაცხადა დავითაშვილმა. შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა “ალიანსის” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი. ის სემნებთან სამ საკითხზე: პირველ მაისს, “ალიანსის” მონიტორინგის შედეგად გადმოცემულ სიებზე, რაიონებში ზეწოლის ფაქტებსა და მედიის მდგომარეობაზე აპირებს ყურადრების გამახვილებას. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mdinare-150x150.jpgრუსთავში მდინარეში გადამხტარ 55 წლის თამაზ ფოცხიშვილს ამ დრომდე ეძებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ჯერჯერობით მოქალაქე ნაპოვნი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ხიდიდან 55 წლის მამაკაცის თამაზ ფოცხიშვილი გადახტა. ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა იგი ამ შემთხვევამდე მეგობარს დაუკავშირდა და გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. თამაზ ფოცხიშვილი თბილისში ცხოვრობს, ჯერჯერობით უცნობია რატომ იმყოფებოდა ის რუსთავში. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. სავარაუდოდ ფოცხიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა თამაზ ფოცხიშვილის ქურთუკსაც მიაგნეს. იხილეთ epn.ge
  8. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია დღეს, 14 მაისს, 16:00 საათზე გამართავს ბრიფინგს ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული კაზუსების შესახებ. შაბათს, 15 მაისს, 15:00 საათზე სუპერმარკეტ „ბინგოსთან“ ნუგზარ გაბუნია შეხვდება გლდანის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას“. View the full article
  9. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია და კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი დღეს 13:00 საათზე ორთაჭალელებს 72-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში (გორგასლის ქ. # 2) შეხვდებიან. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x5007-150x150.jpgქართველმა მებაჟეებმა წითელ ხიდზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. თურქეთის მოქალაქეები ქრთამის სანაცვლოდ ავზებით დიზელის საწვავის შემოტანას ცდილობდნენ. დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის უკანონო შემოტანის ეს უკვე მეოთხე ფაქტია. იხილეთ epn.ge
  11. http://i.ytimg.com/vi/jjjK4DF-W-Q/2.jpgVideo: Boris Bedia - Dagvifaravs Ghmerti Added by user: Sando Date: 14.05.2010 (0:24) Description: ბორის ბედია - დაგვიფარავს ღმერთი<br> სრულად
  12. ბორის ბედია - დაგვიფარავს ღმერთი სრულად
  13. საიტის მთავარი, ჰორიზონტალური მენიუს ბლოკში - „არჩევნები 2010“ - განთავსებულია ყველა ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შესახებ: პარტიული სიები, სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები, ბმულები და სხვა... View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinvalSiposti3-150x130.jpgჟენევის თანათავჯდომარეებმა მოლაპარაკებები ცხინვალში გამართეს. ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითს და პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. როგორც პიერ მორელმა განაცხადა, მოლაპარაკებათ მომდევნო მე-11-ე რაუნდამდე ამ შეხვედრებს და ვითარების ადგილზე გაცნობას დიდი მნიშნველობა აქვს. “ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოებისა საკითხზე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი კრიტერიუმი. ვიმყოფებოდით ცხინვალში და ასევე განვაგრძობთ შეხვედრებს თბილისში. ცხინვალში ჩვენი შეხვედრები შედგა კოკოითთან და ჩოჩიევთან, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე. იცით რომ ჟენევის მოლაპარაკებამდე შედგება კიდევ ერთი შეხვედრა და აქ საბოლოოდ დაზუსტდება შეხვედრის თემები” განაცხადა პიერ მორელიმ. შეხვედრებისას მათ გატაცებულთა გათავისუფლების და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხი განიხილეს, იმსჯელეს 2008 წლის ომში გაუჩინარებულთა შესახებაც. ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო მე-11 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. დღეიდან კი ჟენევის თანათავმჯდომარეები თბილისში შეხვედრებს იწყებენ. იხილეთ epn.ge
  15. http://i.ytimg.com/vi/yPXPKbJAIjY/2.jpgVideo: Tsiuri Mchedlidze - Lazuri Birapape Nanash Birapa Added by user: Sando Date: 14.05.2010 (0:14) Description: ციური მჭედლიძე - ლაზური ბირაპაპე ნანაშ ბირაპა<br> სრულად
×
×
  • შექმენი...