planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.ytimg.com/vi/4E4-9yKTv_I/2.jpgVideo: Katie Melua - The Flood Added by user: Admini Date: 14.05.2010 (6:39) Description: The 1st single from Katie Melua's much anticipated 4th studio album The House, produced by William Orbit. Single out 17th May 2010, album released 24th May 2010. სრულად
-
The 1st single from Katie Melua's much anticipated 4th studio album The House, produced by William Orbit. Single out 17th May 2010, album released 24th May 2010. სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/javelize-150x150.jpg სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა პერმანენტული აქციებით იმუქრება. ამის შესახებ მათ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს პარტიის მიმართ და უკანონოდ დაპატიმრებულ 8 აქტივისტზე ზეწოლა ხორციელდება. სმმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ელიზბარ ჯაველიძის თქმით, საგამოძიებო სამსახურს მათი ორი ოფისის გასაღები აქვს და დიდი შანსია რაიმე პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ,,ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით შემოვიდნენ ჩვენს ოფისში და რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალა დადონ, შემდეგ კი კამერების თანდასწრებით აღმოაჩინონ. ახლავე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ”,- აღნიშნა ჯაველიძემ. მოძრაობის წევრების თქმით, თუ ხელისუფლება ზეწოლას არ შეწყვეტს და არ გაათავისუფლებს დაკავებულ პატიმრებს, მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ,,სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” ინფორმაციით, მათი ლიდერი, მალხაზ გულაშვილი ამ რეჟიმს ცხინვალში გაექცა, თავი მოძმე ოსებს შეაფარა და იქ ,,სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა” ჩამოაყალიბა. იხილეთ epn.ge
-
დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარი გადავსებულია სხვადასხვა ტიპის დედადაფებით, რომელთაც სხვადასხვაგვარი BIOS-ი აქვთ. თუმცა ყველა ტიპის ბიოსის ძირითადი ფუნქციები ერთნაირია. დღეს შევეცდები მათში გაგარკვიოთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებდე, მინდა აგიხსნათ, თუ რა არის ბიოსი. ———————————————————————- BIOS, ანუ Basic Input/Output System არის მიკროპროგრამა, რომელიც შეიცავს კომპიუტერის პარამეტრებს. ეს პარამეტრები კომპიუტერს ავტომატურად მიეთითება ყოველი ჩართვისას. ვიზუალურად ბიოსი წარმოადგენს პატარა ჩიპს, რომელიც დედადაფაზეა ჩამაგრებული: http://images.geotorrents.com/images/3un6vbl5hvxi207ea9b.jpeg თუმცა ეს ჩიპი, რომელიც ROM ტიპის მეხსიერებაა (არააქროლადი) მხოლოდ ბიოსს არ შეიცავს. ბიოსის გარდა, რომელიც პასუხს აგებს ფლოპი დისკის, HDD-სა და სხვა “უცვლელი” მოწყობილობების აღმოჩენასა და გაკონტროლებაზე, ჩიპში ინახება პროგრამა “POST” (Power On Self Test), რომელიც ტესტავს სისტემას ყოველი ჩართვისას და “Setup” პროგრამა, რომელიც პასუხს აგებს CMOS-ის რედაქტირებაზე. CMOS (Complementary metal–oxide–semiconductor) გახლავთ სისტემა, რომელიც შეიცავს ყველა იმ პარამეტრს, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ კომპიუტერის კონფიგურაციაში. ანუ ის, რასაც თქვენ ბიოსს ეძახით, ფაქტობრივად არის CMOS. CMOS ინახება RAM ტიპის (აქროლად) მეხსიერებაში და იმისთვის, რომ პარამეტრები არ დაიკარგოს, იგი მუდმივად უნდა იკვებებოდეს ბატარეით, რომელსაც თქვენ “ბიოსის ელემენტს” უწოდებთ: http://images.geotorrents.com/images/fsnvat4z5f30phuc0br0.jpeg გარდა CMOS-ის პარამეტრების შენახვისა, “ბიოსის ელემენტი” სისტემის “შინაგან საათსაც” ამუშავებს, ასე რომ თუკი ელემენტს დიდი ხნით ამოვიღებთ, საათიც გასასწოებელი გვექნება… ———————————————————————- იმისათვის, რომ გამოვიძახოთ CMOS, უნდა ჩავრთოთ ROM-ში შენახული პროგრამა “Setup”. ამისათვის როგორც იცით, იყენებთ Delete, F1, F2, F10, Ctrl+Alt+Esc ან სხვა რამ მითითებულ ღილაკების კომბინაციას, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც Delete არის ხოლმე. ახლა გავეცნოთ CMOS-ის ძირითად პარამეტრებს. CPU Setup: პროცესორის კონფიგურაციის მენიუ, რომელიც პასუხს აგებს პროცესორის კონფიგურაციაზე. Standard CMOS Setup (Basic CMOS Setup): მენიუ, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერის მარტივი პარამეტრების კონფიგურაციაზე, მაგალითად ფლოპი დისკი, საათი, მყარი დისკის პარამეტრები და ა.შ. Advanced CMOS Setup (ან BIOS Features Setup): გაფართოებული კონფიგურაციის მენიუ. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაარედაქტიროთ კომპიუტერის დამატებითი ფუნქციები და თუ გაგიმართლებთ, წარმადობასაც გაზრდით ცოტათი. Advanced Chipset Setup: დედადაფის ჩიპსეტის კონფიგურაცია. ეს ეხება ოპერატიულ მეხსიერებას, ტაიმინგებს, PCIe-ს და ა.შ. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც ჩიპსეტი აკონტროლებს. PCI/Plug and Play (PnP) Setup: კომპიუტერში ჩაყენებული დამატებითი აპარატურის მაკონტროლებელი (მაგ. ხმის დაფა, ქსელის ადაპტერი). Power Management Setup: ამ მენიუში მანიპულაციებმა შეიძლება ცოტაოდენი ელექტროენერგია დაგაზოგინოთ. Peripheral Setup (ან Integrated Peripherals): დედადაფაში ჩამონტაჟებული მოწყობილობების მაკონტროლებელი (მაგ. ინტეგრირებული ხმის ჩიპი, ინტეგრ. ქსელის კონტროლერი). Auto Configuration With BIOS Defaults: ყველა პარამეტრი დაჰყავს ქარხნულ მნიშვნელობებზე. Auto Configuration With Power-on Defaults: ყველა პარამეტრი დაჰყავს იმ მნიშვნელობებზე, რომლების შეყვანილი იყო თქვენს უკანასკნელ “ვიზიტამდე”. Change Password: აყენებს პაროლს იმისთვის, რომ სხვამ არ იფათუროს თქვენს CMOS-ში და რამე არ აურ-დაურიოს. Auto Detect Hard Disk (ან HDD Auto Detect ან IDE Setup): ავტომატურად აყენებს IDE მყარი დისკის პარამეტრებს. Hard Disk Utility (ან HDD Low Level Format): ასეთი ფუნქცია არსად შემხვედრია, თუმცა მაინც განვმარტავ, რომ ეს გახლავთ მყარი დისკის ფორმატირების ბრძანება… გირჩევთ ისევ ძველი ნაცადი ხერხით დააფორმატოთ ხოლმე თქვენი მყარი დისკები. Write to CMOS and Exit (ან Save & Exit Setup): ვინაიდან CMOS არაფერს ინახავს ავტომატურად, აუცილებელია უბრძანოთ მას თქვენ მიერ შეყვანილი პარამეტრების შენახვა და კომპიუტერის გადატვირთვა. Do Not Write to CMOS and Exit (ან Exit Without Saving): ტოვებთ CMOS-ს და გადატვირთავთ კომპიუტერს პარამეტრების შენახვის გარეშე. ———————————————————————- რათქმაუნდა, ოვერქლოქერებს ყველაზე მეტად ძაბვების გაზრდა გიყვართ. ამიტომ თქვენს ყურადღებას სწორედ ამ პუნქტზე გავამახვილებ, რადგან ყველაფერი დანარჩენი დაწვრილებით არის ხოლმე ახსნილი დედადაფის ინსტრუქციაში… ხოლო რაც შეეხება ძაბვის მომატების ფუნქციებს, აქ მხოლოდ აბრევიატურებს შიფრავენ და მორჩა, გინდ ერთი ვოლტი მიეცი, გინდ თორმეტი და გადაბუგე დედადაფა, სულ ფეხებზე ჰკიდიათ http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . მოკლედ, შევუდგეთ საქმეს. AMD-ს CMOS. ყველა სახელწოდება “ოფიციალური” იქნება, ანუ ისეთი, როგორიც AMD-ს CMOS-ში ჩანს ხოლმე. VDD: ეს გახლავთ პროცესორის ძაბვა, რომელიც ზოგჯერ Vcore-თიც აღინიშნება. ამ მონაცემის შეცვლა შეიძლება “CPU Vcore”, “CPU Offset Voltage”, “CPU Voltage at Next Boot”, “CPU Vcore 7-Shift” და “Processor Voltage” ფუნქციებით (სხვადასხვა დედადაფებზე სხვადასხვა სახელი აქვს). VDDNB: უკვე იცით რა არის “VDD”, NB-ც გეცოდინებათ და მიხვდებოდით, რომ “VDDNB” არის ნორთბრიჯის ძაბვა. ამ ძაბვას იყენებს პროცესორში ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი, HyperTransport კონტროლერი და მესამე დონის (L3) კეში (თუკი ასეთი გვაქვს). სათაურში “NB” იმიტომ არის ნახსენები, რომ ამ კომპონენტებს ნორთბრიჯი აკონტროლებს (მე რატომღაც მეგონა, რომ AMD-ს მეხს. კონტროლერი პროცესორში ჰქონდა). AMD-ს AM2 სოკეტის პროცესორებისთვის VDD და VDDNB ძაბვა ერთი და იგივეა, ხოლო AM2+ -იდან მოყოლებული – განსხვავებულია და მას AMD-ში “split plane”-ს, ან Dual Dynamic Power Management-ს (DDPM) უწოდებენ. VDDA: PLL (Phase-Locked Loop)-ის მიერ გამოყენებული ძაბვა, ანუ მამრავლის ძაბვა. მისი შეცვლა “CPU VDDA Voltage” და “CPU PLL Voltage”-დან შეგიძლიათ. VDDIO: მეხსიერების სალტის ძაბვა. იგივე “მეხსიერების ძაბვა”, იგივე “DIMM Voltage”, “DRAM Voltage”, “Memory Over-Voltage”, “VDIMM Select”, “Memory Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობა 1.8(DDR2)/1.5(DDR3) ვოლტს უდრის. VTT: მეხსიერების ჩიპებში “ტერმინაციის ლოგიკის” მიერ გამოყენებადი ძაბვა. ქარხნული მნიშვნელობა VDDIO-ს ნახევარს უდრის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Intel-ის დედადაფების “VTT” სულ სხვა რამეა. MEMVREF: მეხსიერების “რეფერენს-ძაბვა”. იგი “VDDIO-ს ნახევრის ტოლია და თავისებურად “განსაზღვრავს” პროცესორისა და მეხსიერების ძაბვებს. ანუ, თუ ზემოხსენებული ძაბვები MEMVREF-ზე ნაკლებია, იგი წერს “0″-ს, ხოლო თუ მეტი – “1″-ს. VLDT: HyperTransport ლინკში პროცესორიდან მიწოდებული ძაბვა. ასევე აღინიშნება როგორც “HT Voltage”, “HT Over-Voltage”, “NB/HT Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობა 1.2 ვოლტს უდრის. რათქმაუნდა იქ, სადაც არ მიმიწერია ქარხნული ძაბვები, მნიშვნელობები პროცესორზეა დამოკიდებული. NB Voltage: თუკი დანამდვილებით იცით, რომ ეს არ არის CPU VDDNB ძაბვა, მაშინ ეს იქნება ჩიპსეტიდან ნორთბრიჯში მიმავალი ძაბვა (ფაქტობრივად SB-დან NB-ში მიმავალი) NB 1.8 V Voltage: AMD-ს ჩიპსეტები ორ განცალკევებულ ძაბვას იყენებს. ერთი, რომელსაც “NB Voltage” აკონტროლებს, 1.2V-ს უდრი და “VDD_CORE”-თი აღინიშნება, ხოლო მეორე, რომელიც 1.8V-ს უდრის და “NB 1.8 V Voltage”-თი კონტროლდება (პასუხს აგებს PLL-ზე). Graphics engine voltage: ეს ფუნქცია ინტეგრირებულვიდეოიან დედადაფებს აქვთ და ვიდეოჩიპის ძაბვის შესაცვლელად გამოიყენება. ცნობილია “mGPU Voltage”-ს სახელითაც. SB voltage: საუთბრიჯის ძაბვა. PCI Express voltage: ყველაფერი ისედაც ცხადია. მისი გაზრდა PCIe სალტის აჩქარებისას შეიძლება დაგჭირდეთ. ძაბვა აგრეთვე აღინიშნება “PCIE VDDA Voltage” და “VDD PCIE Voltage” სახელებით. Intel-ს CMOS. ყველა სახელწოდება “ოფიციალური” იქნება, ანუ ისეთი, როგორიც ინტელის CMOS-ში ჩანს ხოლმე. VCC: პროცესორის ძაბვა. აგრეთვე ცნობილია, როგორც Vcore, “CPU voltage”, “CPU Core” და ა.შ. VTT: AMD-საგან განსხვავებით, მეხსიერების სალტის, QPI-ს, FSB-ს ტერმინციის, L3 კეშის და პროცესორზე დამოკიდებული ყველა სხვა ფუნქციის ძაბვა. არის AMD-ს VDDNB-ს ექვივალენტი. შეცვლა შესაძლებელია “CPU VTT”, “CPU FSB”, “IMC Voltage” და “QPI/VTT Voltage” ფუნქციებიდან. VCCPLL: PLL-ის, მამრავლის მიერ გამოყენებადი ძაბვა. იცვლება “CPU PLL Voltage”-დან. VAXG: ვიდეოკონტროლერის ძაბვა. ხელმისაწვდომია Pentium G6950, Core i3-5xx და Core i5-6xx პროცესორებზე (შესაბამისი ჩიპსეტის არსებობის შემთხვევაში). იცვლება “Graphics Core”, “GFX Voltage”, “IGP Voltage”, “IGD Voltage” და “VAXG Voltage”-დან. CPU clock voltage: ეს ფუნქცია ზოგ დედადაფას გააჩნია და ე.წ. “Base Clock”-ისთვის (მგონი იგივე Bus Clock) ცალკე ცვლის ძაბვას. იცვლება “CPU Clock Driving Control” და “CPU Amplitude Control”-დან. VDDQ: მეხსიერების სალტის ძაბვა. იგივე “DIMM Voltage”, “DIMM Voltage Control”, “DRAM Voltage”, “DRAM Bus Voltage”, “Memory Over-Voltage”, “VDIMM Select”, “Memory Voltage” და ა.შ. ქარხნული მნიშვნელობებია: 1.8V DDR2-ზე და 1.5V DDR3-ზე. Termination voltage: ტერმინაციის ლოგიკის ძაბვა მეხსიერების ჩიპებში. ქარხნული მნიშვნელობა VDDQ/SSTL-ის (მეხსიერების ძაბვის) ნახევრის ტოლია. შეცვლა შესაძლებელია “Termination Voltage” or “DRAM Termination”-იდან. Reference voltage: იგივე, რაც AMD-ს “MEMVREF” (იხ. ზემოთ). North bridge voltage: დედადაფიდან ნორთბრიჯში შემავალი ძაბვა. რადგან ინტელში ნორთბრიჯს “MCH”-ს უწოდებენ, შესაძლებელია ამ ძაბვის აბრევიატურაშიც შეგხვდეთ ზემოხსენებული შემოკლებები. South bridge voltage: საუთბრიჯის (ან “ინტელისებურად” ICH, IOH) ძაბვა. PCI Express voltage: PCIe სალტის ძაბვა. აქ ცოტა რთულადაა ხოლმე საქმე, რადგან პროცესორის მიერ კონტროლირებადი PCIe-ს გარდა დედადაფაზე შეიძლება იყოს შედარებით “ნელი” სლოტი, რომელსაც ჩიპსეტი აკონტროლებს. მაგრამ როგორც წესი, PCIe ძაბვა “მიბმულია” მისი მაკონტროლებლის (CPU/NB/SB) ძაბვებთან. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ცოტა ტვინის ჭ####ტა მოგიწევთ http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/tongue.gif PCI Express clock voltage: PCIe სლოტის ტაქტის ძაბვა. გვხვდება ზოგიერთ დედადაფაზე… overclockers.ge
-
„ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია კრწანისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანიც. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მხოლოდ არჩევენებში მონაწილეობა მოუტანს თბილისს ცვლილებებს. “მთავარია, საზოგადეობა 30 მაისს მოვიდეს არჩევნებზე და გააკეთოს არჩევანი, რომელსაც გული და გონება კარნახობს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა კონფიდენციალურია და ვერავინ ვერასდროს შეიტყობს, მოქალაქემ ვისზე მიანიჭა უპირატესობა” , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. სოფო ხორგუანმა კი, ძირითადად, იმ პრობელემების შესახებ ისაუბრა, რომელიც აღნიშნული რაიონის მოსახელობას აწუხებს. ნახეთ
-
დღეს, სასატუმრო “თბილისი მერიოტში” ირაკლი ალასანია ევროკავშირის სპეციალურ წამომადგენელს, პიტერ სემნების შეხვდა. „ალიასნის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანია განცხადებით, პიტერ სემნებისთან წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრა; თუ როგორ ხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, კანიდატებზე არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. “საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე საკუთრივ არჩევნების დღეს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ მათი არჩევანი იქნება კონფიდენციალური, ექნებათ არჩევანის თავისუფლება და ამ არჩევნებში შეუძლიათ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც საკუთარი გული და გონება კარნახობთ. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პიტერ სემნების გადაეცა გარკვეული დოკუმენტაცია წინასაარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ასევე – ინფორმაცია ქართულ მედიაში პოლიტიკური პროცესების გაშუქების შესახებ, საუბარი შეეხო პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მომხრეებზე. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili33-150x150.jpg “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბებისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამის შესახებ, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან, პიტერ სემნებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ყველა ვარიანტში არჩევნებზე გაიმარჯებს ხელისუფლება და რომც გაამარჯვებინონ ოპოზიციას, ეს შესძენს დამაჯერებლობას მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას, რომელსაც უკვე ძალიან დიდი მასშტაბებით ამზადებენ”_ განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, თვითმართველობის არჩევნები მოცემულ მომენტში მხოლოდ ზედმეტი ტვინის ჭ####ტაა და არა გამოსავალი. “ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია, რათა ევროპის სირცხვილი სააკაშვილის სახით მოცილებული იქნეს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან”_ აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha127-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებზე ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის არჩევანს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს 55-ე სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილოს გახსნის შემდეგ განაცხადა. პრზეიდენტის თქმით, ის ყველაფერი რაც კეთდება ხელისუფლების ყველა დონის შეთანხმებული მუშაობის შედეგია. “ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა ყველას გვესმოდეს, ეხლა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი რომ ერთმანეთს ჭამდნენ და გადაკიდებული იყვნენ, ღმერთმა გვაშოროს ეს, ეს არ გაკეთდებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელია ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მუშაობით, ამიტომ, როცა ხალხი გააკეთებს არჩევანს 30 მაისს, ისინი ნახავენ თავიანთი არჩევანის შედეგებს სკოლაში, ეზოში სამსახურში და ყველგან. პოლიტიკა ამ ყველაფერთან კავშირშია და ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს #55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო გახსნა, კვების ბლოკი დაათვალიერა, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გაესაუბრა და მათგან საჩუქარი მიიღო. #55-ე სკოლის სასადილო კომპანია “გოგლი-მოგლიმ” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ახალი ინიციატივის მიხედვით სასადილოებში დაინერგება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს და მათ მშობლებს “ტაოპრივატბანკმა” უსასყიდლოდ დაუმზადა პლასტიკური ბარათები, რომლიც მიხედვითაც მშობლებს საშუალება ექნებათ ბავშვებს ჩაურიცხონ ნებისმიეირ რაოდენობის თანხა და ასევე აკონტროლონ მისი ხარჯვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/beselia17-150x150.jpg საზოგადოებრივი მოძრაობის ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების, ორგანიზებით ,,შერატონ მეტეხი პალასში” შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები ე.წ უკანონო პატიმრების საკითხზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა დიპლომატიური კორპუსის ,,ევროსაბჭოს,” ,,ევროკავშირის”, ,,აირაის” და რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელს გადასცეს პოლიტპატიმრების სია. ეკა ბესელიას თქმით, საქართველოში მოქალაქეები ვერ სარგებლობენ თავისუფალი სასამართლოს სისტემით, არის პოლიტიკური რეპრესიები. ,,ასეთი ვითარების გამო ჩვენ უცხოურ ორგანიზაციებს შევთავაზეთ გარკვეული წინადადებები. შეხვედრის მონაწილეების განმარტებით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია რომელშიც იქნებიან უფლებადამცველები, ევროკავშირის, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლები რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ეკა ბესელია თქმით, კომისიის შექმნის შემდეგ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამინების საქმეების განხილვა. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები 60 პოლიტპატიმრის საქმის განხილვას აპირებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili6-150x150.jpgსაქართველოს “ლეიბორისტულმა პარტიამ” ევროკავშირის წარმომადგენლებს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ სპეციალური რეკომენდაციის მიღება სთხოვეს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის პიტერ სემნების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტებმა” მაღალი რანგის ევროპელ სტუმრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. “როცა ქვეყანას მართავს ჰალსტუხიანი ბინ ლადენი სააკაშვილის სახით, ხოლო მართველი ძალა კავკასიური თალიბანის ნაირსახეობას წარმოადგენს, არჩევნებზე საუბარი აზრს კარგავს”_ განაცხადა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის განცხადებით, მათ არგუმენტად ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააცნეს და სპეციალური დოკუმენტაცია წარუდგინეს. მისი თქმით, დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” ყრილობის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ. “ყველა დარბაზმა უარი განაცხადა გამოეყო ჩვენთვის დრო და ფართი ყრილობის ჩატარებისათვის. თბილისში მოქმედი 1000 ობით ნოტარიუსიდან ყრილობაზე მოსვლა ვერავინ გაბედა, რათა კანონით აუცილებელი პროცედურა შეესრულებინათ და დაედასტურებინათ ამ პროცედურის ჩატარება”_ აცხადებს ნათელაშვილი. ნათელაშვილი ტელევიზიების მხრიდან პარტიის ღონისძიებების გაშუქებასაც შეეხო. მისი განცხადებით ბოლო 5 წელია არცერთი ტელევიზია “რუსთავი 2”, “პირველი არხი”, “იმედი” არ აშუქებს მათ მიერ ჩატარებულ არცერთ ღონისძიებას, 6 საათის შემდეგ. “ასეთ სიტუაციაში არჩევნებზე საუბარიც კი სირცხვილია. დღეს ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია”_ აცხადებს შალვა ნათელაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-miXeili-EPN4-150x133.jpgპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა დღეს #55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო გახსნა, კვების ბლოკი დაათვალიერა, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გაესაუბრა და მათგან საჩუქარი მიიღო. პრეზიდენტი ასევე გიორგი სისაურს შეხვდა, რომელმაც კალიგრაფიაში პირველი ადგილი დაიკავა. “მე ამერიკაში ვსწავლობდი, ბევრად საუკეთესო უნივერსიტეტებში ვიყავი, მაგრამ მსგავსი არ იყო არსად.- განაცხადა სააკაშვილმა. #55-ე სკოლის სასადილო კომპანია “გოგლი-მოგლიმ” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ახალი ინიციატივის მიხედვით სასადილოებში დაინერგება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს და მათ მშობლებს “ტაოპრივატბანკმა” უსასყიდლოდ დაუმზადა პლასტიკური ბარათები, რომლიც მიხედვითაც მშობლებს საშუალება ექნებათ ბავშვებს ჩაურიცხონ ნებისმიეირ რაოდენობის თანხა და ასევე აკონტროლონ მისი ხარჯვა. თანხის ანგარიშსწორება მოხდება სპეციალური ტერმინალების საშუალბით, რომლებიც დამონტაჟებულია განახლებულ სასადილოებში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gza2-150x150.jpgმარტვილის მუნიციპალიტეტის ნაფოსტარი-სალხინო-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე ხელოვნური ნაგებობებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაფოსტარი-სალხინო-დიდი-ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შპს “არალი” ასრულებს. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3,196 მლნ. ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x5008-150x150.jpgქრთამის შეთავაზებს ფაქტზე შემოსავლების სამსახურის „წითელი ხიდის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟეებმა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს იფორმაციით, ისინი აზერბაიჯანის მხრიდან კუსტარულად დამონტაჟებული ავზებით ცდილობდნენ შემოეტანათ დიზელის საწვავი, რისთვისაც მათ ქართველ მებაჟეებს ქრთამი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას ქართველმა მებაჟეებმა საწვავის უკანონოდ შემოტანის ეს უკვე მეოთხე ფაქტი აღკვეთეს. „ადმინისტრაციული ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ერთმა მძღოლმა მებაჟეს 100, ხოლო მეორემ – 30 დოლარი შესთავაზა. შედეგად, მოხდა მათი დაკავება. შემოსავლების სამსახური კვლავ გააგრძელებს აქტიურ ბრძოლას საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ,” – განაცხადა შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის უფროსმა ამირან გვაზავამ. საქმე გადაეცა შსს-ს შესაბამის სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Pepsi_330mL_dry_can_ang-150x150.jpgსს „იბერია რეფრეშმენტსი” პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში მუშაობის სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. როგორც პეპსის მენეჯმენტმა განაცხადა, ყოველგვარი გაუგებრობებისა და მცდარი ცნობების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა ახსნას და დაასაბუთოს რა მიზეზების გამო შეიზღუდა ამერიკაში, კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში პეპსის მოხმარება და როგორი იქნება საქართველოს ბაზარზე მისი მუშაობის პოლიტიკა. სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში ერთ სულზე გამაგრილებელი ტკბილი სასმელების მოხმარება კრიტიკულად მაღალია. მთლიან მოსახლეობაზე გათვლით, ერთი ადამიანი წელიწადში 216 ლიტრ გამაგრილებელ ტკბილ სასმელს მოიხმარს, იგივე სურათია კანადაში, სადაც ერთ სულზე 120 ლიტრი მოდის, ხოლო ირლანდიაში 126 ლიტრს შეადგენს და ასე შემდეგ. (იხილეთ ცხრილი). ასევე ამერიკაში მოსახლეობა იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში, რომელთა პროდუქციაც ცნობილია დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველობით. შაქრისა და ქოლესტერინის მიღებამ სიმსუქნის განვითარების პრობლემა წარმოშვა. სწორედ ამიტომ პეპსის სათაო ოფისმა, როგორც პროექტის ერთერთმა მოხალისემ, და ასევე ამ სფეროში არსებულმა სხვა კონკურენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლებში ნაწილობრივ და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს პეპსი ნაკლები შაქრის შემცვლელი სასმელებით. საქართველოში ერთ მოსახლეზე ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარების მაჩვენებელია საკმაოდ დაბალია და შეადგენს მხოლოდ 17 ლიტრს. ექსპერტების შეფასებით, ასეთი მონაცემების ფონზე საქართველოში, ამერიკასთან შედარებით, ბავშვებში სიმსუქნის პრობლემის მასშტაბები რადიკალურად განსხვავებულია, რის გამოც პეპსის სათაო ოფისის მიერ საქართველოსთვის რამენაირი შეზღუდვა დაწესებული არ არის. თუმცა კომპანიის პოლიტიკა სამომავლოდ ორიენტირებულია ნაკლები შაქრის შემცვლელი სასმელების წარმოებაზე. კომპანიის უკვე ახორციელებს ლიპტონის ცივი ჩაის დისტრიბუციას, რომელიც 100%-ით ნატურალურია, არ შეიცავს კონსერვანტებს და ამასთან ერთად შაქრის შემცველობა 50%-ით ნაკლებია. ოთხი წლის მანძილზე კომპანია გეგმავს ბიზნესის გაფართოებას წვენების და წ####ბის წარმოებით. „ხაზგასმით გვსურს ავღნიშნოთ, რომ პეპსი შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. პეპსი ხარისხით ბევრად ჯობია მსგავსი ტიპის სასმელებს, ლიმონათი იქნება ეს თუ სხვა, რომლებიც ასევე შეიცავენ შაქარს, ან ხშირ შემთხვევაში სახარინს, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის და აკრძალულია ევროკავშირის სტანდარტებით. პეპსის ხარისხის კონტროლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კომპანიის სათაო ოფისი მისი ფილიალების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. კომპანია მოქმედებს მკაცრი ინსტრუქციებით წარმოების, შემოწმებისა და დისტრიბუციის თითოეული ეტაპზე. ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემთხვევითი წესით აღებული “პეპსიკოს” გამაგრილებელი სასმელების ნიმუშები, რომლებსაც კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები აგროვებენ, ყოველთვიურად იგზავნება ირლანდიაში, ქალაქ კორკში, სადაც, სპეციალური კოდის მინიჭების შემდეგ, ხდება მათი დეტალური შემოწმება სამი ძირითადი პარამეტრის – ფიზიკური, მიკრობიოლოგიური და სენსორული (გემო) – მიხედვით. უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს კომპანია მხოლოდ პეპსის ცენტრალური ოფისის მიერ ლიცენზირებული მომწოდებლებისაგან ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ “პეპსიკოს” ნიუ-ორკის სათაო ოფისის მიერ ქართული პეპსი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რეგიონის 68 ქარხანას შორის „ხარისხის ოქროს სტანდარტით“ არის დაჯილდოვებული.” – განაცხადა პეპსის მარკეტინგის მენეჯერმა ლევან კასრაძემ. რაც შეეხება კომპანიის განვითარების სხვა მიმართულებებს, როგორც კომპანიის დირექტორმა დავით ლომჯარიამ განაცხადა, გლობალური სტრატეგიის ფარგლებში, წელს პეპსი საქართველოშიც რებრენდინგს განახორციელებს. შეიცვლება კომპანიის ლოგო და ამას მიეძღვნება სხვადასხვა აქცია. პარალელურად, დაგეგმილია სრულიად ახალი პროდუქტის ჩამოსხმა და ბაზარზე გამოტანა. პეპსის კომპანია საქართველოში რვა სახეობის უალკოჰოლო სასმელს უშვებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციის რეალიზაციას ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებით სომხეთშიც ახორციელებს. საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილი 30 პროცენტს შეადგენს. 2008 წელი პეპსიმ 40 %–იანი ზრდით დახურა. გასულ წელს პეპსის გაყიდვები 15 %–ით გაუარესდა, თუმცა წელს პირველ კვარტალში 5 %–იანი ზრდა შეინიშნება. პეპსის ქარხანაში 200 ადამიანია დასაქმებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/12737615802Bankok_210X156-150x150.jpgტაილანდის ჯარმა ბანგკოკის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი, სადაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მომხრეები არიან შეკრებილნი, ალყაში მოაქციეს. უბანს აღარ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, დაბლოკილია მობილური კავშირიც. თვითმხილველების განცხადებებით, დედაქალაქში სროლის ხმები ისმის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტაილანდის ჯარი შტურმზე წავიდა. დღეს ღამით ოპოზიციის ბარიკადებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების შედეგად რამოდენიმე ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაშავებულია, მათ შორის ტელეარხი Fრანცე 24-ის ჟურნალისტი და ტაილანდის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებულლი, და სავარაუდოდ სიტუაცია მხოლოდ ორშაბათისთვის ჩაწყნარდება. შეერტებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ტაილანდში თავიანთი საელჩოების ფუნქციონირება შეაჩერეს. იხილეთ epn.ge