planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://image.geotorrents.com/images/upa5g7q2gvl4gyhbl676.png გრინის ამ შეცდომამ ინგლისს პირველი ქულები სტარტზევე დააკარგვინა.მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო მატჩში ერთმანეთის პირისპირ C ჯგუფის ფავორიტები – ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები წარსდგნენ, რუსტენბურგში გამართული შეხვედრის შედეგი, მიმდინარე გათამაშებაში, ჯერჯერობით, მაინც შეგვიძლია ყველაზე სენსაციურად მივიჩნიოთ.მართალია, ბობ ბრედლის საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ინგლისი არამხოლოდ ჯგუფის, არამედ გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიცაა და გახსნით მატჩში ბრიტანელთაგან ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობა 3 ქულის აღებას მოელოდა, თუმცა ამაოდ. ფაბიო კაპელოს შეგირდებმა მატჩის ფავორიტის სტატუსი საწყის წუთებშივე გაიმყარეს. ინგლისელებმა მატჩის პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს. მე-4 წუთზე, ჰესკის გადაცემით მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გასულმა ჯერარდმა ოსტატურად ითამაშა და ზუსტი დარტყმით, მიმდინარე ტურნირზე თავისი გუნდის ანგარიში გახსნა. მატჩის მორიგი სახიფათო მომენტი მე-19 წუთზე შეიქმნა, ამჯერად, უკვე ინგლისელთა კართან. მარჯვენა ფლანგიდან დონოვანის ჩაწოდების შემდეგ, კარის წინ მდგომი ალტიდორე ბურთს ვერ შესწვდა და ვერც დემპსმა მოახერხა შორეული ძელის დაფარვა. სამაგიეროდ, ამერიკელთა მე-8 ნომრის კარგ თამაშსა და ინგლისელთა კიპერის შეცდომას მოჰყვა გამათანაბრებელი გოლი – დემპსიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ინგლისელ მცველს თავგზა აუბნია და დაახლოებით 25 მეტრიდან არცთუ ძლიერად დაარტყა, მაგრამ როდესაც ყველას ეგონა, რომ ინგლისს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გრინმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გაუშვა გოლი, რომელმაც როგორც შემდგომში გაირკვა, მის გუნდს პირველი ქულები დააკარგვინა. ბრიტანელებს კვლავ დაწინაურება გაშვებული გოლის შემდეგ პირველივე შეტევის დროს შეეძლოთ, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან კარგად მოთამაშე ჯონსონის დარტყმა ჰოვარდმა მოიგერია. მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ლენონის კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰესკიმ ბურთი პირდაპირ ჰოვარდს გაარტყა. კიდევ უფრო სახიფათო მომენტი შეიქმნა 65-ე წუთზე, მაგრამ ამჯერად გრინის კართან. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ალტიდორმა კარაგერი ფიზიკური მონაცემებისა და სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ჯერ გრინმა მოიგერია, შემდეგ კი, მისი კარის ძელმა. 75-ე წუთზე, რუნიმ სცადა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ჰოვარდის კარში შორეული დარტყმით გატანა, მაგრამ ინგლისელთა მე-10 ნომერს მიზანმა მცირედით უმტყუნა. რამდენიმე წამში, რუნის გადაცემის შემდეგ, რაით-ფილიპსი აღმოჩნდა ძალზე კარგ მდგომარეობაში და მართალია, მან კარში ზუსტად დარტყმა მოახერხა, მაგრამ ჰოვარდი გაისარჯა უშეცდომოდ. მატჩის დარჩენილ ნაწილში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და შესაბამისად, ანგარიშიც აღარ შეცვლილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბობ ბრედლის გუნდმა ყველაზე რთული მატჩი უკან მოიტოვა, ხოლო სლოვენიასთან და ალჟირთან ამერიკელები იმისთვის იბრძოლებენ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. ასეთი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ამერიკელებს ინგლისის ნაკრების მეკარის, რობერტ გრინის ძალზე უხეში შეცდომის გამოისობით ექცათ რეალობად. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გრინის ვიზავი, ტიმ ჰოვარდი დასახელდა, რომელმაც ინგლისელთა 8 ზუსტი დარტყმიდან 7 მოიგერია. View the full article
-
D ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს 22.30 საათიდან გერმანიასა და ავსტრალიას შორის დაიწყება. მატჩი დურბანის Durban Stadium–ზე გაიმართება. ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი გერმანიის ეროვნული ნაკრები პირველივე მატჩში შეეცდება ავსტრალიელებთან სამი ქულის აღებას. გეტყვით, რომ ისინი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე 16–ჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო ავსტრალიას კი მხოლოდ ორჯერ. მატჩს მექსიკელი მარკო როდრიგესი განსჯის. იხილეთ fanebi.com
-
ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" კაპიტანმა, სტივენ ჟერარდმა, გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1-1 ითამაშა. იხილეთ fanebi.com
-
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლოს დუნგას ინიციატივით სელესაო უკვე მეორე დღეა სამხრეთ აფრიკაში დახურულ ვარჯიშებს მართავს. იხილეთ fanebi.com
-
გუშინ საღამოს, რუსტენბურგში, Royal Bafokeng Stadium-ზე, ინგლისის ეროვნული ნაკრები, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დაუპირისპირდა და ერთბურთიან ყაიმს დასჯერდა (1-1). ბრიტანელთა წარუმატებელი გამოსვლა, მეტწილად, რობერტ გრინის დამსახურებაა, რომელმაც კლინდ დემპსის (არც თუ ისე ძლიერად) დარტყმული ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა და საკუთარ კარში ერთობ კურიოზული გოლი გაუშვა... იხილეთ fanebi.com
-
მოგეხსენებათ გუშინ, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამერიკელთაგან დემპსიმ გაიტანა გოლი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეკარე რობერტ გრინმა ძალიან უაზრო შეცდომა დაუშვა და შესაბამისად თავის კარში ბურთი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით თავად გრინი აკეთებს კომენტარს. იხილეთ fanebi.com
-
http://thefa.com/~/media/Images/TheFA/Website/Pillars/England/England%20Senior/World%20Cup%202010/12%20June/StevenGerrard_Celeb.ashx/StevenGerrard_Celeb.jpg?bc=Black&h=210&w=488&c=gallery სტივენ ჯერარდი მუნდიალის პირველ მატჩში ინგლისის მხრიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გთავაზობთ მის პირველ გოლს ამერიკელთა კარში და ასევე მეორე ვიდეოს, სადაც აღწერილია მისი მთელი თამაში იანკებთან მატჩში… <p style="text-align: center;">გოლის გადმოწერა View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01656/rob_green_1656587c.jpg გუშინ ინგლისის ნაკრები მუნდიალის პირველ შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებს ფრეზე გაეყარა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამივე ლივერპულელმა. შეხვედრაში ანგარიში ინგლისის ნაკრების და ლივერპულის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა 4 წუთზე გახსნა, მაგრამ 40 წუთზე კლის დემპსის დარტყმის შემდეგ რობერტ გრინმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და ანგარიში გათანაბრდა 1:1. მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი 3 ქულა აეღოთ მაგრამ შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა. ინგლისი 1–1 აშშ ინგლისი: გრინი, ჯონსონი, ტერი, კინგი (კარაგერი, 46), ე. კოული, ლენონი, ლამპარდი, ჯერარდი, მილნერი (რაით-პილიფსი, 31), რუნი, ჰესკი (კრაუჩი, 79) აშშ: ჰოვარდი, ჩერუნდოლო, დემერიტი, ონიევუ, ბოკანეგრა, დონოვანი, ბრედლი, კლარკი, დემპსი (გომესი, 90 + 4), ალტიდორი (ჰოლდენი, 86), ფინდლი (ბადლი, 77) გოლები: ჯერარდი, 4 – დემპსი, 40 გაფრთხილება: მილნერი, კარაგერი, ჯერარდი – ჩერუნდოლო, დემერიტი, ფინდლი იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ინგლისი – აშშ (შეფასებები)
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://media.signonsandiego.com/img/photos/2010/06/12/8a3f9e47-a66e-4e30-97c8-14ec549f2ed1news.ap.org_t600.jpg?42b0fb247f69dabe2ae440581a34634cbc5420f3 გთავაზობთ გუშინ გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელების რეიტინგს <p style="text-align: center;">რობერტ გრინი -4 გლენ ჯონსონი -6 ლედლი კინგი -5.5 ჯონ ტერი -6 ეშლი კოული -6 ფრენკ ლამპარდი -5.5 სტივენ ჯერარდი -6 ჯეიმს მილნერი -4 აარონ ლენონი -6 უეინ რუნი -6 ემანუელ ჰესკი -7 შეცვლაზე: შ.რაიტ ფილიპსი -6 ჯეიმი კარაგერი -5 .5 პიტერ კრაუჩი -5 View the full article -
http://s53.radikal.ru/i140/1006/d8/53cb1d756c90.jpg Mirror Football, ის ცნობით მომდევნო კვირაში მადრიდის რეალი ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთეფს ლივერპულს სტევენ ჯერარდის შესაძენაზე. <p style="text-align: center;">ესპანური წყარო დარწმუნებულია რომ კლუბს რომელსაც ახლახანს ჩაუდგა სათავეში ჭოზე მოურინიო არ დაელოდება იმას თუ როდის მოვა ლივერპულში ახალი მწვრთნელი, მათ უნდათ რაც შეიძლება ჩქარა მოაგვარონ ჯერარდის ტრანსფერის საკითხი. “ბლანკოელთა” მთავარი სამიზნე ამ სატრანსფერო ფანჯარაში სწორედ ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის კაპიტანი სტევენ ჯერარდია. ამ იმფორმაციის შემდეგ კენი დალგრიშმა გადაწყვიტა თვითონ წავიდეს უახლოეს დროში სამხრეთ აფრიკაში და დაარწმუნოს ლივერპულის “სიმბოლო” რომ არ დათანხმდეს მადრიდელების წინადადებას, მაგრამ 50 მილიონიანი შემოთავაზება შესაძლოა მოხიბლოს “წითლების” მფლობელები და გაყიდონ ჯერარდი! წყაროა:liverpoolfc.ru View the full article
-
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში ერთი შეხვედრა გაიმართა რუსტენბურგის Royal Bafokeng Stadium-ზე ინგლისისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სადაც მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი ინგლისელთა გუნდის კაპიტანმა სტივენ ჟერარდმა მატჩის მეოთხე წუთზე ჩინებული კომბინაციის შედეგად გახსნა ანგარიში, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მატჩს 41–ე წუთზე კრეიკ დემპსის გოლის წყალობით და მეკარე გრინის შეცდომის გამო ამერიკამ ანგარიში გაათანაბრა 1:1.მეორე ტაიმში ჰქონდათ ორივე გუნდის ფეხბურთელებს გოლის გატანის შანსი თუმცა უშედეგოდ. ალბათ, რომ არა მეკარე რობერტ გრინის სულელული თამაში, ინგლისელები თავის მატჩს მოიგებდნენ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი აშშ–ს მეკარე ტიმ ჰოვარდი დასახელდა. [/url] იხილეთ fanebi.com
-
D ჯგუფი პირველ შეხვედრაში, ჯგუფის ერთ–ერთმა ფავორიტებმა დღეს Loftus Stadium–ზე, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გამართეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი კუზმანოვიჩის ხელის თამაშის შემდეგ თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლი გახლავთ, რომელიც გიანმა მატჩის 85–ე წუთზე გაიტანა. არადა ბევრი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში სერბები შესძლებდნენ მეტოქის დამარცხებას, თუმცა საერთო ჯამში აშკარად აფრიკელებმა აჯობეს. ამ შეხვედრასაც წითელი ბარათის გარეშე არ ჩაუვლია, ალექსანდრ ლუკოვიჩმა მატჩის 74–ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მატჩამდე 15 წუთით ადრე პოსტ–იუგოსლავიური გუნდი 10 კაცით დარჩა. საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე განა იმყოფება, რომელსაც სამი ქულა გააჩნია. ამავე ჯგუფის შეხვედრა დღეს 22.30 საათზე გერმანიასა და ავსტრალიას შორის გაიმართება. იხილეთ fanebi.com
-
დასრულდა პირველი ტაიმი სერბეთსა და განას შორის ანგარიშით ფრედ 0:0. შეხვედრის პირველი ნახევარი საინტერესოდ ჩაირა, სადაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს გარკვეული მომენტები ჰქონდათ, თუმცა რეალური ეპიზოდი არცერთ გუნდს არ ჰქონია. იხილეთ fanebi.com
-
რამდენიმე წუთში დაიწყება მატჩი D ჯგუფისა, სერბეთისა და განას ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრა ქალაქ პრეტორიაში, სტადიონ Loftus Stadium–ზე გაიმართება და დასაწყისი 18.00 საათი გახლავთ. მატჩს მოემსახურება არგენტინელი ჰექტორ ბალდასი. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/e095becf0c2f071.jpgრუსეთმა დღეს უარი უთხრა ყირგიზეთის თხოვნას სამხედრო დახმარების შესახებ, სამხრეთ ყირგიზეთში მზარდი ძალადობის შესაჩერებლად. კრემლის წარმომადგენელმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ვითარება „ყირგიზეთის შიდა კონფლიქტია და რუსეთი ვერ ხედავს პირობებს, რომ მის მოგვარებაში ჩაერთოს. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს დღეს მიმართა სამხედრო დახმარების თხოვნით მას მერე, რაც სამხრეთის ქალაქ ოშში სულ მცირე 75 ადამიანი დაიხოცა და ათასამდე დაშავდა ძალადობის შედეგად. შეტაკებები მოხდა ხუთშაბათს ღამით ყირგიზ და უზბეკ ახალგაზრდებს შორის უშიშროების ძალების იქ ყოფნის მიუხედავად. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთის მეორე ქალაქში, ჯალალ-აბადში. მთავრობამ ჯარს უფლება მისცა იარაღის გამოყენებისა ეთნიკური ძალადობის შესაჩერებლად. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/5304_4bc2f9831f499-300x195.jpgყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს მიმართა დღეს სამხედრო დახმარების თხოვნით მას მერე, რაც სამხრეთის ქალაქ ოშში სულ მცირე 70 ადამიანი დაიხოცა ძალადობის შედეგად. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, როზა ოტუნბაევამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყანაში ვითარებას და სჭირდება სამხედრო ძალის შეყვანა მდგომარეობის სტაბილიზების მიზნით. ოტუნბაევას თქმით, მან ამ თხოვნის წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს. ოტუნბაევას თანახმად, ყირგიზეთი „მესამე“ ქვეყნის მხრიდანაც ცდილობს დახმარების მიღებას. ყირგიზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ცნობით, ექვსასზე მეტი ადამიანი დაშავდა ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/kiwmarishvili-300x184.jpg“ლეიბორისტები” ტელეკომპანია “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს პარტიის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით “ლეიბორისტულმა პარტიამ” სპეციალური განცხადება გაავრცელა. “ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც “რუსთავი 2″-ის მეშვეობით მოაწყო “ვარდების რევოლუცია” და ქვეყნის დასაქცევად მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, მცირე ხნის შესვენების შემდეგ, “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ ბრძოლა ტელეკომპანია “მაესტროდან” განაახლა. ჩვენ ვაფრთხილებთ მას, რომ თუ ჩვეული გზით სიარულს არ შეწყვეტს, მიიღებს რასაც იმსახურებს”, – ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” განცხადებაში. Share View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg იაკობ პარუსინსკი იმსახურებს, თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების აპლოდისმენტს იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა? ის, რაც იაკობ პარუსინსკიმ საკუთარი თვალით ნახა და რაც თავისი კოლეგა დამკვირვებლებისგან მოისმინა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ პროცედურული დარღვევები და გამიზნული გაყალბების შემთხვევები ბევრად უფრო მეტი და ორგანიზებული იყო, ვიდრე ეს თავდაპირველად გახდა ცნობილი. 30 მაისს მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში, რომლებიც რუსეთთან აგვისტოს მერე პირველი იყო, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. მთავრობები მთელს მსოფლიოში სააკაშვილს მისი პარტიის წარმატებას ულოცავდნენ. ეუთოს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა დაადასტურა „აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროპის კავშირის ვალდებულებებისადმი ერთგულების თვალსაზრისით“. თუმცა აღიარებდა „მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების არსებობას, მათ შორის არათანაბარ გარემოს და არჩევნების დღეს მომხდარ ცალკეულ საარჩევნო დარღვევებს“. ამგვარი დასკვნა, სამწუხაროდ, ამსუბუქებს გარემოებებს, რომლებშიც არჩევნები ჩატარდა. მე თბილისში მოქმედ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად არჩევნებს ვმეთვალყურეობდი და თავად გავხდი მოწმე იმისა, თუ რა პირობებში ჩატარდა არჩევნები. ის, რაც ვნახე, ქებას ნამდვილად არ იმსახურებდა. ვიყავი რა მობილური ჯგუფის წევრი, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონში მუშაობდა, მათ შორის, თელავისა და გურჯაანის ახლომდებარე აზერბაიჯანულ სოფლებში, მალე გახდა ცხადი, რომ პროცედურული დარღვევები და გამიზნული გაყალბებანი წესი იყო და არა გამონაკლისი. ცენტრისგან მოშორებით ბევრი არ იყო ისეთი უბანი, სადაც ამომრჩეველთა მარკირებისთვის ულტრაიისფერ ხსნარს იყენებდნენ (მარკირება საარჩევნო კარუსელების პრევენციისთვისაა საჭირო). ერთ უბანზე ისიც კი ვნახე, რომ კომისიის წევრები საარჩევნო კაბინებში იყვნენ შესულნი და ამომრჩევლებს 5 ნომრის – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შემოხაზვას სთხოვდნენ. მთავრობის ერთი დამკვირვებელი მოგვიანებით ხსნიდა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა არ იცოდა ქართული და წერა-კითხვა, მათ ციფრების ამოცნობაც კი არ შეეძლოთ. მას მიაჩნდა, რომ საჩივრების მიმწოდებელი დამკვირვებლების მაგიერ აჯობებდა საარჩევნო კომისიას სათანადო წვრთნა გაევლო და ესწავლა, როგორ გადაეწყვიტა რთული შემთხვევები. სანამ ის ამ განმარტებებს გვაძლევდა, ბედის ირონიით, ჩვენ დავინახეთ კაცი, რომელსაც აუღელვებლად გამოჰქონდა მოძრავი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბნიდან. როდესაც ამაზე კითხვა დავუსვით, კაცმა მიამიტად აგვიხსნა: „უბანზე ადგილს იკავებს, ამიტომ მანქანაში მიმაქვს“. მაგრამ ყველა დარღვევა ასეთი „მსუბუქი“ როდი იყო. დამკვირვებლებს აშინებდნენ, საჩივრებს არ იღებდნენ, ხოლო ამომრჩეველთა შემოწმება წყდებოდა მაშინვე, როგორც კი დამკვირვებელი თვალს მოშარიდებდა, ან იქაურობას დატოვებდა. ლიის ტიიპმა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის დამკვირვებელმა მითხრა: „ერთ უბანზე, რამდენიმე საჩივარი შევადგინეთ იმაზე, რომ მარკერს არ იყენებდნენ. მათ იგნორირება გაგვიკეთეს. როდესაც ჩვენ თვითონ დავიწყეთ ადამიანების შემოწმება, აღმოჩნდა, რომ ექვს მათგანს ცერა უკვე მარკირებული ჰქონდა. მეორე უბანზე, საარჩევნო ყუთს თვალი მოვაცილეთ, მერე ისევ შემოვბრუნდით ყუთისკენ და დავინახეთ კაცი, რომელიც 10, ან 20 ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ყრიდა. ასევე დღის ბოლოს ბევრი ისეთი ადამიანის ხელმოწერა გაჩნდა, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ, როგორც უცხოეთში მყოფი“. მაგრამ პრობლემები ამით არ ამოწურულა. ხმის მიცემის საშუალება არასრულწლოვანებსა და პირადობის მოწმობების ასლებით მოსულ ადამიანებსაც ეძლეოდა. ერთ სადგურზე უბედურმა ოპოზიციურმა დამკვირვებელმა, რომელსაც მასობრივი გაყალბების ეშინოდა, დარჩენა გვთხოვა. მალე შევამჩნიეთ მგაზვრებით სავსე მანქანა როგორ გაჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც ზიზღით აღმოაჩინა, რომ ყოველწუთიერად ვამოწმებდით მარკერებს. მაგრამ მოგვიანებით, ადამიანები, რომლებიც მარკირებული თითის გამო უკან დააბრუნეს, სუფთა ცერებით დაბრუნდნენ – მიაგნეს ხსნარს, რომელიც მელნის ლაქებს შლიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ერთ უბანზე სულ ცოტა სამჯერ მისცა ხმა. ვერაფერს გააწყობდი. არჩევნების შედეგების გამიზნული გაყალბების მცდელობა ადგილობრივი ინიციატივად არ დარჩენილა. პრო-სამთავრობო ტელეკომპანიის „რუსთავი-2“-ის რეპოტიორი ადგილობრივ თავმჯდომარესთან მივიდა და სთხოვა, წაეკითხა მესიჯი, რომლის თანახმადაც საარჩევნო პროცესმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. ჩრდილოვან მეთვალყურეთა საკითხი, ცალკე პრობლემა იყო. როდესაც ერთ ქალს ჰკითხეს, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, მან თავის მოწმობას დახედა და უპასუხა: „ეეეჰ… სპორტსმენთა პარტიას“. ადამაინის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთმა დამკვირვებელმა მითხრა, რომ იგივე კითხვით სამ სხვა დამკვირვებლებს მიმართა – „არ ვიცით“ , უპასუხეს მათ. დამკვირვებელი დაჟინებით ეკითხებოდა, ვინ მისცა მათ მოწმობა. ბოლოს „მეთვალყურეებმა“ აღიარეს, რომ მოწმობები ადგილობრივი მთავრობების ოფისებში მიიღეს. ასეთი მოუხეშავი ტაქტიკა მხოლოდ სოფლებში გამოიყენეს, ისეთებში, რომლებიც მე მოვიარე. მაგრამ პრობლემა ქვეყნის სხვა რეგიონებსაც შეეხო. ორგანიზაციის „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის“ მეთვალყურეები, რომლებიც არჩევნებს თბილისსა და ქუთაისში აკვირდებოდნენ, ასევე იტყობინებოდნენ ბევრ სერიოზულ დარღვევაზე. მათი ანგარიშების თანახმად ადგილი ჰქონდა: „მეთვალყურეთა არ-დაშვებას საარჩევნო უბნებზე, მეთვალყურეთა დაშინებას და ზეწოლას მათზე, სხვა პიროვნების კუთვნილი პირადობის მოწმობით ხმის მიცემას, დამატებით სიებში ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობას და საარჩევნო ბილუტენების სიჭარბეს საარჩევნო სიებში დაფიქსირებულ ხელმოწერებთან შედარებით“. იყო მაგალითები იმისა, რომ სამთავრობო მეთვალყურეები იწერდნენ ხმის მისაცემად მოსული ადამიანების სახელებს. მიუხედავად ამისა, მათ აღიარეს, რომ დარღვევები არ იყო მასობრივი და არჩევნები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც შემდგარი. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) მეთვალყურეებმა სიტუაცია მთელი ქვეყნის საარჩევნო უბნების მყივარალა 96 პროცენტში შეაფასეს, როგორც კარგი, ან ძალიან კარგი, ხოლო კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში ასეთად 90 პროცენტი მიიჩნიეს. მაგრამ ფაქტია - საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებსაც ჩვენ შევხდით და რომლებიც ადვილად მისადგომ უბნებზე იმყოფებოდნენ, ერთ შემთხვევაში ვერ შეამჩნიეს ის, რომ ამომრჩევლებს არ ამოწმებდნენ მარკირებაზე. ამიტომაც ჩნდება ეჭვი ამგავრი შეფასების მართებულობაზე. უფრო მეტიც, არჩევნები არ შეიძლება განხილულ იქნას მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებათაგან განცალკევებით. ამ პერიოდში სააკაშვილის რეჟიმმა ნაცინალისტური და დაუცველობის რიტორიკა მხარდაჭერის განსამტკიცებლად გამოიყენა. ამ ტიპის ინციდენტი იყო ინსცენირებული რეპორტაჟი, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ ამას წინათ ეთერში გადასცა. მასში გამოცხადებული იყო, რომ პრეზიდენტი მოკვდა, სამხედრო ამბოხი დაიწყო და რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო ე.წ. ქურთას ინციდენტი – გამოცხადდა, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს სამი ქართველი, რომლებიც სეპარატისტული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარე საარჩევნო უბნისკენ ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ჰელსინკის კომიტეტმა ეჭვის ქვეშ დააყენა ოფიციალური ვერსია. ეს დაადასტურა კიდეც შემდგომმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელმაც დაადგინა, რომ სროლები საზღვრის ქართული მხრიდან განხორციელდა. მათ საქართველოს უშიშროების სამსახური დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰოქნდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქვეყნის სხვა კუთხეებში საარჩევნო გაყალბების გადასაფარად იყო გამოყენებული. ის, რომ სააკაშვილის მმართველობას ხალხი მხარს უჭერს, ეჭვს გარეშეა და არც თუ დაუმსახურებლად. მან ჩაატარა რეფორმები და ქვეყნის მოდერნიზება განახორციელა. პატიოსანი და შედარებით ეფექტური პოლიციელები პატრულირებენ ქუჩებში თანამედროვე მანქანებით. ბიუროკრატია შემცირდა და ბიზნესი გლობალური კრიზისისა და რუსეთთან ორმაგ შოკამდე ყვაოდა. დაბალი და საშუალო რგოლის ადმინისტრაცია ახლა ძირითადად არაკორუმპირებულია, თუმცა პრეზიდენტის ავტორიტარულმა მიდრეკილებებმა თავისი უკვე გააკეთა, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს. მე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს, ორგანიზაციისას, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში ძალიან აქტიური იყო, ხოლო ახლა უმოქმედოა და მთავრობასთანაა კავშირში, ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით კითხვა დავუსვი. იმის მიზეზი, რომ ანგარიშს არ დათანხმებოდა, არ ჰქონდა – თავისუფლების ინსტიტუტი არჩევნებს არ აკვირდებოდა. როდესაც ვკითხე დაინტერესებულია თუ არა მისი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადრე სხვადასხვა საარჩევნო რეფორმის ინიციატივით გამოდიოდა, არჩევნებით საერთოდ, მან მიპასუხა „არც თუ ძალიან“. მაგრამ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისთვის ყველაფრის პატიება და მხოლოდ ხელზე წარტყმა არაგონივრული იქნებოდა. თუ მთავრობის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, ურიგდებიან, ან ხელს უწყობენ საარჩევნო დარღვევებს, საკითხავია რა მოხდება, როდესაც ასეთი მხარდაჭერა არ ექნებათ. საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემა ჯერ არ მომხდარა. მმართველი მთავრობამ უკვე გაამჟღავნა ავტორიტარული ტენდენციები, ასეთი არჩევნების მართებულობის აღიარება კი სააკაშვილის იმ მომავალი რევოლუციის საფუძველს ქმნის, რომლის მიზანი სააკაშვილის დამხობა იქნება. მოვლენათა ასეთი განვითარება ფერადი რევოლუციების იდეას დაღუპვა იქნებოდა. ამ იდეას უკვე მიადგა ჩრდილი იუშჩენკოს უვარგისობითა და ბაქიევის დაცემით, რაც ყირგიზეთში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მოყვა. ამიტომ სააკაშვილის მთავრობის ანგარიშვალებულება მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის. საქართველოს ოპოზიციის ცუდი შედეგები ძირითადად ერთიანობის დეფიციტმა გამოიწვია. ოპოზიციურმა პარტიებმა აღიარეს ესეც და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაც. თუმცა 2 ივნისს ირაკლი ალასანიამ, მთავარი ოპოზიციური ჯგუფის „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა აღიარა, რომ დარღვევები უფრო მეტი იყო, ვიდრე თავდაპირველად გახდა ცნობილი. მან პირობა დადო, რომ იწყებს კანონიერ ბრძოლას და 200-მდე საჩივრით სასამართლოს მიმართავს. გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობის ერთიანი საქართველოს ლიდერმა (მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე) განაცხადა, რომ არჩევნები ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბჯი იყო. მაგრამ 2007 წლის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები არაა სავარაუდო, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა და არაერთმა მარცხმა საპროპტესტო მუხტი დაასუსტა. საქართველოს ოპოზიცია, ალბათ, უგუნებოდაა. მაგრამ იმ პოზიციასთან დათანხმება, რომლის თანახმადაც საარჩევნო თაღლითობები მხოლოდ მაშინაა მიუღებელი, თუ ის პირდაპირაა დამნაშავე ოპოზიციის მარცხში, სახიფათოა. ასეთი პრაქტიკით მავნე ჩვევები კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და მომავალში უარესი პრობლემების მიზეზი გახდება. საქართველოს მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მილოცვას ყველა მიღწევისათვის, მაგრამ მისი პრობლემების მიჩქმალვა კონტრპროდუქტიულია. ძველი აფორიზმის თანახმად, ნამდვილი მეგობრები შენთან პატიოსანნი უნდა იყვნენ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გსურს. როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში საქართველოს ასეთი მეგობრები ნაკლებადა ყავს. ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [ნინო მაისურაძე. 22:40 12.06.2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBPlWFFaNpI/AAAAAAAADxA/JH1RyFtnNkU/s200/kristi.gifრუბრიკის სტუმარია მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. - კრისტი, ვიდრე ჩვენს ფსიქოლოგს დაუხასიათებიხარ, თვითონ შეაფასე შენი თავი.- ზოდიაქოთი სასწორი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის დიდად არ მჯერა, ჩემს ზოდიაქოს ვამართლებ. მერყევი ხასიათი მაქვს, შემიძლია, ყველაფერზე ვიწუწუნო. - ქუჩაში შენს ორეულს რომ შეხვდე, რა რეაქცია გექნება?- იმ პიროვნებით აუცილებლად დავინტერესდები. მივალ და გავიცნობ. პრინციპში, ასეთ რაღაცებს მიჩვეული ვარ, რადგან ყველა პენელოპა კრუსს და ჯულია რობერტსს მამსგავსებს. მართალია, პენელოპა ძალიან მომწონს და ვაფასებ მის შემოქმედებას, მაგრამ დიდად არ მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, პენელოპას ჰგავხარო. - რას ნიშნავს ლათინურად "ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ"?- ლათინურ ენას პირველ კურსზე მასწავლიდნენ... "ჰომო" ადამიანს ნიშნავს... ვერ ვიხსენებ. - "ადამიანი ადამიანისთვის მგელია". წარმოიდგინე, დილით იღვიძებ და მამაკაცი ხარ...- უი! ეს რომ მოხდეს, ვიღაცამ ჯადო უნდა გამიკეთოს (იცინის). რაღას ვიზამ, მაგრამ მირჩევნია ქალად დავრჩე, რადგან ქალად ვარ დაბადებული. ისე, კაცად რომ დავბადებულიყავი, "ბაბნიკი" არ ვიქნებოდი. ასეთ კაცებს ვერ ვიტან. მექალთანე კაცი თავის თავს უმტკიცებს, რომ მაგარია. არადა, ასეთი კაცები ჩემს თვალში "ბანძები" არიან. - კრისტიან დიორის გარდაცვალების შემდეგ "დიორის სახლს" ვინ ჩაუდგა სათავეში?- გალიანო და ჯანი ვერსაჩე რომ ხელმძღვანელობდნენ "დიორის სახლს", ვიცი. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ვინ ჩაუდგა სათავეში, არ მახსოვს. - ივ სენ ლორანი. წარმოიდგინე, ქუჩაში ხედავ კობა ხაბაზს, რომელიც ნაყინს ყიდის...- რა არის ამაში გასაკვირი? გიგი უგულავა ხორცსა და ბენზინს ყიდდა... იცით, რა, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი პიარია. მიუხედავად იმისა, რომ ნაყინი ძალიან მიყვარს, ხაბაზისგან არ ვიყიდი. - კახა ბენდუქიძემ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ რომ დაგპატიჟოს, წაჰყვებოდი?- ბენდუქიძეს რატომ უნდა წავყვე, ვიცნობ? - დავუშვათ, იცნობ...- თუ ვიცნობ და ვმეგობრობთ, დელეგაციასთან ერთად თუ გაემგზავრება სადმე, გავყვებოდი. - ვინ გადაიღო ფილმი "შერეკილები"?- არ მახსოვს... ფილმი კი ნანახი მაქვს... შეიძლება შენგელაიამ გადაიღო. - დიახ, ელდარ შენგელაიამ გადაიღო. წარმოიდგინე გუბე, ჩაიხედე შიგ და აღწერე, როგორ გამოიყურები...- გადაწეული თმით და გამოკვეთილი თვალებით. საერთოდ, თვალები ადამიანის სარკეა. ყველა ადამიანს თვალებით ვშიფრავ, ამის ნიჭი ნამდვილად მაქვს. - სააკაშვილმა 100 დღით პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოს, რას გააკეთებდი?- სასტიკ უარს ვიტყოდი, მაგრამ თუ მაინც გამაპრეზიდენტეს, ჭკვიან მრჩევლებს დავიყენებდი. აბა, მე სად შემიძლია სახელმწიფოს მართვა? ყველაფერს დავანგრევდი (იცინის). - მილიონი ლარი რომ მოიგო, რას გააკეთებდი?- ჩემს შვილს ჩავკიდებდი ხელს და პარიზში გავფრინდებოდი. მისი ოცნებაა დისნეი ლენდში წასვლა. იქიდან კი რომელიმე კუნძულზე გადავფრინდებოდი და ერთ თვეს კარგად დავისვენებდი. მაქვს პროექტები, რომელთა განხორციელება ჩემი ოცნებაა და იმ კუნძულზე, წყნარად და მშვიდად დავწერდი ყველაფერს. საერთოდ, ასეთი რამის გაკეთებას საუცხოო გარემო ესაჭიროება. აი, ამაში დავხარჯავდი მილიონს. სხვებივით არ დავიწყებ, მილიონი რომ მქონდეს, უპატრონო ბავშვთა სახლს შევწირავდიო. ამასაც გავაკეთებდი, ოღონდ ხმაურის გარეშე. - ერთ მშვენიერ დღეს საყვარელმა მამაკაცმა მოულოდნელად რომ მიგატოვოს და გაუჩინარდეს, 2 თვის შემდეგ კი შერიგება გთხოვოს, შეურიგდები?- თუ გაუჩინარდა და ვერ დავუკავშირდები, ვიფიქრებ, რომ რაიმე უბედურება შეემთხვა. მაგრამ თუ "მოტყდა" და ორი თვის შემდეგ ისევ მე მოვუნდები, რა თქმა უნდა, უარით გავისტუმრებ. მეტი საქმე არ მაქვს, ვაპატიო. ფსიქოლოგის დასკვნა მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირდაპირი და ალალი ადამიანია. თუ რაღაც არ მოსწონს, ყოველთვის ხმამაღლა ამბობს. ცხოვრებაში არაფერი უკვირს. უყვარს კომფორტი, ხალხთან ურთიერთობა. არის კრიტიკული საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. გაზეთი ”ყველა სიახლე” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/weekly-standard-item.jpg საქართველოს დემოკრატიის გასაოცარი გამძლეობა მეთიუ კონტინეტი თბილისი რთულია სახლის აშენება, როდესაც შენს მეზობელს წინა გაზონი ანექსირებული აქვს. 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ვარდების რევოლუციით” ძალაუფლებაში მოვიდა, საქართველოს რესპუბლიკა კავკასიის შუაგულში თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის აშენებას ცდილობს. ეს კი ძირითადად რუსეთის წყალობით, ადვილი სულაც არ არის რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა კიდეც. დღეს ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ჯარებს საერთაშორისო ნორმების დარღვევით, კვლავ ოკუპირებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პროვინციები. რუსეთი ქვეყნის 20%-ზე მეტს აკონტროლებს. მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000-მდე სამხედრო და ფსბ-ს აგენტი ჰყავთ დისლოცირებული. რუსული ჯარი საქართველოს დედაქალაქიდან მხოლოდ 30 მილის მოშორებით დგას. მათ სულ რამდენიმე საათში შეუძლიათ 4.6 მილიონი ქართველის დემოკრატიული სწრაფვა და დამოუკიდებლობა გაანადგურონ. მაგრამ 27 მაისს, როდესაც თბილისის მერი გიგი უგულავა მზის გულზე სასტუმრო „კოპალასთან“ იდგა ეს ყველაფერი თითქოს არაფერს ნიშნავდა. „კოპალა“ რომელიც მთის წვერზეა განლაგებული და ძველ ქალაქს გადასცქერის, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილია და მისმა მფლობელებმა 34 წლის უგულავა სასტუმროს ახალი ფრთის გახსნის აღსანიშნავად მიიწვიეს. ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა: მომღიმარი პოლიტიკოსი, ადგილობრივ აქტორთა ჯგუფი, ბიზნესმენები და სხვა V.I.P. პერსონები, ათამდე ტელეოპერატორი და ცოტათი შეშფოთებული მფლობელი, რომელიც როდესაც აუდიტორიის აპლოდისმენტი დასჭირდებოდა, წამოიყვირებდა ხოლმე: ”ტაში, ტაში”. მერე შემოიტანეს ბალიში, რომელზეც მაკრატელი იდო. მერმა ოტელის შესასვლელთან დაკიდებული წითელი ლენტი გადაჭრა, ყველამ სიხარულით შეჰყვირა და ადამიანების გუნდმა შენობის დათვალიერება დაიწყო. შემდეგ იყო ლანჩი. ეს ჩემს მიერ გაშუქებულ კამპანიათა შორის ყველაზე ხანმოკლე და უმტკივნეულო ღონისძიება აღმოჩნდა, რაც სულ არაა ცუდი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჯერ 7 წელი არ შესრულებია. რამდენიმე დღის შემდეგ 30 მაისს, უგულავამ 8 მეტოქე დაამარცხა და მერის თანამდებობა მეორე ვადით მოიგო. სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა უგულავამ ხმების 55% მიიღო. თბილისის მერი იმ დღეს პირველად აირჩიეს პირდაპირი წესით, მაგრამ კამპანია მხოლოდ ამის გამო არ იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებულობა მას იმან შესძინა, რომ უგულავამ საქართველოს პოლიტიკაში სიახლეს დაუდო სათავე. მან გამარჯვებისთვის თავისი დამსახურებები გამოიყენა. სულახლო წარსულში 2004 წელს, თბილისში ელექტროენერგია დღეში ორი საათით მოდიოდა, კრიმინალი ბობოქრობდა, ხოლო პოლიცია ძალიან ხშირად თაღლითებზე უკეთ არ იქცეოდა. ახლა ქალაქს დენი მუდმივად მიეწოდება, იქ ცხოვრება უსაფრთხოა, გზები დაგებულია, ქუჩაში სისხლსავსე ცხოვრებაა. აქაურობა რესტორნებით და კაზინოებითაა სავსე. თბილისში სეირნობისას ხვდები, რომ ეკონომიკური პროგრესი და დემოკრატიული მართვა ხელიხელ მიჰყვებიან ერთმანეთს. ეს გახდა მთელს ქვეყანაში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების თემა. 30 მაისამდე საქართველოში უამრავი საერთაშორისო მეთვალყურე ჩამოვიდა, რათა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ მონაწილეობს 14 პოლიტიკური პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი 64 ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში, რომლებიც 73 საარჩევნო რაიონში და 3 624 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. სააკაშვილის პარტიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაიარა. წინასწარ დასკვნაში ეუთო-ს დამკვირვებელთა დელეგაციამ განაცხადა, რომ არჩევნებით ”აღინიშნა აშკარა პროგრესი” საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ამ არჩევნებით როგორც სჩანს ის აღინიშნა, რომ სააკაშვილის რეფორმებმა ფესვები გაიდგა. საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, მაგრამ მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოსავით ფუნქციონირება შეუძლიათ. ამის განცხადება უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველა პოლიტიკური ცვლილება საქართველოში ქუჩის საპროტესტო მოძრაობების გზით ხორციელდებოდა. 1992 წელს შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 2003 წელს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტმა, ”ვარდების რევოლუციამ” გამსახურდიას მემკვიდრის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობა გადააგდო, ხოლო 2007 წლის 7 ნოემბრის ქუჩის დაპირისპირებამ სააკაშვილი აიძულა ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. როდესაც 2008 წელს სააკაშვილი ხელმეორედ აირჩიეს თანამდებობაზე, ოპოზიციის ნაწილმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. 2009 წლის აპრილში მათ ახალი საპროტესტო ტალღა წამოიწყეს. ეს გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ მარცხით დასრულდა. ოპოზიცია გაიხლიჩა და მას შემდეგ ”საქართველოს ქუჩებში” შედარებითი სიმშვიდე სუფევს. ”პარლამენტის წინ ქუჩაში დგომა აღარაა საკმარისი პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად” – განაცხადა მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა. საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნელ-ნელა ერთადერთ ლეგიტიმურ საშუალებად იქცევა. იმის თქმა რომ ქვეყანა გზაჯვარედინზე დგას – კლიშესავით ჟღერს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში კლიშე რეალობას შეესაბამება. ეს უძველესი ერი, უნიკალური ანბანისა და კულტურის პატრონი, იმ ქვეყნების შემოსევებსა და ბატონობას უწევდა წინააღმდეგობას, რომლებიც ევრაზიის კონტინენტს კვეთდნენ: თურქების, სპარსელების, მონღოლებისა და რუსების. მას ბოლო 200 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ მიეცა დამოუკიდებლობა და სურს რომ დასავლეთს დაუკავშირდეს. მთავრობამ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის რეფორმირება განახორციელა. სამთავრობო შენობებთან საქართველოს დროშების გვერდით ევროპის საბჭოს დროშები ფრიალებს. დაახლოებით 1000 ქართველი სამხედრო ავღანეთში მსახურობს. პრობლემა ისაა, რომ საქართველო მაშინ იწყებს ამ ნაბიჯების გადადგმას, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, მათ ნატო-ს დანიშნულების შესახებ სხვადასხვა პოზიცია აქვთ და აგრესიული რუსეთიც აფრთხობთ. დასავლეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია განუყოფლად არიან დაკავშირებულები. ”საქართველოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი დემოკრატია აქვს” – ამბობს გურამ ჩახვაძე, ოპოზიციური პარტიის ”ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი და პარლამენტარი – ”მაგრამ ეს არაა ის სტანდარტი, რომელიც ნატო-ში შესვლისა და ევროპის კავშირზე ფიქრის საშუალებას მოგვცემს”. საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას, არამედ იმიტომაც რომ წარსულის მისწრაფებებიც გააცნობიერონ, მათი დამოუკიდებლობის ბოლო პერიოდი 1918-წლიდან 1921-წლამდე. მაშინ საქართველოს ლიდერმა ნოე ჟორდანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ სოციალ-დემოკრატიად ექცია: კონსტიტუციით, ინდივიდუალური უფლებებით და თანამედროვე ინსტიტუტებით. ეს იმედები საბჭოთა ინტერვენციამ გააცამტვერა და ახლა, ახალი საუკუნის სტარტზე ისტორია მეორდება. ერთ მხარეს დემოკრატიისკენ, ინდივიდუალიზმისა და ბაზრისკენ მიმავალი გზაა, ხოლო მეორე მხარეს – ავტოკრატიის, ვასალური დამოკიდებულების და კონტროლირებადი ეკონომიკისკენ მიმავალი გზა და თუ არც ევროპა და არც ამერიკა არ დაეხმარება საქართველოს ამ მიხვეულ-მოხვეულ გზის გავლაში, მაშინ ვინ დაეხმარება? საქართველო ძველი ქვეყანაა, მაგრამ ახალი სახელმწიფოა. ბავშვებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდები. თბილისში თავისუფლების მოედანი ნებისმიერ დროს მოსეირნე ახალგაზრდა კაცებითა და ქალებითაა სავსე. ისინი რაღაც ქართული უნიფორმის მსგავს ტანსაცმელში არიან გამოწყობილები: შავი ბლუზები და ცისფერი ჯინსები. სახელმწიფო კანცელარიაში ვიზიტი ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს 1980-იანი წლების კინოვარსკვლავთა გარემოცვაში მოხვდი. პრატქიკულად ყველა, ვინც ხელისუფლებაშია 30 წლისას წააგავს. სააკაშვილი მათ შორის უხუცესია – 42 წლის. ამის მიზეზი მარტივია. ”ვარდების რევოლუციის” მომენტისთვის უფროსი ქართველები გაკოტრებულ სისტემაში მონაწილეობდნენ. შევარდნაძის ნომენკლატურა მოგებას ქაოსიდან და კორუფციიდან იღებდა. ახალგაზრდა ქართველებს ეს არ გაუკეთებიათ. ამბოხებულთა თაობას, რომელიც საბჭოთა ეპოქის დაცემის პერიოდში დაიბადნენ და პოსტ-საბჭოთა ქაოსში გაიზარდნენ, მათი გმირების რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის და ფრიდრიხ ჰაიეკის სულისკვეთების მქონე პოლიტიკური რეფორმები სურდათ. ცვილილებებს უნდა გეუმჯობესებინა საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება, მაგრამ ამას ასევე უნდა მოჰყოლოდა ერთი თაობიდან მეორესთვის ძალაუფლების გადაცემა, იმ ახალგაზრდა ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც სახელისუფლებო სტრუქტურებს მიღმა არსებობდნენ და მათთვის ახალი შესაძლებლობები უნდა შეექმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გულისხმობდა. 2004 წელს საქართველო თითქმის არშემდგარი ქვეყანა იყო. პოლიცია სინამდვილეში კიდევ ერთ ბანდას წარმოადგენდა. აჭარას, შავი ზღვის რეგიონს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, განგსტერი ასლან აბაშიძე მართავდა. ისეთი საქართველოს არსებობა, რომელსაც კრიმინალურ სამყაროსთან და არაკანონიერ შემოსავალთან შეხება არ ექნებოდა, ნულს უტოლდებოდა. ”ახალგაზრდებს”, როგორც სააკაშვილის გუნდს ხანდახან იხსენიებდნენ, რადიკალური ცვილებები შემოჰქონდათ. სააკაშვილმა შევარდნაძის მთავრობაში სახელი იმით გაითქვა, რომ კორუფციას ებრძოდა. მექრთამეობის წინააღმდეგ მიმართული კანონები განმტკიცდა და გაძლიერდა, კომპრომეტირებული პოლიციელები და ბიუროკრატები სამსახურიდან დაითხოვეს. კორუფციით ცნობილი ერთი დეპარტამენტი – საგზაო პოლიცია უბრალოდ გააუქმეს. მთავრობა ამაყობდა თავისი მიღწევებით, ხანდახან ძალიან თვალში საცემადაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოსტ-მოდერნული შენობა მთავრობის ტრანსპარენტულობის აღსანიშნავად, შუშითაა ნაგები. მაგრამ ცვლილებები იოლად არ განხორციელებულა. როდესაც პოლიციელს სამსახურიდან უშვებ, უკმაყოფილოთა მთელს კლასს ქმნი. ”კანონიერ ქურდებს” საქართველო უსისხლოდ არ დაუტოვებიათ. ორგანიზებულ დანაშაულთან პირველ ბრძოლებში 27 პოლიციელი მოკლეს. 2004 წელს აჭარაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და აბაშიძეს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა. მაგრამ საბოლოოდ სიტუაცია გადაწყდა. აჭარის საქართველოში დაბრუნება მშვიდობიანი აღმოჩნდა. დღეს სააკაშვილს უყვარს შავი ზღვის ქალაქ ბათუმში ჩინოვნიკებთან ერთად სტუმრობა, სადაც მათ იმას აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ინვესტიციები ჩადო მისმა მთავრობამ ყოფილ სეპარატისტულ პროვინციაში. დანაშაულის მაჩვენებელმა იკლო. ეკა ზღულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ტრაბახობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულმა 30%-ით იკლო. მთავრობის პოლიტიკისადმი საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია. როგორც ეს 1990-იან წლებში ნიუ-იორკში რუდი ჯულიანიმ დაადასტურა, როდესაც ხალხი თავს დაცულად გრძნობს ბიზნესი და სამოქალაქო ცხოვრება ყვავის. „ამ რეფორმების გარეშე“ – ამბობს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ბარამიძე – „სხვა არაფრის განხორციელება არ მოხერხდებოდა“. ელექტროფიკაცია უმაღლესი პრიორიტეტია. სააკაშვილამდე ელექტრომომარაგება იშვიათი იყო, ქართველების უმეტესობა, რომლებსაც შეეძლოთ სინათლე აენთოთ, გადასახადს არ იხდიდნენ. მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურებში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან, ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. ის ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აღმოსავლეთ-ევროპის ბევრი ქვეყანა, რომლებიც კრემლის მიერ კონტროლირებადი ”გაზპრომის” ენერგომომარაგებაზე არიან დამოკიდებულები. ამ მიმართულებით მაინც ქართველებს შეუძლიათ რუსეთზე არ სწუხდნენ. რეფორმების მეორე წყება ფისკალურ რეფორმას ეხება. ქართველებმა ესტონეთის მაგალითი შეისწავლეს. იქ პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა პოსტ-საბჭოთა გარემოში სხვადასხვა სახის მდგრადი საბაზრო ცვლილება განახორციელა. სააკაშვილის მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ჩაატარა. მან დააწესა დაბალი გადასახადები, რადგან სხვა შემთხვევაში ის არალეგალურ ეკონომიკაში წავიდოდა, ასე კი მთავრობამ შემოსავალი მიიღო. (საქართველოს დღგ-ც აქვს). საქართველომ სამომხმარებლო სააგენტოები გააუქმა, ვალდებულებები და გადასახადები შეამცირა რათა ვაჭრობა წაეხალისებინა. საქართველო დღეს მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-11 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ბიზნესის კეთება იოლია. სულ ახლახანს გამოითქვა დიდი ინიციატივა – ეკონომიკური თავისუფლებების კანონის შესახებ. თუ ეს კანონი გავა, მაშინ თითოეული გადასახადის გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარება გახდება საჭირო და საქართველოს დავალიანება მშპ-სთან მიმართებაში 60%-ით განისაზღვრება. უხსენეთ ეს რეფორმები ამერიკელ ლიბერტარიანელებს და მათ პირზე ნერწყვი მოადგებათ. და ბოლოს განათლების შესახებ. სააკაშვილმა მემკვიდრეობით მიიღო საჯარო სკოლების სისტემა, რომელიც ისევე იყო კომპრომეტირებული, როგორც სხვა ბიუროკრატიული სისტემები. ნომენკლატურის წევრები თავის კავშირებსა და ქრთამს იმისთვის იყენებდნენ, რომ საქართველოს 200 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში მოხვედრა უზრუნველეყოთ. ეს სასწავლებლები ძნელად იმსახურებდნენ „უნივერსიტეტის“ დასახელებას. მათ ცოტა სტუდენტი ჰყავდათ და კიდევ უფრო ნაკლები მოთხოვნები. 2004 წელს განათლების რეფორმამ განამტკიცა მისაღები გამოცდები. რეფორმამ კოლეჯებს მკაცრი სტანდარტები დაუწესა, მათი შესრულების გარეშე ისინი სტუდენტებს ვეღარ მიიღებდნენ. უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდა, რასაც ბევრი ისეთი აღშფოთებული პროფესორისა და ადმინისტრატორის გაჩენა მოჰყვა, რომლებიც სამუშაოს ეძებდნენ, მაგრამ მთავრობამ კიდევ ერთი უმართავი საჯარო აპარატი თავის კონტროლს დაუქვემდებარა. ერთმა ქართველმა სიამაყით მითხრა - სისტემა იმდენად მერიტოკრატიულია, რომ განათლების სისტემის მაღალჩინოსნის შვილს უნივერსიტეტში მიღებაზე უარი ეთქვა, რადგან მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარა. ეს შევარდნაძის დროს არ მოხდებოდა. მიუხედავად მიღწევებისა, ქართველები კიდევ უფრო დიდი გამოწვევების პირისპირ დგანან. ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. მთავრობის ძალისხმევით დახურულმა სახელმწიფო ბიზნესმა გაზარდა უმუშევრობა. „ჩვენ უნდა აღმოგვეფხვრა არაეფექტურობა“ – ამბობს მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი. ნორმალურ ვითარებაში ეკონომიკურ ზრდას და პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა და ძველები ახლით შეეცვალა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომელსაც ერთი თვის შემდეგ გლობალური ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, საქართველოს ეკონომიკა გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა 16%-ს აღწევს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ალბათ ბევრად მაღალია. რუსეთს სოხუმი და ცხინვალი ოკუპირებული აქვს, ამიტომ უცხოურ კომპანიებს დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხოდ მიიჩნიონ. დემოკრატიზაციის ფრონტზეც ბევრია გასაკეთებელი. მუნიციპალური არჩევნები დიდი ნაბიჯი იყო, მაგრამ რეალური გამოცდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წელს სააკაშვილის თანამდებობაზე შემცვლელის არჩევნები გახდება. მოცემულ ვითარებაში, ”ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიცია სასტიკი და დახლეჩილია. სულ ამას წინათ, პოლიტიკურ სცენას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც შეემატა, ”კონსერვატიულ-საზოგადოებრივი მოძრაობა”, რომელსაც პრო-რუსული კავშირები აქვს. ეს მარგინალური ჯგუფია და მას მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის არსებობა საქართველოში, როგოც საქართველოს ასევე დასავლეთის ინტერესებშია და მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდური პრესა ოპოზიციურია და მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე C-SPAN-ის მსგავსი არხი შეიქმნა, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ საკითხთანაა დაკავშირებული ტელეკომპანია „იმედი“. 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ის სააკაშვილის დამხობას ცდილობს, ხელისუფლებამ „იმედი“ ხელში ჩაიგდო. არხის დღევანდელი მფლობელი სადაოა, მაგრამ მარტის მოვლენების შემდეგ ტელეკომპანია, მისი მთავრობასთან კავშირების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან ეთერში გადასცა ორსონ უელსის ტიპის გადაცემა (სამყაროთა ომი), სადაც გათამაშებული იყო რუსეთის ახალი ინტერვენცია საქართველოში. (გადაცემა თბილისის ქუჩებში დაწყებული პანიკის მიზეზი გახდა). ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ნდობის აღდგენისთვის ყველაზე კარგი „იმედის“ ყოფილი მფლობელისთვის მისი დაბრუნება იქნებოდა. სააკაშვილი წმინდანი არ არის. ის იმპულსური, გამბედავი და აგრესიულია. ის ხანდახან ზღვარსაც გადადის. მან ცუდად გაართვა თავი 2007 წლის საპროტესტო გამოსვლებს. მისი გარემოცვის წევრებს უცნაური ჩვევა აქვთ და ოპოზიციაში გადადიან. მან შეცდომები დაუშვა რუსეთთან ომამდე და ომის მიმდინარეობისას. ის ძალიან დაუმეგობრდა ირანს. მისი მთავრობისთვის მართვა ახალი რამაა, ხოლო ოპოზიციისთვის, ოპოზიციაში ყოფნა. მსოფლიოს ამ კუთხეში მთავრობის მიერ საკუთარი ძალების ზედმეტად შეფასება ძალიან ნაცნობი მოვლენაა, მაგრამ ის რომ მისი ქვეყანა ახლა უკეთესია, ვიდრე ექვსი წლის წინ, ეჭვს არ იწვევს. საკონსტიტუციო რეფორმის პროექტით პრემიერ-მინისტრ პრეზიდენტის ხარჯზე უფრო მეტი ძალაუფლება მიეცემა. თუ სააკაშვილი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს, ისევე როგორც საპრეზიდენტო ვადის საზღვრებს (დღეს მოქმედი კონსტიტუციით, აღმასრულებელი ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ შესვენების შემდეგ, კვლავ შეუძლია თანამდებობაზე დაბრუნება), ის დაადასტურებს, თავისი როგორც დემოკრატის ნდობას. მთავარი საფრთხე ისევ ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან მოდის. მეფის რუსეთი აქ 1801 წელს შემოიჭრა, ხოლო საბჭოელები 120 წლის შემდეგ. დღეს ვლადიმერი პუტინი „ახლო საზღვარგარეთზე“ თავის ძალაუფლებას იჩემებს. კრიტიკოსებს მოსწონთ სააკაშვილის გადაქცევა რუსეთის აგრესიის განტევების ვაცად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული განტოლების ცვლადი მონაცემია, მუდმივი მხოლოდ თავის მეზობლებზე რუსეთის ძალადობრივი დომინირებაა. საქართველო ერთი ციდა ქვეყანაა. მთელი ქვეყანა სამხრეთ-კაროლინაში დაეტეოდა. ის მუდმივადა საფრთხის ქვეშაა. „რუსეთს გამანადგურებელი საჰაერო ძალები აქვს“ – ამბობს წყარო თავდაცვის სამინისტროდან. საქართველო მარტო არაა, ”ვარდების რევოლუცია” უკრაინის, ლიბანის და ყირგიზეთის რევოლუციებს შორის ბოლო დემოკრატიული რევოლუციაა, რომელიც უნდა გადარჩეს. რუსეთი მის გათელვასაც ისურვებდა. 2008 წლის ომმა ცხადყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტები რეალურად რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტი იყო და არა სამოქალაქო ომის შემდეგ დარჩენილი შიდა კონფლიქტები. 2008 წლის თებერვალში დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებამ პუტინს დარტყმა მიაყენა. ის საფრთხეს გრძნობდა, რადგან ვარშავის პაქტის ქვეყნები და საბჭოთა რესპუბლიკები დასავლეთისკენ წავიდნენ. იმისთვის რომ თავისი ძალა ეჩვენებინა, მან დასავლური რიტორიკა სათავისოდ შემოაბრუნა. ამისი შესაძლებლობა 2008 წლის აპრილის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ გამოჩნდა. მოკავშირეებმა მაშინ საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარი უთხრეს, თუმცა ისიც განაცხადეს რომ ერთ დღეს ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდებოდა. პუტინს შანსი გამოუჩნდა. მას შეეძლო რეგიონზე თავიდან განეცხადებინა ძალაუფლება, დაემხო სააკაშვილი და არ ეშფოთა დასავლეთის ინტერვენციის გამო. მოკავშირეები კოსოვოში გენოციდის აღსაკვეთად შევიდნენ, პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში იმავე რიტორიკის გამოყენებით შეიჭრა. მოკავშირეებმა ყოფილ სერბულ პროვინციაში ახალი ქვეყანა დააარსეს და პუტინმაც დაიწყო კანონიერი საფუძვლის შენება, რათა ქართული პროვინციებიდან ახალი სახელმწიფოები შეექმნა. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ პუტინმა თავისი სტრატეგიული გეგმები ვერ განახორციელა. მისმა ინტერვენციამ პოლონეთი, უკრაინა და ბალსტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს გარშემო გააერთიანა. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი შეიძლება რუსეთის ფედერაციის წევრები გახდნენ, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები ისინი მხოლოდ ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვენესუელამ, მოლდავეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ და დნესტრისპირეთმა აღიარა. მაგრამ პუტინისთვის ყველაფერი ცუდად არ წარმართულა. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი სტრატეგიულად ფასეულები არიან – აფხაზეთი შავი ზღვის პორტის, ხოლო სამხრეთ-ოსეთი მისი მდებარეობის გამო (აქედან საქართველოს ორად გახლეჩაა შესაძლებელი). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინტერვენციამ დასავლეთის სისუსტე დაადასტურა. რუსეთს თავისი ქმედებების გამო პასუხი არ უგია. დასავლეთში ზოგიერთმა ისიც კი სთქვა, რომ დამნაშავე საქართველოა და ომმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსები დააზარალა და არა იმიტომ, რომ ქართველებს ეს აღარ სურთ, არამედ იმიტომ რომ დასავლეთს ეშინია იმ კოლექტიური პასუხისმგებლობის, რომელიც შეიძლება ასეთ გაწევრიანებას მოჰყვეს. როდესაც პუტინი დღეს საზღვარს მიღმა იხედება, ის ხედავს ამერიკულ ადმინისტრაციას, რომელიც ისეა შეპყრობილი ირანთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებით, რომ პოლონეთთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან სარაკეტო ფარის შეთანხმების უგულვებელყოფა სურს, ვერ ამჩნევს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და იგნორირებას უკეთებს იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში უკრაინის ფინლანდიზაციას. პუტინი ხედავს ამერიკელ პრეზიდენტს, რომელსაც მუსულმანურ სამყაროსთან და დიდ სახელმწიფოებთან რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების ფანტასტიკური გამოსწორება უფრო სურს, ვიდრე ალყაშემორტყმული პატარა დემოკრატიების, საქართველოს, ისრაელის და ჰონდურასის მხარდაჭერა. პუტინი ხედავს ამერიკელებს, რომლებიც დაფიქსირებულები არიან „ბირთვული ნულის“ მიღწევაში მაშინ, როდესაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიიჩქარის და ჩრდილო-კორეის ბირთვული საფრთხე ხელუხლებელია. ტრადიციული სტრატეგიული მიზნები, ისეთები როგორიცაა ალიანსის სტრუქტურის განმტკიცება და ახალი ქვეყნების შემოყვანა ლიბერალური დემოკრატიის გავლენის სფეროში, უკუგდებულია. „ჩვენ ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ ახლა ფეხზე ვდგებით“ – ამბობს ბარამიძე, ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მინისტრი. საქართველოში ვიზიტი იმას მაფიქრებინებს, რომ ის მართალია. განა სასიამოვნო არ იქნებოდა, რომ ვინმეს დასავლეთის ფრთაზე ეს მართლაც შეემჩნია? ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [ანნა მანია. [22:40 12.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBPU1HdLo1I/AAAAAAAADw4/WEAwZmv_I3k/s200/gei.gifდღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არის, ახლა უნდა დავიწყოთ ნულიდან, ფსკერიდან ამოსვლა უნდა დავიწყოთ, ამ შემთხვევაში ვარ ყველაზე თავისუფალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. ალბათ, ასეთი უბედური აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი- აცხადებს შემართებით ყოველთვის გამორჩეული გოგა ხაინდრავა. თუ რამ აუცრუა “სტაჟიან” ოპოზიციონერს გული და რას საყვედურებს კოლეგა პოლიტიკოსებს ამ საკითხებზე “პრესა.გე-ს” ესაუბრა: - მთაწმინდაზე, სადაც სკოლაში ვსწავლობდი, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი გული, ჩემი აღზრდა, ყველაფერი რაც მეძვირფასება. თუ შესაძლებელია, რომ შალვა შავგულიძეს, კაცს, რომელიც ჩემთვის არის ღირსების, თავდადების, ვაჟკაცობის, მებრძოლის მაგალითი არჩევნები მოუგოს მამუკა ახვლედიანმა, რომელიც არის ერთ-ერთი აპოლოგეტიც სექსუალური აღვირახსნილობის, მაშინ ქვეყანა თავზე დაგვქცევია. ბატონო გოგა, ეს სერიოზული ბრალდებაა. რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ახვლედიანი სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია?– ჰო, მამუკა ახვლედიანი მაგათი აპოლოგეტია. დარწმუნებული ვარ, თუ ამ გზით წავედით საქართველოში გეიპარადი ჩატარდება და ერთ-ერთი მონაწილე მამუკა ახვლედიანი იქნება. რატომ? ის ლობირებს სექსუალურ უმცირესობებს?– დიახ.ლობირებს. თუ ვინმე ლობირებს გეიპარადის ჩატარებას საქართველოში ერთ-ერთი ლობისტი მამუკა ახვლედიანია. თუ არის შესაძლებელი, რომ ორი ასეთი მენტალობის ადამიანებს შორის უპირატესობა მიეცეს იმ პერსონას, რომელიც სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია და მის სასარგებლოდ გადაწყდეს არჩევნები ისეთ ტრადიციულ უბანში, როგორიც მთაწმინდაა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია. თუ არაფერია ამ საზოგადოებისთვის ტრაგიკული იმაში, რომ ტანგაში გამოწყობილი კაცები ჩაივლიან რუსთაველზე, მაშინ ჩვენ სხვა საზოგადოებას მოვძებნით. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება ნამდვილად არ მინდა, სადაც ტრაგიკული არ არის,რომ მამათმავლები და სხვა და სხვა სჯულის გაუკუღმართებული ურთიერთობების მონაწილეები აღლუმს ჩაატარებენ. თუ ამაში ტრაგედია არ არის, მაშინ ჩვენი გზები სერიოზულად გაიყო და სხვა ქვეყნის შვილი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვყოფილვარ. იმიტომ რომ ეს ჩემთვის საქართველო არ არის. კარგი, ბატონო გოგა, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ახლა, უნდა გკითხოთ, თვითმართველობის არჩევნებს როგორ შეაფასებთ?- საქართველოში არჩევნები არ არსებობს. ეს არის დაძალებები. თუ შეფასებებს მივცემთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას, მაინც არჩევანი არ არის. ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, ეს არის იძულება. საქართველოში არჩევნები არ არსებობს, ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ცივილიზებულ მსოფლიოში არჩევნებს ეძახიან. ყველანი ვიყავით მომსწრე აბსოლუტურად გაუკუღმართებული პროცესისა, რომელსაც აქ ჰქონდა ადგილი მთელი ამ დროის განმავლობაში. იმიტომ რომ, ეს არ იყო მარტო 30 მაისს, ეს ხდება იმ დღიდან, რაც გამოცხადდა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები. ამ პერიოდის განმვლობაში მიდიოდა ძალადობა, მიდიოდა გაუკუღმართებული ურთიერთობები ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ძალადობა კონკრეტულად რა ფორმით ხდებოდა?– სამსახურიდან გაშვების ფორმით, მუქარებით, მოსყიდვებით, შეშინებით. უამრავი მეთოდით, რომელიც ხელთ უპყრია ამ ავტორიტარულ და აბსოლუტურად მაფიოზურ რეჟიმს, კრიმინალურ დაჯგუფებას. მათი ძალადობის მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანია. თუმცა არის რაღაც პატარა ნაწილი საზოგადოებისა, ვინც არ ეგუება, ვინც ამას ეწინააღმდეგება და არის ძალიან პატარა ნაწილი ადამიანების, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, ყველაფერი დანარჩენი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ეს არის ჯაყოს ხიზნები. რა ჩადეთ ამ ფრაზაში?– ჩავდე ის, რაც მიხეილ ჯავახიშვილმა ჩადო. დიახ, დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი არის ნამდვილი ჯაყო, რომელიც აუპატიურებს ამ საზოგადოებას, აუპატიურებს ამ ქვეყანას და ის ადამიანები ვისი მოვალეობაც არის ამის აღკვეთა, გადატრიალებულები ვართ ზურგით და ვიყურებით სხვა მხარეს, ვითომ არაფერი ხდება. საზოგადოების თხოვნა იყო ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა, ახლა ჩნდება პარტიები შემდეგი სლოგანით-ყველა ნოღაიდელის გარეშე, როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას?– ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული საბაბი, იმისთვის რომ საკუთარი უსუსურობა, ხშირ შემთხვევაში საკუთარი კომპლექსები რაღაცით შეენიღბათ. იმიტომ რომ, ნოღაიდელი არაფერს წარმოადგენდა არც ადრე, არც ახლა და არც არასოდეს იქნება რაიმე სერიოზული პრობლემის მატარებელი. ჩემი აზრით, ერთადერთი რისთვისაც ნოღაიდელი გამოჩნდა ამ ასპარეზზე და ეს პირნათლად შეასრულა, იყო ხელისუფლების მცდელობა ოპოზიციის დაპირისპირების და გახეთქვის, ძალიან კარგად იყო ეს ფანდი გამოყენებული სააკაშვილის მიერ. რაც მთავარია და ამავე დროს, რაც ჩემთვის ძალიან სავალალოა, ოპოზიციამ ეს ჭამა, გადაყლაპა ფანდი და დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა ნოღაიდელის წინააღმდეგ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ნოღაიდელი? ეს იყო კაცი რომელმაც იკადრა რუსეთის მმართველის წინაშე თავჩაქინდრული დგომა და იმ ძალასთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც განსაზღვრავს საქარველოს ყოფას დღეს და ეს ყოფა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფა რეალურად ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაა, ეს არის ძალადობა და საქართველოს სუვერენული უფლებების ფეხქვეშ გათელვა მეტი მას არაფერი გაუკეთებია. არა მგონია, რომ ეს იყოს საბაბი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა შესაძლებლობა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისა. ახლა, ის რომ, ნოღაიდელი არსებობს ამ ქვეყანაზე ეს არის ფაქტი, ის რომ პრორუსული განწყობების ამ ქვეყანაში ესეც არის ფაქტი. ის რომ ტრადიციულად არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც მზად არიან, ვისაც გინდა მიეყიდონ, მოწინააღმდეგეს, ეშმაკს, ჯანდაბას და ოხრობას საკუთარი ინტერესების და საკუთარი კეთილდღეობის გამო ესეც არის ფაქტი. არაფერი ახალი აქ არ არის, ახლა იმის გაოცება, აუუჰ, როგორ აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც მზად არის ოკუპანტებს ელაპარაკოს აბსურდია, ეს არის სიცრუე, ეს არის თვალმაქცობა, იმიტომ რომ, ერთი ეპოქა და ეპიზოდი გამახსენონ საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში არ არსებობდნენ. ისინი არსებობენ ყოველთვის და იარსებებენ ყოველთვის. დარწუნებული ვარ, სულ ცოტა დრო გავა და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ლაყუჩებს იხევდა ფორმულით ყველა მინუს ერთი ისევე წაცუნცულდება მოსკოვში მოლაპარაკებებზე, როგორც წაცუნცულდა ნოღაიდელი და ამას ძალიან მალე ნახავთ თქვენ, ძალიან მალე, ზუსტად ის ადამიანები, ვინც აი, ამ პროცესში, თავს იკლავდნენ,ყველა მინუს ნოღაიდელიო, აღმოჩნდება, რომ ეს იყო საბაბი გვერდზე გადგომის. ეს, ჩემი აზრით, არის შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და აბსოლუტურად ფუჭი ოცნება. ერთადერთი რაც დაანგრევს ამ ბოროტების კოშკს საქართველოში ეს არის ერთობა, ხალხის ერთობა, პოლიტიკური ძალების ერთობა მიუხედავად იმისა, ვინ რომელი კარის მიმართულებით ყნოსავს ჰაერს. ნებისმიერ გონიერ პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე რაიმე შედეგის მიღწევა საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის სრუილიად ილუზორული. დღეს ეს არის რთული, კი ბატონო, ეს არის არაპოპულარული, კი ბატონო, ამის განხორცილება ძნელია, კი ბატონო, რუსეთს თავისი მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ზემოდან წამოაჯდეს ნებისმიერ ვითარებას საქართველოში, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ხელი ჩავიქნიოთ და უარი ვთქვათ ამ პროცესზე: საკუთარი ქვეყნის განკურვაზე, გამოჯანმრთელებაზე და ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობაზე. ის ისტერია, რომელიც იყო მოწყობილი ნოღაიდელთან დაკავშირებით ეს იყო შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და შედეგიც ზუსტად ის დადგა, რა შედეგიც უნდა დამდგარიყო. იმიტომ რომ ნოღაიდელის გამო ერთობაზე უარის თქმა იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი, დიდი ხანია გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ილუზია გააჩნიათ, რომ იმათ დამოუკიდებლად შეუძლიათ რაღაც სერიოზული შედეგების მიღწევა და ჩვენ დიდ ხანს გვესმოდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, აღმოჩნდა რომ „გაიმარჯვეს“ კიდეც. ერთი სააკაშვილმა გაიმარჯვა აგვისტოს ომში, მეორე რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში. თუ ვინმე თვლის, რომ ის შედეგი, რაც მათ მიიღეს ეს არის გამარჯვება ესე იგი ჩვენ სხვა და სხვანიარად გვესმის რა არის გამარჯვება და სხვადასხვანაირად გვესმის რას ნიშნავს რეალობა. თქვენ დაამკვიდრეთ ტერმინი კომბლების პოლიტიკა, ხომ არ დადგა უკვე კომბლების დრო?– დიდი ხანია ეს დრო დადგა, რაც უფრო მეტი ხანი გადის და რაც უფრო მეტი შტრეიხბრეხენული ძალა ჩნდება ქართულ საზოგადოებაში, რომელიც საქართველოში ილუზიას ქმნის პოლიტიკური პლურალიზმის და არჩევითობის პრინციპის პრიმატობის, ამის აუცილებლობა მატულობს. ვთვლი, რომ ეს არის შეგნებულად, თუ შეუგნებელად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოების დამონებაში ხელშეწყობა, მიუხედავად ჩემი დიდი მხადაჭერისა და პატივისცემისა ირაკლი ალასანიასადმი ის განცხადებები, რომლიც მან გააკეთა არჩევნების მერე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.ეს არ არის სიმართლე, რომ შესაძლებელია, რომ ერთადერთი გზა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ეს არჩევნების გზაა. მე გული ძალიან მწყდება, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ მინდა, გავიმეორო: – „ირაკლი, ეს არ არის სიმართლე, აი, შენთვის შეიძლება ერთადერთი გზა ეს არის, ოღონდ მინდა დაგარწმუნო, ჩემო კარგო, რომ სანამ სააკაშვილის რეჟიმია ამ ქვეყანაში, შენ ამ გზით ცვლილებს ვერ მიაღწევ“. მითუმეტეს, გამოცხადება, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, იქ დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას, არის ბრძოლისგან გარიდება. არა, ის არ არის ბრძოლისგან გარიდება, რასაც ბატონი ბერძენიშვილი ბრძანებდა სუბარზე, არამედ ზუსტად ეს არის ბრძოლისგან გარიდება. სუბარი ბრძოლაში რჩება და აი, ბერძენიშვილი ბრძოლას გაერიდება, ისევე როგორც ეს ალიანსი. ეს არის ბრძოლისგან გარიდება, დალოდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ზუსტად ბრძოლიდან გარიდება და სააკაშვილის ბნელი ზრახვების ნებსით უნებლიედ მხარდაჭერა. არსებობს ვარაუდი, რომ ალიანსიდან წასული კოკა გუნცაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, სოზარ სუბარი და სხვათა შორის, ლევან გაჩეჩილაზე არის საუბარი ბურჯანაძის ბლოკში ვიხილოთ...– ასეთი მოლაპარაკებები არსებობს, ასეთი შესაძლებლობა არსებობს,ეს არ ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან, რას ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან? ეს არის არასწორად საკითხის დაყენება, იქნება, ნინო ბურჯანაძის ხილვა გველის ლევან გაჩეჩილაძესთან, სოზართან და კოკა გუნცაძესთან. ის არ უდირიჟორებს ამ პროცესებს?– რატომ უდირიჟორებს? როდის იყო, რომ ოპოზიციის პროცესებს ნინო ბურჯანაძე დირიჟორობდა? რამდენადაც ვიცი, როგორი არჩევანის გაკეთდება, იმის მიხედვით გადაწყდება. რახან დღის წესრიგში დგება საკითხი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, იქ აუცილებლად დადგება კანდიდატის საკითხი, თუ ასეთი ერთობა მოხდება, სხვათა შორის, ამ ერთობაში ირაკლი ოქრუაშვილიც მოიზარება, ამ ერთობაში მოიაზრება სხვა პერსონებიც და მათ შორის, გამოიკვეთება ლიდერი. ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. აუცილებელია ამ ერთობის ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აპირებს თანამშრომლობას ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ, ამ თანამშრომლობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არის ილუზია და ძალიან მავნე ილუზია. ამის მოწმეები ჩვენ ერთხელ ვიყავით, როცა დაიწყო სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ჯერ მოლაპარაკებები, მერე დაიწყო მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოსთან და კანონთან დაკავშირებით, მერე წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყო ძალიან ცივილურ ფორმებში, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევაში, ის ძალები, რომლებიც ოპოზიციიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესში პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ, არაფერი იოტისოდენაც კი, ნაციონალურ მოძრაობას არ შეუცვლია. ჩვენ ვაფრთხილებით ამის შესახებ, ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ვიძახდით, რომ ეს არ არის ძალა, რომელსაც კოპრომისების, შეთანხმების ან რაიმე სახის ცივილიზებული დიალოგის უნარი გააჩნია. ესენი არიან კრიმინალები, ნარკორეალიზატორები. უამრავი მძიმე კრიმინალური და ასევე სახელმწიფო დანაშაულის ავტორები. ამიტომ მათთან ცივილიზებული დიალოგის შედეგად რაიმე რესურსის მიღება შეუძლებელია, ვისაც უნდა ამ მითით იცხოვროს იმან იცხოვროს დიახ, ვისაც უნდა, ჩემი ძმით დაწყებული რომელიც იმავე ალიანსის წევრია, სადაც ირაკლი ალასანიაა და ვისიც გინდათ დამთავრებული. ჩემთვის პლატონი ძვირფასია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ვინც გინდა იყოს იქ, ეს არის ილუზია, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩვენ არა ერთხელ დავრწმუნდით ამაში. შედეგი, რომელიც ასე ვთქვათ წარმოდგენილია, ამ შემთხვევაში მცდელობა მისი წარმატებით წარმოსახვისა არის სამარცხვინო და თუ დროზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული ამასთან დაკავშირებით და თეთრს თეთრი დაერქმევა და შავს შავი, ხომ ძალიან კარგი, თუ არადა, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პოლიტიკის მქონე ადამიანების შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც იყო საპარალმენტო არჩევნების დროს და ახლა თვითმართველობის არჩევნების დროს, ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთადერთი ლიდერი ოპოზიციური ძალაო, ეს სასაცილოა. ირაკლი ალასანია დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა და არც საპრეზიდენტო არჩევნებს დასწრებია და არც საპარალამენტო არჩევნებს, ამიტომ არ იცის რას ნიშნავს ეს დროებითი წარმოჩენა, ასე ვთქვათ, ლიდერ ოპოზიციური ძალად. რასაც ვანო მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა წერს, იმ „შედეგების“ უმტკივნეულად მიღება. უნდათ ადამიანებს ილუზიებში ყოფნა და იყვნენ, მაგრამ ეს მათ ავტორიტეტს ლახავს, მათდამი ნდობას და სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობასაც ჩრდილს აყენებს. – არჩევნები დამთავრდა „დაიცავი საქართველო“ ბრძოლის ახალ ეტაპს როგორ ხედავს?– ჩვენთვის ეს ეტაპი არ ყოფილა, ამ ეტაპში არც ვმონაწილეობდით, არანაირი ილუზიები ამასთან დაკავშირებით არ გვქონდა და არც არანაირი მოლოდინები ყოფილა. უფრო სწორად, რა მოლოდინიც იყო სწორედ ის მოლოდინი ახდა. ვანო მერაბიშვილმა თავის მშობლიურ კომერსანტში წინ და წინ განაცხადა, თუ რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე. ყველა ჩვენთაგანი კომბლად უნდა გადაიქცეს. ეს ერთადერთი გზა, რაც დაგვიტოვეს. ილუზიებს თავი უნდა დავანებოთ, ამ ჯოჯოებს კომბლების მეტი არაფერი უშველით, კომბლებით თუ გავყრით აქედან. თორემ სხვა შემთხვევაში ყველა გზა მიდის მამათმავლების აღლუმისკენ საქართველოში. სააკაშვილის მეთაურობით ჩატარდება ეს აღლუმი. დიახ, სწორედ სააკაშვილი ჩაიბარებს საქართველოში გეი-აღლუმს.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება [16:15 12.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBPSn_mIOFI/AAAAAAAADww/cUrkCrELad8/s200/poloneti.gifპოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაზე აეროდრომ "სმოლენსკის" თანამშრომლებიც არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ეჟი მილერმა განაცხადა. "კატასტროფის მიზეზების ნაწილი შეიძლება, პოლონურ მხარეს მიაწერო, ნაწილი კი - რუსულს", - განაცხადა მილერმა პოლონეთის სენატში მოხსენებით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა ტუ-154, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად 10 აპრილს კატინსკში მიფრინავდა, სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა. დაიღუპა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, სულ – 96 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს პოლონური საგამოძიებო კომისია დამოუკიდებლად სწავლობს. ასევე შეიქმნა რუსული საგამოძიებო კომისია, რომელსაც პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა სათავეში. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/6/26/1246029156234/Glen-Johnson-001.jpg გთავაზობთ ინგლისის ნაკრების შემადგენლობას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში… <p style="text-align: center;">გრინი ჯონსონი – ტერი – კინგი – კოული ლენონი – ჯერარდი – ლამპარდი – მილერი რუნი – ჰესკი View the full article