Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია ეძღვნებოდა ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების… ლინკი მედიანიუსზე
  2. 7 ადამიანი დაშავდა მოსკოვში ქარიშხალის შედეგად. სამართალდამაცავი ორგანოების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. ძლიერმა ქარმა დედაქალაქში თითქმის… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/metex-150x150.jpg14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” რიგით მეორე გამოფენა _ ფორუმი მიმდინარეობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/invali.jpg itvს ლინკი
  4. “ფულემის” თავდამსხმელმა დემპსიმ განაცხადა, რომ მხოლოდ როიმ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ლივერპულის შემოთავაზებას წითლების მენეჯერის თანამდებბაზე რაფა ბენიტესმა დატოვა კლუბი საშინელი სეზონის შემდეგ. ლივერპულმა პრემიერ ლიგის მეშვიდე ადგილი დაიკავა, გამოვარდა ასევე ევროპის ლიგიდან და FA Cup_დან. ფულემს კი შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან გაახწია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყოფილი უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა მადრიდის ატლეტიკოსთან რომელმაც ასევე გამაოგდო ლივერპულიც. დემპსმა რომელიც ეხლა ინგლისის ნაკრებთან ერთათ სამხრეთ აფრიკის მუნდილიაზეა მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს ”როიმ უნდა გააკეთოს ყველაფერი კარგი თავისთვის და მისი ოჯახისთვის” ”მე ჩემ კარიერაზე არ ვნერვიულობ, მე სამ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს ფულემთან და ვეცდები საუკეთესო გავაკეთო ჩემი კლუბისთვის” ”თუ მას დარჩენა უნდა დაე დარჩეს, თუ წასვლა უნდა გაუშვით” წყარო: skysports.com View the full article
  5. http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/1552.gif vs http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/643.gif დღეს გაიმართება შეხვედრა სადაც “დანიური დინამიტი” შეეცდება “ნარინჯისფერი სუპერმენები” მოიგერიოს. გთავაზობთ მატჩის ვრცელ პრევიუს. დანიის ნაკრები, ისევე როგორც ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ ჰოლანდიელები რომ ამ თამაშის აშკარა ფავორიტები არიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გადავავლოთ თვალი ამხანაგურ მატჩებს. ამ მხრივ ჰოლანდიელებს აშკარა უპირატესობა აქვთ, რადგან ბოლო სამი ამხანაგურიდან სამივე მოიგეს. დაამარცხეს გერმანიის ნაკრები და გაანადგურეს განისა და უნგრეთის გუნდი. დანიელებმა კი სამხრეთ აფრიკასთან დათმეს შეხვედრა. დანიელების ფეხბურთი ისევე როგორც სხვა სკანდინავიური ქვეყნების ერთფეროვანია და აქცენტს, ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებენ. გუნდს ყავს ბრწყინვალე თავდასხმის დუეტი, ტომასონი–ბენდტერი, აგრეთვე შეცვლაზე კარგად თამაშობს დიუსბურგში მოთამაშე, სორენ ლარსენი. კარებს კი იცავს ბევრისთვის ნაცნობი მეკარე ტომაშ სორენსენი. გუნდია ძირითადად დაკომპლექტებულია გამოცდილი ფეხბურთელებით, რამოდენიმე ფეხბურთელისთვის მაგალითად ი.დ. ტომასონისთვის ბოლო მუნდიალი იქნება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი გუნდი 8/ფინალში იხილონ. აგრეთვე საინტერესო სიტუაციაა ჰოლანდიის ნაკრებში, რადგან მათ რიგებში მოთამაშე ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს. სწორედ ეს აძლევს მილიონობით ფანს იმის საფუძველს, რომ ჰოლანდია გათამაშების ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდს ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში დიდი თავსატეხი გაუჩნდა როდესაც ა.რობენმა სერიოზული ტრამვა მიიღო, თუმც ჰიპოკრატის ნაფიცები დიდად გაისარჯნენ და არიენ რობენი ამ შეხვედრაში შეცვლაზე მაინც ითამაშებს. ლივერპულთა მხრიდან თითქმის გადაწყვეტილია დირკ კუიტის თამაში, ბაბელი კი სრულად გამონჯამრთელებას კიდევ ვერ ახერხებს. View the full article
  6. როგორც მოგეხსენებათ წლევანდელი წლის ტრიუმფატორს მილანის ინტერს ახალი თავკაცი ჰყავს.ლივერპულიდან წამოსული რაფაელ ბენიტესი იტალიაში შექმნილ პირველ შტაბეჭდილებებზე საუბრობს და აცხადებს,რომ იგი ძალიან ბედნიერი არის. იხილეთ fanebi.com
  7. პატიმარმა მინდია კახიძემ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საკანში არ სძინავს, რადგან ამის შესაძლებლობას მის საკანში მყოფი სხვა პატიმარი არ აძლევს. კახიძის თქმით, მასთან მყოფ პატიმარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - ხან მღერის, ხან ლექსს წერს და კითხულობს. მინდია კახიძე ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის გაასამართლეს. ბათუმელ მინდია კახიძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის ორი კვირის წინ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ოჯახს კი ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მასთან ერთად გასამართლებული გოჩა მურადოვი 13 წელს გაატარებს ციხეში და ჯარიმასაც გადაიხდის. მათთან ერთად დაკავებული, კანონიერ ქურდობაში ბრალდებული უშანგი (უჩა) გოდელაძე კი უკვე გარდაიცვალა. ის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში წამებით მოკლეს. მინდია კახიძე და გოჩა მურადოვი ბოლო სასამართლო პროცესზე ბადრაგმა და სპეცრაზმმა ორი საათის დაგვიანებით მოიყვანა. “თქვენ გაქვთ საბოლოო სიტყვის უფლება, დროში შეზღუდული არ ხართ”, _ უთხრა მოსამართლემ განსასჯელებს. ახლობლებმა კახიძის ბოლო სიტყვა შეაფასეს როგორც არაადეკვატური და უცნაური: ფაქტის მოყოლა კახიძემ თავიდან დაიწყო. ოღონდ ამჯერად განსხვავებული ვერსიებით. ახსენა საქმეში არ არსებული ადამიანების სახელები და გვარები. წინა პროცესებზე პატიმარი თავდაჯერებული იყო და ერთი პოზიცია ჰქონდა, ახლა ვერსიებს ცვლიდა. “ჩვენ გურამის 50 ლარი მივეცით, რომ მას უჩასთვის ვალინკები ეყიდა, იგი ტყიდან აპირებდა გადაპარვას თურქეთში, ვალინკები ტყეში სჭირდებოდა. როცა აჭარულ სახლში სოდი მოვიდა, მივხვდი რაც ხდებოდა, რადგან ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი პარალელური კლასელია... თუ ტელეფონზე საუბარი და ადამიანის ნახვა ქურდული სამყაროს წევრობად ითვლება, ეს თქვენი შესაფასებელია, მე არ ვარ არავის წევრი. ნაცნობობა გვაკავშირებდა. ტყეში არ წავსულვარ და არავინ გადამიყვანია საზღვარზე. მე ადვოკატს არ ვეთანხმები...” მინდია კახიძის მამამ, მოგვიანებით დედამ, ოჯახის მეგობრებმა და ნათესავებმა რიგრიგობით დატოვეს სასამართლო დარბაზი. “გაჩუმდი, რას ლაპარაკობ, ჯობია სულ გაჩუმდე”, _ დარბაზიდან ამ წამოძახილების გამო განსასჯელის ახლობლები რამდენჯერმე გააფრთხილა მოსამართლემ. განსასჯელი კი ისევ აგრძელებდა: “მე ვამბობ, რომ არ ვარ ქურდული ტრადიციების მატარებელი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მათ პატივს ვცემ”. “ძალიან შემეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო, საკუთარ თავს არ ჰგავს. ის არ ლაპარაკობს ნორმალურად. ვფიქრობ, ფსიქიკური პრობლემები აქვს”, _ უთხრა “ბათუმელებს” კახიძის დედამ. ადვოკატ ირაკლი ნაკაშიძის ინფორმაციით, რომელმაც პატიმარი რუსთავის #6 საპყრობილეში რამდენჯერმე მოინახულა, კახიძე ახლა გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი: “უფრო თავისუფლადაა. როცა დაკარგა საპროცესო შეთანხმების იმედი, ამან იმოქმედა ცუდად, სხვა არანაირი პრობლემა არ აქვს ციხეში. მასზე ზეწოლას გამოვრიცხავ”. სასამართლომ დაკითხა ბრალდებულ კახიძის დედა - ნანი კახიძეც. დედის თქმით, შვილმა, რომელიც იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა, მშობლებს სტუმრის (უჩა გოდელაძის) გამასპინძლება სთხოვა. `ხომ არ ვკითხავდი კაცს, სად ცხოვრობ, რატომ ჩამოხვედი, ვინ ხარ... ვივახშმეთ, სპორტზე ვილაპარაკეთ და დაახლოებით 20-30 წუთში დავწექით”, _ თქვა პატიმრის მამამ. რაც შეეხება გოჩა მურადოვს, მას ჯერ გიორგი ჯაფარიძე, მოგვიანებით გრიგოლ კუპატაძე ხოლო ბოლო სასამართლო პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა. უშანგი გოდელაძე კი დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი დადგა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობების შედეგად. ცხრა თვის წინ, ბათუმში, რესტორან “აჭარულ” სახლთან სპეცოპერაციით სამი ადამიანი _ უშანგი (უჩა) გოდელაძე, გოჩა მურადოვი და მინდია კახიძე დააკავეს. მინდია კახიძის განაჩენს ადვოკატი ასაჩივრებს. ის საპროცესო შეთანხმებას - ათი ათასი ლარის სახელმწიფო სასარგებლოდ გადახდას და ერთწლიან სასჯელს ითხოვს. მას ამ თხოვნაზე პროკურატურამ ამ ეტაპზე უარი უთხრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/samedicino-150x150.jpgსამედიცინო უნივერსიტეტში რეზიდენტურის გამოცდა შესაძლოა ჩაიშალოს. სტუდენტები ხელახალ გასაუბრებას აპროტესტებენ. გასაუბრება მათ ჯერ კიდევ სექტემბერში გაიარეს და რეზიდენტის წოდება მიიღეს. რეზიდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისინი მოატყუა და ხელახალ გამოცდას უტარებს, რომლის ჩაბარების შანსიც მცირეა. იხილეთ epn.ge
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/shashkini1-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის უსინათლოთა სკოლა პანსიონატს ესტუმრა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. მინისტრი სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო და ოლიმპიადაში გამარჯვებულ ბენეფიციალებს წარმატება მიულოცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/shashki.jpg itvს ლინკი
  10. ბარსელონას ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ხუან ლაპორტას ამიერიდან სანდრო როსელი შეცვლის.ლაპორტას შვიდწლიანი მართველობისას "ბარსელონამ" ოთხჯერ პრიმერა დივიზიონი,ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო,რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანეთის თასსა,სუპერთასზე,მსოფლიო ჩემპიონატს კლუბებს შორისსა და ევროპის სუპერთასზე. იხილეთ fanebi.com
  11. ბიზნესმენი ვიქტორი თავის ცოლთან სოფიასთან ერთად მივლინებაში მიდის ვერონაში, მსოფლიოში ყველაზე რომატიკული სიყვარულის ქალაქში – რომეო და ჯულიეტას სიყვარულის. სოფია ვიქტორის გარეშე სცდილობს მოწყინებას თავი გაართვას და შეუერთდება ჯგუფს, როელიც პასუხობს სასიყვარულო გზავნილებს, რომლებიც ვერონაში მსოფლიოს მთელი ქვეყნიდან მოდის. ერთხელაც მას ხელში ჩაუვარდება 1951 წელს გამოგზავნილი წერილი დიდი ბრიტანეთდან, რომელშიც ვინმე კლერ სმიფი წერს თავის უსაზღვრო სიყვარულზე იტალიელის მიმართ, რომელიც მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა. სოფია უპასუხებს მოხუცებულ ინგლისელს... IMDB Rating: 6.3/10 (1 491 votes) ხანგრძლივობა: 01:38:09 View the full article
  12. პორტუგალიელი რიკარდო ქუარეჟმა,რომელიც მილანურ ინტერში ასპარეზობდა ამიერიდან თურქული ბეშიქთაშის ღირსებას დაიცავს. სატრანსფერო თანხა,რომელიც” ბეშიქთაშმა” პორტუგალიელ ფეხბურთელში უნდა გადაიხადოს 7.5 მილიონი ევროა. იხილეთ fanebi.com
  13. /get_img?NrArticle=1739&NrImage=20 „და არ მშორდება თბილისის ცქერა, სავსე ქართული პატიოსნებით“. გალაკტიონი 1921 წელს, როცა კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ექსპანსია მოხდა, თბილისი უკვე საკმაოდ დიდ, კაპიტალისტურ ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც სწრაფად იცვლება ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ. მაშინდელმა მთავრობამ პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე შენობების თბილისის ისტორიულ უბანში განთავსებით ეს ტერიტორია საბჭოთა საქართველოს ცენტრად აქცია და მისმა სწრაფმა, არაბუნებრივმა ზრდამ თავისთავად საკმაოდ დიდ პერიმეტრზე განაშენიანებული ძველი თბილისი დედაქალქის მხოლოდ ერთ–ერთ ნაწილად აქცია. დღეს, ეს არის ქალაქი – ქალაქში, რომელიც თავისი სილამაზით, სულიერებითა და თვითმყოფადობით ჯერ კიდევ ანდამატივით იზიდავს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ინვესტორებს, მოსახლეობასა თუ ტურისტებს. საქართველოს დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდეგ მოსულმა ყველა მთავრობამ, ჩვენდა საუბედუროდ, საბჭოთა წინამორბედის შეცდომა გაიმეორა: ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ ისტორიულ ნაწილში დატოვა და სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ ძველ უბნებში დიდი მოცულობისა და ძველი განაშენიანებისთვის სავსებით შეუფერებელ საკულტო, საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის შენობების ინტენსიურ მშენებლობას შეუწყო ხელი. საზოგადოებისა და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი გულგრილი არ დარჩენილა ამ მავნე პროცესების მიმართ, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ აქტიურობდა ნაციონალური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა, გაპრეზიდენტების შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა და სულ მალე დიდი გატაცებით შეუდგა საკუთარი ურბანული თუ ხუროთმოძღვრული იდეების განხორციელებას, ოღონდ გაათმაგებული მასშტაბით. ინაუგურაციიდან სულ ერთ თვეში, უნებართვო და გაუმართავი საპროექტო დოკუმენტაციით, პრეზიდენტის სასახლის ახალი კომპლექსის მშენებლობას კვლავ ძველ თბილისში, ოღონდ ამჯერად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩაეყარა საფუძველი, რის გამოც ამ ისტორიული უბნის დიდი ფრაგმენტი მთლიანად განადგურდა. სრული ძალაუფლებით აღჭურვილმა და საზოგადოებისა და პროფესიონალების დუმილით წახალისებულმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა თავისი გემოვნების დარად დაიწყეს ჩვენი ქვეყნის გარემოს აქტიური შეცვლა: თავისუფლების მოედანზე შადრევანზე მდგარი და წმინდა გიორგის ქანდაკებით დასრულებული მაღალი და მასიური სვეტი აღიმართა. მთლიანად დაინგრა მირზა–შაფის უძველესი ქუჩა – არსებული შენობებითა და მიმდებარე კლდის მასივით აბანოთუბანში. გარდა ამისა, განადგურდა ჯავახიშვილის ქუჩის მარჯვენა მხარეს არსებული სახლების უმეტესობა და ლერმონტოვის, დადიანისა და გალატიონის ქუჩების კუთხის ყველა შენობა; დამახინჯებას ვერც მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული სახლების თვითმყოფადი ზოლი გადაურჩა. გარდა ახალ–მშენებლობებისა, მიმდინარეობს სოლოლაკის ცალკეული ქუჩებისა და სახლების, ქვემო კალასა და აღმაშენებლის გამზირის სწრაფი რეაბილიტაცია, მასშტაბური სამუშაოები ტარდება რიყეზეც, რომელზეც უკვე დამთავრდა შემინული ლითონის კონსტრუქციის სახურავის მქონე ახალი, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა. მომეტებული ხელოვნურობისა და სიყალბისთვის თბილისი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კალაუბნის აღდგენას ხალხმა „სიღნაღიზაცია“, ხოლო მანსარდების სიმრავლის გამო აღმაშენებლის რეაბილიტაციას – „ბათუმიზაცია“ დაარქვა, ანუ სახელები ქალაქებისა, სადაც ე. წ. რებილიტაციის დიდი ნაწილი თბილისზე ადრე განხორციელდა. 2001 წელს, თბილისი IUNESCO-ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის კანდიდატ ქალაქად შეირჩა, მაგრამ ქვეყანაში არსებული შეუსაბამო არქიტექტურულ–ურბანული პოლიტიკის გამო მისთვის სტატუსის მინიჭება არ განხორციელდა. უკვე დამოუკიდებელ, დემოკრატიული სისტემისა და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანას თავისი შესაფერისი ძეგლთა დაცვის სისტემა სჭირდებოდა, რაც ამომწურავად ჩამოყალიბდა IUNESCO-ს მიერ ჩვენთვის მოცემულ რეკომენდაციებსა თუ თავად მათ მიერ დაფინანსებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში – „ძველი თბილისის მენეჯმენტის საყრდენი გეგმა“, რომლის მხოლოდ ის პუნქტები შესრულდა, რაც ხელისულებას სურდა, მაგრამ ისიც შეუსაბამოდ და ფრაგმენტულად. ამიტომ, თბილისისთვის მსოფლიო ძეგლთა ნუსხის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაც გაურკვეველი დროით არის გადავადებული. მერიის ხმაურიანი კამპანიის „მე მიყვარს თბილისი“–ს ფონზე, მთლიანად ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, რომელიც ისტორიული უბნების მაცხოვრებლების თანამედროვე ბინებში გადასახლებას ახორციელებს, გაკოტრების პირას მყოფი სამშენებლო კომპანიებისა და ბანკების გადარჩენის მოკლევადიანი და საკმაოდ საეჭვო მცდელობა უფროა, ვიდრე ძველი ქალაქის დაცვისა, თუ მისი მაცხოვრებლების საბინაო პირობების გაუმჯობესების ღონისძიება. მოქმედი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, სამშენებლო და სარესტავრაციო სფეროს ძირეული რეფორმა დღემდე არ ხორციელდება. პირიქით, ხელისუფლებამ კანონმდებლობისა და არქიტეტურულ ძეგლთა ნუსხის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს და სურვილებს მოარგო და შეუსაბამა, რათა მაქსიმალურად სწრაფად და დაუბრკოლებლად განახორციელოს უამრავი ინფრასტრუქტურული, სამშენებლო თუ სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო პროექტი, რადგან ყველაფერი ეს ფულთან, და თანაც ძალიან დიდ ფულთან არის დაკავშირებული; პოლიტიკური ძალაუფლების სიმყარე, კი სხვა ფინანსური წყაროების გარდა, რა თქმა უნდა, ამ ფულზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მეცნიერები წარმატებით აგრძელებენ კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ შესწავლას, რაც ერთობ კარგი და მისასალმებელია, თუმცა ძეგლების რეალური მდგომარეობა მათი ზრუნვის საგანი თითქმის არასდროს არ ხდება. უკანასკნელ 6 წელში ასეულობით საკულტო და ურბანული არქიტექტურული ძეგლის რესტავრაცია–რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოები ახლაც ბევრგან მიმდინარეობს. მაგრამ, ამ სფეროს სპეციალისტები თუ დარგის ცნობილი მეცნიერები უკვე ჩატარებულ, თუ მიმდინარე სამუშაოებზე პროფესიულ შეფასებებს დღემდე არ აკეთებენ. არადა, თუ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მასიური “განახლება და აღდგენა” - მალე საკვლევ-საძიებელიც აღარაფერი დაგვრჩება. რესტავრაციის ნაცვლად უხვი ფანტაზიით განხორციელებული სარემონტო სამუშაოები ხომ ადრეც განხორციელდა – გასული საუკუნის 70–80–იან წლებში? წლებთან ერთად ხიბლი შეემატა ამ შენობებს და ავთენტურისგან ვეღარ გაგვირჩევია, თუ რა. დღეს ხომ ცხადია, რომ ამ სიყალბეს აღარაფერი ეშველება; ეს ხომ უსულო, მკვდარი სხეულებია ჯერ კიდევ ცოცხალ თბილისში. განა არ უნდა გაგვეთვალისწინებინა ამ მცდარი გამოცდილების გამოუსწორებელი შედეგები? საყურადღებოა, რომ როგორც საბჭოთა, ისე მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულება ეროვნულად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც ჩვენი იდენტობის დამადასტურებელი არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ჰქვია – ერთნაირად ყალბი და ზერელეა. მკვეთრად გამოვლენილ ბუნებრივ თავისებურებასა და ეროვნულ იდენტობასთან ერთად, კომუნისტებამდელი თბილისი – ახლანდელი ძველი თბილისი, სრულიად თანამედროვე ქალაქი იყო. მასში ნათლად იგრძნობოდა აქ მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალი სული, რომლის ჩახშობა ვერც მუსულმანური ქვეყნების ლამის მუდმივმა ექსპანსიამ და ვერც რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ ვერ მოახერხა; სანაქებო ქართველის, გერონტი ქიქოძის, ნათქვამი – „სულიერად თავისუფალ ეროვნებას შეუძლია ბევრი მშვენიერი და დიადი რამ შექმნას თვით პოლიტიკურ მონობაშიაც“ – სწორედ ჩვენ თავგადასავალს ეთანადება. მაგრამ, იმპერიული პოლიტიკის კომუნისტური რეჟიმით შეცვლამ, თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით სწორედ ადამიანთა სულების დასახიჩრება მოახერხა, რომლის დამღუპველ შედეგებს მძიმე პოლიტიკური შეცდომებთან ერთად ყველაზე ნათლად დღეს ჩვენი გარემო და არქიტექტურა გამოხატავს. კვლავ გერონტის ქიქოძის ფრაზას თუ გავაგრძლებთ – „სულიერად დამონებული და დამახინჯებული კი მონად დარჩება თვით უთავისუფლეს სახელმწიფოში“ – დავრწმუნდებით, რომ ასეთი საფრთხე სრულიად რეალურია, რადგან ჩვენი დღევანდელი გარემო – მშენებლობა, არქიტექტურა და რესტავრაცია, ანუ ქვეყნის პოლიტიკის მატერიალური ასახვა – ამ საშიშროების სრულიად რეალურ ნიშნებს შეიცავს. ისტორიულ უბნებში მშენებლობა, რესტავრაცია და რეაბილიტაცია თუ კვლავ დღევანდელი მეთოდებით გაგრძელდა, ჩვენც და მომავალი თაობაც მხოლოდ ძველი რეპროდუქციებით, ნახატებით, ფილმებით და ფოტო–კოლექციებით თუ დავადასტურებთ, რომ თბილისი მართლაც თვითმყოფადი და ულამაზესი ქალაქი იყო, გალაკტიონის თქმისა არ იყოს – „სავსე ქართული პატიოსნებით“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini57-150x150.jpgინვალიდთა საერთაშორისო დღეს, 14 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია და მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში 46 მოზარდი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ამ სკოლის მოსწავლეები სოციალურად ადაპტირებულნი არიან და აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იხილეთ epn.ge
  15. ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის განცხადებით, ეკონომიკური აღმავლობის მთავარი წინაპირობა დაბალი გადასახადები და მცირე მთავრობაა და საქართველო სწორედ ამ… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...