planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/images1.jpgდასახლება წყლის და კანალიზაციის გარეშე - დედაქალაქში მდებარე დასახლებას წყალი არ მიეწოდება. გაურკვეველი პასუხი წყალკანალისგან და მოსახლეობის ინიციატივა, რომელიც შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს - 21 საუკუნის უწყლო ქუჩა თბილისში -ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/uckloba-300x240.jpg itvს ლინკი
-
12 ივნისს, 10:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურის შენობასთან სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება. 12 ივნისს, 11:30 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე ქვემო ფონიჭალაში თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნიან. საკონტაქტო პირი გიორგი ჩადუნელი 8 99 107 333 12 ივნისს, 12:00 საათზე, ~ერეკლე მეორის საზოგადოების~ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე და მოძრაობის “წინ” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჩაჩანიძე, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ბრალდებებთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. მის: უზნაძის ქ. #15 12 ივნისს, 12:00 საათზე, ახალგაზრდები, რომლებიც გასული წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდნენ, პარლამენტის წინ განცხადებას გააკეთებენ. 12 ივნისს, 12.00 საათზე, ქუთაისში, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნება. მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. #13 12 ივნისს, 16:00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუ ეწვევა. მის: ჯავახიშვილის ქ. #60 იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/tchabalal-150x150.jpgსამხრეთაფრიკელმა ჩაბალალამ, რომელიც მე–8 ნომრად თამაშობს გუნდში, პირველი გოლი ოსკარ პელესის კარში ამ წუთებში გაიატანა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი მეორე ტაიმის მე–16 წუთზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ სამხერეთ აფრიკის-მექსიკის თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/5364-150x150.jpgკომპანია “საქართველოს ხარისხის ფონდმა” მე-100 საიუბილეო ხარისხის სერტიფიკატი ქართულ ხელოვნებაში მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი ღვაწლისთვის მაკა მახარაძე და მისი საბალეტო სტუდია დააჯილდოვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xarisxis-nishani.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/surati-150x150.jpgსადებიუტო ნამუშევრის ავტორმა ცქრიალა შერმადინმა ამ შემთხვევის შესახებ „ადვოკატთა ასოციაციიდან” შეიტყო. “სტუდია მონიტორი” ფილმზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.ჩვენებას დღეს ადვოკატები,ჟურნალისტები და ფილმის მთავარი გმირის დედა ესწრებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/pilmi.jpg itvს ლინკი
-
საეკლესიო კალენდარი კვირა მოციქულისა ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა პერმესისა (II) ; მოწამისა ფილოსოფოსისა (III). 70-თაგან წმიდა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photoo-150x150.jpgეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება. დღეს ამავე თემაზე კომენტარები პოლიტიკურ წრეებშიც გაკეთდა. ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და ივანე აბრამიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lari2.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/baindurashvili-150x150.jpgსახელისუფლებო უმრავლესობა 2010 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროექტით კმაყოფილია. ვახტანგ ბალავაძემ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ცვლილებათა წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში არსებული პრობლემების არაადეკვატურიაა და მასში პრიორიტეტები სწორად არის გადანაწილებული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sabiujeto_umravlesoba.jpg itvს ლინკი
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8872 ლარის ნიშნულზე დაბალანსდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
ახალი ბლოგოვირუსი ჩემს იმედზე არ იყოთ – ვერავის ვცნობ. იმიტომ არა, რომ “სახეებს ვერ ვიმახსოვრებ” (ეს უნდა წაიკითხოთ იმ ტონით, როგორც ამბობს ყველა მეორე ადამიანი, თითქოს დანანებით, სინამდვილეში ოდნავ ქედმაღლურად). უბრალოდ, თვალს მაკლია, თან ბლომად და ყველაფერი ოდნავ იბლარება ირგვლივ, მათ შორის, ადამიანების სახეებიც. იმის გამო, რომ ვიცი – თვალს მაკლია და მაინც ვერ დავინახავ, აღარც ვატან ძალას და ძალიან უყურადღებოდ დავბოდიალობ.თუ ფული მაქვს – ტაქსით, თუ არა და ფეხით ან მეტროთი. ვცდილობ, მარშუტკები ავირიდო, მითუმეტეს, თუ შორს მივდივარ და დიდხანს მომიწევს სიარული. სად? გააჩნია, რა პროექტზე ვმუშაობ. თითქმის ყველგან შეიძლება ჩემი ნახვა, გორშიც კი (ამასწინათ სახლიდან ნახევარი საათით გასული იქ აღმოვჩნდი). ძირითადად მაინც საბურთალოს ვეტრფი, აქ ვცხოვრობ, მეგობრებიც ირგვლივ არიან და ვილის სასეირნო ბაღებიც. ამოჩემებული კაფეები, პრინციპში, არ მაქვს, თუმცა ყაზბეგზე ახალი ეისიდი ძალიან შემიყვარდა და თუ კაფეში ვხვდები ვინმეს, მანდ ვნიშნავ შეხვედრას. ჩემს სახლთან ახლოსაა, დიდი სივრცეა და არ არის ჩაგუდული გარემო, ნორმალური ინტერნეტი აქვთ და ერთი ოფიციანტი გოგო ისე იღიმის, ჯოჯოხეთის კარამდე გავყვები. სამწუხაროდ, უფრო შიგნით ვეღარ შევყვები, რადგან ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯერა. როგორ? რასაც გადავხედე, ყველას უწერია, იმით მიცნობთ, რომ მუსიკას ვუსმენ სულო. და რადგან ირგვლივ ამდენი მუსიკისმსმენელია, მით უფრო იოლად მიცნობთ მე – მუსიკას თითქმის საერთოდ არ ვუსმენ, მითუმეტეს ქუჩაში. როდესაც რაღაცას მეკითხებიან, დეტალურად ვუხსნი, თუ დახმარება სჭირდებათ – ვეხმარები. არა იმიტომ, რომ კეთილი ვარ – უბრალოდ, მე ბევრჯერ მეხმარებიან ხოლმე ქუჩაში და მინდა, რომ რაღაც დავაბრუნოსავით. მანქანებს, რომლებიც წითელზე არ ჩერდებიან და მე ამ დროს ქუჩაზე გადავდივარ, შუა თითს ვუჩვენებ. ბავშვიან ქალებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე არიან ან შუქნიშანთან 2 წუთი არ ელოდებიან და ისე გადააჭრიან ხოლმე გზაზე, ერთი-ორ ტკბილ სიტყვას ვეუბნები, მაგრამ, როგორც წესი, მაიგნორებენ ხოლმე, ვითომ ვერ გაიგეს (ბავშვიანს იმიტომ, რომ საკუთარი თავი თუ არ ენანებათ, შეუვარდნენ ბორბლებქვეშ რომელ მანქანასაც უნდათ და ბავშვებს რას ერჩიან ხოლმე, არ მესმის). მიყვარს ქუჩაში ჭამა, ყავის სმა, კედლებსა და ხეებზე გაკრული განცხადებების კითხვა. ხანდახან ხმამაღლა ლაპარაკიც, უფრო სწორად, ეს არ მიყვარს, უბრალოდ დამჩემდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე შეცდომით შევუხვიე,”უიმე, შემეშალა, რა მჭირს ამ ბოლო დროს”-ს ვამბობ. http://a.pix.ge/s/jz0mk.jpgმე მომწონს ხშირად დავდივარ ლეპტოპით, რომელიც დევს ლამაზ ჩანთაში. ამ ჩანთას კიბორგა “გეისმასტერულს” ეძახის და თუ დაღლილი ვარ, არაფრით მეხმარება წამოღებაში: “თუ გინდა, რომ კაცი გეხმარებოდეს ლეპტოპის თრევაში, გეისმასტერული ჩანთა არ უნდა იყიდო!” © კიბორგა, The მამა of William. Filed under: MeMe http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1786/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1786&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე