Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. მართალია პირველი ტაიმი "ნარინჯისფერებმა" არც ისე დამაჯერებლად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარში ტემპს მოუმატეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. პირველი გოლი მატჩის 46–ე წუთზე პოულსენმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მატჩის, 86–ე წუთზე კი დირკ კუიტმა ანგარიში ორამდე გაზარდა. საბოლოო ჯამში კი ჰოლანდიელები ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან და დღეს 18.00 საათზე ამავე ჯგუფში, იაპონიასა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა შორის გასამართ მატჩს ელიან. იხილეთ fanebi.com
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg საბრინა ტავერნაიზი, მაიკლ სლეკმანი ანკარა, თურქეთი – ათწლეულების განმავლობაში თურქეთი შეერთებული შტატების ერთ–ერთი ყველაზე დამყოლი მოკავშირე, ახლოაღმოსავლეთის მიჯნაზე სტრატეგიული მოსაზღვრე სახელმწიფო იყო, რომელიც ერთგულად მიედინებოდა ამერიკული პოლიტიკის კალაპოტში. მაგრამ ბოლო დროს ამ რეგიონში ის ახალ მიდგომებს ამკვიდრებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი მეთოდებით მოქმედებს, რომლებიც თანაბრად, როგორც ხელს უწყობს აშშ–ს ინტერესების წინსვლას, ასევე მის პროვოცირებასაც ახდენს. თურქეთის პოლიტიკის ცვლილება ცხადად გამოვლინდა გასულ კვირაში, როდესაც ისრაელის კომანდოსმა მცირე ზომის თურქული ფლოტილიის წინააღმდეგ მომაკვდინებელი რეიდი მოაწყო. ამას ისრაელთან ლამის ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა, ქვეყანასთან, რომელიც ოდითგანვე თურქეთის მოკავშირე იყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ, თურქეთმა აშშ გააბრაზა, როდესაც გამოაცხადა, რომ ბრაზილიასთან ერთად, ბირთვულ პრობლემაზე დაპირისპირების შესუსტების მიზნით, ირანთან შეთანხმებას მიაღწია. ხოლო სამშაბათს, თბილად მიიღო ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში, უსაფრთხოების რეგიონალურ სამიტზე. ცვლილებებმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მისი პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არაბული სამყაროს გმირად აქცია. ასეთი პოლიტიკა ღია გამოწვევაა შეერთებული შტატებისთვის მის იმ საქმიანობაში, რაც რეგიონში ორი ყველაზე გადაუდებელი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, ესენია, ირანის ბირთვული პროგრამა და სამშვიდობო შეთანხმება ისრაელს და პალესტინას შორის. ვაშინგტონი სულ უფრო ხშირად უყურებს თურქეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც „დაძრწის რეგიონში და ისე იქცევა, რომ მისი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დიდი სახელმწიფოების მისწრაფებებს“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (Council on Foreign Relations) მკვლევარი სტივენ კუკი. მისი თქმით, ახლა ასეთი კითხვა ჩნდება: როგორ მოვთოკოთ თურქები? თუმცა, თურქეთის თვალსაზირისით, ის უბრალოდ აძლიერებს თავის პოზიციებს საკუთარ რეგიონში, სადაც მრავალი წელია ქაოსი და არეულობა სუფევს, კერძოდ კი აშშ–ს პოლიტიკის წყალობით. თურქეთი იმასაც აღიარებს, რომ მისი მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ, ფუჭია. „ამერიკელებს, რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი, ახალ სამყაროსთან შეგუება უჭირთ, ისეთ სამყაროსთან, სადაც დიდ რეგიონალურ სახელმწიფოებს რეგიონალურ და გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვის თქმა სურთ“, – ამბობს სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი ბილგი სოლი ოზელი, „ეს ჩვენი რაიონია, და აქ ჩვენ პრობლემები არ გვსურს. ამერიკელები აქ არეულობას თესენ, ყველაფერში დამნაშავეები კი ჩვენ გამოვდივართ“. თურქეთის გაძლიერება და მისი გარდაქმნა რეგიონალურ ზესახელმწიფოდ შეიძლება ვინმეს სწრაფ და მოულოდნელ მოვლენად მოეჩვენოს, მაგრამ სიტუაცია იქ ცივი ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდებოდა, იმ ცივი ომის, რომლის დროსაც მსოფლიო მარტივად იყოფოდა შავად და თეთრად, ხოლო 1923 წელს შექმნილი მუსულმანური და დემოკრატიული თურქეთი, ამერიკული ბანაკის უმცროსი პარტნიორი იყო. ოცი წელი გავიდა და რუქა ხელახლა იქმნება. თურქეთი დღეს აქტიური ქვეყანაა, კონკურენტული დემოკრატიით, მისი ეკონომიკა კი ევროპაში მეექვსე ადგილზეა. იორდანიისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები ამერიკულ დახმარებებზე, ეს ქვეყანა ფინანსური თვალსაზრისით აშშ–სგან დამოუკიდებელია. და როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დემოკრატიის გამო თურქეთს ვაშინგტონთან გარკვეული პრობლემები შეექმნა. 2003 წელს, ერდოღანის პარტიის წევრები მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბარგდნენ და ამერიკელებს ერაყზე თურქეთის ტერიტორიიდან თავდასხმის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკის ცენტრში ეკონომიკაა. მისი პარტია, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ბიზნესმენების და ვაჭრებისგან შედგება, რომლებსაც საკუთარი კომერციული ინტერესები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ისლამური სოლიდარობის განმტკიცება. „ეკონომიკური თანამშრომლობა მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა გასულ კვირაში ანკარაში დავითოღლუმ, „90–იან წლებში მთელ რეგიონში ჩვენს ირგვლივ უზარმაზარი დაძაბულობა იყო გაბატონებული, და თურქეთი ამის გამო ძალიან ზარალდებოდა. ახლა ჩვენ გარშემო მშვიდობის და წესრიგის ატმოსფეროს შექმნა გვსურს“. მაგრამ ასეთი შეხედულებები ვაშინგტონთან უთანხმოების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით ირანის გამო, რომელიც რუსეთის შემდეგ თურქეთისთვის ენერგორესურსების ერთადერთი ალტერნატივაა. „ისინი ამბიციურები არიან, და ეს მათ მსოფლიო არენაზე მეტ წონას სძენს“, – აცხადებს ამერიკის მაღალი რანგის წარმომადგენელი, „მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ამერიკელები ვერ გაიგებენ იმას, რასაც თურქეტი აკეთებს, და მაშინ ჩვენი ურთიერთობებისთვის ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს“. ერდოღანის კონფრონტაცია ისრაელთან, რომელიც მან „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა გემების ქარავანზე თავდასხმის გამო, ამერიკელებისთვის შეშფოთების სერიოზულ სიგნალად იქცა. ბევრმა მის ემოციურ განცხადებებში იმის ნიშანი დაინახა, რომ მან არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე თქვა უარი, არამედ ისიც, რომ დასავლეთის მოწინააღმდეგე ისლამისტების მხარეს დადგება. თუმცა, ერდოღანი მრავალი წლის განმავლობაში ისრაელთან ურთიერთობების განმტკიცებას ემხრობოდა. 2005 წელს ის თელავივში თურქი ბიზნესმენებით სავსე თვითმფრინავით ჩაფრინდა. ბოლო წლებში ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდა – ერდოღანი ცხარედ აკრიტიკებს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს ღაზას კამპანიის დროს ისრაელის სამხედრო ტაქტიკის გამო. ხოლო ებრაელი ლიდერები სტამბოლში ამბობენ, რომ დიდწილად ეს გამოწვეულია იმით, რომ ერდოღანს ბენიამინ ნათანიაჰუს მთავრობა არ უყვარს, და ისრაელის მიმართ მის შეხედულებებს არ უკავშირდება. „თურქეთის ებრაელთა თემი საერთოდ არ არის შეშფოთებული“, – ამბობს სტამბოლში მცხოვრები ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი იცხაკ ალატონი. მისი აზრით, მკაცრი განცხადებები ერდოღანის ქცევის მანერა, არჩევნების წინ ქულების დაგროვების მცდელობაა. მართალი ერდოღანი პრაგმატიკოსია, თუმცა იმავდროულად ის ღვთისმოსავი მუსულმანია (ოდესღაც ეს საერო თურქულ საზოგადოებაში ღირსებად არ ითვლებოდა), და მისი სიმპათიები პალენსტინელების მიმართ ძალიან ღრმაა. ის ფიცხია და იმპულსური, გამოირჩევა ქუჩის ჩხუბისთავის ყოყოჩობით, რაც განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვლინდება ხოლმე. ასე, მაგალითად, ერდოღანმა პირად შეურაცხყოფად აღიქვა ყოფილი პრემიერის ეჰუდ ოლმერტის გადაწყვეტილება გაფრთხილების გარეშე თავს დასხმოდა ღაზას, იმ დროს როდესაც იგი ისრაელს და სირიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა. ქუვეიტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი შაფიკ გაბრა ამტკიცებს, რომ თურქეთმა შეავსო ის ვაკუუმი, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა, და რომ ის ცდილობს „პალესტინელების სასოწარკვეთისგან, ისრაელის კი საკუთარი თავისგან გადარჩენას“. შესაძლოა, ეს ასეც არის, მაგრამ ერდოღანის მკვეთრი გამონათქვამები თურქეთს შუამავლის როლის და ისრაელთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ადგილის გარეშე ტოვებს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ასევე დარტყმას აყენებს ობამას ადმინისტრაციას, აიძულებს რა მას არჩევანი გააკეთოს მოკავშირეებს შორის, რომელშიც თურქეთი, როგორც ჩანს წაგებულის როლში აღმოჩნდება. თუმცა შეერთებულ შტატებს და თურქეთს შორის არსებული უთანხმოების უკან უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კრიზისები ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ საუბრობს წიგნის „გადატვირთვა: ირანი, თურქეთი და ამერიკის მომავალი“ (”Reset: Iran, Turkey and America’s Future”) ავტორი. თურქეთი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს აკეთებს, ვაშინგტონი – სანქციების შემოღების მომხრეა. „თურქები აშშ–ს ეუბნებიან: „ცივი ომი დასრულდა. თქვენ თანამშრომლობისადმი დიდი მზადყოფნა უნდა გამოავლინოთ, და ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ“, – აცხადებს New York Times–ის კორესპონდენტი კინცერი, „მაგრამ შეერთებული შტატები ამგვარი წინადადების მისაღებად მზად არ არის“. თურქი და ამერიკელი ლიდერები მათ შორის არსებული უთანხმოებების მნიშვნელობას ამცირებენ და აცხადებენ, რომ მათი საერთო მიზანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევაა. თუმცა ზოგიერთი შეხედულების (ჰამასის და უსაფრთხოებაზე ისრაელის შეშფოთების) გამო, გადაულახავი დაბრკოლებები ჩნდება, და ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ თურქეთი საკუთარი პოზიციიდან რეალიებს იგნორირებას უკეთებს. „მსოფლიო ვერ შეიცვლებოდა 48 საათში მხოლოდ იმის გამო, რომ გემზე თავდასხმა მოხდა“, – აცხადებს თურქული გაზეტის Milliyet–ის მიმომხილველი ასლი აიდინტასბაში, „ანკარა ფიქრობს, რომ ის სამყაროს ცვლის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს“. ორიგინალი ორიგინალი
  3. სპენსორი იყო დაგირავებული მკვლელი ერთ-ერთი უძლიერესი თავის საქმეში ,მაგრამი იგი ანებებს თავს ყველაფერს მას შემდეგ როცა გაიცნობს დჯეინს. სამი წლის მერე - — ჩვეულებრივი იდიალური ახალგაზრდა წყვილი , მცხოვრები ერთ-ერთ გარეუბანში.მაგრამ მათ ყღრუბლო ბედნიერების დასასრყლი დგება , როცა სპენსორის თავზე გამოაცხადებენ ჯილდოს 20 მილიონ $ . პროფესიონაკი მკვლელები იჭყებენ ჭყვილზე ნადირობას. ... View the full article
  4. Спенсер был безжалостным наемным убийцей, грозой мирового терроризма и перестал им быть, когда встретил Джен в лифте курортного отеля… Спустя три года они — обычная идеальная молодая пара, проживающая в американском пригороде. Но их безоблачному счастью приходит конец, когда за голову Спенсера объявляют награду в $20 млн, и все глубоко законспирированные профессионалы-киллеры начинают за ним охоту. Сумеют ли герои «угадать» убийц среди своих соседей, коллег, знакомых и друзей, чтобы уцелеть? Простит ли Джен мужа за «убийственную правду»? И кто «заказал» Спенсера? View the full article
  5. http://premierfootball.files.wordpress.com/2009/06/roy-hodgson.jpg“ფულემის” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა “წითლებს” გაუძღვეს. “ლივერპულის” მენეჯერებმა დაიწყესმოლაპარაკებები როი ბერნსთან დაკავშირებით. “ფულემის” მთავარი მწვრთნელის გზა “ენფილდ როუდზე გადის” – აცხადებენ “ლივერპულის” ლეგენდა როი ბერნსი, “მერსისაიდელთა” დირექტორი ქრისტიან პურლსლოუ და ჯერარდ ჰულიერი. როგორც იტყობინებია, “ლივერპულმა” “ფულემს” უკვე გადაურიცხა თანხა როის სანაცვლოდ. “ფულემის” თავჯდომარეს, მუჰამედ ალ ფაიედს არ სურს როის გაშვება, ამიტომ მაღალ ანაზღაურებასაც ჰპირდება, მაგრამ ნათელი დადასტურებაა, როი თითმის მერსისაიდელია. მას “ლივერპულისგან” მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური წინადადებაღა უნდა. “ფულემის” ბოსი 62 წლის სპეციალისტია. ის დიდი ტაქტიკოსია, ასევე შეუძლია ფეხბურთელების სხვა პოზიციის ზუსტი შერჩევა. წლევანდელ სეზონში მან სასწაულები ქნა ჯერ იყოდა “იუვენტუს” 4-1 მოუგო შემდეგ უდავო ფავორიტი “ჰამბურგი” დაამწუხრა, მაგრამ სამწუხაროდ ესპანურ “ატლეტიკოს” ვეღარაფერი მოუხერხა და ევროპის ლიგის ფინალში 2-1 დამარცხდა.ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Tv View the full article
  6. http://img.metro.co.uk/i/pix/2009/08/lucasleivaPA_450x300.jpg მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს “ლივერპულის” ორი ცენტრალური ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი და ლუკას ლეივა მოუნდა.რაფას უნდა “ინტერის” ნახევარდაცვის გაძლიერება რადგან გუნდის ლიდერებმა შესაძლოა დატოვონ კლუბი. ეს ფეხბურთელები ესტებიან კამბიასო და ვესლი სნეიდერი არიან. ბენიტესს მათი ჩანაცვლება “წითლების” მე-4 და 21-ე ნომრების ფეხბურთელებით სურს. ბრაზილიელი ლუკასი უკვე 3 წელია “ლივერპულის” რიგებში ირიცხება და ამდენივე ხნის მანძილზე მას მუდმივი კრიტიკის გადატანა უწევდა, მაგრამ 2009-10 სეზონის ბოლოს ლუკას ლეივას პროგრესი ყველამ დაინახა. ის ძალიან განვითარდა. ესპანელი სპეციალისტი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ცდილობს “სან სიროზე” ათამაშოს. “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მას ძალიან ენდობოდა და ლეივამ გასულ სეზოს “მერსისაიდელთა” მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში. http://s08.radikal.ru/i181/1006/25/284dc4a83364.jpg მეორე ფეხბურთელს წელს ბენიტესი ნაკლებად კი ენდობოდა, მაგრამ ჩანს რომ მისი დატოვება ინგლისში გაუჭირდა. მოგეხსენებათ აკვილანი შარშან იტალიური “რომადან” შეუერთდა. ბენიტესს იგი 20მილიონი დაუჯდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ინფორმაციის წყარო:Caughtoffside.com View the full article
  7. გაზიარება [20:13 13-06-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBUDwVp8zjI/AAAAAAAADxY/j2kEv-0C7IU/s200/yirgizeti.gifრუსეთმა ყირგიზეთში სამი სამხედრო ვერტმფრენით 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადის გაძლიერებული ბატალიონი გადაისროლა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ცნობით, დესანტის დავალება რუსული სამხედრო ობიექტების დაცვის გაძლიერებასა და რუსი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. მისივე თქმით, გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აპრილიდან ყირგიზეთში რუსეთის ავიაბაზა "კანტზე" რუსული ობიექტების დასაცავად ორი დანაყოფი იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, ბატალიონი შეიარაღებულია და საჭიროების შემთხვევაში სამხედროები საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ. ყირგიზეთის ქალაქებში, ოშსა და ჯალალაბადში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული შეტაკებები მესამე დღეა, გრძელდება. არეულობის შედეგად დაღუპულია 97 და დაჭრილია 1300-მდე ადამიანი. ყირგიზეთის სამხრეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 50 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დროებითმა მთავრობამ რუსეთს სამშვიდობო ძალების დახმარების თხოვნით დღეს დილით მიმართა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/117461_galgorbachov.jpg.gifყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი კრემლს მოუწოდებს, რუსეთი უფრო დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნას. ამის შესახებ გორბაჩოვმა “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა ლიდერის თქმით, დიმიტრი მედვედევის სურვილი, ქვეყნის მოდერნიზების შესახებ, წარუმატებელი აღმოჩნდება. `მოდერნიზება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროცესში მთელი ერი ჩაერთვება. ჩვენთვის აუცილებელია დემოკრატია, გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა და ა.შ. ამ ცვლილებების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია~, – განაცხადა გორბაჩოვმა. მისივე თქმით, ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ახლა რუსეთი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას”. IPN Share View the full article
  9. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/nacionalebi_logo.jpg30 მაისის არჩევნებისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე დახარჯა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, საარჩევნოდ “ნაციონალებმა” სულ 14 008 450 ლარი დახარჯეს, საიდანაც 10 130 600 ლარი სარეკლამო რგოლების განთავსება-დამზადებაზე მოდის. რაც შეეხება რეკლამას პრესასა და ბილბორდებზე, ამისთვის “ნაციონალებმა” 493 812 ლარი დახარჯეს, ბეჭდვითი და სააგიტაციო მასალების, მათ შორის პლაკატების დაბეჭდვაზე – 629 967 ლარი, მასობრივი ღონსიძიებების გამართვასა და დარბაზების დაქირავებაზე – 730 229 ლარი. ამასთან, “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ საარჩევნო ფონდიდან 609 620 ლარი ხელფასებსა და სხვა შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა, მივლინებებზე – 2 830 ლარი, კონსულტაციების მიღებასა და საარჩევნო კვლევებზე – 351 474 ლარი. რაც შეეხება საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯებს, ამისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო ფონდიდადნ, სადაც ძირითადი შემომწირველები თავად იყვნენ, 1 059 918 ლარი გაიღეს. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ სარეკლამო მომსახურებისთვის კონკრეტულად “რუსთავი 2″-სთვის “ნაციონალებს” 4 711 991 ლარი აქვს გადარიცხული, “თაჩ მედიისთვის” – 4 758 473 ლარი, სარეკლამო რგოლებისთვის კი კომპანია “აუთდორჯის” 160 219 ლარი გადაერიცხა. IPN Share View the full article
  10. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 19:13 13.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBT1lMnmoII/AAAAAAAADxQ/KOxQzbDuvtM/s200/pol-3.gifდღეს, 17:30-ზე გამართულ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ "Georgian Times"-ის რედაქტორს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერს და მის ვაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. ბრალდება 3–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ახალი 7 დღე“ მალხაზ გულაშვილს მოსკოვში დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა. –ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, სინამდვილეში რაც ხდება... რაშიც მე მადანაშაულებენ, არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ლოგიკურად ვერ ასაბუთებენ, თუ სად და რომელი საზღვარი დავარღვიე. თუ საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში გადავედი, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთს, დანაშაული არ ჩამიდენია. რაც შეეხება საქართველო–რუსეთს შორის საზღვრის გადაკვეთას – ჩემი ბრალი არ არის, იქ ქართველი მესაზღვრეები რომ არ დგანან... მთავრობას არ უნდა, საქართველოში რომ ჩამოვიდე. არაერთხელ განვაცხადე, თბილისში დავბრუნდები და ბრძოლას განვაგრძობ–მეთქი. აი, ეს არის საქმის აღძვრის რეალური მიზეზი. ახლა ელოდებიან, რომ ჩემი აქტივობა სხვა მიმართულებით წარიმართება. მართლმადიდებლობის დასაცავად ხმა ამოვიღეთ და ეგრევე 8 ადამიანი დაიჭირეს, ხოლო ჩემი ოჯახისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ ტერორი დაიწყეს. ხმა ამოვიღეთ ღვთისმშობლის შეურაცხყოფაზე – არ გავაპატიეს; ხმა ამოვიღეთ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ – არ გვაპატიეს... იმ იდეოლოგიის პირობებში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოში ტარდება, ქვეყნის გერბზე გამოსახული უნდა იყოს არა წმინდა გიორგი და ორი ლომი, არამედ ერთ მხარეს ერეკლე დეისაძე, მეორე მხარეს თეა თუთბერიძე და შუაში ლევან რამიშვილი – აი, ასეთი უნდა გახდეს ქვეყნის გერბი... – დღეს თქვენთვის ალბათ მძიმე დღე იყო: თბილისის საქალაქო სასმართლომ თქვენ და თქვენს ვაჟს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეგიფარდათ, როგორ შეაფასებთ მოსამართლეების გადაწყვეტილებას? – სასამართლომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიშამ დაავალა... – თბილისში ამ დრომდე რჩებიან თქვენი მეუღლე და შვილი, ხომ არ გეგმავთ მათ გადაყვანას მოსკოვში? – ვფიქრობ, საფრთხე ემუქრებათ... ვცდილობ მათ რუსეთში გადმოყვანას, მაგრამ გაჯიუტებულები არიან. არ მომყვებიან. ამბობენ, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ შეუძლიათ. არც მე ვარ დალხენილი. ნამდვილად არ მსიამოვნებს აქ ყოფნა... – მომდევნო სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს თქვენთვის და თქვენი ვაჟისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას. საქართველოში ჩამოსვლას ალბათ დიდხანს ვეღარ შეძლებთ. რას აპირებთ? – ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, როგორც საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ბიზნესის განხრით... მინდა ვთქვა, რომ საქართველოში თავისუფლად შემოვალ, როცა დამჭირდება... ისევ იმ გზით, რომლითაც რუსეთში გადმოვედი. გაგრძელდება ჩვენი მოძრაობის საქმიანობა და უფრო მეტად გავძლიერდებით; აგრეთვე გაძლიერდება ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოში არის დაწყებული... „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ ჩამოყალიბდება, როგორც პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფი... ფილიალებს გავხსნით საქართველოს რეგიონებშიც. ხელისუფლებას ჩვენი შეეშინდა და ამიტომაც განახორციელეს ასეთი დარტყმები: 8 ადამიანი დააპატიმრეს, ცილი დაგვწამეს, ფაშისტები გვეძახეს და თვითონ ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს... – დღეს საზოგადოების წევრები, და არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეები, საუბრობენ, რომ თქვენ და თქვენს მოძრაობას რუსეთის მთავრობა გმფარველობთ; რომ თქვენ თქვენი აგრესიით ეკლესია შეურაცხყავით, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოგიყენეს. რას იტყვით ამ ბრალდებებზე? – მე ვიცნობ რუსეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს... როგორც ჩანს, გული გაუსკდათ ზოგ–ზოგიერთებს მედვედევმა ხელი რომ ჩამომართვა. ეს ვერ გადახარშეს დღემდე... რაც შეეხება მფარველობას, მე არ უარვყოფ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში... – კარგი. თქვენ წახვედით, მაგრამ რა ბედი ეწევა თქვენი მოძრაობის დაკავებულ წევრებს? – რადგან მე პატიმრობა შემიფარდეს, მათ გაათავისუფლებენ. ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა, მოძრაობის დაკავებული წევრები ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინა თუმცა ეს ბიჭები ვაჟკაცები აღმოჩნდენ... არანაირ გარიგებაზე არ წავიდნენ... ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, მოიფიქრეს ახალი ბრალდება ჩემ წინააღმდეგ – საზღვრის უკანონო გადაკვეთა. თუ ისინი საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ აცხადებენ, ესე იგი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ. – გაზეთ „Georgian Times“–ს რა ბედი ეწევა? – გამოცემა გაგრძელდება, „Georgian Times“-ი გახდება უფრო მწვავე და კრიტიკული. გაიზრდება ტირაჟი რადგან ხელისუფლებამ ხელი შეუწყო გაზეთისა და მოძრაობის პოპულარიზაციას – სწორედ, ამიტომ მიყვარს ჩემი მტერი... – როგორც ვიცი, რუსეთის პატრიარქთანაც გეგმავდით შეხვედრას... –ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ ვესტუმრე ბევრ სასულიერო პირს. მათი მხრიდან ვიგრძენი მორალური და სულიერი თანადგომა... – საქართველოს საპატრიარქოსთან თუ გაქვთ კონტაქტი? როგორც ჩვენთვის ცნობილია, საპატრიარქო გაემიჯნა თქვენი კავშირის აგრესიულ ქმედებებს და ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მოიქცა. – საპატრიარქოში იციან, რომ მე დამნაშავე არ ვარ, მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობ მათგან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სასულიერო პირს, ვინც ლოცვებში მიხსენიებს. მეც ვლოცულობ საქართველოსთვის... ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დევნიდნენ უდანაშაულო ადამიანებს, შემდეგ კი ისინი განსხვავებული სტატუსით ბრუნდებოდნენ სამშობლოში... ქრისტიანისთვის დევნა იგივეა, რაც ფოლადისთვის წრთობა. მაცხოვარი მცირე ასაკის იყო, როდესაც საკუთარი სამშობლოს დატოვება მოუხდა და თავი ეგვიპტეს შეაფარა. ასე რომ, ეს არის ქრისტიანის ბედი და გახარებული ვარ, ასეთმა განსაცდელმა რომ მოიწია ჩემზე. ჯერჯერობით, ყველაფერი მიმდინარეობს ისე როგორც დავგეგმეთ... – და ბოლოს, რას ეტყვით „ახალი 7 დღის“ მკითხველს? – ფხიზლად იყავით. იდეოლოგია არ შეუცვალონ საქართველოს. 100 000 წმინდანი რომ ჰყავს, იმ ერში თუთბერიძე–დეისაძის იდეოლოგია არ გაბატონდეს. რისი საშიშროებაც უკვე თვალნათლივ გამოიკვეთა. წყარო: "ახალი 7 დღე" View the full article
  11. კომპანია `მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემის~ დირექტორი ირაკლი ჩიტიაშვილი ადასტურებს, რომ 12 ივნისის საღამოს კომუნალური გადსახადების სწრაფი გადახდის… ლინკი მედიანიუსზე
  12. ორშაბათიდან ქართულ ინტერნეტსივრცეში უპრეცედენტო ინტერნეტრეალითი შოუ იღებს სტარტს _ იწყება `ფოტომანი 2010~, რომლის ორგანიზატორები არიან “საქართველოს ფოტოგრაფთა… ლინკი მედიანიუსზე
  13. გაზიარება [როზი ჯღამაია. 19:02 13.06.2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBTzIsc_3aI/AAAAAAAADxI/m-bKmHg4cF4/s200/jangirashvili.jpgტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებლური კავშირის“ სტუმრობისას დაწყებული ინცინდენტი, როგორც ჩანს, არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტთა ნაწილმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და მცირერხოვანი აქცია გამართა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მიმართ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეტაპობრივად გაისმის ბრალდება, რომ ინცინდენტის დროს დაკავებულების ბედზე ჯანგირაშვილს ეკისრება პასუხიმგებლობა. ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში, ცდილობდა პასუხი არ გაეცა აბსურდული ბრალდებებისთვის. თუმცა, ბოლოს იძულებული გახდა მის მიერვე გამოცხადებული „მორატორიუმი“ დაერღვია, რათა ბრალმდებლებს ბრალდება უკან შეუტრიალოს. ასე რომ, ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ჯანგირაშვილთან, სადაც იგი ყველა კითხვას თავად გასცემს პასუხს. ნინო რატომ გახდა აუცილებელი ჟურნალისტები ქუჩაში გამოსულიყვნენ და „კავკასისთვის“ სოლიდარობა ასე გამოეხატათ, გემუქრებიან, გდევნიან თუ რა მე სხვა ფორმით ავიწროვებენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს?–„კავკასიის“ მიმართ შეურაცხყოფები არ წყდება, რამაც დაგვანახა, რომ ეს არის ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და არა ერთი გაბოროტებული ადამიანისგან წამოსული ლანძღვა. ანუ, კამპანია, რომელზეც საურობთ „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტს უკავშირდება თუ მანამდეც იყო ტელეკომპანიის მიმართ რაიმე პრეტენზიები და ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ამ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებთ?–მანამდეც იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ უყვარდათ „კავკასია“, მაგალითად, ელიზბარ ჯაველიძე, მამუკა გიორგაძე და ასეთი ტიპის ადამიანები. მათ როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდათ, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ჩვენთვის მათრახი გადაეკრათ. ახლაც, ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ „კავკასიისთვის“ მიეყენებინათ შეურაცხყოფა. ჩვენ რაღაც პერიოდი ვპასუხობდით მათ განცხადებებს, მაგრამ შემდეგ განცხადებაც კი გავავრცელე, რომ აღარ ვუპასუხებდი მათ შეურაცხყოფებს. თუმცა, უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა ერთი რამ – სახელისუფლებო არხებმა და განსაკუთრებით რეალტვ–მ, რომლებიც, ვისაც კი რუსეთისკენ გაუხედავს, ყველას აგენტს ეძახიან, უცბად დაივიწყეს, რომ ეს ხალხი რუსეთთან ასოცირებული ადამიანები არიან და, რომ გულაშვილი რუსეთში გაიქცა. როგორც კი ამ ადამიანებმა „კავკასიის“ წინააღმდეგ კამპანია გააჩაღეს, განსაკუთრებით რეალტვ, იმდენად ბედნიერი იყო, ლამის, პირდაპირ ეთერში კოცნიდნენ და საჩუქრებით უშვებდნენ იქედან. ამის მიუხედავად, ჩვენ თავს ვიკავებდით ზედმეტი განცხადებებისგან, რადგან შესაძლოა, ამას დაკავებულების მდგომარეობა კიდევ უფრო დაემძიმებინა. მე იმ დაკავებულების მიმართ არანაირი სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ უბრალოდ მინდა გამოძიება სამართლიანად წარიმართოს და ვინც დამნაშავე არ იყო და ხელს გააყოლეს, არ დაისაჯონ. ამისთვის, ალბათ, ჩვენებას ჩამოგართმევდნენ...–აქამდე ჩვენ არც გამოძიებაში ჩავრეულვართ და დღემდე არ ვიცი რა სატატუსი მაქვს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საქმე ილიას უნივერსიტეტთან მომხდარი ცემა–ტყეპის საქმესთან გააერთიანეს. თუმცა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურ დონეზე მაქვს, ხოლო ოფიციალურად გამოძიება საერთოდ არ გვეთანამშრომლება. ბოლოს ოთხი კვირის წინ ვიყავი გამომძიებელთან და მაშინ ვთქვი, რომ ორი ადამიანი, რომელიც დაკავებული ჰყავთ და რომლებიც მე სტუდაში მეჯდნენ, არც ჩხუბში მონაწილეობდნენ და არც ჩხუბის ინიციატორები ყოფილან. დანარჩენების ამოცნობა მიჭირს, მაგათ, ყველას ჩემთვის ერთი სახე აქვს. თუმცა, მე არავინ მომისმინა და არ დამიჯერა, რაც ჩემში ეჭვებს აჩენს. გახადონ გამოძიება გამჭვირვალე და თქვან რისთვის არიან ეს ადამიანები დაჭერილები. თუ ისინი სხვა საქმის გამო არიან დაჭერილები – თქვან. ახლა რა გამოდის – ეს ხალხი შეყრილია საპატიმროში, აქეთ დგას გაბოროტებული ელიზბარ ჯაველიძე და ლელიკო ჯაფარიძე, რომლებიც უკვე მარაზმში არიან გადავარდნილები და ისეთ პირად შეურაცხყოფებს გვაყენებენ, რომ შეიძლება ადამიანს ნერვებმა არ გაგიძლოს. მე, როგორც ჟურნალისტი ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას და ამიტომ, ვითმენ ამ ყველაფერს, მაგრამ როდემდე შეიძლება ამის მოთმენა? როგორ გგონია, რატომ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზიები „კავკასიის“ მიმართ?–მე საინტერესო დაკვირვებები გავაკეთე. აქამდე თავს ვიკავებდი ამის გაცხადებისგან და ახლაც არ მინდა ბოლომდე ვთქვა, რასაც ვგულისხმობ და რა ინფორმაციაც მაქვს, რადგან არ მინდა გაცვეთილი თემა გავიმეორო და „იმედს“ და „რუსთავი 2“–ს დავემსგავსო, მაგრამ ხომ ნათელია, რაც გულაშვილი მოსკოვში გაიქცა, საიდან იმართება ეს ძალა. მე მანამდეც არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი, მაგრამ ახლა უკეთ გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ერთი კონკრეტული გეგმა, მათ უნდოდათ აეგორებინათ რაღაც კამპანია, რაც მათ დივიდენდებს მოუტანდა. მართლმადიდებლობა არცერთ მათგანს არ აინტერესებს, უბრალოდ ფარისევლები არიან, მათი მიზანი იყო თავიანთ პატრონებთან ძლიერ და ალტერნატიულ ძალად დაფიქსირებულიყვნენ, რომ იქედან რაღაც ფინანსები მიეღოთ. რაღაც ნაწილი ალბათ, მიიღეს კიდეც, მაგრამ ახლა მათი გეგმები გარკვეულწილად შეიცვალა, რადგან მეტისმეტად გათავხედებულებმა და გათამამებულებმა, არ ვიცი – დაუფიქრებლად თუ შეგნებულად, „კავკასიაში“ ასეთი რამეები დაატრიალეს. მაინცდამაინც „კავკასია“ რატომ ამოიჩემეს თავიანთი მიზნებისთვის?–რაც შეეხება „კავკასიას“, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ტელეკომპანია მათთვის არის ხელისშემშლელი ფაქტორი. დამოუკიდებელი ტელევიზია იმის დამოუკიდებელი ტელევიზიაა, რომ ფაქტებს და მოვლენებს თავის სახელს არქმევს. თუ „იმედს“ და „რუსთავი 2“–ს არავინ არაფერს უჯერებს, „კავკასიას“ ბევრი მაყურებელი უჯერებს და მათ მიზანიც ამიტომ არის „კავკასიის“ რეპუტაციის შელახვა. იგონებენ რაღაც ლეგენდებს, თითქოს, მე ვინმე დავაჭერინე. აქამდე არ ჩავთვალე საჭიროდ ამ ზღაპრებისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, მე არავინ დამიჭერინებია. მე არავინ მკითხვადა ვის დაიჭერდნენ და ვის –არა. დღეს თუ ვინმე ციხეში ზის ეს არის იმ ადამიანების ბრალი, ვინც ხალხი შემოიყვანა სტუდიაში. ვინ შემოიყვანა ხალხი სტუდიაში?–პირდაპირ ვიტყვი, ესენი არიან სასულიერო პირები, ერთი დავით ისაკაძეა, ხოლო დანარჩენების გვარები არ ვიცი. მათ გააკეთეს ამ ყველაფრის პროვოცრება და მაინტერესებს რატომ არ გრძნოს ეს ხალხი პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ბედზე, ვინ დღეს ციხეში ზის? მე, რომელსაც არც პროვოკაცია მომიწყვია და საერთოდ, არაფერ შუაში ვარ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვფიქრობ, იქნებ შეიძლებოდა ასე არ მომხდარიყო და ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო. ამ გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ მოვლენები შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო?–ზუსტად გეტყვით იმ ეპიზოდს, რაც მოხდა. როდესაც სტუმრების ნაწილმა სტუდია დატოვა გარეთ 15–წუთიანი ინცინდენტი მართლაც მოხდა, თუმცა ყველაფერი დასრულდა და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შემდგომ ბლოკში გადაცემა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ გულაშვილის მიმართ კითხვები უფრო გამიმწვავდა და სხვათაშორის, აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არც პატრული გამოგვიძახებია. თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ვიღაცას გამოუძახებია პატრული და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარეთ იდგნენ. როდესაც დათო აქუბარდიამ გაიგო, რომ გარეთ ჩხუბი იყო, სახლიდან გამოიქცა, ხოლო ტელეკომპანიასთან მოსულს თავს დაესხნენ და სცემეს. ამ დროს პატრული გარეთ იდგა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ძიებაში პატრულის ჩვენებები დევს. თუმცა პატრულმა ხელი არ შეუშალა ამ ადამიანებს და შორიდან უყურებდა როგორ სცემდნენ დათო აქუბარდიას. როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ასეთი განვითარება წინასწარვე იყო გათვლილი?–არ ვიცი, ეს ჩემვის ამოუხსნელი რამაა. ძალიან მნიშველოვანი რამ მინდა ვთქვა, როცა ნაცემი აქუბარდია სტუდიაში შემოვიდა, ვხედავ, რომ შემოდიან მამაოები და მათ მოყვება 30–მდე კაცი, რომლებიც ძლივს გავყარეთ სტუდიიდან. იქნებ ვინმემ მითხრას რა უნდა მექნა, პატრულის გამოძახება რა „გრეხია“? „კავკასიასთან“ უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, დაწყებული ჩვენი თანამშრომლებით, ჩვენი გულშემატკივრებით დასრულებული. იქ რომ რაიმე მომხდარიყო და ვინმე მომკვდარიყო, მერე სად წავსულიყავი? ყველაფერი ასე დრამატულად არ დასრულდებოდა, რომ არა ის სასულიერო პირები, თუმცა, აღარც მინდა მათ უკვე სასულიერო პირები ვუწოდო. მოკლედ დავით ისაკაძე და მისი თანმხლები ანაფორიანი პირები, როცა სტუდიასთან მოვიდნენ, სტუდიის კარები ჩაკეტილი გვქონდა და შიგნით არავის ვუშვებდით. როდესაც ბიჭებმა დაინახეს სასულიერო პირები, ბუნებრივია, ამ დროს რაღაც მოწიწება და მოკრძალება ჩნდება და ამიტომ, კარები გააღეს. სწორედ მაშინ შემოვარდა ის ბრბო სტუდიაში და მაშინ გამწვავდა ყველაფერი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ხალხი სტუდიაში შემოცვივდა, უმალ დაიწყეს საქმის შეთხზვა „კავკასიის“ ოპერატორების წინააღმდეგ და ითხოვდნენ მათ დაჭერას. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ისმის ვიდეოჩანაწერებში, რომელიც სხვადასხვა საიტებზე დევს. მათ დახატეს ისეთი სურათი, თითქოს, „კავკასიის“ ოპერეტორები უცბად თავს დაესხნენ მათ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ცემა დაუწყეს. ჩანაწერში ჩემი ხმაც ისმის, როცა ვითხოვ, რომ შემოიყვანონ „კავკასიის“ ნაცემი ოპერატორები და ნახონ რა დღეში არიან ისინი. ამ დროს, ჩემთან მოდის პატრულის უფროსი, ბატონი გეგეჭკორი და მეკითხება – მითხარი მაშინ ვინ დაიწყო ჩხუბი, თუ შენებს არ დაუწყიათო. ამას კი ისეთი ტონით მეუბნებოდა, მეგონა ჩემს დაპატიმრებას აპირებდა. სასოწარკვეთისაგან არ ვიცოდი რა მექნა, როცა ვნახე, რომ ჩემს ბიჭებს იჭერდნენ (ამ პოლიციისგან ეს გასაკვირი არ არის, მითუმეტეს, რომ ჩემი ძმა და ძმისშვილი დაიჭირეს), მაშინ გავიშვირე ხელი ერთისკენ, რომელიც ყველაფერს კამერით იღებდა და ვთქვი, ამ ნაძირალას აქვს გადაღებული ყველაფერი, გამოართვით კამერა და ნახეთ ვინ რა დაიწყო–თქო. ეს თითის გაშვერა იყო სწორედ ლეგენდად რომ აქცია შემდეგ ამ არაკაცმა, ნაძირალა ლელიკო ჯაფარიძემ და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე თითს ვიშვერდი და ხალხს ვაჭერინებდი. ასე რომ, თვითონ ის სასულიერო პირები და ის ბიჭები ითხოვდნენ ჩემი ოპერატორების დაჭერას, დღეს რომ ამბობენ ნინო ჯანგირაშვილმა დააჭერინა ხალხიო. ვისაც აინტერესებს სინამდვილეში რა და როგორ იყო, დაუკვირდეს კადრებს და ნახავს ვინ ვის დაჭერას ითხოვდა. ამ ლეგენდებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებდი და არც ახლა მინდა ბევრ სხვა რამეზე ვილაპარაკო, რადგან არ მინდა, რომ იმ უბედურების მდგომარეობა დამძიმდეს იქ რომ ზიან. მათი ბედი აწუხებთ მხოლოდ მათ მშობლებს, ხოლო დანარჩენებს, ამ არარაობებს, ამ კარიერისტ ბავშვებს, რომელთაც აგიჟებენ ჯაფარიძის, გულაშვილის და ჯაველიძისნაირები, თავიანთი კარიერის მეტი არაფერი აინტერესებთ. მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ და იმ დაჭერილების ბედით მე ნუ მესპეკულანტებიან. მათ ძალიანაც აწყობთ, რომ ისინი ციხეში ზიან, რის გამოც ქულებს იწერენ და პრემიებს იღებენ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი უცნაური რაღაცეების მომსწრე გავხდი ამ ერთი თვის განმავლობაში. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა გახდა ჩემთვის ლუსტრირებული, რომლებსაც ისეთი პოზიცია უჭირავთ, თითქოს, ჩვენთანაც არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ რაღაცას მაინც მაიმუნობენ. ვის გულისხმობთ?–მაგალითად „კონსერვატორები“, რომლებსაც არც მწვადი უნდათ დაწვან და არც შამფური და იგივე – „ლეიბორისტები“, რომლებმაც პოლიტპატიმრებად გამომიცხადეს ის ხალხი. მოდით, ვისაც „კავკასიის“ მიმართ აქვს პრეტენზიები, პირდაპირ თქვას რა უნდათ. ამას წინათ წავიკითხე გოგა ხაინდრავას ინტერვიუ სადაც ამბობდა: „კავკასიის“ ხელმძღვანელობამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხიო. მკითხონ და ყველაფერს გავცემ პასუხს. ჩუმად რომ ვარ მადლობა მითხრან, თორემ თუ ავლაპარაკდი, კიდევ ვიღაცეები მიყვებიან მაგათ. ამიტომ, ყველამ თავი დამანებოს და არ ამალაპარაკონ, თორემ იმდენი პასუხი მაქვს ყველა კითხვაზე... მათ შორის, კარგად გამოჩნდა როგორი თანაგრძნობა აქვთ ერთმანეთის მიმართ გულაშვილის მოძრაობას და ზოგიერთ პარტიას, ვისაც ერთი დამკვეთი და ერთი პატრონი ყავთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მე მოვაწყვე პროვოკაცია –დამიმტკიცონ, თორემ ჩაივლის ეს ამბები და არავის შევარჩენ, სასამართლოშიც მოვთხოვ პასუხს და ყველგან. მე ჩემი რეპუტაციის და იმის გამო, რომ ეს ტელევიზია თავისუფალი ყოფილიყო, ცხოვრებაში მილიონებზე და ბევრ კომფორტზე მაქვს უარი ნათქვამი. ახლა ამ ვიღაც მარაზმატიკებს ვათრევინებ ჩემს ტელევიზიას წინ და უკან? ერთი თვე ჩუმად ვიყავი, მაგრამ დღეის ამას იქეთ, ვინც რამეს იტყვის ჩემს ტელევიაზიაზე, დამიმტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ვაგებინებ პასუხს, მათ შორის, ვითომ კოლეგებს, რომლებმაც დრო იხელთეს და იფიქრეს „კავკასია“ იძირება და მოდი თითო წიხლი ჩვენც მივაყოლოთო. თურმე რამხელა ბოღმას მალავდნენ, მაგრამ მათ გასაგონად ვამბობ – „კავკასია“ არ ჩაიძირება. არ ჩაიძირება, რადგან ჩვენ ვართ მართლები და თუ ამ სიმართლეს ყოველდღიურად არ ვამტკიცებ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს გამო სხვას დაუმძიმდეს მდგომარეობა, თუნდაც ნაძირალა იყოს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მიმართ. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოეთხოვოს პასუხი, რატომ იდგა პატრული იქ და რატომ არ შეუშალა ხელი აქუბარდიას ცემას. და კიდევ, გამოძიება ნურც იმას იფიქრებს, რომ თუ ვიღაცა ჩემს ეთერში ცუდად იქცეოდა, ამის გამო, მათ მიმართ შურისძიება მამოძრავებს. ცოტა ხანში, აქტიურად ჩავერთვები საგამოძიებო პროცესში და მოვითხოვ სრულ გამჭირვალობას. მე პროცესუალურადაც მაქვს უფლება ვიცოდე როგორ მიდის გამოძიება, კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულად უნდა წუყენონ ბრალი და არა ასე, საბითუმო წესით, ვინც ხელში მოხვდათ ყველა რომ წაიყვანეს. პატრული აქუბარდიას ცემის ფაქტს შორიდან უყურებდა და ხალხი მაშინ არ დაუჭერია, ხოლო შემდეგ ვიღაცეები ერთად დაიჭირეს და არავინ იცის ვის რა ბრალს უყენებენ. მოკლედ, ჩვენ ერთბაშად ბევრი მიმართულებით ვაპირებთ ამ საქმეში ჩართვას და არავის ეგონოს, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში იტლიკინა – შერჩება. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  14. ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.… ლინკი მედიანიუსზე
  15. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურეს“ აბონენტებისათვის მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან… ლინკი მედიანიუსზე
  16. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ტელეკომპანია `იმედის” ყოფილი ჟურნალისტების სარჩელს კოდი მიანიჭა და საქმე განხილვის შემდგომ პროცედურულ… ლინკი მედიანიუსზე
  17. ხვალიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოდერნიზებული მატარებელი იმოძრავებს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ვაგონია, მათგან ერთი პირველი, დანარჩენი კი მეორე კლასისაა.… ლინკი მედიანიუსზე
  18. ცნობილი ამერიკული გამოცემა The Weekly Standard საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობისა არჩევნების შეფასებასთან ერთად,… ლინკი მედიანიუსზე
  19. დღეს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუზოღლუ ეწვია. იგი შეხვდება საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  20. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მედპერსონალმა ზუგდიდში მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ოგორც „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში ონკოლოგიური ცენტრის… ლინკი მედიანიუსზე
  21. ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში ქართულ–ავსტრიულ კონფერენციას უმასპინძლებს. ერთობლივ კონფერენციას თსუ-სა და… ლინკი მედიანიუსზე
  22. ვიზიტის დროს გაიმართება შეხვედრები შვეიცარიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და… ლინკი მედიანიუსზე
  23. http://www.camminandoscalzi.it/wordpress/wp-content/uploads/2010/03/torres_gerrard_sell.jpgჯერარდისა და რუნის იგივე მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც მესის და მან ასევე თქვა, რომ მათ შეუძლიათ მოიგონ თასი …ტორესის თქმით, ინგლისსჰ ყავს მაღალი დონის ფეხბურთელები. იგი ამბობს, რომ რუნი და ჯერარდი იმავე დონეზე არიან როგორც ხავი, რამოსი, მესი და რონალდო. მას უნდა, რომ ფინალში ინგლისი ესპანეთს შეხვდეს, რომელიც იქნება ორი საუკეთესო ნაკრების თამაში.”ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეს, როდესაც ჯერარდი ინგლისის კაპიტნად დანიშნეს. იგი არის საუკეთესო კაპიტანი რომელთანაც მე მითამაშია.” “რიო ფერდინანდი რომც ყოფილიყო ჩემპიონატზე, მე მაინც ჯერარდს დავნიშნავდი გუნდის კაპიტნად.” View the full article
  24. დასრულდა შეხვედრა ალჟირისა და სლოვენიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, სადაც ევროპელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს ჩრდილო აფრიკელები. ეს ერთადერთი გოლი კი შეხვედრის 79–ე წუთზე სლოვენიელთა გუნდის კაპიტანმა კორენმა გაიტანა. პირველმა ნახევარმა არც ისე საინტერესოდ ჩაიარა და გუნდებსაც რეალური მომენტები არ შეუქმნიათ. პირველ 45 წუთში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მხოლოდ სამ–სამჯერ დაარტყეს კარისკენ, ხოლო კუთხურები 3-2–ზე იყო ალჟირის ნაკრების სასარგებლოდ. მეორე ტაიმი კი გაცილებით უკეთესად ჩაატარეს სლოვენიელებმა და როგორც ზემოთ აღვნიშნე გამარჯვებაც მოიპოვეს. შეხვედრის წითელი ბარათის გარეშე არ ჩაუვლია, მეორე ტაიმში შემოსული ალჟირელი გეზალი უკვე 73–ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მისცა ხელით თამაშის გამო, რომელმაც პირველი ყვითელი ბარათი შემოსვლიდან ერთ წუთში მიიღო. მაშ ასე C ჯგუფში, ლიდერი სლოვენია გახლავთ სამი ქულით, მეორე მესამე ადგილს ინგლისი და ამერიკა იყოფენ, ხოლო მეოთხეზე კი ალჟირი გახლავთ. იხილეთ fanebi.com
  25. ქართულმა დელეგაციამ კვიპროსში ევროპის პარლამენტის სპიკერების სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის, ხორვატიისა და აზერბაიჯანის პარლამენტების პირველ პირებთან შეხვედრები… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...