planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პატარა ქალაქის მიდამოებში თვითმფრინავი ჩამოვარდება, რომლის ბორტზე ძალიან სახიფათო ვირუსია. ვირუსი ქალაქის წყლის სისტემაში მოხვდება. ქალაქის მაცხოვრებლები ერთი მეორეს მიყოლებით 'დაავადდებიან" და ერთმანეთზე თავდასხმას დაიწყებენ. სამხედროები ოპერატიულად ქალაქში კრანტინს გამოაცხადებენ და დაავადებულების სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ... View the full article
-
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის პირველი შეხვედრა, დღეს 15.30 საათზე Port Elizabeth Stadium–ზე კორეის რესპუბლიკასა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგება. აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის ბინადარნი აქამდე არასდროს არ შეხვედრიან, თუმცა ბევრი მიიჩნებს, რომ თანაბარი თამაში წარიმართა. სამხრეთ კორეა უკვე მერვედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო საბერძნეთის ეროვნული ნაკრები კი მხოლოდ მეორედ და აზიელებს გაცილებით მეტი გამოცდილება გააჩნიათ "მუნდიალზე" მონაწილეობის. აქვე შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრების მეტოქე გახლავთ ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში და ჩვენთვისაც დამატებით ინტერესს წარმოადგენს ეს დაპირისპირება. მატჩს ახალ ზელანდიელი მაიკლ ჰესტერი მოემსახურება. იხილეთ fanebi.com
-
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის პირველი შეხვედრა, დღეს 15.30 საათზე Port Elizabeth Stadium–ზე კორეის რესპუბლიკასა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგება. აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის ბინადარნი აქამდე არასდროს არ შეხვედრიან, თუმცა ბევრი მიიჩნებს, რომ თანაბარი თამაში წარიმართა. სამხრეთ კორეა უკვე მერვედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო საბერძნეთის ეროვნული ნაკრები კი მხოლოდ მეორედ და აზიელებს გაცილებით მეტი გამოცდილება გააჩნიათ "მუნდიალზე" მონაწილეობის. აქვე შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრების მეტოქე გახლავთ ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში და ჩვენთვისაც დამატებით ინტერესს წარმოადგენს ეს დაპირისპირება. მატჩს ახალ ზელანდიელი მაიკლ ჰესტერი მოემსახურება. იხილეთ fanebi.com
-
საფეხბურთო კლუბებს - ჭიათურის “ჭიათურას”, “ნორჩ დინამოელს” და 35-ე საფეხბურთო კლუბს არ აქვთ გასტუმრებული უკვე დასრულებულ 2009 -2010 სეზონში ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში საასპარეზოდ აუცილებელი საწევრო გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ ეს კლუბები 2010 წლის 25 ივნისამდე არსებულ დავალიანებას სრულად არ დაფარავენ, ჩამოერთმევათ პირველ ლიგაში თამაშის უფლება და ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან. გამოთავისუფლებულ ადგილებს სპორტული პრინციპის შესაბამისად დაიკავებენ მეორე ლიგის ის კლუბები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკლუბო ლიცენზირების დადგენილ სტანდარტებს. იხილეთ fanebi.com
-
დასრულდა პირველი ტაიმი ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ანგარიშით 1:1. პირველი გოლი ინგლისელთა გუნდის კაპიტანმა სტივენ ჟერარდმა მატჩის მეოთხე წუთზე ჩინებული კომბინაციის შედეგად გახსნა ანგარიში, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მატჩს 41–ე წუთზე კრეიკ დემპსის გოლის წყალობით და მეკარე გრინის შეცდომის გამო ამერიკამ ანგარიში გაათანაბრა 1:1. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მატჩს მეორე ნახევარში, თუმცა ფაქტია, რომ წინ ძალიან საინტერესო დარჩენილი 45 წუთი გველოდება. იხილეთ fanebi.com
-
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ბერტ ვან მარვეიკმა დღეს გუნდისათვის და გუნდის გულშემატკივრებისათვის საკმაოდ უსიამოვნო სიახლე გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
-
http://s52.radikal.ru/i138/1006/b5/45c0eaf23b0b.jpg გთავაზობთ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ფოტოებში. http://s04.radikal.ru/i177/1006/8c/df7f16a13d49.jpg http://i055.radikal.ru/1006/5a/b70413c01a85.jpg http://image.geotorrents.com/images/nz5lwupixs787fyjlp6x.png http://image.geotorrents.com/images/hefjv932nf4kx2iqbu84.png http://image.geotorrents.com/images/o3gccwtxuy1g2ko7sx.png http://image.geotorrents.com/images/l8w3kugtwytcf7mjh6pu.png http://image.geotorrents.com/images/ejogbdjtfy2owwt92b.png http://image.geotorrents.com/images/ajsot5vmnq0367on5tr.png http://image.geotorrents.com/images/hhy9154zp6gj4vwehbkf.png http://image.geotorrents.com/images/bg0ar58rbwhc9q07znm.png http://image.geotorrents.com/images/qvyamgfnwg4engcuay78.png ინფორმაციის წყარო:Fifa.com View the full article
-
მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მასპინძელმა სამხრეთ აფრიკამ ფრე ითამაშა მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან 1:1. მატჩის შემდგომ კარლოს პერეირა აღნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ისეთ ნაკრებებთან დარჩათ თამაშები, როგორებიც არიან ურუგვაი და საფრანგეთი. იხილეთ fanebi.com
-
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის B ჯგუფის შეხვედრა, არგენტინასა და ნიგერიას შორის, სადაც 1:0 დასრულდა არგენტინელების სასარგებლოდ. ეს ერთადერთი გოლი, მატჩის დებიუტშივე შეხვედრის მე–6 წუთზე გაბრიელ ჰაინცის თავური დარტყმით გავიდა. პირველ ტაიმში სამხრეთ ამერიკელებს ჰქონდათ მომენტები, რომლებიც გამოუყენებელი დარჩა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ტაიმს, ნიგერიელები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მეკარე რომეროს კართან. აფრიკელების რიგებიდან აშკარად გამოსარჩევია მეკარე ენიემას თამაში, რომელმაც აშკარად ჩინებული მატჩი ჩაატარა და რომ არა ის, არგენტინა უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა, სწორედ ენიემა დასახელდა აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად. მაშ ასე, არგენტინამ თავის პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპვა და სამი ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო B ჯგუფის ლიდერი კი სამხრეთ კორეა გახლავთ, რომელმაც 2:0 დაამარაცხა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები. იხილეთ fanebi.com
-
დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი არგენტინასა და ნიგერიას შორის, სადაც ანგარიში 1:0 გახლავთ. ეს ერთადერთი გოლი თავური დარტყმით მცველმა გაბრიელ ჰაინცემ მატჩის მე–6 წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ არგენტინელებს კვლავ ჰქონდათ აფრიკელების კართან მომენტები, რომლებიც საბოლოოდ გამოუყენებლი დარჩა. ტაიმის 41–ე წუთზე კი ხონასმა ყვითელი ბარათი მიიიღო. იხილეთ fanebi.com
-
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა სამხრეთ კორეასა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, სადაც კორეელებმა 2:0 დაამარცხეს ბერძნები, აღსანიშნავია, რომ მატჩი სრული უპირატესობით წარიმართა აზიელების სასარგელობაც, რაც ანგარიშზეც მეტყველებს. მატჩის მე–7 წუთზე კორეელები ლი ჯუნგ სუმ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში 52–ე წუთზე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ჯი სუნგ პარკმა ანგარიში გაზარდა 2:0. ამავე B ჯგუფში არგენტინა ნიგერიას 18.00 საათზე იოჰანენსბურგის Ellis Park Stadium–ზე გაიმართება. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kirgizeti-2big_big-300x199.jpgყირგიზეთის სამხრეთ რაიონებში დაწყებულმა არეულობამ დედაქალაქში გადაინაცვლა. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბიშკეკის ცენტრში, მთავრობის სახლთან ახლოს სროლის ხმა ისმის. ქუჩებში ავტომანქანებით სამართალდამცავები მოძრაობენ. დილიდან სიტუაცია დაძაბულია ოშის რაიონში. უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ნაციონალურ საფუძველზე დაწყებული ჩხუბი მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და მაღაზიებს ქვები დაუშინეს. ხელისუფლებამ ოშის ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რაიონში შინაგანი ჯარია შეყვანილი. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 45 და დაჭრილია 600-ზე მეტი ადამიანი. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/a1270980192.jpg“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს . მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და გამოკვლევები ჩაფიძის კლინიკაში უტარდება. მეუღლის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ბურჯანაძეს დღეს საღამოს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას შეატყობინეს. ბურჯანაძემ მაყურებელს ბოდიში მოუხადა და გადაცემა დატოვა. Share View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2009/9/28/1254169011654/Dirk-Kuyt-001.jpg დირკ კიუიტის აგენტმა გაქარწყლა ყველა ის ჭორი, რაც დაკავშირებული იყო ჰოლანდიელის მილანის ინტერში გადასვლასთან… შეგახსენებთ რომ დირკ კიუიტი რაფა ბენიტესის საყვარელ ფეხბურთლათ მიიჩნევა და ამით სულ უფრო და უფრო ვრცელდება იმაზე ჭორები რომ დირკი დატოვებს ლივერპულს და გადავა რაფას ახალ გუნდში “მილანის” ინტერში! “ეს მხოლოდ ჭორებია. ჩვენ არაფერი არ ვიცით ამაზე,-განაცხადა კუიტის აგენტმა რობ იანსენმა ინტერვიუში colciomercato.it თან. ამ ეტაპზე დირკი, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს”. “დიახ დირკს კარგი ურთიერთობა აქვს ბენიტესთან, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენ არ მიგვიღია არანაირი შემოთავაზება, თუ მივიღებთ რაიმე წინადადებას ჩვენ დავიწყებთ დიალოგს”. “შემიძლია ერთი ვთქვა რომ დირკს 2012 წლამდე აქვს კონტრაქტი ლივერპულთან და ის ბედნიერია თავისი გუნდით”. გაყვება თუ არა კუიტი ბენიტესის კვალს? ყველაფერი შესაძლოა. მაგრამ ამ მომენტისთვის ეს ნაკლებად შესაძლებელია! წყარო:Calciomercato.it View the full article
-
ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება! 12 ივნისიდან ქასთინგები გაიმართება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში http://nichieri.ge/files/2010/06/SGPhoto_2010_06_02-18_18_391.png განრიგი: გორი- 12 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი ხაშური და ბორჯომი- 13 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი ახალციხე და ახალქალაქი- 14 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი რაც მთავარია, წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! შეგიძლიათ ანკეტის შევსების გარეშე მიბრძანდეთ ქასთინგზე თქვენთვის მოსახერხებელ ქალაქში. nichieri.ge
-
გაზიარება [00:04 12.06.2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBKWsXhs1tI/AAAAAAAADwg/ToCkUjyFPG4/s200/gveli.gifფოთელები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. ელადას ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს ”ინტერპრესნიუსს" თხოვნით მიმართეს, რათა მათი პრობლემა თბილისამდე მივიდეს. გველებს ელედას ქუჩის მოსახლეობა უკვე ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებშიც პოულობს. შეშინებილი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვებს სათამაშოდ ეზოში ვეღარ უშვებენ. მათი განცხადებით, ეს პრობლემა ყოველი წლის ამ სეზონზე აქტუალურია, თუმცა, წელს ქვწარმავლების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. "არ არსებობს, რომ რომელიმე ოჯახში ყოველ მეორე დღეს მაინც არ ვნახოთ გველი. ორი დღის წინ ერთმა მეზობელმა სამი ერთად მოკლა",-ამბობენ ელადას ქუჩის მცხოვრებლები. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეწარმავლები სწორედ ასეთ ადგილებში ბუდობენ. პროფილაქტიკურ სამუშაოებს მოსახლეობა ამ ეტაპზე საკუთარი სახსრებით ატარებს. ისინი ამ პროცესში შესაბამისი სამსახურების ჩართვას ითხოვენ. interpressnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainformacio-400-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainformacio-40-300x245.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/preview.php-1.jpgბოლო მონაცემებით, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში, სადაც ადგილობრივი უზბეკებისა და ყირგიზების ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 450-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის მეზობელ სამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქალაქ ოშში სამხედრო ნაწილები განლაგდნენ, ძალოვან სტრუქტურებს კი, კოორდინაციას უწევს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ყირგიზეთის შსს-ს ცნობით, ქალაქში არსებული ვითარება უკვე ექვემდებარება სამართალდამცავთა კონტროლს. დღეს საგანგებო მიმართვა გაავრცელა დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ, რომლის განმარტებით, ქვეყნის სამხრეთით ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაძაბულობა უკვე რამდენიმე კვირაა შეინიშნება, მასობრივ არეულობას კი ბიძგი მისცა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილმა კონფლიქტმა. ოტუნბაევა აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ ყველა რესურსი მობილიზებულია. აშშ-მა და რუსეთმა ყირგიზეთის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 10 მაისს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები “იმედი” და “რუსთავი 2″ 1500-1500 ლარით დააჯარიმა, რითაც დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივარი ხსენებული ტელეკომპანიების მიმართ.ტელეკომპანიებს მოუწევთ გადაიხადონ “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 126-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან (ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული კანონის დარღვევა – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500, ხოლო ბეჭდური მედიის საშუალებისას 500 ლარის ოდენობით”. მომჩივანი ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების დღეს, 30 მაისს, ხსენებულმა ტელეკომპანიებმა ეგზით-პოლების გამოქვეყნების კანონმდებლობით დადგენილი წესები დაარღვიეს, კერძოდ, ,საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ არჩევნების დროს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, სავალდებულოა მიეთითოს: გამოკითხვის დამკვეთი; ფასიანია თუ არა გამოკითხვა; ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა; გამოკითხვის თარიღი; გამოკითხვის მეთოდი და ა.შ. ”ღამის სამ საათამდე მაყურებელს ამ შედეგს უჩვენებდნენ ისეთი ფორმით, რომ საერთოდ არ მიუთითეს აღნიშნული ნორმები”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამყაროს” საჩივარში. ტელეკომპანიებს ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ ორ კალენდარულ დღეში. გიორგი ფუტკარაძე, Media.ge Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/0-150x150.jpgქართველმა პროფესორებმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტს რუსეთის მიერ ჩეჩენთა, ინგუშთა და ჩერქეზთა მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის კონკრეტული ფაქტები გააცნეს.მათ ბოლო ორ საუკუნეს „სიკვდილის ქრონიკა” უწოდეს. გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს თავად ჩერქეზთა დიასპორას წარმომადგენლება მიმართეს. რა კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ ქართველი ექსპერტები და როდის აძლევს ქართული მხარე მოვლენებს იურიდიულ კვალიფიკაციას, ნახეთ თამარ კვარაცხელიას რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/etnikuri-wmenda-300x240.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/yvela-kitxva-150x150.jpgდღის მთავარი თემა სტუდიის სტუმართან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/yvela-kitx-300x245.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg AFP რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, რომელიც ხუთშაბათს 10 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს სრულდება, სააგენტო „ფრანს პრესს“ და ფრანგულ ტელეკომპანია France 2–ს ინტერვიუ მისცა. 2014 წლის ოლიმპიურ დედაქალაქ სოჭში საკუთარ რეზიდენციაში მან ევროსთან დამოკიდებულებაზე, ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკასა და რუსეთში თავისუფლებაზე ისაუბრა. რუსეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია „იდეალური არ არის“. „იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას სიმწიფისთვის არ მიუღწევია, ძალა არ მოუკრებია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ამგვარი მანიპულაციების ჩატარება უფრო მარტივია“, – ფიქრობს პუტინი. „ამ მხრივ ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მომწიფდეს, გაიზარდოს, განმტკიცდეს და საკუთარ ძალას გრძნობდეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში სხვა ქვეყნების დადანაშაულებაც შეიძლება, რითაც დაფარულად დასავლეთის ქვეყნების რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე მიანიშნა: „საკუთარი წესების და სტანდარტების სხვებისთვის თავს მოხვევა – ევროპული ქვეყნების დიდი ხნის ტრადიციაა. გაიხსენეთ კოლონიზაციის პერიოდი, მაგალითად, იგივე აფრიკაში. ევროპელები იქ საკუთარი ბრძანებებით ჩადიოდნენ, საკუთარი წესებით. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ძველი ტრადიცია დემოკრატიზაციაში გარდაიქმნა“. რუსეთში პიროვნების კულტი არ არსებობს. „ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ დღევანდელ რუსეთში ეს შეიძლება განმეორდეს“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ „თანამედროვე რუსულ საზოგადოებას ჰყოფნის სიმწიფე იმისთვის, რომ არ დაუშვას იმ პროცესების განვითარება, რასაც ჩვენ გასული საუკუნის 1930–იან, 1940–იან, 1950–იან წლებში შევეჯახეთ“… ირანის სანქციების წინააღმდეგ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რუსეთის პრემიერმა ირანის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, აღნიშნა რა, რომ „დიდწილად ეს არაეფექტურია“. უკვე ამ ინტერვიუს შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი მიიღო. „მისტრალის“ ყიდვას „ტექნოლიგიების გადაცემაც“ უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთს და საფრნაგეთს შორის, პუტინი კვლავ „მისტრალის“ კლასის ფრანგული ხომალდის შესაძლო ყიდვის თემას მიუბრუნდა. პრემიერის აზრით, „ეს გარიგება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუკი პარალალეურად ტექნოლოგიების გადაცემაც მოხდება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თანამშრომლობა ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც სამხედრო–სამრეწველო სფეროა, უდაოდ ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდას“. პუტინს მიაჩნია, რომ ასეთი ხომალდის შეძენა სულაც არ მიუთითებს რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე: „საფრანგეთს შეიარაღებაში აქვს ასეთი ვერტმფრენმზიდები? აქვს. საფრანგეთი ვინმეზე თავდასხმას აპირებს? არა. რატომ მიგაჩნიათ, რომ რუსეთი აუცილებლად თავს დაესხმება ვინმეს ამ გემების გამოყენებით?“ რუსეთი ევროს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის. რუსეთის პრემიერ–მინისტრმა „ნდობის“ დემონსტრირება მოახდინა და განაცხადა, რომ „ევროს, როგორც სარეზერვო ვალუტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს“, განაცხადა რა რომ „საერთო ჯამში ევროპული ეკონომიკის ფუნდამენტური საფუძვლები საკმაოდ მყარია“. 2012 წელს რომ მივუახლოვდებით, მერე ვნახოთ. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, მან განამარტა, რომ ის და დიმიტრი მედვედევი, რომლის მანდატიც 2012 წელს იწურება, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. „მე მომწონს ის რასაც დღეს ვაკეთებ, რითაც ვარ დაკავებული. 2012 წელს რომ მივუახლოვდებით, მერე ვნახოთ“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/lavoixdunord.gif ერვე ფავრი დღეს ნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს. კრემლის საკითხებში ექსპერტის ელენ ბლანის აზრით, რუსეთის რეალურ მეთაურად სწორედ ის რჩება. რა იერარქია არსებობს პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ–მინისტრ პუტინს შორის? აბსოლუტურად ცხადია, რომ დღეს ჩვენ რუსეთის რეალურ მმართველს ვმასპინძლობთ, რომელმაც მსოფლიოს დედაქალაქებში სტუმრობით უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მე და რენატა ლესნიკი ჩვენს წიგნში მედვედევს „კრემლის სპექტაკლის ეპიზოდურ მსახიობს ვუწოდებთ“. ის ადგილს უნახავს პუტინს, რომელიც საპრეზიდენტო მანდატის 6 წლამდე გაგრძელებით, მთელი 12 წლით შეძლებს დაბრუნებას! იმ დროისთვის იგი მხოლოდ 69 წლის იქნება. შეიძლება მედვედევი მისი კონკურენტი გახდეს? არ მგონია. შესაძლოა, მას სურს პრეზიდენტობა და ქვეყანაში უფრო ლიბერალური იდეების კულტივირებას ცდილობს, მაგრამ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მოქმედების თავისუფლება სერიოზულად შეეზღუდა. ყოველთვის, როდესაც ის ადამიანის უფლებებზე და კორუფციაზე საუბრობს, მის განცხადებებს არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება. ის უკვე ორ წელზე მეტია რაც პრეზიდენტია. შეძლო კი მან ოდნავ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის საქმეში? სინამდვილეში რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება. მართლაც სარგებლობს პუტინი საკუთარ ქვეყანაში ისეთი პოპულარობით, როგორც გვეუბნებიან? ანა პოლიტკოვსკაია ამბობდა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს ისეთივე სანდოა, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო. თუმცა რუსებს ნამდვილად სურთ ძლიერი ლიდერი. ელცინის რეჟიმის დროს, რომელიც საყოველთაო ქაოსით დასრულდა, ისინი ამის დეფიციტს განიცდიდნენ. პუტინი კი მისი ანტიპოდია. ის ახალგაზრდაა, არ სვამს და სპორტითაა დაკავებული. პატრიოტიზმის ტალღაზე აღზევებულმა, მან რუსებს მანამდე დაკარგული ნაციონალური ღირსების განცდა დაუბრუნა. ამით აიხსნება ის უზარმაზარი პოპულარობა, რომელსაც ეს ადამიანი აბსოლუტურად არ იმსახურებს! საფრანგეთი ახლა რუსეთისთვის საკუთარი ვერტმფრენმზიდების მიყიდვას გეგმავს… პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება. უნდა ვუფრთხოდეთ თუ არა რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებას? დასავლეთი რუსეთის უზარმაზარ ამბიციებს, რომელსაც პუტინი პრინციპში არც მალავს, არ იმჩნევს. იგი დღემდე ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ცდილობს საკუთარი მინი–იმპერიის შექმნას, საქართველოს და მოლდავეთის სათავეში მის მიერ კონტროლირებადი პრეზიდენტების დასმას, რასაც უკრაინაში უკვე მიაღწია კიდეც. როდესაც საქმე სლავურ რესპუბლიკებს ეხება, მას შეიძლება გაუგო კიდეც, მაგრამ საქართველოს და მოლდავეთს ხომ მათთან არაფერი საერთო არ აქვთ. ისინი ლათინური ქვეყნებია. ამიტომ, ეს ყველაფერი მართლაც ერთგვარ ნეოიმპერიალიზმს გავს. ორიგინალი ორიგინალი