Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. კახეთის ძალოვანი სტრუქტურების ყველა განყოფილებამ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახალი ბრძანება მიიღო, _ აცნობეს `მედიანიუსს~ რადიო… ლინკი მედიანიუსზე
  2. გუდაური-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. აღნიშნული გზის მონაკვეთზე თბილისისაკენ მოძრავი `ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანა 80… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baTumi-bulvari-150x130.jpgსაპარლამენტო უმრავლესობა გასვლით სხდომას ბათუმში გამართავს. დეპუტატები აჭარაში დღეს მიემგზავრებიან. სხდომა აჭარის უზენაეს საბჭოში ჩატარდება და მას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრება. განიხილება ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზეც. დეპუტატები ასევე გაესაუბრებიან აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რეგიონის პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან. საკნონმდებლო ორგანოს წევრები შეხვდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტს მევლუდ ჩავუშოღლუსაც, რომელიც თბილისიდან ბათუმში გეგმავს ჩასვლად. იხილეთ epn.ge
  4. პირველი ტაიმის შემდეგ ფავორიტად მიჩნეული იტალიის ეროვნული ნაკრები მარცხდება პარაგვაისთან შეხვედრაში 0:1, ამ ერთადერთი გოლის ავტორი კი ალკარასია, რომელმაც თავური დარტყმით 39–ე წუთზე გახსნა ანგარიში. ისე კი პირველ წუთებში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოველებდნენ ევროპელები, თუმცა როგორც ვხედავთ შედეგი საწინააღმდეგოს მეტყველებს. მაშ ასე, მეორე ტაიმი საინტერესო და დაძაბული გველოდება და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იხილეთ fanebi.com
  5. ინგლისის ნაკრების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვერც ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა, "სკუადრა აძურამ" მოიგო. პარაგვაელთა დალაგებულ, სწორ ტაქტიკას მარჩელო ლიპიმ ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. ძალიან სუსტი იყო იტალიელთა თავდასხმის ხაზი, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. გამათანაბრებელი გოლი პეპემ სამხრეთ ამერიკელთა გოლკიპერის შეცდომის შემდეგ გაიტანა. მოკლედ, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩვეულ ამპლუაშია და მუნდიალს მძიმედ იწყებს, ვნახოთ, რას იზამენ აპენინელები ჯგუფის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდგომ უკვე ფლეი–ოფის დარჩენილ შეხვედრებში. იხილეთ fanebi.com
  6. ინგლისის ნაკრების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვერც ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა, "სკუადრა აძურამ" მოიგო. პარაგვაელთა დალაგებულ, სწორ ტაქტიკას მარჩელო ლიპიმ ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. ძალიან სუსტი იყო იტალიელთა თავდასხმის ხაზი, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. გამათანაბრებელი გოლი პეპემ სამხრეთ ამერიკელთა გოლკიპერის შეცდომის შემდეგ გაიტანა. მოკლედ, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩვეულ ამპლუაშია და მუნდიალს მძიმედ იწყებს, ვნახოთ, რას იზამენ აპენინელები ჯგუფის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდგომ უკვე ფლეი–ოფის დარჩენილ შეხვედრებში. იხილეთ fanebi.com
  7. დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის დაცლის დროს, შენობის მეორე სართულიდან, 39 წლის მამაკაცი გადმოვარდა. მურმან ცინდელიანი შენობიდან ფანჯრის… ლინკი მედიანიუსზე
  8. დაღესტანის ხასავიურტის რაიონში მილიციელი მოკლეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მილიციელს, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.… ლინკი მედიანიუსზე
  9. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოშისა და ჯალალ-აბადის პროვინციაში მიმდინარე არეულობის მსხვერპლთა რიცხვი 117 ადამიანამდე გაიზარდა. საავადმყოფოებს დახმარებისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  10. დღეს ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა ბათუმში გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ საპალამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს,… ლინკი მედიანიუსზე
  11. რამდენიმე წუთი რჩება მეტად საინტერესო მატჩის დაწყებამდე, F ჯგუფის ბინადარი იტალია და პარაგვაი 22.30 საათზე ერთმანეთს კეიპტაუნის Green Point Stadium–ზე დაუპირისპირდება. მატჩს მექსიკელი ბენიტო არჩუნდია განსჯის. იხილეთ fanebi.com
  12. დღეს მოსკოვში დაგეგმილ ქართულ-რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ და… ლინკი მედიანიუსზე
  13. ახალ საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებით, დღეიდან მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრები გაიმართება. მხარეები კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნებსა და მოსაზრებებს… ლინკი მედიანიუსზე
  14. დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-ფორუმი გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ ამ… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/8/10/1249933774778/Javier-Mascherano-001.jpg არგენტინელ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო იტალიას თანდათან უახლოვდება, მას არ სურს, რომ სიუვიცით იქაც გამოირჩეოდეს, ამიტომ ახალი ენის შესწავლას შეუდგა … შეგახსენებთ რომ იტალიის ჩემპიონს მილანის ინტერს ახალი მთავარი მწვრთნელი ლივერპულის ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენითესია, და სწორედ მას სურს რომ პირველი ტრანსფერი მის ახალ გუნდში იყოს ხავიერ მასკერანო. მასკერანომ გააკეთა კომენტარი ნიგერიასთან მატჩის შემდეგ: “ვისწავლი თუ არა იტალიურს? დიახ მე თან წამოვიღე მუნდიალზე წიგნი იტალიურის შემსწავლელი. მეტის ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია”. Football.ua View the full article
  16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თითქმის ყველა კარი ჩაკეტილია. მათ შორის ლიფტის კარიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეტლით ლიფტებში შესვლა, სივიწროვის გამო, შეუძლებელია. პანდუსი (დაქანებული სიბრტყე, კიბის მაგივრად) საჯარო დაწესებულების, მაღაზიებისა და გასართობ ცენტრების უმრავლესობაში არ არის. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თქმით, მთავარი პრობლემა უბრალოდ გადაადგილებაა. რასაც ისინი რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებენ. თბილისის 1888 ტრანსპორტის გაჩერებიდან, მხოლოდ სამი გაჩერებაა ისე მოწყობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ტრანსპორტში ასვლა შეძლონ. ტრანსპორტი კი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ 40 ავტობუსის სახით 2008 წელს შეიძინა და სადაც გათვალისწინებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობები, დღეს მათთვის არ ფუნქციონირებს. თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 40 ბოგდანის ტიპის ავტობუსი არასამთავრობო ასოციაციების მიმართვის გამო შეიძინეს. რაოდენობა კი განპირობებული იყო იმით, თუ რამდენი მიმართულებით იყო საჭირო ავტობუსების დანიშვნა. „ჩვენ შევარჩიეთ 28 მიმართულება. ავტობუსის ყველა მძღოლი გავაფრთხილეთ, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს ავტობუსში ასვლაში დახმარებოდნენ,“–ამბობს აკაკი ჯოხაძე, თბილისის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი. ზაზა სიხარულიძე, „ღვთისშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების არის, ამბობს,რომ მერიის მიერ შეძენილი ავტობუსებით კმაყოფილი არ არის. „არც ერთი ავტობუსი ჩვენთვის არ ფუნქციონირებს, კი დადის, მაგრამ უფუნქციოა. ხან ლიფტი აქვს გაფუჭებული, ხან რა.“ თუმცა მისი თქმით მთავარი პრობლემა უფრო ის არის, რომ ავტობუსამდე მისვლა არის რთული. „ ვერ მიუდგები ავტობუსს. ისე არ არის მოწყობილი გაჩერება, რომ მოახერხო. ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც კმაყოფილია ამ ავტობუსით და სარგებლობს.“ თავად აკაკი ჯოხაძეც ადასტურებს, რომ ავტობუსები დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. „ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს ავტობუსები არ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“. ის ამბობს, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის გარკვეული პირობებიც კი ჩამოაყალიბა. მაგალითად ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ავტობუსი მისთვის სასურველ გრაფიკში ჩაესვათ. „შეგვეძლო ეს ავტობუსი ჩაგვესვა ისეთ გრაფიკში, რომ მისთვის სასურველ დროს უწევდეს ავტობუსს ამ გაჩერებაზე მისვლა, მაგრამ ასეთი გვაქვს სულ რამდენიმე შემთხვევა“,–ამბობს ჯოხაძე. რატი იონათამიშვილი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ პროექტის ოფიცერი ამბობს, რომ ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მერიის მიერ შეძენილი ავტობუსები გამოუსადეგარია, კოორდინაცია; და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის ნაკლებობა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია უნარშეზღუდული ადამიანებისთვის შეძენილი 40ავტობუსის ფუნცქიის შეცვლა. „ეს იყო ძალიან კარგი სურვილი ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან, რომელიც იყო მისასალმებელი, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით ბოლომდე ჩართულები, რომ რეკომენდაციები მიგვეცა და მეორეს მხრივ, არ იმუშავა, იმიტომ რომ არ მოხდა გაჩერებების კეთილმოწყობა - თუ ვერ მივიდა ინვალიდობის მქონე ადამიანი ავტობუსის გაჩერებამდე და ვერ დაიკავა იქ ადგილი, როგორი ადაპტირებულიც არ უნდა იყოს ავტობუსი, მას გაუჭირდება მისით სარგებლობა, დღეს ეს ავტობუსები არიან ხაზზე, მაგრამ შეზღუდული გადაადგილების უნარის მქონე ადამიანებს ვერ ემსახურებიან“,–ამბობს იონათამიშვილი. „ღვთისშვილთა კავშირი“ ექვსართულიანი შენობის ერთ–ერთ სართულზეა. შენობა, სადაც კავშირის თავმჯდომარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების შემსუბუქებას ცდილობას, მძიმე მდგომარეობაშია. დაბზარული კედლები და ბნელი დერეფნები, თავად ორგანიზაციის ოთახი კი რამდენიმე კვადრატული მეტრია ძველი და უბრალო ავეჯით. ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზაზა სიხარულიძეს, მხედველობის და სიარულის პრობლემა აქვს. სახელი „ღვთისშვილთა კავშირი“ კი ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აერთიანებს იმიტომ დაარქვეს, რომ არც ერთი ტერმინი, რომელიც ამ ადამიანების მიმართ დღეს საქართველოში გამოიყენება მათ არ მოსწონთ. „ქართულში არ არის ადეკვატური შინაარსის ტერმინი, არც ინვალიდი, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ მოგვწონს და ეს უფრო სიმბოლური სახელწოდებაა“. 1989 წელს დაარსებული პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს იმ შვიდ ორგანიზაციაში შედის, რომელიც სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ქმნის. საბჭო 2009 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, საბჭოში შევიდნენ პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა და რამდენიმე მინისტრი. მათ შორის დავით ტყეშელაშვილი– რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი– შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინსიტრი, კახა ბაინდურაშვილი– ფინანსთა მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი–ეკონომიკური განვითარების მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი– დიმიტრი შაშკინი და ნიკა რურუა– კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპოტის მინისტრი. საბჭოს მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრაციია. საბჭოს პირველი ინიციატივა კი სამწლიანი პროექტია, რომელიც 2009 წლის 15 დეკემბერს დამტიცდა. „მან (პროექტმა) უნდა მოახდინოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გამოვლენა და მიღება, ... გააუმჯობესოს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტიაციისა საკითხები. სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სტატისტიკა და მონაცემთა ბაზა, მოხდეს ინფრასტრუქტურის ადაპტირება და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მოხდეს ინვალიდობის მქონე ადამიანების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულურულ პროცესებში, განავითარდეს საინვალიდო სპორტი,“- ნათქვამია იმ მიზნებში, რომელიც საბჭომ რამდენიმე თვის წინ დაისახა. თუმცა ზაზა სიხარულიძე ამბობს, რომ 4 თვის მანძილზე საბჭო არც ერთხელ არ შეკრებილა. პრობლემების ნაწილი კი ისევ მოუგვარებელი რჩება. „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა საბჭოს შეკრება, მიუხედავად, იმისა, რომ საბჭო სამი თვის თავზე უნდა შეკრებილიყო,“–ამბობს რატი იონათამიშვილი. საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმებიც ჯერ მხოლოდ გეგმებად რჩება. საქართველოში უკვე 15 წელია მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თანაბარი პირობებით უნდა სარგებლოდნენ. „დღემდე არ არსებობს სოციალური უსაფრთხოებისა და განვითარების სისტემა, რომელიც აღადგენდა თანაბარ სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლებლობებს სატრანსპორტო, საგზაო, არქიტექტურული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, განათლების სისტემით და დასაქმებით თანაბარი პირობებით სარგებლობაზე”,–ამბობს კობა ნადირაძე, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 231 280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. დღეს თბილისში შერატონ მეტეხი პალასში დაიწყო მეორე გამოფენა-ფორუმი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირება, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენა და თანამშრომლობის გაღრმავება. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემაზე მომუშავე 42 ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დებატები, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე შექმნილი კინოფილმებისა და სოციალური რგოლების ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პირები და ორგანიზაციები. მეორე გამოფენა-ფორუმი იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში. გამოფენა-ფორუმის ორგანიზატორები არიან კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", "პირველი ნაბიჯი საქართველო" და Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები). მხარდამჭერები: ქ. თბილისის მერია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, მსოფლიოს ინვალიდობის ინსტიტუტი, (WID) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სანტ–პეტერბუგის "ზენიტში" ჩაირიცხა, პირველი ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად და საკმაოდ წარმატებულადაც. ორ მხრივ თამასში, თორნიკემ ორი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მაშინ როდესაც თავისი გუნდი 2:0 აგებდა. აღსანიშნავია, რომ მისით აღფრთოვანებულნი არიან კლუბის წარმომადგენლები და მის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში მყოფი "ზენიტი" თავის პირველ შეხვედრას, სწორედ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გამართავს და ოქრიაშვილს სწორედ იქ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. იხილეთ fanebi.com
  19. E ჟგუფის მეორე შეხვედრა იაპონიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა შორის დასრულდა მატჩი აზიელთა სასარგებლოდ, სადაც იაპონელებმა 1:0 მოიგეს. ეს ერთადერთი გოლი კი 39–ე წუთზე კიოსუკი ჰონდამ გაიტანა. მატჩი აზიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი რეალური მომენტი შეხვედრის მიწურულს ჰქონდათ აფრიკელებს, თუმცა მეკარე კავაშიმამ ბრწყინვალედ მოიგერია ბურთი. მაშ ასე, ხსენებულ ჯგუფში პირველ ადგილზე ჰოლანდია იმყოფება, მეორეზე იაპონია, ხოლო მესამე–მეოთხე ადგილს კამერუნი და დანია იყოფენ. იხილეთ fanebi.com
  20. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალიას გუშინ სრული "ჯოჯოხეთი" მოუწყო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს. ბუნდეს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ომახიანად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში ძალები არ დაზოგა და უშანსოდ 4:0 დაამარცხა ავსტრალია. პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:0 გაიმარჯვეს. გოლები კი პოდოლსკიმ და კლოზემ გაიტანეს, მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრები არ გაჩერებულა და კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა, მიულერმა და კაკაუმ კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს, ისე კი უნდა ითქვას, რომ არა რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი, გაცილებით დიდი ანგარიშით დასრულდება აღნიშნული მატჩი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე "მუნდიალზე" არცერთ მატჩში არ გასულა ამდენი გოლი. მაშ ასე, D ჯგუფში გერმანია ლიდერობს, ხოლო მეორეზე განა იმყოფება, რომელმაც გუშინ სერბეთი დაამარცხა, სერბეთი და ავსტრალია მესამე–მეოთხე ადგილებს იყოფენ. იხილეთ fanebi.com
  21. იაპონიის ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ კამერუნს ამარცხებენ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი საკმაოდ მოსაწყენია, გუნდები ამართლებენ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპების მთავარ პრინციპს: პირველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს! ნახეთ ჰონდას მიერ 39–ე წუთზე გატანილი გოლი ჩვენს საიტზე იხილეთ fanebi.com
  22. დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. 7 ივნისს გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. 8 ივნისს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და 9 ივნისიდან ორჯერადი ვარჯიშებიც დაიწყო. დინამომ 1+2 ტიპის კონტრაქტი გააფორმა 25 წლის ფორვარდ ზვიად მეტრეველთან, რომელმაც განვლილი სეზონი ლოკომოტივში გაატარა. ახალი კონტრაქტი ,გაუმჯობესებული პირობებით /1+2/ გააფორმა კლუბთან გიორგი ლორიამ. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ასევე მისი ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე. პირველ საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი 16 ივნისს რუსთავის ოლიმპთან გამართავს. იხილეთ fanebi.com
  23. 18.00 საათიდან სტარტს აიღებს E ჯგუფის შეხვედრა იაპონიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა შორის. მატჩი მანგუნგში სტადიონ Free State Stadium–ზე გაიმართება. შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი ოლეჟარიო ბენქუერენკა მოემსახურება. ამავე ჯგუფში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქვე–ჯგუფის მატჩი ჰოლანდიასა და დანიას შორის, სადაც მატჩი ჰოლანდიელებმა 2:0 მოიგეს. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...