planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/undp-150x150.jpg2015 წლამდე გაერო საქართველოში 188 მილიონ დოლარს დახარჯავს. საქართველოს მთავრობამ და გაერომ თანამშრომლობის პროგრამას დღეს მოაწერეს ხელი და სამომავლოდ ურთიერთობის სტრატეგიული მიმართულებები დასახეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xelmocera.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/post-29-1244902791.jpg“ლეიბორისტული პარტია” მართლმადიდებელთა და ღვთისმსახურთა შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას მოითხოვს. პარტიის სადეპუტატო ჯგუფის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საბოლოო რედაქციით “ლეიბორისტებმა” დღეს პარლამენტში გააგზავნეს. “საქართველოში მოქმედი დიქტატორული რეჟიმი ფაქტობრივ-სამართლებრივი დაცვის ყველა პირობას უქმნის უმაღლეს ელიტას – პრეზიდენტ-დეპუტატ-მინისტრებიდან დაწყებული და გადასახადების ამკრეფებით დამთავრებული, რომ რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ იბრძოლონ. ამასთან, ეკლესია იურიდიულად სრულიად დაუცველია, ხოლო მოძალადე ხელისუფლება ღვთისმსახურთა და რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ ბრძოლას ამძაფრებს, რაც შესაძლოა, ყველაფერთან ერთად, დიდი დესტაბილიზაციის საფუძველი გახდეს”, – აცხადებს “ლეიბორისტთა” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისივე თქმით, “თუ სააკაშვილის ხელისუფლებას არ უნდა, საბოლოოდ დაჯავშნოს საკუთარი ადგილები ჯოჯოხეთში, ეს კანონი ყოველგვარი ხრიკების გარეშე, უმოკლეს ვადებში უნდა მიიღოს”. პირWელი Share View the full article
-
/get_img?NrArticle=1742&NrImage=2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეწარმეთა დასაქმების კავშირის პროდუქცია 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით თბილისის შერატონ მეტეხი პალასში მოწყობილ ერთდღიან გამოფენა-ფორუმზე ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, კინო-ფილმებისა და სოციალური რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. საქართველოში 140 125 სახელმწიფო პენსიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე 43 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული სტატისტიკა არაზუსტია და შმმ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია (დაახლოებით 200 ათასი). შარშან საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. პარლამენტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოც“ შეიქმნა. ”მიუხედავად ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა არასახარბიელოა. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გატარებული ცვლილებები არ ეყრდნობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ხედვას, ხოლო ნაწილობრივ იმით, რომ ისინი სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით არ არის შემუშავებული”, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშში. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც დღეს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში ახორციელებს, ინკლუზიური განათლების პროგრამაა. საქართველოში ისევ პრობლემად რჩება შმმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირის სტატუსის დადგენა. ოფიციალურ დონეზე ამ პროცედურის ჩატარება საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია შესაძლებელი. სინამდვილეში კი შმმ პირები სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იძულებულნი არიან დედაქალაში ჩამოვიდნენ, რაც ექსპერტიზის ისედაც ძვირადღირებულ ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. სანამ სტატუსის დადგენასა ან დისკრიმინაციული საგადასახადო შეღავათების ხასიათის განხილვამდე, პირველი მახასიათებელი, რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან შმმ პირების მიმართ დამოკიდებულებას ავლენს, მათი მოხსენიების დისკრიმინაციული ტერმინოლოგიაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ ცნებას, კანონმდებლობის ნაწილში კვლავ აქტუალურად რჩება სიტყვა ”ინვალიდი”. მაგალითად, ცალსახად დისკრიმინაციულია კანონში ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ ნახსენები რამდენიმე ფრაზა, როგორიცაა ”ინვალიდური სასწავლო გეგმა” და ”ინვალიდური განვითარება”. ”ტერმინი ”ინვალიდი”, თავისთავად, მიუღებელია. თუკი მის ეტიმოლოგიაში წავალთ, იგი არავალიდურს, გამოუყენებელს, უსარგებლოს ნიშნავს. დაახლოებით ამავე შინაარსისაა ქართული ”ხეიბარი”, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ვახუშტი მენაბდე. ამდენიმე წლის წინ ქართველი ენათმეცნიერებისა და ლინგვისტების მიერ ტერმინი ”უნარშეზღუდული” შემუშავდა, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობდნენ და რომლებსაც ეს განსაზღვრება გულისხმობდა, სიტყვა ”უნარშეზღუდული” არ მიიღეს. მენაბდის თქმით, ” როდესაც ჩვენ ვამბობთ შეზღუდული შესაძლებლობები, ვგულისხმობთ არა იმას, რომ ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, არამედ იმას, რომ გარემოა ასეთი. უნარშეზღუდული აქცენტს ადამიანის შეზღუდულ უნარებზე აკეთებდა, რაც ასევე სრულიად გაუმართლებელია”. 29 წლის თეა შამათავა, რომელსაც არაკორექტული მიმართვის ფორმის გამო თავი შეურაცხყოფილად არაერთხელ უგრძვნია, ამბობს: ”ჩვენ სხვებისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. როცა სიტყვა ინვალიდი მესმის, ყურს ცუდად ხვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ხშირი მოვლენაა”. გოჩა ფილაური მასთან მიმართებაში ტერმინ ”ინვალიდის” გამოყენებას მიჩვეულია და მაინცდამაინც არ აღიზიანებს. თუმცა, თვლის, რომ ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის” გამოყენება უკეთესი იქნება. ნატალია სადრაძე კი გამოსავალს ტერმინში ”ინვალიდობის მქონე” ხედავს. თუმცა, ეს საკითხი ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ აწუხებს. უფრო მეტიც, დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ორგანიზაციების დასახელებებშიც გვხვდება (მაგალითად, ”ინვალიდთა ლიგა”, ”ინვალიდთა ასოციაცია”). საქართველოში შმმ ადამიანებისთვის არახელსაყრელი გარემოა. მათ არსებობას არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის პირობების უქონლობის გამო, ბევრი მათგანი იზოლაციაში ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაში იმყოფებიან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებათ. ამავე თემაზე სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/matarebeli.jpgთბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეიდან ახალი მოდერნიზებული მატარებელი იმოძრავებს. მატარებელი დანიშნულების ადგილზე ხუთ საათში ჩავა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შეცვლის შემდეგ ბათუმში ჩასვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი. ახალი მატარებელი დღეგამოშვებით ივლის. ბილეთის ფასი 23-დან 40 ლარამდე იქნება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მატარებელი ბათუმი-ქუთაისის მიმართულებითაც დაემატება. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx1-300x210.jpgსამედიცინო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, რეზიდენტურის ხელახალი გამოცდები ჩაშალეს. რეზიდენტებმა გასაუბრებაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათი თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში რეზიდენტურაში მოსახვედრად გამოცდები ჩააბარეს, რისი დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გააჩნიათ. სტუდენტების თქმით, გასაუბრების შედეგად მოხვედრის შანსები მცირეა. რეზიდენტები სამედიცინო უნივერსიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უყენებენ და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს, რადგან მათი განმარტებით, რეზიდენტურაში მოსახვედრი კვოტები ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. სტუდენტები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/k09_22914943.jpgყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ოშში უზბეკებთან დაპირისპირებები სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. დამწვარია ავტომანქანები, გაძარცვულია მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. ამ პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოებს დახმარებისთვის 1500-მდე ადამიანმა მიმართა. დროებითმა მთვარობამ ოშსა და ჯალალაბადში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია განიხილავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა როზა ოტუნბაევასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. შეხვედრას, რომელიც დღეს მოსკოვში გაიმართება ყირგიზეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ სხდომაზე ყირგიზეთში მშვიდობის აღსადგენად აუცილებელ ზომებს განიხილავენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რუსეთი ქვეყანაში ვითარების დასარეგულირებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/800px-Flag_of_Germany_state.svg.pngგერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის ბერლინში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია, გერმანულს კი საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანი ვოლფ-რუტხარტ ბორნი ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პერსპექტივებს დაეთმო. ”გერმანულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Share View the full article
-
სესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" გაყიდვის შემთხვევაში ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მესუთ ოზილის შეძენას შეეცდება, ეს ცნობა ფრანგმა სპეციალისტმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. "ვერდერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება წამყვანი ევროპული კლუბების თვალთახედვის არეალში უკვე დიდი ხანია მოექცა, როგორც ჩანს, ფაბრეგასის კატალონიაში გადასვლას სწორედ მისი ლონდონური ტრანსფერი მოჰყვება. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sagareowmv_000025360-150x150.jpgსომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/somxetis-sagareo.jpg itvს ლინკი
-
დღეს მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება ჰოლანდიასა და დანიას შორის, ხსენებული გუნდები E ჯგუფში არიან განთესილი და მატჩი 15.30 საათზე იოჰანენსბურგის Soccer City Stadium–ზე გაიმართება. მატჩს ფრანგი სტეფან ლანოი მოემსახურება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ. იხილეთ fanebi.com
-
ვუვუზელა - საკრავი,რომელიც გულშემატკივარს მუდმივ თავისტკივილად ექცა შეიძლება მომავალ თამაშებზე აკრძალონ.ეს საუბრები მას შემდეგ დაიწყო,რაც საკმაოდ დიდი საყვედურები და ჩივილები მიიღეს ტელემაუწყებლებისგან ფიფას საორგანიზაციო კომიტეტში. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/200908052151-150x150.jpgგავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ კომპანია „ევროკოპტერის” მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vashadze.jpg itvს ლინკი
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/46996000/jpg/_46996265_hodgson_av512.jpgDaily Mail-ს ცნობით, როი ჰოჯსონი მზადაა წარუყენოს თავისი პირობები “ლივერპულის” ხელმძღვანელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეთანხმება ნანატრ დასასრულს უახლოვდება. … ცნობილია, რომ ის გარკვეული დროით მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონატზე ფეხბურთელების ექპერტის რანგში BBC-ის ტელევიზიაში. ჰოჯსონს სურს, გამგზავრებამდე მოაგვაროს ეს საქმე დაგაარკვიოს მისი მომავალი, თუ რა შემოთავაზებები აქვთ მერსისაიდელებს… “ლივერპულის” ფანების ნაწილისაგან დიდ ზეწოლას განიცდის ხელმძღვანელობა, ისინი კენი დალგლიშის კანდიდატურას აყენებენ და სწორედ მის დაყენებას მოითხოვენ მწვრთნელის რანგში. ხელმძღვანელობას კი უჭირს არჩევანის გაკეთება. თავად ჰოჯსონმაც აგაკეთა განცხადება, რომ ის ელოდება მომდევნო 48 საათში ოფიციალურ შემოთავაზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაემგზავრება აფრიკაში და ჩაიშლება მოლაპარაკებებიც. წყარო: liverpoolfc.ru View the full article