planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
netgazeti - განხეთქილება “ქრისტიან-დემოკრატებში”
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
/get_img?NrArticle=2003&NrImage=2 ახალგაზრდული ორგანიზაციის 200 წევრი პარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს “მომავალ არჩევნებზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ `ქრისტიან-დემოკრატებმა” ნიაზ ზოსიძისა და ნუგზარ ფუტკარაძის სახით ვერ შეიყვანონ ვერც ერთი კანდიდატი ვერც ერთ საკანონმდებლო ორგანოში”, - ქდმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია ბათუმში თარგამაძის პარტიის ლიდერებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი გოგიტიძე სამი წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს: - "თავიდან ახალგაზრდულ ორგანიზაციაში 165 კაცი ვიყავით. შემდეგ ზოგიერთი განაწყენდა ლიდერების მხრიდან უაზრო დამოკიდებულებების გამო და დატოვა მოძრაობა. 80 კაცი დავრჩით, მაგრამ ვიყავით ის ძალა, რომელსაც შეეძლო რაღაც სიახლის შემოტანა. 75 წევრი ქობულეთში გვყავდა, წევრები გვყავდა ხელვაჩაურშიც. წინასაარჩევნოდ, 14 მაისს, ჩატარდა ახალგაზრდული ღონისძიება, რომელსაც გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლიაც ესწრებოდნენ. ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ, ნუგზარ ფუტკარაძე კი გვპირდებოდა, რომ თანხა ჩამოირიცხებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, გვატყუებდნენ. როცა შევახსენეთ მათ დანაპირები, ჯერ გვითხრეს, 1 ივლისამდე გვედროვებინა, შემდეგ კი ღონისძიება დაგვიწუნეს. გიორგი თარგამაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებისგან დამცირებას ვერ მოვითმენთ. ამის დასამტკიცებლად უამრავი დოკუმენტი გვაქვს. _ რა დოკუმენტები გაქვთ? _ ქობულეთზე 1700 ლიტრა საწვავი იყო გაფორმებული, რეალურად კი მოხმარებულია 1100 ლიტრა, 600 ლიტრა გაქრა. არავინ იცის, სად წავიდა, ეს მარტო ქობულეთთან მიმართებაში. როდესაც გიორგი თარგამაძე იმყოფებოდა ბათუმში, მისი თანდასწრებით ბატონი ნიაზი დაგვპირდა, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას 200 ლარი გვექნებოდა ტელეფონისთვის და იმისთვის, რომ ყოველდღიურად გვემუშავა პარტიისთვის. ეს დაფინანსება რვა თვის განმავლობაში არ მიგვიღია. _ პირადად ზოსიძესთან ან ფუტკარაძესთან თუ დასვით ეს საკითხი? _ ჩვენ არაერთი განცხადება გავუგზავნეთ ნუგზარ ფუტკარაძეს. როცა კატეგორიულად მოვითხოვეთ დაპირების შესრულება, იყო უდიერი დამოკიდებულება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კამათის დროს გასაღებების აცმის გამოქნევა, მუქარა, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ თუ რამეს გავბედავდით და ასე შემდეგ... მე არ მინდა ახლა ის სიტყვები გავიმეორო, რაც ჩვენ გვიწოდეს, შეურაცხყოფა იქნება იმ საზოგადოების, რომელიც ამას წაიკითხავს. გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ არც დამკვირვებლებს მისცეს ხელფასები _ 45 დამკვირვებელი ქობულეთში, შვიდი კი ბათუმში დარჩა უხელფასოდ. ყველა ერთად ვაპირებთ ჩივილს, ვიბრძოლოთ იმ საზღაურის მისაღებად, რაც ვიმუშავეთ. კიდევ ერთი ფაქტი: დავალებით ვმუშაობდით ხელმოწერებზე მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2000 ხელმოწერა შევაგროვეთ, მაგრამ დაპირებული ანაზღაურება არც ამ შემთხვევაში მოგვცეს. ჩვენი წერილობითი განცხადებები ამ საკითხებზე ნუგზარ ფუტკარაძესთან თაროზე დევს. შეიძლება ერთხელ მოიტყუო თავი, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ, როდესაც რწმუნდები, რომ გამოყენების ობიექტი ხარ, იძულებული ხდები და ტოვებ მოძრაობას. ჩვენთვის მარტივი არ არის ამის გაკეთება, _ სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ. _ რას ფიქრობთ, გიორგი თარგამაძემ არ იცის ამის შესახებ? _ 28 ივნისს მივწერე ბატონ გიორგის ამის შესახებ. მისგან მივიღე პასუხი, რომ ჰოლანდიაში იმყოფება და როდესაც დაბრუნდება, აუცილებლად გაარკვევს ყველაფერს. 15 დღე გავიდა და არავინ გამოგვხმაურებია, ჩვენ ამ ადამიანებთან უკვე შეუძლებლად მიგვაჩნია მუშაობა. ამიტომ სექტემბრიდან დავიწყებთ სერიოზულ პიარკამპანიას, რომ მომავალ არჩევნებზე აჭარაში "ქრისტიან-დემოკრატებმა" ვერც ერთი ადამიანი ვეღარ შეიყვანონ ვერსად. _ თქვენი განაწყენება მხოლოდ თანხას უკავშირდება თუ სხვა პრობლემებიც გქონდათ? _ ყველა ინტერვიუსა და დებატებზე წასვლის დროს გვაფრთხილებდნენ, რა უნდა გველაპარაკა, რა უნდა გვეთქვა, ეთერის დამთავრების შემდეგ კი გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, ასე არ უნდა გეთქვათო, როცა ჩვენს მოსაზრებას ვაფიქსირებდით. ფაქტობრივად, მათი იდეოლოგიის ქვეშ ვიყავით მოქცეული. ჩემი აზრით, ეს ადამიანები არიან რეგრესზე ორიენტირებულნი, მათთვის დემოკრატიული ფასეულობები და პრინციპები ძალიან უცხოა. ნიაზ ზოსიძის პასუხი "ყველაფერი სისულელეა, ვიღაცა სულელი და ავადმყოფი რაღაცას იტყვის და მე კომენტარი უნდა ვაკეთო?" _ ასეთია ნიაზ ზოსიძის პასუხი ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატების" ბრალდებებზე. ნიაზ ზოსიძე: საარჩევნო თანხებთან დაკავშირებით მე საქმის კურსში არა ვარ, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს ფონდს თბილისში, რომელიც შექმნილი იყო საარჩევნოდ, წინასწარ იყო გაწერილი, თუ რა როგორ უნდა დახარჯულიყო. მე როგორც ვიცი, წარმომადგენლებზე ხელფასები გაწერილია და მიიღეს კიდეც, შესაბამისად, ეს ფონდიც დახურულია. რაც შეეხება საწვავს _ ყველაფერი თბილისიდან იმართებოდა, ანუ საწვავიც იქედან გაიცემოდა. ანაზღაურებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების პრეტენზიები პირველად მესმის. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ირაკლი გოგიტიძე, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციაში იყო ჩვენთან, დაახლოებით 15-20 დღის წინ შემოვიდა და მითხრა, რომ მან უკვე არჩევანი გააკეთა, _ სხვა სამსახური ნახა, სადღაც უნდა ვიმღერო და თქვენგან მივდივარო. მე მომწონს მისი არჩევანი, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, სადაც იქნება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. _ ისინი ამბობენ, რომ არაერთხელ მოუმართავთ ანაზღაურების თაობაზე წერილობით, თუნდაც მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვების შემდეგ. _ დიახ, განცხადებები იწერებოდა თანხის მოთხოვნით, მაგრამ მაგას ან მოგცემენ, ან არ მოგცემენ, რა პრობლემაა? რასაც თქვენ მელაპარაკებით, ეს ყველაფერი სისულელეა და მინდა ასე დაწეროთ. _ მართალია, რომ ანზორ თხილაიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ქეიფი მოაწყვეთ? _ პირველად მესმის, ეს ყველაფერი აბსურდი და მონაჩმახია, მე ამ ქეიფზე არ ვყოფილვარ. თხილაიშვილი ჩვენი მეგობარია. _ კიდევ ერთ ბრალდებას გიყენებენ, რომ ქობულეთელების მიმართ პარტიის ლიდერებს, თქვენ და ნუგზარ ფუტკარაძეს ცინიკური დამოკიდებულება გაქვთ. _ მე არ ვყოფ ადამიანებს ქობულეთელებად და სხვებად. არაფერი არ ვიცი, უნდა მოსულიყვნენ ჩემთან და ეთქვათ. ვიღაცამ რომ მითხრას ქაჯი ხარო, მე უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ ქაჯი? _ და თქვენი აზრით, რაში დასჭირდათ ახალგაზრდებს ამ ყველაფრის გამოგონება? _ არ ვიცი, რაში დასჭირდათ. ნუგზარ ფუტკარაძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია): _ არანაირი შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. პირიქით, ირაკლიმ მადლობა გადამიხადა წასვლის დროს. მას ჰქონდა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ეს არ იყო დაფინანსებადი საქმიანობა. თქვენც შეგიძლიათ მოიკითხოთ, თუ აქვს რომელიმე პარტიას დაფინანსება ამ კუთხით. რაც შეეხება საწვავის თანხებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, მთავარი ფონდი თბილისშია და იქ ხდება გადაანგარიშება. მეორეც, ქობულეთის ორგანიზაციაზე იმდენი იყო გამოყოფილი, რამდენიც ერთად აღებული ბათუმსა და ხელვაჩაურზე, რადგან ჩვენ ამ ორგანიზაციასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. _ რა განსაკუთრებული დამოკიდებულება? _ რიცხობრივი თვალსაზრისით, იქ ძალიან ბევრი ამომრჩეველი გვყავს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. დიახ, განცხადებებით მომმართეს, მაგრამ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობისთვის დაფინანსება არ გვქონია და მე როგორ გადავუხდიდი, თუ რამეს ჩემი ჯიბიდან მივცემდი, ეს იყო. მივეცი კიდეც ერთხელ და ვურჩიე, თბილისში წასულიყო და გაერკვია, იყო თუ არა მათთვის თანხები გამოყოფილი. მგონი ჩავიდა კიდეც. _ ირაკლი გოგიტიძე ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვის დროს თქვენ მათ შეურაცხყოფა მიაყენეთ... _ რა გასაღებების სროლაზე გაქვთ საუბარი? ჩემი შვილის ტოლა ადამიანს ამას როგორ ვაკადრებდი. ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ აღარ სურდა ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება და რაიმე კარგი ანაზღაურებადი სამუშაო იშოვნა, შეეძლო წასულიყო. აქ კი საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა ემუშავათ და მიეღოთ გამოცდილება, ირაკლი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი გვყავდა წარდგენილი. _ რაც შეეხება ქობულეთელებთან დამოკიდებულებას… _ თხილაიშვილის წასვლა არ გაგვხარებია და არც ქეიფი მოგვიწყვია, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. უბრალოდ, მისი მსოფლმხედველობა განსხვავდებოდა ჩვენი მოსაზრებებისაგან. რაც შეეხება ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეს, ის ყოველთვის თავის თანატოლებს ეპატიჟება, შესაძლოა ირაკლიც იმყოფებოდა ჩვენს აპარატთან ერთად, არ ვიცი, მე მაშინ იქ არ ვიყავი. სრული ინფო(netgazeti.ge) -
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/gomelauri_medium.jpg "ვიტ ჯორჯიას" გუშინდელ ვარჯიშზე გიორგი ბერიაშვილთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბარს ვერ ავცდებოდით, მით უფრო, რომ ფეხბურთელისგან განსხვავებით, მწვრთნელმა ინცინდენტზე საუბარი ისურვა. გელა გომელაურს უკრაინაში მომხდარის გარდა, ცხადია, "ბანიკთან" მატჩზეც ველაპარაკეთ. სრულად იხილეთ
-
რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები ზეწოლის ქვეშ მუშაობენ, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციამ მოკლული უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე განცხადება გაავრცელა. რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელობის ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს. "ნატალია ესტემიროვას მკვლელობა ნათელჰყოფს რეალურ საფრთხეს, რომელიც ემუქრება რუსეთში მოქმედ სახალხო დამცველებს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. უფლებადამცველებმა უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მნიშვნელოვანი სამუშაო შიშისა და ზეწოლის გარეშე,"-აცხადებს Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დიუკვორთმა. ნატალია ესტემიროვას მკვლელობამდე, მოსკოველი სტანისლავ მარკეროვისა და ჟურნალისტ ანასტაცია ბაბუროვას (2009), 2006 წელს კი ანასტასია პოლიტკოვსკაია მოკლეს. "ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად რომ ნატალია ესტემიროვას მკვლელობის ეფექტური, დროული და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს"- აცხადებს ნიკოლა დიუკვორთი. ნატალია ესტემიროვა ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "მემორიალში" მუშაობდა. 2009 წლის 15 ივლისს იგი გროზნოდან გაიტაცეს და ინუშეთის საზღვართან ტყვიებისგან დაცხრილული იპოვეს. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. The New York Times-ის ინფორმაციით, 2010 წლის 25 იანვარს ესტემიროვას მკვლელობის მთავარმა გამომიებელმა იგორ სობოლმა განაცხადა, რომ უფლებადამცველის მკვლელის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა, არავინ დაუპატიმრებიათ. Amnesty International-ი თავის განცხადებაში ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას იხსენებს: "ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვი, რომელმაც 2009 წლის აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში ესტემიროვა მოიხსენია «ქალი სირცხვილისა და პატიოსნების გარეშე», 2010 წლის 3 ივნისს ამტკიდებდა, რომ «მემორიალის» წევრები მოღალატეები და დასავლეთის ინტერესების გამტარებლები იყვნენ." "პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისთვის ნატალია ესტემიროვასა და მისი კოლეგების მკვლელობების გამოძიება პრიორიტეტული უნდა იყოს. ეს იქნება ნათელი დადასტურება იმისა, რომ თავდასხმა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, დამოუკიდებელ ადვოკატებსა და ჟურნალისტებზე, არ იქნება შეწყნარებული,"- ასრულებს თავის განცხადებას ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. Amnesty International-ი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში 2,8 მილიონი წევრი და მხარდამჭერი ჰყავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/bernard-kouchner1-150x150.jpgსაფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ბერნარ კუშნერს, ავლაბარში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში ელოდებიან. შეხვედრა, სავარაუდოდ რეზიდენციაში 12:30 წუთზე დაიწყება. რაც შეეხება თემას, სააკაშვილი კუშნერთან რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეუხებლობაზე ისაუბრებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/kouch1-150x150.jpgკუშნერის განცხადებით, მას აქვს სურვილი საქართველოში დაბრუნდეს და აქ დაისვენოს და ის ხათუნა კალმახელიძესთან სიამოვნებით გაატარებდა არდადეგებს. ევროპის სახლში დღეს გამართულ შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძეს შეკითხვაზე კუშნერმა სწორედ ასე უპასუხა. ,,თქვენ ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება რაც ძალიან მნიშვენლოვანია. ევროპაში ძლიერი ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც ვებრძვით. მე მაქვს სურვილი საქართველოში კვლავ დავბრუნდე და აქ დავისვენო”,- გაანცხადა კუშნერმა. იხილეთ epn.ge
-
http://4put.ru/pictures/max/36/113500.jpg საშინაო და საგარეო ფორემების ანონსის შემდეგ, Daily Mail ჩქარობს პირველმა მოახდინოს ”ლივერპულის” ალტერნატიული ფორმების დემონსტრირება…http://4put.ru/pictures/max/36/113502.jpg ოფიციალურად მესამე კომპლექტი არ არის წარდგენილი, მაგრამ გუნდის გულშემატკივრებმა უკვე მოასწრეს მისი გაცნობა და თავისი განაჩენის გამოტანა. მაგალითად ფანებს ძალიან მოეწონათ,ის თუ როგორ გამოსახეს Adidas -ის დიზაინერებმა ”ლივერპულის” ემბლემა ახალ მაისურებზე, ასევე დადებითად განეწყვნენ იდეაზე დაამზადონ ახალი ფორმები ClimaСool ის და TechFit.- ის ტექნოლოგიებით. TechFit კომპანია უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს კუნთების ოპტიმალური დაცვისათვის, რაც ეხმარება სპორტსმოენს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე და მისი ფიზიკური კონდიცია თამაშის დროს. კომპლექტის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ფორმას არ აქვს უწინდელი ნაკერები, მასზე ნაკერები დადებულია ლაზერული სხივებით. იმის გათავალისწინებით თუ როგორ წარუმატებლად გამოდიოდა გასულ სეზონში გუნდი მუქ ფორმებში, სურვილი ჩნდება, რომ ახალმა ფორმებმა წარმატება მოუტანოს ”ლივერპულს”. View the full article
-
კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან გვარად კლაუსთან. ”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ." ეს მაგალითი კუშნერმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო დარეგულირებას მიუძღვნა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ”ევროპის სახლში” ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას ის საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განახლების აუცილებლობას. შეხვედრის დასაწყისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგადი საუბრები ევროკავშირის შესახებ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვით ჩანაცვლდა: გაჩნდებოდა თუ არა ფრანგულ დოკუმეტაციაში სიტყვა ”ოკუპაცია”, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განხორციელებული ქმედების აღსანიშნავად. ამ კითხვას კუშნერმა ორივეჯერ თავი აარიდა და პასუხად ხაზი გაუსვა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობას. ”ჩემი აზრით, საქართველომ პირდაპირ უნდა აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. თუმცა, საბოლოოდ, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია”, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაგალითად მან რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობები მოიყვანა, როდესაც კატინის შემთხვევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა, მაგრამ შემდგომ ეს ურთიერთობა დარეგულირდა. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი თავის საქმეს გააგრძლებს. ”ჩვენ არ გადავდებთ ამ დოკუმენტს. თუმცა, ორი წელი ძალიან ცოტაა - უნდა მოითმინოთ.” კუშნერმა საქართველოს ევრიკავშირში შესაძლო გაერთიანება ეჭვის ქვეშ დააყენა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ირღვევა ადამიანის უფლებები და ეკონომიკური საკითხებია დასარეგულირებელი. ”ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის უფლებაც კი ირღვევა, ვერ შევა ევროკავშირში”, - აღნიშნა კუშნერმა. ” მე არ მითქვამს, რომ თქვენ ევროკავშირში შეხვალთ. ევროკავშირი ისედაც დიდია - უკვე 27 წევრი ჰყავს და 34-მე მეტი წევრი ვერ ეყოლება. თუმცა, მე მივესალმები თქვენს სწრაფვას მისკენ. მაგრამ გაქვთ მოვალეობებიც. მე, რა თქმა უნდა, გამხნევებთ.” თუმცა კუშნერმა მახრდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროკავშირთან "ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან" დაკავშირებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთანხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება დღეს გაიმართება. დოკუმენტი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას’’. ,,ასოცირების შესახებ ხელშეკრულება’’ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dimitri-lortqifanidze1-150x150.jpgრა ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის დეპუტატი რა როგორ აფასებს ის პოლიტიკურ პროცესებს - ნახეთ ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/lortqifanidze.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/aliaw.bmp2 ივლისისი საკრებულოს სხდომა და ზედმეტად აგრესიული თამჯდომარე არა დეპუტატების არამედ მედიის მისამართით. რამ გააღიზიანა ამირან ხვადაგიანი და როგორი პასუხი გასცა ჟურნალისტს იმ სტატიის მომზადებისთვის, რომელიც მის ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა. ამირან ხვადაგიანის ბიბლიის ენით საუბარი და გაზეთ ,,ალიას” პასუხი 2 მოწვევის საკრებულოს თამჯდომარეს, ნახეთ თამარ კვარაცხელაის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/xvadagian.jpg itvს ლინკი
-
ძაან სასაცილო პაროდია ფილმზე ეკლიპსი ახალი მთვარე ძაან საშისი კინოს ბშემქმნელებისგან. უყურეთ მაგრა იხალისებთ View the full article
-
Mercedes Benz CLS V12 Burnout http://alo.ge/site/engine/data/emoticons/am.gif View the full article
-
შემსრულებელი: The Game ალბომის სახელწოდება: L.A.X გამოშვების თარიღი: August 22. 2008 ჟანრი: [b]Westcoast Rap ხარისხი: Mp3 CBR ბიტრეიდი: 320 KBPS ლეიბლი: Geffen Records ალბომის პროდიუსერები: Ervin "EP" Pope, J.R Rotem, Jelly Roll, Cool&Dre, Nottz, DJ Toomp, Scott Storch, 1500 or Nothin, Kanye West, Travis Barker, DJ Quik, Hi-Tek, Irv Gotti, Tre Beatz. ალბომის სტუმრები: Reakwon, Nas, Ludacris, Ne-Yo, DMX, Ice Cube, Lil Wayne, Common, Keyshia Cole, Travis Barker, Bilal , Raheem Devaughn სიმღერების რაოდენობა: 23 With Bonus Tracks ფაილის ზომა: 230 MB[/b] + Bonus Tracks View the full article