-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
ამათი (კოლმეურნეობის თავმჯდომარის გავარს და სახელს არ გეტყვით) ლოგიკით საქართველოში პოლიტიკა პრივატიზებულია და არავის აქვს უფლება გაირიოს პოლიტიკას.
-
ვინ რომელ კომპანიაში ხართ დაზღვეული და სად ჯობია?
giauridia replied to ბუბუ's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოში სამედიცინო დაზღვევა აფიორაა -
FRIDRIX გეთანხმები ჭკვიანი კაცია. ლოგიკურად ასეა (თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ ხარ ასეთი ღარიბი /ანდაზა/). მაგალითად ბენდუქიძეც (საქართველოს N1 ეკონომიკის რეფორმატორი) რუსეთში გამდიდრდა, მაგრამ სხვა ქართველებისაგან განსხვავებით ერთი თეთრიც არ დაუხარჯია ქველმოქმედებაზე.gendolf ბენდუქიძეც რუსეთში გამდიდრდა და კობა ნაყოფიაც, აბა თქვი ვის გვანან?
-
უნიჭიერესი კაცია, უძლიერესი ტიპ-მენეჯერია. ესეც მისი პოეზია
-
Saturn იყო არის და ყოველთის ექნება მცდელობა იყოს და ეს დისკუსიას არ ექვემდებარება.
-
ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და ვინ დათვლის კიდევ რამდენია მშობლიური ხელისუფლებიდან ამოფურჩქნილი ვარდი და კიდევ რამდენი ამოიფურჩქნება. ხელისუფლებიდან გადასული "ოპოზიციაში" ბევრი მინახია და ხელისუფლებაში გადასული "ოპოზიციაც" (ედპ, ვითომ ქრისტიან - ვითომ დემოკრატები, თორთლაძე, ბაღათურია მე თვითონ თუ ჩვენ თვითონ რომ არის ცხრა ნომერ კოლმეურნეს რომ გავს დამავიწყდა მისი გვარი და ა.შ.)
-
ნოდარ ნათაძე: ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური გვამია
giauridia replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თვითონ ნათაძე 25 წლის წინაც პოლიტიკური გვამი იყო. -
თბილისის მერიის „დახმარებები“ „კომედიანტებისთვის“
giauridia replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ ფრიდრიხს სასწრაფოდ გაუორმაგდეს რეპუტაცია , მგონი რაღაც ხდება -
ახალმა შრომითმა კოდექსმა დააკანონა და ლეგალური გახადა მონური შრომა. ავადსახსენებულ სსრკ-ში არ არსებობდა მექანიზმი იმისა, რომ მუშაკი გაგენთავისუფლებინა სამსახურიდან. Siknadmo მართალს იძახი
-
რისთვის დააკავეს შორენა ხანგოშვილი?
giauridia replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX შსს ეს მეთოდი საზოგადოებისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი. როდესაც არ არის სხვა საფეძველი იყენებენ ზემოაღშნულ მეთიდს, შემდეგ კი უნდა უმტკიცო, რომ არ ხარ აქლემი, რასაც ვერ დაამტკიცებ. შენთვისაც ეს კარგადაა ცნობილი. -
FRIDRIX კარგად მიწყობილხარ
-
სააკაშვილის სპეც-სამსახურები ირაკლი ალასანიას მოკლავენ?!
giauridia replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=duUiblBLFBo http://www.youtube.com/watch?v=HmGoKg5jz0A -
FRIDRIX ფრიდრიხ - არ მჯერა. მყავს ბევრი ძალოვანი ნაცნობი და მეგობარიც. მათი მე არ მჯერა. თქვენ გაქვთ სპეციფიური, პროფესიული აზროვნების ფორმა და აქედანაც გამომდინარეობს ჩემი დამოკიდებულება ასეთი ხალხის მიმართ. როდის ამბობენ ტყუილს და როდის სიმართლეს ბევრისათვის გაუგებარია, ჩემთვის კი ნათელია.
-
მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს
giauridia replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
[b]mtidan[/b] [quote name='mtidan' date='Today, 09:37 AM' timestamp='1316151421' post='426458'] სჯობდა მესაკუთრე დაერბია [/quote] ამაში გეთანხმები. ფრიდრიხს ვერ გაუგია, რომ მუშასაც აქვს საკუთრება, მისი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების სახით, ამ პროდუქტს ის ყიდის, დამქირავებელმა კი ის ამუშავა ამაში მიიღო მოგება და მუშაკს გასამრჯელოს არ აძლევს, გამოდის რომ დამქირავებელი ყაჩაღია და დასარბევი დამქირავებელი ყოფილა. -
FRIDRIX ამ ფულით (108 ათასი) გავაკეთებდი 2000 კვ.მ. სათბურს თავისი გათბობითა და უახლესი სარწყავი სისტემით. აქვე დასაქმდებოდა 10-12 ადამიანი. 18 თთვის შემდეგ სათბური უკვე სუფთა მოგებაზე გადავიდოდა. ხოლო იმ სუბიექტისათვის გადაადგილების საშუალებად საშუალო კლასის მანქანას შეურჩევდი, ან კალხოზნიკს (უაზიკი) კარგი გამავლობა აქვს. არა უშავს რადიკულიტს არ დამართავდა. ხომ გეუბნებოდი ფრიდრიხ სხის ხარჯზე იქნება თქო, ხალხის კმაყოფაზე. ნუ აზიზღებთ თავს ადამიანებს, ნახევარი საქართველო სიღარიბის ზღვარის ქვემოთ არის. შენ კი რომელიც არაფერს აწარმოებ და არ ქმნი ჯამაგირი მინიმუმ 1200 ლარი გაქვს.
-
მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს
giauridia replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX საქართველოში არსებული შრომის კოდექსი არის დისკრიმინაციული და აკანონებს მონურ შრომას. აფრიკის და ლათინური ამერიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნების კანონების შესადარია. ეს კი თავშივე კლავს შრომის ნაყოფიერების ზრდას. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, თუ რატომ აიყვანა ამ საზოგადოებამ უმაღლეს რანგში ტყისმჭრელი ლინკოლნი, ადამიანი, რომელმაც შემდგომში თქვა: ”შრომა კაპიტალის წინაპირობაა და არ არის მასზე დამოკიდებული. კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და ვერასოდეს იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო. შრომა კაპიტალზე უფრო მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს.” ფრიდრიხ ნუ ჩაგრავთ მშრომელ ხალხს, ნუ ართმევთ მათ ბოლო ლუკმას, მათ მიერ შექმნილი დოვლათით იკვებები შენ და მთელი სახელმწიფო აპარატი. -
kisa ჯიგარი ხარ კისა, როგორ მიმეშველები ხოლმე. ეხლა სად წავა ფრიდრიხი, ნეტავ რა პასუხს მოგვწერს. ერთი უნდა წავაკითხოთ ჯორჯ ორუელი.
-
-
FRIDRIX http://www.youtube.com/watch?v=vDljWQivwY8 FRIDRIX ასეთი პეტრუშკის არ მჯერა
-
FRIDRIX პირობა არის ერთი - ნორმალურ ხალხს შრომაში ხელს ნუ უშლიან!!! გეხსომება ალბათ, ვინც გუბერნატორი დანიშნეს ყველამ კარგად იხეირა ადგილობრივების ხარჯზე, ზოგი კი აშკარა პარაზიტი იყო. არ არის გამორიცხული, რომ ეს სუბიექტიც დაიწყებს სხვისი ქონების მითვისებას და ბიუჯეტის ფლანგვას.
-
FRIDRIX ი. კანტმა ერთხელ ბრძანა, მე არ მაინტერესებსო, ადამიანი როგორ არის ჩაცმულიო, რა განათლება აქვსო ან რას ლაპარაკობსო, ჩემთვის მნიშვნელოივანი არისო რა გარემოცვაში არისო და რა ურთიერთობა აქვს მაგათთანო. შესაბამისად ამ სუბიექტს ტატიშვილს კანტის ზნეობაც რომ ქონდეს, უკვე წინასწარ გასაგებია რას წარმოადგენს და რასაც მოიმოქმედებს.
-
FRIDRIX თომას ჰობსმა სახელმწიფოს ჩამოყალიბების თეორიას საფუძვლად დაუდო ადამიანის ბუნებაზე მაკიაველის გარკვეული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები “ . . . არიან უმადურნი, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი”. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ხალხი მორჩილებაში იყოს, აუცილებელია . . . სასჯელის შიში, რომელიც გამუდმებით ემუქრებათ მათ”. ჰობსისათვის ადამიანი არა მხოლოდ ასოციალური, არამედ ინსტინქტებს აყოლილი არსებაა. ჰობსს არ უნდა ადამიანში მეორე, ამაღლებული მხარე დაინახოს. დაინახოს ის, რომ ადამიანს სოციუმში ცხოვრების აუცილებელი თვისება ბუნებით დაჰყვება და ხშირად მისი მხრიდან სხვისთვის თავგანწირვის მოწმენიც ვხდებით. და ესეც ცხადად გამოსახული რეალობაა! ჰობსი ადამიანში იდეალურ საწყისებს პრინციპულად გამორიცხავს. არისტოტელეს შემოქმედებაში კი ადამიანში იდეალურის ძიებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანი მკვეთრად გამოსახული ინდივიდუალობაა. მასში როგორც მატერიალისტური, ასევე იდეალისტური საწყისებია. ზოგადად, ადამიანის არსის გააზრება ჯერ კიდევ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია). დასკვნა: არისტოტელეს შემოქმედებაში სიკეთესთან, საზოგადოების ჩამოყალიბებასთან, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებასთან მიმართებაში კონკრეტული ადამიანის როლი უნივერსალურადაა წარმოდგენილი. არისტოტელეს ადამიანი უფრო რეალურია, ვიდრე თ. ჰობსის საწერ მაგიდასთან მოგონილი, მხოლოდ ნეგატიური თვისებებით გაჟღენთილი. ჰობსის სახელმწიფო ვერ ასრულებს მთავარ მოთხოვნას _ აქციოს ადამიანი უფრო უკეთეს სოციალურ არსებად, ვიდრე არის. არისტოტელეს მთელი შემოქმედება კი ამ მთავარ მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხებზე რამდენადაც მისაღებია არისტოტელეს შეხედულებები, იმდენად მიუღებელია თ. ჰობსის მოსაზრებები.
-
FRIDRIX ყველა პოლიციელი ასე თვლის, რათა გაიმართლოს თავი, მაგრამ მე და ჩემნაირები, ვინც გიხდის ჯამაგირს ასე არ ვთვლი. მჩაგრავს უსამართლობის გრძნობა!!! სამწუხაროა, რომ იჯერებ და საუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც შენთვის და შენი პირადი კეთილდღეობისათვის არის სასურველი. არცერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რა ძალოვანი შემადგენლობა, რა უახლესი საშუალებებიც უნდა გააჩნდეს მას შეირაღებაში, რა მასმედიასაც უნდა ფლობდეს, რა თანხებიც უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, თუ არა აქვს მთავარი: ავტორიტეტი, სიკეთე, ზნეობა.
-
FRIDRIX კარგია, როდესაც არ არის დანაშაული. მაგრამ ცუდია პოლიციელი იცავს ხელისუფალს და არა მოქალაქეს.