Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. პრესაგე.ტვ ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას: "თავისუფლების ცენტრი": პოლიციელი, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ბიწაძის ესკორტს ემსხვერპლა, არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობს 16:52 27.05.2011 "ჯი-ეიჩ-ენი" არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის" მტკიცებით, 26 მაისის ღამეს თბილისის პროზექტურაში ვლადიმერ მასურაშვილის სახელის და გვარის ადამიანი არ მიუყვანიათ. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ჯიხვაშვილმა განუცხადა, მან შსს-ის მიერ პოლიციელის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პროზექტურაში თავად გადაამოწმა. „პროზექტურაში მითხრეს, რომ 26 მაისის ღამეს, აქციის დარბევის შედეგად იქ რუსთაველის გამზირიდან მიყვანილ იქნა ორი ცხედარი: ცხადაძისა და მოსულიშვილის", - განმარტა „თავისუფლების ცენტრის" ხელმძღვანელმა. მისივე მტკიცებით, პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, აქციის დარბევის ღამეს, ბადრი ბიწაძის ესკორტის მანქანამ იმსხვერპლა, ამ დროისთვის ე.წ. არამიანცის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „მართალია მასურაშვილი მძიმედაა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მაგრამ „ცოცხლად" ირიცხება", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ცენტრმა დღეს მომიტინგეთა არასანქცირებული მიტინგის დარბევისას დაშავებულ ადამიანთა სია და იმ საავადმყოფოთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ისინი მკურნალობას გადიან. მათ შორის ვლადიმერ მასურაშვილის სახელი და გვარიც მოხვდა, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
  2. ვერ ვგებულობ, ეს ქალი ამდენი ხანი პარლამენტს თავმჯდომარეობდა, იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც, თავიდან რატომ არ იყო ცნობილი რომ ის პროკრემლურია?
  3. kisa ინჟინერი ვარ, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული იურიდიულ ფილოსოფიაში. ზოგადად, სამართლის საფუძველია ადამიანის თავისუფლება და ისეთი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელიც მის თავისუფლებას ხელყოფისაგან ეფექტურად დაიცავს. პლატონი ეთანხმება სოკრატეს: სიმართლე და კანონი არსით ერთი და იგივე უნდა იყოს, რადგან მათ საფუძვლად ღვთაებრივ (იდეალური) საწყისი უნდა დაედოს. დემოკრატია, თუ მასში რაღაც არაა განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, თავისუფლებით უცილობლად თვრება და ის მის საწინააღმდეგოში გარდაიქმნება. “კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.
  4. machkatela ყველა ჭეშმარიტი მსოფლიო ისტორიული მოვლენა ხდება ორჯერ: პირველად უდიადესი ტრაგედიის სახით, მეორედ - როგორც საცოდავი ფარსი. /გ.ჰეგელი/ ანუ ტრაგედია უკვე მოხდა, დანარჩენი ფარსია. ასეთი მსხვერპლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ვიგინდარას, ვისაც არ ეზარება.
  5. რომელია აქ სატურნი, წინა პლანზე თუ უკანა პლანზე?
  6. ხოდა ჩემო დაონკარედო ზემოაღნიშნულით ალბერტამ (აინშტაინმა) შემოუთვალა ჩვენს ოპოზიციას, თუ გინდათ მოხვიდეთ ხელისუფლებაშიო იმ მეთოდებით რაც თქვენ გაქვთო 100 წელი რომ იხტუნაოთო მაინც ვერაფერს გახდებითი, ამიტომ მე დამიჯერებთო და ჯერ გაარკვიეთო ადამიანის სოციალური არსი და საერთოდ რა სჭირდება მათო, შემდეგ ჩამოაყალიბეო ამის საფუძველზე ზნეობრივი იერარქიაო, და შემდეგ აუცილებლად უთხარიო რა მეთოდით აპირებთო ხელისუფლებაშიო და ხელისუფლებაში ყოფნის მიზანიო. არ დაგავიწყდეთო მთავარიო ყველაფერი ეს უნდა ემსახურებოდეს ადამიანის კეთილდღეობასო ანუ უნდა დაარწმუნო რომ ადამიანები მათთვის არის მიზანი და არა საშუალება. ამის შემდეგ ყველა გაგიღებს კერებსო და გეტყვის ანტრე ბატონო. ხოლო როდესაც მასები იწყებენ ფიქრს, რაღაც უბედურება დატრიალდებაო. ვილტერმა თქვა
  7. Saturn კლასიკური (ნიუტონის ფიზიკის) ფიზიკის თანახმად ეგრეა, მაგრამ დღეს კაცობრიობა დგას ბუნების ფუნდამენტალური კანონების აღმოჩენის ზღვარზე (კვანტურ ფიზიკაში). იქ დღევანდელი ფიზიკა წყვეტს არსებობას და იწყება ახალი თვისობრივად სხვა (კვანტური, ნახტომისებრი) ბუნების კანონები. კაცობრობის განვითარება (ბუნების კანონზომიერების გაგება) გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს განვითარებას. არის ახალი მეცნიერება სინერგეტიკა (ილია პრიგოჟინი, არ გეგონოთ რუსი, ბელგიელია, ის უკვე მოინათლა მე 20 საუკუნის ნიუტონად) ის ხსნის რა იყო, რა არის და რა იქნება. ეს თვითორგანიზების სისტემები პრინციპებია. სინერგეტიკაში არის ყველა მეცნიერებების გაერთიანების მცდელობა. თუ მოხერხდა და ეს სისტემა დაინერგა საქართველოში ავტომატურად დედამიწის ჭიპი გავხდებით (столица перейдет в Васюки). პატრიარქმა თავის ქადაგებებში რამოდენიმეჯერ ახსენა სინერგია, მაგრამ არ ვიცი რა მნიშვნელობა ქონდა მხედველობაში. როდესაც გაზაფხული მოდის ყველა ია ერთდრდროულად აყვავილდება. /იანუშ ბოიაი, არაევკლიდური (სივრცის, და არა სიბრტყის) გეომეტრიის ავტორი/
  8. DonCaredo სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება E = mc2 ძალაში რჩება. მაგრამ მისი გონების ძიების მთავარი ეს არ იყო. მან ვერანაირად ვერ დაამტკიცა ფარდობითობის ზოგადი თეორია, ვინაიდან მცდარი გზით წავიდა, ნილს ბორი რომ არ ყოფილიყო უეჭველად ჩიხში შეგვიყვანდა.
  9. ორი "ღირსეული" სუბიექტის ინტელექტუალური დიალოგი (ერთი ვითომ დაზარალებული, მეორე ვითომ მოძალადე ან პირიქით). უკვე აშკარად ჩანს, რომ ორივე მხრიდან დაძაბული სიტუაციის შესაქმნელად ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ ორ მაჩხუბარს შორის მტყუანი ისაა ვინც უფრო ჭკვიანია.
  10. babuagiorgi ეს მე არ მითქვია, ეს ალბერტამ თქვა აინშტაინმა შემოგვითვალა. ვოლტერმა კი მითხრა - "თუ მასები დაიწყებენ ფიქრს, ყველაფერი დაიღუპება"ო
  11. babuagiorgi როდესაც გარკვეულ აზროვნების დონეზე პრობლემა წარმოიშვება, იმავე აზროვნების დონეზე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, აუცილებელია აზროვნების ამაღლებულ დონეზე გადასვლა და ამ პრობლემის ამაღლებული დონიდან გადაწყვეტა. შესაბამისად, გაუაზრებელ საზოგადოებაში არსებული ზნეობის დონის ამაღლება ამავე აზროვნების დონიდან შეუძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამაღლებული განვითარებისა და ზნეობის დონიდანაა შესაძლებელი. თუმცა, თუ საზოგადოების ნაწილი არსებულზე ამაღლებული დონის შექმნას, სისტემის თვისობრივ ცვლილებას შეძლებს, მაშინ ამ დონის შესაბამის რიტმს უკვე ხელეწიფება უკიდურესად დაქვეითებული ზნეობის მქონე სუბიექტშიც კი ამაღლება გამოიწვიოს.
  12. Saturn ვინც ხმებს დაითვლის ის მოიგებს "თავისუფალ" და "სამართლიან" არჩევნებს.
  13. რომ არ მჯერა მინაშვილის, ხვალ გემოვა კუბლაშვილი მთლა ეგრე კი არა ეგრეაო. "კაროჩე" არ მჯერა მე მათი. :bushti:
  14. მოკლედ გეგმა არის ასეთი: ჯერ დაცხებს არტილერია (ისიც დალნაბოინი, გრადების ჩათვლით), შემდეგ გადაუფრენს სამხედრო ავიაცია (უჩინმაჩინის თვითმფრინავები რომაა სტელტსები) დააყრის ვაკუუმურ ბომბებს, ფლანგებიდან შეუტევენ ტანკები და ბეტეერები, ტელევიზიასთან მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე გამოჩნდნენ სტრატეგიული წყალქვეშა ნავები, მტკვარში კი ავიამზიდი. (ვხუმრობ, მართალი არ გეგონოთ)
  15. DonCaredo მანამდე შენ თავი არ აგტკივდეს GeoStream ისინი იჯერებენ და ამბობენ იმას რაც მასთთვის სასურველია.
  16. Saturn ადამიანს სინდისი რომ არ ქონდეს, ადამიანსა და მაგალითად გოჭს ან ნიანგს შორის ტოლობის ნიშანი იქნებოდა. ჩემთვის მაგალითია ავრაამ ლინკოლნი, რომელიც ტრაბოხობდა რომ მან მტერი გაანადგურა. შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა, უპასუხა, რომ მტრები გადმოიბირა და მათგან მისი მოყვარეები შექმნა. ჩვენთან კი სამწუხაროდ პირიქით ხდება. საზოგადოებამ ტყის მჭრელი ლინკოლნი აიყვანა უმაღლეს რანგში, რომელმაც შემდეგში თქვა "შრომა კაპიტალის წინაპირობაა და არ არის მასზე დამოკიდებული, კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და არის მასზე დამოკიდებული. კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და ვერასოდეს იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო. შრომა კაპიტალზე მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს." დაუკვირდი. უძლიერესი სახელმწიფოს აშშ-ს სიმძლავრეს თავიდან საფუძველს უყრის 4 უდიდესი პრეზიდენტი, რომლებიც იყვნენ გამოსული საშუალო ფენიდან და ყველა იყო მშრომელი, ტყის მჭრელი ტოპოგრაფიის მუშა და ა.შ., თვითონ რეიგანიც საშუალო დონის მსახიობი იყო. რა თქმა უნდა მის წინაშე მეც ვიხდი ქუდს.
  17. Saturn არავინ არ მოგწონს? ნიცშე საერთოდ ყველაზე უკმაყოფილო იყო, მაგრამ მერე როგორც გავერკვიე მარტო უკმაყოფილება ყოფილა პროგრესის მამოძრავებელი ძალა. გეხვეწები მითხარი ვინ მოგწონს. იქნებ მეც იგივე პოლიტიკური გემოვნება მაქვს
  18. ვერაფერი ვერ გავიგე, ან ნინომ გერეკა ან კორესპონდენტმა ან ხაკერების ნაჩალიჩარია.
  19. Saturn ეგ უკვე სხვა საქმეა, ბოლო წინადადება მოსაწონია.
  20. Saturn ნახევარი საქართველო საზღვარგარეთ არის გადაკარგული სამუშაოდ. აქ პირობები რომ ქონდეს არ წავიდოდა დასაკარგავში და არ დაინგრეოდა ამდენი ოჯახი. უცხოელებს კი კარგ, სასათბურე პირობებს ვთავაზობთ, იმიტომაც ჩამოდიან, და არა იმიტომ რომ ჩვენ მუშაობის ჭკუა და უნარი არ გვაქვს. შედეგად ვღებულობთ გამოფიტულ საზოგადოებას, უსამართლობას და ხალხის გულისწყრომას.
  21. DonCaredo ცოტათი რთული განმარტებაა მაგრამ მაინც შემოგთავაზებ იურიდიული ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენლის განმარტებას: “კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.
  22. Saturn ეგრეა, დიალექტიკაა, კანონზომიერება ეგეთი. შემდეგ ეს ალი 70 წელი ანათებდა
  23. რიგ შემთხვევაში პატარა თოვლის გუნდა შესაძლებელია ზვავად გადაიქცეს. :volk:
  24. Saturn სასულიერო და საერო საქმიანობა ერთმანეთთან კოლიზიაში არ მოდის, პატარა მიზეზის გამო, კომპეტენციაა სხვადასხვა.
×
×
  • შექმენი...