GeoStream “რაოდენ სამართლიანად და ზომიერადაც უნდა მოგეჩვენოთ, როდესაც ყველაფერს ხალხი წყეტს, აქ თვით თანაბრობა მაინც არასამართლიანია, რადგან ამ დროს საზოგადოებაში გონებრივი და ზნეობრივი იერარქია გათვალისწინებული არ არის. დემოკრატიის არსში არ არის ჩადებული საზოგადოების განვითარების სრულყოფილი მექანიზმი და რაც უფრო დაქვეითებულია საზოგადოებაში სოციალური აზროვნება, მით უფრო დამანგრეველია მისგან გამომდინარე შედეგი. კენეტ ეროუს (ნობელის პრემიის ლაურეატი) წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი. 1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა; 2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; 3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი; 4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს; 5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში. მან ეს ყველაფერი მათემატიკური ზიზუსტით დაამტკიცა და ამაზე უკვე სერიოზული მეცნიერები დიდი ხანია არ დაობენ.