Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. ყველა ჭეშმარიტი მსოფლიო ისტორიული მოვლენა ხდება ორჯერ: პირველად უდიადესი ტრაგედიის სახით, მეორედ - როგორც საცოდავი ფარსი. /გ. ჰეგელი/ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ტრაგედია უკვე მოხდა, ხოლო კამათი ვინ დაიწყო ომი, ტალიავინის კომისიის დასკვნა და სხვა, არის სქაცოდავი ფარსი.
  2. ყველამ ჩავრთოთ ტელევიზორები, დავაყენოთ რუსთავი2-ზე და დავდგათ ფანჯარაზე ეკრანით ქუჩისკენ. ესე გააკეთეს პოლონელებმა, ეფექტი კარგი იყო ყველაზე მაგრები მაინც პერუელები არიან. მაგ. პერუში არის ვულკანი, რომელსაც ქვია ხუინაპუტინა, თუ არ გჯერა იხ. ვიკიპედია "Huaynaputina".
  3. ვახ, ეს რა გავიგე! არ მცოდნია, ეს საიტი პუტინოიდების საიტი ყოფილა! :givi: პოდაიტე კარეტუ, ია სუდა ბოლშე ნე პრიედუ :P
  4. ეს ღა გვაკლია ეს პარაზიტები რომ ვაფინანსოთ. ამათი დაფინანსება არ ღირს, ვინაიდან ვერანაირ პროდუქტს ვერ გვთავაზობენ. დემაგოგიის იქით ამათი გაკეთებული საქმე არავის უნახია! თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. /კარლ შმიდტი/
  5. sexi-bicola შენ პრესა.გე ნახე. ტამ ლუბოი სტატია ძეისტვიტელნო სტიდნო დაააა
  6. ჟან ჟაკ რუსოს აქვს ერთი სახალისო ფილოსოფიური ზღაპარი, რომლის არსი შემდეგშია: ერთი სახელმწიფოს მეფე ავად გახდა. მისი ავადმყოფობა იყო მოწყენილობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა, არაფერი ახარებდა. ვერაფრით შველოდნენ, რადგან ვერ დაადგინეს, რა იყო ამის მიზეზი. მხოლოდ ერთმა ექიმმა დაასკვნა, რომ მას მხიარული მოლეკულები აკლდა. მან მეფეს ურჩია, რომელიმე ბედნიერი ადამიანის პერანგი ჩაეცვა, რათა მისი ბედნიერი მოლეკულები მეფის სხეულში გადასულიყო და ეს გაამხიარულებდა. სასწრაფოდ გაგზავნეს მსახურები ბედნიერი ადამიანის საძებნად, მაგრამ ასეთს ვერსად მიაგნეს. ბოლოს ვიღაცამ მიასწავლა: ერთი ასეთი კაცი ტყეში ცხოვრობსო. მსახურებმა ტყეში ხის ფუღუროდან თავგამოყოფილი მხიარული კაცი იპოვეს და ჰკითხეს: - ბედნიერი ხარ? - რა თქმა უნდა - იყო პასუხი. - მეფე ავად გვყავს და გვიკვდება. გვათხოვე შენი პერანგი, მეფე ჩაიცვამს, მხიარული მოლეკულები მის სხეულში გადავა და მორჩება. - სიამოვნებით გათხოვებდით, მაგრამ პერანგი რომ არა მაქვს _ შეწუხდა კაცი. აღმოჩნდა, რომ მთელ სამეფოში ერთადერთ ბედნიერს პერანგიც კი არ ჰქონდა. ამ მოთხრობიდან შეიძლება არახალი დასკვნა გამოვიტანოთ. აქ, ჩვენთვის საინტერესოა სიტყვა “მოლეკულა”, რომელიც გვიხსნის მეფის მოწყენილობის მიზეზს. რა თქმა უნდა ჟან ჟაკ რუსოსთვის რომ გეკითხა, რა იყო მოლეკულა, შეიძლება ვერ აეხსნა. მისთვის მოლეკულა იყო ის სუბსტანცია, რაც რაღაც მოვლენის ასახსნელად გამოდგებოდა. შემდგომ გაირკვა, რომ მოლეკულა ატომებისაგან შედგება, ანუ მოლეკულა ახსნადი გახდა და, შესაბამისად, სუბსტანციამ გადაიწია. ატომი გახდა აუხსნელი, ანუ სუბსტანცია. შემდეგ აღმოაჩინეს პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი და ატომიც ახსნადი გახდა და, შესაბამისად, სუბსტანციამ კვლავ გადაინაცვლა. მაშასადამე, სუბსტანცია არის ის, რაც ხსნის მოვლენას, მაგრამ თვით აუხსნელია. ადამიანი მომავალში უეჭველად მიწვდება ელემენტარული ნაწილაკების არსსაც . . . რ არის ბედნიერება, ერთ ქრისტიან მისიონერს, აფრიკის ერთ-ერთი ტომის ბელადმა უნუკალურად აუხსნა. შეკითხვაზე - იცი თუ არა რა ირის ბედნიერება? ბელადისაგან მიიღო პასუხი ვიციო, ბედნიერება არის როდესც მე მეზობელ ტომს მოვპარავ ძროხასო, ხოლო უბედურება როდესაც ის მომპარავს ძროხასო:-)
  7. ასეთი განცხადებების ძალიან მეშინია. ერთი იყო და 2007 წელს ცხინვალში შევხვდებითო და იმის შემდეგ ძალიან ცედად წაგვივიდა საქმე
  8. soliaris641 შურა ბალაგანოვი კარგი ტიპაჟია, ის უბოროტოა, მაგრამ ზოგჯერ თქვენი მოქმედება ბვულგაკოვის "ძაღლის გული"ს პერსონაჟ შარიკოვის სინდრომს მაგონებთ. http://www.youtube.com/watch?v=b_35URthAyw თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთცის სასურველია. დღეისათვის ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა როგორც არის ჩავარდნილი ბანკების ვალებში, ასევე იძულებული იქნება ჩავარდეს "ახალი" საავადმყოფის ვალებში.
  9. მაინტერესებს ამ გოსპიტალებს ვისთვის ხსნიან? გინდ 100 გოსპიტალი გახსენი თვეში, თუ ადამიანი იქ ვერ იმკურნალებს (ფულის უქონლობის გამო), მაშინ რა შავ ჭირად გვჭირდება ასეთი გოსპიტალი? ჩემი მეგობარი ავარიაში მოყვა, ფეხიც მოიტეხა, სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია, 3 დღე აწვალეს სანამ ფული არ გადაუხადეს (2500 ლარი) ოპერაცია არ გაუკეთდა. ფული რომ არ ეშოვათ და არ გადაეხადათ ან გადარჩებოდა ან არა
  10. ჯონ, დავიჯერო ეხლა შენი გულწრფელობა თუ სხვა რამ გაქვს ჩაფიქრებილი. ვერ გავიგე კაცო შენი, ამბობ ერთს, ფიქრობ მეორეს, აკეთებ მესამეს. ეს არის მინიმუმ სამი კომბინაცია. მაინტერესებს კიდევ რამდენი კომბინაცია გაქვს?
  11. Grigali ეს აინშტაინიწს წიაღსვლებია; რაც შეეხება დემოკრატიულ მთავრობას, ის იყო უსუსური და უუნარო (უტრ.კოც) და აღესრულა პარიზში. რას შეეხება სამართლებრივ მემკვიდრეობას - აქაც არ ბრწყინავდნენ. ყოველ ერს, ხალხს მისი ხასიათის შესატყვისი კანონები ჰქონდეს. იმის მიუხედავად, რომ ის აშკარა უპირატესობას ანიჭებს დემოკრატიულ წყობას, მაინც გამოთქვამს აზრს, რომ მთავარია ზომიერი მმართველობა, რომლის დეფიციტი შეიძლება დემოკრატიულ სისტემაშიც წარმოიშვას. ამიტომ, უმთავრესია ძალაუფლების დანაწევრება, “საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ სხვადასხვა ძალებმა ერთმანეთი შეაკავონ”, რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს. თუ არაა მათ შორის დაპირისპირება, ურთიერთკონტროლი - ყველაფერი იღუპება. /შარლ მონტესკიე/
  12. Ostap მაგ აირაის გამოკითხვაში ჩემი ცოცხიც აიღებდა პროცენტებს, ოღონდ გააჩნია რამდენს გადავიხიდი
  13. Grigali “რაოდენ სამართლიანად და ზომიერადაც უნდა მოგეჩვენოს, როდესაც ყველაფერს ხალხი წყეტს, აქ თვით თანაბრობა მაინც არასამართლიანია, რადგან ამ დროს საზოგადოებაში გონებრივი და ზნეობრივი იერარქია გათვალისწინებული არ არის”. როდესაც გარკვეულ აზროვნების დონეზე პრობლემა წარმოიშვება, იმავე აზროვნების დონეზე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, აუცილებელია აზროვნების ამაღლებულ დონეზე გადასვლა და ამ პრობლემის ამაღლებული დონიდან გადაწყვეტა. /ა.აინშტაინი/ შესაბამისად, გაუაზრებელ საზოგადოებაში არსებული ზნეობის დონის ამაღლება ამავე აზროვნების დონიდან შეუძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამაღლებული განვითარებისა და ზნეობის დონიდანაა შესაძლებელი. თუმცა, თუ საზოგადოების ნაწილი არსებულზე ამაღლებული დონის შექმნას, სისტემის თვისობრივ ცვლილებას შეძლებს, მაშინ ამ დონის შესაბამის რიტმს უკვე ხელეწიფება უკიდურესად დაქვეითებული ზნეობის მქონე სუბიექტშიც კი ამაღლება გამოიწვიოს.
  14. Grigali ამაში გეთანხმები, მაგრამ ნაციონალები დაგთანხმდებიან? ჩვენი სოციალური ყოფის ტრაგედიის ერთ-ერთი საფუძველი, ჩვენში გავრცელებული მომაკვდინებელი სენი - ნიჰილიზმი, სწორედ არსებული რეალობის შედეგია.
  15. Grigali გრიგალო, თუ პინგვინი გაწუხებს, არ მოიფხანო და არ შეგაწუხებს
  16. giorgigiorgi რა ხმები დადის? წარმოდგენა არ მაქვს იქნებ ჩვენც გაგვიზიარო ეს ხმები? ეს თავისუფალი ფორუმია
  17. gege სამწუხაროდ ამათი აშენებული აეროპორტი ქარმა წაიღო, ხიდი წყალმა, შენობა წყალმა ჩარეცხა. რომ ააშენო უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა ისწავლო. შეძახილით საქმე ვერ გაკეთდება. სიმართლე გითხრა, მიყვარს თამამი გამოწვევები და რთული ამოცანებისა ამოხსნა და ოცნებების ახდენა, იმიტომ რომ დარწმუნებულად ვიცი, რომ ადამიანს ნებისმიერი იდეის, რაც არ უნდა ფანტასტიური იყოს - ის შესრულებადია
  18. giorgigiorgi შენი პირველი პოსტია და უკვე მძიმე და უხერხულ შეკითხვას იძლევი. ეკაცრავად, პროკურორი ხომ არ ხარ?
  19. სამწუხაროდდიდი ხანია, ამათი გაკეთებულის არაფერი მჯერა. სამწუხაროდ ეს პროექტიც დარჩება ქაღალდზე:-(
  20. Saturn რა თქმა უნდა გვჭირდება. დღეისათვის, ეს პარლამენტი მეტნაკლებად ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მუშაობს მაქსიმუმ 20-25 კაცი. დანარჩენები უფრო "მასოვკის" როლში გამოდიან.
  21. საქართველოს პარლამენტი შესამცირებელია 60 მანდატამდე
×
×
  • შექმენი...