-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
ორმაგი სიყვარული უკვე მარცხია
-
არჩევნები, ოღონდ არა ყველასათვის
giauridia replied to Private Nodari's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეუძლია არაკომპეტენტურმა აირჩიოს კომპეტენტური? (კ. ეროუმ ამ საკითხებზე მიიღო ნობელის პრემია. ყველა ხელისუფლება კი დაინტერესებულია ამ თეორიის დამალვით). -
იუნესკო უკვე გამოგვეხმაურა ამ საკითხზე და გვთხოვა ისტორიული ქალაქი არ დაანაგვიანონ საჭყუმპალაოთი!
-
არჩევნები, ოღონდ არა ყველასათვის
giauridia replied to Private Nodari's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კენეტ ჯოზეფ ეროუ (Kენნეტჰ ჟოსეპჰ Aრროწ ლაბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ. ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”. ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი. 1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა; 2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; 3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი; 4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს; 5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში. ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული. შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული. კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ: 1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე. 2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები. 3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა. და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა. თუ გავერკვევით საფუძვლიანად, ეროუს აქსიომები თავისთავად არის დიქტატორული კენჭისყრის მეთოდები შეზღუდვები, როგორც კანდიდატთა რიცხოვნობაზე, ასევე მათი კვალიფიკაციაზე დიქტატორულია. დემოკრატიული პრინციპებით არჩეული პარლამენტი, სრულიად დიქტატორულად ამკვიდრებს კანონებს და არც ეკითხება ამომრჩევლების ნებას. თავის არსში ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დემოკრატიის მცნების არსის გადახედვა. ცნობილია, რომ მიზანშეწონილია სამუდამო მოსამართლეების ინსტიტუტეს არსებობა სრულიად დიქტატორული უფლებამოსილებით, იმ გააზრებით, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ვერ მოახდინოს გავლენა მათ პროფესიონალიზმზე. მაგრამ სხვა სახელმწიფო მოხელეებმა არ უნდა გამოავლინონ თავისი პროფესიონალიზმი დამოუკიდებლად? ჩნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან. არ ჩავღრმავდეთ პოლიტიკაში, თუმცა თავისთავად საკითხი – სრული პოლიტიკაა. თუ განვიხილავთ ამ პრობლემის არსს, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეროუს თეორემა არის “ბურედანის ვირი”ს (“ბურედანის ვირი” ფილოსოფიური პარადოქსი ცნობილია არისტოტელეს შრომებიდან, სადაც დასმულია საკითხი, თუ როგორ შესწევს უნარი ვირს, ორი ერთნაირი შეთავაზებული თივის ზვინისაგან გააკეთოს რაციონალური არჩევანი) გაფართოებული და გართულებული ვარიანტი, რომელსაც აბსტრაქტულ ფორმაში არ აქვს პასუხი და ისე არის ფორმულირებული, რომ არ ჰქონდეს პასუხი თუ A=B მაშინ B=A. ისტორიულად დედამიწის მოსახლეობის ხალხები, რომლებიც შორს იყვნენ მათემატიკის ნიუანსებიდან, მარტივად პოულობდნენ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობიდან, მოყავდათ დიქტატორები, რომლებიც თავისი ხელისუფლებით ასრულებდნენ ცხოვრების მოთხოვნებს. ჩნდება კითხვა, ვინ და როგორ მოვიყვანოთ დიქტატორი ხელისუფლებაში? გადაწყვეტილების მიღების სპეციალისტები (არსებობენ ასეთი სპეციალისტები) გვეძლევენ რეკომენდაციას – დიქტატორი უნდა იქნეს არჩეული დემოკრატიული მეთოდებით. სინამდვილეში დიქტატურა თავისთავად არ არის არჩევანის პრობლემის გადაწყვეტა. პრობლემა არც კენჭისყრაშია, როგორც ასეთში, არამედ გარკვეულ კრიტერიებს დაქვემდებარებულ ალტერნატივებს შორის არჩევანშია. დემოკრატიული არჩევნები შეიძლება ითქვას არის რომელიღაც პროექტის ხელმძღვანელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატის არჩევნები. ამავე დროს არსებობს ამ კანდიდატებს შორის სხვაობა ამ პროექტის ხელმძღვანელობის შესაძლებლობის თაობაზე. ჩნდება შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა, მათ ვინც ერკვევა საკითხში უარესად, აირჩიონ ის ვინც ერკვევა უკეთ? და თუ არ იციან საერთოდ რატომ არის საჭირო არჩევანი? თუ მოქალაქეები განსხვავდებიან ჭეშმარიტი კრიტერიუმების შეფასების უნარით, მაშინ უნდა განსხვავდებოდეს მათი ხმის წონაც. დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისათვის არსებობს შეზღუდვები არჩევნებში მინაწილეობაზე. მაგალითად, ბავშვები: თურმე ისინი არ ყოფილან კომპეტენტურები დიდებთან შედარებით (ვითომ როგორ, დიდების ნაწილი უფრო კომპეტენტურია ბავშვებზე?). და ეს ზღვარი გაყვანილია სავსებით დიქტატორულად. დღეისათვის მთავარი ხმების დათვლის სისწორეში არ მდგომარეობს. პოლიტიკაში, როგორც ბიზნესში ყველაფერს წყვეტს სამი ფაქტორი: ლიდერის ენერგია, იდეა და ორგანიზაცია. არჩევნები – ესეც ბიზნესია, სადაც მყიდველის როლში გამოდიან ფინანსური ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ინტერესები და მთავარი, ფული (რაც კარგია ფორდისათვის, ის კარგია ამერიკისათვის), გამყიდველის როლში გამოდიან პოლიტიკოსები თავიანთი ფირმებით (პოლიტიკური პარტიები). ისინი პასუხისმგებელნი არიან საქონლის დამზადებასა და მიწოდებისათვის – ელექტორატის მომზადება და მათი ხმებში გარდაქმნა, ხოლო ხმების დათვლის წესები – ის მხოლოდ გამჭვირვალობის წესებია და მეტი არაფელი. აქედან გამომდინარეობს დემოკრატიის პრობლემები, ევროპელი სოციოლოგების უმრავლესობა განგაშით აღნიშნავს, რომ ყოველი ამომრჩეველი იძულებულია იფიქროს თავის თავზე და არა სხვანაირად. და თუ ყველა იფიქრებს თავის თავზე არაფრის აშენება ვერ მოხერხდება. როგორც აღნიშნა ერთმა ევროპელმა ჟურნალისტმა, ისინი არ იომებენ არც ევროპისათვის არც მშობლიური ჰოლანდიისათვის. -
არჩევნები, ოღონდ არა ყველასათვის
giauridia replied to Private Nodari's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიბიუსი _ დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო”. -
ჩვენში ჩანერგეს ნიჰილიზმი, იმისი რწმენა, რომ ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, რაც გინდა გააკეთე, ილაპარაკე, წერე და იკითხე, წინააღმდეგობას მაინც აზრი არა აქვს. გვაბნელებენ _ გვითიშავენ ან ისეთ ფასს ადებენ ელექტროენერგიას, რომ ჩვენვე გვათიშინებენ სინათლეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჩვენც მორჩილად ვიძინებთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იმ მკრთალი იმედით, რომ ალბათ, ოდესმე ყველაფერი თავისით გამოსწორდება. რას იზამ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი იმედი რაც უფრო ადრე მოკვდება, მით უკეთესია, რადგან სწორედ მისი გაქრობა უდიდესი სტიმულია ადამიანში იმ უძლიერესი პოტენციალის ამუშავებისა, რასაც ნებისყოფა, თვითგადარჩენის მექანიზმი ჰქვია. ცხოვრება აქტიურ მოქმედებას ითხოვს. უმოქმედობა სიკვდილია. გაუაზრებელი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიკური ქაოსი, რომელიც გარს გვაკრავს, ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ქაოსმა. ვერ ხვდება, რომ ის თავისნაირ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის იმყოფება. ამრიგად, ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე, ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან და ყოველივე ეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუ ინდივიდმა ამ ძარცვის ორგიაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა, მას უჩნდება აზრი, რომ ის უხეიროა, რომ არაფერი შეუძლია. ეს აზრი არაცნობიერში დაბეჯითებით, მეთოდურად მყარდება. არაცნობიერში ჩნდება ფრაზა: ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს. ცინიზმი აგრესიის გარეშე _ ეს უკვე ნიჰილიზმია. ნიჰილიზმი არის შეშინებული ადამიანის ცინიზმი და ეს მისი ილუზორული სამყაროს აღქმიდან მოდის. ეს ნათლად ჩანს, რადგან ნიჰილიზმის განმარტებიდან გამომდინარე, მას არაფერი უნდა სწამდეს; მაგრამ არა, მას მხოლოდ კეთილი წამოწყებისა არ სწამს. დაუკვირდით, როგორ იძაბება მისი ყურადღება, რა ინტერესით ისმენს ნებისმიერ ინფორმაციას უარყოფითი მოვლენების განვითარებაზე და ამით იმგვარ კმაყოფილებას განიცდის, რაც მხოლოდ სულით ლაჩარს ახასიათებს. სამწუხაროდ, პოლიტიკურ-კრიმინალურმა სისტემამ ლაჩართა პოპულაციის რიცხვის უსაშველოდ გაზრდა ეფექტურად შეძლო. სწორედ ამ სოციალურ ფენაში იბადება ტოტალური სახელმწიფოსადმი პათოლოგიური შიში, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილში ვირუსივით ვრცელდება. ადამიანის შესაძლებლობისადმი ნიჰილიზმი სკეპტიციზმს ბადებს. და ის, რომ ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, უკვე ჩამოყალიბებული, ცივი, ბეტონივით გამყარებული აზრია. სკეპტიკოსი ამის დამტკიცებას უკვე პრიმიტიულ გრძნობებს კი არა, მთელ თავის შემორჩენილ ინტელექტს ახმარს და როცა ესეც სწყინდება _ უკვე გულგრილი ინდივიდი ჩამოყალიბდა! როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში გულგრილობასაც თავისი ელფერი აქვს. ის გულგრილია ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. მას ფული უნდა სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ _ მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა გულგრილია, რაიმე მცდელობა ეკონომიკური აღმავლობისაკენ _ აზრს მოკლებულია!
-
T_A_T სსრკ-ს შექმნას წინ უძღვოდა უმძლავრესი იდეოლოგია (მარქსიზმი).
-
kisa არაკლანური ანუ თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალ ადამიანთა ერთობას შეუძლია იმ სიმძლავრის შექმნა, რასაც ქვია ძლიერი სახელმწიფო. კაცობრიობის ისტორიაში მონებს სახელმწიფო არ შეუქმნიათ.
-
shamili ნუ გგონია საქართველოს მოსახლეობა, რომ ზნეობადაქვეითებულია და მეხსიერებადაკარგული. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. რაც დაგვემართა არც სტიქიურად თავსდამტყდარი უბედურებაა და არც შემთხვევითობა. აქ, ჩვენთან აღსრულდა ულმობელი, მაგრამ ჭეშმარიტი ისტორიული სამართალი. საზოგადოების დეგრადაცია გამოწვეულია იმით, რომ ზნეობა, რწმენა, სიმართლე ჩვენს გულს, სულსა და გონებას ვეღარ მართავს. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.
-
ჭანო მაშინ იწყება დაღუპვა, როდესაც ვინმესტი ვხდებით !!!!! ზნეობადაქვეითებულ, შემთხვევით ამოტივტივებულ ლიდერს საქმე უმარტივდება. ლოგიკა აღარაა საჭირო; მთავარია ექსპრესია; მთავარია იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. ანუ _ ახლისადმი, პროგრესისადმი. თითქოს, მასის სული ხდება მისი შემადგენლის, გაპრიმიტივებული ინდივიდის სული. ის ეთანხმება ლიდერის ყველა პრიმიტიულ აზრს, იმასაც კი, რომელსაც მასის გარეშე არასდროს დაეთანხმებოდა და შესაძლოა წინააღმდეგობა კონფლიქტის მიზეზიც გამხდარიყო. ყველა ხრის თავს; ჩნდება პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია. ილუზია ენაცვლება რეალობას; იწყება უკუკავშირი; მასის მიერ იდეის ატაცება აიძულებს ლიდერს დაიჯეროს, რომ ის, მართლაც გენიოსია. მასში მასაზე ზემოქმედების სურვილი ახალი ძალით იღვიძებს. ასეთი პრესის ქვეშ მასა უცილობლად იქცევა ბრბოდ. ეს უკვე რევოლუციის, ამბოხების რეალური საფუძველია. ერთი უაზრო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, უარესით იცვლება, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.
-
გაზმანოვი და პავლიაშვილი "მეგობრობას" უმღერებენ
giauridia replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი ჩვენ თუ არ მოუვლით ჩვენს ქვეყანას, მოვა ოკუპანტი და ის მოგვივლის -
ვენ თუ არ უპატრონეთ ჩვენ ქვეყანას, სხვა მოვა და ის უპატრონებს.
-
proletari გეთანხმები, და თან კანაფზ-ბლოკი ორმაგი უკუსვლით. :sicili:
-
სიყვარული ცივი, ცარიელი, ეგოისტური, ბიოლოგიური სურვილის დაკმაყოფილება როდია, არც მონობაა სიყვარული. როცა მე მისთვის მინდა ყველაფერი, სიცოცხლის ჩათვლით, აი, ეს ავსებს ყველაფერს. ეს მავსებს მეც და მაერთიანებს სამყაროსთან, ეს მაპოვნინებს ჩემს თავს და ჩემს ადგილს ამ მთლიანობაში. მხოლოდ ესაა სიყვარული. სიყვარული ჩვენი ეგოიზმის ბარიერის გადალახვაა! სიყვარული სპობს ბარიერს ”მე”-სა და ”სხვა”-ს შორის. ეს გვანიჭებს ნამდვილ სიხარულს და ამით ჩვენს ცხოვრებასაც აზრი ეძლევა. სწორედ მაშინ იწყება იდეალური ჰარმონია; ამ შემთხვევაში არა მარტო სუბიექტური და ობიექტური სიკეთით განვიცდით კმაყოფილებას, არამედ ვმაღლდებით და ცნებები სუბიექტური და ობიექტური, უბრალოდ აზრს კარგავს. აი, ესაა ბედნიერება! სიყვარული ბედნიერებამდე ამაღლების ერთადერთი წყარო, ერთადერთი გზაა და ამ ბილიკზე სვლა მარტივი როდია.
-
"სიტყვებითა ჰაერს ვათბობთ, და ვირთაგვებს ვაფრთხობთ"
giauridia replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველა ჩვენი ”პოლიტიკოსის”, ”საზოგადო მოღვაწის” კრებაზე, მიტინგზე, გაზეთიდან თუ ეკრანიდან ”გადმოფრქვეული” აზრები, ადამიანზე ”ზრუნვის” ყველა მცდელობა ერთად აღებული, უსუსური ილუზიაა იმ რამდენიმე სიტყვასთან შედარებით, რაც ნაბადწაფარებულმა, განმარტოებულმა მამულიშვილმა თქვა: ”ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! - მძინარიც ამას ვდუდუნებ”. ამ ფრაზას მეორედ წაკითხვა აღარ სჭირდება. ის უკვე ჩვენშია და ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება . . . და მის შემდეგაც ჩვენში დარჩება. ეჭვგარეშეა, რომ იდეათა პროპაგანდა _ იდეის არსებობას მოითხოვს; იდეის არსებობა "რაღაცის" შექმნას საჭიროებს; ხალხისთვის სიკეთის გაღება _ სიკეთის ფლობას მოითხოვს. ჩვენი ცხოვრების უკეთესით შეცვლა ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. აღმშენებლობასა და რაციონალური წესრიგის დამყარებას ყველა უძლიერეს სახელმწიფოში რწმენა უდევს საფუძვლად. ქრისტიანული სიყვარული დისციპლინას, მოთმინებას, სიმამაცეს, აქტიურობას, შრომისმოყვარეობას მოიცავს. გაიხსენეთ, დეგრადირებული სახელმწიფოების საფუძველია ძალადობა, სიყალბე, შიში, რაც თავის მხრივ, დაქვეითებული რწმენის შედეგია. ნუ დავხუჭავთ თვალს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საკუთარი ქვეყნის უსუსურობის მიზეზს _ დაქვეითებულ რწმენას _ უცილობლად დავინახავთ. მთავარია სიყვარული. ის ქმნის ამაღლებულ, ზნეობრივ საზოგადოებას და იწყება უნიკალური უკუკავშირი . . . როცა მოქალაქე საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას ან ხმას რომელიმე პარლამენტარობის კანდიდატს აძლევს, ერთიც და მეორეც უნდა დაფიქრდეს, რომელ გზას ირჩევს. ჩვენი მომავლისა და ქვეყნის წინაშე საზოგადოების ყოველი წევრი ქრისტიანულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს! საზოგადოებრივ რეფორმებს, წესრიგს, საკანონმდებლო ქმედებას, ნორმებს, კონტროლს, რწმენის, ზნეობის ამაღლების პრინციპი უნდა განსაზღვრავდეს. სახელმწიფოში, სამართლიანობის დამკვიდრებისა და რაციონალური ინტერესიდან გამომდინარე, უნდა შეიზღუდოს ადამიანთა ეგოიზმი, ბოროტება, უსამართლობა, ქაოსი. არ დაიჯეროთ, რომ მას სამშობლო უყვარს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; არ დაიჯეროთ, რომ ძლიერი პიროვნებაა, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; არ დაიჯეროთ, რომ ქრისტიანია, თუნდაც ეკლესიები აშენოს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; არ დაიჯეროთ, რომ ჰუმანისტია, თუნდაც უპატრონო ბავშვთა სახლს ორი ყუთი ვერმიშელი გადასცეს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; არ დაიჯეროთ მისი დანაპირები, რომ ხალხს სიკეთეს მოუტანს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; მას ერთი სიტყვაც არ დაუჯეროთ, თუ ეთვისებოდა და კომფორტულად გრძნობდა თავს იმ ადამიანთა ჯგუფში, რომელსაც არა მარტო არ უყვარს მოყვასი, არამედ ძარცვავს და ავიწროვებს მას; პრეზიდენტად, პარლამენტარად, გუბერნატორად კი არა, ფილატელისტთა კლუბის თავმჯდომარედაც კი არ აირჩიოთ, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია; მას შეუძლია ყველა როლი შეასრულოს, მაგრამ ამ სიყვარულის გარეშე ხალხის ბედის მართვის უფლება არა აქვს; მხოლოდ ქრისტიანულ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით გვენიჭება უფლება: მხარი დავუჭიროთ იმ აზრობრივი ზეგავლენის მცდელობას, რომელიც სიკეთის საწინდარია; მხარი არ დავუჭიროთ პოლიტიკური და სოციალური ფანატიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას. ირღვევა ეს პრინციპი _ ირღვევა სახელმწიფო. -
ქართული სოციოლოგია, ვაი ამათ პატრონს უბედურს
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ ვერანაირად ვერ ვენდობი იმ სიციოლოგებს, რომლებიც ამ მეცნიერებას მარჩიელობის და ტვინის გამორეცხვის დონეზე დაიყვანენ. შეიძლება გაჩნდეს პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია. მთავარია ექსპრესია; იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. -
ქართული სოციოლოგია, ვაი ამათ პატრონს უბედურს
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქვეყნის ბედის სამართავად ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. “სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41). სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება. -
ქვეყნის ბედის სამართავად ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. “სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41). სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება.
-
Nukriko ზარატუსტრას აზრით, მთავარი არაა, რა გვაკრავს გარშემო _ ეს ისედაც ნათელია. ყველამ იცის რა არის ზღვა, მდინარე, ქვა. მისთვის მნიშვნელოვანია, რაა დღე და რაა ღამე, სინათლე და სიბნელე, სიკეთე და ბოროტება. რაც მთავარია მათი ურთიერთობა, ერთიანობა. ჩამოყალიბდა უნიკალური ფილოსოფიური კონცეფცია. იწყება დუალიზმის გააზრება. კონფუძის აზრით, ყოველივე ამაზრზენი გაუნათლებლობის ბრალია. ლაო ძიმ კი სხვა გზა აირჩია. მისი აზრით, ადამიანის მიერ დადგენილი წესები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. უნდა ჩავწვდეთ ბუნების კანონებს, რათა გავიგოთ, როგორ ცვლის აწმყოს მომავალი. გულგრილი, ე.ი. ჭეშმარიტების მოძულე თანამოქალაქეები სოკრატესათვის უპირ¬ველეს ყოვლისა იყვნენ ავადმყოფები, პაციენტები, რომლებიც უნდა განიკურნონ, რადაც უნდა დაჯდეს და თუ ამ ადამიანებს არ ესმით ამ ავადმყოფობის დამანგრეველი ძალა, მაშინ განკურნება უნდა მოხდეს მათი სურვილის წინააღმდეგაც კი და არ უნდა მიაქციო ყურადღება იმას, როგორ იგრიხებიან და ღრიალებენ ისინი კლინიკური, გაპრიალებული ფოლადის დანახვაზე. ცივილიზაციამ მოგვანიჭა უფლება, ვიბრძოლოთ ადამიანის ამაღლე¬ბისთვის, რადგან ეს გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებაა და არა დანაშაული. მთავარია გვახსოვდეს: _ რა წმინდაც უნდა იყოს მიზანი _ ადამიანის კეთილდღეო¬ბისთვის ზრუნვა, ეს ფიზიკური ან სხვა უხეში ფორმით ძალადობის საფუძველი არ უნდა გახდეს! სოკრატემ ევროპულ აზროვნებაში მუხტი შემოიტანა და ამ მუხტის მოქმედების შედეგის გააზრება დღემდე არ დასრულებულა. მან ცივილიზაციის არნახული ბიძგი გამოიწვია. სოკრატეს მიხედვით, გარე სამყარო ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე უნდა იქნას გაგებული. აი, ესაა თვითმყოფადი და მოზეიმე ძალა, ეს უნდა იყოს ჩვენი აზროვნების ორიენტირი!
-
ქართული სოციოლოგია, ვაი ამათ პატრონს უბედურს
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყოველ კონკრეტულ გამოკითხვას ყავს კონკრეტული დამფინანსებელი (ვინც იხდის ის უკვეთს მუსიკას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები დამოკოდებულია შემკვეთზე. შედეგად ვღებულობთ შემკვეთისათვის სასურველ ინფორმაციას (შესაბამისად დასკვნა იქნება დეფექტის შემცველი), უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები კი ჟანგლიორობენ ამით. ამ ჟონგლიორობით შესაძლებელია გარკვეული შედეგის მიღწევა გაუნათლებელ სუბიექტზე. ამიტომ თვითონ წერონ და თვითონ იკითხონ. ჩვენ კი შამანების გარეშეც კარგად ვერკვევით. -
ქართული სოციოლოგია, ვაი ამათ პატრონს უბედურს
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio როდესაც მაღალი თანამდებობის პირი თავისი პირადი მიზნების მისაღწევად იყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას (თანამშრომლები, საბიუჯეტო თანხები, შანტაჟი, დაშინება და სხვა) -
საქართველომ დაკარგა ღირსეული ახალგაზრდა ძალიან დასანანია......
-
ვინ ამიხსნის სილამაზეს კონკრეტულის გარეშე?
-
შენში ადამიანი მაშინ იწყება, თუ სიყვარულს _ სიყვარულით, ნდობას ნდობით პასუხობ. სიყვარული _ სიყვარულის ობიექტზე აქტიური მზრუნველობაა, პასიური ”მზრუნველობა” სიყვარული არ არის. სიყვარული _ პასუხისმგებლობაა და არა ვალდებულება. პასუხისმგებლობა მისთვის მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს. თუმცა, ადვილი შესაძლებელია, პასუხისმგებლობა დათრგუნვასა თუ მიკერძოებაშიც გადაიზარდოს. სიყვარული _ პატივისცემაა და არა შიში ან გაღმერთება. პატივისცემა კი მხოლოდ თავისუფალს, დამოუკიდებელს შეუძლია. შეუძლებელია ადამიანს არ იცნობდე და პატივს სცემდე. ვინმეს შეცნობა, მისი არსის აღქმა, თუ ზრუნვით არ არის მოტივირებული, მაშინ ასეთი შემეცნება თითქმის ცარიელი და შეცნობის ობიექტის უფლებების შემლახველი და შეურაცხმყოფელია. შენთვის ძვირფასი ადამიანის სრულად აღქმას მხოლოდ სიყვარულით შეძლებ. მხოლოდ სიყვარული გაიძულებს გასცდე პირად ინტერესს და ასე დაინახო სხვა, ანუ საკუთარი თავიც მისი თვალით დაინახო. აქედან იწყება ადამიანი.
-
”ესაა ჩემი ცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.” (იოანე 15, 12) სიყვარული არის მოთმინება, სხვისი უფლებების აღიარება, შეყვარებულის ინტერესების საკუთარ ინტერესებზე მაღლა დაყენება. როცა გვიყვარს, რას ვეძებთ მასში, ნუთუ მხოლოდ კმაყოფილებას? ნუთუ მარტო პირადი სიხარული გვინდა მისგან? ანუ გვჭირდება სუბიექტი, რათა პირადი მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ? ეს არაა სიყვარული! ეს ბიოლოგიური აქტია, გეფხანება და იფხან! და ამის შემდეგ რჩება არაფერი . . . ანუ სულიერი სიცარიელე, უკმარისობის ცივი ნაღველი, სამყაროს უაზრობით გაჟღენთილი ”სულის ბოდვა”. სიყვარული ცივი, ცარიელი, ეგოისტური, ბიოლოგიური სურვილის დაკმაყოფილება როდია, არც მონობაა სიყვარული. როცა მე მისთვის მინდა ყველაფერი, სიცოცხლის ჩათვლით, აი, ეს ავსებს ყველაფერს. ეს მავსებს მეც და მაერთიანებს სამყაროსთან, ეს მაპოვნინებს ჩემს თავს და ჩემს ადგილს ამ მთლიანობაში. მხოლოდ ესაა სიყვარული. სიყვარული ჩვენი ეგოიზმის ბარიერის გადალახვაა! სიყვარული სპობს ბარიერს ”მე”-სა და ”სხვა”-ს შორის. ეს გვანიჭებს ნამდვილ სიხარულს და ამით ჩვენს ცხოვრებასაც აზრი ეძლევა. სწორედ მაშინ იწყება იდეალური ჰარმონია; ამ შემთხვევაში არა მარტო სუბიექტური და ობიექტური სიკეთით განვიცდით კმაყოფილებას, არამედ ვმაღლდებით და ცნებები სუბიექტური და ობიექტური, უბრალოდ აზრს კარგავს. აი, ესაა ბედნიერება! სიყვარული ბედნიერებამდე ამაღლების ერთადერთი წყარო, ერთადერთი გზაა და ამ ბილიკზე სვლა მარტივი როდია. და თუ ”სიყვარული დროებითია”. . . ”სიყვარული არასოდეს მთავრდება; თუმცა წინასწარმეტყველნი გაუქმდებიან, ენები შეწყდებიან, ცოდნა გაუქმდება” (I კორინთელთა 14, 8). ”ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული _ ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი” (I კორინთელთა 14, 13). . . . და მაინც, ეს უცნაურობა, ”სულის ლაბირინთი”, ადამიანში ყველაზე პირადულია და ობიექტურ ჩარჩოში არ თავსდება; ამავე დროს არის ის, რასაც ადამიანი აბსოლუტურ რეალობად აღიქვამს, რისთვისაც ის არსებობს.