Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. იქნებ აშენდა ეს ქვეყანა და ჩვენ ვერ გაგვიგია და ტყუილად ვწვალობთ აქ რაღაცეებს? ეჰ... ნეტა ეგრე იყოს დაა..
  2. ბილეთები და მოსაწვევები, თქვენის აზრით, რამდენი უნდა დაიბეჭდოს? ან რამდენ ადამიანზეა დაახლოებით გათვლა? მესმის, რომ ეს საბოლოოდ დარბაზის შერჩევის შემდეგ გაირკვევა, მაგრამ დაახლოებით, სავარაუდოდ (50-100, 200-300)? ვერაფრის სიტყვას მოგცემთ დაბეჭდვაზე, მაგრამ მაინც რომ შევეცადო, იქნებ გავახერხო რამე? ბილეთებზე და მოსაწვევებზე
  3. shamili ამ სიაში განსაკუთრებით საინტერესო იყო ირაკლი წერეთლის მოხსენიება!!! მაგან ერთი 22 წლის უკან გაარკივა რა უნდოდა და ერთი ეხლა გაარკვევს. ჟანგიანი მილები კიდევ აქვს რუსთაველის გადასაკეტად, მაშინდელები შემონახული, თუ რამე ახალი აქვს მოფიქრებული?
  4. ეს ფორუმი 1989-91 წლებშიც არსებობდა? რაღაცა იმ დროინდელ პოსტს გავს.
  5. მოვხსნათ ეგ ცხრა აპრილი, არაა არანაირი პრობლემა. უბრალოდ, ზოგადად, დიზაინის თვალსაზრისით მემგონი ამ სტადიაში გასაგებია და საკმარისია. უბრალოდ ეხლა საბოლოო ინფორმაციები გავარკვიოთ და ჩამოვაყალიბოთ. თარიღი, მისამართი, დრო და ა.შ. მაგ ინფორმაციის გათვალისჭინებით გადავანაწილებ და 9 აპრილსაც ამოვიღებ. გარდა მაგისა თუ იქნება სხვა შენიშვნები, არც ეგაა პრობლემა, ეს, ასე ვთქვათ, სამუშაო ვერსიად განიხილეთ, და არა საბოლოოდ. მე ამ შემთხვევაში უბრალოდ შემსრულებელი ვარ და მინდა, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს
  6. http://s45.radikal.ru/i110/1001/75/cda0c17d959c.jpg ძალიან მიყვარს ეს მულტფილმი. კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ მაინც რომ აჩვენონ ხოლმე მთავრობის სხდომაზე, ალბათ ბევრად კარგად იქნებოდა საქმე.
  7. ბადრი_წიქორაძე მართალი გითხრათ, მართლა ვერ მივხვდი, 9 აპრილი და ზვიადისტობა რა ურთიერთკავშირშია. მოვხსნათ, თუ ასეა საჭირო, არანაირი პრობლემა. უბრალოდ სახელი და გვარი "ლელა ვეფხვაძე" მე რომ სადმე აფიშაზე დამენახა, ნამდვილად არაფერს მეტყოდა, ეხლა გავიგე ამ ქალბატონის სახელი და გვარი, ჩემდა სამარცხვინოთ. სამაგიეროდ რომ დამენახა, 9 აპრილს "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს..." ქალბატონი რომ მღეროდა, იმის კონცერტიაო, ჩემთვის უკვე გაასგები იქნებოდა რაზე და ვისზეა ლაპარაკი.\ ანუ 9 აპრილმა გახადა ეგ ქალბატონი ცნობადი და თავადაც 9 აპრინლთან ასოცირდება ჩემთვის (ალბათ არამარტო ჩემთვის), ამიტომაც შემოვიტანე საერთოდ ეგ "9 აპრილი", ანუ უფრო ამ ქალბატონის მეტი იდენტიფიკაციისათვის, უფრო გასაგები რომ გამხდარიყო აფიშის დანახვისას რაზე და ვისზეა საერთოდ საუბარი. ჩემის აზრით, რასაკვირველია ისე, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს, ჩემგან პრობლემა არაა არანაირი
  8. პლაკატი, ფორმატი A4 http://s51.radikal.ru/i133/1001/8b/dbcc7de8054c.jpg მოსაწვევი, A4-ის ფორმატის ქაღალდიდან გამოდის 4 ცალი, ანუ ზომა 210X75 http://i080.radikal.ru/1001/41/9449de8fb727.jpg ბილეთი, A4-ის ფორმატის ქაღალდიდან გამოდის 8 ცალი, ანუ ზომა 105X75 http://i064.radikal.ru/1001/14/0c22538a0c12.jpg შენიშვნებსა და წინადადებებს ველი, მოვისმენ (და ჩავასწორებ შეზლებისდაგვარად) სიამოვნებით. ესენი არის სადემნსტრაციო ვარიანტები, ანუ შედარებით დაბალი ხარისხის, საბოლოო ვარიანტების ჩამოყალიბების შემდეგ (სრული ტექსტით და ინფორმაციით) ავტვირთავ სადმე სრულ საბეჭდ ვერსიებს, მათთვის, ვინც უკვე ბეჭდვის ორგანიზებას ითავებს
  9. ბადრი_წიქორაძე დიდი მადლობა თქვენის ნებართვით, ხვალ დილიდან დავიწყებ A4, მოსაწვევის და ბილეთის ესკიზებს, სადღაც შუადღისთვის წესით მზად უნდა იყოს, ღვთის ნებით.
  10. http://s003.radikal.ru/i201/1001/08/f78a7cc17bd7.jpg ყოველგვარი კონკურსის ელემენტების გარეშე, ჩემს ვერსიასაც დავდებ, საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, თქვენის ნებართვით.
  11. zeppelina არა, მე უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე, ასე ხომ არ გვექნათქო, თორემ მაინც და მაინც მართალი ვართქო, მაგას კი არ ვამბობ. უკეთ კითხვადობის ამბავში
  12. http://s001.radikal.ru/i196/1001/7f/e54a4026f91e.jpg ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თუ შეიძლება და თუ არ გეწყინებათ. მე ვფიქრობ, რომ კომპოზიციურად ასეთი განლაგება უკეთესია. შუა ადგილას ის მთა, თქვენს ვერსიაში, ფონად ისეთი "ჭრელია", რომ მასზე წარწერა არ იკითხება, ფერი არაფერშუაშია. ასე კი ცის ლურჯი ფერი კარგია ტექსტის ფონად, უკეთესი კითხვადობისთვის. ტექსტი თეთრად, ან მოყვითალოდ თუ იქნება, უკეთ წაიკითხება. ჩემის აზრით, რასაკვირველია კეთილი სურვილებით.
  13. სულ მაგას ვიძახი: რატომ გააუქმეს ერგნეთის ბაზრობა??? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაქედან შემოტანილი კოტრაბანდული "პრიჩუდა" და სიგარეტი "ტროიკა"-ს აკრძალვა, თუ ის რომ ფაქტიურად ლამის მთელს ცხივალის რეგიონში ლარიც ისევე იყო მიმოქცევაში, როგორც რუსული რუბლი? სხვა ურთიერთობებზე რომ არაფერი ითქვას. მე მგონი ჯობდა იქ უფრო მეტი ბერკეტების ხელში ჩაგდება და ისე რაღაცეების და ვიღაცეების მართვა და არა ასე უროთი მოსპობა ყველა იმ პატარა ხიდის, რაც იქ მაგ ბაზრობის არსებობით ჩამოყალიბდა ადგილობრივებს შორის.
  14. ნამდვილად!!! ეს აქცია ამ ქალბატონის ცხოვრებაში ალბათ ყველანაირ თანხაზე ძვირფასი იქნება!!! ღმერთმა ყველაფერი კარგად მოგაწყობინოთ. ნამდვილად კარგ და საჭირო იდეას ახორციელებთ ბ-ნო ბადრი_წიქორაძე
  15. ისე, ამ ბოლო დროს, ბანკომატებიდან რაც ფული გამოვიტანე 95% ახალი, უხმარი ტკიცინა კუპიურები მომცა. არამგონია ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ძველი კუპიურების ასე მასობრივად განახლების თავი ჰქონდეს. მე მგონი, ეს კარგი არაფრის მომასწავებელია.
  16. ქართული არხების გადაცემებიდან მე-2 არხზე პარლამენტის პირდაპირი ჩართვები. სერიოზულად!!!!! ყველას ეგ ჯობია!!! ისე ტვ-ს ყურებას თუ ვახერხებ საერთოდ, ნტვ-ს კინო არხებს ვუყურებ ძირითადათ ან ტნტ-ს.
  17. zeppelina ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, ბროშურებზე, ბაენრებზე და ა.შ. ფიგურირებდეს საქართველოს შინდისფერი დროშა, რომელიც ასოცირდება 9 აპრილთან, მაშინდელ ეროვნულ მოძრაობასთან და საერთოდ, იმდროინდელ მოვლენებთან, მათ შორის ამ ქალბატონთანაც. ჩემის აზრით რასაკვირველია. ერთი კითხვა მაქვს კიდევ: ამ ქალბატონმა იცის საერთოდ რამე ამ იდეის შესახებ და როგორია მისის აზრი?
  18. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, კი ბატონო, იყოს. ჩემი ხმაც მის სასარგებლოდ ჩათვალეთ. სატელევიზიო რეკლამას რაც შეეხება, მე რაც შემეძლო ის შემოგთავაზეთ, მხოლოდ კეთილი სურვილებით
  19. მე აქ პირადად არავის ვიცნობ, არც ის ვიცი, ვინ რას აკეთებს, რა სფეროში მოღვაწეობს და ამ კონკრეტულ საქმეში, ასე ვთქვათ, "ვის რისი თავი აქვს". მართალი გითხრათ დიდად ამ არჩევნების აზრსაც ვერ ვხვდები, ამიტომ ამ საკითხში ვეთანხმები აქ გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს და სრულად ვიზიარებ გამყრელიძის დასკვნას!!! რაც შეეხება საქმეს: აქ დამსწრე საზოგადოების სურვილის შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვთქვი, მე შემიძლია სატელევიზიო რეკლამის დამზადება საკუთარი ხარჯებით, ამისათვის ერთადერთი დამჭირდება სრული ინფორმაცია სად ტარდება, როდის და ვინ მონაწილეობს. განთავსებაზე უსასყიდლოთ ნამდვილად ვერ დაგეხმარებით, შემიძლია რამოდენიმე სააგენტოს დაველაპარაკო გარკვეულ ფასდაკლებებზე. რეკლამა თუ განთავსდა, ღონისძიებიდან მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს ტრიალი, რათა თავის როლი შეასრულოს. მე დასამზადებლად სრული ინფორმაციის მოგროვებიდან დამჭირდება 3-4 დღე. ბილეთსაც რათქმაუნდა შევიძენ.
  20. "ეს საწყალი კურდღელი ძლიერ ავად გაგვიხდა" იმიტომ, რომ ოჯახში ვართ არჩილი, ხათუნა და ბავშვს ქვია დათუნა
  21. ბადრი_წიქორაძე მე რაც შემიძლია კი დავწერე, მეტი თუ რამე შემიძლია, ვეცდები ყველანაირად.
  22. სატელევიზიო რეკლამა თუ დაგჭირდებათ, დამიკავშირდით. (დამზადება მხოლოდ, განთავსებას ნამდვილად ვერ ავიღებ ჩემს თავზე, სამწუხაროდ) განცხადების სახით, რათქამუნდა სრულიად უსასყიდლოთ, ამ შემთხვევაში. ძალიან მეცოდება ეგ ქალი
  23. თავიდანვე მთელი ეს ნატოს პროპაგანდა იყო სრული სისულელე და ტყუილი! ქვეყანას, რომელსაც მინიმუმ 2 ფრონტი აქვს გახსნილი თავის ტერიტორიაზე და რეალურად არის საომარ ვითარებაში (ამის თავი არ გვაქვს, თორემ თავმოყვარე ქვეყანა ჩვენს მდგომარეობაში ასეც უნდა იყოს) და თანაც ვისთან, რუსეთთან?! ვინმე მიიღებს ნატოში?! ნატოს საბაზო დოქტრინაა სწორედ 3 მუშკეტერისა არ იყოს: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ანუ მანამ, სანამ რუსეთთან ჩვბენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას არ მოვაგვარებთ, ჩვენი ნატოში მიღება ავტომატურად ნიშნავს ან მე-3 მსოფლიო ომის დაწყებას, ან ნატოს დაშლას. ვღირვართ ვინმესთვის ამდენად? რათქმაუდნა - არა!!!
×
×
  • შექმენი...