Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. დამშვიდდით მეგობრებო, გთხოვთ. ირაკლი წერეთლის სიბრიყვეებს თავის დროზე ისედაც უამრავი ადამიანი შეეწირა. კმარა ნამდვილად. საერთოდ რაღა დროს ირაკლი წერეთელია? სად იპოვეთ, საიდან ამოქექეთ?! ჩემთვის პირადად ნამდვილადაა ირაკლი წერეთელი იმდროინდელი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დისკრედიტაცია და იმდენი სინდის-ნამუსი მაინც უნდა ეყოს, ეხლა მაინც მოკეტოს და ნუ ურევს თავ-გზას ახალგაზრდობას.
  2. ჯეოსელი ამ ამბებთან დაკავშირებითაა გათიშული??? მაგთი არ ვიცი
  3. Siknadmo არადა ამათ მშობლებს რა გაუხარდებოდათ ალბათ თავის დროზე, ესენი რომ ეყოლებოდათ, ვაჟკაცები შეგვეძინაო, ის ურჩევნია მამულსაოო.... და ა.შ. ნათესავები მაინც არ ყავთ ამ უბედურებს? ოჯახები გასაგებია უკვე! P.S. არჩევნები თუ ჩატარდა როდესმა, ალბათ წავალ, კლოუნადებში არანაირად. ვისთვის "აპკი" და ვისთვის საკუთარი თავის პატივისცემა :nekro:
  4. shamili მე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება სწორედ ამ თემაზე, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ამ სიტყვებს ჩემს გასაგონადაც აღვიქვამ. ამიტომ ერთს კიდევ ვიტყვი, თქვენის ნებართვით: ეს წუთია მომივიდა ახალი დირექტივები კრემლიდან და რომ არ დავემორჩილო გამორიცხულია!!! მათ გასაგონად, ვინც პირადად არ მოსწრებია იმ წლებს და ცოცხალი თავით არ უნდა მოუსმინოს და გაიგოს ცოცხალი მოწმეებისგან: ირაკლი წერეთელი იყო პირველი, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის პროსპექტზე მიიტანა და დაყარა ჟანგიანი საკანალიზაციო მილები და სამშენებლო ნაგავი, რითიც გადაკეტა გამზირი და იქ აღმართა პირველი "ბარიკადები", ეს უკვე არის "სამხედრო დანიშნულების ნაგებობა". ძალიან კარგად მახსოვს, 1989 წლის 8 აპრილს, როდესაც რუსთაველზე გამოჩნდა პირვეი რუსული ჯავშანტექნიკა, მომიტინგეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოეტანათ ბეტონის კონსტრუქციები და თავდაცვის მიზნით შემოეფარგლათ მიტინგის მიმდებარე ტერიტორია. მოიტანეს კიდეც, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ღვტისნიერი და გონიერი და კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ამ აქციას, იმიტომ, რომ ეს უკვე ფაქტიურად სამხედრო შეირაღებულ დაპირისპირებას ნიშნავსო, ანუ თავდაცვითი "ბარიკადი" უკვე აღარააარც პოლიტიკური და არც მშვიდობიანი. გარდა მაგ ნაგვისა, ძალიან ბევრს გადასარევად ახსოვს, ბატონი წერეთლის აქტიურობა და სრული მხარდაჭერა ტელევიზიასთან და თბილისის ზღვაზე გამაგრებულ კიტოვანის გვარდიასთან. მეტი მონაწილეობა რას უნდა ნიშნავდეს, მართლა მაინტერესებს? ავტომატის სროლის გაგებაში რომ არ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარება. კრემლის დირექტივები დამთავრებულია ამ ეტაპზე, ახლების მიღებისთანავე გაგაცნობთ დაუყოვნებლივ!
  5. shamili ძალიან ბევრი რამ არ იცით, ჩემო კარგო, საქართველოს უახლესი ისტორიიდან, საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ეს სირცხვილი კი არ არის, ვიცი რომ ასაკი არ გიწყობთ ხელს, ის საშინელი წლები თქვენი თვალით გენახათ და ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ იკითხოთ ბევრი, ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით, როგორც წერილობრივი ისტორილი ფაქტიები, ასევე უამრავი ცოცხალი მოწმის აზრიცა და მონათხრობიც. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ თუ წაგადგებათ და არას გავნებთ. იმიტომ მაინც, რომ ეს სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდა (დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა და ეს ძალზედ მისასალმებელია) ასეთ სასაცილო მდგომარეობაში მაინც არ ჩავარდეთ. ირაკლი წერეთელსა და ვაჟა ადამიას ეროვნულ მოძრაობასთან რაღაც აკავშირებდათ, იყო დრო, ხოლო შემდეგ კი, სწორედ თქვენ მიერ ნახსენები "გრუ"-ს მითითებები ხუთიანზე შეასრულეს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სწორედ რომ ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაში. მათ შორის ვაჟა ადამიამ, პირადად, იარაღით ხელში. ზემოთ უკვე დაგიწერეს, თავისუფლების მოედნიდან სწორედ ვაჟა ადამიას დაჯგუფება უტევდა მაშინდელ უზენაეს საბჭოს. ისე, პიროვნულად, რათქმაუნდა ციხიდან განთავისუფლება ყველას უხარია. მაგრამ ძალიან გთხოვთ ეხლა ზარ-ზეიმით ნუ აღგვაღნიშნინებთ ამ ამბავს.
  6. ენითაუწერელი უბედურება მოხდა, საშინელება. სიუჟეტებში ნათესავები ყვებიან თავად, რომ ამ ბავშვს თვენახევარი ამზადებდნენ საოპერაციოდო, გამოკვლეული იყო ყოველმხრივო. ოპერაციაც წინასწარ იყო დაგეგმილიო. მემგონი მანდ ასე მარტივად ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება, არამგონია ეს უყურადღებობის ან ბევრი სამუშაოსგან გადატვირთულობის ბრალი იყოს. მე რა უფლება მაქვს, ვინმე ან გავამართლო, აგ მითუმეტეს გავამტყუნო, მაგრამ ეს უმძიმესი თემაა და ასე ჰაი-ჰარად ვინმეს ლანძღა-გინება არამგონია აქ შესაძლებელი და გამართლებული იყოს. ღმერთმა დამიფაროს, რომ მშობლების უბედურებას რამე შევადარო, მაგრამ არამგონია 5 წლის ბავშვი რომ ჩაგაკვდება ხელში, იმ ექიმს ნაკლები ტრაგედია ჰქონდეს დატეხილი თავს.
  7. კიდევ კარგი ქართველები არ ვართ ჩინელების რაოდენობით და არც საქართველოა ჩინეთის ხელა, თორემ დედამიწაზე არმაგედონი კაი ხნის იქნებოდა მომხდარი. რაღაც 25-30 კაცი ვართ აქ და ლამის კვირა არ გავა "რა უბნელი ხარ, ძმაო?!" სიტუაცია არ შეიქმნას. რებიატა, დავაიტე ჟიც დრუჟნო!!!!! ბოდიში რუსული პოჩერკიზა, არ ვარ "რუსეთუმე"
  8. გადავამოწმე და ჩემს სადარბაზოში არის მინიმუმ 5 ადამიანი ზედმეტი. ერთი, საკმაოდ სერიოზული კგბ-შნიკი, გვარად ივანოვი, 90-იანების დასაწყისში მთელი ოჯახით გადაბარგდა მოსკოვში, მისი შვილი, ასევე მაგ სტრუქტერებში მას შემდეგ თბილისში მარტო 2 დღით გამოჩნდა, შევარდნაძეს კრწანისში რომ ყუმბარმტყორცნები დაუშინეს იმ დღეს და მერე გაქრა ისევ, 2-3 წელიწადში, საერთოდ გაყიდეს ეგ ბინა. მაგრამ ეხლა ახალ მფლობელებთან ერთად რატომღაც ის ძველი, ოჯახის უფროსიც წერია. და კიდევ ოჯახი, ცოლ-ქმარი და 2 შვილი, რომლებიც ასევე 90-იანებში წავიდნენ ამერიკაში და ეხლაც იქ არიან. კორპუსი 5 სართულიანი "ხრუშოვკაა", ანუ ერთი სადარბაზოსთვის, რაც ვნახე, არც ისე ცოტაა, მემგონი. არჩევნებია, წასვლა მოგინდება კაცს!!!
  9. ეგ მე ისე დავწერე, "ლუკოილი" იყოს, ჩემთვის სულერთია
  10. მე ძალიან მომწონდა ის იდეა, აქ იყო გაჟრერებული, ავტორი არ ვიცი: ერთ-ერთი კომპანია რომ უნდა ამოერჩია ხალხს (მაგალითად "ვისოლი") და კონკრეტულად იქ არ ჩაესხათ საწვავი პროტესტის ნიშნად მანამ, სანამ ფასებს არ დასწევდნენ, იმიტომ, რომ ფაქტიურად მთელი ეგ კომპანიები ერთი კანტორაა საქართველოში ზოგადად აღებული, უბრალოდ სხვადასხვა ქვესათაურებითა და პატარ-პატარა ქვე ინტერესებით. მემგონი ეს სქემა კარგად იმუშავებ, ოღონდ ამ აქციას მასობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ისე აზრი არ აქვს
  11. Gagi 67 ჯერ ერთი ამერიკის და დღევანდელი საქართველოს შედარება სამხედრო, პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, ისტორიულ და ყველანაირ ასპექტში, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მერე მეორეც ეგ ვაშინგტონი ძალიან მშვიდად და წყნარად ითმენს დაახლოებით მასეთი მანძილით დაშორებულ სწორედ რომ "ანკლავს" კუბის სახით. სადაც ფაქტობრივად დაახლოებით სეპარატისტული მოძრაობის ტოლფასი გაუჩალიჩეს სწორედ რუსებმა ამ რამოდენიმე ათწლეულის უკან. ამერიკელებს კუბის დაბომბვა ნამდვილად არ დაუწყიათ, "მშვიდად და წყნარად" ელიან თავის დროს. ასევე "მშვიდად და წყნარად" შეიძლებოდა უამრავი რამის კეთება ოსებთანაც და აფხაზებთანაც. სხვა თუ არაფერი, 80-90%-ს სამაჩაბლოში, იქაურ "ელიტასაც" კი, ბოდიში და ტუალეტები აქვთ ეზოში ე.წ. ჩეჩმების სახით. მშვენიერი ტაქტიკა გვქონდა მანამდე შეურიგებლებთან მიმართებაში - გასაუბრება საკუთარ ფეკალიებთან. ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. გარდა ამისა ერგნეთის გაუქმება იყო პირველი დიდი ნაბიჯი მანდაურობის დასაკარგად. გაუქმება კი არა, 2-3 კიდევ უნდა გახსნილიყო, დამატებით გალსა და ზუგდიდის მიმართულებით და მაქსიმალური სახელმწიფო (ფარული რათქმაუნდა) ხელშეწყობითა და კონტროლით. მოკლედ უამრავი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული. აქცენტი მარტო ტანკებსა და ბათქა-ბუთქზე გაკეთდა. ეს კი სწორედ რუსების თამაშია, ანუ ჩვენ მათ ვეთამაშეთ მათივე თამაში, მათსავე მოედანზე და მათივე იარაღით, აქედან გამომდინარე, მოგების შანსი გვქონდა ზუსტად იმდენი,რამდენიც მოვიგეთ, ანუ ნული!!!! ძალიან სამწუხაროდ. ამას ყველაფერს უნდოდა ყოველდღიური, რუტინული მუშაობა, და არა ვარდების რევოლუციების წლისთავებზე რაღაც პიარ აქციებისთვის ერთჯერადი აჟიოტაჟები. იმედია მეც, მას რომ ვხედავ და ვამბობ, მოღალატეთა უკიდეგანო სიაში არ ჩავეწერები
  12. ესენი იმდენს იზამენ, რომ ამ 100%-ით მოგებულ არჩევნებს წააგებენ კიდევაც, ასე თუ გააგრძელეს
  13. dire http://www.youtube.com/watch?v=SctQtxKL_3o გემოვნება აქ უნდა ნახოთ!!!! განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია "საზღვაო დესანტი"
  14. Georgiana ამათ რა უნდათ პოლიტიკაში????? მოკლედ ამ პოლიტიკოსობასა და კარგი სადღეგრძელოს თქმას შორის ზღვარი ვერა და ვერ გავავლეთ რააა..... როგორც მინიმუმ პოლიტიკოსს იურიდიული, ეკონომიკური და დიპლომატიური განათლება უნდა ჰქონდეს, აგრეთვე კარგად უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში და ისტორიაში, მინიმუმ!!!! დანარჩენი რაც მეტი - მით უკეთესი.
  15. "ჩასწორება" მემგონი უფრო ქართული იქნებოდა
  16. გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ჯანმრთელი და ბედნიერი, აგისრულოთ ყოველივე კეთილი, რაც გულით გინდათ, დაგლოცოთ და გაგახაროთ.
  17. მანდ ბოლოს ისმის სროლების ხმა. მაგ ხმებზე დაიწერა, რომ ეგ არის დაცვის და სამხედრო პირების, რომლებიც ისხდნენ თვითმფრინავში, ტაბელური იარაღის ტყვიების ხმა, რომლებიც ცეცხლში ფეთქდებაო. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ვეღარავინ ვეღარასოდეს გაიგებ, უბრალოდ, მართლა სრული სმართლეც რომ ითქვას, ყოველთვის იქნება ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელსაც მაინც ექნება კითხვები და ეჭვები.
  18. მაგ სურათზე მაგარი სასაცილო ისაა, უკან ფონზე ვიღაც თეთრი კეპკით რომ დგას და აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად რაღაცას რომ ათვალიერებს, არადა სადღაც 6-7 მეტრში თუ იდგება.
  19. ეს რაღა ცნებაა საერთოდ?? грузины, мингрелы, сваны, аджарцы?..... ყველა ერის საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორები თავისი ქვეყნისთვის კარგს ცდილობენ, ან არაფერს ცდილობენ, ჩვენ რა უბედურება გვეტაკა შინ და გარეთ გამწარებულები და ყველაზე მეტად მონდომებულები რომ ვანადგურებთ ამ ქვეყანას?!
  20. Lo Janko აფხაზეთის ომამდე ძალიან სერიოზულად განიხილებოდა რუსების მხრიდან ომის ორი ვარიანტი, ან აფხაზეთი, ან ყირიმი, მიზანი ერთი იყო, შავი ზღვის კონტროლის შენარჩუნება. არჩეული იქნა აფხაზეთი. ელემენტარული არითმეტიკიდან გამომდინარე, ეს მათთვის გაცილებით იოლი და იაფი იყო იმ დროს. სწორედ ამის გამო იყო აქ რომ იბრძოდნენ ჩვენს მხარეს უკრაინელი ნაციონალისტები აფხაზეთში. რომ არა ეს ომი, ეხლა ჩვენთან იქნებოდა იგივეო, თავად ამბობდნენ.
  21. shamili :018: :duel: და პირდაპირ ეთერში კი არა და პირდაპირ ფანჯრიდან (თუ შეგრჩა ეს უკანასკნელიც) რომ გაყურებინონ საბურთალო-ვერა-ვაკე, საერთოდ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი და ა.შ. როგორ იბომბება და როგორ იხოცება აუარება უდანაშაულო ხალხი, მაშინ როცა ინგლისში, ამერიკაში და ისრაელში ვიღაც შენნაირი ლუდის ბოთლით ხელში ამ ყველაფერს როგორ უყურებს პირდაპირ ეთერში და ერთობა, ამაზე თუ გიფიქრია საერთოდ??? მემგონი ეს გაცილებით რეალური პერსპექტივაა მაგ შენი ნანატრი სცენარისა. ღმერთო შენ გვიშველე და დაგვიფარე ასეთი სისასტიკისგან.
  22. მეც მაგას ვამბობ და ვფიქრობ კარგა ხანია. ელცინის მმართველობის ბოლოს იმდენად იყო ამერიკის და დასავლეთის გავლენა რუეთის მმართველობაში, რომ გამორიცხულია მაგათი თანხმობის გარეშე მანდ ვინმე მოსულიყო ხელისუფლებაში. თან ვისაც გახსოვთ, როგორი ელვისებური ნახტომით და ფაქტიურად, რასაც ქვია, ყურით შეათრიეს ფაქტიურად სრული არარაობა პუტინი (პეტერბურგში იყო ქალაქკომის უფროსის - სობჩაკის მოადგილე) ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ეს არც უნდა გაუკვირდეს. ფაქტიურად ელცინს მემკვიდრედ დაატოვებინეს, მაშინ, როცა მასზე გაცილებით გავლენიანი ხალხი ტრიალებდა კრემლში. ასე, რომ პუტინი და მთელი მისი პოლიტიკა, ჩემის აზრით, სწორედ რომ ამ "დასავლეთის" პროდუქტია, შეიძლება ოდნავ მერე სახენაცვალი.
  23. გულუბრყვილოების გასაგებად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენის ნებართვით: რუსეთი იყო, არის და იქნება მსოფლიო წესრიგის განუყოფელი ნაწილი და მისი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. სწორედ ასეთი, ნახევრად ველური, მდიდარ, მაგრამ მშიერი, არეული, მაგრამ კონტროლირებადი. საშიში, მაგრამ მართვადი. როგორც კი ამ მახასიათებლებიდან რომელიმეს გადაცდენას შეეძლება, მაშინვე ცვლიან მის მმართველებს. ასე იყო მეფის დროს, ასე იყო კომუნისტების დროს, ასე იქნება აწიც. გადასარევი იარაღია ძალიან ბევრი ჩვენნაირი ან ცოტა უკეთესი ქვეყნის სამართავადა სდა ყველაფერზე უსიტყვოდ დასათანხმებლად. ასე, რომ გამოდით ამ ილუზიებიდან, რომ რუსეთს ვინმე დასჯის ან მითუმეტეს დაშლის და გაანადგურებს.
×
×
  • შექმენი...