Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ნაკლები სპირტი სვას მაგ ღ)ორის შვილმა ,ყოველთვის სძულდა ქართველები მაგის ეს სურათი 1971 წლის 1 იანვარსაა გადაღებული თბილისში. ცხონებული ბებიაჩემი ბოლომდე ამტკიცებდა, რაც ეგ ნაგავი ბაბუაშენთან ერთად ჩვენს პადვალშია ნალოთავებიო ზაკვოში ეგდო აქ, წლობითაა ნამუშევარი თბილისში. ეტყობა მთლად კაი მოგონებები არ აქვს აქაურობის ჩემი სახლის წინ 4 კორპუსი იყოს რუსი სამხედროების, 4 წელიწადში ერთხელ იცვლებოდნენ მობინადრეები და რაც იმათ შვილებისთვის ბავშვობაში "პატივი გვაქვს ნაცემი", კიდევ კარგად ვუყვარვართ
  2. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია გამარჯვებული და ბედნიერი ქართველი კაცი ქართული დროშით ხელში ქალაქ სოჭში!!! ღმერთმა გაახაროს და გააბედნიეროს ეს ნაღდი ვაჟკაცები!!! გილოცავთ ყველას!
  3. ვიხუმრეო, მოამარამ, კაით ახლაო, მეტს აღარ ვიზამო, ამ ერთხელ მაპატიეთო და ჩემ და თავად აწი თითის გამტოკებლისო!!!... ოპოზიციაზე მეტად ვინ მიყვარსო, რაც უნდათო, როგორც უნდათო, არაა პრობლემაოოო... ერთი რეზოლუცია თუ უშველიდა იმდენ ხალხს, აქამდე რა ჯანდაბას აკეთებდნენ ეს გაქსუებული ევროპა-ნატოელები?! http://lenta.ru/news/2011/03/18/halt/ Ливия прекратила все военные операции
  4. კადაფიმ საკუთარ თავს განაჩენი სწორედ იმ განცხადებით გამოუტანა, სარკოზიზე რომ თქვა: მე ვაფინანსებდი მაგის წინასაარჩევნო კამპანიასო. ყველაზე მეტად სწორედ სარკოზი და საფრანგეთი აქტიურბენ კადაფის წინააღმდეგ. ალბათ არის მაგ ამბავში რაღაც სიმართლის ნაირი და ამიტომაც ჩქარობენ ასე მაგ კაცისა და არასასურველი დოკუმენტებისა და ინფორმაციების განადგურებს. ოპერაციას რამოდენიმე საათში დაიწყებს საფრანგეთიო: http://lenta.ru/news/2011/03/18/swiftly/
  5. ლოგიკურად რომ დაუკვირდე, იმის ალბათობა, რომ ღამის 2 საათზე კომპიუტერით ხელში მიმავალი ადამიანი არის ამ კომპიუტერის ქურდი, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რომ ეს ადამიანი მეგობართან გვიანობამდე შემორჩა და მერე გადაწყვიტა ღამის 2 საათზე ხელით წამოეღო სახლში თავის კომპიუტერი. აბა გაიხსენეთ, რამდენჯერ შეგხვედრიათ ღამის 2 საათზე კომპიუტერით ხელში ადამიანი ქუჩაში, ან თქვენ თავად ამ დროს რამდენჯერ ყოფილხართ ასე?! ალბათ არცერთხელ. ის ფაქტი, რომ პოლიციამ გააჩერა და დაინტერესდა მისი ვინაობითა და კომპიუტერის წარმომავლობით, სავსებით ლოგიკურად და აუცილებლადაც კი მეჩვენება. აი, რაც შეეხება შემდგომ მოვლენებ, ცემა, კომპიუტერის დამტვრევა და დაშინება-ლანძღვაგინება, ეს გამორიცხული ნამდვილად არაა და არანაირი გამართლებაც არ აქვს. ეს სადღაც კეისში შიგნით სახელისა და გვარის დაწერა ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროა.94 წლიად კომპიუტერებთან ვმუშაობ და აზრად არ მომსვლია მსგავსი არაფერი და არც გამიგია ვნიმეზე მსგავსი რამ გაეკეთებინოს.
  6. ასე?: ისე, ეს ჯერ პროექტია, თუ უკვე შესაძლებელია ამ შედევრით ესტეტიური სიამოვნების მიღება რეალურად??? მემგონი ყველაფერი მაინც დაუნი კიტოვანის ბრალია, არ უნდა დაენგრია მხატვრის სახლი, ადრე ხალხი გამოფენებზე მაინც დადიოდა მანდ.
  7. გემო შეიძლება კი კარგი აქვს და ლამაზი და მიმზიდველიცაა, მაგრამ მანდ ერთი პატარა დეტალია!!! ის ჭია შტერი და სულელი კი არაა, სათოფეზე რომ არ ეკარება ახლოს მაგ ვაშლებს?! რომელიმე შეგხვედრია ეგეთი ჭიანი? არადა ჩვენზე კარგი თვითგადარჩენის იმუნიტეტი აქვს აშკარად
  8. დედა და მამა არ ვიცი, მაგრამ წელს პირველი წელია, მე რაც მახსოვს, როდესაც ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში პრაქტიკულად საერთოდ აღარ არსებობს ქართული ხილ-ბოსტანი, 95% უცხოურია. ეხლა ისეთი თვეებია, რომ შეიძლება აქამდე ვერც აღწევდა დიდად ქართული ხილ-ბოსტანი, მაგრამ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, ფორთოხალი ნამდვილად იყო ხოლმე საკმარისი, შეიძლება შედარებით გაძვირებული, მაგრამ მაინც იყო. შედარებისთვის, დღეს ნავთლუღის ბაზრის ე.წ. "ოპტავიკებში" 4-5 კაცი ვნახე, ვისაც ქართული ვაშლი ქონდა და ერთ ყუთ ვაშლს, რომელსაც სექტემბერ-ოქტომბერში 23-27 ლარად ვყიდულობდი, 50-60 ლარად ყიდიდნენ, შარშან ამ დროს 14-20 ლარი ღირდა იგივე ვაშლი. სამაგიეროდ უცხური პროდუქტი - რაც გინდა და რამდენიც გინდა, ოღონდ ეგაა, რომ ვიზუალური ღირებულების გარდა სხვა მისი ფასი ნულია, ეგეც თუ მთლად მომაკვდინებელი პესტიციდებიანი არ შეგხვდა. აღარაფერს ვიტყვი იმ ავად სახსენებელ დროზე, ბნელი რომ იყო კაცობრიობა (ადგილობრივი), ერთ ყუთ ვაშლს 5 ლარადაც ვყიდულობდი!
  9. ეგ იქ ისეა პრეზიდენტი, როგორც მე ჩინეთის იმპერატორი. სანამ საკუთარი ბიძაშვილი არ მოუკლეს ამერიკელებმა სულ ტყუილად (იმიტომ, რომ თავადვე აღიარეს, შეგვეშალა, შემცდომით შემოგვაკვდაო, შეეშალათ რა - ნიახურია კაცო?), მანამდე ხმა არ ამოუღია. ეხლა აეწვა?! ისე, ამერიკელების წასვლა და ნაჯიბ ულას თოკი ეგრევე კისერზე აქვს მაგ უბედურსაც, მემგონი, თუ ვერ გაასწრო მანდედან.
  10. კარგი, მეც "ვიბლატავებ" მაშინ ოღონდ ეს შარშანდელია.
  11. http://www.youtube.com/watch?v=9xEIWyMy3gE&feature=related ეჰ... ეგ მანდ იმდენჯერ მოვიდა და წავიდა, ჩვენი სიკეთისა არ იყოს.... ჰაოს ი ქართლოს ბილი ბრაწიამი, ნო ობე ონი ბილი არმიანამი (ძველი ბანძი სიბრძნე)
  12. როგორც წესი, ეს აღნიშვნები მარტო მხატვრულ ფილმებსა და სარიალებს აწერია. ქრონიკას, კურიერს და ვანოს შოუს სულ რომ "ყველას! ყველას! ყველას!" ეწეროს, მინიმუმ ბავშვები მაინც უნდა მოარიდოს თავმოყვარე ადამიანმა ისე, პროგრამებშიც თუ აწერდნენ, მე ეგეც არ ვიცოდი.
  13. ე.წ. ასაკობრივი ცენზია, ფილმებს რომ ადევს დასაწყისში 12, 15, 18 და U, ანუ რა ასაკიდანაა დასაშვები ადამიანის მიერ ამ ფილმის ნახვა. უ ნიშნავს, რომ ცენზის გარეშეა, ანუ ნებისმიერს შეუძლია ნახვა UNLIMITED.
  14. ძუკუ http://www.newsru.com/world/28feb2011/zengazenga.html კაიფობდნენ, მანამ, სანამ გაიგებდნენ ვისი გაკეთებულიც იყოო
  15. მსგავსი ისტორია შარშან გახმაურდა: ებრაელი პატიმრების შთამომავლები ედავებიან გერმანიის რკინიგზას კომპენსაციას. თურმე ფაშისტური გერმანიის დროს ტყვეების გადაყვანაში გერმანიის რკინიგზის საშუალებით ტყვეები იხდიდნენ მგზავრობის საფასურს, თუნდაც ეს რეისი აუშვიცის ყოფილიყო, ბოლო გაჩერებით - გაზის კამერაში. სად ჰქონდათ საამისო ფული, ეგ ვერ გავიგე, მაგრამ ისეთი ამბავი იყო ატეხილი, რაღაც უზარმაზარ თანხას ითხოვდნენ მაშინდელი და ეხლანდელი კურსების დაანგარიშებით. პარადოქსებითაა ეს სამყარო სავსე! პრაქტიკულად როგორ უნდა განხორციელდეს ეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მართლა ვერ ვხვდები, ჩემთანაც 3 "სტაიაკია" და სამივე კაფელშია. უნდა დავანგრიო ეხლა მე რემონტი, თან 100 ლარიც დავამატო თითო სტაიაკზე???? ადრე პრავის ასაღებად ითხოვდნენ ე.წ. "ფსიხოს" და ეხლა ამხელა კანტორაში ასეთი გადაწყვეტილების მიმღები არ უნდა შეამოწმონ ზედა უბანში მტრედების რაოდენობაზე თანამდებობაზე დანიშვნისას????
  16. ჰო, ჩვენთან შეიძლება არ იყოს პოპულარული. იქ რაღაც სოფლის ტიპის დასხლებაში ვიყავი და საკმაოდ ასაკიანი ხალხი მოძრაობდა მაგეებით, უბრალოდ იქ სოფლის შიდა გზებიც მოასფალტებული იყო და ამიტომ არ უჭირდათ. ბენზინი საკმაოდ ძვირია მანდ და შესაბამისად ტრანსპორტით მგზავრობაც. ჩვენს ლარზე, აქ რომ 1,40-1,50 ღირდა, იქაური ბენზინი 4 ლარზე მეტი გამოდიოდა. ამდენად ეგეთი ველოსიპედები ბევრს ყავდა. პატარა ტვირთით სახლი-სამსახური თავისუფლად მოძრაობდნენ.
  17. დავათვალიერე და რა ფასები უდევთ, რა უბედურებაა?! პარიზში იტალიური სკუტერები მაღაზიაში, სულ ახლები, სადღაც 750 ევროდან მაქვს ნანახი და ეს ჩინური ხლამი რა ფასებში აქვთ გასაყიდად?!
  18. ისე, თურქეთში ვნახე, 3 წლის უკან ძალიან მაგარი ველოსიპედი, აქ ეგეთი ასერთოდ არ მინახავს. სამთვლიანი იყო, უკან პატარა საბარგულით. ჰქონდა პატარა ელექტრო ძრავი, სწორ გზებზე და დაღმართებზე დინამოს საშუალებით პედლების ტრიანლით იტენება აკუმულატორი, სამაგიეროდ აღმართებში ირთვება ეს ძრავი და თავისუფლად ადის აღმართზე.
  19. წარმატებები!!! რაც მეტი, მით უკეთესი. ეს საიტი უბრალოდ ვიპოვე, მე არაფერ შუაში ვარ მანდ
  20. მანდ მოვლენების განვითარების ორი ვერსია მაქვს: 1. ან შიგნიდან ვიღაცა თავისიანმა უნდა გაუხვრიტოს შუბლი მაგ გაცოფებულ მხეცს და იხსნას საკუთარი ხალხი, ან 2. გაეროს, ან ნატოს ან კიდევ რაიმეს ეგიდით ჩატარდეს სპეცოპერაცია, კადაფის რეზიდენციისა და პირადად მისი ლიკვიდაციის მიზნით. სხვა შემთხვევაში სრული კატასტროფა გეომეტრიული პროგრესიით მოიმატებს მაგ უბედურ ქვეყანაში. ეხლა რომ ეგ აჯანყება ჩაახშოს მთავრობამ, სისხლის გუბეებში ჩაახრჩობს მერე ნახევარ ქვეყანას და ხმასაც ვეღარავინ გასცემს.
  21. კუვეიტში???? და ჩვენთან წყალზე გადასახადი სულზე 2,40 ლარი უნდა იყოს??? წყალი და ნავთობი მაგათთან ლიტრა-ლიტრაზე რომ გავცვალოტ, მაგარი კმაყოფილები იქნებიან!
  22. 600 კაცია დაღუპული ამ დროისთვის და 1400 უგზოუკვლოდ დაკარგულიო http://lenta.ru/news/2011/02/22/control/
×
×
  • შექმენი...