Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. დიდი ბოდიში უადგილო გამოხმაურებისთვის, ისედაც ყვალა ნერვებზეა, მაგრამ ვირის შვილს (ბიოლოგიურს ) ჰქვია ჩოკინა, ჩოჩორი არის მწყერის შვილი.
  2. დილის 11 საათზე ჩავიარე მანდ ფეხით. ასე 6-7 კაცი იყო სულ, ორნი რაღაცას სვამდნენ ცხელს დიდი ჩიქით, ალბათ ჩაის, ერთი კი მარადიულ ცეცხლთან ხელებს ითბობდა, ის ორი საპატიო ყარაულიც მშვიდად იდგა იქვე. რა დაარბიეს, ნუ გადამრიეთ?! 6-7 კაცი????????????? გადავირიეე.
  3. გილოცავ! ღმერთმა დალოცვილი და ბედნიერი გაგიზარდოს!!!!
  4. მადლობა, ღმერთმა ყველა გაგვახაროს და გვადღეგრძელოს!!!! რატომღაც ძალიან დაპატარავდა. 1 საათი მქონდა ეხლა თავისუფალი და გავერთე ცოტა
  5. ეგ ქალბატონი ნამდვილად არ ვიცი ვინაა, მაგრამ გადაცემა „ეტალონის“ წამყვანი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან ბევრი ცუდი რამეების ეტალონია, ეგ ვიცი
  6. Русско-грузинская война 2020 год. Грузины окружили Москву вдоль МКАД: «Русский! Сдавайся, чача нальэм, шашлик кушат будэшь!». Разговор в окопе в Москве со слезами на глазах: «Слущяй Алик, где же мы ему этого русскаго здесь найдем, читоби он ему сдался?» ეს ანეკდოტი გამახსენდა რატომღაც პარიზი მართლა წალეკილი აქვთ არაბებსა და ალჟირელებს, ჩინურ კვარტალში კი მაღაზიაში იარლიყები და ყველანაირი წარწერები მხოლოდ ჩინურად ჰქონდათ, ლათინურ შრიფტს საერთოდ ვერ ნახავდით. ერთი პატარა ფეხი თუ გადაუბრუნდათ ამ კოსმოოლიტებს, ჰიტლერი მოგონება იქნება, ევროპაში ისეთი ნაციზმი დაიწყება.
  7. ძუკუ უფლის სახლში, ანუ ტაძრის ტერიტორიაზეა აქ ლაპარაკი, თორემ ისე ადამის მოდგმას აქვს ერთადერთი დანიშნულება ამ ქვეყნად: იშრომოს და გამრავლდეს. ამ სიტყვით მემგონი ყველაფერი ნათელია.
  8. მეზობელი მყავდა ერთი - ედიკა, თავის შვილსაც ედიკა დაარქვა.
  9. ძალიან მძიმე თემაა. ეს ხალხი გაცილებით უფრო მეტად ტრაგიკული ბედისაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში სადღაც გადაკარგულში დაღუპული ქართველები. ეს უკანასკნელნი ძალით მაინც გაყარეს იმ საშინელ სასაკლაოზე და ამ ვეტერანთა დიდი ნაწილი კი საკუთარი სურვილითა და ნებით იღებდა მონაწილეობას იმ საშინელ მზაკვრობასა და ტრაგედიაში, რაც საქართველოს მტრებმა დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც. მიუხედავად იმისა, სიმართლისთვის იბრძოდნენ, თუ სიმართლეს ებრძოდნენ. უბრალოდ მთელი ტრაგედიაც ეგ იყო, რომ ყველას თავის სიმართლე ჰქონდა იმ შავ-ბნელ წლებში. ამიტომაც ეს ხალხი ეხლა კი არა, სწორედ მაშინ დაიკიდა და გაწირა ყველამ, იარაღი როცა ააღებინეს ხელში. სურთების გადაყრის ფაქტი კი ვანდალიზმია სრული, თუკი ასეთი რამ მართლა მოხდა. პროტესტის ფორმა ძალიან ტრაგიკული და გულისშემძვრელია. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
  10. ერთადერთი ადგილი მთელს თბილისში, რაც გადაურჩა აღამაჰმად ხანსა და შემდეგ უკვე რუსებს და რაც მთავარია ბოლოს უკვე კომუნისტებს, არის რიყე. ადგილი, რომლითაც ჩვენ ერთგვარ იდენტიფიკაციას ვახდენთ თბილისის, როგორც ასეთ, ქართულ ქალაქთან და გარკვეული ძაფების გავლებას ვახერხებთ ჩვენს წარსულთან, ისტორიასთან და აქედან გამომდინარე-ჩვენს ფესვებთან. რაღა მაინცდამაინც ამ რიყეს დაეტაკნენ და ასე უმოწყალოდ ანადგურებენ? იმ ტურისტს შუშის შენობით გააკვირვებს ვინმე? თუ იმ ისტორიული სიმყუდროვითა და განუმეორებლობით, რაც რიყეზე სუფევდა? მერე კიდევ იხუმრებს ვინმე: ქართველობას ებრძვიან, ეროვნულობას გვართმევენო. ეს დალოცვილი, ადგილის მეტი რა არის ამ თბილისში?! ქვეყნის მასივებია, უმახინჯესი არქიტექტურით, მივიდნენ და ალამაზონ და ცვალონ რაც უნდათ და ეს ერთი ბეწო კუთხე დაუტოვონ შთამომავლობას ხელუხლებელი (აღდგენა-გამაგრებას არ ვეწინააღმდეგები, რასაკვირველია).
  11. T_A_T კი, უკრაინლების უსაყვარლესი ფრაზაა: Не дадим мослякам сало!!! T_A_T კი, უკრაინლების უსაყვარლესი ფრაზაა: Не дадим мослякам сало!!!
  12. გამარჯობა არ იცი, ბიჭო?! Здароваться надо, молодой человек!
  13. Nukriko ეტყობა რაღაც შეგეშალა, მე ამ ფრაზებთან არაფერი მაქს საერთო, მე რატომ მომაწერე არ ვიცი.
  14. ეს ძალიან მაგარი იცით, ამ რუის-ურბნისის კრების წარა-მარა ხსენება :) იქნებ ცოტა უკეთ მაინც გაგერკვიათ მანამ, სანამ ამ მოვლენას ახსენებთ, რაში მდგომარეობდა ამ მოვლენის არსი და რა იყო მისი მიზანი, ან რა შედეგები მოიტანა ამ კრებამ?! მართლა ღირსები არ ხართ ეხლა ამ ტიპის კრება მართლა რომ ჩატარდეს ანალოგიური შედეგების მომცემი?! ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ამ კრების შედეგად დაქსაქსული და არასრულყოფილად ორგანიზებული ღვთისმსახურება გაერთიანდა და მას მიენიჭა უკიდეგანო ძალაუფლება და ფაქტიურად აყვანილი იქნა მართლმადიდებელი ქართული ეკლესია სახელმწიფო მმართველობისა და ზოგადად სახელმწიფო წეს-წყობილების საფუძვლად და მას, ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საშუალება მიეცა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად. ეს, რათქმაუნდა, ძალიან მოკლედ და ზოგადად, თუ ვინმეს უფრო დაწვრილებით გაინტერესწბთ, აქ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/3-6-7.htm თქვენ რა გგონიათ, რომ ამ რუის-ურბნისის კრებამ ალაგმა ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს მართვის საქმეში და ეხლაც მაგიტომ ახსენებთ წარა-მარა ამ მოვლენას?! დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ აქ არაერთხელ ითქვა უკვე, იკამათეთ იმაზე და აკრიტიკეთ ის, ვისზეც გაქვთ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია, თქვენ არავინ არ გეხებათ და არავინ გერჩით ეკლესიის მხრიდან, რისგან და ვისგან იცავთ ასე გააფთრებულები თავს? ხომ ხედავთ, რომ რაც მეტს იბრძვით, მით მეტად სასაცილოდ გამოიყურებით?! აუცილებლად კეთილი სურვილებით, წარმატებები ყველას, ღმერთი თქვენსკენ.
  15. ეს მთავრობის სახლი მაინც ტყუილად დგას და რამე სასტუმრო, რესტორანი, ან კაზინო მაინც გახსნან?! პატარა ფულს მაინც გააკეტებენ.
  16. ra qveyana daangries დავუწერე უკვე და აი ეს მომწერა პასუხად: ak47 was designed in 1947 mp44 was designed in 1943 AK47 MP44 დაწვრილებითი ცნობებისათვის მიმართეთ გუგული დეიდას და "დედ მაროზს" კიდევ ვიზუალურად აბსოლუტური იდენტურები არაა, რათქმაუნდა, მაგრამ პრინციპი და მექანიზმი ერთი და იგივეა. მანამდე რუსები "ბარაბნიანი" ავტომატებით დარბოდნენ
  17. ამ თემაზე მაგრად ვხალისობ მ/ფ "არმაგედონში" რომაა, ჩვენ, ამერიკელებმა, ბიუჯეტიდან 20 მილიონი დავხარჯეთ კოსმოსში, უწონოდობაში, რომ წერდეს, ისეთი საწერი კალმის გამოგონებასო და რუსებმა ეს პრობლემა სულ რაღაც 3 კაპიკიანი ფანქრით მოაგვარესო ისე კალაშნიკოვი რუსების გამოგონება ნამდვილად არაა, სსრკ პროპაგანდა იყო ეგ, გერმანელების გამოგონებულია, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, უბრალოდ მასობრივი წარომოება და ფრონტებზე გამოყენება აღარ დასცალდათ, ტექნოლოგიები კი რუსებმა წამოიღეს სახლში, სხვა უამრავი ტექნოლოგიებისა არ იყოს. დიდი მადლობა ლავრენტი ბერიას
  18. ერთადერთი კითხვა მაქვს: რას ერჩის საკუთარ თავსა და მის შთამომავლობას?!
  19. ყოველ წელიწადს, ამ დღისადმი მიძღვნილ თემებს ვხსნით და ვიხსენებთ და ვიხსენებთ... მეტი არც აღარაფერი შეგვიძლია. არადა ამ უბედურების შემომქმედნი თბილად, ტკბილად არიან თავისთვის და ალბათ კვდებიან სიცილით.... არც ერთი!!!! არც ერთი ადამიანი არაა პასუხისგებაში მიცემული დღემდე მაგ ამბის გამო. ზოგი რომელ აგარაკზე ბერდება თავისთვის და ზოგიც რომელზე... არადა ბოლო 20 წლიანი უბედურებების კასკადის დასაწყისია ეგ შავი დღე საქართველოში.
  20. სსრკ-ს ეკონომიკა თუ ვინმეს გისწავლიათ სკოლაში(თემის ავტორს არც ვეკითხები), კარგად გეხსომებათ ალბათ, რომ რატომღაც სსრკ-ში ყველა ეკონომიკური მიღწევის შედარება ხდებოდა 1913 წელთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან. არადა მე რომ ეგ ვისწავლე, გაგანია 1987-88 წლები იყო. ბოლომდე ვერაფრით გავიგე, თუ რატომ?! რამ გამახსენა ეხლა ეს ამბავი?!
  21. lasha_alo ბოდიში ოფტოპიკისთვის, მაგრამ ერთი იდეა მაქვს ადმინისტრაციასთან: წლის ბოლოა და რამე სახალისო კონკურსივიტ ხომ არ ჩაატარებდით ფორუმის მომხმარებლებს შორის? მაგალითად: წლის აქტიური მომხმარებელი. წლის კორექტული წლის ჩხუბისთავი წლის ორიგინალური და ა.შ. კიდევ ერთხელ ბოდიში ოპტოპიკისთვის. წარმატებები.
  22. Siknadmo მე არაფერი ციტატა არ მომიყვანია საერთოდ აქ ეწერა და მე უბრალოდ ვთქვი, რაზე და ვისზეც თქვა ეს თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ.
×
×
  • შექმენი...