Jump to content
Planeta.Ge

joao

პლანეტელი
  • პოსტები

    53
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია joao

  • დაბადების დღე 09/24/1973

Profile Information

  • Gender
    Male

joao'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ლიც ინტერვიუ დამახინჯებულია და არტასწორად ნათარგმნი. ამიტომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.
  2. asds და შეეშვი ბზეჟინკის და მისდაგვარებს .. იავნა არასერიოზული მასტია ეგ რუსოფობი და იავნა გადაფასებული გაქვს მისი როგორც პოლიტოლოგის და ანალიტიკოსის შესაძლებლობები .. ის რომ წარსულში და დღესაც ამერიკაში აღიარებულია ერთ ერთ საუკეთესო მოზგად ამერიკის ინტელექტუალურ პრობლემებზე უფრო მიუთითებს ვიდრე იმაზე რომ ზბიგნევაა დონე მასტი .. იმენნა ლექციებს წაუკითხავ მაგ კლოუნს გეოპლიტიკაზე არადა პროფესორის ხარისხი აქვს და ლექციებს კითხულობს ტიპი .. სირცხვილი ამერიკას .. კისინჯერებისა და ზბიგნევების დონეს რომ ვერ გაცდნენ .. კისინჯერმა ჩინეთი მაინც შესრულა თავის დროზე მაგრამ ეგეც იქით იყოს ... ახალი სისხლი ჭირდება ამერიკის გეოპოლიტიკურ მკვლევართა გუნდს თორე ცივი ომის ეპოქას და ფსიქოოგიას ვერ დააღწევენ თავს და საკუტარ ქვეყანას გაანადგურებენ შედეგად .. ჯერ ჯერობით ასეც ხდება ... მადლობთ. რჩევებისთვის, მაგრამ ის სტატია სწორედ იმისთვის დავდევი, რომ ზბიგნევი არაფერ შუაშია. მენე უფრო კარლ შმიდტი მომწონს. აი ზბიგნევი, რომ წარსული დღეა, ეს ცოტა გადაჭარბებულია, ვიონაიდან მის თარიღებში იუველირის სიზუსტეა. აქვე გეტყვი, რომკ გაცილებით სერიოზულ ინფორმაციებს ვეყრდნობით. რაც შეეხება რუსეთის დაშლას, ამაში ეჭვი არ მეპარება. იდეა არ აქვთ, იდეა, სუფთა წმინდა იდეა. პუტინის მმართველობა ძალიან ჰგავს გორბაჩოვის ბოლო წლებს, ასევე მისი საახლობლოსი, რომლებიც საკუთარი ფულის შენახვით იყვნენ დაკავებული. http://joaoscorner.blogspot.com/2009/07/blog-post.html აქ არის ეს ყველაფერი. აი შენ ამიხსენი რუსეთისგან და ამერიკისგან აბსოლუტურად თავისუფალმა საქ2ართველომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ განლაგებაში როგორ უნდა იარსებოს. ძალიან მაინტერესებს.
  3. dire საიმისო კი ნამდვილად ვიცი, საქართველოს რომ არ მიყვანია თვითმკვლელობამდე რუსეთი ვინ ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე კიდევ საკითხავია... აი რომ წაგეკითხა მსგავს რამეს არ დაწერდი. რაც უფრო მეტს დაწერ ამიერიდან უფრო ჭკვიანური გამოგივა. ეგ პრობლემა არაა.
  4. asds წიგნები საკმარისად წავიკითხე და კიდევ ბევრს წავიკითხავ რაზეა ბურდგუნი მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამ წიგნების ავტორების ნააზრევები გავასაღო საკუთარ მოსაზრებად ან სხვა ავტორების მოსაზრებების ტყვეობაში ავღმოჩნდე, არამედ იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია მივიღო და უკეთესად დავინახო არსებული ვითარება ... :kaila: ისტორიული თამაშის ლოგიკა თითქმის გაცვეთილია სიტყვა თამაში. ეს სიტყვა გამოიყენება ხშირად, რაც მას უკარგავს ფუნქციურ დატვირთვას. იგი გამოიყენება პოლიტიკაში, ხელოვნებაში და თვით ისტორიაშიც კი. ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკა. შეიძლება ითქვას იმ საკითხების განხილვისათვის, რომელსაც დღეს შევეხებით, საკმაოდ შესაფერი ტერმინია, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური მიმართულებები დღეს არ დაწყებულა. ის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა. იყო პერიოდები, როდესაც ეს პროცესი ჩერდებოდა და პირიქით, იყო პერიოდები როდესაც აქტიურდებოდა. მიმდინარეობდა მხოლოდ პროცესი. ამ ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვა ყოველთვის გვიწევდა. ამ წესების დაცვის გარეშე ვერაფერსაც ვერ შევძლებდით. აქ შეცდომების დაშვება და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს თამაში სრულიადაც არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ის არ არის ადამიანის მიერ დაგეგმილი, არამედ ეს თამაში შეიძლება ითქვას ყოფიერებიდან ჩვენსკენ და ჩვენგან ყოფიერებისაკენ მიმართული ინფორმაციის გაცვლაა. ამ ინფორმაციის გაცვლაში ხდება ამ თამაშის წესების დამუშავება და ზუსტად მისი დაცვა. ამიტომ არის ეს თამაში ჰერმენევტიკული თამაში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, დომინანტები პოლიტიკურ პროცესებზე და ზესახელმწიფოების ამბიციები. ამ თამაშში ყველა ობიექტია, თავად თამაშის გარდა, რომელიც თავად შემოგვთავაზებს მოქმედების წესებს და მოვლენების შეფასების კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ ტევადია და შეიძლება ბევრი პარალელების გავლება, ჩვენი სურვილია ის განვიხილოთ საქართველოს უკანასკნელი თოთხმეტი წლის მოვლენების ფონზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიგვაჩნია საკითხი დავყოთ რამდენიმე ნაწილად. ჩვენს წინაშეა ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაშის ფენომენი, სადაც თითოეული პოლიტიკური ფიგურა ასრულებს თავის როლს და გადის ჰერმენევტიკული ლოგიკიდან, ისე, რომ ეს ლოგიკა რჩება და მუშაობს. პირველი საკითხი რომელიც განხილულ უნდა იყოს ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სადაც ძალიან ცვალებად და თითქმის ბუნდოვან ისტორიულ ლოგიკასთან გვაქვს საქმე, რომლის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ დღეს. მანამდე ეს საკითხი იყო საკამათო და ბურუსით მოცული. აღნიშნული პერიოდი გამოირჩევა ძალიან მზარდი და ფეთქებადი მოვლენებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც უნდა მოვასწროთ. რაღაც გვეჩქარება, მაგრამ არსებობს პატარა, მცირერიცხოვანი ერების განვითარების დინამიკა, სადაც არ შეიძლება აჩქარება. მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, საფუძველი ეყრება გეოპოლიტიკურ ჰერმენევტიკას, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე თანაბრად და მწყობრად ყალიბდებოდა. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ამ ტრადიციის არ გათვალისწინება არ შეიძლება, რამეთუ ქართული და ზოგადად კავკასიური გეოპოლიტიკური სივრცით მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე სულ მცირე ორი გეოპოლიტიკური ამბიციის სახელმწიფო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ამბიციები. უკეთეს შემთხვევაში შეეჯახებინა ეს ამბიციები, ან განთავისუფლებულიყო ამ ამბიციებისაგან. გამონაკლისი არც დღეს არის. დღეს სახეზეა ორი გეოპოლიტიკური ამბიცია რუსეთი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ჩვენი ვექტორი დასავლეთისაკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს აჩქარება, ქართულ ჰერმენევტულ გეოპოლიტიკის მეშვეობით ხორციელდება, არა მხოლოდ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ ყალიბდება ზოგადად კავკასიური საგარეო პოლიტიკური კურსი. აბსოლიტურად ლოგიკურია ის გარემოება, რომ სხვა სახელმწიფოს ამიერკავკასიაში ამის დაწყების და მითუმეტეს განხორციელების საშუალება არა აქვს. თითქოს ბუნდოვანია ეს პოლიტიკური კურსი, მაგრამ იგი არის ლოგიკური, რამეთუ უნდა შეიქმნას საქართველოს ჰერმენევტული გეოპოლიტიკა, აღსდგეს ჩვენი ისტორიული მისსია, რომელიც არ არსებობს კავკასიის გარეშე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას აზრი არა აქვს ჩვენი ისტორიული ზურგის _ კავკასიის გარეშე. რა თქმა უნდა არის უდიდესი ზეწოლა რუსეთის მხრიდან. ისმის პირდაპირი მუქარა სეპარატიზმის გაღვივების შესაძლებლობით, სეპარატიზმის უდიდესი მხარდაჭერით, რასაც მოგვიანებით მოჰყვა უმძიმესი შედეგები: ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ. ზუსტად აქ უშვებს შეცდომას ჩვენი ~უფროსი ძმა~. ეს შეცდომა საბოლოო მარცხამდე მიიყვანს მას, რისი მოწმენიც გავხდებით უახლოეს 10 წელიწადში. ეს არის ჰერმენევტული ლოგიკა. ქართულ ჰერმენევტიკულ გეოპოლიტიკას აქვს თავისი მიზნები. პირველ რიგში ეს არის კავკასია. გამოხმაურებაც სათანადოა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მიმდინარეობს მზადება. რუსეთის მეორე უდიდესი შეცდომაა აფხაზეთში ჩეჩენი ტერორისტების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რის გამოც დღეს ბოდიშს იხდიან ჩეჩნები. ეს მოულოდნელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩეჩნეთის საკითხი იმუშავებდა დროში. არსებობს ამის უდიდესი გამოცდილება. მე-19 საუკუნის მთელი პირველი ნახევარი. საქართველოს გათვლა სწორია. რუსეთის მთელი მცდელობა ჩაეშალა ეს კავკასიური ალიანსი, ვერ შედგა. ეს მოსალოდნელიც იყო. ეს ალიანსი თითქოს ჩაიშალა 1993-94 წლებში, მაგრამ დროებით. შეიძლება ითქვას მისი ჩაშლა პრაგმატულ დონეზე ვერც განხორციელდებოდა, ვინაიდან ეს ჰერმენევტიკული თამაშის სფეროს განეუთვნება, სადაც რეალურ გათვლებს არა აქვთ ძალა და იგი ჰერმენევტიკული თამაშის ფარგლებში მიმდინარეობს. აქვე საინტერესოა ერთი საკითხი. რას აკეთებს ამ დროს მეორე გეოპოლიტიკური ამბიციის სამყარო _ დასავლეთი. 90-იანი წლების დასაწყისში მათი მიზანი მხოლოდ ქიმერასთან ბრძოლაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია. საკმაოდ პირობითი სახელი, რაც დადასტურდა. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ ქიმერის მთავარი მამოძრავებელი არის რუსეთი, თავისი იმპერიული ამბიციებით, საკმაოდ მოუქნელი და ტლანქი. რაღაც მომენტში ქართული პოლიტიკა დასცილდა დასავლეთის პოზიციებს. არ იყო პროცესი თანმხვედრი, რამაც მავანს შეუქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ დავახლოვებოდით მას. თუმცა ლოგიკა სხვა გზით მიდიოდა. ამიტომ ვუწოდეთ ამ პერიოდს ჩვენი ჰერმენევტული გეოპოლიტიკის ჩამოყალიბების აჩქარებული პერიოდი. თუმცა ყველაფერი სწრაფად დალაგდა. უბრალოდ აქ საჭირო იყო ფიგურების გადანაცვლება, რაც განხორციელდა. იწყება ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის განხორციელების მეორე ეტაპი. აუცილებელია შენელდეს ქართველთა აჩქარება. ისტორიული თამაშის ველზე უნდა შეიცვალოს ფიგურათა განლაგება. აუცილებელია გავცეთ ხარკი: მთელი აფხაზეთის ტერიტორია, ქართველთა დაპირისპირების “ინსპირირება”, ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამასიათასი ლტოლვილით, დაკონსერვებული კონფლიქტი სამაჩაბლოში. საბოლოო ჯამში რუსეთისათვის წარმატების ილუზიის შექმნა, რაზეც დღესაც აღტაცებულნი არიან. თუმცა დარწმუნებული ვარ შესაძლებლობები ნაკლები აქვთ. უბრალოდ ერთ მცირე მაგალითს მოვიტანთ: რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეუძლებლად მიიჩნია ე.წ. სამხრეთY ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლა. აქვე მინდა ერთი ფრაზაც გავიხსენო, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნა ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ: ~რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება აფხაზეთის შედეგები~. ეს იყო აბსოლუტურად იმ ბურუსითმოცული ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური ~წერილის~ დადასტურება, რომელიც თანდათან ცხადდება, რომელსაც საბოლოოდ ფარდა აეხდება, ხოლო მისი წაკითხვა ბევრს გაუჭირდება. ზემოთ გავაჟღერეთ ფიგურების განლაგების საკითხი. ეს იყო ქართული პოლიტიკური ფიგურის ჩრდილო კავკასიაში გადანაცვლება. უშუალოდ იქ საკითხის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მომზადება, რათა ილუზიის მეტი შესაძლებლობები შექმნილიყო. ვფიქრობთ მიზანი მიღწეულია. შემდეგ ~ინსპირირებული~ სამოქალაქო ომი. მტრის პოზიციების დაზუსტება. მათი თავხედობის ამპლიტუდის განსაზღვრა, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა მათ მარცხს, რომელ გზაზედაც შემდგარები არიან უკვე. ბოლოს ერთი პოლიტიკური ფიგურის საერთოდ გასვლა ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკური სივრციდან და საკითხის შეჩერება დაკონსერვება, მხოლოდ დროებით. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ გავლებულ ხაზზე, რომელიც ქართულმა ჰერმენევტულმა გეოპოლიკამ გაავლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არსებობს საიდუმლო ~წერილი~, რომლის გამჟღავნების დრო ჯერ არ მოსულა. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ის რაღაც ძალიან მისტიკური ან ოკულტურად დატვირთული იყოს. ეს აბსოლუტურად პრაგმატული “წერილია”. ეს “წერილი” შენახულია და ის მკითხველს ელოდება. ვფიქრობ ის აუცილებლად გამოქვეყნდება. შესაძლოა საჯარო განხილვის საგნად არ იქცეს, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს ექნება შესაძლებლობა მისი წაკითხვის. რომელიც როდესაც ეს სიტყვები იწერება თავადაც წერის პროცესშია. მთავარი სირთულეები ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის პირველ აჩქარებულ და მეორე დაკონსერვების ეტაპზე იყო ნიადაგის მომზადება უკვე გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მიუხედავად ამისა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მარტივად გადაწყდება. ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე ეტაპი ნორმალურად დასრულდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგებს ელოდება. კვლავ გრძელდება ჰერმენევტიკული თამაში. შეიქმნა ამ თამაშში სუბიექტის ილუზია. თამამად მიითვისა ეს როლი ჩვენმა მოწინააღმდეგემ. მიზანიც ეს იყო. მისთვის ამ თამაშში დანარჩენი ყველა მონაწილე ობიექტია და თვლის, რომ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია. აქ უკვე მარცხის შესაძლებლობა იზრდება და გარკვეულ ეტაპზე პიკს მიაღწევს, რამეთუ ასეთი დამოკიდებულება ისტორიულ_ჰერმენევტული თამაშის შემთხვევაში გარდაუალია. რუსეთი ხომ თვლიდა და თვლის, რომ თავად არის სუბიექტი ამ თამაშის. აქვე იმალება მოულოდნელობა, რომელიც თავზე დაატყდება რუსეთს და გაუკვირდება. ერთი გარემოების გამო, მას არ სურს სხვისი ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად მას გაექცა ის მოვლენები, რომელზეც გაცილებით უკეთესად უნდა დაფიქრებულიყო. სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს 1991 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც მისი ჯარისკაცები დაახლოებით 8000 კაცი ცხვრებივით გარეკეს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან. პირიქით, მან მოინდომა დაესაჯა ამ მოვლენის ~ინსპირატორი~ საქართველო. რომელიც შეცდომით მიიჩნიეს ამ მოვლენების ~ინსპირატორად~. საქართველო ჰერმენევტიკული თამაშის წესებს იცავს. ის ყოველთვის იცავდა ამ წესებს მთელი ისტორიის მანძილზე. დასაჯა კიდევაც, მაგრამ თავადაც დაისაჯა. მიიღო ანალოგიური მდგომარეობა, რაც განახორციელა საქართველოში. შეიძლება ითქვას გაცილებით მწვავე ფორმაში. ამით შეიქმნა დიდი პრეცედენტი, რომლის მონელებაც ძალიან სარისკო საქმეა. ჩვენ იძულებული ვიყავით რუსეთიდან ეს დარტყმა მიგვეღო, ვინაიდან მაშინ არც საშუალება და არც შესაძლებლობა არ გვქონდა გავრიდებოდით ამ ყოველივეს. თუმცა მიმდინარეობდა ჰერმენევტიკული თამაში. უნდა შექმნილიყო მტრის გამარჯვების ილუზია, რაც წარმატებით განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ვერავინ შეძლებს ამ ჰერმენევტიკული თამაშის შეცვლას. ის აუცილებლად თავისი მიმართულებით წავა. რაც შეეხება მასში მონაწილე მხარეებს, ის, ვინც დაუპირისპირდება მის ლოგიკას შესაბამისად ამ თამაშის პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია ჰერმენევტიკული თამაშის სტრუქტურა მასში მონაწილე ობიექტების მიერ. შესაბამისად სახეზეა მარცხის პრობლემა, რომელსაც ეს პროცესი აუცილებლად შესთავაზებს რუსეთს. შესაბამისად იზრდება მარცხის ალბათობა და ნებისმიერი განძრევა ჭაობში უფრო მეტი ჩაფლობის საშუალებას იძლევა. მარტივია ამის მაგალითებით გადმოცემა. თუნდაც უკანასკნელი მოვლენები ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანში. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უმოწყალო ჟლეტა ბავშვთა. სადაც ბავშვები და მათი სიცოცხლე კი არ დგას წინა პლანზე, არამედ იმპერიული ამბიცია. საშინელი ასოციაციები წარმომგვიდგება თვალწინ. ეს შეიძლება ბიბლიურ ჰეროდეს ყრმათა ხოცვას შევადაროთ. ორივე შემთხვევაში წინა პლანზე არის პოლიტიკა, შიში და ძრწოლა სიმართლის მიმართ. ეს გაუცნობიერებელია რუსეთის მიერ. ის კვლავ აგრძელებს ამ ჭაობში განძრევას. კიდევ მეტად ეფლობა. მიუხედავად დიდი შეძახილისა, დაუბრუნდი შენს თავს ამის გაგონება არ შეუძლია. არის შიში, ძრწოლა და მარცხი, შეიძლება ითქვას რუსეთის ბედისწერა. საქართველოს მიერ ჰერმენევტიკული თამაშის პირველი და მეორე ეტაპის წარმატებით გავლამ რუსეთს მარცხის მეტი ალბათობა შეუქმნა, რომლისთვისაც გაუცნობიერებელია დღესაც შექმნილი მდგომარეობა. ის არცკი ცდილობს გამოასწოროს იგი, რამეთუ ცდილობს მთელს ამ პროცესს მისცეს სხვა მიმართულება. ვფიქრობთ მოვიდა დრო, როდესაც რუსეთს უარი უნდა უთხრათ ხარკის გადახდაზე, რასაც ის დაჟინებით ითხოვს, ვინაიდან შექმნილია პრაქტიკულად სტატუსკვო. სეპარატისტულ განწყობილება არსებობს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. პრაქტიკულად ვერ დააფიქსირეს ამ უკანასკნელებმა იმ მარცხის საშიშროება, რომელიც თავს დაატყდებათ უახლოეს მომავალში. მათ ვერ შეძლეს საქართველოსა და კავკასიას შორის ალიანსის გაწყვეტა. შესაბამისად ვერც სეპარატისტული სტატუსის შეცვლა შეძლეს ჩეჩნეთში. რუსეთის მხრიდან განხორციელდა ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგივე მცდელობაა ცხინვალის რეგიონში. ისინი ისევე ნიშნავენ პრეზიდენტებს ამ ტერიტორიებზე, როგორც დანიშნეს ჩეჩნეთში. განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის მათთვის არ არსებობს. ზუსტად აქ ჩანს ის მარცხი, რომელსაც ჰერმენევტიკული თამაში უმზადებს იმპერიას. ის გარემოება, რომ როგორც ცნობიერ ისევე არაცნობიერ დონეზე ეს ყველაფერი მათთვის ერთი და იგივეა, არის მათი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი. მათთვის გაუცნობიერებელია ის გარემოება, რომ ეს ტერიტორიები ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაა და მათ მიერ ნებისმიერი ღონისძიების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტულად განწყობილ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ავტომატურად გამოიწვევს იმავე ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც დასავლეთის დემოკრატიული სამყარო აუცილებლად მოითხოვს. ის სტატუსი, რაც მიეცემა სეპარატიზმს რუსეთის ტერიტორიაზე, იგივე სტატუსი მიენიჭება მას საქართველოს ტერიტორიაზე. სეპარატიზმი შობს ტერორიზმს. აი ფორმულა, რომელიც გაჟღერდა. შესაბამისად უნდა აღიკვეთოს სეპარატიზმი, რომ მოისპოს ტერორიზმი. მაშინ, როდესაც რუსეთი არის საქართველოში წარმოქმნილი სეპარატისტული რეჟიმების მკვებავი. აქ უკვე არის ჩიხი, სადაც ისინი აღმოჩნდებიან. ამ ჩიხის ბოლოს მათ ასევე დახვდებათ აგრესორისა და ოკუპანტის სტატუსი, რომლის მოხსნაზეც ძალიან სერიოზულად იმუშავეს თავის დროზე 1991-92 წლებში. თუმცა ეს დავიწყებული არ არის და ეს გარემოება დღესაც ქმედითია. მათი სურვილი, რომ ისინი დომინანტები არიან ამ ჰერმენევტულ თამაშში და, რომ ისინი სუბიექტები არიან აქ, არის ილუზია, რომელიც მათ ვერ გააცნობიერეს. დღესაც განაგრძობენ ამ ილუზიაში ცხოვრებას, ამ დროს ჰერმენევტიკული თამაშის პროცესი გრძელდება და ის, აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. საქართველოში დაიწყო ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის მესამე ეტაპი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ამ თამაშის წესების დარღვევა. გამოცდილება ძალიან დიდია. მთელი ისტორია. ჩვენთვის დღეს უცნობია ამ თამაშის მომავალი. არავის შეუძლია მოახდინოს იმის წინასწარმეტყველება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით შეცდომები არ არის. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეთავაზება ამ თამაშის წესების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მხრიდან მომდინარეობს, რასაც ყურადღება რუსეთისაგან არ ექცევა, თუმცა მათ იძულებულს გახდიან დაიცვან თამაშის წესები, მაგრამ არა ამ თამაშში მონაწილე მხარეები, არამედ თვად ჰერმენევტიკული თამაში. მთელი ამ 18 წლის განმავლობაში ქართულმა ჰერმენევტიკურმა გეოპოლიტიკამ გაიარა განვითარების ეტაპები. ის ჩადგა თავის ისტორიულ პარამეტრებში და გრძელდება. იცვლება ფიგურები და ყოველ პერიოდში მოდის ის ფიგურა, რომელიც საჭიროა. ეს ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვის შედეგია, ანუ ყველა ფიგურა იკავებს თავის ადგილს ან გადის თამაშიდან. ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის ყველა ეტაპზე საქართველოს პოლიტიკური ფიგურები იკავებენ საკუთარ ადგილებს და ყველა ამ განხორციელების ეტაპზე სარგებლობენ რუსეთის შეცდომებით და გაუაზრებელი პოლიტიკით, რომელიც უახლოვდება მარცხს. ამის ყველა პირობა არსებობს დღეს. ეს არის ისტორიულ ჰერმენევტიკული თამაშის უმკაცრესი ლოგიკა, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს. ეს წერილი 2005 ბწელს დაიწერა. მე მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი. ყურადღებით და სვენებიოთ საჭიროებს წაკითხვას. იმის სურვილით, რომ კამათი მოიგო, ოპტიმალურზე ნუ გააკეთებ აქცენტებს. ამის ავტორიც მომიძებნე ნეტში. :kaila:
  5. asds თუ ძმა ხარ რა. ეს არის ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინესო.რუსებს არც იმის ტრაკი ჰქონდათ რომ ყირგიზეთისთვის 2 მილიარდი მიეცათ, ელოდა ის ხალხი და 100 მილიონზე დაითანხმეს ამერიკელებმა. რუსებს კიდე სასტიკი რეაქციები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ბელორუსს ვერ მისცეს ფული აფხაზეთის აღიარების სანაცვლოთ. გაიგეთ კაცო არა აქვთ ფული რუსებს არა. უჭირთ მაგრააად.
  6. asds ვერ დაგეთანხმები. მას ჰქონდა აბსოლუტურად დაუსაბუითებელი არგუმენტები. აბა დადოს პატივცემულმა ზენმა ინფორმაცია სადაც 2 მილიარდი ასესხა რუსეთმა ყირგიზეთს. ამის ლინკი ზენ გთხოვ დადევი.
  7. მე პირადად ვფიქრობ რომ ჩოხას არ მიეცა საშუალება ბოლომდე განევითარებინა თავისი ლოგიკური აზრი. ვინაიდან დრო იყო არასაკმარისი. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა დებატის სუსტი წერტილი. მცირე დრო. ვინაიდან არსებობს საუბრის სტილი, რომელიც მის ლოგიკურ წერტილამდე ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყავს, რომელიც ჩოხას საუბრის სტილია. ვფიქრობ მთავარბ შეკითხვას ვერ გაეცა პასუხი. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში, რომელიც ჩოხას მიერ აბსოლუტურად ზუსტად იქნა დასმული.
  8. asds ძალიან გთხოვ ამ გრძელი პოსტებით თუ ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას ძალიან ცდები. საუბარი არის ახალი მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაზე. ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა 2025 წელს ეს არის გრამაფონში. სმსების სამყაროში მსოფლიო ძალიან პატარაა. ჯერ ის ლინკი წაიკითხე რაც დავდევი და მერე ისაუბრე 2030წ, ჩინეთზე. ჩინეთი ამ წესრიგში ჩვეულებრივი რეგიონალური დერჟავაა რომელიც ციმბირში გადავა. ეხლა შენ თუ ფიქრობ. რომ ახალ ამერიკას აღმნოაჩენ ძალიან ცდები. სჯობს წიგნები წავიკითხოთ. თუნდაც ეს http://www.lib.ru/POLITOLOG/AMERICA/bzhezinskij.txt ხო ბევრ რამეს დაალაგებ. ახალ მსოფლიო წესრიგსაც მოტვინავ. შენ რომ ფიქრობ მასე 1993წ მდე ვფიქრობდი. მერე გადავაფასე ყველაფერი.
  9. asds აბა ინფოპრმაცია დააზუსტე საიდან მიიღო სააკაშვილმა ეს დავალება თუ ეს შენი პირადი წარმოდგენების შედეგია. ინფორმაცია ლინკი მოგვაწოდე ან უწოდე შენს ნააზრევს ვბოდავო. ვინ მისცა დავალება, როდის რა ინფორმაციით სარგებლობ. ეხლა აქ არ გეგონოს ის გისვამს კითხვასნფორმაციას რომელსაც შენი დემაგოგიით დააბოლებ. დადევი ზუსტი ინფორმაცია სააკაშვილს ვინ დაავალა ეს.
  10. asds ერთი რამ გავიწყდება. შენი თეორიები წავიკითხე. გასაგებია და მესმის ყველაფერი მაგრამ ეს უფრო ოცნებას ჰგავს. უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი და ამ წესრიგში საქართველო. შენი თეორიის მიხედვით ამ წესრიგიდან ამოვარდნილია საქართველო, რაც ნამდვილად მისცემს რუსეთს საშუალებას საქართველოს ადგილზე ტერიტორიები არსებობდეს და არა სახელმწიფო. მაშIნ როდესაც ამერიკა რუსეტის მსოფლიო წესრიგში ჩასმას აწვება, ჩვენ პატარა ქვეყანას ამის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეხლა მცირე ექსკურსი, როგორაა დღეს მოაზრებული მსოფლიო წესრიგი. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე. მის ძირითად პრინციპებზე. სავარაუდო როლზე, რომელიც შეიძლება ამ წესრიგში საქართველოს დაეკისროს. მსოფლიო წესრიგი კლასიკურ გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში შედგება სამი ნაწილისგან. დაყოფილია ქვეყნები მათი შესაძლებლობების მიხედვით. I არის ~ტექტოტრონული ოაზისები~. ასეთ ქვეყნებს შეადგენენ აშშ, დიდი 7-იანის ქვეყნები, ევროკავშირის გაერთიანება, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩინეთი, რუსეთი. ამ ქვეყნებს ერთნაირი გავლენები რათქმა უნდა არა აქვთ. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი.... გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყნებია სხვა დანარჩენი. რაც შეეხება საქართველოს ის სანამ არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან არის გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყანა, თუმცა პერსპექტივა იმისი, რომ გავხდეთ გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყანა გვაქვს, თუ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, გავწევრიანდებით ნატოში და კავკასიაში დავმკვიდრდებით როგორც პოლიტიკურად ცენტრალური სახელმწიფო. აღნიშნული ქვეყნები (ყველა ხარისხის) ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და აქვთ გავლენები. ~ტექტოტრონულ ოაზისებს~ გლობალური გეტოს I და II ხარისხის ქვეყნებზე. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნებს II ხარისხის ქვეყნებზე. მთელს ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები. სწორედ ამ გეოპოლტიკურ წესრიგში საქარტველოს როლი არის ჩვენთვის მინიშვნელოვანი, გეოპოლიტიკური ადგილის დასამკვიდრებლად. ვერ და არ მოხერხდება სრულად დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ეს არის გამორიცხული. ამიტომ ამერიკას იმათ ნუკი განიხილავ, რომ ის არის კოლონიზატორი. თუ საქართველო კავკასიაში გახდება გეოპოლიტიკური ცენტრი, ეს ჩვენ ყოველნაირად უნდა გვაწყობდეს. ანუ კავკასიურ გეოპოლიტიკაში ცენტრალური სახელმწიფო, გლობალური გეტოს პირველი ხარისხის ქვეყანა, რომელიც ენერგომატარებლების გატარების კვანძიც იქნება და შესაბამისად კავკასიური პოლიტიკის ფორპოსტით, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკურ ევრაზიულ სტრუქტურაში მოხვდება. სწორედ ამის არ არსებობამ მოგვიწყო ჩვენ 1991წ. გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას პოლიტიკაც კავკასიური იყო, ის არ იჯდა მსოფლიო წესრიგში. ამიტომ რუსებმა რაც გაგვიკეთეს მშვენივრად ვიცით. მსოფლიო წესრიგში ერაყის არ არსებობამ რა უქნა ერაყს ისიც ვიცით. ირანს რას უზამს მაგასაც ვნახავთ და რუსეთს რას უშვება ესეც მალე გამოჩნდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ ევრაზიულ გეოპოლიტიკაში ამერიკის მსგავს პარტნიორს და მოკავშირეს მეორეს ვერ ვიპოვნით. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ჩვენ შესაძლოა არა მარტო კავკასიურ გეოპოლიტიკურ საზღვრებში, არამედ ჩვენი გეოპოლიტიკური საზღვრები შესაძლოა ავღანეთამდე მივიდეს. დღეს 3 წერტილია ევრაზიაში 1. უკრაინა- შავი ზღვა 2. კავკასია-საქართველო შავი ზღვა 3. ავღანეთი. რუსეთმა იცის, რომ მისი გეოპოლიტიკა კავკასიის და შავი ზღვის გარეშე სრულდება ევრაზიაში და რეგიონალური დერჟავაც სახვეწნი ექნება, ამიტომ არის აქ რომ იკლავს თავს. ეგ მოკლედ. უფრო ფრთოდ ამის შესახებ http://joaoscorner.blogspot.com/2009/05/blog-post.html საინტერესოა. შენს მსჯელობებსაც თუ მსოფლიო წესრიგში განიხილავ, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევ. ეს არის დღეს რეალობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილისთვის, ხოლო რუსები ამას ებრძვიან. dire არც არის საჭირო. არ წაიკითხო, მე დარწმუნებული ვარ შენ გაცილებით მეტი იცი.
  11. lasalexx ცხინვაპოის რეგიონს რაც შეეხება იქ ომი როგორც ასეთი დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობდა. ეს იყო ლოკალური ბანდფორმირებების მიერ წარმოებული ბანდიტიზმი, რომელსაც ქართული პოლიცია უკლავდებოდა. გარდა ამისა 1991წ. მარტში ყაზბეგში ელცინსა და გამსახურდიას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციამ ცნო ცხინვალის ოლქის გაუქმება და ამ კონფლიქტის მოწესრიგება დაიწყო. 1991წ. 25 ნოემბერს საგანგებო წესებიც კი გაუქმდა ჯავის ტერიტორიაზე. http://www.rrc.ge/law/dadgen_1991_25_11_Q....22&lng_3=ge როდესაც გაუქმდებოდა სსრკ, რაც 12 დეკემბერს მოხდა, როგორ გგონია ყაზბეგის ხელშეკრულება არ იმუშავებდა? რათქმაუნდა იმუშავებდა. ამიტომ უკეთესად სჯობია შეისწავლოთ საკითხი და მერე იკამათოთ. იქ მსხვილმაშტაბიანი ომი არ ყოფილა. კულუმბეგოვი დაჭერილი იყო და ჩვენმა ოპოზიციამ პოლიტპატიმრად შერაცხა, გამსახურდიას წასვლის შემდეგ კიდე ციხიდან გაანთავისუფლეს. ეს იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი სეპარატისიტი. 1092წ. ივნისში კი ყარყარაშვილმა პრაქტიკულად დაამარცხა ოსთა ბანდფორმირებები, დაიკავა ცხინვალი და უტევდა ჯავას, როდესაც შევარდნაძემ 1992წ. 24 ივნისს ხელი მოაწერა დაგომისი ხელშეკრულებას. იქედან გამოიყვანა ქართული გვარდია და რუსებს დაუქვემდებქრა. ეს მოკლედ, უფრო დეტალურად სხვა დროს გეტყვით რა როგორ იყო. კონსტიტუცია გაუქმებული იყო 1992წ. თებერვალში. აფხაზეთის საკითხზე იხილე შემდეგი წერილი. http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_15.html დეტალურადაა. ვინ გააყუქმა კონსტიტუცია, მერე რა მოჰყვა ამას, არძინბამ როგორ მიიღო 1925წ. კონსტიტუცია. ..... ომის იურიდიულად მომზადება შევარდნაძის ხუნტის მიერ. babuagiorgi არ იცი შენ მე რას ვფიქრობ. ამასაც გეტყვით უახლოეს ხანებში.
  12. babuagiorgi სამაჩაბლოს კონტიგენტი 2000 კაციანი იყო. 500 ჩვენ 500 რუსები 500 ჩრდილო ოსეთი და 500 ადგილობრივი ოსები. კარგი იქნება იმაზეც თუ გაამახვილებ ყურადღებას, რომ რუსეთის დუმას სხვა ტერიტორიაზე შემოსასვლელად გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ეს გაკეთებული არა აქვს. რაც რუსეთის კონსტიტუციის დარღვევაა. ეხლა რატომ არ გააკეთეს ეს ამას შეიძლება იქით მიაქციო ყურადღება, რომ რუსებს სურდათ არ დაფიქსირებულიყო რუსეთის შეჭრა საქართველოში იურიდიულად მაინც. მაგრამ ამან უკუეფექტი გამოიწვია. პუტინს არ ჰქონდა უფლება დუმის გარეშე გაეცა ბრძანება ან მედვედევს, რომ ჯარები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ. lasalexx შენ როგორ ფიქრობ, არ მიდიოდა მუშაობა სამშვიდობოების ანაცვლებაზე და რუსები ამის საფრთხეს ვერ ხედავდნენ? ომის ფორსირება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც სოლანა აფხაზეთში ჩავიდა და შტაინმაიერი ახალი სამშვიდობო გეგმით, რომელიც სწორედ სამშვიდობო ძალების ცანაცვლებას გულისხმობდა. ასე უნდა გვექნა ისე უნდა გვექნა იოლი სათქმლია. ქნეს მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. რაც შეეხება დანარჩენს, რა დაიწყო, როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო, როგორ უნდა დაწყებულიყო http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_2913.html აი აქაა ძალიან დეტალურად. კონფლიქტის ისტორიაც, და ბევრი რამ. babuagiorgi არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი.
  13. babuagiorgi 31 დეკემბერს ზვიადი მოკვდა და რა წინააღმდეგობას უწევდით მე მსგავსი ნარაფერი გამიგია. ოქტომბერში დაიწყო და დასრულდა უახლოეს ხანში. ზვიადი გალში გადავიდა და შემდეგ იქედან მობრუნდა წალენჯიხაში. არ ვიცი რა წინააღმდეგობაზე საუბრობ. ხო ეგ მეც მაინტერესებს. პარადოქსია, გურჯული პარადოქსი.
  14. babuagiorgi როგორ? ეს აუცილებლად იქნება ტალიავინის დასკვნაში დამისი ერტი ნაწილი კონფლიქტის ისტორიას მიეძრვნება. ის რომ სამშვიდობო არაეფექტური იყო ეს ამ ომმაც დაადასტურა.
×
×
  • შექმენი...