Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. http://s43.radikal.ru/i102/0911/f9/b5fff016a7b7.gif
  2. იმ ზამთარს ვთქვი, გავაღწიე სიმარტოვიდან და შევეფეთე კვლავ სიმარტოვეს, იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა, იმ ზამთარს, გახსოვს, შენც მიმატოვე... ერთად მიყელეთ შენ და ბუნებამ, ერთად იყავით ორი არსება, სიმარტოვიდან ჩემს დაბრუნებას, სიმარტოვეში ერქვა გაქცევა...
  3. http://s59.radikal.ru/i164/0911/b5/5f8d314b3709.jpg
  4. http://s44.radikal.ru/i104/0911/93/302aa53ffe84.jpg http://i018.radikal.ru/0911/45/033c23a3db89.jpg
  5. - - - წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას.. უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!.. წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი... გამომეღვიძა...
  6. - - - გაგითავისე, მიყვარდი, მწამდი... ჩემი ოცნება შენს აჩრდილს სდევდა, შენ იყავ ჩემი უთქმელი დარდი, მე ვიყავ შენი ამაყი სევდა!.. და როგორც ხდება გაგვყარა ბედმა, გაცრეცილ სიზმრებს შემოვრჩი მარტო, ასეთ სიყვარულს რა ჰქვია ნეტავ, ცალ - ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ!
  7. როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე ქარებს აჰყოლია, და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან, მიწას დაჰკონია, ისე გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა უტყვი გამგონეა, არ გახსოვარ ალბათ, არ გახსოვარ ალბათ ჩემო მაგნოლია! ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია, მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა, რაღაც არ მგონია, მაგრამ გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა უტყვი გამგონეა, მე არ ვიცი რატომ, არც შენ იცი რათა ჩემო მაგნოლია? ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი, შენც ხომ არ გქონია? დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ შენც ხომ არ გგონია? მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგყოლია, როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია!
  8. - - - შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ, უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი... სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან!
  9. - - - ქარი ქრის, ოცნების სარკმელში შემოდის რძისფერი სინათლე, ისეთი ლამაზი ღამეა, დავხუჭავ თვალებს და... გინატრებ! გინატრებ კრძალვით და მალულად, მთვარე დაიღვრება ფიქრებად, გული სიმარტოვით შეჰკივლებს და მერე მოხვიდე იქნება... ქარი ქრის, ოცნების ქარი ქრის, სარკმელში კეკლუცობს სინათლე, ისეთი ლამაზი ღამეა, დავხუჭავ თვალებს და გინატრებ!...
  10. http://s51.radikal.ru/i131/0911/23/081946f7ee86.gif ილია ჭავჭავაძე
×
×
  • შექმენი...