Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. chegesto არა, კაცი არა ვარ, ნინო ვარ.
  2. * * * გადაუღებლად წვიმს... ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩვენს განშორებას. არ მეგონა, თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი... არ მეგონა, თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა. ვფიქრობდი დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს დროს და ახლა ვხვდები, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით. ბედნიერი და ამაყი... იქნება მაპატიოს ღმერთმა ჩემი სისულეები და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა! წვიმს...
  3. * * * გამიჭირდება უშენოდ ძილი, თუმცა სიფხიზლეც არ მიფენს იებს, თუ გაწყენინებ გულახდილობით, ხომ მაპატიებ? დღისით გელოდი, გელი ღამითაც, და რომ ლოდინის არ გაწყდეს მძივი, სასთუმლად შენი მკლავები მინდა, გამიჭირდება უშენოდ ძილი...
  4. http://s16.radikal.ru/i191/1002/8a/4a98691a66a1.gif
  5. * * * იზეიმებენ შეხვედრას ჩვენსას თეთრი შროშნები, და ყაყაჩოთა წითელ დროშებით შემოგვხვდებიან ვრცელი მინდვრები, განვიწმინდებით... ყოველივე ბოროტისგან განვიწმინდებით, ჩვენს დასალოცად მოვა მაისი, ოქროს ქოშებით... და ჩვენს შეხვედრას დიდი ზეიმით, დიდი ხალისით, იზეიმებენ მინდვრის შროშნები.
  6. * * * ეს მე ვარ... მე ვარ... შეშლილი ქალი, ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს, ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად, რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს. ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი, ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი, დამუხტულია შენზე ოცნებით, ჩემი სხეულის ნერვი ყოველი! http://s002.radikal.ru/i197/1002/e0/148bded33384.jpg
  7. * * * თან წამოგყვები ქვეყნის კიდემდე, ამ სიფრიფანა კაბის ამარა, უდაბნოს ცხელი მზით გარუჯული, სიყვარულს შენსას აღარ დავმალავ. ვიპოვოთ სადმე მყუდრო კუნჭული, ხმაურიანი გზების გადაღმა, "როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ჩურჩულით, "როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ხმამაღლა!..
  8. http://s006.radikal.ru/i214/1002/c4/245ea12648a9.gif
  9. * * * არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ, ჩემს ბალიშს იქეთ ცივი ქვებია, არ გაიღვიძო ისე, რომ არ თქვა, ასეო, ჯერ არ გამღვიძებია... ასეო ჯერაც არ მძინებია, ჯერ არ მიხილავს სიზმარი მსგავსი, არ დაიძინო არსად, არვისთან, დაღლილი ჩემთან დაბრუნდი - სახლში. მე ცხელ ჩაიში ჩაგიბნევ ღიმილს, მაგ თმებში დავშლი ალერსის მარცვალს, არ დაიძინო ოღონდ სხვის ძილთან, არსად ჩემს იქეთ... ანდა ჩემს ნაცვლად. არსად დატოვო სიზმარი მწველი, მოჰყევი ჩემთან არეულ ფიქრებს, დაღამდა უკვე, მე სახლში გელი, არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ!...
  10. ეჭვი? გულს დახრავს და ნაცრად აქცევს, წამოაჩოქებს მთასაც მაშინვე, ასე მგონია გულზვიად კაცებს, სიკვდილზე უფრო ეჭვი აშინებთ. თვალებში ჩუმი ჩადგება სევდა, მკერდზე მეცემა ცვარი ციური, მე ყველა კაცში ოტელოს ვხედავ და დასახრჩობად ვარ განწირული! ლილი ნუცუბიძე
  11. * * * ხეებს შეაცვდათ ნისლის სამოსი, საცაა ალბათ მთებშიც ინათებს, რა მოხდა, მერე, ერთხელ გიხმე და განთიადისას ერთხელ გინატრე! მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს, ქარმა ქალივით ამიყოლია, რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე, სიყვარული ხომ არ მითხოვია. ქარი ჩურჩულით შენზე მიყვება, და ვეგებები მთებში ალიონს, შენსკენ სავალ გზებს ფიქრად მივყვები, ყველა ცოდვა რომ მოვინანიო. მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს, ქარმა ქალივით ამიყოლია, რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე, სიყვარული ხომ არ მითხოვია!
  12. * * * ვეღარ შეგხვდები, ო, მე შენს ხმას ვეღარ მოვისმენ, სევდიანია ჩემი ტრფობის თავი და ბოლო, გემუდარები, მაპატიე, თუკი ოდესმე შენი თვალების სანახავად მოვიდე მხოლოდ!
  13. ხსოვნად დაგრჩება ო, ჩვენ არ გვკითხავს გაზაფხული, თუ როდის მოდის, ბულბულმა იცის, რომ სიტურფეს სიმღერა უნდა, არა, არ მანდო საიდუმლო საამო თრობის, არ მითხრა, რომ მზეს მცხუნვარება გადაუხუნდა... თორემ ჩვენს შორის დაეშვება ღრუბლების ფარდა, შეიბილწება სისპეტაკე ნაზი გვირილის, ხსოვნად დაგრჩება, რომ უბედო ქალი გიყვარდა, ქალი, რომელსაც ცრემლად ჰქონდა მხოლოდ ღიმილი! ნუნუ შალვაშვილი
  14. newstudio ავტორი არ მახსოვს, ან მედეა კახიძეა, ან მარიკა ბარათაშვილი. მალინა ვცდილობ სევდას გავექცე, მაგრამ შენს თხოვნას დიდი სიამოვნებით შევასრულებ.
  15. გიკაკუნებენ უდროოდ კარებს გიკაკუნებენ უდროოდ კარებს, სადღაც ვიღაცა მშველელად გელის, შენ დაატარებ უძილო თვალებს და უკვე ჩემგან არ ელი წერილს. გიკაკუნებენ უდროოდ კარებს და მოგაბეზრეს კინაღამ თავი, ნეტავ ვიცოდე, ვინ შეიყვარე, ვინ იცის შენი კარგი და ავი. სახლში ყოველთვის ბრუნდები გვიან და დაკეტილი გხვდება კარები, შენ ახალბედა მკურნალი გქვია და გზათაუკან დაიარები. და გზაზე ხშირად გაცილებს მთვარე, სადღაც, ვიღაცა იმედით გელის, გიკაკუნებენ უდროოდ კარებს და შემოგიტანს ვინმე ჩემს წერილს...
  16. დაწუნებული სარძლო ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე, გულმა რად აგიჩემა, მიყვარხარ, შენმა სიცოცხლემ, ჩემი ქალობის მზემა. ისევ ჰყვავიან მინდორზე ყოჩივარდა და ბალბა, შენ მოსვლა აღარ ინდომე, აღარ გახსოვარ ალბათ. ჩემს წინ ლაღობენ ჩიტები, აღარ იმჩნევენ დაღლას, დავდივარ ჩუმად ფიჭვებში ფრთამოტეხილი ღალღა. შენს ხმას ვერც როდის მოვისმენ, უშენოდ როგორ გავძლო, ყოფილხარ, ჩიტო, ოდესმე, დაწუნებული სარძლო? http://s006.radikal.ru/i213/1001/94/9ead92d7e256.gif
  17. მანეკენი დაღლა ეტყობა მის გაწვდილ ხელებს, მაგრამ მას მაინც სურს გაინაზოს, და ჟრიამულით მოსულ მყიდველებს ის საკოსტუმე ნაჭერს სთავაზობს. ხელოვნურია, კარგად იციან, ის ცოცხლებს შორის არვის უნახავს, მაგრამ მას მაინც სუფთად აცვია, მაინც ქალური მორცხვობა ახლავს. სახეზე დარდი აღარ ემჩნევა, იგი არავის არ აკვირდება, მაგრამ მგონია, როს მარტო რჩება, ღამით თავს დახრის და... ატირდება.
  18. * * * მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე, შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და, როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე! როგორ ვიცოცხლო მაგ თვალთა იქეთ, მაგ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს, ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ, ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას. მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი იქედან, როცა დალაგდა არე, მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი, დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
  19. * * * ალბათ გჭირდები და მე კი ასე შორსა ვარ შენგან, არ მყოფნის ძალა, ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ, ცრემლსა და სევდას ღიმილით ვმალავ. და ეს დღეც გადის როგორც სიზმარი, შენი სახელი მრჩება ბაგეზე, და სველი სუსხი დილა - ცისმარე მიხსნის იარებს, მღრღნის და მაქეზებს. ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ, უსაზღვრო ტკივილს ცრემლებში ვმარხავ, გული მაინც მაქვს იმედით სავსე, უმისამართოდ ვივლი და... გნახავ!
  20. MR:RAZIEL რადგან ქართულ ენაში სულ ორი ფორმა არსებობს: "ვინ" და "რა", ამიტომ ვიფიქრე, რომ უფალს ვინ კითხვა უნდა დავუსვათ, (თუ არის საერთოდ საჭირო ასეთი რამ).
  21. http://s001.radikal.ru/i193/1001/bf/b7ed80d0f57d.gif
  22. http://s57.radikal.ru/i156/1001/81/f42336db1e98.jpg
  23. საოცარია, არასოდეს მიფიქრია ამაზე, რა თქმა უნდა ვინ? რა - კითხვას ალბათ კერპთაყვანისცემლები დასვავდნენ.
  24. ნატვრა კაბა ჩამაცვი ფოთლების მაისის ვარდის ფერი, ამბორთა მძივი მაჩუქე და დამიმშვენე ყელი. ვერცხლის სარტყელის მაგივრად, წელზე მომხვიე ხელი, თორემ სიყვარულს მოგტაცებს თავაწყვეტილი ჩქერი. ბროლის ქოშები ჩამაცვი, გამჭვირვალე და თლილი, ყურზე საყურე დამკიდე ალუბალი და თხილი, თავზე გვირგვინად მზე მქონდეს, მწვავდეს სხივების მზერა, ღმერთო, მასმინე ჩიტების სტვენა, გალობა, მღერა...
  25. - - - თქვენ ჩემს დაქანცულ საქართველოს სანთლათ უნთიხართ, და ცისფერ იმედს გაზაფხულის მზესავით ველი... ჩემი ზღაპრების სამყაროდან მორცხვად გიყურებთ თქვენი სიკეთით და სიდიდით დამფრთხალი შველი... იყო საღამო ჩუმი ღელვის და სიხარულის და მთელი ღამე ქარიშხლების იყო ბღავილი. მე კი შორს თქვენგან სიყვარულით გულში ვტიროდი. მე - თქვენი დიდი საბაღნაროს ერთი ყვავილი. მერე გათენდა და როდესაც მზემ გაიღიმა ასე მეგონა თქვენი დიდი შუქი მფარავდა, და მაშინ მივხვდი, რომ მაგ გულის დიდ სიკეთესთან, ყველა სიკეთე და სიდიდე დაპატარავდა.
×
×
  • შექმენი...